„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-26
ბიუროს ნომერი 136
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 ნაწილი:
„221. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი - პირი, რომელიც უზრუნველყოფს
დაზარალებულის/მოწმის მხარდაჭერას სამართალწარმოების პროცესში.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII1 თავი:
„თავი VII1
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი
მუხლი 581. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი
1.
მოწმისა
და
დაზარალებულის
კოორდინატორი
სისხლის
სამართლის
საქმეში
შესაძლებელია ჩაერთოს პროკურორის გადაწყვეტილებით.
2. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზანია მოწმისა და
დაზარალებულისთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის
შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან
აცილება და
გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე მათი ინფორმირებულობის
უზრუნველყოფა.
3. პროკურორი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის
საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოწმისა და დაზარალებულის ინტერესების
გათვალისწინებით.
4. პროკურორი უფლებამოსილია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის
სამართლის საქმეში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილოს საქმის სასამართლოში
გადაგზავნამდე.
5. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის
გადაწყვეტილების მიღების შესახებ პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორს და მიაწოდოს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის
ფაქტობრივი გარემოებებისა და მოწმის/დაზარალებულის საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
6. მას შემდეგ, რაც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისთვის ცნობილი გახდება
მისი სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ, იგი დაუყოვნებლივ უკავშირდება
მოწმეს/დაზარალებულს. მოწმეს/დაზარალებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე.
მუხლი 582. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის უფლება-მოვალეობები
1. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი:
ა) პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ, მოწმესა და დაზარალებულს აწვდის
საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მოწმესა და დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მის უფლებამოვალეობებს და უხსნის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივ პროცედურებს;
გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით
ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს მოწმის/დაზარალებულის ემოციური
მხარდაჭერის მიზნით;
დ) საქმის სასამართლო განხილვისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის სასამართლოში
დაკითხვისა
და
მათი
მონაწილეობით
მტკიცებულებათა
გამოკვლევის
პროცესს,
მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით;
ე) მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას იურიდიული, ფსიქოლოგიური,
სამედიცინო
ან/და
სხვა
მათთვის
საჭირო
სერვისების
შესახებ
და
ეხმარება
შესაბამის
ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში, თუ მოწმე ან/და დაზარალებული საჭიროებს
ამგვარ დახმარებას.
2. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი არ არის უფლებამოსილი საგამოძიებო და
საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას მოწმესა და დაზარალებულს დაუსვას კითხვები ან
სხვაგვარი ფორმით ჩაერიოს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში.
3. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა არ უნდა გაახმაუროს საქმესთან
დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 611 მუხლი:
„მუხლი
611.
სისხლის
სამართლის
პროცესში
მოწმისა
და
დაზარალებულის
კოორდინატორის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის
სამართლის პროცესში, თუ:
ა) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი,
მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, სასამართლო სხდომის მდივანი, ბრალდებული, ადვოკატი,
დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე;
ბ) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს;
გ) ნათესაური ურთიერთობა აქვს პროცესის რომელიმე მონაწილესთან.“.
4. 62-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არსებობს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის,
პროკურორის,
გამომძიებლის,
სასამართლო
სხდომის
მდივნის,
ადვოკატის,
მოწმისა
და
დაზარალებულის კოორდინატორის, თარჯიმნის ან ექსპერტის მონაწილეობის გამომრიცხავი
გარემოება, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თვითაცილების შესახებ განცხადებას ადვოკატი, მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორი, თარჯიმანი, ექსპერტი აკეთებენ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო
განხილვისას აღნიშნული პირები და სასამართლო სხდომის მდივანი – სასამართლოში.“.
5. 63-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამოძიებისას გამომძიებლის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ან
თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას მხარე აყენებს პროკურორთან.“.
6. 182-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 ნაწილი:
„42. დახურულ სასამართლო სხდომაზე მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით
მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს, მოწმის/დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში,
ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ დანაშაულის შედეგად გამოწვეული
სტრესი, შიში, დაბნეულობა ართულებს სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას
დაზარალებულთან და მოწმესთან კომუნიკაციას. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან
დანაშაულის ფაქტზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და სისხლის
სამართლის პროცესის ფორმალური მხარის დაცვა ხშირად დაზარალებულისთვის/მოწმისთვის
დამატებითი დისკომფორტია და გაუაზრებლად იწვევს დანაშაულის მსხვერპლთა მეორეულ
ვიქტიმიზაციას.
ამ და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით შესწავლილ იქნა ამერიკის შეერთებული
შტატების, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა წამყვანი ქვეყნების მაგალითები, სადაც
დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური.
2011 წლის აგვისტოდან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის
უშუალო მხარდაჭერითა და დაფინანსებით, საქართველოს პროკურატურაში მოქმედებს მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომლის მიზანია სამართალწარმოების პროცესში
დაზარალებულისა და მოწმის ინტერესების დაცვა და მათი მხარდაჭერა, თუმცა სათანადო
სამართლებრივი
რეგულაციების
არარსებობის
დაზარალებულის/მოწმის კომუნიკაციისას,
გამო
სამართალდამცავ
ორგანოებთან
აგრეთვე საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებების
მიმდინარეობისას, კოორდინატორების მიერ ვერ ხორციელდება მოწმისა და დაზარალებულის
ეფექტიანი მხარდაჭერა.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
დაზარალებულისა
და
მოწმის
მონაწილეობით
ჩასატარებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში კოორდინატორის ჩართულობის
უზრუნველსაყოფად საჭიროა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების
განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
ცვლილებების
მიზანია
განხორციელება,
სამართალწარმოების
პროცესში
საქართველოს
რათა
სისხლის
მოწმისა
სრულყოფილად
და
სამართლის
საპროცესო
დაზარალებულის
უზრუნველყოს
კოდექსში
კოორდინატორმა
მოწმის/დაზარალებულის
მხარდაჭერა. კერძოდ, მოწმეს/დაზარალებულს მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი
სერვისების შესახებ; მოიპოვოს მოწმის/დაზარალებულის ნდობა მის მიმართ ინდივიდუალური
მიდგომით, გაუმარტივოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა და მისთვის გასაგებ ენაზე
მიაწოდოს ინფორმაცია სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობისა და მისი უფლებების
შესახებ; დაეხმაროს მოწმესა და დაზარალებულს დანაშაულის შედეგად გამოწვეულ სტრესთან
გამკლავებაში და უზრუნველყოს მათი ხელახალი ვიქტიმიზაციის პრევენცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, კოდექსის მე-3 მუხლს ემატება 221 ნაწილი, რომელიც განმარტავს
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ცნებას. ამასთან, კოდექსს ემატება ახალი თავი VII1, რომელიც შედგება ორი მუხლისგან (581 და 582 მუხლები). აღნიშნულ მუხლებში გაწერილია
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზნები, პროცედურა და
უფლება-მოვალეობები.
იმის გათვალისწინებით, რომ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ხდება პროცესის
მონაწილე, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამის ცვლილებებს კოდექსის VIII თავში. კერძოდ,
კოდექსს ემატება 611 მუხლი, რომელშიც ჩამოთვლილია სისხლის სამართლის პროცესში მოწმისა და
დაზარალებულის
კოორდინატორის
მონაწილეობის
გამომრიცხავი
გარემოებები,
ხოლო
ცვლილებები შედის 62-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებში, ასევე 63-ე მუხლის მე-4 ნაწილში
(პროცესის მონაწილეთა ჩამონათვალს ემატება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი).
ამასთანავე,
ვინაიდან
მოწმისა
და
დაზარალებულის
კოორდინატორის
მხარდაჭერა
მნიშვნელოვანია საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზეც და ის სისხლის სამართლის საქმეები,
რომლებშიც პრიორიტეტულად მოხდება კოორდინატორთა ჩართვა (არასრულწლოვანთა საქმეები,
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები,
ოჯახური დანაშაულები), ხშირად დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება, კოდექსის 182-ე
მუხლს ემატება 42 ნაწილი, რომელიც იძლევა დახურულ სასამართლო სხდომაზე მოწმისა და
დაზარალებულის მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესზე მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორის დასწრების შესაძლებლობას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას, რადგან კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ
თავის საქმიანობას გააგრძელებს მოწმისა და დაზარალებულის 19 კოორდინატორი, რომლებიც
ამჟამად მუშაობენ საქართველოს პროკურატურაში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
და
მრავალმხრივ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შემუშავდა საქართველოს მთავარი პროკურატურის
მიერ და მასში ასახულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებებიც. კანონპროექტი
წარდგენილ და განხილულ იქნა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს
ფარგლებში.
წარმოდგენილი
რედაქციები
ასახავს
სამართალდამცავი
ორგანოებიდან
და
იურიდიული დახმარების სამსახურიდან შემოსულ მოსაზრებებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავარი პროკურატურა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება,
მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის
1. არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
2. ახლო ნათესავი – მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა,
ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).
3. ოჯახის წევრი – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები
პირი.
4. კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, რომელიც
მონაწილეობს სისხლის სამართლის პროცესში ისეთ შემთხვევაში, როდესაც პროცესის მონაწილე
არის არასრულწლოვანი, შეზღუდულქმედუნარიანი, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
არ შეუძლია დაიცვას თავი, აგრეთვე მხარდაჭერის მიმღები, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით
სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი, გამომძიებელი,
პროკურორი.
6. ბრალდების მხარე – გამომძიებელი, პროკურორი.
7. დაცვის მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი.
8. მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენი.
9. ადვოკატი – პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ბრალდებულის,
მსჯავრდებულის, გამართლებულის ინტერესებს და უწევს მათ იურიდიულ დახმარებას.
10. გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით
განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული
მტკიცებულებების შეგროვება.
11. დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული
სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს,
რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ
გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების
გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი.
11 1. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები –
მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა
დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
12. ალბათობის მაღალი ხარისხი – წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად
განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის სახელმძღვანელო
სტანდარტი, რომელიც ეყრდნობა სხდომაზე წარმოდგენილ ურთიერთშეთავსებად და
დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის,
რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.
13. გონივრულ ეჭვს მიღმა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის
საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის
ბრალეულობაში.
14. განაჩენი – პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება,
რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.
15. განჩინება – სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის და განკარგულების გარდა) ნებისმიერ
საკითხზე.
16. დადგენილება – გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე.
17. ღამე – დრო 22 საათიდან 6 საათამდე.
18. საპატიო მიზეზი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც
გამოწვეულია მისი ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, სხვა განსაკუთრებული
ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის
პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების
შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ
ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს
პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის
თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ
პროცესის დაწყებამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის
დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში.
19. ბრალდებული – პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან
ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.
20. მოწმე – პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა
დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების
შემდეგ.
21. ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი,
რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის
ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით
სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს
მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.
22. დაზარალებული – სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური,
ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.
23. მტკიცებულება – კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ
ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის
საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად
აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს,
ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება
სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა
იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის
ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს
სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო
ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია
სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან
სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
24. მოწმის ჩვენება – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის
საქმის გარემოებათა შესახებ.
25. ნივთიერი მტკიცებულება – საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც
წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით
დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება
დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების
საშუალება იყოს.
26. გამოძიების ადგილი – საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის მდებარეობის
ადგილი.
27. კომპიუტერული სისტემა – ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ
მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ
შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე
მობილური ტელეფონი).
28. კომპიუტერული მონაცემი – კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი
ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს
კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.
29. მომსახურების მომწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც
მომხმარებლებს
უზრუნველყოფს
შესაძლებლობით,
ურთიერთობა
განახორციელონ
კომპიუტერული სისტემის საშუალებით, ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ამუშავებს ან
ინახავს კომპიუტერულ მონაცემებს ამგვარი საკომუნიკაციო მომსახურების ან ასეთი მომსახურების
მომხმარებელთა სახელით.
30. ინტერნეტტრაფიკის მონაცემი – კომუნიკაციებთან დაკავშირებული და კომპიუტერული
სისტემის მიერ გენერირებული ნებისმიერი კომპიუტერული მონაცემი, რომელიც კომუნიკაციათა
ჯაჭვის ნაწილია, მიუთითებს კომუნიკაციის წყაროს, დანიშნულების ადგილს, მიმართულებას,
დროს, თარიღს, ზომას, ხანგრძლივობას, ძირითადი მომსახურების ტიპს.
31. ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება
ფარული საგამოძიებო მოქმედება.
32. ამ კოდექსის XVI1 თავის მიზნებისთვის, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო
ორგანო:
ა) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას − საჯარო სამართლის იურიდიული პირი
− საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), რომელიც არის ამ
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ორგანო;
ბ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას − ფარული საგამოძიებო მოქმედების
განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
33. ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან − შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ ელექტრონული კავშირიდან
(ელექტრონული ფოსტა), კავშირგაბმულობის ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო ან საინფორმაციო
სისტემიდან მიმდინარე, გადაცემული, მიღებული, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული
ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ ან/და პროგრამულ საშუალებათა გამოყენებით.
34. ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კომპიუტერული სისტემიდან − შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ კომპიუტერული სისტემიდან გადაცემული,
მიღებული, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში მიმდინარე, შეკრებილი, დამუშავებული ან
დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ ან/და პროგრამულ საშუალებათა
გამოყენებით.
[35. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა − მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის
გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რეალურ დროში მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით
განსაზღვრა. (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან )]
36. სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა − „ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირის საერთო
სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული
სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა.
37. ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი − ფარული
საგამოძიებო მოქმედების ობიექტის სარგებლობაში არსებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის
მაიდენტიფიცირებელი მონაცემი (ნებისმიერი მონაცემი, რომელიც იძლევა საკომუნიკაციო
აღჭურვილობის ინდივიდუალური იდენტიფიცირების საშუალებას ან ხელს უწყობს მის
ინდივიდუალურ იდენტიფიცირებას (მათ შორის, ტელეფონის ნომერი, ინტერნეტპროტოკოლის
მისამართი (IP-მისამართი), მობილური აღჭურვილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორი (IMEI),
მობილურის მომხმარებლის საერთაშორისო იდენტიფიკატორი (IMSI), MAC-მისამართი და სხვა)) ან
მომხმარებლის სახელი.
მუხლი 62. თვითაცილება
1. თუ არსებობს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის,
პროკურორის, გამომძიებლის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის , თარჯიმნის ან
ექსპერტის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს
თვითაცილება.
2. გამომძიებელი თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს საპროცესო ხელმძღვანელ
პროკურორთან, პროკურორი – მის ზემდგომ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო
განხილვისას – სასამართლოში.
3. მოსამართლე თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს სასამართლოს თავმჯდომარესთან.
4. თვითაცილების შესახებ განცხადებას ადვოკატი , თარჯიმანი, ექსპერტი აკეთებენ
პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას ზემოაღნიშნული პირები და სასამართლო
სხდომის მდივანი – სასამართლოში.
5. თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.
6. ექსპერტის თვითაცილების საფუძველია მისი პროფესიული არაკომპეტენტურობა.
მუხლი 63. აცილების შუამდგომლობის დაყენების წესი
1. თუ არსებობს პროცესის რომელიმე მონაწილის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სისხლის
სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება და მას არ განუცხადებია
თვითაცილება, მხარეებს უფლება აქვთ დააყენონ აცილების შუამდგომლობა.
2. აცილების შუამდგომლობა ამისთვის უფლებამოსილმა პირმა უნდა დააყენოს დაუყოვნებლივ,
პირველი შესაძლებლობისთანავე, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება აცილების
საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება.
3. საქმის სასამართლო განხილვისას მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის,
სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას ამისთვის
უფლებამოსილი პირები აყენებენ სასამართლოში.
4. გამოძიებისას გამომძიებლის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას მხარე
აყენებს პროკურორთან.
5. გამოძიებისას პროკურორის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები
აყენებენ მის ზემდგომ პროკურორთან.
მუხლი 182. სასამართლო სხდომის საჯაროობა
1. სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება ზეპირად და საჯაროდ.
2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს სასამართლო დახურულ სხდომაზე
განიხილავს.
3. სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს
გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ:
ა) პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით;
ბ (ამოღებულია - 12.06.2015, №3715).
გ) პროცესის მონაწილის ან/და მისი ოჯახის წევრის (ახლო ნათესავის) პირადი უსაფრთხოების
დაცვის მიზნით ან თუ გამოიყენება პროცესის მონაწილის დაცვის ის სპეციალური ღონისძიება,
რომელიც მოითხოვს სასამართლო სხდომის დახურვას;
დ) სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან ოჯახური დანაშაულის
მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით;
ე) პირადი მიმოწერის და პირადი შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ
ამაზე თანახმა არ არის პირი.
4. მოსამართლე უფლებამოსილია წესრიგის დაცვის მიზნით, საკუთარი ინიციატივით
ნაწილობრივ ან სრულად დახუროს სასამართლო სხდომა.
4 1. სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ განჩინების გამოტანის
მიუხედავად, მოსამართლე უფლებამოსილია ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილ პირს მისცეს
სხდომაზე ან სხდომის ნაწილზე დასწრების უფლება.
5. თუ დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს
ისეთი გარემოების საჯაროდ განხილვას, რომელიც საჯაროდ არ უნდა გაცხადდეს, და სხდომის
დახურვის შუამდგომლობას მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, ეს საკითხი დახურულ სხდომაზე
განიხილება.
6. მოსამართლე ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს სასამართლო სხდომის დახურვის
საფუძველი.
7. სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირი, არ
გაახმაუროს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ამ სხდომაზე გახდა ცნობილი.
8. სასამართლო სხდომაზე 14 წლამდე პირი არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის პროცესის
მონაწილეა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია 14 წლამდე პირს დართოს ნება, დაესწროს
სასამართლო სხდომას.
9. შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სხდომის
თავმჯდომარის ნებართვით.
10. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომაზე პირი,
რომელიც შეუფერებელ ფორმაში ან მდგომარეობაში გამოცხადდა.