„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
16.03.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გიორგი მოსიძე, სალომე ზურაბიშვილი, სოფიო კილაძე, ბექა ოდიშარია, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, ენძელა მაჭავარიანი, შოთა ხაბარელი, მიხეილ ყაველაშვილი, ზაზა ხუციშვილი
ნომერი
#07-3/138/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-26
ბიუროს ნომერი 144

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 321) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი: „მუხლი 102. მრავალბინიანი სახლის განვითარება ან/და რეაბილიტაცია ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონის 341 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“ 2. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „სივრცითი მოწყობისა ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონის 34 1 გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მუხლით
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განაპირობა შემდეგმა გარემოებამ: „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის მოქმედი რედაქცია, ასევე მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, სარეაბილიტაციო არეალში მდებარე მრავალბინიანი სახლის განვითარების ან/და რეაბილიტაციის განხორციელების დროს ითვალისწინებს სპეციფიურ მიდგომებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, კონკრეტულად: სარეაბილიტაციო არეალში მდებარე მრავალბინიანი სახლის განვითარება ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის იმ წევრის/წევრთა თანხმობით, რომელთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ფართობი აღემატება ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების საერთო ფართობის ნახევარზე მეტს, რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან/და მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე. შესაბამისად, მიზანშეწონილია დაზუსტდეს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების მოწვევა და ამ კრების მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების წესები არ გავრცელდეს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების მიზანს წარმოადგენს, ამავე კანონის მესამე თავი და 28-ე მუხლი არ გავრცელდეს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, ვინაიდან ეს ორი მუხლი სხვადასხვაგვარად არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს და რომ არ მოხდეს ნორმათა შესაძლო კოლიზია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, კანონს ემატება 102 მუხლი, ხოლო 28-ე მუხლს ემატება მე-10 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ამავე კანონის მე-3 თავისა და 28-ე მუხლის მოქმედება არ გავრცელდება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, რათა არ მოხდეს ნორმათა შესაძლო კოლიზია. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას (ნაერთი) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კანონპროექტის მიღებას ფინანსური ზეგავლენა არ გააჩნია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს, მოსაკრებელს და ან სხვა გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი წინააღმდეგობაში არ მოდის საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნულ პირებს/ორგანიზაციებს კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული შეფასება არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: თბილისის მერია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გიორგი მოსიძე, სალომე ზურაბიშვილი, სოფიო კილაძე, ბექა ოდიშარია, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, ენძელა მაჭავარიანი, შოთა ხაბარელი, მიხეილ ყაველაშვილი, ზაზა ხუციშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება: მუხლი 28. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება 1. ამ მუხლში განსაზღვრული წესები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას. 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3. 3. თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ხელმეორედ იწვევს კრებას იმავე დღის წესრიგით. ეს კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად, რომლის შესახებაც უნდა აღინიშნოს კრების მოწვევისას. 4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მესაკუთრეს აქვს ერთი ხმა. თუ ბინას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ შეუძლიათ ხმის უფლება მხოლოდ ერთობლივად გამოიყენონ. თუ მესაკუთრეს აქვს რამდენიმე ბინა, მას აქვს ბინათა რაოდენობის შესაბამისი ხმები. 5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში, თუ: ა) არის ინტერესთა კონფლიქტი; ბ) საკითხი ეხება მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სასარჩელო განცხადებას. 7. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. თითოეული მესაკუთრე უფლებამოსილია გაეცნოს ოქმს. 8. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს შეუძლია ოქმი გაასაჩივროს სასამართლოში. 9. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თითოეული წევრისათვის, მათ შორის, მათთვისაც, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ნებისმიერი მიზეზით.