საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „ზვიადის გზა-უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილ „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#1620, 05.02.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.03.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#4432
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-23
ბიუროს ნომერი 143 (11:45)

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 4432 22/03/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: მიხეილ (გელა) სალუაშვილს, თბილისი, მუხიანი, 1-ლი მ/რ., კორპ. 2, ბინა 95 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთვიანება „ზვიადის გზაუფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1620, 05.02.18) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 წლის 21 მარტს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „ზვიადის წარმოდგენილი საკანონმდებლო გზა-უფლის წინადადება სახელით“ „საქართველოს მიერ კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1620, 05.02.18) საკანონმდებლო წინადადების შინაარსი ზემოაღნიშნული საქართველოს საკანონმდებლო კანონში წინადადებით „თავისუფლების ქარტია“ წარმოდგენილია განსახორციელებელი ცვლილებები კანონპროექტის სახით, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: 1. „თავისუფლების ქარტიის“ პირველ მუხლს ემატება ტერმინი „რევანშისტულად განწყობილი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა“ და ეს მუხლი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივებისა და რევანშისტულად განწყობილი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.“. 2. კანონის მეორე მუხლს - „ტერმინთა განმარტება,“ ემატება შემდეგი რედაქციის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) დანაშაულებრივი რეჟიმი - 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი ხასიათისა და სისტემური დანაშაულის შემცველი სახელმწიფო მმართველობითი რეჟიმი.“. 3. კანონის მე-7 მუხლის, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური კომისიის შექმნას, პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 ქვეპუნქტებს ემატება ტერმინი „რევანშისტულად განწყობილი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა“. 4. კანონის მე-8 მუხლს, რომელიც ეძღვნება „თანამდებობრივი შეზღუდვებს“, ემატება შემდეგი რედაქციის „ე“ და “ვ“ ქვეპუნქტები: „ე) საქართველოს გენერალურ და ქალაქის პროკურორებს; ვ) საქართველოს პარლამენტის დეპუტატს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს; ადგილობრივი თვითმმართველობის ანაზღაურებად წარმომადგენლობითი თანამდებობაზე ორგანოების მომუშავე - საკრებულოების დეპუტატს; ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლებს: მერს, მერის მოადგილეებს, გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს.“. 5. კანონის მე-9 მუხლს, რომელიც ეხება თანამდებობრივი შეზღუდვის გავრცელების დროსა და პირებს, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეზღუდვა, ემატება შემდეგი რედაქციის „11“ ქვეპუნქტი: „ამ კანონის მე-8 განსაზღვრულ მუხლით თანამდებობებზე, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ის პირები, რომლებსაც, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში, ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“. 6. კანონს ემატება შემდეგი რედაქციის „მუხლი 101“: „მუხლი 101. ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლები ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლებს მიეკუთვნებიან 2004 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა ის პირი რომელსაც 2004 2012 წლებში ამ პარტიათა წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“. 7. კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ვალდებულებას მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირის შესახებ მონაცემები, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ რეგისტრაციის დადგენილი მოთხოვნით, წარმომადგენელი“ და წესით მიმართავს მას კანდიდატად ემატება ტერმინი „დანაშაულებრივი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: რეჟიმის „საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირის შესახებ მონაცემები, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით მიმართავს მას კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ კომისია დაადგენს, რომ კანდიდატი არის დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელი თანამდებობის მქონე პირი, რომელსაც 2004 - 2012 წლებში ამ პარტიათა წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა; ან პირი, რომელიც თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან და არის ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომელი, კომისია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და მხოლოდ კანდიდატის მიერ კანდიდატურის არმოხსნის შემთხვევაში აქვეყნებს კანდიდატის შესახებ არსებულ საიდუმლო მონაცემებს.“. 8. კანონის მე-12 მუხლს ემატება შემდეგი რედაქციის მე-5 ქვეპუნქტი: „5. არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი - არა ანაზღაურებადი წევრობის გამო.“. საკანონმდებლო წინადადების ავტორები თავის მოსაზრებებს ამყარებენ იმ არგუმენტებზე, რომ მათი აზრით, 2004 და 2008 წლების საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებით ქვეყნის მართვის სათავეში მოსული მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუთვლელი ქმედებების შედეგად გაუგონარ მაშტაბებს მიაღწია ქართული ცნობიერების მოშლა-გადაგვარებისაკენ მიმართულმა საქმიანობამ, ფეხქვეშ გაითელა განსხვავებული ადამიანის პოლიტიკური თითქმის ყველა შეხედულების უფლება, გამო ციხეები დაკავებული გაივსო პირებით. ქვეყანაში მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობის უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ნათლად გამოიკვეთა ე.წ. სახელისუფლებო ელიტაში მყოფი და მათთან დაახლოებულ ჯგუფში შემავალი მცირე წრის უზომო ფუფუნება, რომელთა კეთილდღეობის ყოველდღიური წარმოჩენა, მთლიანად ქვეყნის წინსვლის დემონსტრირების ფორმალურ საფუძველად იქცა. ამასთანავე, წინადადების ავტორები ერთმანეთისაგან მიჯნავენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტისა და ამ პოლიტიკური გაერთიანების რიგითი წევრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. კომიტეტის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხებს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. რაც შეეხება კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, ამ კანონის 35-ე და 36-ე მუხლებით დადგენილია პოლიტიკური პარტიის აკრძალვის პირობები, კერძოდ, პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება. ამასთანავე, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც დადგენილია, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დასკვნითი ნაწილი კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „ზვიადის გზა-უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1620, 05.02.18) და იგი ცნო უარყოფილად. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე