„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-12
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 199-ე მუხლის:
1. მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება აგრეთვე
გამოყენებულ იქნეს: ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს
სასამართლოში;
გარკვეული
საქმიანობის
სასამართლოში,
პოლიციაში
ან
სხვა
სახელმწიფო
ორგანოში
გამოცხადებისა
და
ანგარიშგების
ვალდებულება;
პერიოდულობით
დანიშნული
გარკვეულ
უწყების
ადგილას
ან
ზედამხედველობა;
ყოფნისა
გარკვეულ
პროფესიის
ელექტრონული
საათებში
ან
განხორციელების
ყოველდღიურად
ან
სხვა
სასამართლოს
მიერ
მონიტორინგი;
უამისოდ;
აკრძალვა;
ვალდებულება
გარკვეული
ადგილის
დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ
პირებთან შეხვედრის აკრძალვა; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის
ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება,
რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად.“;
2. მე-2 ნაწილიგს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. „თუ პირის მიმართ დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების
გამოყენებისთან
ერთად
პრიორიტეტულად
განიხილავს
ბრალდებულისთვის
იარაღის
ჩამორთმევის ვალდებულების ან/და გარკვეულ ადგილზე შესვლისა და დაზარალებულთან
მიახლოების აკრძალვის დაკისრების საკითხს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წინამდებარე ცვლილებების მიღების მიღების საჭიროება განპირობებულია ოჯახში
ძალადობის
ფაქტებთან/ოჯახურ
დანაშაულებთან
ბრძოლის
კიდევ
მეტად
დახვეწის
აუცილებლობით, განსაკუთრებით კი როცა საქმე ეხება ამგვარი დანაშაულის ჩადენას იარაღის
გამოყენებით. საპროკურორო საბჭოს წინაშე საქართველოს მთავარი პროკურორის 2017 წლის 19
ივლისის ანგარიშის
თანახმად „ბოლო წლებში
მნიშვნელოვნადაა
გაზრდილი
ოჯახური
დანაშაულის მსხვერპლთა მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც ამ დანაშაულის ჩამდენი პირების
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელზეც აისახა. 2014 წელს ოჯახური
დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 550, 2015 წელს - 1066, 2016 წელს
- 1356, ხოლო 2017 წელს - 1986 პირის მიმართ“.1 საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა2 ცხადჰყოფს,
რომ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მისი საზიანო შედეგების თავიდან აცილების მიზნით
მოძალადისთვის იარაღთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი
და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან ერთად ოჯახში ძალადობაში/ოჯახურ დანაშაულში
ბრალდებულის
მიმართ
ითვალისწინებს
სხვადასხვა
ვალდებულების
დაკისრების
შესაძლებლობას, თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, კოდექსში
ხაზი
გაესვას,
რომ
ასეთ
დანაშაულში
ბრალდებული
პირის
მიმართ
სასამართლომ
პრიორიტეტულად უნდა განიხილოს პირისათვის იარაღის ჩამორთმევის საკითხი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ოჯახში
ძალადობაში/ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად
იარაღის ჩაბარების ვალდებულების ან/და გარკვეულ ადგილზე შესვლისა და დაზარალებულთან
მიახლოების
აკრძალვის
ვალდებულების
დაკისრების
პრიორიტეტულად
განხილვის
ვალდებულების შემოტანის გზით, ოჯახში ძალადობის/ოჯახური დანაშაულების პრევენციის
ხელშეწყობა და მისი საზიანო შედეგების თავიდან აცილება.
საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიში, 2018 წლის 6 თებერვალი, გვ. 41.
იხ. „ოჯახში ძალადობა - მოძალადის მიმართ იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვები და აკრძალვები საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის მიმოხილვა“ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური
დეპარტამენტი, 2018 წ.). კვლევაში განხილულია სახელმწიფოთა პრაქტიკა: ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა,
პოლონეთი, ესპანეთი, ხორვატია, თურქეთი, სლოვენია, კანადა, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ აფრიკა, მალტა,
ალბანეთი.
1
2
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე
მუხლში შედის ცვლილებები, რომელთა მიხედვით, თუ პირის მიმართ დევნა დაწყებულია ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით,
სასამართლო
აღკვეთის
ღონისძიების
გამოყენების
ან/და
ამ
მუხლის
მე-2
ნაწილით
გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დაკისრების მიუხედავად, პრიორიტეტულად
განიხილავს პირისათვის იარაღის ჩამორთმევის ვალდებულების ან/და გარკვეულ ადგილზე
შესვლისა და დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის დაკისრების საკითხს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს
იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
საკანონმდებლო ცვლილებები კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის წარედგინა
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს, ასევე გაეროს ქალთა
ორგანიზაციას (United Nations Entity for Gender Equality and the Empowerment of Women).
წარდგენილი რედაქციები ასახავს სამართალდამცავი ორგანოებიდან, ასევე საბჭოს სხვა
წევრებისგან შემოსულ სხვადასხვა მოსაზრებას. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხრიდან
შენიშვნები არ გამოთქმულა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება
მისი (მათი) ამოღება
მუხლი 199. აღკვეთის ღონისძიების სახეები
1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო
ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის
ქცევისადმი
სარდლობის
მეთვალყურეობა და პატიმრობა.
2. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება აგრეთვე
გამოყენებულ იქნეს: ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს
სასამართლოში;
გარკვეული
საქმიანობის
სასამართლოში,
პოლიციაში
ან
სხვა
სახელმწიფო
ორგანოში
გამოცხადებისა
და
ანგარიშგების
ვალდებულება;
პერიოდულობით
დანიშნული
გარკვეულ
უწყების
ადგილას
ზედამხედველობა;
ყოფნისა
გარკვეულ
ან
პროფესიის
ელექტრონული
საათებში
ან
განხორციელების
ყოველდღიურად
ან
სხვა
სასამართლოს
მიერ
მონიტორინგი;
უამისოდ;
აკრძალვა;
ვალდებულება
გარკვეული
ადგილის
დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ
პირებთან შეხვედრის აკრძალვა; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის
ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება,
რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად, მათ შორის,
გარკვეულ ადგილზე შესვლისა და დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვა, თუ პირის მიმართ
დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური
დანაშაულის ბრალდებით.