„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-26
ბიუროს ნომერი 136
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
არასრულწლოვანთა
საკანონმდებლო
მაცნე
მართლმსაჯულების
(www.matsne.gov.ge),
კოდექსში
24.06.2015,
(საქართველოს
სარეგისტრაციო
კოდი:
080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირი/პროცესის
მონაწილე პირი – მოსამართლე, გამომძიებელი, პროკურორი, პოლიციელი, ადვოკატი,
სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორი,
შესაბამისი
არასრულწლოვანთა
პატიმრობის
არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო
დაწესებულების
მართლმსაჯულების
დაწესებულების
პერსონალი,
რომელიც
მონაწილეობს
პერსონალი,
პროცესში
და
რომელსაც
გავლილი
აქვს
სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ხოლო ამ მუხლის მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შემთხვევაში
–
აგრეთვე
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმის
შედგენაზე
უფლებამოსილი პირი.“.
2. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სხვა პირები
არასრულწლოვანთა
არასრულწლოვანთა
მედიატორი,
მართლმსაჯულებაში
პრობაციის
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
ოფიცერი,
სპეციალიზებული
მოწმისა
სარეაბილიტაციო
პროცესში
და
მონაწილეობენ
სოციალური
დაზარალებულის
დაწესებულების
პერსონალი
მუშაკი,
კოორდინატორი,
და
შესაბამისი
პატიმრობის დაწესებულების პერსონალი.“.
3. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-7 ნაწილები:
„4. იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც მონაწილეობს არასრულწლოვანი მოწმე
ან არასრულწლოვანი დაზარალებული, პროკურორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია
ჩაერთოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.
5. პროკურორი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის
საქმეში
ჩართვის
შესახებ
გადაწყვეტილებას
იღებს
არასრულწლოვანი
მოწმის,
არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით.
6. მას შემდეგ, რაც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისთვის ცნობილი
გახდება
მისი
უკავშირდება
სისხლის
სამართლის
არასრულწლოვან
საქმეში
მოწმეს,
ჩართვის
შესახებ,
არასრულწლოვან
იგი
დაუყოვნებლივ
დაზარალებულს
კანონიერი
წარმომადგენლის მეშვეობით. არასრულწლოვან მოწმეს, არასრულწლოვან დაზარალებულს
და
მის
კანონიერ
წარმომადგენელს
უფლება
აქვს
უარი
განაცხადოს
მოწმისა
და
დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე.
7. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი:
ა) პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ, არასრულწლოვან მოწმესა და
არასრულწლოვან
დაზარალებულს,
ამ
წარმომადგენლის
ან/და
თანდასწრებით
ადვოკატის
კოდექსით
დადგენილი
ან
წესით,
მეშვეობით,
კანონიერი
აწვდის
საჭირო
ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ;
ბ) არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს მათთვის გასაგები
ენით განუმარტავს მათ უფლება-მოვალეობებს და უხსნის გამოძიებისა და სასამართლო
განხილვის სამართლებრივ პროცედურებს;
გ)
გამოძიების
მიმდინარეობისას
ესწრება
არასრულწლოვანი
მოწმისა
და
არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებებს მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით;
დ) საქმის სასამართლო განხილვისას ესწრება არასრულწლოვანი მოწმისა და
არასრულწლოვანი დაზარალებულის სასამართლოში დაკითხვისა და მათი მონაწილეობით
მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის
მიზნით;
ე)
არასრულწლოვან
მოწმეს,
არასრულწლოვან
დაზარალებულს,
კანონიერი
წარმომადგენლის ან/და ადვოკატის თანდასწრებით ან/და მეშვეობით, აწვდის ინფორმაციას
იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მათთვის საჭირო სერვისების შესახებ
და
ეხმარება
შესაბამის
არასრულწლოვანი მოწმე ან/და
ორგანოსთან/ორგანიზაციასთან
დაკავშირებაში,
თუ
არასრულწლოვანი დაზარალებული საჭიროებს ამგვარ
დახმარებას.“.
4. 29-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11.
დახურულ
არასრულწლოვანი
სასამართლო
დაზარალებულის
სხდომაზე
არასრულწლოვანი
მონაწილეობით
მოწმისა
მტკიცებულებათა
და
გამოკვლევის
პროცესს, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორი.“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21.
არასრულწლოვანი
მოწმისა
მონაწილეობით ჩასატარებელ საპროცესო
და
არასრულწლოვანი
დაზარალებულის
მოქმედებებს, არასრულწლოვნის სურვილის
შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.“.
5. 52-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8.
საპროცესო
მოქმედებას,
რომელშიც
არასრულწლოვანი
დაზარალებული
მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი ესწრებიან. საჭიროებისამებრ,
უზრუნველყოფილია
არასრულწლოვნის
ფსიქოლოგის
სურვილის
მონაწილეობაც.
შემთხვევაში,
ესწრება
საპროცესო
მოწმისა
და
მოქმედებას,
დაზარალებულის
კოორდინატორი.
9. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი მოწმე მონაწილეობს, მისი
კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო
მოქმედების
ჩატარებისას
ჰყავდეს
ადვოკატი.
თუ
არასრულწლოვანი
მოწმე
გადახდისუუნაროა, მას უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების
უფლებით. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც. საპროცესო
მოქმედებას,
არასრულწლოვნის
სურვილის
შემთხვევაში,
ესწრება
მოწმისა
დაზარალებულის კოორდინატორი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
და
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
გამოწვეულმა
მიღება
სტრესმა
განპირობებულია
შესაძლოა
დაზარალებულის/მოწმის
იმით,
მნიშვნელოვანი
ფსიქიკას
და
რომ
ზიანი
დანაშაულის
მიაყენოს
გაართულოს
შედეგად
არასრულწლოვანი
მისი
რეაბილიტაცია.
სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის მიმართ განსაკუთრებული მოპყრობაა
საჭირო, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სტრესი და ტკივილი, რომელსაც ის განიცდის.
ამ და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით შესწავლილ იქნა ამერიკის შეერთებული
შტატების, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა წამყვანი ქვეყნების მაგალითები, სადაც
დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის
სამსახური.
2011 წლის აგვისტოდან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის
უშუალო მხარდაჭერითა და დაფინანსებით,
მოწმისა
და
დაზარალებულის
საქართველოს პროკურატურაში მოქმედებს
კოორდინატორის
სამსახური,
რომლის
მიზანია
სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულისა და მოწმის მხარდაჭერა; თუმცა სათანადო
სამართლებრივი
რეგულაციების
არარსებობის
გამო,
სამართალდამცავ
ორგანოებთან
არასრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის კომუნიკაციისას, აგრეთვე მათი მონაწილეობით
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობისას, კოორდინატორების მიერ ვერ
ხორციელდება არასრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის ეფექტიანი მხარდაჭერა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და მოწმის
უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალური დაცვის მიზნით აუცილებელია იმ სისხლის
სამართლის
საქმეებში,
რომლებშიც
არასრულწლოვანი
დაზარალებული
და
მოწმე
მონაწილეობს, აგრეთვე მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებებში, კოორდინატორის ჩართულობის უზრუნველყოფა. ამისათვის კი საჭიროა
„არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
კოდექსში“
შესაბამისი
ცვლილებების
განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ
სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის მხარდაჭერისა
და მათი ინტერესების დაცვის სრულყოფილად უზრუნველყოფა. კერძოდ, მოწმისა და
დაზარალებულის
კოორდინატორმა
არასრულწლოვანი
დაზარალებულის/მოწმისათვის
უზრუნველყოს ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; მოიპოვოს
არასრულწლოვანი
დაზარალებულის/მოწმის
ნდობა
მის
მიმართ
ინდივიდუალური
მიდგომით და დაეხმაროს დანაშაულის ფაქტების სრული მოცულობით გადმოცემაში;
გაუმარტივოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა და მისთვის გასაგებ ენაზე
მიაწოდოს ინფორმაცია სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობის შესახებ; დაეხმაროს
დანაშაულის შედეგად გამოწვეულ სტრესთან გამკლავებაში და უზრუნველყოს მეორეული
ვიქტიმიზაციის პრევენცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
იმის
გათვალისწინებით,
რომ
„საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, მოწმისა
და დაზარალებულის კოორდინატორი ხდება პროცესის მონაწილე, არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის ცვლილებით არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პირების ჩამონათვალს ემატება მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორი.
ამასთანავე, ვინაიდან მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი მონაწილეობას
მიიღებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, კანონპროექტი ითვალისწინებს
შესაბამის ცვლილებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 21-ე მუხლში,
რომელიც შეეხება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სპეციალიზაციას.
კანონპროექტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 23-ე მუხლს
ემატება
მე-4,
მე-5,
მე-6
და
მე-7
ნაწილები,
რომლებშიც
გაწერილია
მოწმისა
და
დაზარალებულის კოორდინატორის არასრულწლოვანთა საქმეებში ჩართვის სპეციფიკა,
პროცედურა და უფლება-მოვალეობები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ვინაიდან არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი
დაზარალებულის კოორდინატორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქმის სასამართლოში
განხილვის ეტაპზეც და არასრულწლოვანთა საქმეები განიხილება დახურულ სასამართლო
სხდომაზე, კოდექსის 29-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომელიც იძლევა დახურულ
სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის
მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესზე მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორის დასწრების შესაძლებლობას.
ამასთანავე,
იმის
გათვალისწინებით,
რომ
მოწმისა
და
დაზარალებულის
კოორდინატორს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების უფლება ენიჭება,
კანონპროექტის თანახმად, კოდექსის 29-ე მუხლს ემატება 21 ნაწილი. გარდა აღნიშნულისა,
ცვლილება შედის კოდექსის 52-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილებში, რაც კოორდინატორს
მისცემს არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით
ჩასატარებელ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების შესაძლებლობას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
სახსრების
მიღება
გამოყოფას,
არ
რადგან
გამოიწვევს
სახელმწიფო
კანონპროექტით
ბიუჯეტიდან
გათვალისწინებული
დამატებითი
ცვლილებების
ამოქმედების შემდეგ თავის საქმიანობას გააგრძელებს მოწმისა და დაზარალებულის 19
კოორდინატორი, რომლებიც ამჟამად მუშაობენ საქართველოს პროკურატურაში და მზად
არიან
კვალიფიციური
დახმარება
აღმოუჩინონ
არასრულწლოვან
მოწმეებსა
და
არასრულწლოვან დაზარალებულებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის დადგენას.
ან
სხვა
სახის
გადასახადის,
მოსაკრებლის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საკანონმდებლო
პროკურატურის
მიერ
ცვლილებათა
და
მასში
მოსაზრებებიც. კანონპროექტი
პაკეტი
შემუშავდა
ასახულია
საქართველოს
საქართველოს
იუსტიციის
მთავარი
სამინისტროს
წარდგენილ და განხილულ იქნა სისხლის სამართლის
სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. წარმოდგენილი რედაქციები
ასახავს სამართალდამცავი ორგანოებიდან და იურიდიული დახმარების სამსახურიდან
შემოსულ მოსაზრებებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავარი პროკურატურა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისათვის
1. არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი დაზარალებული,
არასრულწლოვანი
მოწმე,
კანონთან
კონფლიქტში
მყოფი
არასრულწლოვანი.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი,
რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა
16 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი, ხოლო სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის მიზნებისათვის – პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის
შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.
2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის პირი, რომლის
მიმართაც:
ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;
ბ) შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, მან
ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 100
2 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 123-ე მუხლის მე-4
ნაწილით, 150-ე მუხლის 22 ნაწილით, 1533 მუხლის მე-2 ნაწილით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით,
1552, 157-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 173-ე მუხლით, 1741 მუხლის მე3 და მე-4 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1752, 1771 და 178-ე მუხლებით და 181
1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;
გ) გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ან ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული
სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება.
3. პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი – მინიმალური ასაკი, რომელიც
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის 14 წელია, ხოლო ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობისათვის – 16 წელი.
4. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები − არასრულწლოვნის უსაფრთხოების,
კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაციარეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და
არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის
გათვალისწინებით განისაზღვრება.
5.
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
პროცესი
–
არასრულწლოვნის
მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ან სისხლის სამართლის
საქმის წარმოება, მათ შორის, დანაშაულის გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა, საქმის
სასამართლოში განხილვა, დანიშნული სასჯელის ან სხვა ზომის აღსრულება და
რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.
6. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირი/პროცესის
მონაწილე პირი – მოსამართლე, გამომძიებელი, პროკურორი, პოლიციელი, ადვოკატი,
სოციალური
მუშაკი,
მედიატორი,
პრობაციის
ოფიცერი,
არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი, შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების
პერსონალი, რომელიც მონაწილეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და
რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში,
ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შემთხვევაში – აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.
7. განრიდება – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების
ფორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია
არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა,
ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
8. აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება – ღონისძიება, რომელიც კანონთან
კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს ჩადენილი
ქმედებისათვის საკუთარი პასუხისმგებლობა, გამოასწოროს დანაშაულის შედეგები,
აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს.
9. მედიაცია – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და დაზარალებულს
შორის დიალოგის პროცესი, რომელსაც უძღვება მედიატორი და რომლის მიზანია
არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შერიგება და მათ შორის კონფლიქტის გადაწყვეტა.
მედიაციის პროცესში მონაწილეობს აგრეთვე არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი,
ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი ან/და სხვა პირი. სურვილის შემთხვევაში ამ პროცესში
მონაწილეობის მიღება პროკურორსაც შეუძლია.
10. მედიატორი – მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მესამე მხარე, სათანადო
კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის
შუამავლის როლს ასრულებს, წარმართავს და კოორდინაციას უწევს მედიაციის პროცესს.
11. კანონიერი წარმომადგენელი − არასრულწლოვნის ახლო ნათესავი, მხარდამჭერი,
მეურვე,
მზრუნველი,
რომელიც
არასრულწლოვნის
ინტერესების
დასაცავად
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს და სარგებლობს
არასრულწლოვნის უფლებებით, გარდა იმ უფლებებისა, რომლებითაც, თვით ამ უფლებების
ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანმა ისარგებლოს.
12. საპროცესო წარმომადგენელი – მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის მიერ
დანიშნული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელი ან სხვა სანდო პირი,
რომელიც ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს
წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არასრულწლოვნის სახელით და მისი საუკეთესო
ინტერესების დასაცავად. საპროცესო წარმომადგენელი სარგებლობს იმავე უფლებებით,
რომლებითაც კანონიერი წარმომადგენელი.
13. არასრულწლოვანი დაზარალებული – არასრულწლოვანი, რომელსაც მორალური,
ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ან დანაშაულის შედეგად.
14. არასრულწლოვანი მოწმე – არასრულწლოვანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან ან სისხლის სამართლის საქმესთან
დაკავშირებული ინფორმაცია.
15.
მეორეული
ვიქტიმიზაცია
−
არასრულწლოვანი
დაზარალებულისთვის
/არასრულწლოვანი მოწმისთვის შესაძლო ზიანის მიყენება მისი არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად.
16. ხელახალი ვიქტიმიზაცია − არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის ზიანის
მიყენება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად.
17. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება – არასრულწლოვანთა
განსაკუთრებული საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და პერსონალით
უზრუნველყოფილი, განსაკუთრებულად დაცული დაწესებულება, რომელშიც ათავსებენ
თავისუფლების
აღკვეთით
მსჯავრდებულ
არასრულწლოვნებს
და
სადაც
უზრუნველყოფილია მათი მუდმივი მეთვალყურეობა.
18. რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია – არასრულწლოვანში პასუხისმგებლობის
გრძნობის, სხვა ადამიანთა უფლებების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება და
განვითარება, არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და
სოციალური განვითარების ხელშეწყობა და მისი მომზადება საზოგადოებაში ადგილის
დასამკვიდრებლად.
19. ახლო ნათესავი – არასრულწლოვნის მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით
აღსაზრდელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).
მუხლი 21. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სხვა პირები
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის
ოფიცერი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი და შესაბამისი
პატიმრობის დაწესებულების პერსონალი.
მუხლი 23. არასრულწლოვანი მოწმის ინტერესების დასაცავად არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პირები
1. მეორეული ვიქტიმიზაციისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად
საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი
წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების
ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. თუ არასრულწლოვანი მოწმე გადახდისუუნაროა, მას
უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. საჭიროებისამებრ,
უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც, რის თაობაზედაც გადაწყვეტილებას
იღებს სასამართლო.
2. სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი მოწმის კანონიერ
წარმომადგენელს უფლება აქვს:
ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წაყენებული ბრალდების არსი;
ბ) იცოდეს არასრულწლოვან
ურთიერთობის შესახებ;
მოწმესა
და
ბრალდებულს
შორის
არსებული
გ) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული
აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პატიმრობის
დაწესებულების/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით
ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება.
3. საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე –
პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანი მოწმის კანონიერ წარმომადგენელს
აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.
მუხლი 29. არასრულწლოვნის საქმის
მოქმედებაზე დასწრების უფლების მქონე პირები
სასამართლოში
განხილვაზე/საპროცესო
1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმე დახურულ სასამართლო
სხდომაზე განიხილება.
2. არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებას ესწრება მისი
კანონიერი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში − ფსიქოლოგი, ხოლო ამ კოდექსით
დადგენილ შემთხვევებში − აგრეთვე არასრულწლოვნის ადვოკატი, გარდა საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2
ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვისას
მოსამართლე,
ხოლო
გამოძიების
სტადიაზე
–
პროკურორი
უფლებამოსილია
არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე
დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები
მოითხოვს.
მუხლი 52. არასრულწლოვნის გამოკითხვა და დაკითხვა
1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, არასრულწლოვნის გამოკითხვისას
და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება იმავე კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 და მე-4
ნაწილებისა და 332-ე მუხლის დებულებები.
2. არასრულწლოვანი შეიძლება დაიკითხოს, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა
ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია.
3. არასრულწლოვნის დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის
თანდასწრებით
ტარდება.
საჭიროებისამებრ,
უზრუნველყოფილია
ფსიქოლოგის
მონაწილეობაც. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური
ძალადობის მოწმეა ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო- ან
ვიდეოჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული
ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება).
4. 14 წლამდე ასაკის პირის დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი
წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს,
გამოთქვას თავისი მოსაზრება და სასამართლოს ნებართვით დააზუსტოს 14 წლამდე ასაკის
პირისათვის დასმული შეკითხვა. 14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას,
თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის
და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების
თაობაზე.
5. არასრულწლოვნის დაკითხვისას შესვენებისათვის შესაფერისი ინტერვალის
დასადგენად მოსამართლე ითვალისწინებს არასრულწლოვნის ასაკს, განვითარების დონეს და
სხვა გარემოებებს. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური
ძალადობის მოწმეა ან მსხვერპლია, დაკითხვათა რაოდენობა შეძლებისდაგვარად
შეზღუდული უნდა იყოს და სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევის
აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული.
6. არასრულწლოვანი არ შეიძლება დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე.
7. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაფერისი საკვებითა და სასმელი
წყლით არანაკლებ ყოველ 4 საათში ერთხელ, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, აგრეთვე
საპირფარეშოთი შეუზღუდავად სარგებლობის უფლებით.
8.
საპროცესო
მოქმედებას,
რომელშიც
არასრულწლოვანი
დაზარალებული
მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი ესწრებიან. საჭიროებისამებრ,
უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც.
9. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი მოწმე მონაწილეობს, მისი
კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო
მოქმედების
ჩატარებისას
ჰყავდეს
ადვოკატი.
თუ
არასრულწლოვანი
მოწმე
გადახდისუუნაროა, მას უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების
უფლებით. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც.
10. საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე –
პროკურორი
უფლებამოსილია
არასრულწლოვანი
მოწმის/არასრულწლოვანი
დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს განჩინებით/დადგენილებით აუკრძალოს
საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის
საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.
11. ოჯახურ დანაშაულთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან
დაკავშირებით
დაუშვებელია
არასრულწლოვანი
მოწმისა
და
არასრულწლოვანი
დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას და
არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ
არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან
ახსნა-განმარტების მიღება) მოძალადე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი
წარმომადგენლის თანდასწრებით.