„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.01.2018
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/165/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-29
ბიუროს ნომერი 127

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა; ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა; საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა; სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;“; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის საჭიროებით. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის N34 დადგენილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით დამტკიცებული გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულებიდან გამომდინარე, სამინისტროს უფლებამოსილებას მათ შორის განეკუთვნება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახების (ეკომიგრანტების) სოციალური დაცვა და ინტეგრაცია, კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N144 დადგენილებით შეიქმნა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდეგში - სააგენტო), რომელსაც მიეცა უფლებამოსილება გასცეს გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის N1797 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების“ თანახმად, სააგენტოს მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, მიზნობრივი პროექტებისა და დევნილების საჭიროებებზე მორგებული საარსებო წყაროების პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მათ შორის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის N2883 ბრძანებით დამტკიცებული იქნა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი“, რომლის საფუძველზეც, შემუშავებული პროგრამების ფარგლებში, ხორციელდება დევნილებზე გრანტების გაცემა. სააგენტოს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართულებით განხორციელებული სხვადასხვა აქტივობების ანალიზის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სააგენტომ უზრუნველყოს საარსებო წყაროებით არა მხოლოდ დევნილები, არამედ ასევე - სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები (ეკომიგრანტები), მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N476 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N144 დადგენილებაში. ცვლილების თანახმად, სააგენტოს შეეცვალა სახელი და ეწოდა სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. აღნიშნული ცვლილებით სააგენტოს მიეცა უფლებამოსილება 2018 წლის 1 იანვრიდან გარდა დევნილებისა, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ღონისძიებები ასევე განახორციელოს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) მიმართაც. აღნიშნული დადგენილების პროექტის მომზადებისას მოაზრებული იყო, რომ სააგენტო სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ღონისძიებებს და გრანტების გაცემას განახორციელებდა ასევე საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა, რეპატრიანთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მიმართაც. თუმცა შემდგომში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ზოგადად უცხოელთა ინტეგრაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ამასთან, აღნიშნული მიმართულებები გაერთიანდა მსსკ დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის საკითხებზე სამუშაო ჯგუფთან კონსოლიდირებული მიდგომების ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით. ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ გაანალიზებულ იქნა, რომ საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და სხვა უცხოელთა ინტეგრაციის ღონისძიებები განხორციელებული უნდა იქნეს ერთიანი მიდგომით, ერთიანი მექანიზმის ფარგლებში, რომელიც სამინისტრომ, როგორც ამ მიმართულებებით პოლიტიკის განმსაზღვრელმა სუბიექტმა, უნდა ჩამოაყალიბოს და განავითაროს. ამასთან ზემოაღნიშნული სამიზნე ჯგუფები, საინტეგრაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად განსხვავდებიან დევნილებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირებისგან, იმდენად, რამდენადაც მათ კონტექსტში გამოკვეთილია ენის სწავლების, სამოქალაქო და სოციალურ-კულტურული ადაპტაციის ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარების და სხვა სპეციფიკური სერვისების მიწოდების საჭიროება. შესაბამისად, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა, რეპატრიანტთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და სხვა უცხოელთა ინტეგრაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დასაგეგმად და პროგრამის შესამუშავებლად, ასევე შესაბამისი დაფინანსების მოსაპოვებლად, მათ შორის დონორებთან სათანადო მოლაპარაკებების წარმოებისათვის საამინისტროსა და სააგენტოს დასჭირდება გარკვეული პერიოდი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ სააგენტომ, ამ ეტაპზე, გრანტის გაცემით უზრუნველყოს საარსებო წყაროებით მხოლოდ დევნილები და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები (ეკომიგრანტები), მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. შესაბამისად, მიზნაშეწონილად იქნა მიჩნეული დევნილებისათვის და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის (ეკომიგრანტები), საარსებო წყაროების შექმნის მიზნით, გრანტების გაცემა განახორციელოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სააგენტომ, რომელსაც ამ მიმართულებით, მათ შორის გრანტების გაცემის მიმართულებით, დაუგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება. მით უფრო, რომ სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტს ამ მიმართულებით შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია. კერძოდ:  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის N1946 განკარგულებით მოწონებული პროექტის „მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“ (პროექტის კოდი GCP/GEO/007/EC) განხორციელების თაობაზე“ სააგენტოსა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის გაფორმებული ოპერატიულ პარტნიორთა შეთანხმების საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს საგრანტო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს დევნილთა ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის შემოსავლის ზრდას, სოციალური მდგომარეობის გაძლიერებას, სიღარიბის შემცირებას, სასოფლოსამეურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში სააგენტომ ევროკავშირისგან მოიპოვა გრანტი 810 006 (რვაას ათი ათას ექვსი) აშშ დოლარის ოდენობით და წარმატებით ახორციელებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით საგრანტო პროგრამას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სააგენტო გასცემს გრანტებს, 2 500 და 5 000 ლარის ოდენობით, მოწყვლადი კატეგორიის დევნილების ინვესტიციის განხორციელების მიზნით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დევნილებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ ინვესტიციები: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სურსათის წარმოებისთვის; სასოფლო-სამეურნეო შემოსავლისა და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ამ ეტაპზე დაკმაყოფილებულია 634 იძულებით გადაადგილებული პირის საგრანტო განაცხადი.  სააგენტო ახორციელებს „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას“, რომლის ფარგლებში სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ დევნილებს, მათი თვითდასაქმების მიზნით, სააგენტო უძენს სახელობო იარაღებს 1 600 ლარის ფარგლებში.  სააგენტო ახორციელებს „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას“, რომლის ფარგლებში დევნილებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში პროფესიულ პროგრამებზე, სააგენტო უნაზღაურებს ტრანსპორტირების ხარჯებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2016 წელს შემოვიდა 141 განაცხადი, საიდანაც 77 დაკმაყოფილებული იქნა, ხოლო 2017 წელს, ამ ეტაპზე 155-მა დევნილმა მიიღო მხარდაჭერა პროგრამის ფარგლებში.  2016 წელს სააგენტომ განახორციელა „აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დამატებითი სუბსიდირების პროგრამა“, რომლის ფარგლებში „აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართული დევნილები სააგენტოდან იღებდნენ დამატებით 10%-იან სუბსიდირებას, მაგრამ არაუმეტეს წლიური 200 ლარის ოდენობით.  2016 წელს სააგენტო ახორციელებდა „დევნილთა საარსებო წყაროების შექმნის/გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას“. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 262 დევნილი საქართველოს 4 რეგიონში (სამეგრელო-ზემო სვანეთი; იმერეთი; შიდა ქართლი და ქვემო ქართლი). პრიორიტეტული ჯგუფი - გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებული დევნილები. 2016 წელს პროგრამის სამიზნე ბიუჯეტი 250 000 ლარს შეადგენდა. პროგრამის ფარგლებში 200-ზე მეტ ბენეფიციარზე გაიცა გრანტები. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქცია სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას გრანტები გასცეს მხოლოდ დევნილთა მიმართულებით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს აგრეთვე მიენიჭება უფლებამოსილება გრანტები გასცეს ეკომიგრანტთა სოციალურეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით. აღნიშნულის საჭიროება კი გამომდინარეობს შემდეგი გარემოებებიდან: ეკომიგრანტებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალ გარემოში სოციალური-ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხი და სახელმწიფოს მხარდაჭერა ამ მიმართულებით. სახალხო დამცველის ანგარიშებში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეკომიგრანტების უფლებათა დაცვის მიზნითა, მათთვის სოციალური გარანტიების შესაქმნელად აუცილებელია განსახლების შემდგომი ადაპტაცია-ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება. ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრისთვის უმნიშვნელოვანესია სააგენტოს მიენიჭოს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, მათ შორის გრანტების გაცემის უფლებამოსილება ეკომიგრანტთა მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს ზრუნვა ეკომიგრანტ ოჯახებზე არ შემოიფარგლოს მხოლოდ საცხოვრებლის გადაცემით და მოხდეს ინტეგრაციის პროცესში მათი მხარდაჭერა. ეს კი სამინისტროს საქმიანობას ეკომიგრანტთა სფეროში ბევრად უფრო ეფექტურს და თანმიმდევრულს გახდის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ეკომიგრანტთა საარსებო წყაროების შექმნის ღონისძიებები, მათ შორის ამ მიზნით გრანტების გაცემა, განახორციელოს შესაბამისი გამოცდილების მქონე სააგენტომ, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სწორედ საარსებო წყაროების შექმნა. ამდენად, სააგენტოს მიერ ეკომიგრანტთა მომსახურება საარსებო წყაროების შექნის მიმართულებით იქნება ეფექტური და ეკომიგრანტებს სააგენტოს მხრიდან საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შედეგად, შეექმნებათ საარსებო წყარო, გაუუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და გაეზრდებათ შემოსავალი. ამასთან, დამატებით სააგენტოს გაუადვილდება არასაბიუჯეტო სახსრების მოძიება დონორი ორგანიზაციებიდან, რაც უზრუნველყოფს ეკომიგრანტების ხელმისაწვდომობის გაზრდას საარსებო წყაროებზე. სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს მიეცემა უფლებამოსილება გარდა დევნილებისა, გრანტების გაცემის საშუალებით საარსებო წყაროებით უზრუნველყოს ასევე ეკომიგრანტები. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია სააგენტოს მიეცეს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების, ასევე შესაძლო შემოწირულობებისა და გრანტების ფარგლებში, გასცეს გრანტი ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაბამისად საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში შედის ცვლილება და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა; ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა; საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა; სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;“ წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სააგენტოს კანონმდებლობის საფუძველზე, მიეცემა საშუალება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, გასცეს საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გრანტები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების, ასევე შესაძლო შემოწირულობებისა და გრანტების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებიც ექცევიან წარმოდგენილი კანონპროექტის მოქმედების სფეროში. კერძოდ, სააგენტოს კანონმდებლობის საფუძველზე, მიეცემა საშუალება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, გასცეს საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გრანტები. მოსალოდნელი ფინანსური შედეგების წინასწარ განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ საქართველოს ორგანიზაციებში და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. გრანტის გამცემი 1. გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს: ა) საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; ბ) საქართველოს ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის; გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა; ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი საზოგადოებაში ქვეყნების მათი დამკვიდრების მთავრობებისათვის ხელშეწყობა; განათლების, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; დ) საქართველოს სამინისტრო; საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე საქართველოს შესაბამისი სამინისტრო განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო – აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის მთავრობას, გრანტის გაცემის მიზნის, გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.