ქ. ამბროლაურის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2012 წლის 25 აპრილი
ქ. ამბროლაური
ქ. ამბროლაურის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოყენებულ იქნ ე ს საჯარიმო სანქცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე და აღრიცხვაზე უფლებამოსილი პირები განისაზღვრებიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სტრუქტურული ერთეულის (შემდგომ - სტრუქტურული ერთეული) თანამშრომლებისაგან.
3. საქმის გარემოებათა შეფასების შედეგად, სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინადადების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას:
ა) ადმინისტრაციულ სახდელის დადების შესახებ;
ბ) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ.
4. გამგებელი უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე დაიბაროს სამართალდამრღვევი ახსნა-განმარტების მისაცემად.
5. საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აგრეთვე სამართალდამრღვევისათვის სიტყვიერი შენიშვნის მიცემისას.
6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. ამბროლაურის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „ქ. ამბროლაურის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ“?
- „ქ. ამბროლაურის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ“ მიღებულია 25.04.2012. მიმღები ორგანო — ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 020080000.35.117.016110.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქ. ამბროლაურის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 08.05.2012-დან.
- სად არის „ქ. ამბროლაურის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქ. ამბროლაურის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ“, №26, 25.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.117.016110 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1641827/