ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.05.2012 ძალადაკარგული 23.02.2018
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
020080000.35.117.016116
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2012 წლის 08 მაისი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-3 და 239-ე მუხლის მე-14 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1.

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე და აღრიცხვაზე, აგრეთვე ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილნი არიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის შესაბამისი თანამშრომლები.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელ პირს შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

მუხლი 2.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. ამბროლაურის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 აპრილის №26 დადგენილება.

მუხლი 3.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                            კ . ფარჯანაძე