„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-22
ბიუროს ნომერი 126
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) პირველი მუხლის 24 პუნქტის შემდეგ
დაემატოს შემდეგი შინაარსის 25 პუნქტი:
„25. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს
კანონით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს
საქმიანობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის
ინიცირება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად განისაზღვრება, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის
- საპენსიო სააგენტოს საქმიანობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან
საპენსიო სააგენტო არ გადაიხდის აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზიისათვის
დადგენილ მოსაკრებელს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც
ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან
ჯანმრთელობისთვის
მომეტებული
საფრთხით,
მოიცავს
განსაკუთრებით
მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია
სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ
კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე
ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით
რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების
ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში
ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.
2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 54ე პუნქტისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონით რეგულირებულ სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“
ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება
აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის
მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ
საქმიანობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ
ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72 4 პუნქტით
გათვალისწინებულ საქმიანობას, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირზე – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე, თუ ისინი
ახორციელებენ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–10
1 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.
2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 54ე პუნქტისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონით რეგულირებულ სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“
ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება
აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის
მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ
საქმიანობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ
4
პუნქტით
ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72
გათვალისწინებულ საქმიანობას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ
პირზე – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე და საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
უშუალო
დაქვემდებარებაში
არსებული
სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე
− საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე, თუ ისინი ახორციელებენ ამ კანონის
მე-6 მუხლის მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–10 1 პუნქტებით გათვალისწინებულ
საქმიანობას. (საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში
არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს
მიმართ ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
2 1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე და 24-ე
პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქალაქ
თბილისის თვითმმართველი ერთეული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი
ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
22 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებისას
სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
23. ამ კანონის 24-ე მუხლის 171−175 და 27-ე−274 პუნქტებით განსაზღვრული
ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ
კანონითა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის
შესახებ“ საქართველოს კანონით.
24. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დეპოზიტების დაზღვევის
საქმიანობაზე.
3. წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული
ურთიერთობები რეგულირდება „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონით.