საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქეების ნ. შონიას, ა. ძიძიგურის, ი. სტეფნიაშვილის, კ. კერვალიშვილის, ლ. ონიანის, თ. იმნაიშვილის, ნ. გრიგოლაშვილის მიერ წარმოდგენილ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N1964; 09.02.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-26
ბიუროს ნომერი 144
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
4517-3-9-3-201803260937
N 4517
26/03/2018
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
მოქალაქე ნათია შონიას და სხვათა მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო
ფორმის
წინადადებაზე
აღმოფხვრის
„საქართველოს
„დისკრიმინაციის
ყველა
საქართველოს
კანონში,
შესახებ“
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში“ და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს
თაობაზე
ორგანულ
კანონში
საქართველოს
ცვლილების
კანონების
შეტანის
პროექტებთან
დაკავშირებით (N1964; 09.02.2018)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2018 წლის 23 მარტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე
ნათია შონიას და სხვათა მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში“
და
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე
საქართველოს
კანონების
პროექტებთან
დაკავშირებით.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს
კანონთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინანადება ითვალისწინებს შემდეგ
ცვლილებებს:
შემოთავაზებულია კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“
ქვეპუნქტებიდან სიტყვების „რეკომენდაციის“ და „დაინტერესებული პირის“
ამოღება.
ამ ცვლილებების განხორციელების შედეგად, დისკრიმინაციის მსხვერპლის
უფლებების აღსადგენად შესაბამისი დაწესებულებისათვის ან პირისათვის
სახალხო დამცველის მიმართვას ექნება მხოლოდ მიმართვის სახე და აღარ ერქმევა
რეკომენდაცია.
აღნიშნული ნორმის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს
სახალხო
დამცველის, როგორც დაინტერესებული პირის, სასამართლოსთვის მიმართვას იმ
შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან
ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები,
რომლებიც
დისკრიმინაციას
შემოთავაზებულია
ჩამოსცილდება
ადასტურებს.
ცვლილება,
რომლის
„დაინტერესებული
საკანონმდებლო
მიხედვით,
პირის“
წინადადებით
სახალხო
განსაზღვრება
დამცველს
და
სიტყვა
„რეკომენდაციის“ ნაცვლად ჩაიწერება სიტყვა „მიმართვა“.
კანონის
მე-8
მუხლის
მე-4
პუნქტის
ადმინისტრაციული,
სახელმწიფო
ხელისუფლებისა
თვითმმართველობის
ორგანო
შორის,
(მათ
თანახმად,
და
ნებისმიერი
ადგილობრივი
პროკურატურის,
საგამოძიებო,
სასამართლო ორგანო) ვალდებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული
მასალა, საბუთი, ახსნა-განმარტება და სხვა ინფორმაცია კანონით დადგენილი
წესების დაცვით გადასცეს საქართველოს სახალხო დამცველს მოთხოვნიდან 10
კალენდარული დღის ვადაში.
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ჩამოთვლილი სუბიექტებს
დაემატოს „კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი“.
ასევე შემოთავაზებულია
ყველა სუბიექტს დაუწესდეს დამატებითი
ვალდებულება - მოთხოვნიდან 5 კალენდარული დღის ვადაში წერილობით
უპასუხოს სახალხო დამცველს.
ნორმას
საკანონმდებლო წინადადება აგრეთვე ითვალისწინებს, რომ ამავე
ბოლოს
განუხორციელებლობა
დაემატოს
წინადადება:
გამოიწვევს
„აღნიშნული
პასუხისმგებლობას
ქმედების
ადმინისტრაციულ
სამართალდადღვევათა კოდექსით დადგენილი წესით“.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინანადება ითვალისწინებს შემდეგ
ცვლილებებს:
გათვალისწინებულია ცვლილება ორგანული კანონის მე-141 მუხლის
მე-2 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში.
„ზ“
ქვეპუნქტი,
მოქმედი
რედაქციით,
ეხება
სახალხო
დამცველის
უფლებამოსილებას, დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღსადგენად
რეკომენდაციით მიმართოს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის
მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი
მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს.
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულია
სიტყვა
„რეკომენდაციით“ ამოღება და სიტყვის „მასალები“ ჩანაცვლება სიტყვით
„მტკიცებულებები“.
„თ“
ქვეპუნქტის
უფლებამოსილებას,
მოქმედი
როგორც
რედაქცია
ეხება
დაინტერესებულმა
სახალხო
პირმა,
დამცველის
საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს
და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების
განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ
უპასუხა
ან
ეს
რეკომენდაცია
არ
გაიზიარა
და
არსებობს
საკმარისი
მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
საკანონმდებლო
წინადადების
თანახმად,
სახალხო
დამცველს
ჩამოსცილდება „დაინტერესებული პირის“ განსაზღვრება და ამოღებულ იქნება
მითითება ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსზე.
საბოლოოდ, შემოთავაზებულია ნორმის შემდეგი ფორმულირება: „თ)
უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს, თუ შესაბამისმა ორგანომ ან პირმა არ
გაიზიარა სახალხო დამცველის მიმართვა ან არ განხორციელდა შესაბამისი
ღონისძიებები დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლების აღსადგენად“.
საკანონმდებლო
წინადადება
ითვალისწინებს
ცვლილების
განხორციელებას კანონის 201 მუხლში, რომელიც ითვალისწინებს
დამცველის
ქმედების
უფლებამოსილებას, გამოსცეს
განმახორციელებლის
მიმართ,
რეკომენდაცია
სახალხო
დისკრიმინაციული
განცხადების/საჩივრის
განხილვის
შედეგად დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში.
წინადადების თანახმად, აღნიშნულ შემთხვევაში სახალხო დამცველი აღარ
გამოსცემს
რეკომენდაციას
და
მის
გარეშე
მიმართავს
დისკრიმინაციის
განმახორციელებელს.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსთან
დაკავშირებით საკანონმდებლო წინანადება ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებას:
შემოთავაზებულია კოდექსის 1734 მუხლზე მე-2 პუნქტის დამატება.
აღნიშნული ნორმის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას
სახალხო
დამცველის
კანონიერი
მოთხოვნის
შეუსრულებლობისათვის.
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული მე-2 პუნქტი დამატებით
ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას
კონკრეტულად
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე8
მუხლის
მე-4
პუნქტით
გათვალისწინებული
მოთხოვნის
შეუსრულებლობისათვის: „თუ ორგანო ან პირი დადგენილ ვადაში არ მიაწვდის
სახალხო დამცველს მოთხოვნილ ინფორმაციას“.
საკანონმდებლო წინადადების განხილვის პროცესში კომიტეტმა ყურადღება
მიაქცია იმ გარემოებას, რომ წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებების
განხორციელების საჭიროება არ არის დასაბუთებული და არგუმენტირებული:
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს
კანონის განმარტებით ბარათში ბუნდოვანია ამ კანონში შემოთავაზებული
ცვლილებების მიზანი.
გაუგებარია
თუ
რას
მოგვცემს
შესაბამისი
ნორმებიდან
სიტყვის
„რეკომენდაციის“ ამოღება.
განმარტებით ბარათში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ სახალხო
დამცველის რეკომენდაცია უმეტეს შემთხვევაში უპასუხოდ რჩება და მას ძალა არ
აქვს.
ასევე
ბუნდოვანია,
თუ
რას
მოგვცემს
ნორმიდან
სიტყვების
„დაინტერესებული პირის“ ამოღება და სახალხო დამცველისაგან ამ განსაზღვრების
ჩამოცილება. ამაზე განმარტებაში საერთოდ არაფერია ნათქვამი.
საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ნაწილში ასევე არაფერია
ნათქვამი თუ რა დადებით შედეგს მოიტანს და რა მიზანს ემსახურება 5 დღეში
წერილობითი პასუხის გაცემის ვალდებულების დაწესება, მაშინ როცა ნორმის
მოქმედი რედაქციის მიხედვით, არსებობს მოთხოვნილი მასალის, საბუთის, ახსნაგანმარტებისა და სხვა ინფორმაცის გადაცემის ვალდებულება დადგენილ 10დღიან ვადაში.
დამცველის
ანალოგიურად
შესახებ“
დაუსაბუთებელია
საქართველოს
ორგანულ
„საქართველოს
კანონში
სახალხო
შემოთავაზებული
ცვლილებებიც: განმარტებით ნაწილში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი, თუ რა
დადებით შედეგს მოიტანს ეს ცვლილებები და მხოლოდ ზოგადად არის
აღნიშნული, რომ „მიზანია, სახალხო დამცველის საქმიანობა გახდეს მეტად
ქმედითი და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები განიმსჭვალოს
პასუხისმგებლობის გრძნობით სახალხო დამცველის მოთხოვნაზე რეაგირების
კუთხით.“.
აღნიშნულ შემოთავაზებებთან დაკავშირებით კომიტეტმა მიიჩნია შემდეგი:
დისკრიმინაციის ნიშნების არსებობის შემთხვევაში რეაგირების
ისეთი ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმის გაუქმება, როგორიცაა სახალხო
დამცველის რეკომენდაცია, ცალსახად გაუმართლებელია და ეს არა თუ
გააძლიერებს
სახალხო
დამცველის
ინსტიტუტს,
არამედ,
პირიქით,
მნიშვნელოვნად შეასუსტებს მას და მოიტანს უარყოფით შედეგებს.
ამდენად, დასახელებული ცვლილების განხორციელება მიზანშეუწონელია
და საკანონმდებლო წინადადება ამ ნაწილში მიუღებელია.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
შემოთავაზებულ
ცვლილებასთან
დაკავშირებით
კომიტეტმა
აღნიშნა,
რომ
კოდექსის 1734 მუხლის მოქმედი რედაქციით დადგენილია ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
სახალხო
შეუსრულებლობისათვის.
დამცველის
საკანონმდებლო
კანონიერი
წინადადებით
მოთხოვნის
შემოთავაზებულია
ცალკე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს „თუ ორგანო ან პირი
დადგენილ ვადაში არ მიაწვდის სახალხო დამცველს მოთხოვნილ ინფორმაციას“.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ ეს ქმედება არ რჩება კოდექსის რეგულირების
მიღმა, მასზე ვრცელდება დასახელებული ნორმის მოქმედება, რადგან სახალხო
დამცველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობა, რა თქმა უნდა,
თავისი არსით იგივეა, რაც
სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის
შეუსრულებლობა.
შემოთავაზებული დამატებითი რეგულაციის შემოღების საჭიროება არ
არსებობს და მისი დამატება გაუმართლებლად გადატვირთავს ნორმას, რაც
მიზანშეუწონელია როგორც სამართლებრივი, ასევე იურიდიული ტექნიკის
თვალსაზრისით.
შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადება ამ ნაწილშიც მიუღებელია.
კომიტეტმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ
უკვე ინიცირებულია და პირველი მოსმენით განხილულია საქართველოს
ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/498,
23.10.2015) და საქართველოს კანონის პროექტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№073/500, 23.10.2015).
აღნიშნული კანონპროექტების ძირითადი მიზანი, პრინციპი იგივეა, რაც
შემოთავაზებულია საკანონმდებლო წინადადებით - დისკრიმინაციის ნიშნების
გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს
ეკისრებათ იგივე ვალდებულებები, რაც კანონით გააჩნიათ ადმინისტრაციულ,
სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს
(მათ შორის, პროკურატურის, საგამოძიებო, სასამართლო ორგანოს).
კერძოდ,
უკვე
წარმოებაში
არსებული
კანონპროექტების
თანახმად,
ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსაც უჩნდებათ ვალდებულება
დისკრიმინაციულ
მოპყრობასთან
დაკავშირებული
საქმის
განხილვასთან
დაკავშირებული მასალა, საბუთი, ახსნა-განმარტება და სხვა ინფორმაცია კანონით
დადგენილი წესების დაცვით გადასცეს საქართველოს სახალხო დამცველს
მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. მათვე სახალხო დამცველის
რეკომენდაციების და ზოგად წინადადებების მიღების შემთხვევაში უჩნდებათ
ვალდებულება განიხილონ ისინი და 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობონ
სახალხო დამცველს მათი განხილვის შედეგები.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-7 და მე-9
პუნქტების
თანახმად,
თუ
საკანონმდებლო
წინადადება
წარდგენილია
კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი
ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა
პარლამენტის ბიუროს. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში
საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი
კომიტეტი.
გათვალისწინებით იმისა, რომ განსახილველი საკანონმდებლო წინადადება
წარმოდგენილია
კანონპროექტების
სახით
და
მასზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი, ამ წინადადების მიღების შემთხვევაში, იგი ვალდებული იქნება
მოახდინოს აღნიშნული კანონპროექტების ინიცირება, ხოლო პარლამენტს მოუწევს
განყენებულად მუშაობა ანალოგიური პრინციპების მქონე ორ სხვადასხვა
ინიციატივაზე, რაც გაუმართლებელი და არარაციონალურია.
ამდენად,
ამ
გარემოების
გათვალისწინებითაც,
საკანონმდებლო
წინადადების მიღება მიზანშეუწონელია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებების გათვალისწინება
და მიღება არ არის მიზანშეწონილი, იგი სამართლებრივად გაუმართავი და
დაუსაბუთებელია,
საკითხი
არ
არის
სათანადოდ
მომზადებული,
ვერ
აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ
საკანონმდებლო წინადადება იქცეს საკანონმდებლო ინიციატივად.
შესაბამისად, მოქალაქე ნათია შონიას და სხვათა მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის მიერ ცნობილ იქნა უარყოფილად.
პატივისცემით,
სოფიო კილაძე
თავმჯდომარე