„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.01.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/166/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-29
ბიუროს ნომერი 127

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, 2018 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის 31 მუხლით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემასთან ერთად მოქმედებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016866) ძალაში შესვლამდე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების წესები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის სირთულით, საკანონმდებლო რომელიც ხელისუფლებისათვის. უკვე ცნობილია 2018 წლის როგორც 1 აღმასრულებელი იანვრიდან ძალაში ისე შევიდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულება საქართველოს სასამართლოებში გადახდისუუნარობის ელექტრონული სისტემის ამოქმედების შესახებ. ეს ვალდებულება პირველად გაჩნდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის საფუძველზე, მაგრამ მისი ძალაში შესვლა რამდენჯერმე გადავადდა იმ სირთულეების გამო, რასაც ელექტრონული სისტემის შექმნასა და ამუშავებასთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლება დღემდე აწყდება. როგორც ჩანს, განხორციელებული ღონისძიებები საკმარისი არ აღმოჩნდა საკითხის კანონით დათქმულ ვადაში - 2017 წლის ბოლომდე დასასრულებლად. აღნიშნულის შედეგად, დღეისათვის არ არის ამოქმედებული გადახდისუუნარობის საქმეში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გამარტივებისა და მოწესრიგებისათვის განკუთვნილი ელექტრონული სისტემა, რის გამოც საფრთხე ექმნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეუფერხებლად განხორციელებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღმასრულებელი ხელისუფლება გამოდის ინიციატივით, ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს მართლმსაჯულების სისტემას და დაეხმაროს მას ელექტრონული სისტემის შექმნასა და დანერგვაში. შესაბამისად, ელექტრონული სისტემის გამართულად და სრულყოფილად ამოქმედებამდე, შემოთავაზებულია პარალელურად იმ წესების მოქმედება, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე, ანუ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის ძალაში შესვლამდე არსებული კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია 2018 წლის 1 სექტემბრამდე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის პარალელურად იმ სისტემის მოქმედების დაშვება, რომელიც ითვალისწინებდა გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოებას და ამ პროცესში კანონით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულებას, მათ შორის, ამავე კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და გამოქვეყნებას მატერიალური ფორმატით, ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლს (კანონის მოქმედება) ემატება ნორმა, რომლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, 2018 წლის 1 სექტემბრამდე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემასთან ერთად იმოქმედებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016866) ძალაში შესვლამდე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების წესები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ფინანსურ შედეგებზე იმ პირთა მიმართ, ვისზედაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 56. კანონის მოქმედება 1. ეს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ გადახდისუუნარობის საქმეებზე, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილი იქნება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ. 2. იმ გადახდისუუნარობის საქმეების მიმართ, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილია „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის შესაბამისად, გაკოტრების და რეაბილიტაციის პროცესი უნდა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში და გაკოტრების რეჟიმში მყოფი სუბიექტების მიმართ შეწყდება „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის მოქმედების გავრცელება და ისინი ვალდებულნი იქნებიან დაიწყონ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ამ კანონის შესაბამისად.