„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-12
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ.“.
2. 23-ე მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში აღსასრულებელი
სამართლებრივი აქტის მიმართ
სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს
მიერ
დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს შეზღუდული ჰქონდა იარაღთან
დაკავშირებული უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.“.
3. X2 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის X3 თავი:
„თავი X3. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულება
მუხლი 449. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის
აღსრულების წესი
1.
სასჯელის
სახით
იარაღთან
დაკავშირებული
უფლებების
შეზღუდვის
შესახებ
სამართლებრივი აქტების წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა
გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.
2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სასამართლოს განაჩენის
ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით.
3. პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული აჰყავს აღრიცხვაზე, განუმარტავს მას სასჯელის
მოხდის წესებს და პირობებს.
4. პრობაციის ოფიცერი, აღსასრულებელი აქტის წარმოებაში მიღებიდან 3 სამუშაო დღის
ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზავნის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის
იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შესახებ.
მუხლი 4410. იმ ორგანოს ვალდებულება, რომელიც უფლებამოსილია გააუქმოს იარაღთან
დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა)
1.
პრობაციის
ოფიცრის
მოთხოვნის
საფუძველზე
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტრო ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებას და იარაღის ჩამორთმევას განახორციელებს
კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციას ზომების
მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა მიაწვდის პრობაციის ბიუროს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის
(ნებართვის) გაუქმებას და იარაღის ჩამორთმევას განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების საჭიროება განპირობებულია სისხლის სამართლის კოდექსში
შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელთა მიხედვით სისხლის სამართლის კოდექსის
1261 მუხლის, ასევე 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე-139-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე1511, 160-ე, 187-ე, 253-ე და 3811 მუხლების დამატებით სასჯელად განისაზღვრება იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის სასჯელის
აღსრულების წესის გაწერა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“
კანონს
ემატება
ნორმები,
რომლებიც
არეგულირებს
იარაღთან
დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვის აღსრულების წესს. კერძოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვის შესახებ სასამართლოს განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის
ბიუროს, რომელსაც მსჯავრდებული აჰყავს აღრიცხვაზე, განუმარტავს მას სასჯელის მოხდის
წესებს და პირობებს. პრობაციის ოფიცერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზავნის
მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების
შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის
(ნებართვის) გაუქმებას და იარაღის ჩამორთმევას განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი
წესით და მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციას ამგვარი ზომების მიღებიდან არაუგვიანეს 3
სამუშაო დღისა მიაწვდის პრობაციის ბიუროს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის წარედგინა
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს, ასევე გაეროს ქალთა
ორგანიზაციას (United Nations Entity for Gender Equality and the Empowerment of Women).
წარდგენილი რედაქციები ასახავს სამართალდამცავი ორგანოებიდან, ასევე საბჭოს სხვა
წევრებისგან შემოსულ სხვადასხვა მოსაზრებას. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხრიდან
შენიშვნები არ გამოთქმულა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ქვემდებარე
სამართლებრივი აქტები
1. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება
არასაპატიმრო სასჯელთა სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის
შესახებ;
ბ) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;
გ) სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ;
დ) სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ;
ე) (ამოღებულია - 01.06.2017, №954);
ვ) სასჯელის სახით შინაპატიმრობის დანიშვნის შესახებ.
2. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება პრობაციის
სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ;
ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;
გ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის − მშობიარობის შემდეგ 1
წლამდე).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები სასჯელის სახის
განსაზღვრასთან ერთად შესაძლოა შეიცავდეს აღმზრდელობითი ზემოქმედების ან/და სამედიცინო
ხასიათის მოთხოვნებს. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.
4. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე
განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს
შესრულება.
მუხლი 23. სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულება
1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში
აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება
სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს
ჩამორთმეული ჰქონდა გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება, აგრეთვე ამ
სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.
2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი
სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:
ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას;
ბ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ
სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.
3. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი
აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:
ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას;
ბ) გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის
მოხდისაგან გათავისუფლებისას.
4. მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი
სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:
ა) სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას;
ბ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისას და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნისას;
გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობითი მსჯავრი და
უნდა აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი.
5. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში აღსასრულებელი
სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:
ა) სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადის გასვლისას;
ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობით ვადამდე
გათავისუფლება და უნდა აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
6. სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის
მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:
ა) იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ გადაავადა სასჯელის
აღსრულება;
ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის
გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად იგზავნება განაჩენით დანიშნულ
ადგილას;
გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის
გადავადება და მსჯავრდებული თავისუფლდება დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.
7. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში
აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:
ა) იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, რომლის მიმართაც სასამართლომ
გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით;
ბ) სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადის გასვლისას;
გ) პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების საფუძველზე სასამართლოს მიერ
იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით
შეცვლის შემთხვევაში.
71. (ამოღებულია - 01.06.2017, №954).
72. შინაპატიმრობის დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის
მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:
ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას;
ბ) შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან
გათავისუფლებისას.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრობაციის
ოფიცერი სასამართლოს ატყობინებს იმ ვადის გასვლის შესახებ, რომლის განმავლობაშიც
გადავადებული იყო სასჯელის აღსრულება.
81. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან
პირობით მსჯავრდებულს სასჯელის აღსრულების ან გამოსაცდელი ვადის პერიოდში
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, პრობაციის ეროვნული
სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი გადაწყვეტილებით აჩერებს
სააღსრულებო წარმოებას.
82. სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების,
შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს
შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა
ღონისძიებით შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება გრძელდება.
9. კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმების,
მსჯავრდებულის გარდაცვალების ან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულის
საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის
შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება. (მე-9 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის
(27.04.2016, №5016) ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)