„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.03.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/177/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-12
ბიუროს ნომერი 140

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 50-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ − მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ – იმ შემთხვევაში, თუ მათ საქართველოს კანონმდებლობით კონფიდენციალურობის დაცვის აკისრიათ თავიანთი ვალდებულება და საქმიანობის იმავდროულად განხორციელებისას აქვთ ინფორმაცია არასრულწლოვნის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 140-ე ან 141-ე მუხლით, 253-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 255-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით ან 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოკითხვის დროს ინფორმაციის მიწოდება ან მოწმის სახით ჩვენების მიცემა არ ჩაითვლება ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევად.“. 2. 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 117-ე მუხლის პირველი ნაწილი, 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 140-ე და 141-ე მუხლები, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი, 2551, 2594 და 284-ე მუხლები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე და 287-ე მუხლები, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−303-ე მუხლები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე, 306-ე და 3061 მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3221 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 340-ე და 341-ე მუხლები;“. 3. 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წინამდებარე ცვლილებების მიღება შემდეგმა გარემოებებმა განაპირობა: მოქმედი საქართველოს სისხლის პროსტიტუციისთვის მიეკუთვნება სამართლის ადგილის ნაკლებად მძიმე ან კოდექსის 254-ე საცხოვრებლის დანაშაულის მუხლის გადაცემა. კატეგორიას, თანახმად დასჯადია აღნიშნული დანაშაული ვინაიდან სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 2-დან 4 წლამდე. ამავე კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ნებადართულია განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტზე, და ასევე ჩამოთვლილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემცველი მუხლები, რომლებზეც ნებადართულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. აღნიშნულ ჩამონათვალში 254-ე მუხლი არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მოწმის ჩვენება, რიგ შემთხვევაში, არ არის საკმარისი და არის შემთხვევები, როდესაც მოწმეები არ ადასტურებენ, რომ სწორედ შესაბამის საცხოვრებელ ადგილზე ეწეოდნენ პროსტიტუციას. განხორციელებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა კი იქნება უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ დანაშაულის ჩამდენს თავის მფლობელობაში არსებული ფართი მართლაც ჰქონდა გადაცემული პროსტიტუციისთვის. მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი ვერ იქნება დაცული, თუ საქმეში ბრალდება დაფუძნებული იქნა მხოლოდ ოპერატიულ ინფორმაციაზე და ოპერატიული თანამშრომლის ჩვენებაზე. იმ პირთა მოწმის სახით დაკითხვა, რომლებიც ფართზე ეწევიან პროსტიტუციას და მათი ჩვენება რიგ შემთხვევაში არ არის ობიექტური, ვინაიდან მოწმეები ერიდებიან ღიად იმ ფაქტის დაფიქსირებას, რომ ეწევიან პროსტიტუციას. გარდა საცხოვრებელი ფართის გადაცემისა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდეთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა იმ ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რომლის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის შემოთავაზებული რედაქცია (პირის დაყოლიება ან მის მიმართ სხვა სახის არაძალობრივი ქმედების განხორციელება). ამასთან, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმა გადაინაცვლებს კოდექსის 254-ე მუხლის მესამე ნაწილში, ამავე კოდექსის 50-ე მუხლში, 171-ე მუხლის ნაცვლად, მიეთითება 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. გარდა ამისა, ვინაიდან კოდექსის 253-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებები სხვადასხვა ქვეპუნქტად ჩაიშალა, კონკრეტულად მიეთითა 253-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ძალადობით ჩართვას ითვალისწინებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ შესაძლოა განიხილოს ტრეფიკინგის საქმეები. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, რომლის ჩადენის მეთოდებიც დღითიდღე ვითარდება და იხვეწება. დანაშაულის კომპლექსურობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე ევროპის საბჭოს ტრეფიკინგთან ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) რეკომენდაციაა, რომ ამ დანაშაულის საქმეების გამოძიება, ისევე როგორც სისხლისსამართლებრი დევნა და სასამართლო წესით განხილვა მოხდეს კვალიფიციური და ტრეფიკინგის თემაზე გადამზადებული კადრების მიერ [GRETA Second Evaluation Report conecering the impelemtation of Council of Europe Convention on Combatting Trafficking in Human Beings, published on 3 June, 2016]. ნაფიცი მსაჯულები წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან იურისტები და რომელთაც აქვთ არაერთგვაროვანი და ხშირად არასწორი აღქმა, თუ რა არის ტრეფიკინგი. მიუხედავად საინფორმაციო კამპანიებისა, საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად ქმედებას ტრეფიკინგად მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიქვამს, როდესაც გვაქვს სახეზე კლასიკური გაგებით მონური მდგომარეობა (დოკუმენტები აქვს პირს ჩამორთმეული, გადაადგილება აქვს შეზღუდული, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ა.შ.). სტატისტიკა წარმოებული მოწმობს, რომ საქართველოში, ძირითადად, სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევები გვხვდება, რომელთა მსხვერპლიც ძირითადად პროსტიტუციაში ჩართული პირები არიან. საზოგადოების ამ ჯგუფისადმი მოსახლეობის დამოკიდებულის, ასევე, ნეგატიური ტრეფიკინგის და, ხშირ დანაშაულის შემთხვევაში, რთული სტერეოტიპული შემადგენლობისა და არაერთგვაროვანი აღქმის გამო შესაძლოა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანოს. ამ მოცემულობამ კი შესაძლოა ხელი შეუწყოს დამნაშავის დაუსჯელობასა და ტრეფიკინგის შემთხვევების რაოდენობის გაზრდას. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს 1431 და 1432 მუხლებზე, ასევე 1433 მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებზე მითითება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველზე მტკიცებულებებზე დაყრდნობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ხელშეწყობა, აგრეთვე ტრეფიკინგის დანაშაულის ჩამდენი პირების ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ ნაკლებად მძიმე დანაშაულების სიას ემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რის საფუძველზეც პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის შესაძლებელი იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლში შესატანი ცვლილებები ასახავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების შინაარსს. ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლიდან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მუხლების ამოღებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ ეწინააღმდეგება საქართველოს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგია. ცვლილებები ასევე განხილულ და მოწონებულ იქნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს 2017 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე, სადაც საბჭოს წევრმა ყველა სამთავრობო უწყებამ, პარტნიორმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 50. პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე 1. მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება: ა) ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით; გ) სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად; დ) ბრალდებულის ახლო ნათესავს; ე) სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს; ვ) საქართველოს პარლამენტის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს; ზ) მოსამართლეს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც სასამართლოს თათბირის საიდუმლოებაა; თ) ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით; ი) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში; კ) საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ იგი არ დათანხმდება, მისცეს ჩვენება; ლ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს. 2. არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება. 3. სასამართლოს უფლება აქვს, მოწმის მოვალეობის შესრულებისაგან გაათავისუფლოს: ა) სამედიცინო მუშაკი, თუ მას პროფესიულად ევალება საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა; ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი; [ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი; ივლისიდან)] (ამოქმედდეს 2017 წლის 1 გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას; დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი (მის პროფესიულ მოვალეობასთან დაკავშირებით), რომლის საქმიანობაც გასაიდუმლოებულია და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ − მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ – იმ შემთხვევაში, თუ მათ საქართველოს კანონმდებლობით კონფიდენციალურობის დაცვის აკისრიათ თავიანთი ვალდებულება და საქმიანობის იმავდროულად განხორციელებისას აქვთ ინფორმაცია არასრულწლოვნის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 140-ე ან 141-ე მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 253-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით ან 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოკითხვის დროს ინფორმაციის მიწოდება ან მოწმის სახით ჩვენების მიცემა არ ჩაითვლება ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევად. მუხლი 1433. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი 1. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, გარდა ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ: ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 117-ე მუხლის პირველი ნაწილი, 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 140-ე და 141-ე მუხლები, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 2551 , 2594 და 284-ე მუხლები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე და 287-ე მუხლები, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−303-ე მუხლები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე, 306-ე და 3061 მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3221 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 340-ე და 341-ე მუხლები; ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, ჩადენილი აქვს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული („დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი“), ან პირი იღებს ან გადასცემს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის განკუთვნილ ან მისგან მომდინარე ინფორმაციას, ან დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს პირის საკომუნიკაციო საშუალებებს; გ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად − აუცილებელი, მისი მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალება; დ) მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული იქნება გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის ინფორმაცია, რომლის სხვა საშუალებით მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს. 3. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია იმ საგამოძიებო მოქმედების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარდა ამ კოდექსით დადგენილი წესით და რომლითაც დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული. 4. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო: ა) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების იმ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველსაყოფად, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ვალდებულია გამოიყენოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა; ბ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების იმ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველსაყოფად, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ვალდებულია გამოიყენოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა; [ბ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია გამოიყენოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ან/და არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა. (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან )] 5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისთვის საჭირო, თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით. 51. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა. 52. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. 5 3. განჩინების საფუძველზე, გამომტანი მიმართვის სასამართლო მიღებიდან 12 პროკურორის საათის ვადაში, წერილობითი ან საკუთარი მიმართვის ინიციატივით უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით. 54. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ელექტრონული სახით და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში მონაცემი ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, იგი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. 55. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ელექტრონული სახით ან/და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, იგი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. 56. ამ მუხლის 54 და 55 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურორი წერილობით მიმართავს განჩინების გამომტან სასამართლოს, რომელიც მიმართვის მიღებიდან 12 საათის ვადაში უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლო ვალდებულია მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრიდან 24 საათის ვადაში უზრუნველყოს ამ განჩინების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიწოდება. 6. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის (გამოძიებისთვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს/დაიწყოს მოსამართლის განჩინების გარეშე, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით. პროკურორის დადგენილება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლზე, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება; პროკურორის სახელი და გვარი, ხელმოწერა; საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი), ხოლო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების, აგრეთვე განსახორციელებელი ფარული საგამოძიებო მოქმედების სახის შესახებ და უნდა განსაზღვრავდეს მოქმედების განხორციელების პერიოდს (მისი დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და დროის მითითებით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შემთხვევაში დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს აგრეთვე მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების სულ მცირე ერთი შესაბამისი მონაცემის შესახებ. პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა/ტარდება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს შუამდგომლობით გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. შუამდგომლობაში პროკურორმა უნდა დაასაბუთოს როგორც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების, ისე იმ გარემოებების არსებობა, რომლებმაც განაპირობა ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარება/დაწყება. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობას განიხილავს მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს, შეესაბამება თუ არა ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, აუცილებელი იყო თუ არა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარება/დაწყება, და განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ; ბ) მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის და მისი ჩატარების ვადის არაუმეტეს 48 საათამდე გაგრძელების შესახებ. ეს ვადა აითვლება პროკურორის დადგენილებაში მითითებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროიდან; გ) ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი შეწყვეტის, შედეგების გაუქმების და მის შედეგად მოპოვებული მასალის/ინფორმაციის განადგურების შესახებ. 61. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს შეუძლია უფლებამოსილი ორგანოდან წერილობით გამოითხოვოს გამოთხოვის მომენტისთვის მოპოვებული მასალის ელექტრონული ეგზემპლარი. მასალის გაცნობის შემდეგ მოსამართლე უზრუნველყოფს დადგენილი წესით მის განადგურებას. 62. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 143 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ 1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა. 63. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი პროკურორი უზრუნველყოფს საგამოძიებო ორგანოს დადგენილებაში უფლებამოსილ არსებული წარმომადგენელს. ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას. 7. ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით. 8. თუ ბრალდების მხარე საჭიროდ არ მიიჩნევს გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას, მან ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ მისი დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა შუამდგომლობით უნდა მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს. სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების მიღების შემდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ამ კოდექსის 1438 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. 9. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებით გამოვლინდა სხვა დანაშაულის ნიშნები, რომელზედაც არ მიმდინარეობს გამოძიება, ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია არის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი, ხოლო ამ ინფორმაციის ახალ საქმეზე დასაშვებ მტკიცებულებად ცნობის საკითხი გადაწყდება ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით, ფარული საგამოძიებო მოქმედებისათვის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების გაუთვალისწინებლად. 10. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განჩინებაში მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარების/დაწყების აუცილებლობა. მოსამართლის განჩინება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (განჩინების ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა; საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). მოსამართლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს: ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობა წარუდგინა; ბ) სისხლის სამართლის საქმის ნომერი, რომელზედაც უნდა ჩატარდეს, ჩატარდა ან მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედება; გ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განკარგულება, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული, რა სახის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაა ნებადართული ან რომელი ფარული საგამოძიებო მოქმედებაა კანონიერად ცნობილი; დ) დროის რა მონაკვეთში (დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და დროის მითითებით) უნდა ჩატარდეს ან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება; ე) ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი/ობიექტები; ვ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემთხვევაში − ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორის/ იდენტიფიკატორების სულ მცირე ერთი შესაბამისი მონაცემი, რომლის/რომელთა კონტროლიც უნდა განხორციელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების ადგილი; თ) საჭიროების შემთხვევაში, ვისზე ვრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედება; ი) შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო, რომელმაც უნდა განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედება; კ) უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანო, რომელსაც უნდა გაეცნოს და გადაეცეს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა; ლ) ფარული საგამოძიებო მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში − იმ განჩინების რეკვიზიტები, რომლის საფუძველზედაც მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედება; მ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის საჭირო სხვა მონაცემები. 11. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინებაში უნდა მიეთითოს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობით არ დასტურდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარების/დაწყების აუცილებლობა. მოსამართლის განჩინებაში უნდა აღინიშნოს: ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული რეკვიზიტები; პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა; მოსამართლის გადაწყვეტილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე უარის თქმის და მის შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ. 12. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა იმ ვადით, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდება, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ამ თავით დადგენილი წესით, არაუმეტეს 2 თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა გაგრძელდეს საქართველოს მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. 13. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება საჯაროდ არ ცხადდება. მოსამართლის განჩინება ძალას კარგავს მისი მიღებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში ფარული საგამოძიებო მოქმედება არ დაიწყო. 14. პირს, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობისას ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება ერთჯერადად გაასაჩივროს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ამ კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას პირისთვის მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებით, შენახვით ან გამჟღავნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. 15. პირი, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება გაასაჩივროს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სააპელაციო სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ კოდექსის 310-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებად განაჩენის გადასინჯვისათვის, თუ ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას პირის მიერ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებით, შენახვით ან გამჟღავნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. 16. ამ მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ საჩივარში უნდა აღინიშნოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ამ თავით დადგენილი წესის დარღვევის შესახებ. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა. სააპელაციო სასამართლო შეტყობინებით უზრუნველყოფს მომჩივნის და ბრალდების მხარის მონაწილეობას საჩივრის განხილვაში. მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საჯაროდ ცხადდება და მოთხოვნის შემთხვევაში მომჩივანს და ბრალდების მხარეს გადაეცემა. 17. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, მოსამართლის და იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე. მუხლი 226. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 1431 და 1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით. 2. ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე იქნეს განხილული. ამ შემთხვევაში საქმეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე განიხილავს. 3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. 4. თუ უზრუნველყოფა შეუძლებელია მასმედიით საქმის მისი სამართლიანად ინტენსიური და გაშუქების ობიექტურად ან მისდამი განხილვის კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადატანა ამ კოდექსის 211 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა სასამართლოში.