„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (13)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (14)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (15)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-03
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 137-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ჩადენილი ამ კოდექსის 3331 მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული
ბრძანების ან დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, “.
2. 138-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ჩადენილი ამ კოდექსის 3331 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული
ბრძანების ან დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, “.
3. 143-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ამ კოდექსის 3331 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრძანების ან
დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, “.
4. 144-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) ამ კოდექსის 3331 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრძანების ან
დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, “.
5. 1571 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული
საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა ან რომელმაც
1
აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე,
ჩადენილი ამ კოდექსის 3331 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრძანების ან
დავალების შესრულებასთან დაკავშირებით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.“.
6. 179-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ამ კოდექსის 3331 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრძანების ან
დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, “.
7. 181-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ამ კოდექსის 3331 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
ბრძანების ან დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, “.
8. 187-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. ამ მუხლის პირველ ან მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი ამ
კოდექსის 3331 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრძანების ან
დავალების შესრულებასთან დაკავშირებით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.“.
9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3331 და 3332 მუხლები:
„მუხლი 3331. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო
ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემა
1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების
გაცემა ან დავალების მიცემა დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ან დიდი
ოდენობით სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მიზნით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც მოჰყვა
დიდი ოდენობით ქონების გამოძალვა ან დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაზიანება
ან განადგურება,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2
3. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების
გაცემა ან დავალების მიცემა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მიზნით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც მოჰყვა
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
5. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების
გაცემა ან დავალების მიცემა თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მძევლად ხელში
ჩაგდების ან ყაჩაღობის გზით დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც მოჰყვა
თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება ან ყაჩაღობის გზით
დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან თხუთმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
7. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების
გაცემა ან დავალების მიცემა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების,
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი
ქმედების (გარდა ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა)
მიზნით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც მოჰყვა
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, დამამცირებელი ან არაადამიანური
მოპყრობა ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება (გარდა ამ კოდექსის 137-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა),
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
9. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების
გაცემა ან დავალების მიცემა წამების, მკვლელობის ან გაუპატიურების მიზნით,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ჩვიდმეტიდან ოც წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც მოჰყვა
წამება, მკვლელობა ან გაუპატიურება,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3
შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000
ლარის ზევით.
მუხლი 3332. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ
თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა
1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი
უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა, რაც გამოიხატა
სამართალწარმოების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით პირისთვის
პირდაპირ ან არაპირდაპირ უკანონო შეთავაზებაში, რათა ამ უკანასკნელმა
დაიბრალოს, დაფაროს ან არ შეატყობინოს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაული,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
დაფარვა ან შეუტყობინებლობა,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე.“.
10. 335-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთიდან
სამ წლამდე.“.
11. 364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთიდან
სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან 21 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
4
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთიდან
სამ წლამდე.“.
12. 375-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 375. დანაშაულის დაფარვა
1. მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, აგრეთვე ამ კოდექსის 182-ე
მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1941
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 221-ე
მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 339ე მუხლის პირველი ნაწილით, 3391 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 365-ე
მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით და 372-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად
დაფარვა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლითა და ამ კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:
ა) პირს, რომელმაც წინასწარ შეუპირებლად ახლო ნათესავის დანაშაული
დაფარა;
ბ) „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) პასუხისმგებელ პირს;
გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების
საკითხის განმხილველ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ
მიმართული
ღონისძიებების
განმახორციელებელ
საუწყებათაშორისო
საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრს;
დ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის
განმსაზღვრელი ჯგუფის წევრს;
ე) ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა
მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის) თანამშრომელს
(გარდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);
5
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო
ფონდის თანამშრომელს (გარდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);
ზ) პირისათვის კონსულტაციების გაწევის უზრუნველმყოფი უფასო
სატელეფონო დახმარების ქსელის ოპერატორს.“.
13. 376-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა
1. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ
მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული
ან/და ამ კოდექსის 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებით, 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ,
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
6
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
სისხლის სამართლის კოდექსში ორი ახალი შემადგენლობის შემოტანა და
შესაბამის მუხლებში დამამძიმებელი გარემოებების დამატება, ასევე, სანქციების
გამკაცრება იმ სისტემური დანაშაულის გამოძახილია, რომელსაც ადგილი ჰქონდა
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. აღნიშნულის შესახებ ხაზგასმულია
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებაში (N5432-IIს),
როდესაც საქართველოს პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შესწავლილი და წარმოდგენილი სამართლებრივი
მასალებისა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე წარსულში (2004-2012 წლებში)
მომხდარ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს მისცა პოლიტიკური და
სამართლებრივი შეფასება.
სისხლის სამართლის კოდექსი არასაკმარისად მკაცრია და ვერ პასუხობს
დაცული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას შესაბამისი ნორმებით, როდესაც
ადგილი აქვს უმაღლეს თანამდებობის პირთა შეთქმულებას ერთი ადამიანის მიმართ,
მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომელშიც, როგორც წესი,
შეთანხმებულად მოქმედებენ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები
(როგორც ეს ხაზგასმულია, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს 2011 წლის განჩინებაში, საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი
საქართველოს წინააღმდეგ“).
ასეთი სისტემური ხასიათის დანაშაულისათვის, რომელიც მართულია
უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ და წარმოადგენს კოდექსით დაცული
სამართლებრივი სიკეთეების ხელყოფის ყველაზე საშიშ გამოვლინებას, კოდექსი არ
ითვალისწინებს სპეციალურ შემადგენლობებს.
კერძოდ, კოდექსში არ არის ისეთ სპეციალური და ობიექტურად გაწერილი
შემადგენლობები (lex specialis), როგორებიც არის, ერთი მხრივ, „სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემის ან დავალების
მიცემა“, მეორე მხრივ კი, „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ
თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა,
რაც გამოიხატა სამართალწარმოების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით
პირისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ უკანონო შეთავაზებაში, რათა ამ უკანასკნელმა
დაიბრალოს, დაფაროს ან არ შეატყობინოს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაული“.
1
კოდექსი ასევე არ იცნობს სისტემური დანაშაულისათვის დამახასიათებელი
ტიპიური კონკრეტული დანაშაულის უშუალო ამსრულებლის პასუხისმგებლობის
გამკაცრებას, როდესაც ამ დანაშაულის ჩადენა სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირის უკანონო ბრძანების ან დავალების შესრულებას უკავშირდება.
კოდექსით
საკმარისად
არ
არის
ასევე
დაცული
სამართალწარმოების
განხორციელებისთვის ხელის შეშლის თავიდან აცილება სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირის მხრიდან, რაც დადასტურდა ზემოაღნიშნულ საქმეში „ენუქიძე
და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, როდესაც უმაღლესი თანამდებობის
პირთა მხრიდან განხორციელდა სამართალწარმოების განხორციელებისათვის
მიზანმიმართულად ხელის შეშლა.
მაშინ როდესაც ადგილი აქვს სისტემური დანაშაულის გამოვლინებას, რომლის
წახალისება და მართვა სახელმწიფო „ძალაუფლების ორგანიზებული აპარატით“
ხორციელდება, ძალადობრივი და ღირსების შემლახავი ქმედებების თანმდევ
გამოვლინებას წარმოადგენს პირადი ცხოვრების საიდუმლოს და საკუთრების
უფლების უხეში ხელყოფა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახელმწიფოს
ხელისუფლების მხრიდან ადამიანზე ძალადობის სიმბოლოს წარმოადგენს სანდრო
გირგვლიანის საქმე, წარმოდგენილი ცვლილებები არის ერთგვარი საკანონმდებლო
რეაქცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის განჩინებაზე
(საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“) და შესაბამისად, ეს
ცვლილებები, სიმბოლურად, წარმოადგენს „გირგვლიანის შესწორებებს“.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონიერებისა
და
სამართლიანობის
აღდგენის
პრინციპების
გათვალისწინებით, აუცილებელია სპეციალური შემადგენლობების (lex specialis)
შემოტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რათა მოხდეს სისტემური დანაშაულის
პრევენცია.
შესაბამისად,
კანონპროექტის
მიზანია
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის დროს ჩადენილი მძიმე ან
განსაკუთრებით
მძიმე
დანაშაულისათვის
expressis
verbis
დანაშაულის
შემადგენლობის განსაზღვრა, მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა
და პროპორციული სასჯელის დაწესება. ამით ხაზგასმულია სახელმწიფოს ნეგატიური
და მკაცრი რეაქცია სისტემურ დანაშაულთან ბრძოლაში.
აუცილებელია ასევე იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
გამკაცრება,
რომელიც
უშუალოდ
ასრულებს
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირის უკანონო ბრძანებას ან დავალებას სისტემური დანაშაულის
დროს.
შესაბამისად, კანონიერების პრინციპის (nullum crimen sine lege) თანახმად
(საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი, სისხლის სამართლის
კოდექსის მე-3 მუხლი), რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ ქართული, არამედ სხვა
დემოკრატიული ქვეყნების სისხლის სამართლის ქვაკუთხედს და რომელმაც თავისი
2
ადგილი დაიმკვიდრა ასევე საერთაშორისო სისხლის სამართალში, აუცილებელია
მკაფიოდ და კონკრეტულად გაიწეროს დანაშაულებრივად გამოცხადებული
ქმედებები, რათა შესრულდეს ამ პრინციპის ერთ-ერთი მოთხოვნა - ნორმის
განუსაზღვრელობის აკრძალვა (lex certa). აღნიშნული უზრუნველყოფს სისხლის
სამართლის საგარანტიო ფუნქციის შესრულებას, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მთლიანობაში, კანონპროექტის
მიზანია, უპირველეს ყოვლისა, ყველა იმ სამართლებრივი სიკეთის ეფექტიანად
დაცვა, რომელთა ხელყოფაც ხდება სისტემური დანაშაულის დროს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება
სპეციალური ნორმა „3331 მუხლი. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის
მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემა“.
დასახელებული მუხლი ითვალისწინებს სპეციალურ სუბიექტს. მის მიერ გაცემული
ბრძანება ან დავალება უკავშირდება ამ მუხლში მითითებულ სისხლის სამართლის
კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს. ეს დანაშაული
წარმოადგენს
ე.
წ.
ფორმალურ
დანაშაულს.
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის დამძიმება, თუ
მის ბრძანებას ან დავალებას მოჰყვა შესაბამისი კონკრეტული შედეგი.
ამ მუხლში გათვალისწინებულია მკაცრი სანქციები იმ კონკრეტულ
დანაშაულებთან შედარებით, რომელთა ჩადენაც, რომ არა შემოთავაზებული მუხლი,
დანაშაულში თანამონაწილეობის ფორმით დაკვალიფიცირდებოდა.
3331 მუხლს ერთვის შენიშვნა, რომლის თანახმადაც „ამ მუხლში დიდ
ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით.“
სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ასევე სპეციალური ნორმა „3332
მუხლი. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი
უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა“.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სპეციალურ სუბიექტს. ეს დანაშაული
წარმოადგენს ე. წ. ფორმალურ დანაშაულს და დამთავრებულია თანამდებობის პირის
მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად
სარგებლობის, უკანონო შეთავაზების მომენტიდან. სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის დამძიმება, თუ
მის შეთავაზებას დანაშაულის უშუალო ამსრულებლის მხრიდან მოჰყვა მძიმე ან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა.
ამ მუხლისთვის გათვალისწინებულია მკაცრი სანქციები იმ კონკრეტულ
მუხლებთან შედარებით, რომელთა გამოყენებაც შესაძლოა მომხდარიყო
სამართალშემფარდებლის მხრიდან ამ მუხლში აღწერილი ფაბულისთვის.
ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლში, კერძოდ, მე2 ნაწილს ემატება „გ“ ქვეპუნქტი - „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის
3
მიერ“. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მოცემული სანქციის ქვედა ზღვარი მკაცრდება და
ხდება თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სანქციის
გასწორება. კერძოდ, ეს სანქცია, სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-2
ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად გათვალისწინებულია ერთიდან სამ
წლამდე, ამ მუხლის მე-2 ნაწილში კი განსაზღვრულია ხუთ წლამდე, მაშინ როდესაც,
ამ შემთხვევაში, წარმოადგენს დამატებით და არა ძირითად სასჯელს.
ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებში სანქციის გამკაცრების კუთხით. კერძოდ, მე-2 ნაწილში იცვლება
თავისუფლების აღკვეთის ქვედა და ზედა ზღვარი და წესდება ორიდან ხუთ წლამდე.
ხდება სიტყვების „ან უამისოდ“ ამოღება, რომელიც უკავშირდება თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სანქციას. მე-3 ნაწილში მოცემული
ერთ-ერთი სანქციის - თავისუფლების აღკვეთა - განსაზღვრა ხდება სამიდან შვიდ
წლამდე და ხდება სიტყვების „ან უამისოდ“ ამოღება, რომელიც უკავშირდება
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სანქციას.
ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლში და მუხლს
ემატება სათანადო მითითება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის
ქმედების დანაშაულებრიობასა და შესაბამის სასჯელზე.
ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლში და მუხლს
ემატება სათანადო მითითება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ
დანაშაულის შეუტყობინებლობის ქმედების დანაშაულებრიობასა და შესაბამის
სასჯელზე.
ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის მე-4
ნაწილში და ემატება სათანადო მითითება 3331 მუხლის მე-3 ნაწილზე, რაც ამკაცრებს
ამსრულებლის პასუხისმგებლობას ამ ქმედების ჩადენისათვის სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო ბრძანების ან დავალების შესრულების
გამო.
კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილს ემატება „დ“ ქვეპუნქტი, კერძოდ,
ემატება სათანადო მითითება 3331 მუხლის პირველ ნაწილზე, რაც ამკაცრებს
ამსრულებლის პასუხისმგებლობას ამ ქმედების ჩადენისათვის სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო ბრძანების ან დავალების შესრულების
გამო.
კოდექსის 187-ე მუხლს ემატება 21 ნაწილი, კერძოდ, ემატება სათანადო
მითითება 3331 მუხლის პირველ ნაწილზე, რაც ამკაცრებს ამსრულებლის
პასუხისმგებლობას ამ ქმედების ჩადენისათვის სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირის უკანონო ბრძანების ან დავალების შესრულების გამო.
კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილს ემატება „ვ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, ემატება
სათანადო მითითება 3331 მუხლის მე-5 ნაწილზე, რაც ამკაცრებს ამსრულებლის
პასუხისმგებლობას ამ ქმედების ჩადენისათვის სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირის უკანონო ბრძანების ან დავალების შესრულების გამო.
4
კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილს ემატება „კ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, ემატება
სათანადო მითითება 3331 მუხლის მე-5 ნაწილზე, რაც ამკაცრებს ამსრულებლის
პასუხისმგებლობას ამ ქმედების ჩადენისათვის სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირის უკანონო ბრძანების ან დავალების შესრულების გამო.
კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილს ემატება „დ“ ქვეპუნქტი, კერძოდ,
ემატება სათანადო მითითება 3331 მუხლის მე-5 ნაწილზე, რაც ამკაცრებს
ამსრულებლის პასუხისმგებლობას ამ ქმედების ჩადენისათვის სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო ბრძანების ან დავალების შესრულების
გამო.
კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილს ემატება „დ“ ქვეპუნქტი, კერძოდ,
ემატება სათანადო მითითება 3331 მუხლის მე-7 ნაწილზე, რაც ამკაცრებს
ამსრულებლის პასუხისმგებლობას ამ ქმედების ჩადენისათვის სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო ბრძანების ან დავალების შესრულების
გამო.
კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილს ემატება „დ“ ქვეპუნქტი, კერძოდ,
ემატება სათანადო მითითება 3331 მუხლის მე-9 ნაწილზე, რაც ამკაცრებს
ამსრულებლის პასუხისმგებლობას ამ ქმედების ჩადენისათვის სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო ბრძანების ან დავალების შესრულების
გამო.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით
მოსალოდნელი
გავლენების
დაფინანსების
წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცალკეული
დანაშაულების ახალი შემადგენლობის განსაზღვრის, გარკვეულ შემთხვევებში
სანქციების გამკაცრებისა და ჯარიმების დაკისრების გამო.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების ახალი
შემადგენლობის განსაზღვრისა და გარკვეულ შემთხვევებში თავისუფლების
აღკვეთის ვადის შესაძლო ცვლილების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქცია არ ან
არასრულყოფილად ითვალისწინებდა აღნიშნულ შემადგენლებს, ოფიციალური
სტატისტიკის არარსებობის გამო გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება
მომავალში გამოვლენილ შემთხვევებზე.
5
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში
კანონპროექტი ითვალისწინებს ცალკეული დანაშაულების ახალი შემადგენლობის
განსაზღვრას, სანქციების გამკაცრებას, ჯარიმის დაკისრებასა და თავისუფლების
აღკვეთის ვადის ცვლილებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით ხდება ცალკეული დანაშაულების ახალი შემადგენლობის
განსაზღვრა და მასზე ჯარიმის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
ან/და
საერთაშორისო
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ირაკლი დვალიძე, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი (თსუ);
იოსებ ვარძელაშვილი, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი (სდასუ);
ლევან ხარანაული, ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი (თსუ); თემურ
ცქიტიშვილი, ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი (თსუ).
6
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“.
7
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც „სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 137. გაუპატიურება
1. გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური
ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით,
ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის
გამოყენებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა
მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-ე–141-ე
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი
პირის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული
სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.
მუხლი 138. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება
1. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის
137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით,
ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
1
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) ჩადენილი ჯგუფურად;
დ) ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ე) ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 139ე, 140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
ვ) ჩადენილი დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის
ქვეშ მყოფი პირის მიმართ;
ზ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა
მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
3. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული
სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
მუხლი 143. თავისუფლების უკანონო აღკვეთა
1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
ბ)
უცხოეთის
ოფიციალური
წარმომადგენლის
ან
საერთაშორისო
სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;
გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის
ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
ე) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე
შედეგი, –
2
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
მუხლი 144. მძევლად ხელში ჩაგდება
1. მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების
პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის
მოქმედება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
ე) შვიდ დღეზე მეტი ხნით;
ვ) ანგარებით;
ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის
ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
თ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო
სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;
ი) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე
შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან თვრამეტ წლამდე.
შენიშვნა: (ამოღებულია).
მუხლი 1571. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა
1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება,
გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა
თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური
ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი:
ა) ანგარებით;
3
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული
საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა ან რომელმაც
აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის
(მოპოვება, შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს,
რომელმაც
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და
ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ
გზით მიაწოდა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
მუხლი 179. ყაჩაღობა
1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში
ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით;
ბ) ჯგუფურად;
გ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ბინაში უკანონო შეღწევით;
გ) დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
მუხლი 181. გამოძალვა
4
1. გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან
ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო
ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან
დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი
ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი
უფლებები, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება
1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან
ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა
საყოველთაოდ საშიში საშუალებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით
გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით
გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
მუხლი 335. განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება
1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით,
შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება განმარტების ან ჩვენების
მიცემისათვის ანდა ექსპერტისა – დასკვნის მიცემისათვის, –
5
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ
წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ
წლამდე.
მუხლი 364. სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან
დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლა
1. საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის
შეშლის მიზნით პროკურორის ან გამომძიებლის საქმიანობაში, აგრეთვე დაცვის
განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ
ფორმით უკანონო ჩარევა, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ
წლამდე.
2. სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს
საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
21. სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ნაფიცი
მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით
უკანონოდ ჩარევა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე
ან უამისოდ.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან 21 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე
ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი
ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.
6
მუხლი 375. დანაშაულის დაფარვა
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, აგრეთვე ამ კოდექსის 182-ე
მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1941
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 221-ე
მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 339ე მუხლის პირველი ნაწილით, 3391 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 365-ე
მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით და 372-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლითა და ამ კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:
ა) პირს, რომელმაც წინასწარ შეუპირებლად ახლო ნათესავის დანაშაული
დაფარა;
ბ) „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) პასუხისმგებელ პირს;
გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების
საკითხის განმხილველ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ
მიმართული
ღონისძიებების
განმახორციელებელ
საუწყებათაშორისო
საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრს;
დ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის
განმსაზღვრელი ჯგუფის წევრს;
ე) ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა
მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის) თანამშრომელს
(გარდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო
ფონდის თანამშრომელს (გარდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);
ზ) პირისათვის კონსულტაციების გაწევის უზრუნველმყოფი უფასო
სატელეფონო დახმარების ქსელის ოპერატორს.
მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა
დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ

8