„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-12
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის
ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის
108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე,
187-ე, 253-ე-2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური
დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
შენიშვნა: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე,
შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით
აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი
მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი,
მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან
საოჯახო მეურნეობას.“.
2. 1431 მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, -“.
3. 1432 მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, -“.
4. 1433 მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, -“.
5. 171-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
6. 253-ე და 254-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 253. პროსტიტუციაში ჩაბმა
1. პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან
მოტყუებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან ორსული ქალის მიმართ;
გ) არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
მუხლი 254. პროსტიტუციის ხელშეწყობა
1.
პირის
დაყოლიება
პროსტიტუციაზე
ან/და
სხვა
ისეთი
არაძალადობრივი
ქმედების
განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის მონაწილეობას პროსტიტუციაში, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან ორსული ქალის მიმართ;
გ) არაერთგზის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.
7. 2551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2551. არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული
ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში
არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის
უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.
8. 376-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა
დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან/და ამ კოდექსის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით, 255-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული,
–
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წინამდებარე ცვლილებების მიღების საჭიროება განაპირობა იმან, რომ მოქმედი კანონმდებლობით
სამართალდამცავ უწყებებს არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი, იმოქმედონ იმ პირების წინააღმდეგ,
რომლებიც არაძალადობრივი მეთოდებით ხელს უწყობენ პირის ჩაბმას პროსტიტუციაში, მათ შორის, იმ
ბარების, კლუბების თუ სხვა დაწესებულებების წინააღმდეგ, სადაც ადგილი აქვს არაძალადობრივი
მეთოდებით
ადამიანთა,
ზოგიერთ
შემთხვევაში
კი
არასრულწლოვანთა
ხელშეწყობას,
ჩაებან
პროსტიტუციაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ, კლუბის/ბარის მესაკუთრე, მენეჯერი ან
მასთან დაკავშირებული სხვა პირი შეიძლება გვევლინებოდეს პროსტიტუციისათვის ხელის შემწყობად,
მაგრამ მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ვერ იწყება ვერც საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 253-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პროსტიტუციაში ჩაბმას ძალადობით, ძალადობის ან
ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით (რადგან ამგვარი მეთოდების გამოუყენებლობის
შემთხვევაში დანაშაულს ადგილი არ აქვს), და ვერც 254-ე მუხლით, რომელიც დანაშაულად აცხადებს
მხოლოდ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემას (რადგან, შესაძლოა, ასეთი ადგილები არც
გამოიყენებოდეს საკუთრივ პროსტიტუციის ადგილად, მაგრამ გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რათა
პროსტიტუციაში ჩაბმული პირი და მისი „მომსახურებით“ მოსარგებლე შეხვდნენ ერთმანეთს და
შეთანხმდნენ ამგვარ მომსახურებაზე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის დაძლევა, არასრულწლოვნების
პროსტიტუციაში ჩაბმისგან დაცვა და პროსტიტუციისათვის ხელშეწყობის პრევენცია, აგრეთვე შესაბამის
დანაშაულთა ზუსტი კვალიფიკაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე
მუხლს დაერქვას „პროსტიტუციის ხელშეწყობა“ და მის პირველ ნაწილში დანაშაულად გამოცხადდეს
„პირის დაყოლიება პროსტიტუციაზე ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება,
რომელიც ხელს უწყობს პირის მონაწილეობას პროსტიტუციაში“. ამ მუხლის მე-2 ნაწილში კი დანაშაულად
დარჩება ის ქმედება, რომელიც დღეს მოქმედი 254-ე მუხლით ისედაც არის დანაშაულად გამოცხადებული
- „პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა“. ამასთან, ვინაიდან „პროსტიტუციის
ხელშეწყობა“ გულისხმობს პირის პროსტიტუციაში ჩაბმას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
253-ე მუხლით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენების გარეშე, იგი ნაწილობრივ იმეორებს 171-ე
მუხლის
მე-3
ნაწილის
შინაარსს,
რომელიც
დანაშაულად
აცხადებს
არასრულწლოვნის
ჩაბმას
პროსტიტუციაში ძალადობის, ძალადობის მუქარის ან მოტყუების გარეშე და ითვალისწინებს შედარებით
უფრო მსუბუქ სანქციას. შესაბამისად, კანონპროექტით ხსენებული კოდექსის 171-ე მუხლიდან ხდება მე-3
ნაწილის ამოღება, 254-ე მუხლის მე-3 ნაწილში, სხვა დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად, დამამძიმებელ
გარემოებად მიჩნეული იქნება ამგვარი ქმედების ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ,
ხოლო 376-ე მუხლში, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაცვლად, მიეთითება 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტი.
იზრდება, ასევე, მოქმედი რედაქციის 253-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
სასჯელი და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეიცვლება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
აღნიშნული განაპირობა იმან, რომ 254-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც არაძალადობრივი ქმედებით
პროსტიტუციაზე პირის დაყოლიებას გულისხმობს, ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ცვლილება შედის, აგრეთვე, კოდექსის 111 მუხლშიც, სადაც ფორმულირება „253-ე, 255-ე, 2551”
შეიცვალა ფორმულირებთ - „253-ე-2551“, რადგან 253-ე მუხლი (პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით) და 171ე მუხლი (არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში) ოჯახური დანაშაულია, რომლის მე-3
ნაწილმა (არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში არაძალადობრივად) 254-ე მუხლში გადაინაცვლა, რის
გამოც არაძალადობრივად პროსტიტუციის ხელშეწყობაც, თუ ის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის
მიმართ არის ჩადენილი, ოჯახური დანაშაული უნდა იყოს.
გარდა აღნიშნულისა, მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის მე-2
ნაწილი და 2551 მუხლი ითვალისწინებს სარგებლის მიღებას არასრულწლოვნის პროსტიტუციაში
ჩაბმისაგან და პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ
დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში ჩაბმისაგან. კოდექსის
1431 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის ერთ-ერთ
ნიშანს „ექსპლუატაციის მიზნით“ გარკვეული ქმედებების განხორციელება წარმოადგენს. იმავე მუხლის
შენიშვნის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც ასევე ეხება ამავე კოდექსის 1432 მუხლს
(არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი), „ექსპლუატაციად“, სხვა ქმედებებთან ერთად, მიიჩნევს „სარგებლის
მიღების მიზნით“ პირის ჩაბმას პროსტიტუციასა და პორნოგრაფიაში. შესაბამისად, კანონპროექტი
კოდექსის 253-ე და 2551 მუხლების დისპოზიციიდან სარგებლის მიღების ელემენტის ამოღებას
ითვალისწინებს, ვინაიდან იგი კოდექსის 1431 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის
დუბლირებას ახდენდა. აშკარაა, რომ სარგებლის მიღების შემთხვევაში ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს
კოდექსის 1432 მუხლით, რომელიც უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე კოდექსის 253-ე და 2551
გათვალისწინებული დანაშაული.
მსგავსი მიზეზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის მე-2 ნაწილში
არსებული სიტყვები „ორგანიზებული ჯგუფის მიერ“ იცვლება სიტყვებით „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფი
მიერ,“ ვინაიდან კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი
დამახასიათებელი ნიშანი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის
უკანონოდ მიღებაა, რაც, ასევე, ახდენდა კოდექსის 1431 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილით დადგენილი
მიზნის დუბლირებას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431, 1432 და 1433
მუხლები (მოქმედი რედაქციები) დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს მხოლოდ ორგანიზებული
ჯგუფის მიერ ჩადენილ ტრეფიკინგს, თუმცა არ იცნობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ
ტრეფიკინგს. აღნიშნული კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა
ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად
მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან
რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა
მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება. სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად კი მიიჩნევა ჯგუფი,
რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის
აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი
ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა. პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები,
როდესაც ორმა პირმა წინასწარი შეთანხმებით მსხვერპლს გაუწია შრომითი ან სექსუალური ხასიათის
ექსპლუატაცია, თუმცა მათ ჯგუფს არ ახასიათებდა ის კრიტერიუმები, რასაც საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის მიზნებისთვის ჯგუფის ორგანიზებულობა მოითხოვს. როდესაც სახეზე გვაქვს
წინასწარ შეთანხმებული, მაგრამ არა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ტრეფიკინგის შემთხვევა,
პირს ბრალად ერაცხება ქმედება კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილით და არა დამამძიმებელი
გარემოებით, რაც, ერთი მხრივ, ხელს უშლის ქმედების სწორ კვალიფიკაციას, მეორე მხრივ კი იწვევს
დამნაშავისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას. ამ მიზნით, კოდექსის 1431, 1432 და 1433 მუხლებს
დამამძიმებელ გარემოებად ემატება „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,“ რაც ხელს შეუწყობს
ტრეფიკინგის შემთხვევის სწორ კვალიფიკაციას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსს ემეტება დანაშაულის ახალი შემადგენლობა (254-ე
მუხლის პირველი ნაწილი), რომელიც სასჯელის ერთ-ერთ სახეს ითვალისწინებს ჯარიმას. აღნიშნული
თანხის წინასწარ განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება დანაშაულის ახალი შემადგენლობა (254-ე
მუხლის პირველი ნაწილი), რომელიც სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას, რაც დაკავშირებული იქნება საპატიმრო ხარჯებთან. აღნიშნული თანხის წინასწარ განსაზღვრა ამ
ეტაპზე შეუძლებელია.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული კოდექსის 254-ე მუხლის
შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს ან მოსაკრებელს, თუმცა კოდექსის 254-ე მუხლის შესაბამისად
(პროსტიტუციის ხელშეწყობა), სასჯელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია ჯარიმა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგია. ცვლილებები ასევე
განხილულ და მოწონებულ იქნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული
ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს 2017 წლის 19 დეკემბრის
სხდომაზე, სადაც საბჭოს წევრმა ყველა სამთავრობო უწყებამ, პარტნიორმა ადგილობრივმა და
საერთაშორისო ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება
მუხლი 111. პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის
ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე,
109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332,137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 187ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური
დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი
(გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი,
მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე
პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
1. ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მუქარით,
ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო
მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების
გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის
გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება
ექსპლუატაციის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად
ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
გ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
დ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების
მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. კოდექსის ამ და 1432 მუხლების მიზნებისათვის ექსპლუატაციად მიიჩნევა დამნაშავის მიერ
მატერიალური ან სხვაგვარი სარგებლის მიღების მიზნით:
ა) შრომის ან მომსახურების გაწევის იძულება;
ბ) სექსუალური მომსახურების გაწევის იძულება;
გ) პირის დანაშაულებრივ საქმიანობაში, პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში ან სხვა ანტისაზოგადოებრივ
ქმედებაში ჩაბმა;
დ) ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის იძულებით ან მოტყუებით ამოღება,
გადანერგვა ან სხვაგვარად გამოყენება;
ე) ადამიანის მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება. ადამიანის
მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს მისთვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, როდესაც
ის ანაზღაურებით, არაადეკვატური ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, სხვა პირის სასარგებლოდ
ასრულებს სამუშაოს ან ეწევა მომსახურებას და მას არ შეუძლია ამ გარემოების შეცვლა ამ პირზე
დამოკიდებულების გამო. პირზე დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს, მათ შორის:
ე.ა) პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით ან განზრახ ხელყოფით;
ე.ბ) თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით ან თავისუფალი გადაადგილების კონტროლით;
ე.გ) ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის,
შეზღუდვით ან კონტროლით;
ე.დ) იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნით.
2. კოდექსის ამ და 1432 მუხლების მიზნებისათვის პირის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მის
თანხმობას მნიშვნელობა არ აქვს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
მუხლი 1432. არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
1. არასრულწლოვნის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე
მისი გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება
ექსპლუატაციის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად
ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით;
გ) ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ;
დ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
ე) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების
მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ჩვიდმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა უვადო თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის
უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
მუხლი 1433. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით
სარგებლობა
1. წინასწარი შეცნობით ამ კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის მსხვერპლის
ან დაზარალებულის ისეთი მომსახურებით სარგებლობა, რომელიც, ამავე კოდექსის 1431 მუხლის თანახმად,
არის ექსპლუატაცია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად
ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების
მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული
ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა: პირი, რომელმაც ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა, გათავისუფლდება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ინფორმაცია გამოძიების
დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით,
ნებაყოფლობით მიაწოდა საგამოძიებო ორგანოებს, ხელი შეუწყო გამოძიების წარმართვას და მის ქმედებაში
არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
მუხლი 171. არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში
1. არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას ორმოც საათამდე ან
გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. არასრულწლოვნის ჩაბმა გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში,
–
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში ძალადობის, ძალადობის მუქარის ან მოტყუების გარეშე, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
მუხლი 253. პროსტიტუციაში ჩაბმა
1. პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან
მოტყუებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის
მიმართ, ან არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმისაგან სარგებლის მიღება, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
მუხლი 254. პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა
პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
მუხლი 2551. არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა
საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში
არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის
უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში ან ამ
ქმედებისაგან სარგებლის მიღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა
დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე
დანაშაული ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან/და ამ კოდექსის 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 255ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორიდან ოთხ წლამდე.