„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-03
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, #12,
1984 წელი, მუხლი 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17714 მუხლი:
„17714. მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა
1.„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის „21“ პუნქტით
გათვალისწინებული მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის
წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა:
ა)
სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო
დაზღვევის გარეშე საქმიანობა –
გამოიწვევს სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
ბ) სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით
დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული
ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა –
გამოიწვევს
სავაჭრო
ცენტრის/ბაზრობის
მფლობელის
დაჯარიმებას,
ობიექტში
ფუნქციონირებადი დაუზღვეველი კომერციული ობიექტების (გარდა კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევისა) რაოდენობის 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით;
გ) ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის მიერ სამოქალაქო
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა –
გამოიწვევს ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის დაჯარიმებას
თითოეული დაუზღვეველი ობიექტის (სადგური) რაოდენობის 1000 ლარზე ნამრავლის
ოდენობით;
დ) 100 და მეტ ადგილიანი სასტუმროს/დასასვენებელი სახლის მფლობელის მიერ
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა –
გამოიწვევს 100 და მეტ ადგილიანი სასტუმროს/დასასვენებლი სახლის მფლობელის
დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაკისრებული სახდელის ორმაგი ოდენობით დაკისრებას.“.
2.
219-ე მუხლს მე–3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31.
ამ
კოდექსის
17714
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
შემავალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
−
შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე
ადებს
ადმინისტრაციულ
სახდელს.
ადმინისტრაციული
ადმინისტრაციული
გამოკვლევის
საჭიროების
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმი
სამართალდარღვევის
შემთხვევაში
შესაძლებელია
ადგილზე
შედგეს
არ
და
სამართალდამრღვევს ჩაჰბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი
წესით
ამ
შემთხვევაში
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმზე
სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის.“.
3. 239–ე მუხლის 57-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„57. ამ კოდექსის 99-ე, 16510 და 17714 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
შემავალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
–
შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა)კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოსკანონში 2017 წლის 2 ნოემბერს
განხორციელებული ცვლილების (N 1329-Iს) შედეგად, კანონს დაემატა 49-ემუხლის „21“
პუნქტი, რომელიც ადგენს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მასობრივი
თავშეყრის ობიექტების მფლობელებისათვის მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო
პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულოობას. ასევე, კანონით გათვალისწინებულია
პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევის
შემთხვევებისათვის.
ა.ბ)კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიღების
მიზანია
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონთან. ასევე, კანონპროექტის
მიღება საშუალებას მოგვცემს ფართოდ იქნას მოცული მასობრივი თავშეყრის ობიექტების
მფლობელების
მიერ
მესამე
პირების
წინაშე
სავალდებულო
სამოქალაქო
პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც შეამცირებს ქვეყანაში ხანძრით და აფეთქებით
გამოწვეული შედეგების სოციალურ–ეკონომიკურ სიმძიმეს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად:
კოდექსს ემატება მუხლი 17714;
კოდექსის 219 მუხლის მე-3 ნაწილს ემატება 31 ნაწილი;
ცვლილება შედის 239-ემუხლის 57-ე ნაწილში;
კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, ადგენს მასობრივი თავშეყრის
ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობისათვის სახდელის ოდენობას. სახდელის
ოდენობა განსხვავდება ობიექტის სპეციფიკის მიხედვით. ამასთან, ბაზრობის/სავაჭრო
ცენტრისათვის
ადმინისტრაციული
სახდელის
დაკისრების
დროს
არსებითია
კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისის გათვალისწინება. კერძოდ, 2017 წლის 28
დეკემბრის საქართველოს მათავრობის დადგენილება@#579-ით დამტკიცებული წესი და
პირობების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაწესი
(საგამონაკლისო ნორმა).
სახდელის განსაზღვრისას გათვალისწინებულია შესაბამისი ობიექტის მფლობელის მიერ
გადასახდელი დაზღვევის წლიური საფასურის (პრემია) გასაშუალოებული ოდენობა,
თუმცა იმგვარად და იმ პრინციპით, რომ შესაბამისი პირისთვის არ იყოს ხელსაყრელი
ადმინისტრაციული სახდელის გადახდა და დაზღვევის გარეშე საქმიანობის გაგრძელება.
კანონპროექტის ავტორი აღნიშნული გათვლებისას დაეყრდნო სადაზღვევო ბაზარზე
არსებულ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს პრემიის
ოდენობებთან მიმართებით. შესაბამისად, სახდელის ოდენობა ითვალისწინებს პრემიის
გაორმაგებული ოდენობის სახდელის დაკისრებას.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი არეგულირებს სამართალდამრღვევის
მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შედგენილი ოქმით სანქციის
შეფარდების, მასზე ხელმოწერის და მისი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში
მიცემულ/მისაცემ პირზე ჩაბარების საკითხს.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე–3 პუნქტი განსაზღვრავს კანონით დადგენილ
სამართალდარღვევათა იმ ჩამონათვალს, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი
თანამდებობის პირები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს,
შესაბამისად, აღნიშნული ჩამონათვალი საჭიროებს დაზუსტებას, რათა მოხდეს
წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ასახვა.
ბ)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, კერძოდ: მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი დაჯარიმდება მესამე
პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე
საქმიანობისათვის. აღნიშნული თანხების წინასწარ გათვლა შეუძლებელია.
ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ)სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე)კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებიც
დაექვემდებარებიან
დაჯარიმებას
კანონპროექტით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევის გამო, კანონპროექტით გათვალისწინებული ოდენობით.
ბ.ვ)კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპები:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ იწვევს დადგენილი გადასახადის ან მოსაკრებლის შემოღებას,
კანონპროექტი გამოიწვევს სხვა სახის გადასახდელის დაწესებას, კერძოდ ფულადი
სახდელი კანონპროექტით დადგენილ შემთხვევებში და ოდენობით.
გ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა)კანონპროექტის მიმართება ევრო კავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
გ.გ)კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფოან/დასაერთაშორისოორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ააიპ „საქართველოს დაზღვევის ასოციაციის“ წერილობითი მომართვა, სადაზღვევო
ბაზარზე არსებული სტატისტიკური ინფორმაციის თაობაზე, რომელიც შეიცავს მონაცემებს
პრემიის ოდენობებთან მიმართებით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არარსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
ვ)კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 219. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის
153 7,
153 8,
165- ე და 194ე მუხლებითგათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს , აგრე
თვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის127 1 მუხლის მე -2 ნაწილით ,
129 1,
157- ე ,
191 1 და 195ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათასაქმეებს .
[1.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის
153 7 და 153 8 მუხლებით , 155 3 მუხლისპირველი – მე -10 ნაწილებით , 155 5 მუხლით , 155
6 მუხლის პირველი და მე -2 ნაწილებით ,
165- ე მუხლით ,
171 5 მუხლის მე -3 და მე -7
ნაწილებით და 194ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს , აგრეთ
ვე თავიანთიუფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე -2 ნაწილით,
129 1 ,
157- ე ,
191 1 და 195ე მუხლებითგათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს . (ამ
ოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]
2.
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
სახელით
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების
უფლება აქვთ:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ
კოდექსის 127 1 მუხლის მე-2 ნაწილითა და 157-ე, 165-ე, 165 10 და 195-ე მუხლებით, –
საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ფინანსთა სამინისტროს
შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ
კოდექსის 1291, 194-ე და 195-ე მუხლებით, – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შესაბამისი სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეებს, სამმართველოს უფროსსა და მის
მოადგილეს, რეგიონალური საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს,
საგადასახადო ორგანოების სხვა, სათანადოდ უფლებამოსილ პირებს, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სხვა უფლებამოსილ თანამდებობის
პირებს;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ამ
კოდექსის 179 3 მუხლით, – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის
უფლებამოსილ პირებს.
[გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ
კოდექსის 155 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155 6 მუხლის პირველი
და მე-2 ნაწილებით, 171 5 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 179 3 მუხლით, –
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ
პირებს. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]
3. ამ კოდექსის 153 7 და 153 8 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე
ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.
[4. ამ კოდექსის 155 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155 6 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით და 171 5 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ადგილზე
განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს
ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ადმინისტრაციული
გამოკვლევის
საჭიროების
შემთხვევაში
შესაძლებელია
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმი
ადგილზე
არ
შედგეს
და
სამართალდამრღვევს ჩაჰბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი
წესით.
ამ
შემთხვევაში
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმზე
სამართალდამრღვევის
ხელმოწერა
სავალდებულო
არ
არის.
ამასთანავე,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი უნდა დაფიქსირდეს ტექნიკური
საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით). (ამოქმედდეს 2018 წლის 1
მაისიდან)]
5.
ამ
კოდექსის
191 1 მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე
ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.
მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ
საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ
კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური;
2 1 . ამ
კოდექსის
42 3 მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. ამ
კოდექსის
572 მუხლით,
601 მუხლის
მე-2
ნაწილით, 61-ე, 95-ე, 1281 და 173
5 მუხლებით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმებს
ადგენენ
ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები.
4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51 2, 51 4−53 2, 54-ე, 54 1, 55 1, 55 4, 56-ე, 57 1, 58-ე–59-ე, 59 3, მე60, 60 3, 61 1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 4–69 6, 71-ე, 71 1, 72 1−77-ე, 78-ე და 79 1–79 5 მუხლებით,
79 6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79 7, 79 8,
82 1–82 4, 84-ე−86-ე, 87 1–87 3 და 89-ე–89 3 მუხლებით, 91 3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103 1, 104-ე
და 128 2–128 5 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 173
5 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი
თანამშრომლები.
41.
ამ
კოდექსის
59 2 მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი
თანამშრომლები.
42 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ).
43. ამ კოდექსის 51-ე, 51 2 და 54 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
5. (ამოღებულია);
6. ამ
კოდექსის
95-ე
მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ
უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
7. (ამოღებულია);
8. (ამოღებულია);
9. ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.
10. ამ კოდექსის 88-ე და 14410 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში
შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
101 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის
88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები.
11. ამ
კოდექსის
1071 მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და
სამდინარო ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
12. ამ
კოდექსის
1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების
დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები;
13. ამ კოდექსის 45-ე, 58 3, 81-ე, 86 1, 107-ე, 107 5, 114 1, 114 2, 116-ე–116 3, 118-ე−123-ე, 125-ე და
127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 139 5, 150-ე
და 153 3 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 174 1, 174 15, 174 16, 175 2, 176 1,
177 1, 180-ე–183-ე, 190-ე, 190 2, 191-ე და 199 1 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის
მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 197 2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების
ჩადენის
შემთხვევებში
შესაბამის
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი პირი.
131 . ამ
კოდექსის
173-ე
მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის
მიმართ
ჩადენისას,
აგრეთვე
ამავე კოდექსის
246-ე
მუხლის
„გ1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმს ადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი.
132 . ამ
კოდექსის
ე მუხლით გათვალისწინებულ ი ადმინისტრაციულ ი სამართალდარღვევ ის შესახებ
ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს აღსრულების პოლიციელი.
173 -
14. ამ კოდექსის 43 1, 43 2, 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 3 და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6
ნაწილით, 119 1 მუხლით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146 1, 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე
და 153 4 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 159 1 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ
შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები.
15. (ამოღებულია).
16. ამ
კოდექსის
153-ე, 1531 , 1541 , 1542 , 1551 , 158-ე, 1581 , 1594 , 163-ე, 1653 და 178-ე
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების
მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო
ორგანოები ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოების უფლებამოსილი პირები.
161 . ამ
კოდექსის 15910 მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯან მ რთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა
ორგანოების უფლებამოსილი პირები.
17. (ამოღებულია).
18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს
შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე;
19. ამ კოდექსის 66 4 და 91 2 მუხლებით, 91 3 მუხლის პირველი ნაწილით, 127 1 მუხლის მე-2
ნაწილით და 153-ე, 153 1, 153 5, 155 1–155 6, 157-ე, 158-ე, 164-ე, 164 4, 165-ე–165 3, 178-ე, 179 3,
194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების
უფლებამოსილი პირები.
[19. ამ კოდექსის 66 4 და 91 2 მუხლებით, 91 3 მუხლის პირველი ნაწილით, 127 1 მუხლის მე-2
ნაწილით, 153-ე, 153 1 , 153 5 , 155 1 და 155 2 მუხლებით, 155 3 მუხლის პირველი–მე-10 და მე13–მე-20 ნაწილებით, 155 5 , 155 6 , 157-ე, 158-ე, 164-ე, 164 4 , 165-ე–165 3 , 171 5 , 178-ე, 179 3 ,
194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების
უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]
[19 1 .
ამ
კოდექსის
155 8 მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი
ორგანოების უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან) ]
20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს
ადგენს სახალხო დამცველი;
ადმინისტრაციულ
21. ამ
კოდექსის
173 5 მუხლით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა და
ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
22. ამ
კოდექსის
179 2 მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
23. ამ
კოდექსის
1742 მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ უფლებამოსილი
პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი
პირები;
24. 1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის
სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის
ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები;
241. ( ამოღებულია);
242. ( ამოღებულია);
243. (ამოღებულია);
25. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
26. (ამოღებულია – 01.07.2011, №5004);
27. ამ კოდექსის 55 5, 77 1, 77 2, 107 2 და 107 3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125
2 და 125 3 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 135 1, 146 1, 150 1,
151 1, 152 2 და 152 3 მუხლებითა და 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.
28. ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმების
შედგენის
და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ
პირს.
28 1. ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 57 2–57 4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– წიაღის ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომლები.
29.
ამ კოდექსის 91
მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ა
დგენს საქართველოსფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსი
ლი ორგანოს დასკვნის საფუძველზე.
2
30. (ამოღებულია);
31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-651,
66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების
მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
32. (ამოღებულია);
33. ამ კოდექსის 157 1 –157
4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტრო
ს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები ;
34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
35. ამ კოდექსის 141–142-ე, 1441–1449 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის
სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საამისოდ უფლებამოსილი
პირები;
[35. ამ კოდექსის 141-ე–142-ე, 144 1 და 144 3 –144 5 მუხლებით და 155 3 მუხლის მე-11–მე-12
ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]
36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და
გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის
დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში
ჩადენილ, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 572 მუხლებით, 913 მუხლის მე-2 ნაწილით და 962 და
1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის
სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
37.
ამ
კოდექსის
159 5–159 9 მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები.
38. ამ კოდექსის 44 2, 44 5, 44 7–44 12 და 46 2–46 4 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.
[38. ამ კოდექსის 44 2 , 44 5 , 44 7 –44 12 , 46 2 –46 4 და 155 7 მუხლებით და 171 1 მუხლით
(მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ
კუთვნილ
ტერიტორიებზე
ჩადენილი
დარღვევებისათვის)
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს
შესაბამისი
სამსახურები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]
39. ამ კოდექსის 105 2 და 179 5 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
ღვინის ეროვნული სააგენტო.
391. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
40. (ამოღებულია);
41. ამ კოდექსის 58 2 მუხლით და 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). ამ
კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5–მე-10 და მე-12–მე-15 ნაწილებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და
სასაზღვრო ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ
გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები
(საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად).
42.
ამ
კოდექსის
461 მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
43. (ამოღებულია);
44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული
ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
45.
ამ
კოდექსის
1781–1782 მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო 1783 მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ერთობლივად
ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირები.
46.
ამ
კოდექსის
425–429 მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის
ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები;
47. ამ კოდექსის 139 2 და 139 3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების
დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების –
სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოების
უფლებამოსილ
თანამდებობის
პირებს,
ხოლო
139 4 მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.
471 .
ამ
კოდექსის
109-ე
და
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
111-ე−1115 მუხლებით
გათვალისწინებულ
შესახებ ოქმებს
ადგენენსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შ
ემავალი საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
−
სამოქალაქო
ავიაციის
სააგენტოს უფლებამოსილი პირები.
48. ამ კოდექსის 155 3 –155 6 , 1711–171 3 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
[48. ამ კოდექსის 171 1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და
ფარმაცევტული დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური
დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო
ტრანსპორტისა)
მძღოლის,
რკინიგზის,
საზღვაო
და
საჰაერო
ტრანსპორტის
მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის
მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 171 3 და 191-ე მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმებს
ადგენენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]
49. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
50.
ამ
კოდექსის
96 1 მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის
სექტორის სათანადო ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
51.
ამ
კოდექსის
44 4 მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი
სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
52. (ამოღებულია).
521 .
ამ
კოდექსის
1291 მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში ოქმებს
ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის
გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ან
მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45ე,
166-ე,
1972 და
1973 მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების შემთხვევაში აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
54. (ამოღებულია - 28.12.2011, №5662).
55. ამ კოდექსის 185-ე, 185 1 და 185 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
56.
ამ
კოდექსის
128 2 მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი
ორგანოები.
57. ამ კოდექსის 99-ე და 165 10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
58. (ამოღებულია).
59. (ამოღებულია – 27.12.2011, №5653).
60. ამ კოდექსის 172 4, 172 5, 173 6, 173 7, 173 9 და 175 1 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოების და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი
პირები,
ხოლო
ამ
კოდექსის
172 7 და
173 13 მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს – მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.
60 1. ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოების უფლებამოსილი პირები.
60 2.
ამ
კოდექსის
177-ე
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო
უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი.
61.
ამ
კოდექსის
96 4 მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად.
62. ამ კოდექსის 149ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ა
დგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმო
მარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად
.
63.
ამ
კოდექსის
17312 მუხლით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო .
ადმინისტრაციულ
64. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში
შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი
სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში
აღნიშნული
სამართალდარღვევის
შესახებ
ოქმს
ადგენს
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
გენერალური
ინსპექციის
უფლებამოსილი თანამშრომელი.
65.
ამ
კოდექსის
15911 მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილი
პირები.
66. ამ კოდექსის 196 1, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების
დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის
მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.
67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმების
შედგენის
უფლება
აქვს
მუნიციპალიტეტის
მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი
თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.
68.
ამ
კოდექსის
1726 მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,
ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი
თანამდებობის პირები.
69.
ამ
კოდექსის
17712 მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი პირები.
70. ამ კოდექსის 153 7 და 153 8 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირები.
[71. ამ კოდექსის 171 1 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების შენობანაგებობაში ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
ორგანოები.
72. ამ კოდექსის 171 2 და 171 4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]
73.
ამ
კოდექსის
177 13 მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს (გარდა ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა) ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს უფლებამოსილი პირი. ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს
ადგენს პოლიციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
74.
ამ
კოდექსის
191 1 მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ოქმს თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ხოლო ავტოსატრანსპორტო
საშუალების მიერ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიის
დატოვებისას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.