„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-26
ბიუროს ნომერი 144
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„სივრცითი
მოწყობისა
და
ქალაქთმშენებლობის
საფუძვლების
შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №30, 24.06.2005, მუხ. 186) 341
მუხლის:
1. მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ სარეაბილიტაციო არეალში
მდებარე
მრავალბინიანი
ბინათმესაკუთრეთა
სახლის
ამხანაგობის
განვითარება
იმ
ან/და
წევრის/წევრთა
რეაბილიტაცია
თანხმობით,
ხორციელდება
რომლის/რომელთა
ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ფართობიც აღემატება ინდივიდუალურ
საკუთრებაში არსებული ქონების საერთო ფართობის ნახევარზე მეტს. თანხმობა ასევე
შესაძლებელია გამოხატულ იქნეს მესაკუთრესა და რეაბილიტაციის განმახორციელებელ
სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულებით.
6. თუ მრავალბინიანი სახლის ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით
სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებისას შენობის საერთო
ფართობი იზრდება 5 პროცენტზე მეტით, ისე, რომ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია
და მისი ფუნქციონირება შესაძლებელია დამოუკიდებლად, დამატებული ფართობი საჯარო
რეესტრში დარეგისტრირდება რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის ან/და
უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრებად და მას საკუთრებაში გადაეცემა ფართობის
გაზრდის
დაფინანსებისათვის
მის
მიერ
გაწეული
ხარჯების
პროპორციულად.
რეაბილიტაციის განმახოციელებელი სუბიექტის, საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში
რეგისტრაცია
ხორციელდება
ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობის
ან/და
მესაკუთრეთა
თანხმობის გარეშე. იმ შემთხვევაში თუ გაზრდილი ფართობი შენობის საერთო ფართობის 5
პროცენტზე ნაკლებია ან/და გაზრდილი ფართობი არ არის იზოლირებული და მისი
დამოუკიდებლად
ფუნქციონირება
შეუძლებელია,
დამატებული
ფართობი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაა. სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი
ქონების განვითარებისას შენობის ფართობი სულ მცირე განვითარებამდე არსებული
შენობის ფართობის ტოლი უნდა იყოს, ხოლო მისი ღირებულება უნდა აღემატებოდეს
განვითარებამდე
არსებული
შენობის
ღირებულებას.
ამის
უზრუნველსაყოფად
რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია სარეაბილიტაციო არეალში
მდებარე უძრავი ქონების განვითარებამდე შეაფასოს შენობის ფართობი და ღირებულება და
მესაკუთრეს წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა, ხოლო რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ
- შეაფასოს მისი ფართობი და ღირებულება და მესაკუთრეს წარუდინოს შესაბამისი დასკვნა.“
2. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ სარეაბილიტაციო არეალში მდებარე შენობა ავარიულია და მისი არსებობა საფრთხეს
უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და
სიცოცხლეს, ამასთანავე, მისი გამაგრება
შეუძლებელია, შენობის განვითარებისთვის ან/და რეაბილიტაციისთვის აუცილებელი
დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება ხორციელდება შენობის მესაკუთრის თანხმობის
გარეშე. ახლად აშენებული შენობის ფართობი სულ მცირე დემონტირებული შენობის
ფართობის ტოლი უნდა იყოს, ხოლო ახლად აშენებული შენობის ღირებულება უნდა
აღემატებოდეს
დემონტირებული
რეაბილიტაციის
შენობის
განმახორციელებელი
ღირებულებას.
სუბიექტი
ამის
უზრუნველსაყოფად
ვალდებულია
დემონტაჟის
განხორციელებამდე შეაფასოს შენობის ფართობი და ღირებულება და მესაკუთრეს
წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა, ხოლო ახალი შენობის აშენების შემდეგ - შეაფასოს მისი
ფართობი და ღირებულება და მესაკუთრეს წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა. თუ ახალი
შენობის აშენებისას, შენობის საერთო ფართობი იზრდება 5 პროცენტზე მეტით, ისე, რომ
გაზრდილი
ფართობი
დამოუკიდებლად,
იზოლირებულია
დამატებული
და
ფართობი
მისი
ფუნქციონირება
საჯარო
რეესტრში
შესაძლებელია
დარეგისტრირდება
რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის ან/და უძრავი ქონების მესაკუთრის
საკუთრებად და მას საკუთრებაში გადაეცემა ფართობის გაზრდის დაფინანსებისთვის მის
მიერ
გაწეული
სუბიექტის,
ხარჯების
საკუთრების
პროპორციულად.
უფლების
საჯარო
რეაბილიტაციის
რეესტრში
განმახორციელებელი
რეგისტრაცია
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან/და მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე.“
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ხორციელდება
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი
(შემდგომში - კანონი) ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და
უსაფრთხო
საცხოვრებელი
და
სამოღვაწეო
გარემოთი
უზრუნველყოფის
მიზნით,
არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის,
განსახლების,
დასახლებათა
ინფრასტრუქტურის
განვითარებას,
კულტურული
მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ადგენს ამ
სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების
უფლებებსა და მოვალეობებს.
სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებაში ან/და რეაბილიტაციაში
მუნიციპალიტეტი მონაწილეობს თავისი, მერიის სტრუქტურული ერთეულების ან თავის
მიერ
დაფუძნებული
იურიდიული
პირის
მეშვეობით,
როგორც
რეაბილიტაციის
განმახორციელებელი სუბიექტი (დამკვეთი, მშენებელი).
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიღებას აქვს რამდენიმე მიზეზი:
1. რეაბილიტაციის
განმახორციელებელი
სუბიექტი
მრავალბინიანი
სახლის
განვითარებისას ხშირად ხდება სამეზობლო დავების მხარე, როგორც მრავალბინიანი
სახლის რეაბილიტაციის დაწყებამდე, ისე მისი დასრულების შემდგომ. კანონის 341-ე
მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, თუ შენობას რეაბილიტაციის
შემდეგ
საერთო
ფართის
5%-ზე
მეტი
დაემატა,
რომლის
ფუნქციონირება
დამოუკიდებლად არის შესაძლებელი, წარმოადგენს რეაბილიტატორის საკუთრებას,
მაგრამ
სჭირდება
სხვა
მესაკუთრეების
თანხმობა.
ცვლილების
მიხედვით,
რეაბილიტატორი თავის ასეთ საკუთრებას დამოუკიდებლად დაირეგისტრირებს,
ვინაიდან რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის უფლება მოახდინოს
დამატებული ფართობის საჯარო რეესტრში მის საკუთრებად რეგისტრაცია ცალსახაა.
2. კანონის 341 მუხლის მე-5 პუნქტის არსებული რედაქციით მრავალბინიანი სახლის
ისეთი განვითარებისას, როდესაც შენობის საერთო ფართობი იზრდება 5 პროცენტზე
მეტით, ისე, რომ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და მისი ფუნქციონირება
შესაძლებელია დამოუკიდებლად, თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება
მიიღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობით. დღეს
მოქმედი რედაქციით, ერთ მესაკუთრეს, საკუთარი ფართის რამდენიმე ფართად
დარეგისტრირების
გზით,
შეუძლია
ხელოვნური
გავლენა
მოახდინოს
ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე, რაც როგორც პრაქტიკამ
აჩვენა უარყოფითად აისახება როგორც დანარჩენ მესაკუთრეთა სურვილზე რომ
განავითარონ საკუთარი ფართი, ასევე ქალაქის იერსახეზე, ხანგრძლივი დროის
განმავლობაში გადაწყვეტილების ვერ მიღების გამო, შენობის მდგომარეობის
გაუარესების
თვალსაზრისით.
ინდივიდუალური
საკუთრების
ბინათმესაკუთრეთა
ფართობი
შესაძლოა
ამხანაგობაში
იყოს
წევრთა
არათანაბარი,
რაც
გულისხმობს იმას, რომ სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების
განვითარების
ან/და
რეაბილიტაციის
განხორციელების
შესახებ
უარყოფითი
გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ამხანაგობის წევრთა უმრავლესობამ, თუმცა მათ
საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური საკუთრების საერთო ფართობი იყოს
ბევრად ნაკლები, ვიდრე დარჩენილ წევრთა საკუთრების ფართობი. მე-5 პუნქტის
მოქმედი
რედაქცია
იძლევა
იმის
შესაძლებლობას,
რომ
ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობის წევრთა მიერ მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც
დააბრკოლებს
სარეაბილიტაციო
რეაბილიტაციის
განხორციელებას,
ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობის
არეალში
რაც
იმ
სახლის
განვითარების
არასამართლიან
წევრებს,
გარემოში
რომელთა
ან/და
აყენებს
ინდივიდუალურ
საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართობი ბევრად აღემატება სხვა წევრთა
ინდივიდუალურ საკუთრების საერთო ფართს. ეს შესაძლებლობა უარყოფითად
აისახება როგორც ამხანაგობის წევრთა საკუთრებაზე, რომელთა ინდივიდუალურ
საკუთრების
დაცვის
ერთადერთი
საშუალება
არის
მრავალბინიანი
სახლის
განვითარება ან/და რეაბილიტაცია, ასევე ქალაქის იერსახეზე, ვინაიდან ხშირ
შემთხვევაში ამ ქონების განადგურებასაც კი იწვევს.
3. კანონის მოქმედი რედაქცია, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ხელს უშლის მერიას,
ეფექტურად განახორციელოს სარეაბილიტაციო არეალში არსებული მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.
საკანონმდებლო ცვლილება იცავს რა საჯარო და კერძო ინტერესების კოლიზიისას
თანაზომიერების პრინციპს, გამორიცხავს დამაბრკოლებელ გარემოებებს საკუთრების
უფლების
საჯარო
რეესტრში
რეგისტრაციის
პროცესში
და
რეაბილიტაციის
განმახორციელებელ სუბიექტს ანიჭებს მეტ დამოუკიდებლობას, უზრუნველყოს დროისა და
ადმინისტრაციული რესურსის რაციონალური ხარჯვა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს
სარეაბილიტაციო არეალის შეუფერხებელ განვითარებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თითოეული წევრის ინტერესების
და მისი, როგორც მესაკუთრის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, რეაბილიტაციის
განმახორციელებელი სუბიექტისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს,
ქალაქის
შესაბამისი
სარეაბილიტაციო
არეალის
შესაძლოდ
მოკლე
დროში
განვითარება/რეაბილიტაციას და დამატებით წარმოშობილ ფართებზე საჯარო რეესტრში
მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებას, რაც თავის მხრივ
უზრუნველყოფს დროისა და ადმინისტრაციული რესურსის რაციონალურ და ეფექტიანად
ხარჯვას.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია მერიას გაუჩინოს შესაძლებლობა
განახორციელოს
თბილისის
სარეაბილიტაციო
არეალში
არსებული
ეფექტურად
ავარიული
საცხოვრებელი ფართების რეაბილიტაცია. ცვლილებებით, უფრო ეფექტური ხდება ასევე
მესაკუთრეების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა. ამ ცვლილებით უპირატესობა
ენიჭება მესაკუთრისა და ქალაქის საჯარო ინტერესს - მოქალაქეებმა იცხოვრონ უსაფრთხო
და კეთილმოწყობილ სახლებში.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მრავალბინიანი სახლის განვითარების
ან/და რეაბილიტაციის შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თითოეული წევრის
ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არსებითი გაუმჯობესება ხდება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების ინტერესების სრულად დაცვის მიზნით, ამავე
პუნქტში
ზუსტდება,
პროცედურები,
რაც
რეაბილიტაციის
მოიცავს
შენობის
დაწყებისა
და
ღირებულებისა
დასრულების
გარკვეული
და
შეფასებას,
ფართობის
მესაკუთრისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენას, როგორც რეაბილიტაციის დაწყებამდე,
არამედ
მისი
დასრულების
შემდგომაც.
ამ
მნიშვნელოვანი
წინაპირობების
გათვალისწინებით, ცვლილებების შედეგად იქმნება საკანონმდებლო საფუძველი იმისა, რომ
უკლებლივ ყველა მესაკუთრემ რეაბილიტაციის შედეგად გაზრდილი ღირებულების,
კეთილმოწყობილი და მეტი ეკონომიკური პერქპექტივის საკუთრება მიიღოს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის 341 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტში, რომლის მიხედვითაც, სარეაბილიტაციო არეალში მდებარე მრავალბინიანი
სახლის
განვითარება
ამხანაგობის
იმ
ან/და
რეაბილიტაცია
წევრის/წევრთა
ხორციელებდება
თანხმობით,
ბინათმესაკუთრეთა
რომლის/რომელთა
ინდივიდუალურ
საკუთრებაში არსებული ქონების ფართობის აღემატება ინდივიდუალურ საკუთრებაში
არსებული ქონების საერთო ფართობის ნახევარზე მეტს. თანხმობა ასევე შესაძლებელია
გამოხატულ იქნეს მესაკუთრესა და რეაბილიტაციის განმახორციელებელ სუბიექტს შორის
დადებული ხელშეკრულებით;
ბ) მე-6 პუნქტში, რომლის თანახმადაც, რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის
საკუთრების უფლება, წარმოშობილი უძრავ ნივთზე, რეგისტრირდება ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობის ან/და მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე. ხოლო ისეთ შემთხვევებში, როდესაც
გაზრდილი ფართობი არ არის იზოლირებული და მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება
შეუძლებელია, ასეთი ფართობი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებად ჩაითვლება.
ამასთან,
ზუსტდება,
რომ
სარეაბილიტაციო
არეალში
მდებარე
უძრავი
ქონების
განვითარებისას შენობის ფართობი სულ მცირე სარეაბილიტაციო შენობის ფართობის ტოლი
უნდა იყოს, ხოლო მისი ღირებულება უნდა აღემატებოდეს სარეაბილიტაციო შენობის
ღირებულებას.
რეაბილიტაციის
განმახორციელებელი
სუბიექტი
ვალდებული
ხდება
სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებამდე შეაფასოს შენობის
ფართობი და ღირებულება და მესაკუთრეს წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა, ხოლო
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ შეაფასოს მისი ფართობი და
ღირებულება და მესაკუთრეს წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა;
გ) მე-8 პუნქტში დაზუსტდება ავარიული შენობის დემონტაჟისას ახლად აშენებული
ფართების რეგისტრაციის პროცედურა. კერძოდ, თუ შენობის საერთო ფართობი იზრდება 5
პროცენტზე
მეტით,
ფუნქციონირება
ისე,
რომ
შესაძლებელია
გაზრდილი
ფართობი
დამოუკიდებლად,
იზოლირებულია
დამატებული
და
მისი
ფართობი
საჯარო
რეესტრში დარეგისტრირდება რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის ან/და
უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრებად და მას საკუთრებაში გადაეცემა ფართობის
გაზრდის
დაფინანსებისათვის
მის
მიერ
გაწეული
ხარჯების
პროპორციულად.
რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის, საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში
რეგისტრაცია
ხორციელდება
ბინათმესაკუთრეთა
თანხმობის გარეშე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ამხანაგობის
ან/და
მესაკუთრეთა
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზრდას,
ვინაიდან მის ბალანსზე შეიძლება დარეგისტრირდეს სარეაბილიტაციო არეალში არსებული
მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის შედეგად 5%-ზე მეტით გაზრდილი და
დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარის მქონე ფართები, რაც შეიძლება დამატებითი
შემოსავლის წყარო გახდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
იმ
პირებს,
რომელთა
მიმართაც
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება,
კანონპროექტის მიღების შედეგად, გაეზრდებათ მათ საკუთრებაში არსებული
საცხოვრებელი
ფართების
ღირებულება.
კონკრეტულ
პირთა
ფინანსურ
მდგომარეობაზე
გავლენა,
შეიცვლება
ყოველ
კონკრეტულ
პროექტზე
ინდივიდუალურად.
მრავალბინიანი სახლების მესაკუთრეებს, უფლება ეძლევათ დაირეგისტრირონ
სარეაბილიტაციო არეალში არსებული მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის
შედეგად 5%-ზე მეტით გაზრდილი და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარის
მქონე
ფართები,
რეაბილიტაციის
ხარჯებში
საკუთარი
თანამონაწილეობის
პარალელურად. ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია როგორც პროექტზე, აგრეთვე
მრავალბინიან სახლში მცხოვრებ პირთა სურვილზე, მიიღონ თუ არა ფინანსური
თანამონაწილეობა რეაბილიტაციის პროცესში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს, მოსაკრებელს და ან სხვა
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი წინააღმდეგობაში არ მოდის საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნულ პირებს/ორგანიზაციებს კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ
მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული შეფასება არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
თბილისის მერია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გიორგი მოსიძე, სალომე ზურაბიშვილი, სოფიო
კილაძე, ბექა ოდიშარია, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, ენძელა მაჭავარიანი, შოთა ხაბარელი,
მიხეილ ყაველაშვილი, ზაზა ხუციშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი)
ამოღება:
მუხლი 341. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების
განვითარება და რეაბილიტაცია (26.07.2017 N1259 ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების
გამოცხადების დღიდან)
1.
მუნიციპალიტეტის
მორიგი
არჩევნების
შედეგების
ოფიციალურად
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
არსებული
ტერიტორიების
განვითარების ან/და რეაბილიტაციის მიზნით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს დადგენილებით შესაძლებელია დადგინდეს სარეაბილიტაციო არეალი.
2.
სარეაბილიტაციო
რეაბილიტაციაში
არეალში
მდებარე
მუნიციპალიტეტი
უძრავი
მონაწილეობს
ქონების
თავისი
განვითარებაში
მერიის
ან/და
სტრუქტურული
ერთეულების ან თავის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, როგორც
რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტი (დამკვეთი, მშენებელი).
3.
სარეაბილიტაციო
არეალში
მდებარე
უძრავი
ქონების
განვითარებაზე
ან/და
რეაბილიტაციაზე მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4. სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარება ან/და რეაბილიტაცია
შესაძლებელია დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის,
რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის, უძრავი ქონების მესაკუთრის ან/და
მესამე პირის სახსრებით.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ სარეაბილიტაციო არეალში
მდებარე
მრავალბინიანი
სახლის
განვითარებისას
ან/და
რეაბილიტაციისას
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა საჭირო არ არის, ხოლო მრავალბინიანი სახლის
ისეთი განვითარებისას, როდესაც შენობის საერთო ფართობი 5 პროცენტზე მეტით იზრდება,
ისე, რომ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება
შესაძლებელია, თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობის კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობით.
6. თუ მრავალბინიანი სახლის ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით
სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებისას შენობის საერთო
ფართობი 5 პროცენტზე მეტით იზრდება, ისე, რომ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია
და მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება შესაძლებელია, დამატებული ფართობი საჯარო
რეესტრში დარეგისტრირდება რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის ან/და
უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრებად და მას საკუთრებაში გადაეცემა ფართობის
გაზრდის დაფინანსებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების პროპორციულად, ხოლო თუ
გაზრდილი ფართობი შენობის საერთო ფართობის 5 პროცენტზე ნაკლებია ან/და გაზრდილი
ფართობი
იზოლირებული
არ
არის
და
მისი
დამოუკიდებლად
ფუნქციონირება
შეუძლებელია, დამატებული ფართობი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაა.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ სარეაბილიტაციო არეალში
მდებარე იმ სახლის განვითარება ან/და რეაბილიტაცია, რომელიც მრავალბინიანი არ არის,
თუ ამის შედეგად შენობის ფართობი 5 პროცენტზე მეტით არ იზრდება, შესაძლებელია
განხორციელდეს შენობის მესაკუთრის თანხმობის გარეშე და დამატებული ფართობი
მესაკუთრის საკუთრებაა, ხოლო თუ განვითარების შედეგად შენობის ფართობი 5
პროცენტზე მეტით იზრდება, ისე, რომ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და მისი
დამოუკიდებლად ფუნქციონირება შესაძლებელია, მესაკუთრის თანხმობა აუცილებელია.
8. თუ სარეაბილიტაციო არეალში მდებარე შენობა ავარიულია და მისი არსებობა საფრთხეს
უქმნის
ადამიანის
ჯანმრთელობას
ან/და
სიცოცხლეს,
ამასთანავე,
მისი
გამაგრება
შეუძლებელია, შენობის განვითარებისთვის ან/და რეაბილიტაციისთვის აუცილებელი
დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება ხორციელდება შენობის მესაკუთრის თანხმობის
გარეშე. ახლად აშენებული შენობის ფართობი სულ მცირე დემონტირებული შენობის
ფართობის ტოლი უნდა იყოს, ხოლო ახლად აშენებული შენობის ღირებულება უნდა
აღემატებოდეს
რეაბილიტაციის
დემონტირებული
შენობის
განმახორციელებელი
ღირებულებას.
სუბიექტი
ამის
უზრუნველსაყოფად
ვალდებულია
დემონტაჟის
განხორციელებამდე შეაფასოს შენობის ფართობი და ღირებულება და მესაკუთრეს
წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა, ხოლო ახალი შენობის აშენების შემდეგ – შეაფასოს მისი
ფართობი და ღირებულება და მესაკუთრეს წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა.
9. რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს მშენებლობის
ნებართვა სარეაბილიტაციო არეალში მდებარე ნებისმიერ უძრავ ქონებაზე.
10. ამ მუხლის შესაბამისად განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად
მესაკუთრისთვის მიყენებულ ზიანს რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტი
ანაზღაურებს