„დაგროვებითი პენსიის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 62 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-22
ბიუროს ნომერი 126
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
დაგროვებითი პენსიის შესახებ
თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
კანონის მოქმედების სფერო
1. ეს
კანონი
არეგულირებს
დაგროვებით
პენსიასთან
დაკავშირებულ
ურთიერთობებს.
2. დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება
სახელმწიფო პენსიის და კომპენსაციის უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.
3. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში
საპენსიო აქტივების მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად მართვა.
4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) დამსაქმებლებზე;
ბ) საქართველოს მოქალაქეებზე გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა;
გ) საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან/და
მოქალაქეობის არმქონე პირებზე გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა;
დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების,
კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა პირების საქმიანობაზე
იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი საქმიანობა უკავშირდება დაგროვებით
პენსიას;
კანონში გამოყენებული ტერმინები
1. ამ კანონის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
მუხლი 2.
ა) აფილირებული პირი - ნებისმიერი პირისთვის:
ა.ა) წილობრივი მონაწილეობის ათ პროცენტზე (10%) მეტის მფლობელი, ან
წილობრივი მონაწილეობის ათ პროცენტზე (10%) ნაკლების მფლობელი,
რომელსაც აქვს შესაძლებლობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს
ამ პირის გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე;
ა.ბ) ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი, რომლის წილის ოცდახუთ (25%)
პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი ამავე დროს
პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ პირის წილის ოცდახუთ პროცენტზე (25%)
მეტს;
ა.გ) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების
მიმღები ან სამეთვალყურეო ორგანოს ნებისმიერი წევრი;
ბ) აქტივების მმართველი კომპანია – საქართველოს ეროვნული ბანკის ან სხვა
სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ აქტივების მართვის მიზნით
ლიცენზირებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული
ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს
საპენსიო სააგენტოს აქტივების მართვას აქტივების მართვის ხელშეკრულების
საფუძველზე ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აქტივების მართვის
მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან
დაფუძნებული პირი, რომლის წევრ სახელმწიფოს წარმოადგენს საქართველო და
რომელიც არ ექვემდებარება ცალკეული ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებლის
მიერ ლიცენზირებას;
გ) აქტივების განთავსების სტრატეგია - საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც
მოიცავს საინვესტიციო პორტფელში სხვადასხვა კლასის აქტივების განთავსების
იმ მიზნობრივ მაჩვენებლებს, მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველს და
მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დაშვებულ ნორმებს, რომლებიც
დამოკიდებულია საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის
რისკის მიმართ ტოლერანტულობაზე, საინვესტიციო პერიოდზე, საინვესტიციო
მიზნებზე და რომლებიც დროთა განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს
აღნიშნული პარამეტრების ცვლილების შესაბამისად;
დ) განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემა – საპენსიო სქემა, რომელშიც
მონაწილის სასარგებლოდ განსახორციელებელი შენატანები გამოითვლება ამ
კანონის შესაბამისად განსაზღვრული წესით და აისახება ინდივიდუალურ
საპენსიო ანგარიშზე, ხოლო მიღებული სარგებელი გამოითვლება მხოლოდ
განხორციელებული შენატანების და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე
დარიცხული შემოსავლის, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა
შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახვის შედეგად, ხოლო პენსიის
გაცემა ხდება ამ კანონის შესაბამისად;
ე) დამსაქმებელი – პირი,
შესრულებულ სამუშაოს;
რომელიც
ანაზღაურებს
დასაქმებულის
მიერ
ვ) დასაქმებული - ფიზიკური პირი, რომელიც:
ვ.ა) ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც
რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს
ან უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;
ვ.ბ) ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს
შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში
მის სამსახურთან;
ვ.გ) არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი),
ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი;
ან
ვ.დ) დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“
კანონის შესაბამისად;
ზ) ერთიანი გადახდა – ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული
საპენსიო აქტივების შესაბამისი სრული ღირებულების გადახდა;
თ) ეროვნული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკი;
ი) თვითდასაქმებული – ინდივიდუალური მეწარმე, ასევე ფიზიკური პირი,
რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში,
რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას;
კ) თვითდასაქმებულის შემოსავალი:
კ.ა.) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო
კოდექსით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობიდან საშემოსავლო
გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი.
კ.ბ.) საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული პირების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას
დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი;
ლ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში – საპენსიო სააგენტოს მიერ
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილისთვის შექმნილი აღრიცხვის ფორმა,
რომელიც ასახავს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ შენატანებს,
საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს და ყველა დაკავშირებულ ხარჯს;
მ) მონაწილე – ფიზიკური პირი, რომელსაც შეაქვს საპენსიო შენატანი ან/და
რომლის სასარგებლოდაც ხდება საპენსიო შენატანების შეტანა საპენსიო სააგენტოს
დაგროვებით საპენსიო სქემაში;
ნ) ნდობითი ვალდებულების მქონე პირი – საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების მიმართ პასუხისმგებელი პირი,
რომელიც:
ნ.ა) ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივების მართვის პროცესში
ნებისმიერ უფლებამოსილებას ან კონტროლს გარდა ეროვნული ბანკის მიერ
რეგულირების მიზნებისთვის კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ნ.ბ) უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რჩევით, შესაბამისი
ხელშეკრულების საფუძველზე;
ნ.გ) ახორციელებს გარიგებების აღრიცხვას და ამ გარიგებებთან დაკავშირებული
ინფორმაციის დამუშავებას, მონაწილეთა შესახებ ჩანაწერთა წარმოებას ან/და
შენახვას.
ო) პენსია – დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად მიღებული
ფულადი სარგებელი, რომლის გადახდა მონაწილისათვის ხორციელდება ამ
კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით;
პ) პროგრამული გატანა – პენსიის პერიოდული გატანა ინდივიდუალური საპენსიო
ანგარიშიდან ამ კანონის შესაბამისად;
ჟ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი – საინვესტიციო საბჭოს მიერ
დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო სტრატეგიას
და პრინციპებს და რომლითაც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტო ან/და
აქტივების მმართველი კომპანი(ები)ა დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა
საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების
პროცესში;
რ) საპენსიო ასაკი – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ასაკი;
ს) საპენსიო აქტივები - ყველა იმ აქტივის ერთობლიობა, რომელიც ყველა
შემოსავლისა და ხარჯის, გათვალისწინებით აღრიცხულია მონაწილეების
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე. საპენსიო აქტივებზე არ ვრცელდება
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ტ) საპენსიო შენატანი – მონაწილის სასარგებლოდ ამ კანონით განსაზღვრული
წესით და ოდენობით მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახვის მიზნით
გადახდილი თანხა, რომელსაც იხდის დამსაქმებელი, დასაქმებული და
სახელმწიფო თუ მონაწილე დასაქმებული პირია ან/და თვითდასაქმებული და
სახელმწიფო, თუ მონაწილე თვითდასაქმებული პირია;
უ) სამეთვალყურეო საბჭო - საპენსიო სააგენტოს საბჭო, რომელიც შედგება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური
დაცვის
მინისტრის
და
საპენსიო
სააგენტოს
საინვესტიციო
საბჭოს
თავმჯდომარისაგან და რომლის თითოეული წევრი სამეთვალყურეო საბჭოს
წევრის პოზიციას იკავებს საკუთარი თანამდებობიდან გამომდინარე;
ფ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი
გამოშვებული ფასიანი ქაღალდი;
–
საქართველოს
სახელმწიფოს
მიერ
ქ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური;
ღ) საინვესტიციო საბჭო – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო, რომელიც
განსაზღვრავს საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკას;
ყ) საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული
საინფორმაციო
ტექნოლოგიით
მხარდაჭერილი
საპენსიო
ელექტრონული სისტემა და შესაბამისი მონაცემთა ბაზა;
სისტემა სააგენტოს
შ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – საქართველოს ეროვნული ბანკის ან სხვა
სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების
მქონე იურიდიული პირი, ან ასეთი პირის ფილიალი, რომელიც შესაბამისი
ხელშეკრულების
საფუძველზე
ახორციელებს
საპენსიო
სააგენტოს
უზრუნველყოფას სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით;
ჩ) საინვესტიციო ჰორიზონტი - დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც
აქტივების განთავსების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული რისკის მიმართ
ტოლერანტულობისა
და
სასურველი
საინვესტიციო
შემოსავლის
გათვალისწინებით საპენსიო სააგენტო ან/და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ა
გეგმავს განათავსოს ინვესტიცია კონკრეტული კლასის აქტივებში ან საინვესტიციო
პორტფელში;
ც) საინვესტიციო პორტფელი - საინვესტიციო ინსტრუმენტების ერთობლიობა,
რომელშიც ინსტრუმენტების კომპოზიცია დამოკიდებულია საინვესტიციო
პერიოდზე, ინვესტორის საინვესტიციო მიზნებსა და რისკის მიმართ
ტოლერანტულობაზე;
ძ) სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი - საპენსიო სააგენტოს
ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი, რომლის დაწყებაც ხორციელდება ამ
კანონის შესაბამისად და რომლის მიზანია საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან
დაკავშირებული საქმიანობის განგრძობადობის უზრუნველყოფა ეროვნული
ბანკის მიერ;
წ) ღია საფონდო ინსტრუმენტი – ინვესტიცია ისეთი პირის ან ინსტრუმენტის
მეშვეობით, რომელიც ორგანიზებულია და მოქმედებს, როგორც საინვესტიციო
კომპანია სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან საინვესტიციო ფონდი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და უფლებამოსილია გამოუშვას
საკუთარი წილობრივი მონაწილეობის (დანაწევრებული ან მთლიანი)
შეუზღუდავი რაოდენობის ერთეული (პაი) ან აქცია, რომელიც წარმოადგენს
წილობრივი მონაწილეობის პროპორციულ საკუთრებას ასეთ პირში ან ფონდში.
ღია საფონდო ინსტრუმენტი მოიცავს მათ შორის ღია საპაიო ფონდებს,
საინვესტიციო ფონდებს, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ
სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებს, რომლებიც ოპერირებენ აგრეგირების
საფუძველზე;
ჭ) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ხ) შესაძლებლობის შეზღუდვა – „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული მდგომარეობა;
ჯ) შესარჩევი კომისია – კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო საბჭოს
წევრების კანდიდატურების შერჩევას;
ჰ) ხელფასი – მომსახურების გაწევით მიღებული ის შემოსავალი რომელიც
იბეგრება გადახდის წყაროსთან, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101ე მუხლით დადგენილი ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, საგადასახადო
კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა როიალტისა, ქირისა, იჯარისა და
საპროცენტო შემოსავლისა);
ჰ1) წლიური ხელფასი/წლიური შემოსავალი – საპენსიო სქემაში გაწევრიანებული
მონაწილისთვის ხელფასი/შემოსავალი მიღებული დროის მონაკვეთში ერთი წლის
1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო საპენსიო სქემაში ახლად
გაწევრიანებული წევრისთვის გაწევრიანებიდან იმავე წლის 31 დეკემბრის
ჩათვლით;
თავი II დაგროვებითი საპენსიო სისტემა
მუხლი 3.
დაგროვებითი საპენსიო სქემა
1. დაგროვებითი საპენსიო სქემა წარმოადგენს განსაზღვრული შენატანის საპენსიო
სქემას.
2. დაგროვებით
საპენსიო
სქემაში
გაწევრიანება
სავალდებულოა
ყველა
დასაქმებულისთვის ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში.
3. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია ყველა
თვითდასაქმებულისათვის თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.
4. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებული და თვითდასაქმებული
პირებისთვის
საპენსიო
შენატანების
დაფინანსება
განხორციელდება
დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ ამ კანონით განსაზღვრული
ოდენობითა და წესით.
5. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულის შენატანების
დაფინანსება განხორციელდება შემდეგი სახით:
ა) თითოეული დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას დაგროვებითი საპენსიო სქემის
მონაწილე თითოეული დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე
რიცხავს მასზე გასაცემი ხელფასის ორ (2) პროცენტს დასაბეგრი ხელფასის იმ
მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება ამ დასაქმებულისათვის წლიურად
ხელფასის სახით გაცემულ სამოცი ათას (60 000) ლარს. დამსაქმებელი არ
განახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის სასარგებლოდ წლიურად
დასაბეგრი ხელფასის სახით გაცემულ იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება
სამოცი ათას (60 000) ლარს;
ბ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თითოეული დასაქმებულის
სახელით, დამსაქმებელი დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე
რიცხავს დასაქმებულზე გასაცემი ხელფასის ორ (2) პროცენტს დასაბეგრი
ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება ამ დასაქმებულისათვის
წლიურად ხელფასის სახით გაცემულ სამოცი ათას (60 000) ლარს. დამსაქმებელი
დასაქმებულის სახელით არ განახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის
სასარგებლოდ წლიურად დასაბეგრი ხელფასის სახით გაცემულ იმ მოცულობაზე,
რომელიც აღემატება სამოცი ათას (60 000) ლარს;
გ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თვითდასაქმებული განახორციელებს
შენატანს თავისი შემოსავლის ოთხი პროცენტის (4%) ოდენობით წელიწადში
სამოცი ათასი (60 000) ლარის მოცულობის შემოსავალზე. თვითდასაქმებული არ
განახორციელებს საპენსიო შენატანს წლიურად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის
სახით მიღებულ იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება სამოცი ათას (60 000)
ლარს;
დ) დაგროვებითი საპენსიო სქემის თითოეული მონაწილის სასარგებლოდ
სახელმწიფო მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხავს ორ
(2) პროცენტს ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე,
რომელიც ჯამურად არ აღემატება მონაწილის მიერ წლიური ხელფასის ან/და
თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულოცდაოთხი ათას (24 000) ლარს,
ხოლო ერთ (1) პროცენტს მონაწილის მიერ ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის
შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე ოცდაოთხი ათასი (24 000) ლარიდან
სამოცი ათას (60 000) ლარამდე. სახელმწიფო განახორციელებს აღნიშნულ შენატანს
მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტოს შეტყობინებით დადასტურდება, რომ
მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“
ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენატანები. სახელმწიფო არ
განახორციელებს საპენსიო შენატანს მონაწილის მიერ წლიურად ხელფასის ან/და
თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ იმ მოცულობაზე, რომელიც
აღემატება სამოცი ათას (60 000) ლარს.
თავი III საპენსიო სააგენტო
მუხლი 4. საპენსიო სააგენტოს ფორმირება და მისი სტრუქტურა
1. საპენსიო სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში - საპენსიო სააგენტო),
რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე,
მართვასა და ადმინისტრირებაზე.
2. საპენსიო სააგენტოს სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა
ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საგენტოს დებულებით, რომელსაც
ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა ანაზღაურების ზღვრულ ოდენობაზე არ
ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.
მუხლი 5. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობა
1. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის
ზედამხედველობას გარდა საინვესტიციო საქმიანობისა.
2. ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის
რეგულირებას ამ კანონის შესაბამისად.
მუხლი 6. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები და ვალდებულებები
1. ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის
პრუდენციულ რეგულირებას, რომლის ფარგლებშიც იგი ამოწმებს:
ა) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისობას ამ
კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
ბ) საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის, აქტივების მართვასთან
დაკავშირებული პროცედურების და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების
ადექვატურობას საპენსიო აქტივების საინვესტიციო
საქმიანობისათვის
აუცილებელ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან;
გ) აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიას,
საინვესტიციო გადაწყვეტილებების და აქტივების მმართველების შერჩევის
პროცედურის შესაბამისობას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ
მოთხოვნებთან, ამასთან ეროვნული ბანკი არ ახორციელებს საპენსიო სააგენტოს
საინვესტიციო გადაწყვეტილებების შეფასებას;
დ) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული
სააღრიცხვო, საანგარიშსწორებო, ადმინისტრაციული, საინფორმაციო სისტემების
და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საშუალებების შესაბამისობას ამ
კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან;
ე) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის
დოკუმენტით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობას.
2.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული
დეპოზიტარისთვის, რომელიც ემსახურება საპენსიო სააგენტოს. ეს წესები
შეიძლება ეხებოდეს საკუთარ კაპიტალს, სპეციალიზებული დეპოზიტარის
პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას,
მომსახურების მაქსიმალურ ფასს ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც
ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ამ კანონის აღსრულების მიზნებისთვის;
ბ) საპენსიო სააგენტოსგან, საპენსიო სააგენტოს მომსახურე ფიზიკური და
იურიდიული პირებისგან, მოითხოვოს ნებისმიერი საჭირო, მათ შორის
კონფიდენციალური,
ინფორმაცია
უფლებამოსილებების შესასრულებლად;
ამ
კანონით
განსაზღვრული
გ) მოითხოვოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია საპენსიო სააგენტოსგან,
სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისგან
მის მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;
დ) განახორციელოს საპენსიო სააგენტოს, სპეციალიზებული დეპოზიტარის და
აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის ადგილზე შემოწმება ამ კანონისა და
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) დაადგინოს დამატებითი პრინციპები და წესები, რომელიც გავრცელდება
საპენსიო სააგენტოს მიერ ღია საფონდო ინსტრუმენტების შერჩევის პროცესზე;
ვ) ამ კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მისცეს მითითება საპენსიო სააგენტოს
ხარვეზების გამოსწორების მიზნით ან/და მისცეს საჯარო რეკომენდაცია საპენსიო
სააგენტოს არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ.
3. ეროვნული ბანკი ადგენს:
ა) მეთოდოლოგიას საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის, მათ შორის
სავაჭრო დღის დახურვის და სიდიდეთა დამრგვალების შესახებ;
ბ) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვები ეროვნულ და უცხოურ
ვალუტაში დენომინირებულ იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების
მინიმალურ საკრედიტო რეიტინგს, რომელშიც შესაძლოა განხორციელდეს
საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონის და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
4. ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს აწვდის წერილობით ინფორმაციას
სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის
გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ, თუ ის მსგავს ინფორმაციას ფლობს;
5. ეროვნული ბანკი განახორციელებს სპეციალური ადმინისტრირების დროებით
რეჟიმს, რომლის დაწყების საფუძველია, საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან და
მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული საპენსიო აქტივების
1%-ზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების
ცვლილებებით, ან ეროვნული ბანკის არსებითი ხასიათის მითითებების
სისტემატური შეუსრულებლობა, ან მდგომარეობა როდესაც, სააგენტო დროებით
ვერ ახერხებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციების
შესრულებას და რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მიერ
ამ
საქმიანობასთან დაკავშირებულ დროებით მოქმედებას საინვესტიციო საქმიანობის
უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით. ეროვნული ბანკის მიერ სპეციალური
რეგულირების რეჟიმის გამოყენების და მოქმედების წესი განისაზღვრება
ეროვნული ბანკის მიერ.
6. ეროვნული
ბანკი
ახორციელებს
ამ
კანონით
განსაზღვრულ
სხვა
უფლებამოსილებებს.
მუხლი 7.
დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება
1. საპენსიო სააგენტო საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული
სისტემის გამოყენებით მოახდენს მონაწილეთა საპენსიო სქემაში გაწევრიანების
ტექნიკურ
მხარდაჭერას,
განახორციელებს
საპენსიო
შენატანების
ადმინისტრირებას ამ კანონის შესაბამისად და თითოეული მონაწილისთვის
შექმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს.
2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ხელფასის გადახდისას, დამსაქმებელი
როგორც დასაქმებულის სასარგებლოდ, ასევე დასაქმებულის სახელით ამ კანონის
შესაბამისად გამოითვლის და გადარიცხავს საპენსიო შენატანს დასაქმებულის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს
თხუთმეტი (15) კალენდარული დღის განმავლობაში.
3. დამსაქმებელი საპენსიო სააგენტოს მიაწვდის მონაწილის, ხელფასისა და საპენსიო
შენატანების შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილი წესით
და ფორმით.
4. თვითდასაქმებული საპენსიო შენატანების განახორციელებას და საპენსიო
სააგენტოსთვის პერსონალური მონაცემების, შემოსავლისა და საპენსიო
შენატანების შესახებ ინფორმაცის მიწოდებას განახორციელებს საპენსიო
სააგენტოს მიერ დადგენილი წესით და ფორმით, მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად.
5. საპენსიო
სააგენტო
უფლებამოსილია
მოახდინოს
დამსაქმებლისა
და
თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის
გადამოწმება
შემოსავლების
სამსახურის
საინფორმაციო
მხარდაჭერის
საშუალებით.
6. საპენსიო სააგენტო ყოველდღიურად განახორციელებს სახელმწიფო ხაზინისათვის
ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს ამ კანონით
განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საფუძველს.
7. შემოსავლების სამსახური საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ინფორმაციით,
რომლის საფუძველზე საპენსიო სააგენტო შეამოწმებს დამსაქმებლის და
მონაწილის საპენსიო შენატანების გადახდის ვალდებულების ჯეროვნად
შესრულების ფაქტებს ან/და გამოავლენს ზედმეტად გადახდილი თანხების
ფაქტებს რის შედეგადაც:
ა) დამსაქმებლის ან/და მონაწილის ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ
შეუსრულებლობის
შემთხვევაში, ელექტრონული ფორმით შესაბამის
ინფორმაციას გაუგზავნის როგორც დამსაქმებელს, ასევე მონაწილეს;
ბ) ზედმეტად გადახდილი თანხების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში,
მოახდენს ამ თანხების ადმინისტრირებას სააგენტოს მიერ შემუშავებული წესის
შესაბამისად.
8. საპენსიო სააგენტო განახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების
ელექტრონული სისტემის მართვასა და ადმინისტრირებას, მათ შორის, მესამე
პირების მეშვეობით.
9. საპენსიო სააგენტოს ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებებისა და
დაგროვებითი საპენსიო სქემის ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით
ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია,
საპენსიო სააგენტო უზრუნველყოს მონაწილის პერსონალური მონაცემებით
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს საპენსიო შენატანების
გადახდის წესებისა, ინფორმაციის წარდგენის ფორმებისა და ზედმეტად
გადახდილი თანხების ადმინისტრირების შესახებ.
მუხლი 8. საპენსიო სააგენტოს უფლებამოვალეობები
1. საპენსიო
სააგენტო
აღრიცხავს
გაწევრიანებულ
დასაქმებულებს
და
თვითდასაქმებულებს დაგროვებით საპენსიო სქემაში და ქმნის ინდივიდუალურ
ანგარიშს თითოეული გაწევრიანებული მონაწილისთვის.
2. საპენსიო სააგენტო განკარგავს საპენსიო აქტივებს როგორც ნდობითი
ვალდებულების მქონე პირი, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული
მონაწილეების და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად.
3. საპენსიო სააგენტო აანალიზებს საპენსიო სისტემას, აფასებს რისკებს, აყალიბებს
საპენსიო სისტემის განვითარებასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ
ხედვას, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს სამეთვალყურეო
საბჭოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ასევე, აწარმოებს კომუნიკაციას და
კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან საპენსიო სისტემის გაუმჯობესების
და მისი განვითარების მიზნით და მუდმივად ზრუნავს დაგროვებითი საპენსიო
სქემის მონაწილეთა ინტერესებსა და მათი რაოდენობის ზრდაზე.
4. დაგროვებითი საპენსიო სქემის გამართული ადმინისტრირების მიზნით საპენსიო
სააგენტოს გააჩნია შემდეგი უფლებები და მოვალეობები:
ა) გახსნას ანგარიშები ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკებში;
ბ) განახორციელოს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული
სისტემის მართვა და ადმინისტრირება;
გ)
დადოს
ხელშეკრულებები
აქტივების
მმართველ
კომპანი(ებ)თან,
სპეციალიზებულ დეპოზიტართან და საინვესტიციო თუ ადმინისტრაციული
საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და
საქონლის მიმწოდებელ პირებთან;
დ) დადოს ხელშეკრულება ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული,
აქტუარული და საპენსიო სააგენტოსთვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ
პირებთან;
ე) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისგან,
სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია საფონდო ინსტრუმენტების და სხვა
მომსახურების
გამწევი
პირებისაგან
საპენსიო
სააგენტოს
სახელით
განხორციელებულ ნებისმიერ გარიგებასთან დაკავშირებით;
ვ) განახორციელოს პენსიების გაცემის პროცესის ადმინისტრირება;
ზ) გააფორმოს ხელშეკრულებები საპენსიო სააგენტოს საქმიანობისთვის
აუცილებელი უძრავი ან მოძრავი ქონების, მათ შორის, აღჭურვილობის ან
პროგრამული უზრუნველყოფის, შეძენისა და განკარგვის თაობაზე;
თ) დაიქირაოს თანამშრომლები საპენსიო სააგენტოსთვის და ჩამოაყალიბოს
კონკურენტუნარიანი საკომპენსაციო სტრუქტურა ამ კანონის შესაბამისად;
ი) მოამზადოს წლიური
საბჭოსთვის წარსადგენად;
კ) განახორციელოს
განხილვა.
ბიუჯეტი
საპენსიო
საპენსიო
შენატანებთან
სააგენტოს
სამეთვალყურეო
დაკავშირებული
საკითხების
5. ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საპენსიო
სააგენტოს დირექტორი გამოსცემს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ნორმატიულ
ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.
მუხლი 9. საპენსიო სააგენტოს დირექტორი
1. სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის წესით არჩევს და თანამდებიობაზე ნიშნავს,
ასევე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს,
რომელიც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას. საპენსიო სააგენტოს
დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება ხუთი (5) წლით.
2. საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და
პირობები განისაზღვრება ამ კანონით და სააგენტოს დებულებით.
3. საპენსიო სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის
შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტოს დირექტორის
მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესი განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს
დებულებით.
4. საპენსიო სააგენტოს დირექტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება
ეკონომიკის, ფინანსების, ან ბიზნეს სამართლის დარგში და გააჩნდეს ფინანსურ
ინსტიტუტში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი (5)
გამოცდილება. არ შეიძლება საპენსიო სააგენტოს დირექტორად დაინიშნოს პირი,
რომელიც ნასამართლევი იყო დანაშაულისთვის ან გამოცხადებული იყო
გაკოტრებულად ან შეუფერებლად ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის
ნებისმიერ ქვეყანაში.
5. თუ საპენსიო სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის
დროისთვის არ იქნება დანიშნული ახალი დირექტორი, მოქმედი დირექტორი
აგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს
ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში.
6. დირექტორი წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში
და ახორციელებს საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილებებს, რომლებიც მას
მინიჭებული აქვს ამ კანონით და სააგენტოს დებულებით.
7. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“
და „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინადადებების გათვალიწინებით ამზადებს
საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს და ორგანიზაციულ სტრუქტურას,
რომელსაც შესათანხმებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს.
8. საპენსიო სააგენტოს დირექტორი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის
შესაბამისად შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად
წარუდგენს წესებს და პრინციპებს, რომლის მიხედვითაც განხორციელდება
საპენსიო სააგენტოს საქმიანობა, მათ შორის, ინდივიდუალური საპენსიო
ანგარიშების აღრიცხვა, ადმინისტრირება, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე
შენატანების, ხარჯების, დანაკარგის, ნამეტი შემოსავლის, სხვა შემოსავლის,
ამონაგებისა და ზარალის დარიცხვა.
9. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამ კანონის შესაბამისად გამოსცემს
სამართლებრივ აქტებს:
ა) საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობაზე
თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოსა
საკითხებთან დაკავშირებით.
და
საინვესტიციო
საბჭოს
დანიშვნასა
მიერ
და
წარდგენილ
10. საპენსიო სააგენტოს დირექტორი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, წამოაყენებს წინადადებას სახელფასო ფონდისა და საშტატო
ნუსხის თაობაზე, რომელიც გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს
ბიუჯეტში.
11. საპენსიო სააგენტოს დირექტორზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ვალდებულებები.
12. საპენსიო სააგენტოს დირექტორი არ შეიძლება უწევდეს პროფესიულ
მომსახურებას საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველ კომპანიას ან
სპეციალიზებულ დეპოზიტარს საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობის
დატოვებიდან თორმეტი (12) თვის განმავლობაში.
13. სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან თავისუფლდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე მიმართავს სამეთვალყურეო საბჭოს;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;
გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად
გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში;
ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით მიენიჭება განსაზღვრული მხარდაჭერის
მიმღები პირის სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის ან სხვა ქვეყნის
კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი
საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში;
ზ) ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ან/და კანონით
მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების არასათანადოდ
შესრულებისთვის;
თ) გარდაცვალების შემთხვევაში.
მუხლი 10. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო
1. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შედგება ოთხი (4) წევრისგან:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
დ) საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე.
2. სამეთვალყურეო საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან ორი (2) წლის ვადით ირჩევს
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს.
3. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარე.
4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია საბჭოს წევრის
მიერ საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა.
5. სამეთვალყურეო
საბჭო
გადაწყვეტილებას
იღებს
დამსწრეთა
ხმათა
უმრავლესობით, ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო
საბჭოს თავჯდომარის ხმა.
6. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, საპენსიო სააგენტოს
თანამშრომლების რაოდენობასა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობას, გარდა
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომელებისა;
ბ)
ახორციელებს
საპენსიო
სააგენტოს
ზედამხედველობას და აძლევს მას მითითებებს;
დირექტორის
გ) საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე
თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროს საინვესტიციო ოფიცერს;
საქმიანობის
ნიშნავს
და
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო
სააგენტოს დირექტორს;
ე) განსაზღვრავს და ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს შიდა აუდიტის
მექანიზმს;
ვ) ამტკიცებს პროგრამული გატანის პერიოდულობის წესებს და პირობებს
საპენსიო აქტივებისათვის ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში;
ზ) ამტკიცებს მონაწილის მემკვიდრის მიერ საპენსიო სააგენტოში მოთხოვნის
წარდგენის წესებსა და პროცედურებს;
თ) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის სამართლებრივ აქტებს, გარდა
საინვესტიციო საბჭოს, უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო
სამსახურის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული სამართლებრივი აქტებისა;
ი) უზრუნველყოფს საპენსიო
შემოწმების ჩატარებას;
სააგენტოს
დამოუკიდებელი
აუდიტორული
კ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.
7. უფროსი
საინვესტიციო
ოფიცრისა
და
საინვესტიციო
სამსახურის
თანამშრომლების ანაზღაურების ოდენობას სამეთვალყურეო საბჭომ შესაძლოა
მხარი არ დაუჭიროს მხოლოდ დასაბუთებული უარის შემთხვევაში.
8. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის სხვა წესები და პროცედურები
განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.
9. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების საქმიანობა საბჭოს წევრობისათვის არ
ანაზღაურდება.
შესარჩევი კომისია
შესარჩევი კომისია გამჭვირვალე შესარჩევი პროცედურების გამოყენებით შეარჩევს
საპენსიო სააგენტოს საივესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს და
დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცედურები
განისაზღვრება და მტკიცდება შესარჩევი კომისიის მიერ ამ კანონის შესაბამისად.
შესარჩევი კომისია შედგება ხუთი (5) წევრისაგან. კომისიის წევრები არიან
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს
ფინანსთა მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური
დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი წევრი.
შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრს წარადგენს საქართველოს ეროვნული
ბანკი.
შესარჩევი კომისიის პარლამენტის წევრს წარადგენს საქართველოს პარლამენტი.
შესარჩევ კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც აირჩევს შესარჩევი კომისია
სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესარჩევი კომისიის წევრებს, გარდა
დამოუკიდებელი წევრისა, კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით არ მიეცემათ
შრომის ანაზღაურება. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელი წევრის საქმიანობის
ანაზღაურებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი.
შესარჩევი კომისიის
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები დაფინანსდება საპენსიო
სააგენტოს ბიუჯეტიდან.
მუხლი 11.
1.
2.
3.
4.
5.
6.
მუხლი 12. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობა
1. საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების მიზნით საპენსიო
სააგენტოში იქმნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც შედგება ხუთი (5) წევრისგან.
2. საინვესტიციო საბჭოს წევრებს ხუთი (5) წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს
საქართველოს
პარლამენტი
სიითი
შემადგენლობის
უმრავლესობით.
თუ
საინვესტიციო
საბჭოს
წევრის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული ახალი
წევრი, საინვესტიციო საბჭოს წევრი აგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას
ახალი წევრის დანიშვნამდე.
3. საინვესტიციო საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენობის
უმრავლესობით, ხუთი (5) წლის ვადით ირჩევს საინვესტიციო საბჭოს
თავმჯდომარეს.
4. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია საბჭოს წევრის
მიერ საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა.
5. საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს კეთილსინდისიერი პირი,
რომელსაც გააჩნია ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი (10)
პროფესიული გამოცდილება, ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების
მართვის, ან აქტუარული მიმართულებით.
6. საინვესტიციო საბჭოში თითოეული შეუვსებელი პოზიციისთვის შესარჩევი
კომისია გამოაცხადებს კონკურსს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო
დონეზე, მათ შორის, განცხადების გამოქვეყნებით არანაკლებ ერთ საერთაშორისო
ფინანსურ პუბლიკაციაში. თითოეული პოზიციისთვის შესარჩევი კომისია
განიხილავს არანაკლებ ორ (2) კანდიდატურას, რისთვისაც მოამზადებს შესარჩევი
კრიტერიუმების სიას და ამ სიაზე დაყრდნობით განიხილავს კანდიდატებს.
კანდიდატების შერჩევა ხდება შესარჩევი კომისიის წევრების სრული
შემადგენლობის უმრავლესობით კანდიდატების პროფესიული უნარ-ჩვევებისა და
გამოცდილების გათვალისწინებით.
7. დაუშვებელია საინვესტიციო საბჭოს წევრად ისეთი პირის დანიშვნა, რომელიც
არის შესარჩევი კომისიის რომელიმე წევრის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის,
საქართველოს
მთავრობის
წევრის,
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული ნათესავი ან შესარჩევი კომისიის რომელიმე წევრთან, საპენსიო
სააგენტოს დირექტორთან, საქართველოს მთავრობის წევრთან აფილირებული
პირი, ან წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის,
სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების
გამწევი ნებისმიერი პირის ხელმძღვანელ, ან დაქირავებულ პირს, ან წარმოადგენს
აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან
საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის
წილობრივი მონაწილეობის ბენეფიციარ მესაკუთრეს, ან საპენსიო სააგენტოს
აქტივების მმართველ კომპანი(ებ)ასთან, სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან
საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევ პირთან აფილირებულ პირს.
8. დაუშვებელია საინვესტიციო საბჭოს წევრად დაინიშნოს პირი, რომელიც
ნასამართლევი იყო დანაშაულისთვის ან გამოცხადებული იყო გაკოტრებულად ან
შეუფერებლად ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის ნებისმიერ ქვეყანაში.
9. საინვესტიციო საბჭოს წევრი თავისუფლდება თანამდებობიდან საქართველოს
პარლამენტის მიერ, თუ:
ა) ის შეუფერებელი გახდება დაკავებული თანამდებობისთვის, მათ შორის,
მოცემული მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო;
ბ) ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ან/და კანონით
მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების არასათანადოდ
შესრულებისთვის;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად
საქართველოს კანონმდებლობის ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) თუ არ ესწრება საინვესტიციო საბჭოს სხდომებს ზედიზედ სამჯერ სააგენტოს
დებულებით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გარეშე.
10. საინვესტიციო საბჭოს წევრებს ეზღუდებათ ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის ან
ანაზღაურების
მიღება
საპენსიო
სააგენტოს
აქტივების
მმართველი
კომპანი(ებ)ისაგან,
სპეციალიზებული
დეპოზიტარისგან
ან
მათთან
აფილირებული პირისგან, ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა
პირისგან.
11. საინვესტიციო საბჭოს წევრობა წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას და
ფინანსდება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტიდან.
12. პირი, რომელიც დაინიშნება საინვესტიციო საბჭოს წევრად არ შეიძლება უწევდეს
პროფესიულ მომსახურებას საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველ კომპანიას
ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს საინვესტიციო საბჭოს წევრობის ვადის
დასრულებიდან თორმეტი (12) თვის განმავლობაში.
მუხლი 13.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს უფლება-მოვალეობები
1. საინვესტიციო საბჭო:
ა) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და
ცვლილებების უფლების
გარეშე დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო
სააგენტოს დირექტორს;
ბ) საჭიროებისამებრ პერიოდულად გადახედავს და ამ კანონის შესაბამისად
განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების
განთავსების სტრატეგიას;
გ) ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა
საქმიანობის რეგულარულ მონიტორინგსა და შეფასებას;
დ) ახდენს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან
შესაბამისობის შეფასებას და აღნიშნულ შედეგებს პერიოდულად წარუდგენს
საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს;
ე) საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით ამზადებს
წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან,
მათ შორის, საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რიცხოვნობასა და
სახელფასო
ხარჯებთან
და
ასევე
მომსახურების
გამწევ
პირებთან,
სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან
დაკავშირებით, და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;
ვ) ახორციელებს სპეციალიზებული დეპოზიტარ(ებ)ისა და აქტივების მმართველი
კომპანი(ებ)ის შერჩევას;
ზ) განსაზღვრავს და სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით
საპენსიო
სააგენტოს
დირექტორს
წარუდგენს
წანადადებებს
უფროსი
საინვესტიციო ოფიცრის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭომ არ გაითვალისწინა ან ნაწილობრივ
გაითვალისწინა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული წინადადებების საფუძველზე შედგენილი ბიუჯეტის
პროექტი, იგი ვალდებულია აღნიშნული შესახებ საინვესტიციო საბჭოს
წარუდგინოს დასაბუთებული პოზიცია.
3. საინვესტიციო საბჭო ვალდებულია იზრუნოს საპენსიო აქტივების ინვესტირების
პროცესში აქტივების მმართველი კომპანიების და ღია საფონდო ინსტრუმენტების
ჩართულობაზე.
4. საფინანსო ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით საჯაროდ განაცხადოს
გეგმები აქტივების მმართველი კომპანიების და ღია საფონდო ინტრუმენტების
მეშვეობით განთავსებული თანხის მთლიან წლიურ ინვესტიციაში წილობრივ
პროპორციის შესახებ, რომელიც გათვლილი უნდა იყოს მომავალ სამ წლიან
პერიოდზე.
5. საინვესტიციო საბჭო ამ კანონის გათვალისწინებით შეიმუშავებს საინვესტიციო
საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ წესებს და პროცედურებს და
დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნულ ბანკს.
მუხლი 14.
საინვესტიციო სამსახური და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი
1. საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება
საინვესტიციო სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს უფროსი საინვესტიციო
ოფიცერი.
2. საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის
წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
საპენსიო სააგენტოს დირექტორი.
3. საინვესტიციო სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას საინვესტიციო
საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და
დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს.
4. უფროსი
საინვესტიციო
ოფიცერი
ამ
კანონით
გათვალისწინებულ
უფლებამოსილებებს ახორციელებს საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით.
5. საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს უფროს საინვესტიციო ოფიცერსა და
საინვესტიციო სამსახურს ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით
განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აღსრულებისათვის საჭირო ყველა, მათ
შორის, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსით, რომელიც
გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტში ამ კანონის
შესაბამისად.
6. საინვესტიციო საბჭო მის მიერ შემუშავებული გამჭვირვალე და კონკურენტული
შესარჩევი
კონკურსის
მოთხოვნების
გათვალისწინებით
შეარჩევს
და
სამეთვალყურეო საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს
უფროსი საინვესტიციო ოფიცრის არანაკლებ ორ (2) კანდიდატურას.
გადაწყვეტილება კანდიდატის სასარგებლოდ მიიღება სამეთვალყურეო საბჭოს
სრული შემადგენლობის უმრავლესობით. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის
უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს
დებულებით.
7. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი,
რომელიც სარგებლობს კეთილსინდისიერი რეპუტაციით და გააჩნია ფინანსურ
სექტორში მუშაობის არანაკლებ ათი (10) წლის პროფესიული, მათ შორის,
ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამი (3) წლის გამოცდილება
ინვესტიციების, ფინანსების და/ან რისკების მართვის მიმართულებით.
8. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი მონაწილეობს საინვესტიციო პოლიტიკის
შემუშავებაში ამ კანონის შესაბამისად.
9. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების
ინვესტირებაზე საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად.
10. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება
საპენსიო სააგენტოს დებულებით.
11. საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერზე ვრცელდება „საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. მათზე ასევე
ვრცელდება შეზღუდვები ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის ან ანაზღაურების
მიღებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველისგან,
სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირისგან, ან
საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან. უფროს
საინვესტიციო ოფიცერზე ვრცელდება ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენის
ვალდებულება.
12. საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი არ შეიძლება უწევდეს
პროფესიულ მომსახურებას საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველ კომპანიას
ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს თანამდებობის დატოვებიდან თორმეტი (12)
თვის განმავლობაში.
13. უფროსი
საინვესტიციო
ოფიცერი
შეიძლება
თანამდებობიდან
იქნეს
გათავისუფლებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საინვესტიციო საბჭოს
მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 15. ნდობითი ვალდებულების მქონე პირები
1. საინვესტიციო საბჭოს ყველა წევრი და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი
წარმოადგენენ ნდობითი ვალდებულების მქონე პირს ამ კანონის მიზნებისთვის.
2. ნდობითი ვალდებულება არ ვრცელდება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე,
გარდა საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისა.
3. საპენსიო სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან
დაკავშირებული
საპენსიო
აქტივების
საინვესტიციო
საქმიანობასთან,
ჩაითვლებიან ნდობითი ვალდებულების მქონე პირებად.
სამეთვალყურეო საბჭოს კრებები და პროცედურები
საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შეიკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ
არანაკლებ კვარტალში ერთხელ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა შესაძლებელია
ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.
საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს კრებას უძღვება სამეთვალყურეო
საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი, სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრი.
სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა და მას არ შეუძლია
საკუთარი ხმის უფლების გადაცემა სხვა პირებზე. სამეთვალყურეო საბჭო
გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება არანაკლებ სამი (3) წევრი. ხმათა
თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარის ხმა.
სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს კრებაზე
მოიწვიოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი.
მუხლი 16.
1.
2.
3.
4.
საინვესტიციო საბჭოს კრებები და პროცედურები
საინვესტიციო საბჭო შეიკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში
ერთხელ. საინვესტიციო საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული
კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.
საინვესტიციო საბჭოს კრებას უძღვება საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე,
ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კრების თავმჯდომარედ არჩეული
საინვესტიციო საბჭოს სხვა წევრი.
საინვესტიციო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა და მას არ შეუძლია
საკუთარი ხმის უფლების გადაცემა სხვა პირებზე. საინვესტიციო საბჭო
გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება არანაკლებ სამი (3) წევრი. ხმათა
თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საინვესტიციო საბჭოს
თავმჯდომარის ხმა.
საპენსიო სააგენტოს დირექტორი და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი
უფლებამოსილნი არიან დაესწრონ საინვესტიციო საბჭოს სხდომებს, ხმის
უფლების გარეშე.
საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საინვესტიციო საბჭოს კრებაზე მოიწვიოს
საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი.
მუხლი 17.
1.
2.
3.
4.
5.
საპენსიო სააგენტოს დაფინანსების წყაროები და წლიური ბიუჯეტი
1. საპენსიო სააგენტოს საქმიანობა დაფინანსდება დაგროვებითი საპენსიო სქემის
მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან, როგორც საპენსიო აქტივების წლიური
მუხლი 18.
მოსაკრებელი, რომელიც გამოიხატება საპენსიო
მოცულობით.
2. საპენსიო
სააგენტოს
ბიუჯეტის
პროექტი
განცალკევებული ფორმით აღრიცხავდეს:
აქტივების
პროცენტული
აუცილებელია
მკაცრად
ა) საინვესტიციო საქმიანობის, მათ შორის, საინვესტიციო სამსახურის ბიუჯეტს და
საინვესტიციო საბჭოს ხარჯებს;
ბ) საპენსიო სააგენტოს მმართველობით და ადმინისტრაციულ ხარჯებს.
3. საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტი უნდა განსაზღვრავდეს წლიური მოსაკრებლის
პროცენტულ
მოცულობას
როგორც
მთლიანად,
ასევე
განცალკევებით
საინვესტიციო და მმართველობით-ადმინისტრაციული საქმიანობებისათვის.
4. საპენსიო სააგენტოს დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს არაუგვიანეს ყოველი
საბიუჯეტო წლის წინა წლის 1 სექტემბრისა დასამტკიცებლად წარუდგენს
საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტს.
საპენსიო სააგენტოს ანგარიშგება და ანგარიშვალდებულება
1. ყოველწლიურად, არაუმეტეს კალენდარული წლის დასრულებიდან ხუთი (5)
თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტო ვალდებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი
გახადოს წლიური ანგარიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, რომელიც
მათ შორის უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მუხლი 19.
ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წლიური ფინანსური ანგარიშგება,
რომელიც აუდიტირებულია მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული
კომპანიიდან ერთ–ერთის მიერ, რომელიც შერჩეული იქნება საქართველოს
პარლამენტის მიერ; შერჩეულ აუდიტორული კოპანიას შესაძლებლობა ექნება
უწყვეტად მხოლოდ სამჯერ წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირების.
ბ) ჯამურ აბსოლუტურ შემოსავლიანობას ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით
განსაზღვრული თითოეული პორტფელის ჭრილში, მათ შორის, აქტივების
კლასების მიხედვით; შემოსავლიანობა შესაბამისი მიზნობრივი მაჩვენებლების
მიმართ;
გ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული საინვესტიციო
პორტფელების მიხედვით ინვესტირებული საპენსიო აქტივების ღირებულების და
პროპორციის შესახებ ინფორმაცია, აქტივების კლასების როგორც მიზნობრივი,
აგრეთვე ფაქტიური განაწილება;
დ) თითოეული აქტივების მმართველი კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის
შედეგებისა და მიზნობრივი მაჩვენებლების, ასევე, მიზნობრივი მაჩვენებლიდან
გადახრის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განცალკევებით ეროვნულ და
უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებისათვის;
ე) ანგარიში ყველა სხვა გადასახდელის, მათ შორის, სპეციალიზებული
დეპოზიტარის საკომისიოს და სხვა მომსახურების და ფინანსური გარიგებების
საფასურის შესახებ;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ან/და ეროვნული ბანკის
მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.
2. საპენსიო სააგენტოს დებულებით შესაძლებელია განისაზღვროს ჯამური საპენსიო
აქტივების ღირებულების უფრო მოკლე ინტერვალებით გამოთვლა და
გასაჯაროება.
3. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია, გამოაქვეყნოს სხვა ინფორმაცია, მათ შორის,
არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები, მის მიერ განსაზღვრული
პერიოდულობით.
მუხლი 20. აუდიტი
1. საპენსიო სააგენტოში იქმნება შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც
ანგარიშვალდებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. შიდა აუდიტის
სამსახურის
უფროსს
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს
წარდგინებით.
2. შიდა აუდიტის სამსახურს წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა ჩანაწერსა და
დოკუმენტზე, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებისა და
საინვესტიციო საბჭოს წევრების საქმიანობის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე.
3. შიდა აუდიტის სამსახურის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის
წესი განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.
4. სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურად უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს
დამოუკიდებელი
აუდიტორული
შემოწმების
ჩატარებას
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IV. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა
მუხლი 21. მონაწილეთა გაწევრიანება დაგროვებით საპენსიო სქემაში
1. თითოეული დასაქმებული ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე ამ
კანონის ამოქმედების შემდეგ პირველი ხელფასის მიღებისთანავე.
2. დასაქმებულს უფლება აქვს უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში
მონაწილეობაზე ამ კანონის შესაბამისად.
3. თითოეული თვითდასაქმებული ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე
კანონის
ამოქმედებიდან
მის
მიერ
პირველი
საპენსიო
შენატანის
განხორციელებისთანავე.
4. თითოეული თვითდასაქმებული დაგროვებით საპენსიო სქემაში წევრიანდება
ნებაყოფლობით ამ კანონის შესაბამისად.
მუხლი 22.
უარი დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე
1. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა ორმოცი (40)
წელი და რომელსაც არ სურს იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე,
უფლებამოსილია, საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად
წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო
სქემიდან სავალდებულო წესით ავტომატურად სქემაში გაწევრიანებიდან ხუთი (5)
თვის განმავლობაში, მაგრამ გაწევრიანებიდან არანაკლებ სამი (3) თვისა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებული რჩება დაგროვებითი საპენსიო სქემის
მონაწილედ.
2. დამსაქმებელს ეკრძალება დასაქმებულის დარწმუნება, ან გადარწმუნება
დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, ან რაიმე
სხვა ფორმით ზემოქმედება.
3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაგროვებით
საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში:
ა) დასაქმებულის სახელით დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ
საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები დაიბეგრება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად და დაუბრუნდება დასაქმებულს საპენსიო
სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით;
ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო ანგარიშზე
განხორციელებული
შენატანები
დაუბრუნდება
დამსაქმებელს,
ან
მის
უფლებამონაცვლეს საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით;
გ) დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფოს მიერ საპენსიო ანგარიშზე
განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული
საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, გადაირიცხება
სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე საპენსიო საგენტოს მიერ განსაზღვრული
წესით.
4. დასაქმებულს, რომელიც უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში
მონაწილეობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
შეუძლია ნებისმიერ დროს თავიდან გაწევრიანდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში
საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. მონაწილის ხელახალი
გაწევრიანებისას დამსაქმებლის, დასაქმებულის და სახელმწიფოს საპენსიო
შენატანების განხორციელება დაიწყება გაწევრიანებიდან ხელფასის პირველი
ხოლო
მონაწილე
ჩაითვლება
სავალდებულოდ
გადახდისთანავე,
გაწევრიანებულად დაგროვებით საპენსიო სქემაში და მისი უფლებები საპენსიო
სააგენტოში საკუთარ ინდივიდუალურ ანგარიშზე რიცხულ საპენსიო აქტივებთან
დაკავშირებით განისაზღვრება ამ კანონით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაწევრიანებული მონაწილეებისთვის
პირველი ხელფასის გადახდა გამოიწვევს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების
ელექტრონულ სისტემაში თითოეული ასეთი დასაქმებულის შესახებ პირველადი
საინფორმაციო ჩანაწერის შექმნას, რაც დაადასტურებს დასაქმებულის
გაწევრიანებას დაგროვებით საპენსიო სქემაში და შექმნის საფუძველს სათანადო
ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გახსნისთვის.
მუხლი 23. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის განგრძობადობა
1. დასაქმებული მონაწილე, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით
თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო სქემაში შენატანების
განხორციელებას. მონაწილე განაახლებს შენატანების განხორციელებას ხელფასის
სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ მონაწილე შეწყვეტს შენატანის
განხორციელებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ან ისეთი მიზეზით
როგორიცაა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და
ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ან დროებითი ან ხანრგძლივი
შრომისუუნარობა, საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ ანგარიშზე ამ
კანონის შესაბამისად.
2. თვითდასაქმებულ მონაწილეს, რომელიც შეაჩერებს საპენსიო შენატანების
განხორციელებას,
შეუძლია
ნებისმიერ
დროს
განაახლოს
შენატანების
განხორციელება.
3. მონაწილეს, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს დატოვებას მუდმივად, შეუძლია
მოითხოვოს საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი საპენსიო
აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი გადახდის მოთხოვნით ან
პროგრამული გატანით. მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ პირობით, რომ მონაწილე
წარმოადგენს სხვა ქვეყანაში კანონიერი მუდმივი ცხოვრების უფლების
დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაგროვებითი საპენსიო
სქემის მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან მისაღებ თანხას
ჩამოეჭრება მის სასარგებლოდ განხორციელებული სახელმწიფო შენატანის
პროპორციული საპენსიო აქტივების ღირებულება, ხოლო დარჩენილი მისაღები
თანხის მოცულობა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V. საპენსიო აქტივები და აქტივების ინვესტირება
მუხლი 24. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის უფლება საპენსიო აქტივებზე
1. საპენსიო აქტივები, რომლებიც აისახება დაგროვებითი საპენსიო სქემის
თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე წარმოადგენს
მონაწილის საკუთრებას. აღნიშნულ საკუთრებაზე განკარგვის უფლება
წარმოიშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას, ან ამ კანონით განსაზღვრულ
სხვა შემთხვევებში.
2. მონაწილის ქონებრივი უფლებები მის საპენსიო აქტივებზე არ შეიძლება
დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მასზე საკუთრების უფლება გადაეცეს
მესამე პირს ან სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის მიმართ არსებული რაიმე
მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად
ან
უზრუნველსაყოფად.
მონაწილის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები არ
ექვემდებარება აღსრულებას, ვერ იქნება შეტანილი მონაწილის ან საპენსიო
სააგენტოს გაკოტრების მასაში და მასზე არ იმოქმედებს რაიმე სახის
ანგარიშსწორების პროცედურა.
მუხლი 25. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები საპენსიო სააგენტოში
1. საპენსიო შენატანები დაირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშებზე, ამ კანონით გათვალისწინებული ხარჯის, ნამეტი შემოსავლის,
დანაკარგის,
სხვა
შემოსავლის
(ასეთის
არსებობის
შემთხვევაში)
გათვალისწინებით.
2. საპენსიო სააგენტო თითოეულ მონაწილეს გაწევრიანებისთანავე შეუქმნის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მას საკუთარი
ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შესახებ ინფორმაციაზე დისტანციური
ელექტრონული წვდომით. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნისა და
მასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს მიერ.
3. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულება გამოითვლება და მის შესახებ
ინფორმაცია
ხელმისაწვდომი
გახდება
საპენსიო
სქემის
თითოეული
მონაწილისათვის არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
4. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს და ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგენს
სათანადო მეთოდოლოგიას საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის
შესახებ.
5. თუ საპენსიო სააგენტო დაადგენს, რომ დამსაქმებელმა, დასაქმებულმა ან
თვითდასაქმებულმა
ზედმეტად
შეიტანა
თანხა,
ზედმეტი
თანხების
ადმინისტრირება განხორციელდება საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად.
მუხლი 26. სპეციალიზებული დეპოზიტარი
1. საპენსიო
სააგენტო
ვალდებულია
შეარჩიოს
ერთი
ან
რამოდენიმე
სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელსაც დააკისრებს საპენსიო სააგენტოს
ან/და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის საინვესტიციო მართვის ქვეშ მყოფი
საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულებას და აღნიშნულის თაობაზე
გააფორმოს
მასთან
დეპოზიტარული
მომსახურების
ხელშეკრულება.
სპეციალიზებული დეპოზიტარი და მის მიერ დასაქმებული პირები, რომელთაც
გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილება საპენსიო აქტივებთან მიმართებით ამ
კანონის მიზნებისთვის წარმოადგენენ ნდობითი ვალდებულების მქონე პირებს.
2. საინვესტიციო საბჭო კონკურსის წესით შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს.
კონკურსის ჩატარების პირობებს და პროცედურას, მათ შორის სპეციალიზებული
დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს შეიმუშავებს და ამტკიცებს
საინვესტიციო საბჭო. აღნიშნული შერჩევის პროცესზე არ ვრცელდება
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა.
3. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება მომსახურებას უწევდეს ერთზე მეტ
პირს, მაგრამ უნდა ჰქონდეს აღრიცხული და შენახული საპენსიო სააგენტოს
საპენსიო აქტივები, დაკავშირებული ოპერაციები და ჩანაწერები მკაცრად
გამოცალკევებული ფორმით ნებისმიერი სხვა პირის ან/და საკუთარი აქტივებისგან
და ჩანაწერებისგან.
4. საქართველოში რეგისტრირებული სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც
მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს უნდა იყოს ლიცენზირებული და
აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. საქართველოს
ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული დეპოზიტარული მომსახურების გამწევი
პირი ლიცენზირებული უნდა იყოს სხვა ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებლის
მიერ და აღიარებული ეროვნული ბანკის მიერ. ასეთი სპეციალიზებული
დეპოზიტარი უნდა იყოს მოქმედი და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს
გადახდისუუნარობის საქმისწარმოება. ის უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი
კანონმდებლობის მოთხოვნებს.
5. საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი ამავე დროს:
ა) არ უნდა მოქმედებდეს როგორც საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი
კომპანია;
ბ) არ უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანიის ან
საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო ან საინვესტიციო საბჭოს რომელიმე წევრთან
აფილირებული პირი;
გ) არ უნდა ასესხებდეს ან სესხულობდეს თანხებს საპენსიო სააგენტოს აქტივების
მმართველი კომპანიისგან ან მასთან აფილირებული პირისგან.
6. სპეციალიზებული დეპოზიტარი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) იღებს და ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც შეადგენენ საპენსიო აქტივებს;
ბ) იღებს და ინახავს ანგარიშსწორების დოკუმენტების ასლებს გადარიცხვების და
ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე, რაც შეადგენს საპენსიო აქტივებს;
გ) ახორციელებს ჩანაწერებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან დეპონირებული
საპენსიო აქტივების რეესტრის შესაბამის ანგარიშებში;
დ) უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს ყველა საჭირო ინფორმაციით, რათა
დაეხმაროს მას ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში;
ე) უზრუნველყოფს, რომ საპენსიო აქტივების შეძენის და განკარგვის დოკუმენტები
შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და საპენსიო სააგენტოს მიერ
დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
7. სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულება საპენსიო სააგენტოსა და
სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ
საკითხებს:
ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის კონკრეტულ ვალდებულებებს;
ბ) მათი შესრულების ვადებს და ფორმას;
გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების მოცულობას და გამოთვლის
წესს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.
8. სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ან
დეპოზიტარული ხელშეკრულების ნებისმიერი არსებითი დარღვევის ან
არასათანადო შესრულების შემთხვევაში, ან თუ დაიწყო სპეციალიზებული
დეპოზიტარის გადახდისუუნარობის საქმისწარმოება საპენსიო სააგენტო
გაუგზავნის სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეტყობინებას ხელშეკრულების
შეწყვეტის შესახებ და დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულის შესახებ ეროვნულ
ბანკს და საინვესტიციო საბჭოს.
9. სპეციალიზებული დეპოზიტარის თითოეული ცვლილება განხორციელდება
ისეთი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოსთვის
სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების უწყვეტ მიწოდებას.
10. სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების
შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალიზებული დეპოზიტარი გადასცემს მასთან
განთავსებულ საპენსიო აქტივებს და ყველა დოკუმენტს, რომელიც უკავშირდება
მის მიერ მოვალეობების შესრულებას ახალ სპეციალიზებულ დეპოზიტარს
ხელშეკრულებით ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში.
11. ამ მუხლის შესაბამისად სპეციალიზებულ დეპოზიტართან დეპონირებული
საპენსიო აქტივები არ წარმოადგენს სპეციალიზებული დეპოზიტარის
საკუთრებას,
არ
შეიძლება
მიექცეს
სპეციალიზებული
დეპოზიტარის
ვალდებულებების
აღსრულების
მიზნებისთვის,
არ
წარმოადგენს
სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივების ნაწილს, რომელზეც შეიძლება
გავრცელდეს გაკოტრების პროცედურები და არ დაექვემდებარება რაიმე
ანგარიშსწორების პროცესს გარდა იმისა, რაც უკავშირდება საპენსიო აქტივების
ინვესტირების პროცესს.
12. თუ საინვესტიციო საბჭო დაადგენს, რომ არ არის მიზანშეწონილი საპენსიო
აქტივები საქართველოში განთავსდეს ერთ სპეციალიზებულ დეპოზიტართან,
შესაძლოა დაინიშნოს მეორე სპეციალიზებული დეპოზიტარი საქართველოში
საპენსიო აქტივების განსათავსებლად. ასეთ შემთხვევაში, სპეციალიზებული
დეპოზიტარი შეირჩევა და მასთან ხელშეკრულება გაფორმდება ამ მუხლით
დადგენილი წესით.
მუხლი 27.
საპენსიო აქტივების ინვესტირება
1. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნათა
დაცვით და საინვესტიციო ჰორიზონტში მათზე რეალური ამონაგების
მაქსიმიზაციის მიზნით მონაწილეების ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო
ინვესტირების პრინციპების დაცვით.
2. კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებია:
ა) საპენსიო აქტივების ინვესტიციის შედეგად გრძელვადიან პერიოდში რეალური
ამონაგების მაქსიმიზაცია;
ბ) ინვესტიციების დივერსიფიცირება;
გ) საპენსიო აქტივების უსაფრთხოება გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში;
დ) ადეკვატური ლიკვიდობის შენარჩუნება.
3. საპენსიო აქტივების ინვესტირება ხორციელდება სამი განსხვავებული
რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო
პორტფელში. თითოეული საპენსიო სქემის მონაწილე გაწევრიანების დროს თავად
ირჩევს, თუ რომელიპორტფელი შეეფერება ყველაზე მეტად მის რისკისადმი
ტოლერანტულობას.
4. თუკი საპენსიო სქემის მონაწილე არ გამოიყენებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით
მინიჭებულ უფლებას, საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება შემდეგი
პრინციპით:
ა) გაწევრიანების მომენტისათვის ორმოც (40) წლამდე მონაწილის აქტივები მაღალი რისკიანი პორტფელი;
ბ) გაწევრიანების მომენტისათვის ორმოციდან (40) ორმოცდაათ (50) წლამდე
მონაწილის აქტივები - საშუალო რისკიანი პორტფელი;
გ) გაწევრიანების მომენტისათვის ორმოცდაათი (50)და მეტი წლის მონაწილის
აქტივები - ნაკლებად რისკიანი პორტფელი.
5. საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს მის
მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ
საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით დადგენილი პერიოდულობით. ეს
პერიოდი არ უნდა იყოს თორმეტ (12) თვეზე ნაკლები.
6. საინვესტიციო საბჭო ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით
შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც
განხორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება.
7. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო აქტივების ინვესტირების
მიზნებისთვის ცხადად უნდა ადგენდეს და განსაზღვრავდეს სულ მცირე შემდეგ
საკითხებს თითოეული ტიპის პორტფელის ჭრილში:
ა) საინვესტიციო მიზნებს;
ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიას და აქტივების განთავსების სტრატეგიიდან
მაქსიმალური გადახრის დაშვებულ ნორმებს თითოეული კლასის აქტივებისათვის
და მიზნობრივი საინვესტიციო მაჩვენებლებისათვის;
გ) მთლიანი რისკების პროფილს და ცალკეული რისკების მიმართ
ტოლერანტულობის მატრიცას, მისი მოქმედების საინვესტიციო ჰორიზონტის
მითითებით;
დ)
პროცედურას,
რომლის
შესაბამისადაც
ხდება
საინვესტიციო
გადაწყვეტილებების
მიღება,
მათ
შორის,
აქტივების
მმართველ(ებ)ის,
სპეციალიზებული
დეპოზიტარის
და
საინვესტიციო
საქმიანობასთან
დაკავშირებული სხვა მომსახურების გამწევის პირის შერჩევა, მონიტორინგი,
შეფასება და ხელშეკრულების შეწყვეტა ამ კანონის შესაბამისად. თითოეულ
საინვესტიციო პორტფელში ინვესტიციები უნდა დაიგეგმოს იმ გათვლით, რომ
მაღალი სანდოობით (95% და მეტი ალბათობით), მოსალოდნელი იყოს დადებითი
რეალური ამონაგები საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოსთვის.
8. თითოეულ საინვესტიციო პორტფელი უნდა ითვალიწინებდეს განსხვავებულ
საინვესტიციო ჰორიზონტს, რომელიც განისაზღვრება საინვესტიციო საბჭოს მიერ,
ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამასთან:
ა) ნაკლებად რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი არ უნდა იყოს
ხუთ (5) წელზე ნაკლები;
ბ) საშუალო რისკიანი პორტფელის
საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა
აღემატებოდეს ნაკლებად რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს;
გ) მაღალ რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს
საშუალო რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს.
9. თითოეული საინვესტიციო პორტფელის საშუალებით განხორციელებული
ინვესტირებიდან მიღებული ამონაგების და საინვესტიციო პოლიტიკის
ეფექტიანობის შეფასება უნდა მოხდეს საინვესტიციო ჰორიზონტის ვადიანობის
გათვალისწინებით.
10. საინვესტიციო საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის
გადასინჯვის წესს და პერიოდულობას. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის
გადასინჯვა უნდა განხორციელდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
11. საფინანსო ბაზრებზე განვითარებულ მნიშვნელოვან რყევებზე ან მათთან
დაკავშირებულ
რისკებზე
რეაგირების
მიზნით,
საინვესტიციო
საბჭო
ვალდებულია განიხილოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილების
საჭიროება.
12. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული საინვესტიციო პორტფელების ტიპები და
დასაშვები ინვესტიციების ლიმიტები აქტივების ფართო კლასების ჭრილში
განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა)
ა.ა)
ა.ბ)
ა.გ)
ნაკლებად რისკიანი პორტფელი;
ფულადი სახსრები და დეპოზიტები - 75%-მდე,
სავალო ფასიანი ქაღალდები - 100%-მდე,
საწარმოთა აქციები - 20%-მდე.
ბ) საშუალო რისკიანი პორტფელი;
ბ.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები - 50%-მდე,
ბ.ბ) სავალო ფასიანი ქაღალდები - 75%-მდე,
ბ.გ) საწარმოთა აქციები - 20%-დან 40%-მდე,
ბ.დ) სხვა აქტივების ტიპები - 10%-მდე.
გ) მაღალრისკიანი პორტფელი;
გ.ა) ფულადი სახსრები და დეპოზიტები - 25%-მდე,
გ.ბ) სავალო ფასიანი ქაღალდები - 50%-მდე,
გ.გ) საწარმოთა აქციები - 40%-დან 60%-მდეგ,
გ.დ) სხვა აქტივების ტიპები - 10%-მდე.
13. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების
მაქსიმალური ზღვრები საინვესტიციო პორტფელების ჭრილში განისაზღვრება
შემდეგი მოცულობით:
ა) ნაკლებად რისკიანი - 20%;
ბ) საშუალო რისკიანი - 40%;
გ) მაღალ რისკიანი - 60%;
14. ეროვნული ბანკი და საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია სამეთვალყურეო
საბჭოს წარუდგინოს რეკომენდაციები ამ კანონით გათვალისწინებული
საინვესტიციო ლიმიტების და შეზღუდვების ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ
ზემოხსენებული ლიმიტები და შეზღუდვები აფერხებს საპენსიო აქტივების
ოპტიმალურად განთავსებას საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო
ინტერესების შესაბამისად.
15. საინვესტიციო საბჭო თითოეული აქტივების მმართველისათვის (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს დეტალურ საინვესტიციო სახელმძღვანელოს,
რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს
(თამასას), ნამეტ შემოსავალს მიზნობრივ მაჩვენებლებთან მიმართებით, ასევე
დასაშვებ და აკრძალულ ინვესტიციებს, საკრედიტო რისკებს, საინვესტიციო
ჰორიზონტს, სარეიტინგო ზღვრებს, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის და
ამ კანონის შესაბამისად.
16. საპენსიო სააგენტოს მიერ საპენსიო აქტივები შეიძლება ინვესტირებულ იქნეს
შემდეგი სახის უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში:
ა) ფულადი სახსრები, მათ შორის, საბანკო ანგარიშები სახელმწიფოს საბანკო
მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში, რომელთა
წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის სააღსრულებო წარმოება და
რომელთა ლიცენზიაც არ არის შეჩერებული;
ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი;
გ) სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ან სახელმწიფო
სააგენტოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, თუ ის სათანადოდ არის
გარანტირებული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
დ) სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი
მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;
ე) საწარმოთა აქციები ან გლობალური დეპოზიტარული ხელწერილები,
რომლებიც რეგისტრირებულია სახელმწიფოს კაპიტალის ბაზრის შესაბამისი
მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და
ივაჭრება საფონდო ბირჟაზე იმ პირობით, რომ იგი ექვემდებარება შესაბამისი
მარეგულირებლის განგრძობად ზედამხედველობას;
ვ) ღია საფონდო ინსტრუმენტები;
ზ) სხვა ფინანსური ინსტრუმენტი ან/და არაფინანსური აქტივები, რომლებიც
შეიძლება ინვეტირებისათვის დაშვებული იქნეს ეროვნული ბანკის მიერ.
17. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება მხოლოდ
ვალუტაში დენომინირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში:
შემდეგ
ეროვნულ
ა) ფულადი სახსრები, მათ შორის, საბანკო ანგარიშები ეროვნული ბანკის მიერ
ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში, რომელთა წინააღმდეგ არ მიმდინარეობს
გადახდისუუნარობის წარმოება და რომელთა ლიცენზიაც არ არის გაუქმებული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები;
გ) საწარმოთა სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც რეგისტრირებულია
შესაბამისი მარეგულირებლის მიერ საქართველოში და განთავსებულია საჯარო ან
კერძო შეთავაზების გზით;
დ) საწარმოთა აქციები, რომელიც განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და
განთავსებულია საქართველოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟის ან სხვა
სახელმწიფოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟის ლისტინგში და მათზე
ხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა;
ე) ღია საფონდო ინსტრუმენტები რეგისტრირებული და რეგულირებული
საქართველოში;
ვ) სხვა ფინანსური ან/და არაფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება
ინვეტირებისათვის დაშვებული იქნეს ეროვნული ბანკის მიერ.
18. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მინიმალურ დასაშვებ რეიტინგს ამ მუხლით
განსაზღვრული ნებისმიერი სახის საინვესტიციო ინსტრუმენტებისათვის ან/და
ემიტენტისათვის.
19. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები ამ
მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის საინვესტიციო ინსტრუმენტებისათვის
ან/და ემიტენტისათვის.
20. საპენსიო აქტივების ინვესტირება აკრძალულია:
ა) აქტივებში, რომელთა გასხვისებაც შეუძლებელია კანონით;
ბ) ოფციონებში, ფიუჩერსულ, ფორვარდულ და ფასიან ქაღალდებთან
დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებში და ფინანსურ აქტივებში, გარდა
ჰეჯირების სტრატეგიისთვის გამოსაყენებელი დერივატივებისა, რომლებიც
ემსახურება რისკების შემცირებას და ამავე დროს არ ზრდის ღია პოზიციებს;
გ) უძრავ ქონებაში ან ფიზიკურ აქტივებში;
დ) აქტივების მმართველის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საპენსიო
სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, საინვესტიციო საბჭოს წევრის ან
მათთან აფილირებული პირის ნებისმიერ ქონებაში;
ე) ფასიანი ქაღალდებში, რომლებიც გამოუშვა:
ე.ა) აქტივების მმართველმა, ან მასთან აფილირებულმა პირმა;
ე.ბ) საპენსიო სააგენტოს ან/და საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის
მომსახურე სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა, ან მასთან აფილირებულმა პირმა;
ვ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფინანსურ ან/და არაფინანსურ
ინსტრუმენტებში.
21. დაუშვებელია საპენსიო აქტივების ხუთ (5) პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი
ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (არ მოიცავს ფულად სახსრებსა
და საბანკო დეპოზიტებს).
22. დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების ათ
(10) პროცენტზე მეტის ფლობა.
23. ამ მუხლის 22-ე და 23-ე პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ
ვრცელდება საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის, ან მთავრობის მიერ
აღიარებული მინიმუმ АА- (ან ექვივალენტის) საკრედიტო რეიტინგის მქონე
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან
ქაღალდებზე.
24. საპენსიო აქტივები არ შეიძლება გასხვისდეს:
ა) სპეციალიზებულ დეპოზიტარზე, რომელიც ემსახურება ამ აქტივებს;
ბ) აქტივების მმართველ(ებ)ზე, რომელიც ემსახურება ამ აქტივებს;
გ) საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საინვესტიციო საბჭოს წევრზე;
დ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველის, სპეციალიზებული
დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საინვესტიციო
საბჭოს წევრის აფილირებული პირი.
25. აქტივების მმართველმა კომპანიამ არ შეიძლება გასცეს რაიმე სახის სესხი ან
გარანტია იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც ჩამოთვლილია ამ მუხლის 25-ე
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში.
26. აქტივების მმართველი კომპანია ახორციელებს ხმის უფლების რეალიზებას ყველა
იმ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფება მისი მართვის ქვეშ საპენსიო
სააგენტოს სახელით მხოლოდ მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების
ინტერესების შესაბამისად.
მუხლი 28.
საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანიები
1. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო
აქტივების
მმართველი
კომპანი(ებ)ისათვის
სამართავად
გადაცემასთან
დაკავშირებით, რა შემთხვევაშიც აქტივების მმართველთან გაფორმდება
შესაბამისი ხელშეკრულება.
2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მართოს საპენსიო აქტივები
საპენსიო აქტივების მართვის ხელშეკრულებისა და საინვესტიციო საბჭოს მიერ
დამტკიცებული დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელოს შესაბამისად,
რომელიც შემუშავებულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე.
აქტივების მმართველი და მისი დასაქმებული პირები, რომელთაც გააჩნიათ
დისკრეცია საპენსიო აქტივებთან მიმართებით, წარმოადგენენ ნდობითი
ვალდებულების მქონე პირებს ამ კანონის შესაბამისად.
3. თუ საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი საქართველოში რეგისტრირებული
იურიდიული პირია, ის უნდა ფლობდეს საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად გაცემულ ლიცენზიას. ასეთი აქტივების მმართველი კომპანია უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა საქმიანობდეს და მის
წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება ან
ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების პროცედურები.
ბ) არ უნდა იყოს აფილირებული პირი საპენსიო სააგენტოს მიერ შერჩეულ
სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო ან
საინვესტიციო საბჭოს ნებისმიერ წევრთან;
გ) არ უნდა სესხულობდეს, ან არ უნდა ასესხებდეს თანხას სპეციალიზებული
დეპოზიტარისგან ან მასთან აფილირებული პირისგან;
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განსაზღვროს მინიმალური დასაშვები
რეიტინგი ან/და დამატებითი მოთხოვნები საქართველოში რეგისტრირებული
აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისათვის.
5. საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოს
გარეთ არის რეგისტრირებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ლიცენზირებულია იმ ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ, სადაც არის
რეგისტრირებული. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მინიმალურ დასაშვებ
საკრედიტო რეიტინგს საქართველოს გარეთ რეგისტრირებული აქტივების
მართვის კომპანიისათვის;
ბ) უწყვეტად საქმიანობს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში და მის
წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება ან
ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების პროცედურები;
გ) არ არის აფილირებული საპენსიო სააგენტოს მიერ შერჩეულ სპეციალიზებულ
დეპოზიტართან ან საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო ან საინვესტიციო საბჭოს
ნებისმიერ წევრთან;
დ) არ ასესხებს, ან არ სესხულობს თანხას სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან
მასთან აფილირებული პირისგან.
ე) აქვს მესამე პირების (კერძო და ინსტიტუციონალური) დაგროვილი აქტივების
მართვის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება.
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები
საქართველოს გარეთ რეგისტრირებული აქტივების მართვის კომპანიისათვის.
7. საინვესტიციო საბჭო
გამჭვირვალე პროცედურის გამოყენებით შეარჩევს
აქტივების მმართველ ერთ ან მეტ კომპანიას. საინვესტიციო საბჭო ადგენს
აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესს და კრიტერიუმებს.
8. ამ მუხლის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიასთან განთავსებული
საპენსიო აქტივები არ წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანიის
საკუთრებას, არ შეიძლება მიექცეს აღსასრულებლად აქტივების მმართველი
კომპანიის ვალდებულებების შესრულების მიზნით, არ წარმოადგენს აქტივების
მმართველი კომპანიის აქტივების ნაწილს, რომელზეც შეიძლება გავრცელდეს
გადახდისუუნარობის
პროცედურები
და
არ
დაექვემდებარება
რაიმე
ანგარიშსწორების პროცესს.
მუხლი 29. საინვესტიციო საბჭოს მიერ ღია საფონდო ინსტრუმენტებში პირდაპირი
ინვესტიცია
1. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საკუთარი ნდობითი ვალდებულების
შესრულების ფარგლებში, მიიღოს გადაწყვეტილება, საპენსიო აქტივების ღია
საფონდო ინსტრუმენტში ინვესტირების შესახებ.
2. ღია საფონდო ინსტრუმენტის შემადგენელი თითოეული აქტივი უნდა
აკმაყოფილებდეს ამ კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიერ
გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს.
3. ღია საფონდო ინსტრუმენტის საშუალებით განხორციელებული ინვესტიცია არ
უნდა აღემატებოდეს ყოველი საანგარიშგებო წლის ბოლოს საპენსიო აქტივების
40%.
4. საინვესტიციო საბჭო შეარჩევს ერთ ან მეტ ღია საფონდო ინსტრუმენტს მათი
სტანდარტული პროსპექტების პირობების გამჭვირვალე პროცედურით შედარების
საფუძველზე. აღნიშნული შერჩევის პროცესი არ დაექვემდებარება საქართველოს
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობას.
5. ღია საფონდო ინსტრუმენტები, რომლებსაც საპენსიო სააგენტო გამოიყენებს
საინვესტიციოდ უნდა იყოს ლიცენზირებული შესაბამისი მარეგულირებლის
მიერ.
6. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მინიმალურ დასაშვებ საკრედიტო რეიტინგს ღია
საფონდო ინსტრუმენტებისათვის.
7. ღია საფონდო ინსტრუმენტისთვის საინვესტიციო საბჭომ უნდა განიხილოს
მონაწილეთა საპენსიო აქტივების კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფისთვის
შესაფერისი სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის საკითხი. ამ კანონით
განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ
საპენსიო აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ღია საფონდო ინსტრუმენტებში.
8. საპენსიო სააგენტომ შეიძლება გააფორმოს სტანდარტული ხელმოწერის
დოკუმენტი ღია საფონდო ინსტრუმენტთან, რომელშიც განისაზღვრება ღია
საფონდო ინსტრუმენტისთვის ანაზღაურების საკითხი და მისი ხარჯისა და ასეთ
ინვესტიციასთან მიმართებაში მთლიანი საპენსიო აქტივების პროცენტული
პროპორციის გამოთვლის წესი.
9. შეზღუდვები ინვესტიციებზე ერთი ემიტენტის ფასიან ქაღალდებში არ
გავრცელდება ინვესტიციებზე ერთ ღია საფონდო ინსტრუმენტში იმ პირობით,
რომ აღნიშნული ღია საფონდო ინსტრუმენტის საინვესტიციო პოლიტიკა
მოითხოვს ისეთ დივერსიფიცირებას, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის
მოთხოვნებს.
მუხლი 30. წლიური ანგარიშგება მონაწილეთა მიმართ
1. საპენსიო სააგენტო არანაკლებ წელიწადში ერთხელ მიაწვდის თითოეულ
მონაწილეს ინფორმაციას საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე
მთლიანი აქტივების ღირებულების შესახებ, შენატანების თარიღების და
საინვესტიციო ამონაგების მითითებით. ასეთი ანგარიში შეიძლება მიწოდებულ
იქნას ელექტრონული ფორმით. ანგარიშის წარდგენის წესი და ფორმა
განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
2. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტო ვალდებულია მიაწოდოს
მონაწილეს წერილობითი ანგარიში მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშზე
აღრიცხული აქტივების ღირებულების შესახებ.
მუხლი 31. პენსიის გაცემა საპენსიო ასაკში
1. მონაწილე, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უფლებამოსილია, მიიღოს საკუთარ
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივის ღირებულების
შესაბამისი მოცულობის თანხა მთლიანი თანხის ერთიანი გადახდის ან
პროგრამული გატანის ფორმით.
2. მონაწილე ასევე უფლებამოსილია, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიმართოს
საპენსიო სააგენტოს და მოსთხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე
არსებული საპენსიო აქტივების გადატანა მონაწილის მიერ არჩეული სადაზღვევო
კომპანიის მიერ დაფუძნებულ კერძო დაგროვებით საპენსიო სქემაში ამავე
მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
3. საპენსიო
სააგენტო
უფლებამოსილია,
შეიმუშაოს
და
უზრუნველყოს
ინდივიდუალურ
საპენსიო
ანგარიშზე
არსებული
საპენსიო
აქტივის
მონაწილისათვის პენსიად გაცემის სხვა ფორმაც.
4. მონაწილე უფლებამოსილია, მიიღოს საპენსიო აქტივების ღირებულების მთლიანი
მოცულობა საკუთარი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან, თუ მან საპენსიო
ასაკს მიაღწია არაუმეტეს ხუთი (5) წლის ფარგლებში საპენსიო შენატანების
განხორციელების დაწყების თარიღიდან.
5. საპენსიო სააგენტო ადგენს საპენსიო აქტივის ღირებულების მინიმალურ ზღვარს,
რომლის ფარგლებშიც მონაწილე უფლებამოსილია, მიიღოს პენსია მთლიანი
თანხის ერთიანი გადახდით.
6. მონაწილე მიიღებს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დარიცხული თანხის
მთლიან მოცულობას მას შემდეგ, რაც ამ მუხლში განსაზღვრული წესების დაცვით
შეატყობინებს საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივების მიღების სურვილის
თაობაზე.
7. სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს პროგრამულ პერიოდულობას საპენსიო აქტივის
გაცემისთვის იმ მონაწილეებისთვის, რომლებმაც არ მოახდინეს საპენსიო
აქტივების გატანა ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
8. პროგრამულად გასაცემი თანხის ოდენობა გამოითვლება ინდივიდუალურ
საპენსიო ანგარიშზე მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისათვის რიცხული
საპენსიო აქტივების ღირებულების მონაწილის სიცოცხლის მოსალოდნელ
დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფით, რომელიც ეყრდნობა სსიპ - საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ უზრუნველყოფილ
მონაცემებს
მოსახლეობის
ასაკობრივი
განაწილების
და
სიცოცხლის
მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ.
9. პროგრამულად გასაცემი თანხის ოდენობა გადაანგარიშდება ყოველწლიურად
ყოველი მონაწილისთვის ასაკის შეცვლის თვეში. დაუშვებელია გადახდების
პროგრამა განსხვავდებოდეს ჯანმრთელობის, რასის, რელიგიის, სქესის,
ეროვნების ან ნებისმიერი სხვა მსგავსი დისკრიმინაციული ნიშნის საფუძველზე.
10. საპენსიო სააგენტო წერილობით შეატყობინებს მონაწილეს მისი საპენსიო ასაკის
მოახლოების შესახებ ამ ასაკის დადგომამდე ექვსი (6) თვით ადრე და
უზრუნველყოფს მას წვდომით სტანდარტული განაცხადის ფორმებზე.
11. მონაწილე, რომელიც გადაწყვეტს პენსიაზე გასვლას საპენსიო ასაკის მიღწევისას,
ვალდებულია წერილობით შეატყობინოს საპენსიო სააგენტოს საპენსიო ასაკის
მიღწევისას პენსიაზე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და
მოითხოვოს პენსიის გადახდის დაწყება საპენსიო ასაკიდან საპენსიო ასაკის
მიღწევამდე არანაკლებ ოცდაათი (30) დღით ადრე.
12. მონაწილის საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, დამსაქმებელი და სახელმწიფო
შეწყვეტენ საპენსიო შენატანების განხორციელებას.
13. მონაწილე უფლებამოსილია, გადადოს პენსიაზე გასვლის თარიღი საპენსიო ასაკს
მიღმა და დაიწყოს პენსიის მიღება ნებისმიერ დროს საპენსიო ასაკის მიღწევის
შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, მონაწილემ წერილობით უნდა შეატყობინოს საპენსიო
სააგენტოს პენსიაზე გასვლის თარიღი არანაკლებ ასეთ თარიღამდე ოცდაათი (30)
დღით ადრე.
14. თუ მონაწილე მიიღებს გადაწყვეტილებას, გავიდეს პენსიაზე საპენსიო ასაკის
მიღწევის შემდეგ, მას შეუძლია განცხადების საფუძველზე შეწყვიტოს საპენსიო
შენატანების განხორციელება საკუთარი ხელფასიდან. არ შეიძლება მონაწილემ
გააგრძელოს საპენსიო შენატანების განხორციელება პენსიის მიღების დაწყების
შემდეგ.
15. საპენსიო სააგენტო დაიწყებს პენსიის გადახდას მონაწილის ინდივიდუალური
საპენსიო ანგარიშიდან არაუგვიანეს ოცდაათ (30) დღეში პენსიაზე გასვლის
თარიღის შესახებ შეტყობინების მიღებიდან.
16. საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს მონაცემთა შედარებასა და
გადამოწმებას
და
გამოვლენილი
შეუსაბამობის
შემთხვევაში
ახდენს
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული აქტივების შესაბამისი
კორექტირებას. საპენსიო სააგენტომ შეიძლება მოითხოვოს მონაწილისთვის
ნებისმიერი შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
17. თუ დაგროვებითი სქემის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ირიცხება საპენსიო აქტივები, რომლებიც
მონაწილეს პენსიის სახით სრულად არ მიუღია, დარჩენილი გადახდები
განხორციელდება მისი მემკვიდრის/მემკვიდრეების მიმართ ამ კანონის და
შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად.
18. საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს ისეთ მონაწილეთა და მათ მემკვიდრეთა
წარმომადგენლების დადგენის და აღრიცხვის წესს და ფორმას, რომელთაც
კანონმდებლობის შესაბამისად ესაჭიროებათ წარმომადგენლები ან/და მეურვეები.
მუხლი 32. პენსიის გაცემა შესაძლებლობის შეზღუდვისას
1. მონაწილე უფლებამოსილია, მიიღოს პენსია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო
საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება ასეთი სტატუსი საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილე მიიღებს
პენსიას ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით.
2. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს შესაბამის ფორმებს და პროცედურებს, რომელთა
საფუძველზე მონაწილე განახორციელებს ამ მუხლით განსაზღვრულ უფლებას და
მოითხოვს პენსიის მიღებას საპენსიო ასაკის მიღწევამდე.
მუხლი 33. საპენსიო აქტივების გაცემა მონაწილეთა მემკვიდრეებზე
1. თუ მონაწილე გარდაიცვალა საპენსიო ასაკის მიღწევამდე ან პენსიის გადახდის
პროგრამის შედგენამდე, მონაწილის ანგარიშზე არსებული თანხები გადაეცემა მის
მემკვიდრეს/მემკვიდრეებს, ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
2. გადახდა შეიძლება განხორციელდეს ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების
გადატანით მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მემკვიდრის
არჩევანის შესაბამისად. მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდით არჩევანის
შემთხვევაში დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მონაწილის მემკვიდრე საპენსიო სააგენტოში წარადგენს მოთხოვნას საპენსიო
სააგენტოს მიერ მიღებული წესისა და პროცედურების შესაბამისად.
4. მემკვიდრეებისგან ყველა მოთხოვნის მიღების შემდეგ, საპენსიო სააგენტო
მოახდენს
მათ
მოთხოვნათა
ლეგიტიმურობის
დამადასტურებელი
დოკუმენტაციის მიღებას და მიიღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების
გაცემასთან დაკავშირებით.
5. საპენსიო სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი თანხის უკან დაბრუნება,
თუ დადგინდა რომ მისი მიკუთვნება რომელიმე მემკვიდრისთვის მოხდა
შეცდომით.
თავი VI. დავების გადაწყვეტა და აღსრულება
მუხლი 34. ნდობითი ვალდებულების დარღვევა
1. ნდობითი ვალდებულების მქონე პირმა უნდა მართოს საპენსიო აქტივები
მხოლოდ მონაწილეების და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად ამ
კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. სხვა ინტერესების დაცვა წარმოადგენს
ნდობითი ვალდებულების დარღვევას. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი
მოვალეობების განხორციელებისას ვალდებულია:
ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად;
ბ) ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ
პირობებში მყოფი საღად მოაზროვნე პირი;
გ) მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მათი ქმედება ყველაზე უკეთესია საპენსიო
აქტივების მესაკუთრეთა ინტერესებისათვის.
2. იმ შემთხვევაში, თუ ნდობითი ვალდებულების მქონე პირს არ გააჩნია რაიმე
კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო ცოდნა და ექსპერტიზა, მან
ამ საკითხზე უნდა მოიძიოს შესაბამისი სფეროს სათანადო კვალიფიკაციის
სპეციალისტის მოსაზრება.
3. ნდობითი ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების
მქონე პირის მიერ მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების
დარღვევა, მათ შორის, საპენსიო აქტივების გამოყენება თავის სასარგებლოდ ან
აფილირებული პირების სასარგებლოდ, ან საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით
ისეთ გარიგებაში შესვლა, რომელშიც მეორე მხარე ნდობითი ვალდებულების
მქონე პირის აფილირებული პირია.
4. ნდობითი ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების
მქონე პირის ქმედება, რომელიც მან განახორციელა ამ მუხლის მოთხოვნების
დაცვით საინვესტიციო საქმიანობის წარმართვის პროცესში, მიუხედავად
დამდგარი შედეგისა.
5. ნდობითი ვალდებულების დარღვევისათვის პირს დაეკისრება საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
მუხლი 35. ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგები
1. საპენსიო სააგენტომ შეიძლება მოითხოვოს ნდობითი ვალდებულების მქონე
ნებისმიერი პირისგან ზიანის ანაზღაურება ნდობითი ვალდებულების დარღვევის
შედეგად დამდგარი ზიანისათვის.
2. ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება
რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ნდობითი ვალდებულების დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურების შედეგად
ამოღებული თანხები მიექცევა შესაბამისი მონაწილეების ან მათი მემკვიდრეების
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე მიყენებული ზიანის პროპორციულად.
დამსაქმებლის ზემოქმედება დასაქმებულის სქემაში გაწევრიანების
პროცესში და საპენსიო სააგენტოში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის და
საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევა
1. დამსაქმებლის მიერ საპენსიო სააგენტოში დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო
სქემაში გაწევრიანების პროცესში ჩარევა წარმოადგენს ამ კანონის დარღვევას.
2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის და საკუთარი საპენსიო შენატანის
გადაუხდელობა საპენსიო სააგენტოში წარმოადგენს ამ კანონის დარღვევას და
ასევე
გამოიწვევს
ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 36.
თავი VII
გარდამავალი დებულებები
მუხლი 38. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
- საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცება 2018 წლის 01 ივნისამდე.
2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული
სამართლებრივი აქტების მიღება 2018 წლის 01 ივნისამდე.
3. საპენსიო სააგენტომ 2018 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონით განსაზღვრული
სამართლებრივი აქტების მიღება.
მუხლი 39. გარდამავალი დებულებები
1. საპენსიო სააგენტოს პირველი სამი (3) წლის ბიუჯეტი 100%-ით დაფინანსდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მომდევნო ათი (10) წლის განმავლობაში სააგენტოს
ხარჯებმა არ უნდა გადააჭარბოს საპენსიო აქტივების ერთ (1%), ხოლო ამ
პერიოდის გასვლის შემდგომ არაუმეტეს 0.75%.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან ხუთი (5) წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების
ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო
პორტფელში.
3. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ კანონის 27-ე მუხლის 21-ე
პუნქტში მითითებული ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი
ქაღალდებში (გარდა დეპოზიტებისა და ფულადი სახსრებისა) ინვესტირების
ლიმიტი განისაზღვროს 15%-თ.
4. შესარჩევი კომისიის საქმიანობა პირველ წელს დაფინანსდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
5. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს პირველი თავმჯდომარე აირჩევა
საქართველოს მთავრობის მიერ.
6. საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ საინვესტიციო საბჭოს პირველი შემადგენლობის ორ (2) წევრს
აირჩევს 3 წლის ვადით.
7. ამ კანონის მიღებიდან 9 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ
საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან
დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი.
8. ამ კანონით განსაზღვრული სქემით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ
სქემაში შესატანი დაფინანსების, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული
პირების შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ შესატანი თანადაფინანსების წესი 2018
წლის განმავლობაში განისაზღვროს საქართველოს მთავრობის მიერ.
თავი VIII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 40. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა მე-7 და 21-ე მუხლებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-7 და 21-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურის ცვლილება კითხვის ნიშნის ქვეშ
აყენებს სოციალური საპენსიო სისტემის მდგრადობას. მონაწილეთა რაოდენობის და
ხარჯების მიხედვით სოციალური პენსია ყველაზე დიდ სოციალურ პროგრამას წარმოადგენს.
2005 წლიდან სოციალური პენსიის ოდენობა 10-ჯერ გაიზარდა და 2016 წელს მთლიანმა
ხარჯმა (მარჩენალდაკარგულთა და შშმ პირების დახმარების ჩათვლით) შეადგინა მშპ-ს 4.6%.
პროგნოზის მიხედვით, 2060 წლისათვის, თუკი არსებული 18%-იანი ჩანაცვლების
კოეფიციენტი შენარჩუნებული იქნება, ასაკით პენსიონერთა ხარჯები მიაღწევს საბიუჯეტო
შემოსავლების დაახლოებით 30%-ს.
საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი მიზანია არსებული სოციალური სისტემის ფისკალური
მდგრადობის შენარჩუნება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
განსაკუთრებით
არსებული
სისტემის
უცვლელობის
პირობებში.
სოციალური
უზრუნველყოფის არსებული დონის შენარჩუნება გულისხმობს სოციალური პენსიის ზრდას
საშუალო ხელფასის ზრდის პარალელურად (ნომინალურ ხელფასზე ინდექსაცია). თუ
ჩავთვლით, რომ არსებული ჩანაცვლების კოეფიციენტი დამაკმაყოფილებელია, ამ
შემთხვევაშიც კი ჩანაცვლების არსებული დონის შენარჩუნება მის ფისკალურ მდგრადობას
ეჭვქვეშ აყენებს. 2016 წლის ბოლოსათვის პენსიის და სოციალური დახმარების მიმღებთა
საერთო რაოდენობამ 887,000 მიაღწია (მოიცავს ასაკით პენსიონერებს, შშმ პირებს,
მარჩენალდაკარგულებს და სპეციალური კატეგორიის პენსიონერებს), რაც ახალი აღრიცხვის
თანახმად, მოსახლეობის 22%-ს შეადგენს. აღნიშნული კატეგორია 2030 წლისათვის
მნიშვნელოვნად გაიზრდება და 1.1 მილიონს მიაღწევს.
სამუშაო ასაკში მყოფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ფონზე, გრძელვადიან
პერსპექტივაში, სულ უფრო გართულდება პენსიის არსებული ჩანაცვლების კოეფიციენტის
შენარჩუნება. ამიტომ, საჭიროა დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა, რათა სამომავლო
საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.
მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებში დასმული პრობლემის საპასუხოდ საპენსიო რეფორმები
ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს:
1. იზრდება პენსიაზე გასვლის ასაკი ან/და ხდება ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის
გათანაბრება. ეს აკომპენსირებს სამუშაო ძალის შემცირებით გამოწვეულ ნეგატიურ გავლენას.
2. ქვეყნები ცდილობენ უფრო მეტად საინტერესო გახადონ დაგროვებითი საპენსიო სისტემები
და ამავდროულად, ხელი შეუწყონ ახალგაზრდა თაობის სტიმულირებას, ახალი მიდგომები
შეიმუშაონ მეტი დაზოგვის კუთხით.
ჩვენს შემთხვევაში საწყის ეტაპზე დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა წარმოადგენს
დემოგრაფიული მდგომარეობის შედეგად შექმნილი გამოწვევების გამკლავების ერთ-ერთ
მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
ასეთი სისტემის თანახმად, საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის ოდენობა
დამოკიდებულია საპენსიო შენატანებზე, საპენსიო ფონდის საინვესიტიციო შემოსავალსა და
დასაქმების ხანგრძლივობაზე. მოქალაქის მიერ სამომავლოდ მისაღები სარგებელი პირდაპირ
დაკავშირებულია პირის მიერ წლების განმავლობაში გამომუშავებულ ხელფასსა და
შენატანებზე. ამრიგად, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ძირითადი პრობლემის გადაჭრასთან
ერთად ბევრად უფრო სამართლიან მიდგომას სთავაზობს მოქალაქეებს.
იმ შემთხვევაში, თუკი არ მოხდა დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა, სულ უფრო და
უფრო მეტი საგადასახადო შემოსავლები იქნება საჭირო საპენსიო ვალდებულების
დასაფინანსებლად, რაც შეამცირებს სახელმწიფოსათვის სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებების
დაფინანსების შესაძლებლობებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი,
რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ
გამომუშავებული ხელფასის და საშულებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების
კოეფიციენტი. ფისკალური სტაბილურობის გათვალისწინებით, დაგროვებითი პენსია
ყველაზე ოპტიმალურ მოდელს წარმოადგენს საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობის
გაუმჯობესების კუთხით. წინააღმდეგ შემთხევაში, მხოლოდ სოციალური პენსიის მეშვეობით
ჩანაცვლების კოეფიციენტის ზრდა, ან თუნდაც შენარჩუნება, არარეალისტური იქნება.
ამასთან საპენსიო შემოსავლების დივერსიფიკაცია ამცირებს საპენსიო რისკებს და
აუმჯობესებს ჩანაცვლების კოეფიციენტს. საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს,
რომ დაგროვებითი ხასიათის დანაზოგების სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მთლიან
საპენსიო უზრუნველყოფაში. ასევე, დანაზოგების სისტემა პირს საშუალებას აძლევს უკეთ
დაგეგმოს მომავალი საპენსიო შემოსავალი და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ
სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სოციალური უზრუნველყოფის პაკეტზე.
გრძელვადიან პერიოდში, დაგროვებითი პენსია სოციალურ
მნიშვნელოვნად გაზრდის პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტს.
პენსიასთან
ერთად
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონი არეგულირებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ორგანიზებისა და განხორციელების
საკითხებს და განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში
მონაწილეობის წესებს და პირობებს. ამასთანავე, კანონპროექტი ვრცელდება აქტივების
მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების,
სადაზღვევო კომპანიების და სხვა პირების საქმიანობაზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც
ასეთი საქმიანობა უკავშირდება დაგროვებით პენსიებს.
კანონი მიზნად ისახავს მეორე სვეტის საპენსიო დაზღვევის ჩამოყალიბებას, რაც არ ზღუდავს
სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის მოქმედებას. ასევე არ ზრუდავს ის იმ სხვა
საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოქმედებას, რომლებიც უკავშირდება
კომპენსაციას ან სხვა სახის სოციალურ დახმარებას. შესაბამისად, დაგროვებით საპენსიო
სქემაში მონაწილეობა წარმოადგენს ავტონომიურ პროცესს და ის არ უზღუდავს საპენსიო
სქემის მონაწილის უფლებას მიიღოს სახელმწიფო პენსია ან სხვა სახის პენსია თუ დახმარება,
რომელიც მას კანონით ეკუთვნის.
კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და
ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება
ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით ნებისმიერი თვითდასაქმებული.
კანონპროექტი
განსაზღვრავს
დასაქმებულის,
დამსაქმებლისა
და
სახელმწიფოს
ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით. კერძოდ
დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე
გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლის იმ
მოცულობაზე, რომელიც წლიურად არ აღემატება 60 000 ლარს. ამასთანავე, დამსაქმებელი
ვალდებულია დასაქმებულის სახელით დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე
გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის იმ
მოცულობაზე, რომელიც წლიურად არ აღემატება 60 000 ლარს.
გარდა ამისა, დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფო ვალდებულია დასაქმებულის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის 2%, ხელფასის
სახით მიღებული შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება 24 000 ლარს
წელიწადში, ხოლო დაუბეგრავი ხელფასის 1% ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის 24
000-დან 60 000 ლარამდე მოცულობაზე.
თვითდასაქმებულისათვის სქემაში ჩართვის შემთხვევაში მინიმალურ შენატანს წარმოადგენს
მისი დასაბეგრი შემოსავლის 4%. თვითდასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფო
გადარიცხავს
თვითდასაქმებულის
ინდივიდუალურ
საპენსიო
ანგარიშზე
თვითდასაქმებულის დასაბეგრი შემოსავლის ორ პროცენტს (2%) თანხის იმ მოცულობაზე,
რომელიც არ აღემატება თვითდასაქმებულის მიერ წლიურად დასაბეგრი შემოსავლის სახით
მიღებულ 24 000 ლარს, ხოლო 1%-ს თვითდასაქმებულის მიერ წლიურად დასაბეგრი
შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე 24 000-დან 60 000 ლარამდე.
რაც შეეხება დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებას, სქემის განხორციელებაზე და
ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია საპენსიო სააგენტო, რომლის უფლებამოსილებების
ეფექტიანად განხორციელების მიზნით საპენსიო სააგანტო გამოიყენებს საპენსიო შენატანების
ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემას და ასევე შემოსავლების სამსახურისა და სხვა
დაკავშირებული მხარეების მიერ მიწოდებულ ინფრომაციას.
აღსანიშნავია, რომ სისტემის ადმინისტრირების ერთ-ერთი საშუალებაა შენატანების
ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა. საპენსიო სააგენტო საპენსიო შენატანების
ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის გამოყენებით მოახდენს მონაწილეთა საპენსიო
სქემაში გაწევრიანების ტექნიკურ მხარდაჭერას, განახორციელებს საპენსიო შენატანების
ადმინისტრირებას ამ კანონის შესაბამისად და თითოეული მონაწილისთვის შექმნის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს. საპენსიო სააგენტო ყოველდღიურად განახორციელებს
სახელმწიფო ხაზინისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს
ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საფუძველს.
რაც შეეხება სააგენტოს ფორმირებას და სტრუქტურას, საპენსიო სააგენტო არის საჯარო
სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიქმნება დაგროვებითი საპენსიო სქემის
ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით. საპენსიო სააგენტოს უმაღლესი მართვის ორგანოა
სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია
კანონპროექტით და მასში წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის 3 წევრი და
საინვესტიციო საბჭოს თავჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის წესით ნიშნავს
სააგენტოს დირექტორს, რომელიც პასუხისმგებელია სააგენტოს ადმინისტრაციული
საქმიანობის
განხორციელებაზე,
ბიუჯეტის
დაგაგმვასა
და
მესამე
მხარეებთან
ურთიერთობაზე, რასაც იგი განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით.
საუკეთესო
საერთაშორისო
პრაქტიკის
გათვალისწინებით,
საპენსიო
აქტივების
კეთილსაიმედო ინვესტირების მიზნით სააგენტოში იქმნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც
თავად განსაზღვრავს საინვესტიციო პოლიტიკას. იგი შედგება 5 წევრისგან, რომელთა
კვალიფიკაციის მინიმალური მოთხოვნები დადგენილია კანონპროექტით. საინვესტიციო
საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევა შესარჩევი კომისიის მიერ კონკურსის წესით, ხოლო
მის წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტი. საინვესტიციო საბჭო პასუხისმგებელია
როგორც საინვესტიციო სამსახურისა და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის საქმიანობის, ასევე
აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობის მონიტორინგზე, რათა უზრუნველყოფილ
იქნეს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვა საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო საბჭოს ყველა წევრი და დირექტორი წარმოადგენს
ნდობითი ვალდებულების მქონე პირს ამ კანონის მიზნებისთვის.
ნდობითი ვალდებულება გააჩნია ყველა იმ პირს, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ
უფლებამოსილებას ან კონტროლს საპენსიო აქტივების მართვის პროცესში, უზრუნველყოფს
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რჩევით, ახორციელებს გარიგებების აღრიცხვას და
მათთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებას, მონაწილეთა შესახებ ჩანაწერთა
წარმოებას ან/და შენახვას. აღსანიშნავია, რომ კანონის მიზნებისთვის ნდობითი
ვალდებულება არ გააჩნია სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, რაც ადასტურებს და ხაზს უსვამს
როგორც საინვესტიციო საბჭოს და მისი წევრების დამოუკიდებლობას, ასევე საპენსიო
აქტივების ინვესტირების პროცესის დამოუკიდებლობას სამეთვალყურეო საბჭოს და მისი
წევრების ჩარევისგან.
საინვესტიციო საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს,
რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებთან.
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს იმ აქტივების სახეებს, რომლებშიც
შეიძლება საპენსიო აქტივების ინვესტირება კანონში გათვალისწინებული ინვესტირებასთან
დაკავშირებული მოტხოვნების გათვალისწინებით, თითოეული ტიპის საინვესტიციო
ფონდის ჭრილში.
საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესში ჩართული იქნება სპეციალიზებული
დეპოზიტარი, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების შენახვას. სპეციალიზებული
დეპოზიტარი იღებს და ინახავს მატერიალურ ფასიან ქაღალდებს, დემატერიალიზებულ
ფასიან ქაღალდებს, ანგარიშსწორების დოკუმენტების ასლებს გადარიცხვების და ფულადი
სახსრების გაცემის თაობაზე და ასრულებს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლება
მოვალეობებს.
კანონპროექტი განსაზღვრავს იმ ძირითად აქტივებს, რომლებშიც შეიძლება განხორციელდეს
ინვესტირება. კერძოდ, საპენსიო სააგენტოს მიერ საპენსიო აქტივები შეიძლება
ინვესტირებულ იქნეს შემდეგი კლასის აქტივებში: ფულადი სახსრები, მათ შორის საბანკო
ანგარიშები და საბანკო დეპოზიტები; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი; ადგილობრივი
მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები; საწარმოთა ფასიანი ქაღალდები
რომლებიც განთავსებულია საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზების გზით; საინვესტიციო
ფონდები; ღია საფონდო ინსტრუმენტები ჩამოყალიბებული და რეგულირებული
საქართველოში და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა ფინანსური ინსტრუმენტები.
საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საპენსიო აქტივები სამართავად გადასცეს ერთ ან მეტ
აქტივების მმართველ კომპანიას, რომელსაც შეარჩევს კონკურსის წესით.
რაც შეეხება ანგარიშვალდებულებას, საპენსიო სააგენტო მიაწოდებს ინფორმაციას თითოეულ
მონაწილეს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე თითოეული საპენსიო შენატანის
განხორციელების შესახებ ელექტრონული ფორმით. საპენსიო სააგენტო არანაკლებ
წელიწადში ერთხელ მიაწვდის თითოეულ მონაწილეს ინფორმაციას საკუთარ
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მთლიანი აქტივების შესახებ, შენატანების თარიღების
და საინვესტიციო ამონაგების მითითებით.
საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს შეუძლია მიიღოს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე
არსებული საპენსიო აქტივი მთლიანი თანხის ერთჯერადი ან პროგრამული გადახდის
ფორმით ამ კანონის შესაბამისად. გარდა ამისა მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს მის საპენსიო
ანგარიშზე რიცხული აქტივების გადატანა მის მიერ არჩეული სადაზღვევო კომპანიის მიერ
დაფუძნებულ დამატებით კერძო საპენსიო სქემაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ
შემთხვევაში თუ მონაწილემ საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო შენატანების დაწყებიდან
არაუმეტეს ხუთ (5) წელში, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს საპენსიო აქტივების
მთლიანი მოცულობა ერთჯერადი გადახდით.
აღსანიშნავია, რომ საპენსიო აქტივების კანონთან შესაბამისად მართვისა და მართვის
პროცესში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გამოყენების მიზნით საპენსიო
სააგენტო ექვემდებარება ზედამხედველობას. უფრო კონკრეტულად, საპენსიო აქტივების
ინვესტირებასთან დაკავშირებულ საქმიანობას ზედამხედველობს საქართველოს ეროვნული
ბანკი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე ახდენს საპენსიო სააგენტოს სპეციალური
ადმინისტრირების როებითი რეჟიმის უზრუნველყოფას, იმ შემთხვევაში თუკი კანონით
განსაზღვრული მიზეზებით დამდგარი საპენსიო აქტივების დანაკარგი აღემატება აქტივების
მთლიანი მოცულობის 1%. სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის ძირითადი
მიზანია საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესისი უწყვეტობის უზრუნველყოფა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
ბიუჯეტიდან.
მიღება
გამოიწვევს
აუცილებელი
ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მონაწილის
კონტრიბუციის გაანგარიშება ხდება დარიცხული ხელფასიდან და შემდეგ მოხდება
საშემოსავლოს 20%-ის გადახდა, აქედან გამომდინარე ბიუჯეტს საშემოსავლო დასაბეგრი
ბაზის შემცირების გამო ბიუჯეტში დაახლოებით 17 მლნ ლარამდე ნაკლები თანხა
მობილიზდება სრულ წელზე გათვლით. ასევე, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ
დამსაქმებელს თავის კონტრიბუციის 2% შეუძლია გამოქვითოს შემოსავლიდან და შეამციროს
მოგების დასაბეგრი ბაზა, დაახლოებით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს შეამცირებს 23 მლნ
ლარამდე. ჯამურად სრულ წელზე დაახლოებით 40 მლნ ლარამდე ნაკლებით მობილიზდება
ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სისტემის
ამოქმედების შემდგომ სრულ წელზე საბიუჯეტო ხარჯი შეადგენს 150 მლნ ლარამდე.
საბიუჯეტო ხარჯი 2018 წელს წარმოადგენს დაახლოებით 90 მლნ ლარს, რადგან სისტემა
ჩაირთვება 2018 წლის მესამე კვარტლიდან. ასევე, კანონის პროექტით განსაზღვრულია
საპენსიო სააგენტოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოს ამოქმედებიდან
პირველი სამი წელი. პირველი წლის სააგენტოს ხარჯი დაახლოებით შეადგენს 5 მლნ ლარს,
საიდანაც ძირითადად სახელფასო ხარჯს წარმოადგენს, რადგან საინვეტიციო საბჭოს წევრები
იქნებიან საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური კადრები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დამსაქმებლებისთვის ხარჯების გაზრდას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
განსაზღვრავს
დასაქმებულის,
დამსაქმებლისა
და
სახელმწიფოს
ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით. კერძოდ
დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე
გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც
წლიურად არ აღემატება 60 000 ლარს. ამასთანავე, დამსაქმებელი ვალდებულია
დასაქმებულის სახელით დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს
დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც წლიურად არ
აღემატება 60 000 ლარს.
გარდა ამისა, დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფო ვალდებულია დასაქმებულის
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის 2%, ხელფასის იმ
მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება 24 000 ლარს წელიწადში, ხოლო დაუბეგრავი
ხელფასის 1% ხელფასის 24 000-დან 60 000 ლარამდე მოცულობაზე.
თვითდასაქმებულისათვის სქემაში ჩართვის შემთხვევაში მინიმალურ კონტრიბუციას
წარმოადგენს მისი დასაბეგრი შემოსავლის 4%. თვითდასაქმებულის სასარგებლოდ
სახელმწიფო გადარიცხავს თვითდასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე
თვითდასაქმებულის დასაბეგრი შემოსავლის ორ პროცენტს (2%) თანხის იმ მოცულობაზე,
რომელიც არ აღემატება თვითდასაქმებულის მიერ წლიურად დასაბეგრი შემოსავლის სახით
მიღებულ 24 000 ლარს, ხოლო 1%-ს თვითდასაქმებულის მიერ წლიურად დასაბეგრი
შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე 24 000-დან 60 000 ლარამდე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთასორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, აზიის განვითარების
ბანკი, USAID.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციები და ექსპერტები დადებითად
აფასებენ კანონპროექტით გათვალისწინებულ ძირითად დებულებებს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.