საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-03
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
ანგარიში
საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიში
საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ
2017 წელი
www.ombudsman.ge
სარჩევი
შესავალი ........................................................................................................................................................... 9
1. სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა .................................................... 17
1.1. სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის მიერ .......................................................................................................... 18
1.2. საქმის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაციის მოუწოდებლობა............................................. 19
1.3. კანონით დადგენილ ვადაში შუალედური პასუხის გაცემა და ინფორმაციის მოწოდება
მხოლოდ განმეორებითი მოთხოვნის შედეგად................................................................................... 20
1.4. ინფორმაციის მოწოდებაზე უარი სხვადასხვა საფუძვლით ...................................................... 20
2. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული
რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა ....................................................................................... 25
3.
სიცოცხლის უფლება ............................................................................................................................. 37
4. წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის
პრევენცია ........................................................................................................................................................ 41
4.1.
პენიტენციური სისტემა ................................................................................................................ 41
4.2.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა..................................................................................... 55
4.3.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი
განთავსების ცენტრის მონიტორინგი .................................................................................................... 67
4.4.
5.
6.
ფსიქიატრიული დაწესებულებები ............................................................................................ 71
წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის გამოძიება ... 81
5.1.
პრაქტიკა .......................................................................................................................................... 81
5.2.
კანონპროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ ...................................... 85
5.3.
სპეციალური ანგარიში გენერალურ ინსპექციების ეფექტიან რეაგირებაზე ...................... 87
5.4.
კომუნიკაციები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან .................................................. 87
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება ................................................................................ 90
6.1.
აღკვეთის ღონისძიებები .............................................................................................................. 90
6.2.
საექსტრადიციო პატიმრობა ........................................................................................................ 92
6.3.
ივანე მერაბიშვილის საქმე ........................................................................................................... 93
6.4.
ადმინისტრაციული დაკავების ვადის გაზრდა ....................................................................... 94
2
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
6.5.
ნარკოტესტირება ........................................................................................................................... 95
6.6.
სპეციალური საპოლიციო კონტროლი (ე.წ. „რეიდები“) ........................................................ 96
7.
სამართლიანი სასამართლოს უფლება............................................................................................. 100
7.1.
ინსტიტუციური პრობლემები სასამართლო სისტემაში ...................................................... 100
7.2.
სააპელაციო სასამართლოებში საქმეთა განხილვის გაჭიანურება ..................................... 104
7.3.
სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა ........................................................................ 105
7.4.
მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკა ..................... 106
7.5.
კანონიერების პრინციპი ............................................................................................................. 108
7.6.
მხარეთა თანასწორობის უფლება ............................................................................................. 109
7.7.
დაუშვებელი მტკიცებულების გამოყენება ............................................................................. 110
7.8.
დასაბუთებული განაჩენის უფლება ........................................................................................ 112
7.9.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ხარვეზები...................... 114
7.10.
საკონსტიტუციო სამართალწარმოებისას უფასო იურიდიული დახმარებით
უზრუნველყოფა ...................................................................................................................................... 115
8.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება........................................................................... 118
8.1.
გავრცელებულ ჩანაწერებზე მიმდინარე გამოძიებები ......................................................... 118
8.2.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების წესი............................................ 119
8.3.
სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა .................................................... 121
9.
თანასწორობის უფლება ..................................................................................................................... 124
9.1.
სქესის ნიშნით დისკრიმინაცია ................................................................................................. 125
9.2.
შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია .................................................... 125
9.3.
რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია ......................................................................................... 126
9.4.
სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია ...... 127
9.5.
დისკრიმინაცია სოციალური სარგებლის მიღებისას ........................................................... 128
9.6.
დისკრიმინაცია შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში .......................... 129
9.7.
დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამები და რეკლამები ................................ 130
9.8.
სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზები ... 130
10.
გენდერული თანასწორობა ............................................................................................................ 134
10.1.
ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ......................................... 134
3
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
10.2.
ქალთა ეკონომიკური აქტივობა და შრომითი უფლებები ............................................... 136
10.3.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ............................. 138
10.4.
ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება .................................................................................. 139
10.5.
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ...................................................................................... 140
10.6.
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ............................................................ 141
10.7.
ადრეულ ასაკში ქორწინება.................................................................................................... 146
10.8.
ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ......................................................................... 147
10.9.
ქალ და ლგბტ+ უფლებადამცველთა უფლებრივი მდგომარეობა.................................. 151
11.
რწმენისა და რელიგიის თავისუფლება ....................................................................................... 155
11.1.
რელიგიის თავისუფლებასა და თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებული
კანონმდებლობა და არსებული ხარვეზები ........................................................................................ 155
11.2.
რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევები .......... 157
11.3.
სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევა და დისკრიმინაცია ........................ 159
11.4.
რელიგიური გაერთიანებების საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები ......... 159
11.5.
პერსონალური მონაცემების დაცვა ...................................................................................... 162
12.
გამოხატვის თავისუფლება ............................................................................................................ 165
12.1.
აფგან მუხთარლის საქმე ........................................................................................................ 165
12.2.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმე ................................................................... 167
12.3.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენები .................................. 168
12.4.
„ბირჟა მაფიას“ საქმე ............................................................................................................... 169
13.
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ............................................................................ 171
14.
ინფორმაციის თავისუფლება ........................................................................................................ 174
14.1.
სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა ................................................... 174
14.2.
არქივებში დაცული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა .............................................. 175
15.
საკუთრების უფლება ...................................................................................................................... 178
15.1.
კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებული
მოსახლეობის საკუთრების უფლება.................................................................................................... 178
15.2.
საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან/აღიარებასთან დაკავშირებით არსებული
პრობლემები დაბა ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ტერიტორიაზე .......................................... 178
4
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
15.3.
სახელმწიფო უწყებების აღიარებული ვალდებულებების შესრულებისა და
სასამართლო გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღუსრულებლობის საკითხი ................. 180
15.4.
16.
აღიარების კომისიის გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის პრობლემა ............... 181
საარჩევნო უფლება .......................................................................................................................... 183
16.1.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები .......................................... 183
16.2.
ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის სავარაუდო შეზღუდვა ..................... 185
16.3.
უკანონო შემოწირულების სავარაუდო ფაქტები ............................................................... 186
17.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება ...................................................................... 189
18.
შრომის უფლება ............................................................................................................................... 194
18.1.
შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა ............................................................................... 194
18.2.
შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის მუშაობა........................ 195
18.3.
სანქცირების მექანიზმით აღჭურვილი ორგანოების მუშაობა ........................................ 196
18.4.
სამუშაო ადგილებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე მიმდინარე გამოძიების
შედეგები და სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები ............................ 197
18.5.
შრომის კოდექსში არსებული ძირითადი ხარვეზები ...................................................... 199
18.6.
შრომითი უფლებების დაცვა საჯარო დაწესებულებებში ............................................... 199
19.
ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ........................................................................................ 202
19.1.
ქალაქმშენებლობის სფეროში არსებული ხარვეზები ....................................................... 204
19.2.
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გადაწყვეტილებები ................................ 206
19.3.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა ........................................................... 207
19.4.
სახანძრო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები ......................................... 209
19.5.
გარემოსდაცვითი საკითხები სამეწარმეო საქმიანობისას................................................ 210
20.
ჯანმრთელობის უფლება ............................................................................................................... 214
20.1.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა ............................................................. 214
20.2.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და ფარმაცევტული ბაზარი ................................ 215
20.3.
პაციენტის უფლებები ............................................................................................................. 217
20.4.
ნარკოპოლიტიკა ...................................................................................................................... 219
21.
სოციალური უზრუნველყოფის უფლება .................................................................................... 227
21.1.
საარსებო შემწეობები და ძირითადი ხარვეზები ............................................................... 227
5
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
21.2.
საარსებო შემწეობის პროგრამის ადმინისტრირების ხარვეზები ................................... 230
21.3.
სათანადო კვების უფლება ..................................................................................................... 231
22.
სათანადო საცხოვრებლის უფლება ............................................................................................. 234
22.1.
თბილისში უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით დაკმაყოფილების წესი
234
22.2.
23.
უსახლკარო პირთა მდგომარეობა მუნიციპალიტეტებში ................................................ 236
ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა............................................................................. 240
23.1.
ეკომიგრანტთა სფეროში არსებული კანონმდებლობის ხარვეზები და პრაქტიკაში
არსებული პრობლემები ......................................................................................................................... 240
23.2.
ეკომიგრანტთა განსახლების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობა ....................... 243
23.3.
ეკომიგრაციის პრევენცია ....................................................................................................... 243
24.
განათლების უფლება ...................................................................................................................... 246
25.
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა ............................................................................................ 248
25.1.
ბავშვის სიცოცხლისა და განვითარების უფლება ............................................................. 249
25.2.
განათლების უფლება .............................................................................................................. 251
25.3.
ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე .................................................... 255
25.4.
ბავშვის მიმართ ძალადობა .................................................................................................... 257
25.5.
ბავშვთა შრომა .......................................................................................................................... 262
25.6.
სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი არასრულწლოვნების უფლებრივი
მდგომარეობა............................................................................................................................................ 263
26.
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ
273
26.1.
განათლების ხელმისაწვდომობა ........................................................................................... 273
26.2.
ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობა .......................................................................................................................................... 278
26.3.
ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და
ადგილობრივი არჩევნები ...................................................................................................................... 279
26.4.
27.
ეროვნული უმცირესობებისთვის მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ..... 280
თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებები .............................................................................. 285
27.1.
თავდაცვის სამინისტრო ......................................................................................................... 287
6
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
27.2.
28.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ............................... 289
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა.......................... 293
28.1.
მისაწვდომობა .......................................................................................................................... 294
28.2.
განათლების უფლება .............................................................................................................. 296
28.3.
შშმ პირთა ჯანმრთელობის უფლება ................................................................................... 298
28.4.
რეაბილიტაცია/აბილიტაცია ................................................................................................. 301
28.5.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომისა და დასაქმების უფლების
რეალიზება ................................................................................................................................................ 303
28.6.
29.
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა ...................................... 305
ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა........................................................................ 311
29.1.
ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვა ............................................................................. 311
29.2.
ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობა .............................................................................. 313
30.
კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა ................... 316
30.1.
კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების
თავისუფლების საკითხი........................................................................................................................ 317
30.2.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სამოქალაქო და სოციალური
უფლებები ................................................................................................................................................. 320
30.3.
გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური
უფლებები ................................................................................................................................................. 327
31.
იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა .................. 330
31.1.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლება .............................................................................. 330
31.2.
საცხოვრებელი ფართების პრივატიზაცია დევნილებისთვის ........................................ 333
31.3.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ობიექტები ............................................ 334
31.4.
დევნილთა საჭიროებაზე მორგებული დახმარება ............................................................ 335
32.
მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა ...................................................................................... 337
32.1.
საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საქმეები........................................................ 337
32.2.
მოქალაქეობის მინიჭებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის
საქმეები 338
33.
თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი
მდგომარეობა................................................................................................................................................ 340
7
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
33.1.
ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობა.......................... 340
33.2.
თავშესაფრის პროცედურების ხელმისაწვდომობა სახელმწიფო საზღვარსა და
პენიტენციალურ დაწესებულებებში ................................................................................................... 344
33.3.
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაცია ........................................................... 344
8
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შესავალი
სახალხო დამცველის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის 43-ე
მუხლის, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლისა და
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
229-ე
მუხლის
შესაბამისად.
ანგარიშში
წარმოდგენილია 2017 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების
მითითებულია
დაცვის
მიმართულებით
სახელმწიფო
არსებული
ხელისუფლებისა
და
გამოწვევები
ადგილობრივი
და
პროგრესი,
თვითმართველობის
ორგანოები, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე,
მიმოხილულია
სახალხო
დამცველის
მიერ
გაცემული
რეკომენდაციების/წინადადებების
შესრულების მდგომარეობა.
სახალხო
დამცველის
რეკომენდაციები
მიერ
ანგარიშში
მაქსიმალურად
წარმოდგენილი
მისადაგებულია
შესაბამისი
საპარლამენტო
წინადადებები
ფორმატს.1
და
ამასთან,
საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ანგარიშის
განხილვის პროცესში უშუალოდ ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები,
რომლებსაც მიემართება რეკომენდაციათა მნიშვნელოვანი ნაწილი. ასევე, საქართველოს
სახალხო დამცველი, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ანგარიშში წარმოდგენილი
წინადადებები,
რომელიც
საქართველოს
წინაპირობას
წარმოადგენს
ქვეყანაში
პარლამენტს
არსებული
მიემართება
გამოწვევების
და
მნიშვნელოვან
დაძლევის
პროცესში,
გათვალისწინებული იქნას და აისახოს ანგარიშის შესაბამისად მომზადებულ საპარლამენტო
დადგენილებაში.
საანგარიშო პერიოდი ძირითადად მოიცავს 2017 წელს, მაგრამ მასში ასევე გაანალიზებულია ის
პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც
გაგრძელდა.
„სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში,
სახალხო დამცველის აპარატი მთელი წლის განმავლობაში ითხოვდა შესაბამის ინფორმაციას
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ახდენდა დახურული დაწესებულებების მონიტორინგს,
ართმევდა
ახსნა–განმარტებებს
სამოქალაქო
და
საჯარო
ადმინისტრაციულ
მოხელეებს,
საქმეებს
და
ეცნობოდა
სისხლის
ახორციელებდა
სამართლის,
კანონმდებლობის
დამოუკიდებელ შესწავლას და ანალიზს. პარალელურად, საქართველოს სახალხო დამცველი
აქტიურად ეცნობოდა ადამიანის უფლებათა თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების
კვლევებს და რეკომენდაციებს და გარკვეულ შემთხვევაში იზიარებდა მათ მიგნებებს. სახალხო
1
რეკომენდაცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ საქართველოს პარლამენტის ან პარლამენტის
წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ შესაძლებელი იყოს შესაბამისი რეაგირება და უფლებრივი
რესტიტუცია.
9
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დამცველის საპარლამენტო ანგარიშის თითოეულ თავში წარმოდგენილი ზოგადი შეფასებები
სწორედ აღნიშნული მეთოდების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
ანგარიში მოიცავს შემდეგ თემატიკას:
საქართველოს სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღებით შეაფასა სიცოცხლის
უფლება, კერძოდ მისი პროცედურული ნაწილი, რაც გულისხმობს სიცოცხლის ხელყოფის
შემთხვევების ეფექტურ გამოძიებასა და ძალის გამოყენების პროპორციულობის შეფასებას.
გასული საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში,
ტერორისტულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან
მაჩალიკაშვილის გარდაცვალება კვლავ აბრუნებს სახალხო დამცველის განხილვის საგნად
სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის პრობლემას.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში სახალხო დამცველმა ხანგრძლივი
გეგმური და არაგეგმური ვიზიტების შედეგად შეაფასა პენიტენციური, დროებითი მოთავსების
და ფსიქიატრიული დაწესებულებები. გაანალიზა ის პრობლემები, რომელთა არსებობაც
ავტომატურად იწვევს არასათანადო მოპყრობას (მაგალითად, შესაბამის სტანდარტზე ნაკლები
სივრცე) ან რომელთა არსებობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა არასათანადო მოპყრობის
პრევენციისთვის (მაგალითად, პატიმართა პასუხისმგებლობის გამართული სისტემა).
სასჯელაღსრულების
სისტემის
ნაწილში
დაწესებულებებში
მოთავსებული
პრობლემურია
პატიმრების
უფლებრივი
განსაკუთრებული
მდგომარეობა,
რისკის
დახურული
დაწესებულების ვიდეო ჩანაწერების შენახვის ვადები, სრული, სხეულებრივი და გაშიშვლებით
შემოწმების პროცედურა, უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწესებულებებთან მიმართებით მთავარი რეკომენდაციები ეხება
ვიდეო ჩანაწერების გაკეთების ვალდებულების მკაფიო რეგულირებას და შესაბამის დანაყოფთა
აღჭურვას სამხრე კამერებით, ჩანაწერების შენახვის და დაარქივების საკითხს, სხვადასხვა
აღრიცხვის დოკუმენტების გამართულ წარმოებას და დაკავებული პირის პირდაპირ დროებითი
მოთავსების იზოლატორში მიყვანის ვალდებულების განსაზღვრას.
განსაკუთრებულად
რთული
პირობებია
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში,
რაზეც
რეკომენდაციები იქნა წარმოდგენილი არსებული პირობების შეცვლის მოთხოვნით. პირველ
რიგში აღსანიშნავია საქართველოს ჯანდაცვის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს
ვალდებულება – შესაბამისი სტანდარტების დაცვის მიზნით, უზრუნველყოს ამ დარგის
აქტიური და ეფექტური ზედამხედველობა. ასევე გაესვა ხაზი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში
არსებულ უკიდურესად მძიმე, ადამიანის ღირსების შემლახავი პირობების აღმოფხვრის
აუცილებლობას.
გარდა პრევენციისა, საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილია არასათანადო მოპყრობის
ფაქტების გამოძიების საკითხი. 2013-2017 წლებში საქართველოს მთავარ პროკურატურას
10
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სახალხო დამცველმა მიმართა 72 წინადადებებით, პოლიციელების და პენიტენციური
დაწესებულების თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის
ფაქტზე გამოძიების დასაწყებად. არცერთ ამ შემთხვევაში პროკურატურას სავარაუდო დამნაშავე
არ გამოუვლენია. ანგარიშში საუბარია, როგორც გამოძიების დაწყების გაჭიანურებაზე, ისე მის
ეფექტურობაზე და დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემებზე. ცალკე ქვეთავი ეთმობა
„სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და მის მიმართ არსებულ
შენიშვნებს,
რომელიც
ეფექტური
დამოუკიდებელი
საგამოძიებო
მექანიზმის
შექმნის
ვალდებულებიდან მომდინარეობს.
თავისუფლებისა და უსაფრთხოების კუთხით ხარვეზები გამოიკვეთა აღკვეთის ღონისძიებებისა
და
საექსტრადიციო
პატიმრობის
შეფარდებისას;
ყოფილი
პრემიერ-მინისტრის,
ივანე
მერაბიშვილის მიმართ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ წარმოშვა სახელმწიფოს
ვალდებულება, გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები მის მიმართ უხეშად დარღვეული
თავისუფლების
აღსადგენად;
ადმინისტრაციული
დაკავების
ვადების
გაზრდამ
დაუსაბუთებლად შეზღუდა არასამუშაო დროის პერიოდში თავისუფლების უფლება; კვლავ
მოუწესრიგებელია ნარკოტესტირების – პირის იძულებითი ნარკოშემოწმების პრაქტიკა.
სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა სახალხო დამცველის 2017 წლის საქმიანობის
პრაქტიკაში რამდენიმე მიმართულებით გამოვლინდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ
სახალხო დამცველმა სამართლიანი სასამართლოს უფლება შეაფასა ინსტიტუციურ ჭრილში და
წარმოადგინა მსჯელობა, თუ რა გავლენას ახდენს სასამართლო სისტემაში ინსტიტუციური
ხასიათის
პრობლემები
სასამართლოს
დამოუკიდებლობის
ხარისხზე.
განსაკუთრებით
პრობლემატურად შეაფასა სააპელაციო სასამართლოში საქმეების გაჭიანურების სიხშირე და
სასამართლოს შემადგენლობის ხშირი ცვლილება. 2017 წელს ადგილი ჰქონდა მხარეთა
თანასწორობის დარღვევასაც. ასევე გამოვლინდა განაჩენში დაუშვებელი მტკიცებულებების
გამოყენებისა და დასაბუთებულობის პრობლემები.
პირადი ცხოვრების კუთხით ანგარიშში წარმოდგენილია მსჯელობა დაწყებული გამოძიებების
არაეფექტურობის შესახებ, რომლებიც ეხება 2015 და 2016 წელს გამოქვეყნებულ პირადი
ცხოვრების
ფაქტებს.
კანონმდებლობის
ცალკე
თავი
ეთმობა
არაკონსტიტუციურობის
ფარული
შესახებ
მიყურადების
საქართველოს
მომწესრიგებელი
სახალხო
დამცველის
არგუმენტებს და ასევე შესაბამის პრაქტიკულ ხარვეზებს ამ მიმართულებით.
თანასწორობის უფლების დაცვა საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს; არასაკმარისი
საკანონმდებლო გარანტიები, საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი შეხედულებები და
სახელმწიფოს
მხრიდან
თანასწორუფლებიანობის
უზრუნველსაყოფად
მიმართული
ღონისძიებების სიმწირე, არსებული რეგულაციების ეფექტურ განხორციელებას აფერხებს. 2017
წელს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული 162 ახალი საქმე განიხილა;
საქმისწარმოების შედეგები ცხადყოფს, რომ თანასწორობის უფლების რეალიზების მხრივ,
11
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის კვლავ რჩებიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირები, მათ შორის, ბავშვები, ლგბტ+ თემის და რელიგიური უმცირესობების
წარმომადგენლები. ხოლო სფერო, რომელშიც სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ყველაზე
ხშირად აქვს ადგილი, წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობებია. ასევე, პრობლემურ
საკითხად გამოიკვეთა დისკრიმინაცია სოციალური სარგებლის მიღებისას.
ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის
დაბალი
მაჩვენებელი
და
თანასწორობის
უფლების
რეალიზების
კუთხით
არსებული
გამოწვევები ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელზე
უარყოფითად აისახება. პრობლემას წარმოადგენს გენდერული ძალადობა და ფემიციდის
მაღალი რიცხვი. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებამ გამოავლინა, რომ ცნობიერების დაბალი დონე
ნეგატიურ გავლენას ახდენს ამ უფლებების ხელმისაწვდომობაზე.
2017 წელს სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის
რატიფიცირებით. ასევე, დადებითად უნდა აღინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, თუმცა კვლავ გამოწვევას
წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მიღწევა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში,
სადაც გენდერული მეინსტრიმინგი არ განხორციელებულა.
მნიშვნელოვან
პრობლემად
სამართალდარღვევებზე
რჩება
რეაგირება.
რელიგიური
შეუწყნარებლობის
გადაუჭრელია
საბჭოთა
მოტივით
პერიოდში
ჩადენილ
ჩამორთმეული
საკულტო ნაგებობების ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნების საკითხი. სახელმწიფოს
დღემდე არ გადაუდგამს სამართლებრივი ან პოლიტიკური ნაბიჯი, რომლითაც არადომინანტი
რელიგიური ჯგუფებისთვის მათი ისტორიული ქონების დაბრუნებას უზრუნველყოფდა.
არადომინანტი
რელიგიური
გაერთიანებები
კვლავ
აწყდებიან
წინააღმდეგობას
ახალი
ნაგებობების მშენებლობისას.
გამოხატვის თავისუფლება
დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია,
შესაბამისად,
საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წელსაც აგრძელებდა ამ უფლების რეალიზაციაზე
მონიტორინგს. სახალხო დამცველის შეფასებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების
რეალიზების
უზრუნველსაყოფად,
გამოწვევად
რჩება
საგამოძიებო
უწყებების
მხრიდან
უფლებაში ჩარევის საქმეების დროული და ეფექტური გამოძიების წარმოება.
ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მეტი გარანტიების შესაქმნელად აუცილებელია
მოქმედი კანონმდებლობის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან მათი ჰარმონიზაცია;
პარლამენტის მიერ ინფორმაციის თავისუფლების სპეციალური კანონის მიღება, რომლითაც
შეიქმნება
12
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
უზრუნველყოფისა
და
ინფორმაციის
თავისუფლებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი მექანიზმი და დაწესება სანქციები
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის შემთხვევებში.
საანგარიშო
პერიოდში
საკუთრების
უფლებასთან
დაკავშირებით
კვლავ
პრობლემას
წარმოადგენს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების პირველადი რეგისტრაციის პროცესი. ასევე
დაურეგულირებელია ე.წ. „ტრადიციულ მფლობელობაში“ არსებულ მიწებზე უფლების
აღიარებისა და დაცვის საკითხი.
2017 წელს განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებები, სახალხო დამცველის
შეფასებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადავადებასთან
ერთად, ვერ უზრუნველყოფდა საარჩევნო სამართლისთვის უმნიშვნელოვანესი თანასწორობის
პრინციპის რეალიზებას და საარჩევნო ხმების შესაბამის მანდატებში პროპორციულად ასახვას.
წინა წლების მსგავსად, კვლავ ხარვეზიანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის
საკანონმდებლო გარანტიები. ასევე, არ შეცვლილა უკანონო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც,
მსხვილმასშტაბიანი მიწის სამუშაოების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებები კულტურული
მემკვიდრეობის ინტერესის გარეშე მიიღება.
საანგარიშო პერიოდში კვლავ შემაშფოთებელია შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული
მდგომარეობა, სამუშაო ადგილებზე მუშათა დაღუპვის შემაშფოთებლად მაღალი მაჩვენებელი,
თუმცა დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს ამ საკითხზე კანონმდებლობაში ცვლილებების
განხორციელება.
ქვეყანაში ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაცია, როგორც საკანონმდებლო, ისე
პრაქტიკის თვალსაზრისით, კვლავ კრიტიკული გამოწვევების წინაშე დგას. მართალია, 2017
წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, ასევე
ხმაურის
რეგულირებასთან
დაკავშირებული
ცვლილებები
ერთმნიშვნელოვნად,
წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა იქნას მიჩნეული, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მრავალი
საკანონმდებლო ხარვეზია სახეზე. მათ შორის, არ არის განსაზღვრული იმ სამშენებლომოსაპირკეთებელი
მასალების
კონკრეტული
ჩამონათვალი,
რომელთა
გამოყენებაც
აკრძალულია, მაშინ როცა არაერთი სამშენებლო მასალა ხასიათდება არამდგრადი, წვადი,
ტოქსიკური თუ სხვა მავნე ბუნებით. ასევე, არასრულყოფილია ობიექტების სახანძრო
უსაფრთხოების საკანონმდებლო გარანტიებიც. არაეფექტურია გარემოს დაცვის სფეროში,
სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული სანქციები. მთელი ქვეყნის მასშტაბით
უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, მასთან
დაკავშირებული ხარვეზიანი კანონმდებლობა და მონიტორინგის მექანიზმები.
ჯანმრთელობის
უფლების
დაცვის
თვალსაზრისით,
პრობლემურია
მედიკამენტებზე
ხელმისაწვდომობის საკითხი, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ჯანმრთელობის
უფლებით სარგებლობის სავარაუდო ფაქტებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმის არ არსებობა.
13
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ჯანმრთელობის დაცვის უფლების ჭრილში ანგარიშში საუბარია ასევე ნარკოპოლიტიკის მხრივ
არსებულ პრობლემებზე. გაანალიზებულია ის თუ რა გავლენა აქვს სისხლისსამართლებრივ
აკრძალვებს ჯანდაცვის სერვისებზე და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა
ასახვა მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის ჯეროვანი იმპლემენტაციისთვის.
სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში 2017 წელს
შეტანილ ცვლილებებს, ამასთან მნიშვნელოვნად მიაჩნია ამ ცვლილებების პრაქტიკაში
ეფექტურად განხორციელების საკითხი.
დღეისათვის სოციალური უზრუნველყოფის ძირითად პროგრამად ქვეყანაში კვლავ სიღარიბის
ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის საარსებო შემწეობით უზრუნველყოფა და მასთან
დაკავშირებული
სხვა
გასაცემლები
რჩება.
მის
მთავარ
ხარვეზად
უნდა
ჩაითვალოს
ბენეფიციარებში შესაძლო შრომითი დემოტივაციის გამოწვევა და მათთვის სტაბილურობის
განცდის უზრუნველყოფის ნაკლებობა.
სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციასთან დაკავშრებით, სახალხო დამცველი
ანგარიშში წინა წლების მსგავსად კვლავ საუბრობს არასრულფასოვან საკანონმდებლო ბაზაზე,
შეზღუდულ საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურულ რესურსებსა და ერთიან, მუნიციპალურ
მონაცემთა ბაზების უქონლობაზე.
ეკომიგრანტთა სფეროში არსებული ძირითადი პრობლემები კვლავაც გადაუჭრელია. დღემდე
არ არსებობს ეკომიგრანტთა შესახებ სპეციალური კანონი, ასევე მწირია მათი საცხოვრებლით
უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი, მწვავე
პრობლემას წარმოადგენს
ეკომიგრანტთა უკუმიგრაციაც.
ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებთან ერთად,
კვლავ გამოწვევას წარმოადგენს არსებული სისტემების გაძლიერება და ახალი სერვისების
შექმნა. პრობლემად რჩება ბავშვის დაცვა ძალადობისგან და პრევენციის ეფექტიანი
ღონისძიებების განხორციელება. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სექსუალური ძალადობის
მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციისა და დახმარების ეფექტიანი ეროვნული სისტემა და
მსხვერპლთა დახმარების სათანადო მექანიზმები.
გამოწვევად რჩება განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა.
განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მაღალია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების
რიცხვი.
კვლავ
მნიშვნელოვან
დაქვემდებარებაში
მაქსიმალურად
14
მყოფ
გამოწვევას
დაწესებულებებში
მიახლოებული
სერვისის
წარმოადგენს
ბავშვებისათვის
მიწოდება
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
რელიგიური
და
ოჯახურ
აღნიშნულ
კონფესიების
გარემოსთან
დაწესებულებათა
ფუნქციონირება
დეინსტიტუციონალიზაციის
სახელმწიფო
პოლიტიკის
პრინციპების
გათვალისწინებით.
ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი
პრობლემაა. საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა 150
186-ია, რომელთაგან 43 169 - 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვია. 2017 წელს სახელმწიფო ზრუნვაში
ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო
სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო იქნა გამოყვანილი.
2017 წლის განმავლობაში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის
სფეროში
განხორციელებული
ღონისძიებების
მიუხედავად,
არსებული
სირთულეების გადასაჭრელად გადადგმული ნაბიჯები არ იყო სათანადოდ ეფექტური და
გამოწვევების დიდი ნაწილი კვლავ მოუგვარებელია. განსაკუთრებით პრობლემატურია
განათლების ხარისხი, დასაქმებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით არსებული
ვითარება. სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი მაჩვენებელი კვლავ აქტუალურ პრობლემად
რჩება.
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის
თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კულტურული უფლებების სრულფასოვანი დაცვა და
რეალიზება. ამასთან, გამოწვევად რჩება ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის დაბალი
მაჩვენებელი
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში.
საქართველოში
არ
არსებობს
მედიასაშუალება, რომელიც სრულყოფილად მიაწვდის ინფორმაციას ეროვნული უმცირესობის
მოსახლეობას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვას და ამ
მიმართულებით არსებულ ხარვეზებს. საუბარია იმ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე,
რომლებიც შეუძლებელს ხდის ღირსეულ პირობებში სამუშაოს შესრულებას. გამოკვეთილია
პრობლემები სამედიცინო დაზღვევის, შვებულებით და ყოველკვირეული დასვენების უფლებით
სარგებლობის პროცესში.
2017 წელს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით
მნიშვნელოვანი წინსვლა არ ყოფილა. საანგარიშო პერიოდში აქტუალური რჩებოდა წლების
განმავლობაში არსებული გამოწვევები. მათ შორის, შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის
დაცვის, აბილიტაცია–რეაბილიტაციის, შრომისა და დასაქმების, მისაწვდომობის, პოლიტიკურ
და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების სათანადოდ რეალიზების საკითხი.
გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან ოთხი წლის შემდეგ კვლავ არ არის შექმნილი
აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი, ხოლო საქართველოს პარლამენტს კვლავ არ
მოუხდენია გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის
რატიფიცირება.
15
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საანგარიშო
პერიოდში
გამოწვევად
რჩებოდა
ხანდაზმულ
პირთა
მძიმე
სოციალურ–
ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართვიანობა
ცხადყოფს, რომ ასაკოვანი ადამიანების დიდი ნაწილისთვის არ არის ხელმისაწვდომი
სოციალური სერვისები და ადეკვატური საცხოვრებელი; არასაკმარისია მათთვის საჭირო
მიზნობრივი პროგრამები; ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის
მიზნით გატარებული ღონისძიებები ვერ ფარავს არსებულ საჭიროებებს.
ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს კონტროლირებად და ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მცხოვრები კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისათვის სახალხო
დამცველის განსაკუთრებული ინტერესისა და წუხილის საგანია. ამ მხრივ 2017 წელიც ძალიან
მძიმე იყო. სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა,
არასათანადო მოპყრობა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე
განათლების მიღებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ დარღვევების არასრული
ჩამონათვალია, რომლებთან გამკლავებაც მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს და
რომლებიც განხილულია წინამდებარე ანგარიშში.
სახალხო დამცველი აგრძელებს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი
მდგომარეობის შეფასებას და ანგარიშში მიუთითებს რომ 2017 წელი, წინა წლების მსგავსად,
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ყველაზე მასშტაბური პროცესით გამოირჩეოდა.
მიუხედავად ამისა, დევნილთა დიდ ნაწილს კვლავ უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება.
ანგარიშში სახალხო დამცველი დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით,
საჭიროებებზე მორგებულ მიდგომაზე გადასვლის აუცილებლობაზე მიუთითებს და მზაობას
გამოთქვამს ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან.
2017 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის არგუმენტით,
მოქალაქეობის მინიჭებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარის
თქმის შემთხვევებში შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი კვლავ
გამოწვევად რჩებოდა. ანალოგიური პრობლემები გამოვლინდა თავშესაფრის მაძიებელთა და
საერთაშორისო
დაცვის
მქონე
პირთა
მიმართ
მიღებული
გადაწყვეტილებების
დასაბუთებულობის ხარისხის მიმართულებითაც.
დასასრულს სახალხო დამცველს სურს მადლობა გადაუხადოს საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელს, რომელთა ძალისხმევის შედეგადაც, 2017 წელს
განხილულ იქნა აპარატში შემოსული 6489 განცხადება/საჩივარი,2 მომზადდა 11 სპეციალური
ანგარიში და 138 რეკომენდაცია/წინადადება.
2
2017 წელს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა 9056 განცხადება/საჩივარი, რომელთაგანაც
დასაშვებად იქნა ცნობილი 6489;
16
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
1. სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა
ყველა
სახელმწიფო
ხელისუფლების
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანო,
თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს
სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია,
რომელიც მას ესაჭიროება უფლებამოსილების განსახორციელებლად3. საქართველოს სახალხო
დამცველის
მიერ
კონსტიტუციით
და
მოქმედი
კანონმდებლობით
მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში განხორცილებული მოთხოვნის (კანონიერი მოთხოვნის)
შესრულება სავალდებულოა და მისი საქმიანობისათვის დაბრკოლების შექმნა ნებისმიერი
ფორმით ისჯება კანონით, აისახება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში და
საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდება. 4
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს, თანამდებობის თუ იურიდიული პირის უმრავლესობა
კეთილსინდისიერად ასრულებს საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერ მოთხოვნას,
თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც სახალხო დამცველს უწევს კანონით
მინიჭებული
ბერკეტის
ამოქმედება
ასეთ
პირთა
სამართალდამრღვევად
საცნობად
კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
წინამდებარე
თავში
განხილულია
2017
წელს
სახალხო
რომლებიც
თავისი
დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევები.
მოქმედი
კანონმდებლობა
განსაზღვრავს
რეაგირების
საშუალებებს,
კომპეტენციის ფარგლებში შესაძლოა გამოიყენოს სახალხო დამცველმა. კერძოდ, „საქართველოს
სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის თანახმად,
ადამიანის უფლებათა დარღვევის შესწავლისათვის საჭირო შემოწმების ჩატარებისას
საქართველოს სახალხო დამცველს ან სახალხო დამცველის წარმომადგენელს უფლება აქვს:
დაუბრკოლებლად
შევიდეს
სახელმწიფო
ხელისუფლებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში,
მათ
შორის,
სამხედრო
ქვედანაყოფში,
პატიმრობისა
და
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში; სახელმწიფო
ხელისუფლებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოებს,
საჯარო
დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვოს და დაუყოვნებლივ, ან არა უგვიანეს 10
დღისა, მიიღოს შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა;
ნებისმიერ თანამდებობის პირს, მოხელეს, მასთან გათანაბრებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს
3
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 23, პუნ. 1.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 25, პუნ. 1;
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 1734.
4
17
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
წერილობითი ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხებზე; სახელმწიფო ან/და არასახელმწიფო
დაწესებულებების
დასკვნები;
სამუშაოთა
მეშვეობით
ჩაატაროს
საექსპერტო
გამოკვლევები
ან/და
მოამზადოს
მოიწვიოს სპეციალისტები/ექსპერტები საექსპერტო ან/და საკონსულტაციო
შესასრულებლად და გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და
ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლებზეც მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია
შესული.
ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელება
მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახელმწიფო დაწესებულებებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობების მიერ დაკისრებული ვალდებულების კეთილსინდისიერად და, რაც
მთავარია,
კანონით
დადგენილ
ვადებში
(ინფორმაციის
მოწოდებისათვის
10
და
რეაგირებისათვის -20 დღიანი ვადა) შესრულებაზე.
„სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატში
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმისწარმოება 18 საქმეზე დაიწყო.5 სასამართლოს განსახილველად 16 საქმეზე გაეგზავნა
სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო 2 საქმეზე შეწყდა საქმისწარმოება სახალხო დამცველის
ბრძანებით, სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.
სახალხო
დამცველის
მნიშვნელოვანი
და
კანონიერი
მოთხოვნის
საინტერესოა
სახალხო
შეუსრულებლობის
დამცველის
პრევენციის
კანონიერი
მიზნით,
მოთხოვნის
შეუსრულებლობის რამდენიმე შემთხვევა და მასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა,
რასაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე წელს.
1.1. სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ
2017 წლის ოქტომბრის თვიდან გამოიკვეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ
სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ტენდენცია, რაც არ შეესაბამება
მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
5
აქედან: 14 საქმე - საქმის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაციის მიუწოდებლობა; საქართველოს
ორგანული კანონის 23-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევა; 2 საქმე - სახალხო დამცველის
წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის (ინფორმაციის მოწოდებაზე უარის პერსონალურ მონაცემთა
დაცვის მოტივით) შეუსრულებლობა; 2 საქმე - სახალხო დამცველის წარმომადგენლის კანონიერი
მოთხოვნის შეუსრულებლობა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის“ მე-18
მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით.
18
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საქართველოს
სახალხო
გარანტირებული
დამცველს
უფლება,6
რაც
აქვს
მას
სახელმწიფო
საშუალებას
საიდუმლოებასთან
დაშვების
განახორციელოს
ეფექტური
აძლევს
ზედამხედველობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (და სხვა მსგავსი სამსახურების)
მიერ მათი ფუნქციების შესრულების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვაზე. სამსახურის
მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა და საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციაზე
სახალხო
დამცველის
წვდომის
შეზღუდვა
კი
ზეგავლენას
ახდენს
ჩვენი,
როგორც
კონსტიტუციური ორგანოს ქმედითობაზე და შეუძლებელს ხდის კონსტიტუციური ფუნქციების
შესრულებას.
1.2. საქმის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაციის მოუწოდებლობა
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის კუთხით
გამოვლენილ დარღვევათა შორის უნდა აღინიშნოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის
შეუსრულებლობა
საქართველოს
დაქვემდებარებაში
მყოფი
იუსტიციის
საჯარო
მინისტრის
სამართლის
იურიდიული
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია
განვითარების
ინსტიტუტისათვის“
საჯარო
და
7
იუსტიციის
პირების
სამინისტროს
მიერ.
კერძოდ,
ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების
ინფორმაციის
გაცემის
თაობაზე
გაეგზავნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ იუსტიციის სახლს, სსიპ საკანონმდებლო მაცნეს,
სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრს, სსიპ იუსტიციის
სასწავლო ცენტრს, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს, სსიპ „სმართ ლოჯიქს“, სსიპ
საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
აღნიშნული რეკომენდაციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველს
მიაწოდა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
შესაბამისად, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
24-ე მუხლით8 გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თბილისის
საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრი9 და
6
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონი,მუხ.18.
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 31 იანვრის რეკომენდაცია ა(ა)იპ „ინფორმაციის
განვითარების ინსტიტუტის“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევასთან
დაკავშირებით N 04-5/1325.
8 სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო დაწესებულება,
თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან
წინადადებებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს
საქართველოს სახალხო დამცველს მათი განხილვის შედეგები.
9 სასამართლოს დადგენილება (20.06.2017) საქმეზე N4/4479-17.
7
19
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
იუსტიციის სამინისტროს 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი პირი.10
სასამართლო ყველა მითითებულ შემთხვევაში შენიშვნით შემოიფარგლა.
1.3. კანონით დადგენილ ვადაში შუალედური პასუხის გაცემა და
ინფორმაციის მოწოდება მხოლოდ განმეორებითი მოთხოვნის შედეგად
საჯარო
დაწესებულებების
ნაწილი
სახალხო
დამცველის
კანონიერი
მოთხოვნის
შეუსრულებლობის მიზნით იყენებს შუალედური პასუხის ფორმას, რომლის მიხედვითაც
ინფორმაცია მოგვეწოდება საკითხის დამატებით შესწავლის/ინფორმაციის მოძიების შედეგად.
ამასთან, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესრულებისთვის საჭირო ხდება განმეორებით
მიმართვა ასეთი დაწესებულებებისადმი.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონი არამარტო ადგენს სახელმწიფო
ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის თუ
იურიდიული პირების ვალდებულებას, შეასრულონ სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნა,
არამედ აღნიშნული ვალდებულების შესრულებას უკავშირებს კონკრეტულ ვადებს,11, რომლის
განმავლობაშიც ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს. ამავდროულად, საკითხის სირთულისა
და შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია დადებითად ჩაითვალოს დაწესებულებათა
მხრიდან შუალედური პასუხების გამოგზავნა, თუმცა მნიშვნელოვანია უწყებებმა გაიაზრონ მათ
მიერ შესასრულებელი ვალდებულების მნიშვნელობა, საკითხის გარკვევის თუ პასუხის
მომზადების
შემდეგ
დროულად
უზრუნველყონ
სახალხო
დამცველის
აპარატის
ინფორმირებულობა, რათა არ მოხდეს მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების
უგულებელყოფა და მხოლოდ შუალედური პასუხებით შემოფარგვლა.
1.4. ინფორმაციის მოწოდებაზე უარი სხვადასხვა საფუძვლით
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სახალხო დამცველის კანონიერი
მოთხოვნა არ შესრულდა სხვადასხვა საფუძვლით. ეს საფუძვლებია:
ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვა
საქართველოს სახალხო
სასჯელაღსრულებისა და
დამცველის აპარატის წერილი12 გაეგზავნა საქართველოს
პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N3
10
სასამართლოს დადგენილებები: 21.06.2017 საქმეზე N4/4476-17; 20.06.2017 საქმეზე NN4/4458-17;
20.06.2017 საქმეზე N4/4471-17, 21.06.2017 საქმეზე N4/4470-17, 22.06.2017 საქმეზე N4/4477-17, 21.06.2017
საქმეზე N4/4475-17; 16.06.2017 საქმეზე N4/4478-17; 20.06.2017 საქმეზე N4/4472-17; 22.06.2017 საქმეზე
N4/4473-17, 20.06.2017 საქმეზე N4/4469-17.
11 „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 23, პუნ.3; მუხ.24.
12 საქართველოს აპარატის მიერ 2017 წლის 29 მაისის წერილი N04-15/7152.
20
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პენიტენციური დაწესებულების დირექტორს მსჯავრდებულ მ.შ.-ს განცხადებაში მითითებული
საკითხის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.13
N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა სახალხო დამცველის აპარატს ინფორმაცია არ
მიაწოდა და საფუძვლად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
მიუთითა,
რომლის
მიხედვით,
ნასამართლობასთან
დაკავშირებული
ინფორმაცია
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს და სახალხო დამცველის
აპარატს ამ ინფორმაციის მისაღებად ეთხოვა მსჯავრდებულის თანხმობის წარდგენა N3
პენიტენციური დაწესებულების დირექტორისათვის.
სასამართლომ N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო14 და
მიუთითა შემდეგი: „სახალხო დამცველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა
„პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, მათ შორის, ინფორმაციას ნასამართლობის შესახებ.
საწინააღმდეგოს მტკიცების შემთხვევაში უნდა მივიჩნიოთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში
განთავსებულ პირებთან მიმართებით, პენიტენციური დაწესებულებიდან გამოთხოვილი
ნებისმიერი ინფორმაცია წარმოადგენს მათი ნასამართლობის, აღკვეთის ღონისძიების და ა.შ.
ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს. ამგვარი მიდგომა კი, ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის ან
მნიშვნელოვნად დააბრკოლებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროში
„საქართველოს
სახალხო
დამცველის
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონით
განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას.“ ამასთან, სასამართლომ მიუთითა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 371 მუხლის პირველ15 და მე-2
ნაწილებზე,16 რომლის მიხედვითაც N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი
ვალდებული იყო სახალხო დამცველისათვის მიეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაცია.
13
საქმე
N3697/17,
N4733/17.
მსჯავრდებული
მიუთითებდა,
რომ
პირობით
ვადამდე
ადრე
გათავისუფლებაზე დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს უარის გასაჩივრების მიზნით, 2017
წლის 23 იანვრის საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საჩივარი ჩაბარდა N3
პენიტენციურ დაწესებულების ადმინისტრაციას, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული
საჩივარი არ მიუღია.
14
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.09.2017 დადგენილება, საქმე N4/1470-2017, ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს 23.10.2017 დადგენილება, საქმე N4/ა-407-17 წ.
15 საჯარო დაწესებულება ვალდებულია, სათანადო წერილობითი თხოვნის საფუძველზე, სხვა საჯარო
დაწესებულებაზე ცნობის სახით გასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები ან კომერციულ
საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საჯარო დაწესებულებისათვის
საკითხის გადასაწყვეტად თუ იგი წარუდგენს პირის წერილობით თანხმობას, რომლის პერსონალურ
მონაცემს ან კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია.
16 ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წერილობითი თანხმობა გაცემულად ითვლება, თუ პირი
განცხადებაში ან სხვა რაიმე წერილობით დოკუმენტში გამოხატავს თანხმობას, რომ საჯარო
დაწესებულებამ, რომლისგანაც იგი ითხოვს საკითხის გადაწყვეტას, თავად გამოითხოვოს თავისი
21
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით, ასევე არ
შეასრულა სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N8 პენიტენციურ დაწესებულების
დირექტორმა ჯ.ს.-ს საქმესთან დაკავშირებით.17 სასამართლომ N8 პენიტენციურ დაწესებულების
დირექტორი, მსგავსად წინა საქმისა, ასევე სცნო სამართალდამრღვევად18 და გამოყენებული იქნა
პასუხისმგებლობის ზომა - სიტყვიერი შენიშვნა.19
ბ) ინფორმაციის მოწოდებაზე უარის თქმა სახალხო დამცველის მიერ გაცემული სპეციალური
რწმუნების წარდგენის გარეშე.
2017 წლის განმავლობაში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სახალხო დამცველის კანონიერი
მოთხოვნა არ შესრულდა შემდეგი საფუძვლით: სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში
არსებული საქმის შესწავლისთვის საჭირო ინფორმაცია (მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და
ახსნა-განმარტება) გამოთხოვილი იქნა სახალხო დამცველის აპარატის წერილით, რომელსაც
ხელს აწერს აპარატის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. საჯარო დაწესებულებების პასუხების20
თანახმად, ინფორმაციის გაცემისათვის მათ ესაჭიროებათ „საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ“
ორგანული
კანონის
27-ე
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
სპეციალური რწმუნება.
სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით21 მსგავსი ტიპის საქმეზე განმარტა
შემდეგი: „პალატას მიაჩნია, რომ ... წარდგენილი წერილი N04-7/11529, რომელსაც ხელს აწერდა
საქართველოს სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებიდან გამომდინარე, არ საჭიროებდა
სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების დართვას. პალატას მიაჩნია, რომ ასეთი
მინდობილობა
საჭიროც
რომ
ყოფილიყო,
მისი
დაურთველობა
არ
ათავისუფლებდა
თანამდებობის პირს ვალდებულებისაგან, რომ შესაბამისი ღონისძიებები გაეტარებინა მასთან
შესულ
კორესპონდენციაზე“.
სააპელაციო
პალატამ
მიუთითა
„საქართველოს
სახალხო
დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც
დადგენილია ვალდებულება ყოველმხრივ დაეხმარონ და ხელი შეუწყონ სახალხო დამცველს,
პერსონალური მონაცემები ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია შესაბამისი
საჯარო დაწესებულებიდან.
17 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული სსაქმე N3856/17.
18 თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.07.2017 დადგენილება, საქმე N4/4678-17.
19 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.10.2017 დადგენილება, საქმე N4/1-629-17.
20 თბილისის სააპელაციო სასამართლოს წერილი N01/301 (ა), 23.10.2017 (საქმე N105979); სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის წერილები N287822 (03.02.2017), N546292 (04.03.2017) საქმე N74208-17; სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილი N04/3833 (23.01.2018), საქმე N17388/17; საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს
წერილი MOC 8 17 00142578 (23.02.2017), საქმე N1002/17.
21 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.01.2015წ. დადგენილება საქმეზე N4/ა-985-14.
22
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დაუყოვნებლივ წარუდგინონ მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება
უფლებამოსილების განსახორციელებლად. იგივე განმარტება გააკეთა თბილისის სააპელაციო
სასამართლომ 2015 წლის 17 აპრილის დადგენილებით.22
შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატს მოთხოვნილი მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია თუ
ახსნა-განმარტება უნდა მიეწოდოს კანონით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული საფუძვლით
ამ ვალდებულების შეუსრულებლობა/შესრულებისთვის სპეციალური რწმუნების მოთხოვნა
წარმოადგენს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას და იწვევს
კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
გ) არ არსებობს მოთხოვნილი სახით დამუშავებული ინფორმაცია
საანგარიშო
პერიოდში
დასახელდა
სახალხო
დამცველის
კანონიერი
მოთხოვნის
შეუსრულებლობის კიდევ ერთი საფუძველი, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილ მასალას ან/და
ინფორმაციას შესაბამისი პირები ვერ გასცემენ, ვინაიდან ეს ინფორმაცია არ არსებობს
მოთხოვნილი სახით.23
აღნიშნული საფუძვლით სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა
ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ყველა
სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის
თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო
დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც
ესაჭიროება
საქართველოს
სახალხო
დამცველს
თავისი
უფლებამოსილების
განსახორციელებლად.24 მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს სახალხო დამცველის კანონიერი
მოთხოვნის შეუსრულებლობის მსგავს საფუძველს. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო
ხელისუფლების
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანო,
თანამდებობის
თუ
იურიდიული პირი ვალდებულია დაამუშაოს ინფორმაცია ასეთის არარსებობის შემთხვევაში და
ხელი შეუწყოს სახალხო დამცველის საქმიანობის შეუფერხებლად განხორცილებას.
დ) ინფორმაციის დაუყოვნებლივ მოწოდების ვალდებულების დარღვევა
სახალხო დამცველს კანონმდებლობით დადგენილი ერთ-ერთი უფლებამოსილებაა, შემოწმების
ჩატარებისას სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს,
საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვოს და დაუყოვნებლივ, ან არა
22
თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმე N4/ა-111-15.
თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილი N01-1256/4238 (03.10.2017).
24 „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 23, პუნ.1.
23
23
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
უგვიანეს 10 დღისა, მიიღოს შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა
მასალა,25 მათ შორის, აუდიო და ვიდეოჩანაწერები.
აღნიშნული უფლებამოსილების საფუძველზე ხშირად სახალხო დამცველის წარმომადგენელები
ადგილზე ამოწმებენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის შესაძლო ფაქტებს.
შესაბამისად, მათ საქმის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაცია უნდა გადაეცეთ დაუყოვნებლივ.
საანგარიშო
პერიოდში
დაფიქსირდა
შემთხვევა,
როდესაც
სახალხო
დამცველის
წარმომადგენლებს მოთხოვნილი ინფორმაცია დაუყოვნებლივ არ მიეწოდათ. მათ შორის,
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დამალეს თავისი ვინაობა და უარის თქვეს ახსნაგანმარტების მიცემაზე26 იმ საფუძვლით, რომ ეს ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისაგან უნდა მიეღო.
აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლების
შექმნას და, შესაბამისად, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 229-ე მუხლის შესაბამისად, განიხილოს
აღნიშნულ თავში წარმოდგენილი უწყებების მიერ სახალხო დამცველის კანონიერი
მოთხოვნების შეუსრულებლობის საკითხი და უფლებამოსილების ფარგლებში
მოახდინოს რეაგირება.
25
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 18, ქვპუნ. “ბ“.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეები N1791/17, N1831/18,
N1935/18.
26
24
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
2. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული
რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა
საქართველოს
სახალხო
დამცველი
წლიურ
ანგარიშში
ადამიანის
უფლებათა
და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შეფასებასთან ერთად, პარლამენტს წარუდგენს
აპარატის მიერ ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე გამოვლენილი ხარვეზებისა და
სისტემური დარღვევების შესახებ შემუშავებულ რეკომენდაციებს. საქართველოს სახალხო
დამცველის
აპარატი
თავისი
არსებობის
მანძილზე
ინტენსიურად
თანამშრომლობს
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოსთან,
რათა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა
შეუწყოს
მათ
გამართულ
დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხელი
ფუნქციონირებას.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
მიერ
შემუშავებული რეკომენდაციების მიზანია ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ მიმართული
სისტემური დარღვევების თუ კონკრეტული ხარვეზების აღმოფხვრა.
წინამდებარე
თავში გაანალიზებულია
სისტემური
ხარვეზების
2016
აღმოფხვრისკენ
წლის
საპარლამენტო
მიმართული
ანგარიშში
რეკომენდაციების
ასახული
შესრულების
მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი რეკომენდაციები წლების განმავლობაში
მეორდება სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშებში, რაც ხაზს უსვამს ამ რეკომენდაციების
სრულყოფილად და მოკლე ვადებში შესრულების აუცილებლობას.
მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სახალხო
დამცველის წლიური ანგარიშის განხილვისა და მასზე რეაგირების მაღალი სტანდარტი
დაამკვიდრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის
მოსმენის შედეგად, პარლამენტის მიერ დადგენილების მიღების პრაქტიკა, რომლითაც
პარლამენტი აფასებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას და აძლევს რეკომენდაციებს
სახელმწიფო უწყებებს.
წინა წლების დადგენილებებთან შედარებით, 2016 წლის დადგენილებით27 გათვალისწინებული
რეკომენდაციების რიცხვი არსებითად გაიზარდა. თუმცა, სამწუხაროდ, იგი არ მოიცავდა
სისტემური პრობლემების მოგვარების მიზნით შემუშავებულ სახალხო დამცველის ისეთ
რეკომენდაციებს,
როგორიცაა
ეფექტიანი
შრომის
ინსპექციის
შექმნის
აუცილებლობა,
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი, დროებითი მექანიზმის -
27
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1181 – IIს 2017) „2016 წელს საქართველოში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე. ხელმისაწვდომია :< http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/71413/1181> ბოლოს
ნანახია: 7.03.2018
25
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
კვოტირების სისტემის შექმნის საჭიროება,28 დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის
უზრუნველსაყოფად
შესაბამისი
საკანონმდებლო
ცვლილებების
განხორციელების
აუცილებლობა, ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული
შესაბამისი ღონისძიებების გატარება და სხვა.
ქვემოთ გთავაზობთ საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში
ასახული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ მიმართული რეკომენდაციების შესრულების
მდგომარეობის ანალიზს.
ადამიანის უფლებათა მდგომარეობა დახურულ დაწესებულებებში
სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, არ
შემუშავებულა კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგია. განსაკუთრებული რისკის
დაწესებულებების მიმართ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის
სამინისტროს
პოლიტიკა
ცვლილებას,
ვერ
უზრუნველყოფს
მსჯავრდებულთა
ქცევის
პოზიტიურ
რეაბილიტაციას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას.
კვლავ
პრობლემას
წარმოადგენს
უზრუნველყოფა. კერძოდ,
მსჯავრდებულთა
რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის
გამოწვევად რჩება ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური
რესურსების ნაკლებობა, შეთავაზებული პროგრამების სიმწირე და არამრავალფეროვნება.
სამედიცინო მომსახურების ადმინისტრირების კუთხით არსებული პროგრესის მიუხედავად,
პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება ცხოვრების ჯანსაღი წესის
პოპულარიზაციით, გარემოს გაჯანსაღებით და სკრინინგული გამოკვლევებით არაგადამდებ
დაავადებათა პრევენცია და ფსიქიკური ჯანდაცვის სათანადო სერვისების დანერგვა.
მისასალმებელია, სახალხო დამცველის
რეკომენდაციის თანახმად არასათანადო მოპყრობის
ფაქტების დოკუმენტირების ახალი წესის ამოქმედება, თუმცა, კვლავ პრობლემურია აღნიშნული
წესის პრაქტიკაში იმპლემენტაციის საკითხი.29 როგორც 2017 წელს ჩატარებული მონიტორინგის
28
საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციები არ მოხვდა პარლამენტის დადგენილებაში,
2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონი და თანმდევი ცვლილებები, რასაც სახალხო დამცველი დადებითად აფასებს; მიმდინარეობს
მუშაობა, სამართალდამცავ სისტემაში უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის
ფაქტების ეფექტური გამოძიების მიზნით დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით; ასევე,
საქართველოს პარლამენტმა განიხილა სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონი, რაც არ
იქნა საბოლოოდ პარლამენტის მიერ მიღებული;
29 სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2017 წელს, საქართველოს რეგიონებში შესწავლილი 469
შემთხვევიდან 19 შემთხვევაში პირს აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა დაზიანება და პრეტენზია
გააჩნდა პოლიციის მიმართ. ყველა ეს პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, ბრალდებულის
სტატუსით მოთავსებული იყო პენიტენციურ დაწესებულებაში, აქედან მხოლოდ 4 შემთხვევაში მოხდა
ახალი წესის შესაბამისად ფაქტის დოკუმენტირება.
26
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შედეგად ირკვევა, იზოლატორებში დასაქმებული ექიმები დოკუმენტაციას მნიშვნელოვანი
ხარვეზებით აწარმოებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გაცემული რეკომენდაციებიდან, არ
შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაციები პოლიციის დაწესებულებაში პირის
მისვლისას, მისი სტატუსის, დაწესებულებაში მიყვანის მიზნისა და უფლებების განმარტების,
ასევე, პოლიციის დაწესებულებაში მოქალაქეთა შესვლა/გამოსვლის აღრიცხვის ჟურნალის
შექმნის შესახებ.
წინა წლის მსგავსად, პრობლემურია პირის დაკავების შესახებ მისი ოჯახის წევრებისთვის
ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკა, დაკავებულის მიერ ადვოკატის მოთხოვნის ფაქტის
დოკუმენტირების საკითხი.
სახალხო დამცველი მიესალმება დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული
ვიდეოჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად 120 საათის განსაზღვრას, მიუხედავად ამისა,
მიაჩნია, რომ გონივრული იქნება ჩანაწერების არანაკლებ 20 დღით შენახვა. არ შესრულებულა
სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს პოლიციის თანამშრომლების
მიერ მოქალაქესთან ურთიერთობის, დაკავებისა და დაკავებულის დროებითი მოთავსების
იზოლატორში შესახლებამდე სრული პროცესის ვიდეოგადაღების ვალდებულების, აგრეთვე
გაკეთებული ჩანაწერის შენახვის წესისა და ვადის განსაზღვრას.
სახალხო
დამცველის
რეკომენდაციების
მიუხედავად,
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
უკიდურესად მძიმე პირობებია. კერძოდ, პრობლემურია თერაპიული გარემოს არარსებობა,
პერსონალის მხრიდან ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პაციენტთა შორის
ძალადობა, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა,
სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა,
არასათანადო ფსიქიატრიული (ბიოფსიქოსოციალური) დახმარება, უგულვებელყოფის
პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია.
წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის ფაქტების გამოძიება
უკვე არაერთი წელია სახალხო დამცველის რეკომენდაციას წარმოადგენს არასათანადო
მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება. აღნიშნული გულისხმობს არასათანადო მოპყრობის
შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას. საქართველოს
პროკურატურას სახალხო დამცველი წლებია მოუწოდებს, პოლიციის მიერ დაკავებული პირის
მიმართ სავარაუდო წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში
გამოძიება წარმართოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 (წამება) და 1443
(დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლების შესაბამისად და ყველა შესაძლო
საგამოძიებო მოქმედება შემჭიდროებულ ვადებში ჩაატაროს.
27
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მიუხედავად ზემოაღნიშნული რეკომენდაციებისა, კვლავ პრობლემად რჩება არასათანადო
მოპყრობის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება. 2017 წელს საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატმა არაერთი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც პიროვნებამ განაცხადა
პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, თუმცა
გამოძიება დაუყოვნებლივ არ დაწყებულა, ხოლო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები
დაგვიანებით ჩატარდა და რიგ შემთხვევებში კი საერთოდ არ ჩატარებულა. პრობლემურია
კვალიფიკაციის საკითხიც. სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიუხედავად, საქმეთა
უმრავლესობაზე, სადაც ადგილი აქვს წამებისა და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო
შემთხვევებს, გამოძიება 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება)
იწყება.
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის ფაქტებს. 2016 წელს დაწყებულ
გამოძიებებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული. საქართველოს
პროკურატურამ დღემდე არ გაიზიარა
სახალხო დამცველის რეკომენდაცია, მაღალი საჯარო
ინტერესის გამო, გაეცნო საზოგადოებისთვის თუ რა გარემოებები აბრკოლებდა მსგავს
დანაშაულებზე დამნაშავე პირთა გამოვლენასა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას.
ეკონომიკური და სოციალური უფლებები
საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშიდან მოყოლებული, სახალხო დამცველი
ყოველწლიურად გასცემს რეკომენდაციას შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით. 2018
წლის მარტში
საქართველოს პარლამენტმა მიიღო
საქართველოს კანონი და თანმდევი ცვლილებები.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“
მიგვაჩნია, რომ კანონის მიღება
წინგადადგმული ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის რიგი პრინციპული
შენიშვნები, რომელიც შეეხებოდა ზედამხედველობის ორგანოს ეფექტიანობის გაზრდას, არ იქნა
გაზიარებული.
არაერთი წელია სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისაგან ითხოვს
საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებული ეკომიგრანტების შესახებ კანონის შემუშავებასა
და მიღებას. აღნიშნული რეკომენდაცია კვლავ არ არის შესრულებული.
საქართველოს პარლამენტი წლებია არ ასრულებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
უსახლკარო პირის დეფინიციის
სრულყოფის შესახებ. არსებული დეფინიცია პრაქტიკაში სერიოზულ პრობლემებს ქმნის და
მუნიციპალიტეტებს არ აძლევს უსახლკარო პირების იდენტიფიცირებისა და გამოვლენის
შესაძლებლობას.
28
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2014-2020 წლებისათვის) ერთ–ერთ
ძირითად პრიორიტეტს სათანადო საცხოვრებლის უფლებისა და უსახლკარობის პრობლემის
გადაჭრა წარმოადგენს. თუმცა, სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიუხედავად, ადამიანის
უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმებში (2014-2015 წლებისათვის, 2016-2017
წლებისათვის) არასოდეს ასახულა რაიმე ამოცანა თუ ღონისძიება აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით.
და ბოლოს, არ შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის
მიმართ,
სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური
კვლევის,
მშენებლობის
ნებართვის გაცემამდე, წარმოდგენასთან დაკავშირებით. დღეს ასეთი კვლევა ნებართვის გაცემის
შემდეგ ტარდება.
ინფორმაციის თავისუფლება
წლებია ჭიანურდება ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტის
ინიცირება, რაც სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანია. აღნიშნული კანონის
ამოქმედებით შეიქმნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის
თავისუფლებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი მექანიზმი, დაწესდება სანქციები საჯარო
ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის შემთხვევებში და სხვა.
თანასწორობის უფლება
საქართველოს პარლამენტს დღემდე არ მიუღია სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის
თებერვალში
წარდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება,
რომელიც
გულისხმობს
დისკრიმინაციის ფაქტების შესწავლისას პროცედურული ხარვეზების აღმოფხვრას და სახალხო
დამცველის როლის გაზრდას კერძო სუბიექტებთან მიმართებაში.
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს დღემდე არ შეუმუშავებია სახელმძღვანელო დოკუმენტი სავარაუდო
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის.
შესაბამისად,
ბუნდოვანი რჩება, თუ რა კონკრეტულ ასპექტებს იღებენ მხედველობაში საგამოძიებო უწყებები
მსგავსი სახის დანაშაულების გამოძიების პროცესში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არ შეასრულა ინკლუზიური
განათლების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით გაცემული რეკომენდაცია.
როგორც სამინისტრო აცხადებს, პარლამენტში წარსადგენად მზადდება საკანონმდებლო
ცვლილებების პროექტი. თუმცა, ამ დრომდე აღნიშნული დოკუმენტები სამინისტროს არც
პარლამენტში წარუდგენია და არც სახალხო დამცველისთვის არ მოუწოდებია.
29
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დღემდე არ
არის გადადგმული ნაბიჯები სამსახურში მიღების დროს თანასწორი მოპყრობის შესახებ
სახელმძღვანელოს შემუშავების მიზნით.
სახალხო დამცველი არაერთი წელია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას სავარაუდო
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისას ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო
მოქმედებები, სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიზნით. საქართველოს
პროკურატურის მიერ მოწოდებული 2017 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016
წელთან შედარებით, გაზრდილია იმ საქმეების რაოდენობა, რომელშიც სიძულვილის მოტივზე
იმსჯელეს, თუმცა, ინფორმაცია არ არის მოწოდებული, კონკრეტულად რა საგამოძიებო
მოქმედებები ჩატარდა სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიზნით.
გენდერული თანასწორობა
გენდერული თანასწორობის მიმართულებით შესრულებული რეკომენდაციებიდან დადებითად
უნდა აღინიშნოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის
დეპარტამენტის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ნაწილობრივ შესრულდა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესახებ სტატისტიკის წარმოების და მისი
ანალიზის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდა
ძალადობის ფორმების ანალიზი (შემაკავებელი ორდერების მიხედვით). მისასალმებელია, რომ
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაამუშავა ქალთა მიმართ ჩადენილი მკვლელობების
სისხლისსამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებული ინფორმაცია. თუმცა, კვლავ არ ხდება
სსიპ „112–ის“ სამსახურში შესაძლო ოჯახში ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ
მიღებული შეტყობინებების ანალიზი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროში კვლავ არ არის გაწერილი ოჯახში ძალადობის
შემთხვევებზე რისკის შეფასების ინსტრუქცია და ხშირ შემთხვევებში, ვერ ხერხდება
განმეორებითი ძალადობის პრევენცია.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და
საგანმანათლებლო პროგრამები კვლავ არასაკმარისია მსხვერპლთა გასაძლიერებლად.
მნიშვნელოვანია, მეტი დრო და რესურსი დაეთმოს სარეაბილიტაციო პროგრამებისა და
აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას. ამასთან, აუცილებელია, აღნიშნული პროგრამები
გახდეს მეტად ინკლუზიური.
კვლავ არ არის შესრულებული რეკომენდაცია, რომელიც შეეხება ტრანსგენდერი პირებისთვის
სახელმწიფო
30
და
არასახელმწიფო
დაწესებულებების
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მიერ
გაცემულ
ყველა
ძირითად
დოკუმენტში, მათი გენდერული იდენტობის ასახვის სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი
პროცედურის დანერგვას.
რელიგიის თავისუფლება
სახელმწიფო
არ
იჩენს
ნებას,
გადაჭრას
რელიგიის
თავისუფლებასთან,
თანასწორუფლებიანობასთან და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული სისტემური
პრობლემები. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებზე სახალხო დამცველის რეკომენდაციების
ძირითადი ნაწილი ანგარიშებში ყოველ წელს მეორდება.
საქართველოს შინაგას საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურისათვის გაცემული
რეკომენდაციები, რომლებიც წლების მანძილზე გაჭიანურებულ გამოძიებებს უკავშირდება,
კვლავ შეუსრულებელია. კერძოდ, 2012 წლიდან, საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ
არეალში მუსლიმთა მიმართ უფლებების დარღვევის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. ორ
შემთხვევაში, სავარაუდოდ თავად სამართალდამცველების მხრიდან ჰქონდა ადგილი ძალის
გადამეტებას. გამოძიება დღემდე, ყოველგვარი შედეგის გარეშე გრძელდება. მუსლიმების
წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გამო არც ერთი პირი არ არის
პასუხისგებაში მიცემული ან ბრალდებულად ცნობილი ზემოაღნიშნულ საქმეში. ამასთან,
არცერთ მუსლიმ პირს არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი. არ დამდგარა სამართლებრივი
შედეგი
არც
2016
წელს
იეჰოვას
მოწმეების
წინააღდეგ
განხორციელებული
სამართალდარღვევების ნაწილზე.
კვლავაც გადაუჭრელია რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული
რელიგიური ნაგებობების დაბრუნების საკითხი. სომეხთა სამოციქულო, კათოლიკე, ევანგელურლუთერული ეკლესიები, მუსლიმი და იუდაური თემები წლებია სახელმწიფოსგან ითხოვენ
ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნებას. საკულტო ნაგებობების დიდი ნაწილი
სახელმწიფოს ბალანსზე რჩება. გარდა იმისა, რომ პრობლემას წარმოადგენს ქონების
ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნება, ჩამორთმეულ საკულტო ნაგებობებს (მათი დიდი
ნაწილი კულტურული მემკვიდრებოს ძეგლია) არ ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება
და ნადგურდება.
რელიგიური
უმცირესობები
წინააღდეგობას
აწყდებიან
ახალი
საკულტო
ნაგებობების
მშენებლობის პროცესში. აღნიშნული პრაქტიკა, 2016 წელს გაცემული რეკომენდაციების
შემდეგაც გაგრძელდა. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოები,
არადომინანტ
რელიგიურ
გაერთიანებებს
ხშირად
დაუსაბუთებლად ეუბნებიან უარს ნებართვაზე, არ იცავენ სახელმწიფოსა და რელიგიის
ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს და მიკერძოებულ დამოკიდებულებას ავლენენ
დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ.
31
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
უცვლელად დარჩა საქრთველოს კანონმდებლობაში არსებული ისეთი ნორმები, რომლებიც
არადომინანტ რელიგიურ გაერთიანებებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. სახელმწიფო
კვლავ უთანასწორო პოლიტიკას ახორციელებდა რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებისა
და საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების კუთხით.
დისკრიმინაციულია საჯარო სკოლებში არსებული გარემო. სრულფასოვნად არ არის დაცული
ზოგადი განათლების შესახებ კანონი, რომელიც კრძალავს სკოლაში უთანასწორო მოპყრობას,
რელიგიური
სიმბოლოების
არააკადემიური
მიზნით
გამოფენას,
ინდოქტრინაციასა
და
პროზელიტიზმს. სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, არ შექმნილა სპეციალური
მონიტორინგის ჯგუფი და არ შემუშავებულა სამოქმედო გეგმა, რომელიც საჯარო სკოლებში
ამგვარი პრაქტიკის აღმოფხვრას შეუწყობდა ხელს.
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა
2016 წელს ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით აღსანიშნავია საკანონმდებლო სივრცის
დახვეწისკენ მიმართული ღონისძიებები - კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების შესახებ“. დადებითად უნდა შეფასდეს, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის
(რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის №437
დადგენილების მიღება. ასევე, მისასალმებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის
უფლებათა კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის, „შეტყობინების პროცედურების შესახებ“,
რატიფიცირება, რაც სახალხო დამცველის რეკომენდაციას წარმოადგენდა.
წლებია გადაუჭრელ საკითხთა შორისაა ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე.
ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა და განსაზღვრული მომსახურების
მიღების პროცესი ჭიანურდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ამ პროგრამების ეფექტიანობას.
განსაკუთრებით საყურადღებოა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა.
სახალხო დამცველის რიგი რეკომენდაციების მიუხედავად, არასაკმარისად ეფექტურია ამ
მიმართულებით
პასუხისმგებელი
უწყებების
მხრიდან
განხორციელებული
რეაგირება.
არსებითად არც სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა
შეცვლილა.
მრავალი
წელია
სახელმწიფო
გამოწვევების
წინაშეა
ოჯახში,
სამზრუნველო
და
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებლის მხრივ.
სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სკოლებს არა აქვთ ძალადობის
დაძლევის ერთიანი პოლიტიკა. ამასთან, არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა
ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები. სკოლებში მოსწავლეთა ძალადობისგან დაცვის,
უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია სახელმწიფო
პოლიტიკისა
და
შესაბამისი
კანონმდებლობის,
მექანიზმების არსებითი გაძლიერება.
32
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ამასთან,
ამ
სფეროში
მოქმედი
შიდა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა
არ შესრულებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით,
გაეროს შშმ პირთა კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდინაციის მექანიზმის შექმნის
რეკომენდაცია. აღსანიშნავია, რომ ამ მექანიზმის შექმნამ უნდა უზრუნველყოს კონვენციის
განხორციელებასთან
დაკავშირებულ
საკითხებზე
პასუხისმგებელ
უწყებებს
შორის
კოორდინაცია.
ასევე, წლებია არ სრულდება რეკომენდაციები, რომელებიც ეხება შესაძლებლობის შეზღუდვის
სტატუსის
მინიჭების
სოციალური
მოდელის
შემუშავებას
და
დანერგვას;
კონვენციის
ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას და შშმ პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოებას.
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელის შემუშავება და
დანერგვა მნიშვნელოვანია პირის ინდივიდუალური შეფასებისთვის. მის საჭიროებებზე
მორგებული სახელმწიფო სერვისების/პროგრამების შექმნა/განხორციელებისთვის. შშმ პირთა
უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება კი შესაძლებელს გახდის
დაინტერესებული პირების მიერ გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კომიტეტისთვის
უფლებადარღვევის ფაქტებზე ინდივიდუალური მიმართვის მექანიზმის გამოყენებას. რაც
შეეხება შშმ პირთა შესახებ საჭირო სტატისტიკის წარმოებას, კვლევითი მონაცემების შეგროვება
მნიშვნელოვანია კონვენციის ეფექტური განხორციელებისათვის აუცილებელი პოლიტიკის
შემუშავებასა და დანერგვაში.
ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა
მისასალმებელია
საქართველოში
მოსახლეობის
დაბერების
საკითხებზე
სახელმწიფო
პოლიტიკის კონცეფციის 2017–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება. თუმცა,
რადგან დოკუმენტის დამტკიცება 2017 წლის ბოლოს მოხდა, პასუხისმგებელ უწყებებს მხოლოდ
ერთი წელი აქვთ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.
ეროვნულ უმცირესობების უფლებების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია
მისასალმებელია, რომ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის მიმდინარეობს სახელმწიფო ენის შემსწავლელი
პროგრამები, რაც სახალხო დამცველის რეკომენდაციის საგანს წარმოადგენდა. ასევე,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აწარმოებს მუშაობას ბილინგვური
სახელმძღვანელოებისა და სწავლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით. აღსანიშნავია, რომ
დისკრედიტაციული ელემენტების, ძალადობისაკენ მოწოდების ან შუღლის გაღვივების
აკრძალვის მოთხოვნები, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესში სავალდებულო
კრიტერიუმი გახდა. დაიწყო სომხური და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური
ენის სახელმძღვანელოების საქართველოში შედგენა-გამოცემის პროცესი. თუმცა, სახალხო
33
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, არ არის შემუშავებული მულტილინგვური სწავლების
კონკრეტული და ეფექტური მოდელები და 7–12 კლასების ბილინგვური სახელმძღვანელოები.
მისასალმებელია, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო
თბილისში სომხური დრამატული თეატრის რეაბილიტაცია, მაგრამ ამავე დროს გამოწვევად
რჩება თბილისის აზერბაიჯანული თეატრისა და თბილისში სომხურ თემთან დაკავშირებული
ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის საკითხი.
წინა წლების მსგავსად, 2016 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში ასახული
რიგი რეკომენდაციები ეხებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეროვნული
უმცირესობების
ინფორმირებისა
მოსახლეობისთვის
მიმართულებით
მაუწყებელზე.
ინფორმაციის
2017
წელს
და
ეროვნული
მიწოდების
უმცირესობების
საკითხებს.
უმნიშვნელოვანესი
შესახებ
ქვეყნის
მისასალმებელია,
პროცესი
დაიწყო
რომ
ამ
საზოგადოებრივ
ეროვნული უმცირესობების თემატიკის რეგულარული გაშუქების მიზნით
შეიქმნა მედიასტრატეგია, ჩამოყალიბდა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების საბჭო.
ამასთან, დაიწყო სომხურ და აზერბაიჯანული ტელე და რადიო მაუწყებლობის ჩამოყალიბება
და ასევე ეროვნული უმცირესობების თემატიკის უფრო ფართო გაშუქება. ამ პროცესის
წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად
დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმის აღმოფხვრას.
კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა
კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით,
მისასალმებელია „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში“ ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების
მქონე პირთა ჩართვა, რაც საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის საგანს
წარმოადგენდა. ასევე, პოზიტიურად უნდა შეფასდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე
სამედიცინო
და
აკადემიური
პერსონალის
პროფესიული
გადამზადების
პროგრამების
შემუშავება და განხორციელება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ნაწილობრივ
შეასრულა
სახალხო დამცველის რეკომენდაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი
სამედიცინო დაწესებულებებისა და სკოლების მატერიალური აღჭურვის შესახებ, რომელთა
სიმწირეც უარყოფითად აისახება ჯანდაცვის მომსახურებასა და განათლების ხარისხზე.
მესამე
წელია
შეუსრულებელია
სახალხო
დამცველის
რეკომენდაცია
ცენტრალური
ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად
დაზიანებული
სახლების
აღდგენის
ან
მიყენებული
ზიანის
კომპენსაციის
თაობაზე.
ადგილობრივი მოსახლეობა ან ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში და დროებით საბავშვო ბაღის
34
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შენობაში რჩება ან დაზიანებულ სახლში ცხოვრობს და საცხოვრებლის გარეშე დარჩენის
საფრთხის
წინაშეა.
სახლების
მდგომარეობა
წლიდან
წლამდე
უარესდება
და
მათი
რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა ყოველწლიურად იზრდება.
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
წინა წლების მსგავსად, 2016 წელსაც სახალხო დამცველის რეკომენდაციის საგანს წარმოადგენდა
გრძელვადიანი განსახლების პროცესში, ნგრევადი კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან
დევნილების განსახლების პრიორიტეტიზაცია. მისასალმებელია, რომ წლიდან წლამდე სულ
უფრო მეტი დევნილის განსახლება ხორციელდება ნგრევადი შენობებიდან. მიუხედავად
პოზიტიური
ტენდენციისა,
კვლავ
მრავალ
დევნილს
უწევს
სიცოცხლისთვის
ან
ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის პირობებში ცხოვრება.
ამასთან,
მნიშვნელოვანია
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შეამოწმოს დევნილთა
კომპაქტური განსახლების ობიექტების მდგრადობა ან განაახლოს არსებული დასკვნები.
ობიექტების მდგომარეობა, რომლებზეც წინა წლებში მომზადდა
შესაბამისი დასკვნები და
შეფასების დროისთვის არ იყო სიცოცხლისთვის საშიში, წლიდან წლამდე მძიმდება,
შესაბამისად
მნიშვნელოვანია
სამინისტრომ,
გარკვეული
პერიოდულობით
მოახდინოს
ობიექტების მდგრადობის გადამოწმება. ასევე, აუცილებელია ობიექტის პრივატიზებამდე
მოხდეს შენობის მდგრადობის შემოწმება და თუ ის არ შეესაბამება სათანადო საცხოვრებლის
სტანდარტებს, არ მოხდეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლება მსგავს ობიექტში.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით,
რაც
სახალხო დამცველის რეკომენდაციის საგანს წარმოადგენდა. სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში
ახორციელებს ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა საშუალებით. თუმცა,
აუცილებელია, სამინისტრომ დევნილთა ინფორმირებულობა გაზარდოს სტატუსიდან
საჭიროებაზე მორგებულ დახმარებაზე გადასვლის პროცედურებთან დაკავშირებით, რათა
უზრუნველყოს ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება დევნილთა
საჭიროებებთან.
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივი მდგომარეობა
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება „საერთაშორისო დაცვის“ შესახებ კანონის
შემუშავებას, რაც სახალხო დამცველის რეკომენდაციის საგანს წარმოადგენდა. თუმცა, რჩება
ხარვეზები,
რომლებიც
საჭიროებს
გამოსწორებას.
კერძოდ,
კანონი
ითვალისწინებს
საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის განხილვის საკმაოდ ხანგრძლივ ვადას, რაც უარყოფითად
მოქმედებს თავშესაფრის მაძიებელ პირებზე. განსაკუთრებით კი იმ თავშესაფრის მაძიებლებზე,
რომლებსაც არ აქვთ საარსებო წყარო და პირობები.
35
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
არ შესრულდა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც ეხება „თავშესაფრის მაძიებელი
პირის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობიდან
გათავისუფლების
შესახებ“
საქართველოს კანონის იმ ნორმის ცვლილებას, რომლის თანახმად, თუ საერთაშორისო დაცვის
მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ პირი არ საჭიროებს
ამგვარ დაცვას,
მასზე არ გავრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების წესი. ჩანაწერი შეუსაბამოა, როგორც
,,ლტოლვილთა შესახებ“ ჟენევის
კონვენციასთან, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსთან.
აღსანიშნავია, რომ დღემდე არ სრულდება სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც
ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომელთა
ინფორმირებულობას და გადამზადებას თავშესაფრის საკითხებზე.
თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა
არაერთი წელია სახალხო დამცველი რეკომენდაციას გასცემს „სოციალური შეღავათების
მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე, რათა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობა შეძლოს
ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირმა. აღნიშნულ დადგენილებაში 2009 წლის 4 ნოემბერს
განხორციელებული ცვლილებები, დღემდე არათანაბარ პირობებში აყენებს საყოფაცხოვრებო
სუბსიდიით მოსარგებლე იმ პირთა წრეს, რომლებსაც ვეტერანის სტატუსი 2012 წლის 1
სექტემბრიდან მიენიჭათ.
აღსანიშნავია,
რომ
არ
შესრულდა
სახალხო
დამცველის
რეკომენდაცია
სამხედრო
მოსამსახურეების საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებისა და მათი საცხოვრებელი პირობების
გაუმჯობესების შესახებ. დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამხედრო
მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას.
შესაბამისად, სამხედროების გარკვეულ ნაწილს სამხედრო სამსახურის სხვა რეგიონში გავლის
შემთხვევაში საკუთარი ოჯახის დატოვება ან უკიდურეს შემთხვევაში, სამხედრო კარიერაზე
უარის თქმა უწევს.
36
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
3. სიცოცხლის უფლება
გასული საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში,
ტერორისტულ
დანაშაულთან
დაკავშირებით
ჩატარებული
სპეცოპერაციისას
თემირლან
მაჩალიკაშვილის გარდაცვალება30 კვლავ აბრუნებს სახალხო დამცველის განხილვის საგნად
სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის პრობლემას. სიცოცხლის უფლება ამ საქმეში დაცული
მხოლოდ მაშინ იქნება, თუ სახელმწიფო დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას ჯეროვნად
შეასრულებს – ეფექტიანად, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიებს ფაქტს, სადაც
სავარაუდო უფლებადამრღვევები შესაძლოა სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ.31
ტერორიზმთან ბრძოლა დღევანდელი მსოფლიოს ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა
მასთან ბრძოლის პარალელურად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა სახელმწიფოს
უმთავრეს ვალდებულებად რჩება. 2017 წლის ივლისის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის
რეკომენდაცია წევრი ქვეყნების მიმართ სპეციალური საგამოძიებო ღონისძიებების გამოყენებაზე
მძიმე დანაშაულებთან, და მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, კვლავ ახსენებს
სახელმწიფოებს, რომ ამ ღონისძიებათა გამოყენებისას აუცილებელია პროპორციულობის და
საფუძვლიანობის გათვალისწინება.32 აუცილებელია, აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში,
იგეგმებოდა/ტარდებოდა სისხლის სამართლის საქმეზე პირის დაკავების ოპერაცია.
განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა გახდეს დაკავების თაობაზე სასამართლოს
განჩინების
მიღებიდან
ოპერაციის
ჩატარებამდე
შემუშავებული
დაკავების
გეგმა33
და
30
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://ssg.gov.ge/news/303/sus-ma--terorizmis-dafinansebis-teroristuli-saqmianobis-sxvagvari-materialuri-mxardacheris-da-resursebit-uzrunvelyofis-braldebit-5-piri-daakava >
ნანახია [4.3.2018] „თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია
სამართალდამცავებისთვის, კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც“ მოხდა
მის მიმართ გასროლა და თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. თემირლან მაჩალიკაშვილის
ოჯახის წევრების განმარტებით, სპეციალური დანიშნულების რაზმი მათი შვილის ოთახში შევიდა და
საწოლში მყოფს ესროლეს.
31 „ეფექტიანი გამოძიება, რომელსაც მოითხოვს მე-2 მუხლი, განამტკიცებს საზოგადოების რწმენას, რომ
ხელისუფლებას ძალუძს უზრუნველყოს სამართლის უზენაესობა. [...] როდესაც საქმეში სახელმწიფოს
წარმომადგენლების ან სახელმწიფო ორგანოების ხელი ურევია, უზრუნველყოს, რომ მათ პასუხი აგონ
თავიანთი ქმედებებისათვის, რომლებსაც შედეგად ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. [...] გამოძიების
დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესახები ელემენტის გულმოდგინე, ობიექტურ და მიუკერძოებელ
ანალიზს“ – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
საქმეზე: „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ (Enukidze and Girgvliani v. Georgia);
32
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<
https://search.coe.int/cm/pages/result_details.aspx?objectid=0900001680730408 > ნანახია [4.3. 2018].პარ.7–8
33 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 23 თებერვლის NMIA91800028681 წერილის
თანახმად, 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩასატარებლად შედგა შესაბამისი
გეგმა. გასატარებელ ღონისძიებებზე ადგილზე შექმნილი ვითარების შესაბამისად, განხორციელდა
სპეცრაზმის თანამშრომელთა სახლებში შესვლა, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფდნენ პირის
დაკავებას და საგამოძიებო მოქმედებებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
37
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ოპერაციაზე კონტროლი.34 ამ ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ნათელი გახდება,
გაითვალისწინა
თუ
არა
ოპერაციის
ჩამტარებელმა
უწყებამ
ძალის
პროპორციული
გამოყენებისთვის ყველა შესაძლებლობა, რათა გამოუსწორებელი შედეგი – სიკვდილი
აერიდებინა თავიდან. სწორედ ეს საკვანძო ფაქტორი განსაზღვრავს მთლიანობაში სახელმწიფოს
მიერ მაჩალიკაშვილის სიცოცხლის უფლების დაცვის ხარისხს – ეფექტიანი გამოძიებით
დაადგენს თუ არა სახელმწიფო იმას, რამდენად იმოქმედეს მისმა წარმომადგენლებმა კანონით
განსაზღვრული მკაცრი აუცილებლობით.
გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ასევე, უშუალოდ
ოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის მოქმედების გარემოებების დეტალური შესწავლა,
და მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ გაფრთხილების35
საკითხის
დადგენაც.
გამოყენებული
ძალის
პროპორციულობასთან
ერთად,
ასევე,
მნიშვნელოვანია
მისი
საფუძვლიანობის შესწავლაც – რა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებდა
თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების აუცილებლობაზე. სწორედ ამიტომ მოცემული საქმის
გამოძიების ფარგლებში მნიშვნელოვანია უშუალოდ იმ სისხლის სამართლის საქმის მასალების
(დოკუმენტები, ნივთიერი მტკიცებულებები) შესწავლა და გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც
თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავება იგეგმებოდა. აუცილებელია, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად,36 მსხვერპლის ოჯახის
წევრისთვის
დაზარალებულის უფლებამონაცვლის
სტატუსის
მინიჭება
და გამოძიების
პროცესში იმ მოცულობით ჩართულობის უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მისი კანონიერი
ინტერესების დასაცავად.37
34
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://ssg.gov.ge/news/306/saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxurisgancxadeba > ნანახია [4.3.2018] ] საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 23 იანვრის N13/5135,
2018 წლის 26 თებერვლის N13/14361 და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 23
თებერვლის NMIA91800028681 წერილების თანახმად თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავება უნდა
მომხდარიყო სასამართლოს განჩინების (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის
N3973 წერილით, მოცემული განჩინების ასლის წარმოდგენაზე აპარატს უარი ეთქვა) საფუძველზე. ასევე,
იგეგმებოდა მისი პირადი ჩხრეკა და სახლის ჩხრეკა.
35
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი.
36 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე:
„ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Khaindrava and Dzamashvili v. Georgia); 2011 წლის
26 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე: „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (Enukidze and
Girgvliani v. Georgia).
37
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 23 იანვრის N13/5137 წერილის თანახმად, ადვოკატმა
განცხადებით მიმართა თბილისის პროკურატურას თემირლან მაჩალიკაშვილის დაზარალებულად
ცნობის თაობაზე, რაზეც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველის არასებობაზე მითითებით ეთქვა უარი,
თუმცა შესაძლებლობა მიეცა გაცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. საქართველოს
38
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პარალელურად აუცილებელია, დადგინდეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემდეგ
სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროულობა და ხარისხი.38 აღსანიშნავია, რომ სსიპ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ39 დაიწყო ამ საკითხის
შესწავლა სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის40 საფუძველზე.
საქართველოს
სახალხო
დამცველმა
საკუთარი
ინიციატივით
დაიწყო
თემირლან
მაჩალიკაშვილის საქმის შესწავლა, მოუწოდა საქართველოს პროკურატურას ჩაეტარებინა
ეფექტიანი გამოძიება;41 შეხვდა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.42 საქართველოს სახალხო
დამცველს, საგამონაკლისო წესით, საქმის მასალების გაცნობაზე43 საქართველოს პროკურატურამ
უარი უთხრა,44 თუმცა მიაწოდა ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.45
პროკურატურის განცხადებით (http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1507), მთავარი პროკურორი თემირლან
მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატებს შეხვდა და მიეწოდათ გამოძიების თაობაზე
ინფორმაცია. ამასთან, ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა გაეცნონ სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის წარმოებაში არსებული საქმის მასალებს. იხ. <https://emc.org.ge/ka/products/emc-prokuraturastemirlan-machlikashvilis-sakmis-arsebit-mtkitsebulebebze-dashvebisken-moutsodebs > ნანახია [4.3.2018].
38 მშობლების განმარტებით, გასროლის შემდეგ ოთახში ჩაკეტეს და დაჭრილის სახლიდან გაყვანა არ
უნახავთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 23 თებერვლის NMIA91800028681 წერილის
თანახმად, სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოძახებული იქნა ადგილზე, მაგრამ ბრიგადის მოსვლამდე,
დაჭრილი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების მიზნით. საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 8 თებერვლის NMIA11800317286 წერილის თანახმად, „112“-ზე 26
დეკემბერს, 04:17 საათზე (განმეორებით, 04:20, 04:30, 04:37, 04:43 საათზე) შესული სატელეფონო
შეტყობინებით, სოფელ ომალოში მოქალაქეს ესაჭიროებოდა სამედიცნო დახმარება. სსიპ „საგანგებო
სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ 2018 წლის 28 თებერვლის
N12/518 წერილის თანახმად, გამოძახებაზე გასულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 04:26 საათზე, გზაზე
შეახვედრეს პაციენტი.
39 2018 წლის 13 თებერვლის N02/8152 წერილი.
40 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2018 წლის 10 იანვრის N15-5/354 წერილი.
41
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://www.ombudsman.ge/ge/news/pankisshi-saxlischxrekisas-19-wlis-axalgazrda-daichra.page > ნანახია [4.3.2018].
42 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelis-vizitipankisis-xeobashi.page > ნანახია [4.3.2018].
43
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelitemirlan-machalikashvilis-gardacvalebis-faqts-exmianeba.page > ნანახია [4.3.2018]
44 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 23 იანვრის N13/5135 წერილი.
45 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 23 იანვრის N13/5137 და 2018 წლის 26 თებერვლის
N13/14361 წერილების თანახმად, თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი
უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, გამოიკითხნენ მოწმეები, გამოთხოვილი იქნა
სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის წარმოებაში არსებული საქმის მასალები, ამოღებულია
ცეცხლსასროლი იარაღი, დაინიშნა კომპლექსური - ტრასოლოგიური, ბალისტიკური და გენეტიკური
ექსპერტიზები, რომელთა დასკვნები მიღებული არ არის. ასევე, დაინიშნა სასამართლო–სამედიცინო
ექპერტიზაც. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018
წლის 20 მარტის პასუხით აპარატს ეცნობა სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ–ტექნოლოგიური და
ჰისტოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები.
39
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
რეკომენდაციები:
საქართველოს პროკურატურას:
გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესაფასებლად კონკრეტული საგამოძიებო
მოქმედებებით შეისწავლოს:
o
თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების გეგმა და ოპერაციაზე კონტროლი;
o
სპეცდანიშნულების რაზმის გეგმა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავებამდე;
o
თემირლან
მაჩალიკაშვილის
დაკავების
ფაქტობრივი
და
სამართლებრივი
საფუძვლები;
o
გამოყენებული სამედიცინო დახმარების დროულობა და ხარისხი;
o
დამკავებელი პირების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კანონიერება;
უზრუნველყოს
გარდაცვლილის
ოჯახის
წევრების
ინფორმირება
გამოძიების
მიმდინარეობის შესახებ და გააცნოს შესაბამისი დოკუმენტაცია
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
შეიმუშავოს ტერორისტულ დანაშაულებთან ბრძოლის სპეცოპერაციების დეტალური
ინსტრუქცია, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ძალის გადამეტების რისკს და
შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან
40
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
4. წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის პრევენცია
პრევენციის ეროვნული მექანიზმის, როგორც წამების პრევენციის გლობალური სისტემის
ნაწილის, ამოცანაა
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის რისკფაქტორების გამოვლენა და მათზე რეაგირება; ამ ფაქტორების
აღმოფხვრისკენ მიმართული რეკომენდაციების შემუშავება.46 ამ მიზნით, საანგარიშო პერიოდში
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელდა ვიზიტები შემდეგ დაწესებულებებში:
8 პენიტენციურ დაწესებულებაში - 34 ვიზიტი; 5 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში - 9 ვიზიტი; 9
მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში - 9 ვიზიტი; რელიგიური კონფესიების 9 ბავშვთა სახლში
- 9 ვიზიტი47; პოლიციის 45 სამმართველოში - 45 ვიზიტი; 19 დროებითი მოთავსების
იზოლატორში - 21 ვიზიტი;
6 ფოკუსჯგუფში შედგა შეხვედრა რეგიონებში მომუშავე
ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მიგრანტთა დროებითი განთავსების
ცენტრში განხორციელდა
დაბრუნების
1
ერთობლივი
ვიზიტი.
5
ჩატარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან
ოპერაციის
მონიტორინგი.
ქვემოთ
მიგრანტთა
მიმოხილული
იქნება
საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ პენიტენციურ და შინაგან საქმეთა
სამინისტროს სისტემებში, ასევე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გამოვლენილი ძირითადი,
სისტემური რისკფაქტორები, მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ორგანოების მიერ გატარებული
და მომავალში გასატარებელი ზომები.
4.1. პენიტენციური სისტემა
სახალხო დამცველი მიესალმება 2017 წელს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ
რეფორმებს, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა პატიმრობის კოდექსში.
დადებითად უნდა შეფასდეს
წარმოდგენილი რეფორმის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები,
როგორიცაა გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
შექმნა, არასაპატიმრო ღონისძიების ახალი სახის - შინაპატიმრობის ამოქმედება და გარკვეული
კატეგორიის მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების უფლების მინიჭება.48
46
გაერო, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის
წინააღმდეგ კომიტეტი, წამების პრევენციის ქვეკომიტეტის მიდგომა წამებისა და სხვა სასტიკი,
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციასთან დაკავშირებით, პუნქტი 5 (С),
მეთორმეტე სესია, ჟენევა, 15-19 ნოემბერი, 2010 წელი, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
https://digitallibrary.un.org/record/699284/files/CAT_OP_12_6-EN.pdf [ბოლოს ნანახია: 13.03.2018].
47 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ანგარიშის „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა“ თავი
48გათავისუფლებისთვის
მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ
მსჯავრდებულს, დაბალი რისკის მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში
41
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლების მხრიდან
პატიმრებზე ფიზიკური ძალადობის გამოძიების მოთხოვნით 2017 წელს სახალხო დამცველს
საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუმართავს. მიუხედავად ამისა, კვლავ მნიშვნელოვან
გამოწვევას წარმოადგენს პატიმრებს შორის ძალადობა, ციხის კრიმინალური სუბკულტურა და
არაფორმალური მმართველობა.
ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად საჭიროა, ერთი მხრივ, ძალადობის
შემთხვევების გამოვლენის, დოკუმენტირების, საგამოძიებო ორგანისათვის შეტყობინების
ეფექტური მექანიზმის დანერგვა და, მეორე მხრივ, არსებული სხვადასხვა სარისკო პრაქტიკის
აღმოფხვრა. ამ კონტექსტში, წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს საანგარიშო
პერიოდში შესაძლო არასათანადო მოპყრობის შედეგად პატიმრის დაზიანების აღრიცხვის ახალი
წესის ამოქმედება, თუმცა, სამწუხაროდ, არ შესრულებულა სახალხო დამცველის
რეკომენდაციები ამ წესის შემდგომი დახვეწის შესახებ49 და კვლავ პრობლემურია მისი
პრაქტიკაში დანერგვის საკითხი. დოკუმენტირების ხარვეზებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ
პენიტენციურ დაწესებულებებში, ახალი წესის შესაბამისად, მხოლოდ 4 შემთხვევაში მოხდა
დოკუმენტირება და ეს მაშინ, როდესაც 2017 წელს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ
მიღებული ინფორმაციის თანახმად, გაცილებით მეტი პირი იქნა შესახლებული პენიტენციურ
დაწესებულებებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება და
მიუთითებდნენ, რომ ეს დაზიანებები მიიღეს დაკავებისას ან დაკავების შემდეგ.50
გარდა ზემოაღნიშნულისა, კვლავ პრობლემურია ექიმსა და პატიმარს შორის ურთიერთობის
კონფიდენციალურობის
დაცვის
საკითხი.51
საანგარიშო
პერიოდში,
პროფესიული
გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სამედიცინო პერსონალი კვლავ არ იყო სრულად
დამოუკიდებელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა არასამედიცინო პერსონალისგან.52
მოთავსებულ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, ისარგებლონ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ
საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით (პატიმრობის კოდექსი, მუხლი 1151).
49
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 39-40
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 12.03.2018].
50 საქართველოს რეგიონებში შესწავლილი 469 შემთხვევიდან 19 შემთხვევაში დროებითი მოთავსების
იზოლატორში შესახლებულ პირს აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა დაზიანება და პრეტენზია ჰქონდა
პოლიციის მიმართ. ყველა ეს პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, ბრალდებულის სტატუსით
მოთავსებული იყო პენიტენციურ დაწესებულებაში. გარდა ამისა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის
სამინისტროდან
მიღებული
ინფორმაციის
თანახმად,
2017
წელს
პენიტენციურ
დაწესებულებებში შესახლებული ბრალდებულებიდან დაზიანება მიიღო: დაკავებისას - 75 პირმა და
დაკავების შემდეგ - 85 პირმა.
51
საქართველოს
სახალხო
დამცველის
2016
წლის
საპარლამენტო
ანგარიში,
გვ.
39-40
გვ.
39-40
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 12.03.2018]. გვ. 34-35.
52
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში,
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 12.03.2018]. გვ. 39.
42
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სახალხო დამცველი კვლავ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ არასათანადო მოპყრობის
პრევენციის ამოცანა არ უნდა იყოს დაყვანილი მხოლოდ ფიზიკური ძალადობის შემთხვევების
თავიდან აცილებამდე. აუცილებელია ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებთან ბრძოლა,
პატიმრობის ცუდი პირობებით (პატიმრობის პირობები წინამდებარე ქვეთავის მიზნებისთვის
მოიცავს როგორც მატერიალურ პირობებს, ასევე რეჟიმს და ნორმალიზაციის პროცესის
ხელშემწყობ დღის აქტივობებს) გამოწვეული ტანჯვის პრევენცია და პირადი თუ ოჯახური
ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვა, მასში გაუმართლებელი ჩარევის თავიდან აცილება.
ამ მხრივ ყველაზე არაკეთილსაიმედო მდგომარეობა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებებშია.
განსაკუთრებული რისკის დაწესებულებების მიმართ სამინისტროს პოლიტიკა არ შეესაბამება
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების სულისკვეთებას, რომლის
მიხედვითაც განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
შეძლებისდაგვარად უნდა გავრცელდეს
ჩვეულებრივ ციხეებში არსებული რეგულაციები.53
თუმცა, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მყოფ
პატიმრებს არ მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ სარეაბილიტაციო აქტივობებში, რაც
ხელმისაწვდომი იყო დახურული ტიპის დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისთვის.54 არსებული
მიდგომებით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება წარმოადგენს
სტატიკური უსაფრთხოების პრინციპებზე დაფუძნებულ, შეზღუდვების, აკრძალვებისა და
უპირობოდ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა
ქცევის
პოზიტიურ
ცვლილებას,
რეაბილიტაციას
და,
შესაბამისად,
საზოგადოებაში
რეინტეგრაციას.
საანგარიშო
პერიოდში
კვლავ
პრობლემად
რჩება
პენიტენციურ
დაწესებულებებში
უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა. კერძოდ, არ ხდება პატიმრების მიმართ
ვიზუალური
ან/და
ელექტრონული
მეთვალყურეობის
განხორციელების
შესახებ
55
გადაწყვეტილებების დასაბუთება.
საგულისხმოა, რომ მითითებული ღონისძიების
გამოყენებით ხდება ჩარევა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში,
რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა
ადამიანს
სასჯელის
მოხდის
პერიოდშიც
უნარჩუნდება
და,
შესაბამისად,
სათანადო
დასაბუთების გარეშე აღნიშნული ღონისძიების გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს პატიმრის
53
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია R(82)18, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
https://rm.coe.int/16804fa45e [ბოლოს ნანახია 07.03.2017].
54 2017 წელს N3 და N6 დაწესებულებებში მხოლოდ 3 სარეაბილიტაციო პროგრამა განხორციელდა, N7
დაწესებულებაში კი არცერთი.
55საქართველოს
სახალხო
დამცველის
2016
წლის
საპარლამენტო
ანგარიში,
გვ.
60-64,
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 08.03.2018].
43
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად.56 სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ
აუცილებელია
ყველა
კონკრეტულ
საქმეში
რისკი
შეფასდეს
ინდივიდუალურად,
ამ
ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებაში კი ნათლად
ჩანდეს მისი გამოყენების
აუცილებლობა და უალტერნატივობა. დამატებით, აღსანიშნავია, რომ მეთვალყურეობით
განხორციელებული ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად კვლავ განსაზღვრულია 5 დღეღამე და სახალხო დამცველის რეკომენდაცია აღნიშნული ვადის, სულ მცირე, 10 დღე-ღამემდე
გაზრდის შესახებ არ შესრულებულა.57 სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი პრაქტიკა
ცხადყოფს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი გადაწყვეტს, მოპყრობის შესახებ საჩივრით
მიმართოს სახალხო დამცველს ან საგამოძიებო ორგანოს, რეაგირება გარკვეულ პროცედურებთან
არის დაკავშირებული და მოითხოვს დროს. კერძოდ,
დამცველს, სახალხო დამცველმა უნდა მიმართოს
58
ვიდეოჩანაწერების
ამოღება.
თავის
მხრივ,
თუ პატიმარი მიმართავს სახალხო
საგამოძიებო ორგანოს და მოითხოვოს
საგამოძიებო
ორგანომ
უნდა
მიმართოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მოითხოვოს ჩანაწერის დაარქივება
ამოღების მიზნით. აღნიშნული პროცედურის და მეთვალყურეობის სისტემის შეზღუდული
ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სახალხო დამცველს გონივრულად მიაჩნია,
სისტემის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების გზით, უზრუნველყოს ვიდეოჩანაწერების
შენახვა არანაკლებ 10 დღე-ღამისა.
სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში პრობლემად რჩება პატიმრების დეესკალაციის ოთახში
მოთავსების
პრაქტიკა.
აღნიშნულ
ოთახში
მოთავსებისას
არ
ხდება
დაწესებულების
თანამშრომლების მულტიდისციპლინური ჩარევა რისკების შემცირების და აღმოფხვრის
მიზნით.59 პატიმრებს აკრძალული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი, არ მიეწოდებათ
ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები. კვლავ პრობლემას წარმოადგენს დეესკალაციის
ოთახებში არსებული გარემო და პირობები. ოთახები არ არის უსაფრთხო და მოწყობილი
იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი. გარდა ამისა, არ
56
წამების, არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ევროპული კომიტეტი (СPT),
კომიტეტის ვიზიტი უკრაინაში 1-10 დეკემბერი, 2012 წელი, პარაგრაფი 52, ხელმისაწვდომია ინგლისურ
ენაზე შემდეგ მისამართზე: http://www.cpt.coe.int/documents/ukr/2013-23-inf-eng.htm [ბოლოს ნანახია
02.03.2018].
57
საქართველოს
სახალხო
დამცველის
2016
წლის
საპარლამენტო
ანგარიში,
გვ.
64,
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 08.03.2018].
58პრაქტიკულად,
იყო
შემთხვევები,
როდესაც
სახალხო
დამცველმა
პირდაპირ
მიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მოითხოვა ვიდეოჩანაწერების დაარქივება, მაგრამ
სამინისტროსგან მიიღო პასუხი (2017 წლის 18 ოქტომბრის MOC 81700818983 წერილი), რომ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის N35 ბრძანებით დამტკიცებული
„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების,
ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის“ თანახმად, სახალხო დამცველის მიმართვა არ
წარმოადგენს ვიდეოჩანაწერების დაარქივების საფუძველს.
59
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 54-59.
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 08.03.2018].
44
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შესრულებულა
მოთავსების
სახალხო
მაქსიმალურ
დამცველის
რეკომენდაცია
ვადად
საათის
24
დეესკალაციის
დაწესების
შესახებ.60
ოთახში
პატიმრის
აღსანიშნავია,
რომ
პენიტენციური დაწესებულებების დებულებებით განსაზღვრულია მხოლოდ
პირის
დეესკალაციის ოთახში მოთავსების ხანგრძლივობა (72 საათი), მაშინ როდესაც პირის
დეესკალაციის
ოთახში
მოთავსების
რაოდენობა
შეზღუდული
არ
არის.
აღნიშნული
შესაძლებელს ხდის პირის დეესკალაციის ოთახში შეუზღუდავად, ზედიზედ რამდენჯერმე
მოთავსებას.61
უცვლელია სახალხო დამცველის პოზიცია იმის შესახებ, რომ დეესკალაციის ოთახში პატიმრის
მოთავსება შესაძლოა იყოს მხოლოდ იმწუთიერი, გადაუდებელი ღონისძიება და პენიტენციური
დაწესებულების
ადმინისტრაციამ
უნდა
მიმართოს
სხვა
ზომებს,
მათ
შორის,
მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და საჭიროების
შემთხვევაში, ფსიქიატრის) მიერ პატიმრისათვის ადეკვატური დახმარების გაწევით. გარდა
ამისა, საგულისხმოა, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსება არის წესრიგის და უსაფრთხოების
შენარჩუნების მიზნით პატიმრის მიმართ იძულებითი ხასიათის ღონისძიება, რა დროსაც
მომატებულია პატიმრის მიერ თვითდაზიანების ან მის მიმართ ძალის გამოყენების რისკი, რაც,
თავის მხრივ, ზრდის ამ პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის რისკს. შესაბამისად, 2016
წლის
საპარლამენტო
ანგარიშში
სახალხო
დამცველმა
რეკომენდაციით
მიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, რომ დეესკალაციის ოთახებში ვიზუალური
ან/და ელექტრონული მეთვალყურეობით განხორციელებული ჩანაწერები ყველა შემთხვევაში
ინახებოდეს არანაკლებ 1 თვის ვადით,62 თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია არ შესრულებულა.
სახალხო დამცველს დეესკალაციის ოთახებში განხორციელებული ვიდეოჩანაწერების შენახვა
ტექნიკურად შესაძლებლად მიაჩნია დაარქივების გზით მოხდეს.
პატიმრების სრული შემოწმება კვლავ ხდება რუტინულად და არ ეფუძნება იმწუთიერად
პატიმრისაგან მომდინარე რისკების შეფასებას. ამასთან, არ არის გამიჯნული სრული
(გაშიშვლებით) შემოწმების და შინაგანი შემოწმების საფუძვლები.63 სახალხო დამცველს მიაჩნია,
რომ პატიმრის სრული შემოწმების მოთხოვნა უნდა ხდებოდეს მხოლოდ პატიმრის მხრიდან
უსაფრთხოების კუთხით მომდინარე რისკის ინდივიდუალური შეფასების, თანაზომიერებისა
და
აუცილებლობის
პრინციპებზე
დაყრდნობით.
ამავდროულად,
სრული
შემოწმების
აუცილებლობის შემთხვევაში, პატიმარს უნდა შესთავაზონ სკანირება, როგორც შემოწმების
ალტერნატიული მეთოდი. ასევე, აუცილებელია
გაშიშვლებით შემოწმებისა და შინაგანი
შემოწმების ერთმანეთისგან მკაფიო გამიჯვნა და, თითოეულის გამოყენების შემთხვევაში,
60
იქვე. გვ. 59.
N2, N3, N6 და N8 პენიტენციური დაწესებულებების დებულებები.
62საქართველოს
სახალხო
დამცველის
2016
წლის
საპარლამენტო
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 08.03.2018].
63
63საქართველოს
სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 08.03.2018].
61
45
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ანგარიში,
ანგარიში,
გვ.
გვ.
59,
71-81,
შესაბამისი პროცედურების დადგენა. სრული შემოწმების განხორციელებისას არ უნდა
ხდებოდეს პირის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნა და
უნდა აღმოიფხვრას შემოწმებისას ე.წ „ბუქნების გაკეთების“ პრაქტიკა.
წინა
წლების
მსგავსად,
არ
შემუშავებულა
დისციპლინური
სახდელების
დაკისრების
სახელმძღვანელო პრინციპები. პრობლემურია რიგ დაწესებულებებში სამარტოო საკანის
გამოყენების სიხშირე64 და ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო საკანში
მოთავსების
შემთხვევები;
პატიმართა
პროვოცირება
და
დისციპლინური
სახდელების
დაკისრება, დასჯის მიზნით დეესკალაციის ოთახში მოთავსება; დისციპლინური სახდელის
სახით
ოჯახთან
კონტაქტის
სრულად
აკრძალვა.
კვლავ
გამოწვევას
წარმოადგენს
დისციპლინური სამართალწარმოების ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარების პრაქტიკა.65
ყოველგვარი საინტერესო და თავშესაქცევი აქტივობების გარეშე საკანში 23 საათი ყოფნის
პირობებში მკაცრი რეჟიმი პატიმრებში აძლიერებს პროტესტის, უსამართლობისა და უიმედობის
განცდას, რაც დამატებით გამოწვევებს აჩენს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად66, დახურული ტიპის
დაწესებულებებსა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში
გამოკითხულ პატიმართა 5.7 %-ს უცდია სუიციდი, ხოლო 12.6 %-ს ჰქონია სუიციდური აზრები.
ამავე კვლევის მონაცემებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ავტოაგრესიული ქმედების
ჩადენის ძირითად მიზეზად დახურული ტიპის დაწესებულებებში მოთავსებული მამაკაცი
პატიმრების უმრავლესობა დაწესებულების თანამშრომლებთან ურთიერთობას ასახელებენ.
თვითდაზიანების შემთხვევაში ამ მიზეზზე მიუთითებს 37.1%, ხოლო სუიციდური აზრების და
სუიციდის მცდელობის შემთხვევებში, შესაბამისად, 20.0% და 27.3%. ნახევრად ღია ტიპის
დაწესებულებებში ეს მონაცემები გაცილებით მცირეა და, შესაბამისად, 11.1%, 3.3% და 7.7%-ს
შეადგენს.
64
2017 წელს წინა წელთან შედარებით დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკნის გამოყენება
42%-ით შემცირდა (2016 წელი - 920; 2017 წელი - 386), თუმცა N2, N14 და N15 დაწესებულებებში კვლავ
აქტიურად გამოიყენება სამარტოო საკანში მოთავსება. 2016 წელთან შედარებით N2 დაწესებულებაში
42%-ით შემცირდა დისციპლინური სახდელების გამოყენება, თუმცა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა
სამარტოო საკნებში მოთავსების შემთხვევების ხვედრითი წილი (2016 წელს დისციპლინური სახდელების
42%-ს შეადგენდა სამარტოო საკანში მოთავსება, 2017 წელს კი - 39%-ს). N14 დაწესებულებაში 2016 წელს
გამოყენებული იქნა 60 დისციპლინური სახდელი, აქედან 57 შემთხვევაში სამარტოო საკანში მოთავსება,
2017 წელს კი სულ გამოყენებული იქნა 50 დისციპლინური სახდელი და ყველა სამარტოო საკანში
მოთავსება. N15 დაწესებულებაში 2016 წელთან შედარებით 38 %-ით შემცირდა დისციპლინური
სახდელების რაოდენობა, თუმცა გაიზარდა სამარტოო საკანში მოთავსების ხვედრითი წილი (2016 წელს
დისციპლინური სახდელების 36%-ს შეადგენდა სამარტოო საკანში მოთავსება, ხოლო 2017 წელს კი - 66%ს).
65
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 127-134.
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 08.03.2018].
66 ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა
2017 წელს და გამოიკითხა 943 პატიმარი.
46
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა სტატისტიკურად სანდო კავშირი
პატიმრობის პირობებსა და პატიმართა მიერ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის
თვითშეფასებას შორის. აღნიშნულს რამდენიმე პარამეტრი ადასტურებს, აქედან ერთ-ერთი
პატიმრობის ხანგრძლივობის და დაწესებულების ტიპის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებაა.
კვლევა აჩვენებს, რომ რაც უფრო ხანგრძლივია პატიმრობა, მით უფრო დაბალია ჯანმრთელობის
მდგომარეობის თვითშეფასება. ამასთან, დაწესებულების ტიპი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
ასეთ თვითშეფასებაზე. როგორც ზემოთ მოცემული მსჯელობიდან ჩანს, დაწესებულებებში
არსებული არაჯანსაღი, სტრესული პირობები იწვევს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის
პრობლემას, ასევე ქმნის საკმაოდ დიდ ტვირთს პენიტენციური ჯანდაცვის სისტემისთვის.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია მეტი რესურსის გამოყოფა და არსებული გარემოს გაჯანსაღება.
სახალხო დამცველი, რა თქმა უნდა, მიესალმება სამინისტროს ძალისხმევას გეგმური სარემონტო
სამუშაოების ჩატარების გზით, მატერიალური პირობების (ინფრასტრუქტურის ცვეთით
გამოწვეული) გაუარესების თავიდან ასაცილებლად, თუმცა მიუხედავად მცდელობისა, კვლავაც
არსებობს პრობლემები საკნებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის მხრივ67, სათანადო
ვენტილაციასთან68 და საკმარის განათებასთან69 დაკავშირებით. დაწესებულებაში არსებული
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებიდან70 გამომდინარე, უცვლელია სახალხო დამცველის
რეკომენდაცია N7 დაწესებულების დახურვის შესახებ.
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
შეფასებით,
უმთავრეს
პრობლემას
მოქმედი
დაწესებულებების სიდიდე, არქიტექტურული დიზაინი და პატიმართა განთავსების პრაქტიკის
თავისებურება
წარმოადგენს.
პირველ
რიგში
უნდა
აღინიშნოს,
რომ
N14
და
N17
დაწესებულებებში კვლავაც ფუნქციონირებს ძველი, ე.წ. ბარაკული ტიპის საცხოვრებლები,
სადაც მწეველი და არამწეველი პატიმრები ერთ სივრცეში ცხოვრობენ, რთულია სანიტარულჰიგიენური პირობების დაცვა და მაღალია ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროება;
გარდა ამისა, ასეთი ტიპის საცხოვრებელი უსაფრთოხების დაცვის თვალსაზრისითაც
დამატებით, მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოშობს, ვინაიდან პირადი სივრცის არქონის
პირობებში მეტია პატიმართა შორის კონფლიქტის რისკი. N2, N8, N12, N14 , N15, N17
დაწესებულებებში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ყველა მსჯავრდებულის პატიმრობის
კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილი 4 კვ.მ. მინიმალური პირადი ფართით უზრუნველყოფა.71
ეს გამოწვეულია არა შესაბამისი ტიპის დაწესებულებებში ადგილების საკმარისი რაოდენობის
არარსებობით72, არამედ პატიმართა
დაწესებულებაში შეუსაბამო განთავსებით. კერძოდ,
67
პრობლემებია N2, N5, N7, N8, N12, N14, N15, N17, N18 და N19 დაწესებულებებში.
N2, N3, N5, N6, N7, N8, N9, N14, N15, N17 დაწესებულებებში.
69 N3, N7, N8, N14 დაწესებულებები.
70 N7 დაწესებულება მისი თავდაპირველი დანიშნულებით აშენდა, როგორც საგამოძიებო იზოლატორი.
71 N2, N8, N12, N14 , N15, N17 დაწესებულებებში.
72 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, N15 დაწესებულების გარდა, სხვა არცერთი დაწესებულების
ლიმიტი შევსებული არ იყო.
68
47
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად ღია ტიპის სხვა დაწესებულებებში არის ლიმიტით
განსაზღვრული
ადგილების საკმარისი რაოდენობა, N15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა
რაოდენობა, 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დადგენილ ლიმიტს 328-ით აღემატება.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გაუმართლებელია პატიმრობის კოდექსით ბრალდებულის
მინიმალურ საცხოვრებელ ფართად 3 კვ.მ. განსაზღვრა, ვინაიდან უდანაშაულობის
პრეზუმფციიდან გამომდინარე, ბრალდებულები მსჯავრდებულებთან შედარებით, უფრო
მეტად შემზღუდველ პირობებში არ უნდა იყვნენ.
დღეს მოქმედი პატიმრობის კოდექსი არ
ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას, ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით.
საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, აღნიშნული შეზღუდვა დაუსაბუთებელია და
წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ
სამართალთან. შესაბამისად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პატიმრობის კოდექსში უნდა
შევიდეს ცვლილება და, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, განისაზღვროს
პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის მიერ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის წესი.73
სპეციალური პრევენციული ჯგუფი უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ დახურული და
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შენობების ფართობი
პრაქტიკულად სრულად უჭირავს საკნებს, არ არის გამოყოფილი და მოწყობილი სათანადო
ინფრასტრუქტურა დღის აქტივობებისთვის. პრობლემებია სასეირნო ეზოების დაგეგმარების,
დიზაინისა და მოწყობის კუთხით. დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში
სასეირნო ეზოებში არსებული მდგომარეობა არ იძლევა სათანადო ფიზიკური დატვირთვის
შესაძლებლობას.
სასეირნო
ეზოები
არ
არის
აღჭურვილი
სავარჯიშო
ინვენტარით.
აუცილებელია, დაწესებულებებში შეიქმნას სუფთა ჰაერზე ყოფნისა და ვარჯიშის სათანადო
პირობები,
მოეწყოს
ეზოები
სავარჯიშო
ინვენტარით
და,
ამასთანავე,
გაიზარდოს
ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე ყოფნის ხანგრძლივობა. ასევე შესაძლებელია დახურული
ტიპის დაწესებულებების შენობებში, ფლიგელების მიხედვით, საკნების გადაკეთების ხარჯზე
მოეწყოს სივრცეები სპორტული და სხვა რეკრეაციული აქტივობებისთვის.
ზოგადად, მნიშვნელოვანია, არსებული მდგომარეობისა და რესურსის გათვალისწინებით,
სამინისტრომ შეიმუშაოს სისტემის შედარებით მცირე დაწესებულებებად დაყოფის და
დაბალანსებული ინფრასტრუქტურის შექმნის კონცეფცია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.
73
ვარნასი ლიტვის წინააღმდეგ (Varnas v. Lithuania), განჩინება, 2013 წლის 9 დეკემბერი. სასამართლომ არ
გაიზიარა მოპასუხე მთავრობის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს არ
ჰქონდა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივნის მეუღლე სისხლის სამართლის საქმეში არ წარმოადგენდა
ბრალდებულს, არც მოწმეს და არ არსებობდა ინფორმაცია მის დანაშაულებრივ საქმიანობაში
მონაწილეობის შესახებ, შესაბამისად, მომჩივნისა და მისი მეუღლის ხანგრძლივი პაემანი ხელს ვერ
შეუშლიდა გამოძიების მიმდინარეობას. სასამართლომ საბოლოოდ დაასკვნა, რომ მომჩივნის მიმართ
ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური
ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-14 მუხლების (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევას.
48
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მცირე დაწესებულებების შექმნა გაამარტივებს დაწესებულების მართვას, წესრიგისა და
უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, შექმნის უკეთეს წინაპირობას სარეაბილიტაციო აქტივობების
განსახორციელებლად.
პენიტენციური დაწესებულებების გამოწვევა სასჯელის უმთავრესი მიზნის, პატიმართა
რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის უზრუნველყოფაა. მიუხედავად გარკვეული ნაბიჯებისა, ამ
მხრივ სისტემაში კვლავ მძიმე მდგომარეობაა. პრობლემას წარმოადგენს კვალიფიციური
პერსონალის
ნაკლებობა,
მსჯავრდებულთა
პროგრამების
დაბალი
არამრავალფეროვნება
ჩართულობა.
74
და
სპორადულობა,
მსჯავრდებულთა
სასჯელის
ასევე
მოხდის
ინდივიდუალური გეგმები ზოგადი ხასიათისაა, სრულყოფილად არ ასახავს მსჯავრდებულის
საჭიროებების იდენტიფიცირების შედეგად სპეციალისტის მიერ ჩატარებულ სამუშაოს.
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
შეფასებით,
პროგრამების
მრავალფეროვნების
უზრუნველყოფის პარალელურად, მსჯავრდებულთა მოტივირების მიზნით აუცილებელია
პროგრამებში მონაწილეობისათვის მათი წახალისება. სახალხო დამცველი მიესალმება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას. კერძოდ,
სამინისტრო 2018 წელს ახალი რეგულაციის შემოღებაზე დაიწყებს მუშაობას, რომლის
თანახმად, დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაო დღეების შესაბამისად,
მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდება. ამ ახალი მექანიზმის ეფექტიანად ასამუშავებლად
აუცილებელია დაწესებულებებში დასაქმების შესაძლებლობების75 გაზრდა.
გარე სამყაროსთან სათანადო ინტენსივობის კონტაქტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია როგორც
არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის, ასევე მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის
თვალსაზრისით. ამ მხრივ, დადებითად უნდა აღინიშნოს განსაკუთრებული რისკის
დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებისთვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის
უფლების მინიჭება და სატელეფონო საუბრით სარგებლობის ოდენობისა და ხანგრძლივობის
გაზრდა. ამავდროულად, კვლავ პრობლემურია ხანმოკლე პაემნის ოთახებში მინის ბარიერის
არსებობა,
ასეთ
შემთხვევებში
პატიმარი
ოჯახის
წევრებთან
ყველანაირი
ფიზიკური
ურთიერთობის საშუალებას მოკლებულია. მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს პატიმართა
განთავსებისას ოჯახის საცხოვრებელი ადგილის გაუთვალისწინებლობა, ოჯახის ვიზიტის
76
დროს კონფიდენციალური გარემოს არარსებობა, სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურობის
დარღვევა, ბიბლიოთეკებში პერიოდული პრესის ხელმიუწვდომლობა, სატელევიზიო არხების
არამრავალფეროვნება (მათ შორის, ენობრივი თვალსაზრისით).
74
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ.
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 08.03.2018].
75 არ უნდა შემოიფარგლებოდეს სამეურნეო სამსახურში ჩარიცხვის შესაძლებლობით.
76 N2 და N5 დაწესებულებებში ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს მინის ბარიერის გარეშე.
49
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
108
–
127,
ხანგრძლივი
პაემნით
კვლავ
ვერ
სარგებლობენ
N18
დაწესებულებაში
მოთავსებული
მსჯავრდებულები. დაწესებულებაში მსჯავრდებულები შესაძლოა მოთავსებულნი იყვნენ
ხანგრძლივი დროით,77 ამ შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ
ხანგრძლივი პაემნით მათთვის განსაზღვრული საშიშროების რისკის შესაბამისად.
გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების კუთხით მნიშვნელოვანია ვიდეოპამენის როლი,
რადგან ვიდეოპაემნით არა მხოლოდ მსჯავრდებულის ოჯახის წევრები, არამედ მეგობრები და
ახლობლებიც სარგებლობენ. ვიდეოპამენით სარგებლობა შეუძლიათ N5, N8, N11, N15, N16 და
N17 დაწესებულებებში მოთავსებულ მსჯავრდებულებს, სხვა დაწესებულებებში აღნიშნული
უფლებით სარგებლობა ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო შეუძლებელია. ამასთან,
ვიდეოპაემანი
არ
ეძლევათ
განსაკუთრებული
რისკის
დაწესებულებაში
მოთავსებულ
ბოლო
განმავლობაში
მსჯავრდებულებს.78
სამედიცინო
მომსახურების
ორგანიზების
კუთხით
წლების
მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა, მაგრამ მთავარ გამოწვევას დაავადებათა,
განსაკუთრებით არაგადამდებ დაავადებათა, პრევენცია წარმოადგენს. პენიტენციური ჯანდაცვა
ძირითადად
რეაგირებს
კლინიკურად
გამოხატულ
დაავადებებზე
და,
ამ
კუთხით,
მნიშვნელოვანი რესურსიც იხარჯება. დასანანია, რომ პენიტენციური ჯანდაცვის პაკეტით
გათვალისწინებული ზოგიერთი არაგადამდები დაავადების სკრინინგული გამოკვლევა არ
ტარდება.
განსხვავებით
არაგადამდები
დაავადებებისგან,
ინფექციური
დაავადებების
სკრინინგული გამოკვლევების ნაწილი მეტად სისტემურ ხასიათს ატარებს და პატიმართა ამ
კვლევებით მოცვის მაჩვენებელი უფრო მეტია.
პროგრესის
მიუხედავად
პრობლემები
რჩება
სამედიცინო
მომსახურების
ხარისხთან
დაკავშირებით, კერძოდ, გამოწვევას წარმოადგენს დაწესებულებებში სტანდარტების შესაბამისი
ინფრასტრუქტურის მოწყობა, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მოზიდვა, უწყვეტი
სამედიცინო განათლების უზრუნველყოფა, სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილი
წარმოება, კონსულტაციების დროულად ჩატარება.79
პრობლემებია პრევენციული ჯანდაცვისა და ზოგადად ჯანდაცვის სერვისების შესახებ
პატიმართა ინფორმირების კუთხით. პატიმართა უმეტესობა აღნიშნულ ინფორმაციას საერთოდ
არ ან ნაწილობრივ ფლობს. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა
77
ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილება ახორციელებს ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უზრუნველყოფას შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.
78 პატიმრობის კოდექსის მე-171 მუხლის პირველი ნაწილი.
79საქართველოს
სახალხო
დამცველის
2016
წლის
საპარლამენტო
ანგარიში,
გვ.
175,
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 08.03.2018].
50
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ადასტურებს, რომ ჯანდაცვის სერვისების შესახებ ინფორმირებულობის ხარისხი გავლენას
ახდენს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის თვითშეფასებასა და დინამიკაზე.
არსებითი ხარვეზები იკვეთება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა
დროული იდენტიფიცირების და შესაბამის სერვისზე გადამისამართების კუთხით. მიუხედავად
იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა გარკვეული ნაწილი
იღებს სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების
მქონე
პატიმართა
უმრავლესობა
პენიტენციურ
დაწესებულებებში
რჩება.
პენიტენციურ
დაწესებულებში არ არის სტატისტიკურად აღრიცხული, თუ რამდენ პაციენტს აქვს ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემა, შესაბამისად, რამდენს ესაჭიროება ფსიქიატრიული დახმარება.
დისკრიმინაციის პრევენციისა და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული პენიტენციური
სისტემის შექმნის მიზნით, უცილებელია კონკრეტული ჯგუფების სპეციალური საჭიროებების
იდენტიფიცირება
და
ამ
საჭიროებების
დაკმაყოფილება.
ამ
კუთხით,
პენიტენციურ
დაწესებულებებში არსებობს გარკვეული გამოწვევები, მათ შორის, ლგბტ თემთან ასოცირებული
პირების მიმართ არსებული სტიგმა, ფსიქოლოგიური ძალადობა, მათი იზოლირება და გარიყვა
ციხის
საერთო
რეაბილიტაცია.
80
ცხოვრებიდან;
ენობრივი
უვადოდ
ბარიერის
თავისუფლებააღკვეთილი
გამო
უცხოელი
პირების
პატიმრების
სათანადო
შეზღუდული
ხელმისაწვდომობა სერვისებზე, საკვების მომზადებისას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის
წარმომადგენელთა საჭიროებების
სრულწლოვანთა
დაწესებულებაში
გაუთვალისწინებლობა;
(N2
და
N8
არასრულწლოვანთა
დაწესებულებებში),
მოთავსება
ასევე
ქალი
მსჯავრდებულების ყოფნა მამაკაცთა (N2 დაწესებულება) დაწესებულებაში, სადაც სპეციალური
პენიტენციური დაწესებულებებისგან განსხვავებით, არ არის უზრუნველყოფილი სათანადო
სერვისები.81
წინადადებები საქართველოს პარლამენტს:
პატიმრობის კოდექსში, ცვლილების შეტანის გზით, განისაზღვროს, რომ პენიტენციურ
დაწესებულებებში დისციპლინური სამართალწარმოება ჩატარდეს მხოლოდ ზეპირი
მოსმენით
80
N6 და N7 დაწესებულებებში უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს არ მიეცათ საშუალება
ჩართულიყვნენ სარეაბილიტაციო აქტივობებში, რაც შეეხება N8 დაწესებულებას, აქ უვადოდ
თავისუფლებააღკვეთილ პირთა ნაწილი მონაწილეობდა საგანმანათლებლო პროგრამებში, რაც
მისასალმებელია. მიუხედავად ამისა, ხსენებული პროგრამები ძნელია შეფასდეს ინდივიდუალურ
საჭიროებებზე მორგებულ, რეგულარულ, მიზანმიმართულ და მრავალფეროვან აქტივობებად.
81საქართველოს
სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 207-238,
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 08.03.2018].
51
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შევიდეს
ცვლილება
პატიმრობის
კოდექსში
და
განსაკუთრებული
რისკის
დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცეთ ვიდეოპაემნით სარგებლობის
უფლება
პატიმრობის კოდექსით განისაზღვროს ბრალდებულების 4 კვ.მ.-ის მინიმალური
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება; გამოძიების ინტერესების
გათვალისწინებით, მათ ასევე მიეცეთ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება
რეკომენდაციები
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს:
კანონქვემდებარე აქტების გამოცემა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის
N131
ბრძანებაში
ცვლილების
შეტანის
გზით,
განისაზღვროს
პენიტენციურ
დაწესებულებებში დასაქმებული ექიმის ვალდებულება, რომ არასათანადო მოპყრობის
ფაქტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს პროკურატურას
პენიტენციური
დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 24 საათი
2015 წლის 19 მაისის N35 ბრძანებაში ცვლილების განხორციელების გზით განისაზღვროს,
დაწესებულებების
დებულებებში
ცვლილების
შეტანის
გზით,
რომ დეესკალაციის ოთახებში განხორციელებული ელექტრონული მეთვალყურეობის
ჩანაწერები დაარქივდეს არანაკლებ 1 თვის ვადით
2015 წლის 19 მაისის N35 ბრძანებში ცვლილების განხორციელების გზით, განსაზღვროს
ვიდეოჩანაწერების შენახვის გონივრული ვადა (არანაკლებ 10 დღისა)
ახალი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის
დაწესებულებების დებულებებში ცვლილების შეტანის გზით:
o
განისაზღვროს
სრული
ინდივიდუალური
შემოწმების
შეფასების,
ან
განხორციელების
თანაზომიერების
პენიტენციური
დროს
რისკის
პრინციპების
დაცვის
ვალდებულება;
o
განისაზღვროს პატიმრისთვის სრული შემოწმების ალტერნატიული მეთოდების
შეთავაზების ვალდებულება;
o
ერთმანეთისგან გაიმიჯნოს გაშიშვლებით შემოწმება და შინაგანი შემოწმება;
დადგინდეს მათი განხორციელების პროცედურები;
o
აიკრძალოს სრული გაშიშვლებისას პირის სხეულის სხვადასხვა ნაწილის
ერთდროულად გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნა;
უზრუნველყოს გენერალურმა ინსპექციამ პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზუალური
ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების მონიტორინგი,
52
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
რათა
გამოირიცხოს
ამ
ღონისძიების
გამოყენება
შესაბამისი
საფუძვლებისა
და
დასაბუთების გარეშე
ინფრასტრუქტურა
არსებული მდგომარეობისა და რესურსის გათვალისწინებით, შეიმუშაოს სისტემის
შედარებით
მცირე
დაწესებულებებად
დაყოფისა
და
დაბალანსებული
პრობლემის
მოგვარების
ინფრასტრუქტურის შექმნის სტრატეგია
გაუქმდეს N7 დაწესებულება
N15
დაწესებულებაში
გადატვირთულობის
მიზნით,
განხორციელდეს მსჯავრდებულების გადაყვანა სხვა ნახევრად ღია დაწესებულებაში და
ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს მსჯავრდებულების ოჯახის საცხოვრებელი
ადგილი
N2, N8, N12, N14, N15, N17 დაწესებულებებში მყოფი თითოეული პატიმარი
უზრუნველყოს 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით; გაუქმდეს N14 და N17 დაწესებულებებში
ე.წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები
N2, N3, N6, N7, N8, N9, N12, N14, N15, N16, N17, N18, N19 დაწესებულებებში ხანმოკლე
პაემნები განხორციელდეს მინის ბარიერის გარეშე
N18
დაწესებულებაში
ხანგრძლივი
პაემნის
მოთავსებული
ორგანიზება
მსჯავრდებულებისთვის
დაწესებულებებში
უზრუნველყოს
ხანგრძლივი
პაემნის
ინფრასტრუქტურის შექმნის ან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის საშუალებით
N2, N3, N6, N7, N9, N12, N14, N18 და N19 დაწესებულებებში უზრუნველყოს
ვიდეოპამენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა
დახურული ტიპის დაწესებულებებში უზრუნველყოს ტელეფონების მოთავსება ისეთ
ადგილას, სადაც პატიმარს შესაძლებლობა ექნება სატელეფონო ზარი განახორციელოს
დაწესებულების თანამშრომლის მიყურადების გარეშე
დეესკალაციის ოთახებში შეიქმნას უსაფრთხო გარემო, მათ შორის, რბილი მასალით
კედლებისა და იატაკის მოპირკეთების გზით
პატიმართა მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით უზრუნველყოს
პენიტენციურ დაწესებულებებში სათანადო სანიტარული ჰიგიენური მდგომარეობა,82
განათება83 და ვენტილაცია84
პატიმართა რეაბილიტაცია
82
პრობლემებია N2, N5, N7, N8, N12, N14, N15, N17, N18 და N19 დაწესებულებებში.
N3, N7, N8, N14 დაწესებულებები.
84 N2, N3, N5, N6, N7, N8, N9, N14, N15, N17 დაწესებულებებში.
83
53
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
2018 წელს გაიზარდოს სარეაბილიტაციო აქტივობების მოცულობა
დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ 1
საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა
სარეაბილიტაციო პროგრამების ინტერესების სფეროს განსაზღვრის მიზნით, 2018 წელს
უზრუნველყოს ყველა მსჯავრდებულის გამოკითხვა
ერთსა და იმავე ტიპის დაწესებულებებში უზრუნველყოს ერთგვაროვანი, საბაზისო
სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება
უზრუნველყოს 2017 წელს დაბალი რისკის დაწესებულებებში განხორციელებული
სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში;
2017 წელს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში განხორციელებული სარეაბილიტაციო
პროგრამების
განხორციელება
დახურული
ტიპის
დაწესებულებებში
ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით; უზრუნველყოს
2017 წელს დახურული ტიპის დაწესებულებებში განხორციელებული სარეაბილიტაციო
პროგრამების
განხორციელება
განსაკუთრებული
რისკის
დაწესებულებებში
ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით
2018 წელს გაიზარდოს ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა;
2018 წელს გაიზარდოს სოციალური განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და
მიეწოდოს
სახალხო
დამცველის
აპარატს
ინფორმაცია
სამუშაო
პირობების
გაუმჯობესების შესახებ
უვადოდ
თავისუფლებააღკვეთილ
პირებს
N6
და
N7
დაწესებულებებში
N8
დაწესებულების მსგავსად მიეცეთ იმავე სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის
შესაძლებლობა
ჯანმრთელობის დაცვა და პერსონალი
გაიზარდოს შტატით განსაზღვრული ექიმების და ექთნების რაოდენობა, გაიზარდოს
მოწვეული ექიმ-კონსულტანტების ვიზიტების
ინფორმაცია შესაბამისი პროგრესის შესახებ
რაოდენობა და წარმოდგენილ იქნას
ჩატარდეს არაგადამდები დაავადებების სკრინინგი და სამინისტრომ წარმოადგინოს
ინფორმაცია შესაბამისი პროგრესის შესახებ
პენიტენციურ
დაწესებულებებში
არასათანადო
მოპყრობის
დასაქმებულ
სავარაუდო
ფაქტების
ექიმებს
ჩაუტარდეთ
დოკუმენტირების
ტრენინგი
შესახებ
და
წარმოდგენილ იქნას ინფორმაცია შესაბამისი პროგრესის შესახებ
დაწესებულების
პერსონალი
უზრუნველყოფილ
იქნეს
სამედიცინო
დაზღვევით,
დაწესებულებამდე ტრანსპორტირებითა და სათანადო კვებით
2018 წელს პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომლისთვის უზრუნველყოს
პროფესიული გადაწვის ტრენინგი
54
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
თანასწორობა
უზრუნველყოს, რომ ყველა არასრუწლოვანი მსჯავრდებული იმყოფებოდეს N11
არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში
შეიმუშაოს სტრატეგია ლგბტ, სამეურნეო ნაწილში დასაქმებული, დასუფთავებაზე
პასუხისმგებელი სხვა პატიმრების მიმართ სიძულვილის, სტიგმისა და იზოლაციის
აღმოსაფხვრელად
4.2. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა
წინამდებარე ქვეთავში მოცემულია პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პოლიციის სამმართველოებსა და
დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. 2017 წელს
მონიტორინგი ჩატარდა 45 პოლიციის სამმართველოსა და 19 დროებითი მოთავსების
იზოლატორში. მონიტორინგის ვიზიტების გარდა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის
წევრებმა რეგიონებში გამართეს შეხვედრები ადგილობრივ ადვოკატებთან და არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთაგანაც მიიღეს ინფორმაცია დაკავებული
პირების უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, რეგიონებში არსებული სიტუაციის
შესახებ. 2016 წელს სულ ექვსი ასეთი შეხვედრა გაიმართა. დამატებით, ვიზიტები
განხორციელდა N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც წინასწარ შემუშავებული
კითხვარის გამოყენებით სპეციალური ჯგუფის წევრები გაესაუბრნენ 2017 წელს დაკავებულ
ბრალდებულებს.
მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა შეამოწმეს პოლიციის სამმართველოებში წარმოებული
დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნები და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილ
პირთა აღრიცხვის ჟურნალები, ვიზუალურად დაათვალიერეს პოლიციის სამმართველოების
შენობები, გაესაუბრნენ სამმართველოს თანამშრომლებს. დროებითი მოთავსების იზოლატორში
მონიტორინგის
ჯგუფის
წევრებმა
დაათვალიერეს
იზოლატორის
ინფრასტრუქტურა,
გაესაუბრნენ იზოლატორის თანამშრომლებს, დაკავებულ პირებს, შეამოწმეს დაკავებულ პირთა
საქმის მასალები.
საქმის მასალებში არსებული საჭირო ინფორმაციის სისტემატიზებული ამოღების მიზნით,
მონიტორინგის ჯგუფი იყენებდა სპეციალურად შემუშავებულ ანკეტას. 2017 წელს, ისევე
როგორც 2016 წელს, ჯგუფის წევრებმა შეამოწმეს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ვიზიტის დღემდე
იზოლატორებში შესახლებული ყველა დაკავებულის პირადი საქმე. ანკეტა ივსებოდა მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ დაკავების გარემოებების, დაზიანების ლოკალიზაციის, რაოდენობის და
55
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ხასიათის85 მხედველობაში მიღებით, კონკრეტული საქმე ჯგუფის მიერ საეჭვოდ მიიჩნეოდა.
ჯგუფმა სულ 469 შემთხვევა შეისწავლა.
წინასწარ
შემუშავებული
ანკეტის
მეშვეობით
ამოღებული
ინფორმაცია
თვისებრივად
სტატისტიკური პროგრამის (SPSS) გამოყენებით გაანალიზდა. პოლიციის თანამშრომლებთან
გასაუბრებისათვის სპეციალური პრევენციული ჯგუფი იყენებდა წინასწარ შემუშავებულ
ინსტრუმენტს - გასაუბრების კითხვარს. ამასთან, ჯგუფმა გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია
კონკრეტულ საქმეებში ადვოკატთა ჩართულობისა და ოჯახის ინფორმირების შესახებ.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს რეგიონების მასშტაბით, მონიტორნგის
ჯგუფმა 463 შემთხვევა შეისწავლა.
ანგარიშის
მომზადების
სამინისტროდან
პროცესში
გამოთხოვილი
ასევე
გაანალიზდა
მონაცემები.
საქართველოს
დროებითი
შინაგან
მოთავსების
საქმეთა
იზოლატორში
შესახლებულ პირთა რაოდენობა, იზოლატორში შესახლებისას დაკავებულ პირთა სხეულზე
არსებული დაზიანებების სტატისტიკა და პოლიციის მიმართ პრეტენზიის შემთხვევების
ოდენობა, წლების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ, ცხრილში.
2013 წელი
2014 წელი
2015 წელი
2016 წელი
2017 წელი
შესახლებულ პირთა
16553
17087
16416
13081
11812
რაოდენობა
დაზიანებით
7095(42,9 %)
6908(40,4 %)
5992(36,5 %)
6417 (49 %)
6386 (54,1 %)
შესახლებული პირები
პრეტენზია პოლიციის
111 (0,8 %)
198 (1,1 %)
168 (1 %)
193 (1,5 %)
241 (2 %)
მონაცემები წლების
მიხედვით
მიმართ
ცხრილში მოცემული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს
შენარჩუნებულია დაზიანებით შესახლებულ პირთა და პოლიციის მიმართ პრეტენზიის
დაფიქსირების შემთხვევათა ხვედრითი წილის ზრდის ტენდენცია.
განსაკუთრებით
საყურადღებოა
დაკავებულთა
მიერ
პოლიციის
მიმართ
პრეტენზიის
დაფიქსირების მაჩვენებლის ზრდა. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 48 შემთხვევით მეტი
85
ანკეტა არ ივსებოდა იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს აღენიშნებოდა მხოლოდ ნაწიბურები, ფუფხით
დაფარული ან მცირე ნაკაწრები.
56
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დაფიქსირდა. ზრდის ტენდენცია ასევე დასტურდება სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ
ჩატარებული კვლევის მონაცემებით.86
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს გაიზარდა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან
სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოძიების შესახებ საქართველოს სახალხო
დამცველის წინადადებების რაოდენობა. 2017 წელს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან
მოქალაქეთა მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიების ჩატარების წინადადებით
სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს 10, ხოლო 2016 წელს 6 შემთხვევაში
მიმართა.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების თანახმად,
შენარჩუნებულია ტენდენცია, როდესაც შესწავლილი შემთხვევების87 დაახლოებით ერთ
მესამედში (2017 წელი - 30,1 %, 2016 წელი - 31,3 %), დაკავების ოქმში არ არის მითითებული
დაზიანება, რომელიც აღწერილია გარეგნული დათვალიერების ოქმში. ცხადია, ამ შემთხვევებში
ჩნდება მყარი პრეზუმფცია, რომ შესაძლოა დაკავებული პირი პოლიციის კონტროლის ქვეშ
დაექვემდებარა ფიზიკურ ძალადობას.
საინტერესოა სხეულის დაზიანებით დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთა
შესახლების შემთხვევების ანალიზი დაზიანების მიღების დროის ჭრილში (როგორც ამას
განმარტავს დაკავებული პირი). ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები იხილეთ ქვემოთ,
ცხრილში.
სხეულის დაზიანების შემთხვევათა რაოდენობა
2015
2016
2017
დაკავებამდე
5635
6009
5923
დაკავებისას
243
254
284
დაკავების შემდეგ
52
53
26
დაკავებამდე - დაკავებისას
47
76
114
დაკავებამდე - დაკავების შემდეგ
10
20
23
2015 და 2017 წელს
86
2017 წელს, შესწავლილ შემთხვევათა 18,6 %-ში, დაკავებულს პრეტენზია გააჩნდა პოლიციის მიმართ,
იგივე მაჩვენებელი 2016 წელს 15 %-ს შეადგენდა.
87 2017 წელს, რეგიონების მასშტაბით შესწავლილი იყო 469 შემთხვევა, 2016 წელს - 578 შემთხვევა.
57
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დაკავებისას - დაკავების შემდეგ
4
2
13
დაკავებამდე - დაკავებისას - დაკავების შემდეგ
1
3
3
სულ: 5992
სულ: 6417
სულ: 6386
ცხრილის ანალიზი ცხადყოფს, რომ 2017 წელს შემცირებულია დაკავების შემდგომ სხეულის
დაზიანების მიღების შემთხვევათა რაოდენობა და, შესაბამისად, დაზიანების ხვედრითი წილი
დაკავებისას ან/და დაკავების შემდგომ მიღების შემთხვევების საერთო რაოდენობაში, ხოლო,
თავის მხრივ, გაზრდილია ანალოგიური მაჩვენებლები დაკავებისას მიღებულ დაზიანებებთან
მიმართებით.
მონიტორინგის
ფარგლებში,
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში სხეულის
დაზიანებით შესახლებულ პირთა შესახებ. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები იხილეთ
ქვემოთ, ცხრილში.
წელი
დაკავებამდე
დაკავებისას
2015
818 (86 %)
88 (9,2 %)
2016
764 (79,3 %)
2017
784 (83 %)
დაკავების
არ მიუთითა
ჯამი
37 (3,9 %)
8 (0,8 %)
951 (100 %)
91 (9,5 %)
103 (10,7 %)
5 (0,5 %)
963 (100 %)
75 (7,9 %)
85 (9 %)
1 (0,1 %)
945 (100 %)
შემდეგ
როგორც ცხრილიდან ჩანს, მცირედით შემცირებულია იმ პენიტენციურ დაწესებულებებში
შესახლებულ ბრალდებულთა რაოდენობა, რომელთაც, მათივე განმარტებით, სხეულის
დაზიანება დაკავებისას ან დაკავების შემდგომ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ სპეციალური
პრევენციული ჯგუფის მიერ 2016 წელს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა მიერ
სხეულის დაზიანების დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ მიღების ხვედრითი წილი 12,8 %-ს
შეადგენდა, ხოლო 2017 წელს იგივე მაჩვენებელი 26,4 %-ია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ
2017 წელს პოლიციის მხრიდან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ მოპყრობა
გაუარესებულია.
პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციისთვის,
აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების არსებობა,
58
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
კერძოდ, პირის ინფორმირება მისი უფლებების შესახებ; მისი ოჯახის წევრებისთვის
ინფორმაციის მიწოდება დაკავების შესახებ; ადვოკატისა და სამედიცინო პერსონალის
ხელმისაწვდომობა.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებული შემოწმების
შედეგად გაირკვა, რომ, წინა წლების მსგავსად, პრობლემას წარმოადგენს პოლიციის მიერ პირის
ინფორმირება მისი უფლებების შესახებ. 2017 წელსაც გრძელდება პირთა თანხმობის გარეშე
პოლიციის ავტომობილში ან პოლიციის შენობაში „გასაუბრების“ მანკიერი პრაქტიკა, რაზეც
საქართველოს სახალხო დამცველი გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც საუბრობდა.
მართალია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლი ითვალისწინებს
გასაუბრების მიზნით პირის ნებაყოფლობით მიწვევას პოლიციაში,88 თუმცა, ამ შემთხვევაში
საუბარია ისეთ პრაქტიკაზე, როდესაც პირს პოლიციაში იძახებენ ყოველგვარი სტატუსის
გარეშე, მისი თანხმობის გარეშე აყოვნებენ გარკვეული ვადით (რამდენიმე საათი) და უსვამენ
სხვადასხვა შეკითხვას. ამ დროს მას არ მიეწოდება ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ;
მისი პოლიციის სამმართველოსა თუ განყოფილებაში შესვლისა და გამოსვლის შესახებ არ დგება
არანაირი დოკუმენტი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის გარკვევა, თუ რა სტატუსით და რა
მიზნით იმყოფებოდა ესა თუ ის პირი პოლიციაში და უფრო მეტიც, საერთოდ იმყოფებოდა თუ
არა.
წამების საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა მიიჩნია, რომ პირის გადაყვანა
„გასაუბრებისთვის“, მისი მკაფიოდ გამოხატული და თავისუფალი თანხმობის გარეშე, არა
მხოლოდ ზღუდავს პირის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას, არამედ ზრდის
წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკსაც.89 სახალხო დამცველი იზიარებს ამ პოზიციას და
თვლის, რომ პირის „გასაუბრებისთვის“ პოლიციის ავტომობილსა თუ განყოფილებაში
გადაყვანის პრაქტიკა ქმნის უკანონო დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკს.
გასული წლების მსგავსად გრძელდება პოლიციის დაწესებულებაში პირის მოწმის სტატუსით
მიყვანის და, შემდგომ, ფორმალური დაკავების ტენდენცია.90 სპეციალური პრევენციული
ჯგუფის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში პოლიციის
88
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, გასაუბრებისთვის მიწვეულ პირს
უნდა განემარტოს მიწვევის საფუძველი, პოლიციის შენობაში გამოცხადებისა და გასაუბრების
ნებაყოფლობითობა, მასვე უნდა განემარტოს უფლებები და ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით,
უნდა შედგეს ოქმი.
89 წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის საკითხებში
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში საქართველოში
განხორციელებული ვიზიტის შესახებ, 2015, პარ. 43, ხელმისაწვდომია გაეროს ოფიციალურ ენებზე
შემდეგ მისამართზე: http://ap.ohchr.org/documents/dpage_e.aspx?si=A/HRC/31/57/Add.3 [ბოლოს ნანახია
10.03.2018].
90საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 272-274. ხელმისაწვდომია
შემდეგ მისამართზე: http://ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 19.02.2018].
59
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სამმართველოში პირთა შეყვანის დრო წინ უსწრებს მათი ფორმალური დაკავების დროს. ასეთ
შემთხვევებში, როგორც წესი, პირს იძახებენ მოწმის სახით, მის მიმართ ატარებენ გარკვეულ
საგამოძიებო მოქმედებებს და შემდეგ, აკავებენ ოფიციალურად. თუმცა, მოწმის სტატუსით
მიყვანის დროს პირს არ უმარტავენ საკუთარ უფლებებს, ართმევენ პირად ნივთებს, მათ შორის,
მობილურ ტელეფონს, რითაც მიზანმიმართულად უზღუდავენ ოჯახისა და ადვოკატის
ინფორმირების უფლებას.
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს გაუმჯობესებულია
ოჯახის წევრებისთვის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდების დინამიკა,91 თუმცა სახალხო
დამცველი
მიიჩნევს,
რომ
აუცილებელია,
ყველა
შემთხვევაში
ოჯახის
წევრებისთვის
ინფორმაციის მიწოდება მოხდეს 3 საათის ვადაში.92 ოჯახის ინფორმირების უფლებით
სარგებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული დაკავებულის ადვოკატთან ხელმისაწვდომობაზე,
რადგან, როგორც წესი, ადვოკატის პროცესში ჩართვას ოჯახი უზრუნველყოფს. ადვოკატის
ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაკავების მომენტიდან უმოკლეს ვადაში,
რადგან დაშინების, ზეწოლის, შეურაცხყოფისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის საფრთხე
ყველაზე მაღალია სწორედ თავისუფლების აღკვეთის პირველ ეტაპზე, როდესაც პირი
განსაკუთრებულად მოწყვლადია.
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელთან შედარებით სისხლის სამართლის საქმეებში
ადვოკატის ჩართულობის მაჩვენებელი შედარებით გაუმჯობესებულია.93 თუმცა, საგულისხმოა,
რომ წინა წელთან შედარებით, 2017 წელს ადვოკატის საქმეში ჩართვის მაჩვენებელი პირველი 24
საათის განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა.94 ამასთან, გრძელდება ტენდენცია, რომ
ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები თითქმის არასოდეს სარგებლობენ ადვოკატის
დახმარებით.
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სისტემური მონიტორინგის დროს
შეუძლებელია დადგინდეს, დაკავების პირველივე ეტაპზე, პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის
პერიოდში ადვოკატის ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი რა მიზეზით არის გამოწვეული.
კერძოდ, გაურკვეველია, რამდენ შემთხვევაში არ ისურვა დაკავებულმა პირმა ადვოკატის
ჩართვა, რამდენ შემთხვევაში მოითხოვა დაკავშირება, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა
რეაგირება არ მოახდინეს მის მოთხოვნაზე, ასევე, ადვოკატის საქმეში ჩაურთველობა რამდენ
91
2016 წელს შესწავლილი საქმეების 56%-ში ოჯახის ინფორმირება მოხდა 3 საათის ვადაში, 2017 წელს 71%-ში.
92 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
პირის დაკავებიდან არა უგვიანეს 3 საათისა, პროკურორმა ან, მისი დავალებით, გამომძიებელმა
დაკავებული პირის ოჯახის წევრებს ან მესამე პირებს უნდა შეატყობინოს დაკავების შესახებ.
93 2016 წელს შესწავლილი საქმეების 54%-ში დაკავებულ პირს ჰყავდა ადვოკატი, ხოლო 2017 წელს - 83%ში.
94 2016 წელს დაკავებიდან 24 საათში ადვოკატი საქმეში ჩაერთო შესწავლილი შემთხვევების 17%-ში, ხოლო
2017 წელს - 15%-ში.
60
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შემთხვევაში იყო გამოწვეული იმით, რომ, დაკავშირების მიუხედავად, ადვოკატი ვერ
გამოცხადდა დაკავებულთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგულისხმოა, რომ პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში
არ წარმოებს რეესტრი დაკავებული პირების მიერ ოჯახთან/საკონსულოსთან და ადვოკატთან
დაკავშირების უფლებით სარგებლობის შესახებ. შესაბამისად, უცვლელია სახალხო დამცველის
პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის ორგანოებში უნდა წარმოებდეს ჩანაწერები
იმის შესახებ, თუ ვინ და როდის მოითხოვა მითითებული უფლებით სარგებლობა, ვინ და
როდის დაუკავშირდა ოჯახს/საკონსულოს და ადვოკატს, ასევე მოხერხდა თუ არა ადრესატთან
დაკავშირება. ამასთანავე, აუცილებელია, რომ რეესტრში გაკეთებული ჩანაწერი დაკავებულმა
პირმა დაადასტუროს ხელმოწერით, რათა არ ჰქონდეს ადგილი პოლიციის თანამშრომლების
მხრიდან თვითნებურად ცრუ ინფორმაციის შეტანას. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად,
რამდენადაც მონიტორინგის ორგანოებს, მათ შორის გენერალურ ინსპექციას სისტემური
მონიტორინგის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდეთ სათანადოდ შეამოწმონ დაკავებული
პირების ოჯახთან/საკონსულოსთან და ადვოკატთან დაკავშირების უფლების დაცვის საკითხი.95
დამატებით, აღსანიშნავია, სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ ადვოკატს წელიწადში
საშუალოდ 100 სისხლის სამართლის საქმის წარმოება უწევს და ამ პირობებში, შესაძლოა
გართულდეს იურიდიული დახმარების სრული ეფექტიანობა. გადატვირთულობის პრობლემის
შესახებ ასევე მიუთითებენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები. აქედან
გამომდინარე, 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით
მიმართა საქართველოს მთავრობას, გაზრდილიყო სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“
ბიუჯეტი,
სამსახურის
ბიუროებში
ადამიანური
რესურსის
გაზრდის
მიზნით,
თუმცა
აღნიშნული რეკომენდაცია არ შესრულებულა.
96
97
მისასალმებელია დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული პირების მიმართ
სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირების შესახებ წესის ამოქმედება,98
თუმცა, როგორც 2017 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, იზოლატორებში
95
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი მიიჩნევს, რომ პოლიციის განყოფილებებში
დაკავებულთათვის მინიჭებული დაცვის ფუნდამენტური გარანტიები გამყარებული იქნება,
თუ
თითოეული დაკავებულისთვის ცალ-ცალკე იწარმოება ერთიანი და ზედმიწევნითი ჩანაწერი, რომელშიც
აისახება მისი პატიმრობის ყველა ასპექტი და მათთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებები
(თავისუფლების აღკვეთის დრო და საფუძვლები, როდის განემარტა უფლებები, როდის დაუკავშირდა
ოჯახს/საკონსულოს, ადვოკატს და როდის მოინახულეს მათ). გარდა ამისა, ადვოკატს ხელი უნდა
მიუწვდებოდეს აღნიშნულ ჩანაწერებზე. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები,
პუნქტი 40. ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://rm.coe.int/16806cea2f [ბოლოს ნანახია 07.03.2018]
96საქართველოს
სახალხო
დამცველის
2016
წლის
საპარლამენტო
ანგარიში,
გვ.
290,
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 08.03.2018].
97 სსიპ „იურიდიული დამარების სამსახურის“ 2018 წლის 26 იანვრის LA 61800001753 წერილი.
98დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის N691 ბრძანებით.
61
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დასაქმებული ექიმების მიერ დოკუმენტაცია ხარვეზებით იწარმოება. კერძოდ, არ ხდება
დაზიანებების და მისი წარმოშობის მიზეზების სრულყოფილად აღწერა. ასევე, ხშირია
შემთხვევები, როდესაც დოკუმენტაციაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა მიზეზით
და რა გარემოებებში მოხდა დაზიანების მიღება, თუმცა ექიმს შეფასებული აქვს შესაბამისობის
ხარისხი დაზიანების ფიზიკურ ნიშანსა და დაზიანების მიყენების ნავარაუდევ მეთოდს შორის.
გარდა ამისა, გაირკვა, რომ ექიმები ვერ ახერხებენ დაზიანებების ხარისხიან ფოტოგრაფირებას
და არ ხდება გადაღებული ფოტომასალის სისტემატიზებულად შენახვა.
2016 წლის მსგავსად, იმ იზოლატორებში, სადაც სამედიცინო შემოწმებას ატარებს სასწრაფოსამედიცინო
დახმარების
ექიმი,
2017
წელსაც
პრობლემურია
სამედიცინო
შემოწმების
იზოლატორის თანამშრომლების თანდასწრებით ჩატარების რუტინული პრაქტიკა,99 დაზიანების
აღწერის
ხარისხი100
და
იზოლატორის
თანამშრომლების
მიერ
პროკურატურისთვის
შეტყობინების გაგზავნის პრაქტიკა.101
მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულის მიერ საჩივრის შეტანის შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს
სადავო საკითხის სრულყოფილი და ობიექტური შესწავლა. ამისათვის აუცილებელია,
სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ
დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება და პირის პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის
მთელი პერიოდის განმავლობაში აუდიო-ვიდეო ჩანაწერების სათანადოდ წარმოება.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
დაკავების
ოქმებში
კვლავ
დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებები;
102
არ
მიეთითება
სრულყოფილად
რა ვითარებაში მოხდა დაკავება,
ჰქონდა თუ არა ადგილი წინააღმდეგობის გაწევას და ძალის გამოყენებას.103 გარდა ამისა,
ხარვეზებით ხდება დროებითი მოთავსების იზოლატორებში გარეგნული დათვალიერების
99
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 287-288,
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 08.03.2018].
100 შესწავლილი საქმეების მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს არსებითად არ განსხვავდება იმ
შემთხვევათა რაოდენობა, როდესაც იზოლატორში შესახლებისას პირს აღენიშნებოდა დაზიანება, მაგრამ
ექიმმა დაზიანება არ აღწერა (2016 წელი - 14.4%, 2017 წელი 10.1%), თუმცა შემცირებულია ის შემთხვევები,
როდესაც პირს აღენიშნებოდა დაზიანება და ექიმმა დოკუმენტაციაში მიუთითა, რომ არ აღენიშნებოდა
(2016 წელი - 8.3%, 2017 წელი - 1.9%).
101 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს გაზრდილია იმ შემთხვევათა რაოდენობა, როდესაც დაკავებულს
არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის, სახისა და თვალბუდის არეში, თუმცა პროკურორთან
შეტყობინება არ გაიგზავნა (2016 წელი - 19.2%, 2017 წელი - 30.1%).
102 2017 წელს, 2016 წლის მსგავსად, შესწავლილ შემთხვევათა ერთ მესამედში, დაკავების ოქმში არ არის
მითითებული დაზიანება, რომელიც აღწერილია გარეგნული დათვალიერების ოქმში (2017 წელი - 30.1%,
2016 წელი - 31.3).
1032017 წელს დამუშავებული 469 (2016 წელი - 578) შემთხვევიდან დაუმორჩილებლობას/ წინააღმდეგობის
გაწევას ადგილი ჰქონდა 161 (34.3%) (2016 წელი - 384 (66.4%)) შემთხვევაში, ხოლო ძალის გამოყენების
შესახებ ინფორმაცია მითითებულია 32 (6.8%) (2016 წელი - 33 (5,7%)) შემთხვევაში, საიდანაც მხოლოდ 7
(2016 წელი -14) შემთხვევაში არის მითითებული ძალის გამოყენების მეთოდების შესახებ.
62
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ოქმების
შევსება.
კერძოდ,
ზოგ
შემთხვევაში
არ
არის
მითითებული
დაზიანების
წარმომავლობისა და პრეტენზიის შესახებ ინფორმაცია.104
აქვე სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ არ შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია
ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმაში შესაბამისი გრაფების დამატების თაობაზე, სადაც
სავალდებულო იქნებოდა ინფორმაციის შეტანა დაკავებულის სხეულის დაზიანებების,
წინააღმდეგობის გაწევის და ძალის გამოყენების შესახებ.105
პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში ვიდეოსათვალთვალო სისტემით განხორციელებული
ჩანაწერების შენახვის მინიმალური ვადა ნორმატიულად დადგენილი არ არის.106 შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ტერიტორიულ ორგანოებში
დამონტაჟებული ვიდეოსათავლთვალო სისტემებს გააჩნია ინდივიდუალური მოცულობის
მეხსიერების ბარათი, რომელთა მონაცემების შენახვის ვადა მერყეობს 2 (ორი) კვირიდან 1
(ერთი)
თვემდე.107
სახალხო
დამცველს
მნიშვნელოვნად
მიაჩნია,
რომ
ნორმატიულად
განისაზღვროს აღნიშნული ჩანაწერების არანაკლებ 14 დღის ვადით შენახვის ვალდებულება,
რათა წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრის შემთხვევაში, შესაძლებელი
იყოს ობიექტური მტკიცებულების მოპოვება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი
ცალსახად, წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს 2018 წლის თებერვლის თვეში კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტით,
ვიდეოჩანაწერების
ამავდროულად,
დროებითი
შენახვის
მოთავსების
მინიმალურ
მნიშვნელოვნად
მიიჩნევს,
იზოლატორებში
განხორციელებული
ვადად
120
საათის
განსაზღვრას,
რომ
იმ
იზოლატორებში,
სადაც
თუმცა,
ხდება
ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა, ვიდეოჩანაწერები უფრო ხანგძლივი ვადით, არანაკლებ
20 დღე-ღამით უნდა ინახებოდეს.108
104
2017 წელს დამუშავებული 469 შემთხვევიდან (2016 წელს - 578) გარეგნული დათვალიერების ოქმებში
არ იყო მითითებული ინფორმაცია დაზიანების მიღების დროის შესახებ 40 (8,5%) (2016 წელს - 8 (1.4%))
შემთხვევაში, ხოლო, პრეტენზიის შესახებ - 34 (7,2%) (2016 წელს - 9 (1,6%)) შემთხვევაში.
105 საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 301.
106 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის N53 ბრძანება „საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების
განსაზღვრის შესახებ“.
107
2018 წლის 7 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის აპარატში გამოგზავნილი
წერილი (MIA 8 18 00547972) შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში არსებული
ვიდეოკამერების თაობაზე.
108
სპეციალური პრევენციული ჯგუფის რეკომენდაცია მინიმალურ ვადად 20 დღის განსაზღვრის შესახებ
გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ პირი შეიძლება ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდეს
15 დღემდე ვადით და ამ პერიოდში მას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ან სტრესისა და შიშის გამო არ
სურდეს მოპყრობასთან დაკავშირებით, პატიმრობის პერიოდში, საჩივრის შეტანის სურვილი.
შესაძლებელია მას ეს სურვილი გაუჩნდეს დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ და,
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ვიდეოჩანაწერების სახით მოიპოვებოდეს საჩივრის საფუძვლიანობის
დამადასტურებელი ობიექტური მტკიცებულება.
63
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
აღსანიშნავია, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს არსებითად არ განსხვავდება
დაკავებული პირების პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობა
(პერიოდი
ფაქტობრივი დაკავებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე).109
შესაბამისად, უცვლელია სახალხო დამცველის პოზიცია იმის შესახებ, რომ აუცილებელია,
დაკავებული პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში უმოკლეს ვადაში მოთავსება,
ვინაიდან ეს უკანასკნელი შედარებით უსაფრთხო ადგილს წარმოადგენს.110
სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად,
2017 წელს არ შეცვლილა მდგომარეობა და ისევ პრობლემურია დროებითი მოთავსების
იზოლატორებში თითოეული დაკავებული პირის 4 კვ.მ. ფართით111 უზრუნველყოფა, ზოგიერთ
იზოლატორში
არასათანადო
ბუნებრივი
და
ხელოვნური
ვენტილაცია,
განათება;
არადამაკმაყოფილებელი სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა და პირადი ჰიგიენის ნივთების
ნაკლებობა; საკანში არსებული ნახევრად იზოლირებული სანიტარული კვანძი; სასეირნო
ეზოების არქონა; სასეირნო ეზოების არასათანადო მოწყობა; არასრულფასოვანი კვება.112
დაკავებულის
ღირსების
შესაბამისი
მოპყრობისთვის,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს ორგანოები დაკომპლექტებული უნდა იყოს კეთილსინდისიერი, ჰუმანური,
კომპეტენტური და გენდერულად დაბალანსებული პერსონალით, რომელთა სამუშაო გრაფიკი
და ანაზღაურება შეესაბამება სამუშაოს ხასიათს. 2017 წლის განმავლობაში კვლავ პრობლემას
წარმოადგენდა პოლიციის თანამშრომელთა დატვირთული გრაფიკი113 და პროფესიული
გადაწვის პრევენცია.114
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ 2017 წელს, პოლიციის
მხრიდან მოქალაქეების მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით, უარყოფითი ტენდენციები
109
საანგარიშო პერიოდში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ საქმეების შესწავლის შედეგად
დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პირი პილიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა 15, 16, 17, 22 და 29
საათის განმავლობაში.
110საქართველოს
სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 266-267,
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 08.03.2018].
111 2016 წლის 2 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N423 ბრძანებით დამტკიცებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულება
და შინაგანაწესი; დანართი 2, მუხლი 26, პ. 2.
112იქვე. იქვე. გვ. 320-331.
113 პოლიციის თანამშრომლები ძირითადად მუშაობენ 24 საათიან ცვლაში და მათ მორიგეობა უწევთ
ყოველ მესამე დღეს, ხოლო ზოგიერთი თანამშრომელი მუშაობს 24 საათიან ცვლაში, ყოველ მეორე დღეს.
გარდა ამისა, ტურისტული სეზონისა და სხვადასხვა ღონისძიების გათვალისწინებით, ხშირია
შემთხვევები, როდესაც თანამშრომლებს უწევთ მორიგეობა ყოველ მეორე დღეს. სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრებთან გასაუბრებისას ზოგიერთი თანამშრომელი აღნიშნავდა, რომ
შრომატევადი და დამღლელი საქმიანობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქებოდა სამუშაოს რეჟიმის
შემსუბუქება.
114საქართველოს
სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 314-319,
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 08.03.2018].
64
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შენარჩუნებულია, რაც მოითხოვს დაუყოვნებლივ, კომპლექსური ზომების მიღებას. ერთი მხრივ,
უნდა მოხდეს პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობაზე მკაცრი ზედამხედველობის დაწესება,
მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა და სათანადო სწავლება. პარალელურად, პრაქტიკაში
უნდა დაინერგოს წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიები.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
განხორციელდეს ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
და განისაზღვროს, რომ დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა
მიიყვანოს დროებითი მოთავსების იზოლატორში.115
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას
გაიზარდოს სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ ბიუჯეტი სამსახურის
ბიუროებში ადამიანური რესურსის გაზრდის მიზნით
საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროებს
კანონქვემდებარე
დახმარების
ნორმატიული
ბრიგადის
ექიმის
აქტით
მიერ
განისაზღვროს
დროებითი
სასწრაფო-სამედიცინო
მოთავსების
იზოლატორში
შესახლებული პირის სხეულზე არსებული დაზიანების აღწერისა და დაზიანების შესახებ
ინფორმაციის საქართველოს პროკურატურისათვის მიწოდების ვალდებულება;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
რეესტრის
წარმოების
გზით,
უზრუნველყოს
პოლიციის
დეპარტამენტებში,
სამმართველოებში და განყოფილებებში მიყვანილი ყველა პირის აღრიცხვა მათი
სტატუსის, შენობაში შეყვანისა და გამოყვანის დროის მითითებით
115
ანალოგიური რეკომენდაცია მოცემულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობის ან დასჯის საკითხებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური მომხსენებლის მიერ
საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიშში, 2015, პარ. 108, ხელმისაწვდომია გაეროს
ოფიციალურ ენებზე შემდეგ მისამართზე: http://ap.ohchr.org/documents/dpage_e.aspx?si=A/HRC/31/57/Add.3
[ბოლოს ნანახია 13.03.2018]
65
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პოლიციის
დეპარტამენტებში,
რეესტრები,
რომლებშიც
სამმართველოებში
დაფიქსირდება
და
ვინ
განყოფილებებში
და
როდის
შეიქმნას
მოითხოვა
ოჯახთან/საკონსულოსთან/ადვოკატთან დაკავშირება, ვინ და როდის დაუკავშირდა
ოჯახს/საკონსულოს/ადვოკატს, მოხერხდა თუ არა ადრესატთან დაკავშირება
2018 წელს გაიზარდოს იმ იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ფუნქციონირებს
სამედიცინო
პუნქტი
დაზიანებების
და
ამ
იზოლატორებში
შესახლებული
პირის
სხეულის
დოკუმენტირება
განხორციელდეს
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის N691 ბრძანებით დადგენილი წესით
პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებში და განყოფილებებში სათვალთვალო
კამერები დამონტაჟდეს ყველა იმ ადგილას, სადაც დაკავებულს, მოწმეს და გასაუბრებაზე
ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევს ყოფნა
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში
არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის N53 ბრძანებაში შევიდეს ცვლილებები და
პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში არსებული
ვიდეოსათვალთვალო სისტემის მიერ განხორციელებული ვიდეოჩანაწერების შენახვის
მინიმალურ ვადად განისაზღვროს 14 დღე
მოხდეს პოლიციელების აღჭურვა გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობების
სამხრე
კამერებით,
მოქალაქეებთან
განისაზღვროს
ურთიერთობის
კანონქვემდებარე
ვიდეოგადაღების
ნორმატიული
ვალდებულება,
აქტით
გადაღებული
ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები
განხორციელდეს ცვლილება 2014 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის N625-ე ბრძანებაში და N9 დანართით დამტკიცებული ადმინისტრაციული
დაკავების ოქმის ფორმაში ჩაემატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის
შედგენის დრო; დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა
ვითარებაში მოხდა დაკავება; ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას;
გამოყენებულ იქნა თუ არა იძულების პროპორციული ზომა და რა ფორმით;
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა პოლიციის დეპარტამენტისთვის, სამმართველოსა
და განყოფილებისთვის შემუშავდეს ერთიანი ჟურნალის ფორმა, სადაც დაფიქსირდება
მოქალაქეთა
შენობაში შესვლისა და შენობის დატოვების თარიღი და დრო, ასევე
შესვლის მიზანი
შევიდეს
ცვლილება
2016
წლის
2
აგვისტოს
N423
ბრძანებით
დამტკიცებულ,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების
შინაგანაწესში
და
განისაზღვროს,
რომ
დროებითი
მოთავსების
იზოლატორში
შესახლებული პირის სხეულზე არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, იზოლატორში
დასაქმებულმა ექიმმა თავად უნდა გაუგზავნოს შეტყობინება საგამოძიებო ორგანოს;
66
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დროებითი მოთავსების იზოლატორებში, თითოეული დაკავებული უზრუნველყოს 4
კვ.მ
ფართით
და
ანგარიშში
წარმოდგენილი
ინფრასტრუქტურული
პირობების
გამოსწორების პროგრესის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს სახალხო დამცველის აპარატს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტების, სამმართველოების და
განყოფილებების თანამშრომლების მორიგეობა განისაზღვროს არაუმეტეს 3 დღეში
ერთხელ
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტების, სამმართველოების და
განყოფილებების თანამშრომლების ხელფასები გაიზარდოს მენეჯერულ პოზიციებზე
არანაკლებ 10%-ით და არამენეჯერულ პოზიციებზე - არანაკლებ 20%-ით
პოლიციის თანამშრომლებს ჩაუტარდეთ თემატური ტრენინგები ადამიანის უფლებების
საკითხებზე, მათ შორის, წამების აკრძალვისა და პრევენციის გაეროს სისტემაზე, წამების
პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებზე, დისკრიმინაციის აკრძალვაზე და ამ
მიმართებით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს სახალხო
დამცველის აპარატს.
4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის
დროებითი განთავსების ცენტრის მონიტორინგი
ჩაითვლება
თუ
არა
მიგრანტების
განთავსების
ადგილი
თავისუფლების
შეზღუდვის
დაწესებულებად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია პირს თავისუფლად
დატოვოს დაწესებულება. პირის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსების
შემთხვევაში მის მიმართ უნდა გავრცელდეს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში
მოთავსებული პირებისთვის გათვალისწინებული ყველა გარანტიები.116 საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მიგრაციის
დეპარტამენტის
დროებითი
განთავსების
ცენტრი
წარმოადგენს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას, სადაც მოთავსებულ პირებს არა
აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად დატოვონ დაწესებულება.
დროებითი განთავსების ცენტრში საქართველოდან გაძევების მიზნით, შესაძლებელია
მოთავსდნენ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელები 3 თვემდე
ვადით. აღნიშნული ვადა სასამართლოსათვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის
საფუძველზე შესაძლებელია დამატებით კიდევ 6 თვით გაგრძელდეს.117
116
გაეროს სამუშაო ჯგუფის თვითნებური დაკავების შესახებ, განახლებული დოკუმენტი No. 5,
მიგრანტების თავისუფლების აღკვეთა, პარა. 45, გამოქვეყნდა 2018 წლის 7 თებერვალს, ხელმისაწვდომია
ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: http://www.ohchr.org/ [ბოლოს ნანახია: 01.03.2018].
117 საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ, მუხლი 64.
67
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, რომ მიგრანტების დაკავების
პირობები უნდა შეესაბამებოდეს მათი თავისუფლების აღკვეთის ბუნებას და გამოირჩეოდეს
ნაკლები შეზღუდვებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით. განთავსების ადგილებში
დაკავებულების გადაადგილება, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს შეზღუდული.118
ვიზიტის დროს119 სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს ცენტრში მოთავსებული პირების
მიმართ დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის ან სიტყვიერი
შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
2015 წელს განხორციელებული ვიზიტის მსგავსად,120 2017 წელსაც, დადებითად უნდა შეფასდეს
დროებითი განთავსების ცენტრში არსებული გამართული ინფრასტრუქტურა და სანიტარულჰიგიენური პირობების კუთხით არსებული მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, ცენტრში
მოთავსებული
პირებისთვის
შეზღუდულია
ცენტრის
ტერიტორიაზე
თავისუფალი
გადაადგილება. ცენტრში მოთავსებული პირები ძირითადად ჩაკეტილნი არიან თავიანთ
ფლიგელებში და მხოლოდ განსაზღვრულ დროს, ცენტრის უსაფრთოხების თანამშრომელთან
ერთად შეუძლიათ გავიდნენ ეზოში, სასადილოში, კომპიუტერისა და შეხვედრების ოთახში.
დღის განმავლობაში ცენტრის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის
ფონზე, ფლიგელები არ არის უზრუნველყოფილი დასვენებისთვის აუცილებელი საშუალებებით
(მაგალითად, სამაგიდო თამაშებით, მაგიდის ჩოგბურთით და ა.შ),
დაწესებულებაში არ არის ხელმისაწვდომი ჟურნალ-გაზეთები. ცენტრის თოთოეული ფლიგელი
აღჭურვილია მცირე რაოდენობის წიგნებითა და ერთი ტელევიზორით, რომელიც ხშირად ხდება
ცენტრში მოთავსებულ პირთა შორის კონფლიქტის მიზეზი. წამების პრევენციის ევროპული
კომიტეტი აღნიშნავს, რომ მიგრანტებს დღის განმავლობაში თავისუფლად უნდა ჰქონდეთ
შენობის გარეთ ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა (მაგალითად, 1 საათზე მეტი ხნის
განმავლობაში), რასაც ხელს უნდა უწყობდეს არსებული ინფრასტრუქტურა.121 პრაქტიკაში
ცენტრში მოთავსებული პირები დღეში მხოლოდ 1 საათით გაჰყავთ სუფთა ჰაერზე. ასევე, მათ
შეუძლიათ
დღეში
ორჯერ
20-20
წუთის
განმავლობაში
ისარგებლონ
კომპიუტერით.
დაწესებულების ეზოში სასეირნო ტერიტორიის, კალათბურთისა და ფეხბურთის სათამაშო
118
ევროპის საბჭო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, საემიგრაციო დაკავება CPT/Inf(2017)3, პარა,
5 (ღია რეჟიმი), ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://rm.coe.int/16806fbf12 [ბოლოს ნანახია:
01.03.2018].
119 განმეორებითი ვიზიტი განხორციელდა 2017 წლის 22 დეკემბერს.
120 პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2015 წლის ანგარიში, გვ. 313 314, ხელმისაწვდომია შემდეგ
მისამართზე: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3777.pdf [ბოლოს ნანახია: 01.03.2018].
121 ევროპის საბჭო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, საემიგრაციო დაკავება CPT/Inf(2017)3, პარა,
5 (ღია რეჟიმი), ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://rm.coe.int/16806fbf12 [ბოლოს ნანახია:
01.03.2018].
68
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მოედნების არსებობის მიუხედავად, ეზო არ არის გადახურული და შესაბამისად შეუძლებელია
მისი ცუდ ამინდში გამოყენება.
პერსონალის ნაკლებობა იწვევს თანამშრომლების გადატვირთვას. პერსონალის სიმცირის გამო
ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს ცენტრში მოთავსებული პირების სუფთა ჰაერზე უფრო
მეტი ხნით გაყვანას.
იმ ფონზე როდესაც პირს ცენტრში შეიძლება 9 თვე მოუწიოს ყოფნა,
სახალხო
შეფასებით,
დამცველის
დაწესებულების
ინფრასტრუქტურა
და
რეჟიმი
ვერ
უზრუნველყოფს საქართველოდან გაძევების მიზნით მოთავსებული პირებისთვის ცენტრში
მოთავსებით გამოწვეული ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შემსუბუქებას.
ცენტრში მოთავსებული პირებისთვის სამზარეულოს მენიუები ხელმისაწვდომი არ არის.122
მენიუებში არ არის გათვალისწინებული ხილი და ბოსტნეული. ცენტრში განთავსებული პირები
გასაუბრებისას აღნიშნავდნენ, რომ საკვები უგემური და ერთფეროვანია, ხოლო ულუფა კი
არასაკმარისია.123 ადმინისტრაციის განცხადებით ცენტრში მოთავსებულებს არ ეძლევათ
საშუალება შეიძინონ საკვები ცენტრის ტერიტორიაზე თანამშრომლებისთვის განკუთვნილ
სასადილოში.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ სრული გაშიშვლება უნდა
განხორციელდეს მხოლოდ კონკრეტული და დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე, შესაბამის
გარემოში და განხორციელდეს ღირსების პატივისცემის პირობებში.124 სრული შემოწმების
განხორციელებისას არ უნდა მოხდეს პირის სხეულის სხვადასხვა ნაწილების ერთდროულად
გაშიშვლების მოთხოვნა.125
122
სამზარეულოში გამოკრული მენიუ ქართულ ენაზეა, სამზარეულოს თანამშრომლის თქმით, მისი
თარგმნა არ ხდება.
123 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელმოხდილი უცხოელების თქმით, ციხეში გაცილებით კარგი
კვება იყო. გულისხმობენ, როგორც საკვების გემოს, ასევე ულუფის რაოდენობას.
124 ევროპის საბჭო: წამების პრევენციის კომიტეტი, ანგარიში ბულგარეთის მთავარობისადმი ბულგარეთში
განხორციელებული ვიზიტის შესახებ, რომელიც წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი
მოპყრობის ევროპულმა კომიტეტმა (СPT) 2014 წლის 24 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით განახორციელა,
გამოქვეყნდა
2015
წლის
29
იანვარს,
ხელმისაწვდომია
ინგლისურ
http://hudoc.cpt.coe.int/eng#{"fulltext":["squat"],"CPTSectionID":["p-bgr-20140324-en-23"]}
ენაზე
ვებგვერდზე:
[ბოლოს
ნანახია:
10.02.2017].
125
ევროპის საბჭო: წამების პრევენციის კომიტეტი, ანგარიში ჩეხეთის მთავარობისადმი ჩეხეთში
განხორციელებული ვიზიტის შესახებ, რომელიც წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი
მოპყრობის ევროპულმა კომიტეტმა СPT), 2014 წლის 1-10 აპრილის ჩათვლით განახორციელა, პარა. 85,
გამოქვეყნდა
2015
წლის
31
მარტს,
ხელმისაწვდომია
ინგლისურ
http://hudoc.cpt.coe.int/eng#{"fulltext":["squat"],"CPTSectionID":["p-cze-20140401-en-30"]}
02.03.2018].
69
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ენაზე
ვებგვერდზე:
[ბოლოს
ნანახია:
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა მონიტორინგისას მიიღეს ინფორმაცია, რომ
ცენტრში მიღებისას უცხოელთა სამედიცინო შემოწმება/დათვალიერება ხშირ შემთხვევაში
ითვალისწინებს დაკავებულის ერთდროულ, სრულ გაშიშვლებას. ასევე, რამდენიმე
დაკავებულმა ახსენა, რომ სრულ გაშიშვლებასთან ერთად მათ მოსთხოვეს ბუქნების გაკეთებაც.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სრული შემოწმება განხორციელდეს
ადამიანის პატივისა და ღირსების პატივისცემის პირობებში და მკაფიოდ დადგენილი
პროცედურებით. შემოწმების განხორციელებისას აკრძალული უნდა იყოს ბუქნების გაკეთება,
ხოლო სამედიცინო შემოწმება/დათვალიერებისას არ უნდა მოხდეს პირის სხეულის სხვადასხვა
ნაწილების ერთდროულად გაშიშვლება.
სამედიცინო მომსახურების კუთხით აღსანიშნავია, რომ პირველადი სამედიცინო შემოწმება არ
მოიცავს გადამდები დაავადებებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგს შესაბამისი
ინსტრუმენტებით. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა შემოწმების შედეგად
აღმოაჩინეს, რომ ექიმის ოთახში არსებული მედიკამენტების უმრავლესობას ვადა ჰქონდა
გასული.
ცენტრში არ არის დანერგილი ვადაგასული
მედიკამენტების
უტილიზაციის
პროცედურები.
დაკავებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის თვალსაზრისით 2015
წელს განხორციელებული ვიზიტის მსგავსად126 პრობლემურია გასაძევებელი უცხოელისთვის
სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მიღების შეუძლებლობა.127 ცენტრში არ
ფუნქციონირებს
საჩივრების
ყუთი.
წერილების
გაგზავნისას
არ
არის
დაცული
კონფიდენციალურობა, რადგანაც უცხოელები არ არიან უზრუნველყოფილი კონვერტებით.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს
ცვლილებები და დამატებები, რომლის თანახმად, განსაზღვრული იქნება, რომ
გასაძევებელი უცხოელი
უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს ხარჯზე სათანადო
სამართლებრივი დახმარებით
რეკომენდაცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
126
საქართველოს სახალხო დამცველი, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში 2015, გვ. 318,
ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3777.pdf [ბოლოს ნანახია:
16.02.2018].
127 გაძევების მიზნით მიგრაციის ცენტრში მოთავსებული უცხოელი არ არის შეყვანილი ,,იურიდიული
დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იურიდიული დახმარებით მოსარგებლე
პირთა ჩამონათვალში.
70
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შემუშავდეს და ნორმატიულად დამტკიცდეს შემოწმების დეტალური პროცედურა,
რომელიც განსაზღვრავს სრული შემოწმების მხოლოდ კონკრეტული და დასაბუთებული
ეჭვის საფუძველზე განხორციელებას და გამორიცხავს
გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთების მოთხოვნას
ერთდროულად
სრულ
მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის დაწესებულების პერსონალის გაზრდის გზით, რათა
ცენტრში
მოთავსებული
პირები
პრაქტიკაში
არ
იყვნენ
შეზღუდულნი
დღის
განმავლობაში სუფთა ჰაერზე ყოფნისა და ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობით,
ასევე
განხორციელდეს ეზოს
აღჭურვა ფიზიკური დატვირთვისთვის აუცილებელი
ინვენტარით
ფლიგელებში
გაიზარდოს
დასვენებისთვის
ტელევიზორების
აუცილებელი
ინვენტარით;
რაოდენობა
გაიზარდოს
და
ის
აღიჭურვოს
ფლიგელებში
წიგნების
რაოდენობა ცენტრში მოთავსებული პირების მიერ გამოყენებულ ძირითად ენებზე128
საკვები მენიუში გათვალისწინებული იქნას ჯანმრთელობისთვის საჭირო სხვადასხვა
საკვები (მათ შორის ხილი და ბოსტნეული); დაკავებულებს მიეცეთ შესაძლებლობა
თავიანთი ხარჯით შეიძინონ საკვები ცენტრის ტერიტორიაზე თანამშრომლებისთვის
განკუთვნილ სასადილოში
მიიღოს ყველა ზომა, რათა პირველადი სამედიცინო შემოწმება მოიცავდეს გადამდები
დაავადებებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგს შესაბამისი ინსტრუმენტებით
ცენტრში დაინერგოს ვადაგასული მედიკამენტების განადგურების პროცედურა
ცენტრის
ტერიტორიაზე
უზრუნველყოფილ
იქნეს
კონფიდენციალური
საჩივრის
გაგზავნის შესაძლებლობა129
4.4. ფსიქიატრიული დაწესებულებები
ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში.130
პრობლემას
წარმოადგენს
ფსიქიკური
დახმარების
ბიოფსიქოსოციალური131
მოდელის
პრაქტიკაში დანერგვა, სფეროს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად განვითარება.
პრობლემებია
როგორც
დაფინანსების,
ასევე
ადმინისტრირების
კუთხით.
წინამდებარე
ქვეთავში, პირველ რიგში, მიმოხილული იქნება იმ ფსიქიატრიულ სტაციონარებში არსებული
მდგომარეობა,
რომელთა
მონიტორინგიც
საანგარიშო
128
პერიოდში განხორციელდა,
ასევე
მათ შორის ისეთ ენებზე, როგორიცაა ინგლისური, რუსული, ფრანგული, ესპანური, არაბული,
თურქული, ინდური და ბენგალური.
129 ცენტრის ტერიტორიაზე განთავსდეს საჩივრების ყუთები და ცენტრში მოთავსებული პირებისთვის
უზრუნველყოფილ იქნეს დახურული კონვერტების აღების შესაძლებლობა.
130 იხ. ქვეთავი - „ფსიქიკური ჯანმრთელობა“.
131 „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად,
ფსიქიატრიული დახმარება გულისხმობს ღონისძიებათა კომპლექსს, რომლის მიზანია ფსიქიკური
აშლილობის მქონე პირის გამოკვლევა, მკურნალობა და დაავადების გამწვავების თავიდან აცილება, მისი
სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა.
71
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შევეხებით ძირითად სისტემურ საკითხებს, რომელთა შესახებ საქართველოს სახალხო
დამცველი წლების განმავლობაში გასცემდა რეკომენდაციებს132 და რომლებიც დღემდე
აქტუალურია.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა სახალხო
დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის
თანამშრომლებთან ერთად ვიზიტები განახორციელა „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და
ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ (თბილისი), „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის
ცენტრში“133, „სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ
ცენტრში“ (სოფელი ქუტირი), „სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში“ (ქალაქი
სენაკი) და „რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში“ (დაბა კახაბერი).
სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა „სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში“, „ფსიქიკური
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ და „რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქონევროლოგიურ
საავადმყოფოში“ განხორციელებული ვიზიტების დროს პაციენტებისაგან მიიღეს არაერთი
შეტყობინება პერსონალის მხრიდან ფიზიკურ ძალადობისა და სიტყვიერ შეურაცხყოფის
შესახებ. „სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში“ ჯგუფმა აღმოაჩინა დამამცირებელი მოპყრობის
პრაქტიკა დაწესებულების ადმინისტრაციის მამაკაცი წარმომადგენლის მხრიდან, რაც ქალი
პაციენტებისთვის პირადი ჰიგიენის დაცვის შესახებ არაკორექტული, არაეთიკური შეკითხვების
დასმასა და ინტიმური ადგილების ჩვენების მოთხოვნაში გამოიხატება.
„სურამის ფსიქიატრიულ კლინიკასა“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“134,
ასევე
რესპუბლიკური
კლინიკური
ფსიქონევროლოგიური
საავადმყოფოს“
მწვავე
განყოფილებაში, წინა წლებში არსებული მდგომარეობის მსგავსად, კვლავ პრობლემას
წარმოადგენს პაციენტების უკიდურესად ცუდ პირობებში მოთავსება, ფიზიკური და ქიმიური
132
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის
სპეციალურ
ანგარიშში,
2015
წელი,
ხელმისაწვდომია
შემდეგ
მისამართზე:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3695.pdf [ბოლოს ნანახია 02.03.2018].
133 2017 წლის 8 თებერვალს, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა“ და
„თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ განხორციელდა საგანგებო ვიზიტი, რომლის მიზანსაც
წარმოადგენდა, გარკვეულიყო, ხომ არ გამოიწვია 2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის
დაფინანსების მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ ზოგადი პროფილის დაწესებულებების მიერ
ფსიქიატრიული დახმარების შეწყვეტამ მიმართვიანობის ზრდა და ცენტრების გადატვირთულობა.
აღმოჩნდა, რომ „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ მიმართვიანობა
ერთი მესამედით გაიზარდა და დაწესებულება შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობდა. ამასთან,
აღმოჩნდა, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2015 წელს ჩატარებული მონიტორინგის
შემდეგ, ხსენებულ ცენტრებში მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა.
134 2016-2017 წლებში დაწესებულებაში განხორციელდა რიგი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები,
რასაც საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ
ეტაპისთვის დაწესებულებაში არსებული მძიმე მატერიალური პირობების ფონზე, მდგომარეობა
არსებითად არ შეცვლილა.
72
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შეზღუდვის135 მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა136, სომატური დაავადებების
დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, უგულვებელყოფის პირობებში
ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, „სურამის ფსიქიატირული კლინიკაში“,
„ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ და „რესპუბლიკურ კლინიკურ
ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში“ არ არის ძალადობისგან დაცული, უსაფრთხო გარემო.
ხშირ შემთხვევებში ადგილი აქვს პაციენტთა შორის კონფლიქტს, რაც ზოგჯერ სიტყვიერ
შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკურ დაპირისპირებაში გამოიხატება.
სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება პრაქტიკა, როდესაც ინფორმირებული თანხმობის მიღება
ხდება პაციენტისათვის დროულად სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაციის მიწოდების
გარეშე. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ ინტერვიუირებული პაციენტები არ ფლობენ
ინფორმაციას საკუთარი უფლებების შესახებ და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს
მოთავსებისას ინფორმირებული თანხმობისთვის ხელი აქვს მოწერილი, მუდმივად ითხოვს
სტაციონარიდან გაწერას. სტაციონარში მოთავსებაზე პაციენტის თანხმობა კვლავაც
გაიგივებულია
მკურნალობაზე
თანხმობასთან
ფორმალურად
ნებაყოფლობით,
ხოლო
და
რეალურად
გრძელდება
სტაციონარში
პრაქტიკა,
როდესაც
არანებაყოფლობით
მოთავსებული პაციენტები, სასამართლო კონტროლს მიღმა მყოფნი, ვერ ახერხებენ საკუთარი
უფლებების დაცვას. უდავოა, რომ თუ პირი სტაციონარში ნებაყოფლობით თავსდება, მას აქვს
უფლება ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მკურნალობაზე137 და დატოვოს სტაციონარი138. ამის
საპირისპიროდ, ის ვერ ტოვებს დაწესებულებას და მის მიმართ გამოიყენება იძულებითი
მედიკამენტური მკურნალობა და ფიზიკური შეზღუდვა, რაც ეწინააღმდეგება წამების
პრევენციის
ევროპული
კომიტეტის
პოზიციას,
რომლის
თანახმადაც,
ფორმალურად
ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების გ ფიზიკური შეზღუდვა არ შეიძლება. თუ
135
„ფსიქიატიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს ქიმიური შეზღუდვის
განმარტებას და არც ქიმიური შეზღუდვის გამოყენების პროცედურას, მათ შორის, ამ ზომის გამოყენების
აუცილებლობის დასაბუთების ვალდებულებას, არ განსაზღვრავს.
136სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ქიმიური შეზღუდვის შემთხვევები დაწესებულებებში
ხშირია და არ ხდება შესაბამისად დოკუმენტირება. დაწესებულებებში არსებობს რუტინული პრაქტიკა,
როდესაც ფიზიკურ შეზღუდვასთან ერთად გამოიყენება ქიმიური შეზღუდვა. არ ხდება ფიზიკური
შეზღუდვის გამოყენების აუცილებლობის სათანადო დასაბუთება. ფიზიკური შეზღუდვის პროცესში
სამედიცინო პერსონალთან ერთად სათანადო კვალიფიკაციის არმქონე არასამედიცინო პერსონალი,
ხოლო, რიგ შემთხვევებში, პაციენტებიც კი მონაწილეობენ. ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მანკიერ
პრაქტიკას ხელს უწყობს პერსონალის ნაკლებობა და, შესაბამისად, პაციენტებზე სათანადო
მეთვალყურეობის უზრუნველყოფის პრობლემა, ასევე სათანადო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის
არარსებობის პირობებში მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობის გზით ფსიქიატრიული შემთხვევის
მართვის შეუძლებლობა.
137 პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი.
138 „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტი.
73
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ფიზიკური შეზღუდვის საჭიროება არსებობს, დაუყოვნებლივ უნდა იქნას ინიცირებული
პაციენტის სტატუსის (ნებაყოფლობითი/არანებაყოფლობითი) გადახედვის სამართლებრივი
პროცედურა.139
წლების განმავლობაში სახალხო დამცველისა და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ
გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, დაწესებულებებში ფსიქიკური აშლილობების მართვა
კვლავ ემყარება ფარმაკოთერაპიას და არ არის უზრუნველყოფილი ბიოფსიქოსოციალური
მიდგომა. გრძელდება ძველი თაობის პრეპარატების გამოყენების პრაქტიკა140 და ანტიფსიქოზური
პრეპარატების
გვერდითი ეფექტების არასათანადო მართვა. ხარვეზებია სამედიცინო
ჩანაწერების და ბარათების წარმოების კუთხით; სამედიცინო ბარათებში არ ხდება მკურნალობის
ინდივიდუალური გეგმის მონაცემების ასახვა; ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის მოცულობა
კვლავ უკიდურესად შეზღუდულია141, რაც განპირობებულია შესაბამისი საშუალებების და
სპეციალურად მომზადებული პერსონალის ნაკლებობით. კვლავ პრობლემად რჩება პერსონალის
არასათანადო კვალიფიკაცია, სამუშაო პირობები და დაბალი ანაზღაურება. პერსონალთან არ
მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული გადაწვის თავიდან ასაცილებლად.
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პაციენტთა სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის
პრობლემების მკურნალობა. ასევე პრობლემურია პაციენტთა სომატური დაავადებების
სამკურნალო
მედიკამენტებით142
მომარაგების
საკითხი.
პაციენტების
გადაუდებელი
სამედიცინო მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ხდება, ხოლო გეგმიური
მომსახურება თანადაფინანსებას ითვალისწინებს, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია
ფინანსური რესურსების არარსებობის გამო. ამასთან, პრაქტიკულად ვერ ხერხდება ოჯახის
ექიმთან კონსულტაციის ორგანიზება და შესაბამისი რეფერირება, რაც საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამით
გათვალისწინებული
გეგმიური
სამედიცინო
მომსახურებით
სარგებლობას
შეუძლებელს ხდის. გარდა ამისა, სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსებული უცხო ქვეყნის
139
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში საქართველოს მთავრობას 2014 წლის 1-11
დეკემბერს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ, პარ. 151.
140 წინა წლების მსგავსად, პრობლემად რჩება მედიკამენტების შესყიდვის საკითხი, რომელსაც ხელს
უშლის როგორც ფსიქიატრიული დახმარების არასაკმარისი დაფინანსება, ასევე სახელმწიფო შესყიდვების
სამართლებრივი ჩარჩო.
141 2017 წელს არ გაზრდილა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისკენ მიმართული ფინანსური სახსრებიც
(70.1 ათასი ლარი), რაც ვერ უზრუნველყოფს ამბულატორიულ და სტაციონალურ დონეზე
რეაბილიტაციის ეფექტური მეთოდების გაცნობას, დანერგვას და მათ განხორციელებას.
142 სენაკის „სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერის“ საპროცედუროში სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრებმა აღმოაჩინეს ვადაგასული მედიკამენტები: ნატრიუმის ქლორიდის 3 ცალი
500 მლ. ხსნარი, 10 ტაბლეტი „სოლიანი“ (amisulpride) 400 მგ., 6 ტაბლეტი “მედილოლ დარნიცა”. გარდა
ამისა, დაწესებულებაში არსებულ რამდენიმე მედიკამენტზე არ იყო მითითებული ვარგისიანობის ვადები,
კერძოდ, “პროზერინის” 7 ცალი ამპულა (1 მლ.), “სოლიანის” 5 ტაბლეტი (400 მგ.) და “ფევარინის” 6
ტაბლეტი (100 მგ.). „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ მამაკაცთა
განყოფილებაში ჰქონდათ „ციკლოდოლის“ აბები, რომელსაც მოჭრილი ჰქონდა ვარგისიანობის ვადის
აღმნიშვნელი წარწერა და შეუძლებელი იყო წამლის ვარგისიანობის შეფასება.
74
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მოქალაქეების სამედიცინო მომსახურება სახელმწიფოს ხარჯზე არ ხდება, რაც დისკრიმინაციის
ნიშნებს შეიცავს. ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია,
შესაბამის პროგრამებში ცვლილებების შეტანის გზით, სტაციონარში არანებაყოფლობით
მოთავსებული ყველა პაციენტის (მიუხედავად მოქალაქეობისა) სომატური დაავადებების
მკურნალობა განხორციელდეს სახელმწიფოს ხარჯზე.
პაციენტებს დაწესებულებაში მოთავსების დროს უტარდებათ სისხლის და შარდის საერთო
ანალიზი,
„C” ჰეპატიტის და აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა, ასევე ხდება სისხლში
გლუკოზის განსაზღვრა.
გეგმიური სამედიცინო შემოწმება მხოლოდ სისხლის საერთო
ანალიზის აღებას მოიცავს, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება. დაწესებულებებში არ არის
ორგანიზებული სკრინინგული გამოკვლევები. სტომატოლოგიური მომსახურება ძირითადად
კბილის ესტრაქციით (ამოღებით) შემოიფარგლება, ხოლო რიგ შემთხვევაში კი მხოლოდ
ტკივილგამაყუჩებელის მიცემით.143
ძირითად სისტემურ საკითხთა შორის უმნიშველოვანესია ფსიქიატრიულ დაწესებულებებზე
სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების საჭიროება. აღსანიშნავია, რომ „ფსიქიატრიული
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს დებულებებს, რომელიც სათანადოდ
არეგულირებს საჩივრების განხილვის პროცედურას და მონიტორინგის განხორციელების
საკითხს. მიუხედავად ამისა, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო
წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც, სხვა კომპეტენციებთან
ერთად, ახორციელებს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული
სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს და მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების)
შესწავლას.144
უშუალოდ
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
პროგრამის
განმახორციელებელია
საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური
მომსახურების სააგენტო.145
143
2018 წლის 25-26 იანვარს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განხორციელებული ვიზიტის დროს
დაწესებულებას არ ჰყავდა სტომატოლოგი.
144 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის
N01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის
სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტი.
145„2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილების და „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის
სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის
N592 დადგენილების N12 დანართების - „ფსიქიკური ჯანმრთელობა“ (პროგრამული კოდი 35 03 03 01) მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო.
75
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებობს სათანადო
ფსიქიატრიული
დახმარების
უზრუნველყოფის
სახელმწიფო
ზედამხედველობისა
და
პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის პრობლემა146, ვინაიდან მოქმედი კონტროლის
მექანიზმები ორიენტირებულია პაციენტების საჩივრებზე, რაც ფსიქიატრიული დახმარების
ხარვეზებისა
და
პაციენტებისათვის
ადამიანის
უფლებების
ხელმისაწვდომი
დარღვევის
პროცედურის
ფაქტის
გასაჩივრების
არარსებობის
სათანადო,
პირობებში,
ვერ
უზრუნველყოფს სახელმწიფო კონტროლის საჭირო ხარისხს. ამდენად, მნიშვნელოვანია
არსებული მექანიზმების საქმიანობა გახდეს რეგულარული, სისტემური და პროაქტიული.
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფორმალურად არის შიდა გასაჩივრებისა და უკუკავშირის
პროცედურა, დამონტაჟებულია საჩივრების ყუთები, მაგრამ პაციენტები ამ პროცედურას და
საჩივრის ყუთებს პრაქტიკულად არ იყენებენ. ინტერვიუირებულმა პაციენტებმა არ იციან
საკუთარი უფლებები, ასევე არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართონ საჩივრით.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, მნიშვნელოვანია ზომების მიღება შემდეგი სამი
საკითხის მოსაგვარებლად: ა) პაციენტთა ინფორმირება მათთვის გასაგებ ენაზე პაციენტის
უფლებების შესახებ; ბ) პაციენტთა სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით, საჩივრების
განხილვის მარტივი და ხელმისაწვდომი პროცედურის შექმნა; გ) ჰოსპიტალშიდა და
ჰოსპიტალგარე პროაქტიული მონიტორინგის უზრუნველყოფა. პრევენციის ეროვნული
მექანიზმი ასევე მიიჩნევს, რომ საჩივრების განხილვის პროცედურის ფარგლებში ვადებისა და
სხვა
პროცედურული
საკითხების
განსაზღვრისას,
აუცილებელია
მხედველობაში
იქნას
მიღებული ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ პაციენტთა სპეციალური საჭიროებები და
პრაქტიკული სირთულეები, რასაც შეიძლება წააწყდნენ პაციენტები გასაჩივრების უფლების
რეალიზაციისას.147
სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შექმნილი
მძიმე მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით უმნიშვნელოვანესია მოხდეს ფსიქიატრიული
დაწესებულებებიდან იმ პაციენტთა გადაყვანა თავშესაფრებში, რომლებიც თავშესაფრისა და
სოციალური მხარდაჭერის არქონის გამო, ხანგრძლივად იმყოფებიან სტაციონარში და არ გადიან
აქტიურ მედიკამენტურ მკურნალობას. მაგალითად, „სურამის ფსიქიატრიული კლინიკის“
პერსონალის განმარტებით, პაციენტთა დაახლოებით ერთი მესამედი სამედიცინო ჩვენების გამო
სტაციონარში მოთავსებას არ საჭიროებს და ეს პაციენტები გადაყვანილნი უნდა იყვნენ
თავშესაფარში. სამწუხაროდ, ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი თავშესაფარი ფსიქიკური
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშია (სოფ. ქუტირი) და გათვლილია 100 ბენეფიციარზე. ამ
146
წინამდებარე ანგარიშის მიზნებისთვის სახელმწიფო ზედამხედველობის და კონტროლის სისტემაში არ
მოვიაზრებთ პრევენციის ეროვნული მექანიზმს.
147 გასაჩივრების უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული პრობლემები მიმოხილულია სახალხო
დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში, გვ. 188-190, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/0/86.pdf [ბოლოს ნანახია 13.03.2016].
76
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
თავშესაფარში ბენეფიციარები, თემისგან იზოლირებულნი, უკიდურესად ცუდ პირობებში
იმყოფებიან.
ამდენად,
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფი
მიიჩნევს,
რომ
შექმნილი
ვითარებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია სათანადო ყურადღება მიექცეს თავშესაფრების
შექმნის საკითხს. სამწუხაროდ, მიუხედავად ფსიქიკური ჯანმრთელობის 2018 წლის პროგრამის
დაფინანსების
გაზრდისა148,
თავშესაფრის
ერთი
ბენეფიციარის
მიმართებით ამ ზრდამ მხოლოდ 2 ლარი შეადგინა.
149
სადღეღამისო
ხარჯთან
ამდენად, აუცილებელია შენარჩუნდეს
ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების ზრდის ტენდენცია და 2019 წელს თავშესაფრის
ბენეფიციარის სადღეღამისო ხარჯების ოდენობა, სულ მცირე, გაუტოლდეს გრძელვადიანი
სტაციონარული მომსახურების საწოლდღის ფასს.150
სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს მიაჩნია, რომ 2018 წელს, როგორც მინიმუმი, საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების
საჭიროებების
შეფასება
გადამისამართების
მათი
მიზნით.
დაწესებულებიდან
სტაციონარიდან
გაწერის
გასაწერ
და
და
სათემო
სერვისებზე
სათემო
სერვისებზე
გადასამისამართებელ პირთა რაოდენობისა და მათი საჭიროებების განსაზღვრა შესაძლებელს
გახდის საჭირო ფინანსური რესურსის ოდენობის განსაზღვრას. გასათვალისწინებელია, რომ
სტაციონარში ხანგრძლივად მყოფი პაციენტების გაწერის შემთხვევაში ამ პაციენტების
გრძელვადიანი სტაციონარული
მომსახურებისთვის განკუთვნილი ფინანსური რესურსი
გამოთავისუფლდება და შესაძლებელი იქნება ამ რესურსის პაციენტის სოციალური შემწეობის
სახით გამოყენება, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ოჯახის მიერ პაციენტის სოციალური
მხარდაჭერის ფუნქციის აღებას, ხოლო სადაც ეს შეუძლებელია, არსებული ფინანსური რესურსი
შეიძლება დაიხარჯოს პაციენტის თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის151. თავშესაფრის
მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით
აუცილებელია შემუშავდეს
თავშესაფრების შექმნის გეგმა.
ბოლოს, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის
დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა და
ეს პროცესი შეუქცევადი უნდა იყოს. ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტის
განსაზღვრა იმგვარად უნდა მოხდეს, რომ ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის
სტრატეგიული დოკუმენტითა და 2015-2020
წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული
ამოცანების შესრულებას.
148
ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანსება 2018 წლისთვის, წინა წელთან შედარებით, 5
მილიონი ლარით გაიზარდა.
149 2017 წელს ერთ ბენეფიციარზე სადღეღამისო ხარჯის სახით გათვალისწინებული იყო 15 ლარი, ხოლო
2018 წლისთვის ასეთი ხარჯი 17 ლარით განისაზღვრა.
150 2018 წლისთვის საწოლდღის ფასი შეადგენს 23 ლარს.
151 სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, თავშესაფრის კომპონენტი სათემო სერვისად უნდა
განიხილებოდეს.
77
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
წინადადებები
საქართველოს პარლამენტს:
უზრუნველყოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი
ცვლილების განხორციელება, რათა მკაფიოდ განისაზღვროს საჩივრების განხილვის
პროცედურა და ფსიქიატრიული დახმარების მიწოდების ზედამხედველობისა და
პაციენტთა
უფლებების
დაცვის
მონიტორინგის
ჰოსპიტალგარე
ზედამხედველობის/მონიტორინგის განხორციელების საფუძვლები
შევიდეს ცვლილებები „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში და
განისაზღვროს
ქიმიური
შეზღუდვის
გამოყენების
სამართლებრივი
განმარტება,
საფუძვლები
და
საგამონაკლისო
პროცედურა,
წესით
ასევე
მისი
დადგინდეს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით
ქიმიური შეზღუდვის დეტალური ინსტრუქციის დამტკიცების ვალდებულება
შევიდეს ცვლილებები „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე16 მუხლში და განისაზღვროს ფიზიკური შეზღუდვის მაქსიმალური ხანგრძლივობა,
ფიზიკური შეზღუდვის შესახებ სპეციალურ რეესტრში (სპეციალურ ჟურნალში)
ჩანაწერის
გაკეთების
სპეციალიზებული
ვალდებულება,
საიზოლაციო
რა
მოთხოვნებს
უნდა
აკმაყოფილებდეს
პალატა,
ფიზიკური
შეზღუდვის
პროცესში
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები და
ფიზიკური შეზღუდვის დასრულების შემდეგ პერსონალის პაციენტთან გასაუბრების და
გასაჩივრების უფლების შესახებ ინფორმირების ვალდებულება
შევიდეს ცვლილებები „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე16 მუხლში და განისაზღვროს, რომ ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ
პაციენტთა მიმართ, როგორც წესი, არ უნდა იქნას გამოყენებული ფიზიკური შეზღუდვის
საშუალება, მაგრამ თუ არსებობს ფიზიკური შეზღუდვის უკიდურესი აუცილებლობა,
დაუყოვნებლივ
უნდა
იქნას
ინიცირებული
პაციენტის
სტატუსის
(ნებაყოფლობითი/არანებაყოფლობითი) გადახედვის სამართლებრივი პროცედურა.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
2019 წელს თავშესაფრის ბენეფიციარის სადღეღამისო ხარჯების ოდენობა, სულ მცირე,
გაუტოლდეს გრძელვადიანი სტაციონარული მომსახურების საწოლდღის ფასს
მედიკამენტების ხარისხის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა.თ“ ქვეპუნქტის თანახმად,
დამტკიცდეს
78
იმ
ფსიქიატრიული
დაწესებულებების
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
(შპს)
მიერ
მედიკამენტების
შესყიდვის სპეციალური წესი, რომელთა წილის 50 %-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო და
განისაზღვროს, რომ ამ დაწესებულებებს შეუძლიათ მედიკამენტების გამარტივებული
შესყიდვა.
საქართველოს პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
შეიმუშაოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა დაკითხვის გაიდლაინები;
უზრუნველყოს პროკურორთა/გამომძიებლების მომზადება ფსიქიკური აშლილობის
მქონე პაციენტთა დაკითხვის სპეციფიკაში
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
დაუყოვნებლივ შეიმუშაოს და განახორციელოს „სურამის ფსიქიატრიული კლინიკასა“ და
„ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ქუტირი) არსებული უკიდურესად
მძიმე, ადამიანის ღირსების შემლახავი პირობების აღმოფხვრის გეგმა და უზრუნველყოს
ამ დაწესებულებებში მყოფი პაციენტების მოთავსება ადამიანის ღირსებასთან თავსებად
პირობებში და თერაპიულ გარემოში
პაციენტთა შორის ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეიქმნას
ნორმატიული ბაზა, რომელიც დაარეგულირებს პერსონალის მიერ კონკრეტული
პაციენტებიდან მომდინარე რისკების წინასწარი შეფასების სათანადო სისტემის
დანერგვის, მულტიდისციპლინური მუშაობის, პაციენტების ძალადობისაგან დაცვის და
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების,
პერსონალის
მიერ
პაციენტებზე
სათანადო
მეთვალყურეობის/დაკვირვების
განხორციელების, პერსონალის სათანადო სწავლების, სტანდარტული საოპერაციო
პროცედურების და დეესკალაციის
წარმოქმისთანავე
დროული
და
სტრატეგიის შემუშავების, ასევე საფრთხის
ადეკვატური
ინტერვენციის,
ძალადობის
შემთხვევების/ინციდენტების და საპასუხოდ გატარებული ზომების დოკუმენტირების,
პერსონალის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს
შევიდეს ცვლილებები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2007 წლის 20 მარტის N92/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ფსიქიკური
აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების
წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციაში“ და განისაზღვროს ფიზიკური
შეზღუდვის მაქსიმალური ხანგრძლივობა; ფიზიკური შეზღუდვის, მათ შორის ამ
პროცესში პაციენტის ან/და პერსონალის მიერ მიღებული სხეულის დაზიანებების
შესახებ
სპეციალურ
რეესტრში
(სპეციალურ
ჟურნალში)
ჩანაწერის
გაკეთების
ვალდებულება; სპეციალური რეესტრის (სპეციალური ჟურნალის) ფორმა; ფიზიკური
შეზღუდვის უშუალოდ განხორციელების შესახებ დეტალური ინსტრუქცია; ფიზიკური
79
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შებოჭვის
დროს
გამოსაყენებელი
სპეციალური
საშუალებების
კონკრეტული
მახასიათებლები; სად უნდა განხორციელდეს ფიზიკური შებოჭვა და ვინ შეიძლება
ესწრებოდეს ამ პროცესს; რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული
საიზოლაციო პალატა; ფიზიკური შეზღუდვის პროცესში ვიდეომეთვალყურეობის
სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები და ფიზიკური შეზღუდვის
დასრულების შემდეგ პერსონალის პაციენტთან გასაუბრების და გასაჩივრების უფლების
შესახებ ინფორმირების ვალდებულება
შესაბამის პროგრამებში ცვლილებების შეტანის გზით, სტაციონარში არანებაყოფლობით
მოთავსებული პაციენტების (მიუხედავად მოქალაქეობისა) სომატური დაავადებების
მკურნალობა განხორციელდეს სახელმწიფოს ხარჯზე
უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული
პაციენტების საჭიროებების შეფასება მათი დაწესებულებიდან გაწერის და სათემო
სერვისებზე
გადამისამართების
მიზნით;
თავშესაფრის
მომავალ
ბენეფიციართა
რაოდენობის გათვალისწინებით შეიმუშაოს თავშესაფრების შექმნის გეგმა
უზრუნველყოს
ფსიქიატრიული
დახმარების
უზრუნველყოფის
სახელმწიფო
ზედამხედველობის და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის არსებული
სისტემის
ეფექტიანობის
დამოუკიდებელი
ექსპერტების
მიერ
შეფასება
და
რეკომენდაციების შემუშავება
უზრუნველყოს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და
სოციალური
მომსახურების
სააგენტოს
მიერ
ფსიქიატრიული
დაწესებულებების
რეგულარული, სისტემური და პროაქტიული მონიტორინგი
სისტემური მონიტორინგის გზით გაკონტროლდეს ფსიქიატრიული დაწესებულებების
პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონალური
დაწესებულების ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით დადგენილ სტანდარტებთან
დანერგოს ფსიქიატრიული დახმარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და ადამიანის
უფლებების დარღვევის ფაქტის გასაჩივრების მარტივი და ხელმისაწვდომი პროცედურა;
ნორმატიული აქტით განსაზღვროს ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულო
საჩივრების განხილვისა და უკუკავშირის ერთიანი ჰოსპიტალშიდა პროცედურა
80
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
5. წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი
მოპყრობის გამოძიება
წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლა კვლავ ქვეყნის ერთ–ერთი
მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სახალხო დამცველის წლის
შეჯამებული მონაცემები არაერთ კრიტერიუმზე დაყრდნობით. გასული წლების მსგავსად, 2017
წელსაც პრობლემად რჩება როგორც პრაქტიკა, ისე – კანონმდებლობა. დამოუკიდებელი,
მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიება პოლიციელების მიერ სავარაუდოდ
ჩადენილ დანაშაულებზე არ ტარდება. დადებითი ტენდენცია პრაქტიკაში გასული წლის
მსგავსად კვლავ გრძელდება პენიტენციურ სისტემაში იმ კუთხით, რომ არასათანადო მოპყრობის
ფაქტების შესახებ საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. გასაჩივრების მექანიზმი
ხარვეზიანია, რამდენადაც ცალკეული შემთხვევები საჩივრის წარდგენაზე მსუსხავ ეფექტს
იძლევა. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ წარმოდგენილი კანონის პროექტი
თავისთავად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს.
5.1. პრაქტიკა
მისასალმებელია, რომ წლიდან წლამდე იკლებს პატიმართა მიმართ განხორციელებული
არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრები. 2017 წელს სახალხო დამცველის არცერთი
წინადადება არ შეეხებოდა პენიტენციურ დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ
სავარაუდო არასათანადო მოპყრობას, მაშინ როცა 2016 წელს გაგზავნილი 10 წინადადებიდან 3
სწორედ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას შეეხებოდა.
მაგრამ გამოწვევას წარმოადგენს თავად არასათანადო მოპყრობის გამოძიების არაეფექტიანობა.
სახალხო დამცველის მიერ არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოძიების არცერთ მოთხოვნას
შედეგად არ მოჰყოლია დამნაშავის გამოვლენა. 2013-2017 წლებში საქართველოს მთავარ
პროკურატურას სახალხო დამცველმა მიმართა 72 წინადადებებით,152 პოლიციელების და
პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო
მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დასაწყებად. არცერთ ამ შემთხვევაში პროკურატურას არ
გამოუვლენია სავარაუდო დამნაშავე.153
152
წინადადებით სახალხო დამცველი გამოძიების დაწყებას ითხოვს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც
მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის არაერთი წყარო ამყარებს ეჭვს, რომ პირი შესაძლოა იყო
არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი (სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის 21–ე მუხლი).
ასეთია ის შემთხვევები, როდესაც დაკავებულებს სხეულზე აღენიშნებოდათ დაზიანებები, რაც ასევე
დაფიქსირებული იყო სხვადასხვა დოკუმენტებში, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი
მოთავსების იზოლატორში დაკავებულთა შესახლებისას შედგენილი გარეგნული შემოწმების ოქმებში,
ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით.
153 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 10 თებერვლის N13/10515 წერილი.
81
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
2017 წელს არ შეცვლილა შედეგობრივად ვითარება, რამდენადაც 10 წინადადებიდან, რომლითაც
გამოძიების დაწყება მოითხოვა სახალხო დამცველმა, ვერც ერთ შემთხვევაში სავარაუდო
დამნაშავე ვერ გამოავლინა პროკურატურამ. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 2 სავარაუდო
მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.
როგორც ფაქტი, აღსანიშნავია, რომ გამოძიება, სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე,
როგორც წესი, იწყება,154 თუმცა, ვინაიდან მას შედეგი არ მოჰყვება, ამიტომ ეს ფაქტი
პრობლემატურ სურათს ვერ ცვლის.
გარდა წინადადებისა, საქართველოს სახალხო დამცველი არაერთი წერილით მიმართავს
საქართველოს მთავარ პროკურატურას უკვე
დაწყებული
სისხლის სამართლის საქმის
გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. სახალხო დამცველის
აპარატმა გამოითხოვა ასევე ინფორმაცია 2017 წელს ზოგადად შსს-ს თანამშრომლების
წინააღმდეგ წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის,
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სხვა კვალიფიკაციით გამოძიების
დაწყების თაობაზე.155 საპასუხოდ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს
დაწყებული 238 სისხლის სამართლის საქმიდან მხოლოდ 3 საქმეზე დაიწყო დევნა და 19 საქმეზე
შეწყდა
გამოძიება
დანაშაულის
არარსებობის
საფუძველზე.156
სახალხო
დამცველის
აპარატისთვის უცნობია რომელ წელს მომხდარ ფაქტებს შეეხებოდა დაწყებული დევნა.157
გამოძიების
არაეფექტიანობა
გამოძიებაში
სავარაუდო
მსხვერპლის
ჩართულობის
ნაკლებობითაც ვლინდება. ზემოხსენებული 72 საქმიდან, გამოძიებამ მხოლოდ ორ შემთხვევაში
ცნო პირი დაზარალებულად. ისიც, ერთ შემთხვევაში დაზარალებულად ცნობის დადგენილების
გამოტანა პროკურორს სასამართლოს განჩინებით დაევალა158. შესაბამისად, ვინაიდან
კანონმდებლობით მხოლოდ დაზარალებულს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს გამოძიების
მიმდინარეობას, სავარაუდო მსხვერპლთაგან მხოლოდ 2–ს მიეცა ამის შესაძლებლობა.
გამოძიების არაეფექტიანობის დამატებითი ინდიკატორია ქმედების არასწორი სამართლებრივი
შეფასება – არასწორი კვალიფიკაცია. სახალხო დამცველის მოსაზრებით, 2017 წელს 10
წინადადებიდან 6 შემთხვევაში გამოძიება არასწორი მუხლით დაიწყო.159 არასათანადო
მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია, რამდენადაც სხვა მუხლით
154
72 წინადადებიდან მხოლოდ 7 შემთხვევაში არ დაიწყო გამოძიება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2018 წლის 11 იანვრის N15-9/525 წერილი.
156 საქართველოს პროკურატურის 2018 წლის 26 თებერვლის N13/14364 წერილი.
157 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2018 წლის 2 მარტის N15-9/3504 წერილი.
158 პროკურატურის უარი პირის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, მოქალაქემ გაასაჩივრა სასამარლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის N7/6129 განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა და
იგი ცნობილ იქნა დაზარალებულად.
159 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი (სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტება. დარჩენილ ოთხ შემთხვევაში მას მიეცა სწორი კვალიფიკაცია - სსკ 1441-1443 მუხლები.
155
82
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
კვალიფიკაცია შედარებით ნაკლებად მკაცრი პასუხისმგებლობის სამართლებრივ რეჟიმს
იწვევს.160
არაეფექტიანობა ჩატარებული არასრულყოფილი, ცალმხრივი და არადროული გამოძიებითაც
ვლინდება. 2016 წლის მსგავსად,161 სახალხო დამცველის აპარატმა 2017 წელსაც შეისწავლა
რამდენიმე162 არასათანადო მოპყრობის საქმეზე შეწყვეტილი163 გამოძიების მასალები და
გამოავლინა, რომ არცერთი საქმე არ იყო ეფექტიანად გამოძიებული.
ერთ-ერთ საქმეზე164 გამოძიება ორკვირიანი გაჭიანურებით დაიწყო.165 ამავე საქმეში გამოძიებამ
ვერ გაფანტა მაღალი ალბათობის ეჭვი იმის შესახებ, რომ მოქალაქემ პოლიციის განყოფილებაში
მიიღო დაზიანებები, რაც თავად გამოძიების მასალებით ვლინდებოდა.166 აღსანიშნავია, რომ
მოცემულ
საქმეზე
გამოძიების
განახლებას
სასამართლოს
გადაწყვეტილება
დაედო
საფუძვლად.
167
ერთ-ერთ საქმეზე პროკურატურამ დანაშაულის ფაქტი გამორიცხა და გამოძიება შეწყვიტა168
ძირითადად პოლიციელთა გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით, რომელთა მიხედვითაც ისინი
დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდნენ სხვა ადგილას და არა იქ, სადაც სავარაუდო
160
განსხვავებით წამებისა და არასათანადო მოპყრობის დანაშაულებისგან, რომლებსაც შიდა და
საერთაშორისო ნორმატიული გარემო შეღავათებისგან მკაცრ რეჟიმს უწესებს, უფლებამოსილების
გადამეტებისთვის და სხვა მსგავსი მუხლებისთვის უფრო ლმობიერი მიდგომაა განსაზღვრული:
მოქმედებს გამოძიების ხანდაზმულობის ვადები, შესაძლოა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, მაშინ
როდესაც წამების და არასათანადო მოპყრობის დანაშაულებზე ასეთი შეღავათები იკრძალება.
161 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: <http://ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf> ნანახია
[11.03.2018] გვ.825–839
162 იგულისხმება იმ საქმეებზე შეწყვეტილი გამოძიება, რომლებიც სახალხო დამცველის წინადადების
საფუძველზე დაიწყო.
163 ყველა შემთხვევაში გამოძიება პროკურატურამ შეწყვიტა დანაშაულის არარსებობის მოტივით.
164 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://goo.gl/11Tq5B > ნანახია [11.03.2018].
165 სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს 2017
წლის 27 თებერვალს მიმართა, ხოლო, გამოძიება 2017 წლის 15 მარტს დაიწყო.
166 გამოძიების მასალებით იგი პოლიციის განყოფილებაში შევიდა სრულიად ჯანმრთელი და პოლიციის
განყოფილებიდან გამოსული სახლში მივიდა ტაქსით, გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და
გადაყვანილ იქნა კლინიკაში. ამ მოქმედებათა ქრონოლოგია დგინდება დროის გონივრული გამოთვლით რამდენი დრო დასჭირდებოდა მის სახლამდე მისვლას მისამართის მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო
დახმარების გამოძახებას და შემდგომ მის კლინიკაში გადაყვანას. გამოძიებას არ აქვს რაიმე
მტკიცებულება, რომელიც ი.ხ.–ს პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ პირდაპირ თუ არაპირდაპირ
მიუთითებდა მისი დაზიანების სხვა წყაროზე და რომლითაც თუნდაც ეჭვი გაჩნდებოდა, რომ შესაძლოა
ი.ხ.–მ დაზიანება პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ მიიღო.
167 2017 წლის 30 ნოემბრის N13/77628 წერილი.
168 ინფორმაცია
ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1405 > ნანახია
[11.03.2018].
83
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მსხვერპლი
მიუთითებდა.169
გამოკითხვის
ოქმების
დროში
ცვლილებით
შედგენის
სიმარტივიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო პოლიციელთა ადგილსამყოფელის სხვა
წყაროებით გადამოწმება (ვიდეოკამერები, სატელეფონო ანძები, ა.შ.), თუმცა ამ მიზნით
საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. მისასალმებელია, რომ პროკურატურამ სახალხო
დამცველის
რეკომენდაცია170
აღნიშნული
შეწყვეტილი
გამოძიების
განახლების
შესახებ
გაიზიარა.
171
ერთ–ერთ საქმეში172 მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მთავარ პროკურატურაში დაიწყო,
პროკურატურის დავალებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება პროკურორებთან ერთად იმავე
უწყების
გამომძიებლებსაც
დაევალა,
რომელთა
თანამშრომლებიც
იყვნენ
სავარაუდო
დამნაშავეები.
არაეფექტიანი გამოძიების 2017 წლის ერთ–ერთი მაგალითია 2017 წლის 13 მაისს გენერალურ
აუდიტორზე
ფიზიკური
ანგარიშსწორების
ფაქტის
გარშემო
მიმდინარე
გამოძიება.173
გენერალური აუდიტორის, ლ.თ-ს განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ო.ფ. თანმხლებ
პირებთან ერთად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხის
გამო მას ფიზიკურად გაუსწორდა. გამოძიების მიერ დღემდე არ არის დადგენილი თავდასხმაში
პასუხისმგებელი პირი, ლ.თ კი ცნობილი არ არის დაზარალებულად. 174
2017 წელს დაფიქსირდა პრობლემები ეფექტიანი გასაჩივრების მიმართულებითაც, რომელიც
არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ერთ-ერთ საქმეში,
არასათანადო მოპყრობის თაობაზე ბრალდებულის განცხადება მოსამართლემ არასარწმუნოდ
შეაფასა და ამის შესახებ იმსჯელა განაჩენში. კერძოდ, არსებითი განხილვა მიმდინარეობდა
ბრალდებულის მიმართ მის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის საქმეზე, როდესაც მან
სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას.
სასამართლომ, იმის ნაცვლად, რომ პროკურორის ყურადღება გაემახვილებინა ამ განცხადებაზე
და
გამოძიების
დაწყება
მოეთხოვა,
განაჩენის
169
სამოტივაციო
ნაწილში
ბრალდებულის
ამ გარემოებათა გადამოწმებისთვის არ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები პოლიციელთა
ადგილსამყოფელის უფრო დამაჯერებელი წყაროებით დადგენის მიზნით; საგამოძიებო ორგანოს არ
ჩაუტარებია საგამოძიებო მოქმედებები თავად სავარაუდო მსხვერპლის მიმართ არსებული დაზიანებების
ხარისხის განსაზღვრის მიზნით; არც კი გამოკითხულან თავად ის პოლიციელები, რომლებსაც სავარაუდო
მსხვერპლი არასათანადო მოპყრობის ჩამდენად ასახელებდა. არ ყოფილა მცდელობა პროკურატურის
მხრიდან გამოძიების ეტაპზე ნეიტრალური მტკიცებულებათა მოპოვების.
170 2018 წლის 9 თებერვლის N15-7/2252 რეკომენდაცია.
171 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://goo.gl/MUwrvY > ნანახია [11.03.2018].
172 საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 8 სექტემბრის N15-5/10465 წინადადება, მსჯავრდებულ
გ.ბ.-ს მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე.
173 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://sao.ge/news/877 > ნანახია [27.03.2018].
174 პროკურატურის 2018 წლის 14 მარტის N13/18674 პასუხი სახალხო დამცველის აპარატის მიმართ.
84
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
განცხადების არასარწმუნოობაზე იმსჯელა.175
აქვე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ
მსგავსი ჩანაწერი სხვა განაჩენშიც176 აღმოჩნდა და საგამოძიებო ორგანომ იგი გამოძიების
არდაწყების მიზეზად მოიშველია,177 რაც აჩვენებს, რომ სასამართლოს ამგვარ მიდგომას
შეიძლება მასტიმულირებელი ეფექტი ჰქონდეს არასათანადო მოპყრობის არაეფექტიანი
გამოძიებისთვის.178
ეფექტიანი გასაჩივრების უზრუნველსაყოფად დადებითი ნაბიჯი დაფიქსირდა, როდესაც
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა179 სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის
მოსაზრება180 და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.181 ბრალდება შეეხებოდა ცრუ დასმენასა
და ცრუ ჩვენების მიცემას და ეფუძნებოდა ბრალდებულის მიერ სწორედ სახალხო დამცველის
აპარატისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.182
5.2. კანონპროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
წლების განმავლობაში, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ სახალხო
დამცველმა არაერთი რეკომენდაცია წარმოადგინა.183 სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა
175
მოსამართლის მიერ განაჩენში წარმოდგენილი ამ მსჯელობისთვის საქართველოს სახალხო დამცველმა
2017 წლის 24 ოქტომბრის N15-5/14708 წინადადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს და მოითხოვა დისციპლინური წარმოების დაწყება. წინადადების საფუძველი იყო სავარაუდო
არასათანადო მოპყრობის ფაქტის სასამართლოს მიერ სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევით
განხილვა.
176 მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის, N1/019-15 განაჩენი.
177 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 24 ნოემბრის N13/76186 წერილი.
178 მოსამართლის მიერ განაჩენში წარმოდგენილი ამ მსჯელობისთვის საქართველოს სახალხო დამცველმა
2017 წლის 24 ოქტომბრის N15-5/14708 წინადადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს და მოითხოვა დისციპლინური წარმოების დაწყება. წინადადების საფუძველი იყო სავარაუდო
არასათანადო მოპყრობის ფაქტის სასამართლოს მიერ სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევით
განხილვა.
179 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://goo.gl/WZjRem > ნანახია [11.03.2018].
180 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://goo.gl/bpideH > ნანახია [11.03.2018].
181 მოსამართლემ განაჩენში პირდაპირ აღნიშნა, რომ, სხვა გარემოებებთან ერთად, იგი დაეყრდნო სახალხო
დამცველის 2015 წლის 24 აგვისტოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრება ევროსაბჭოს წევრ
სახელმწიფოთა კანონმდებლობისა და პრაქტიკის, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო–სამართლებრივი
აქტების ანალიზს ეყრდნობოდა და წამებასთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ პოზიტიურ
ვალდებულებებს მიმოიხილავდა, რომლითაც დაუშვებელია ადამიანის უფლებათა დაცვის
ინსტიტუციებში გაგზავნილი საჩივრის საფუძველზე პირის პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა,
წარდგენილი საჩივარი შეიცავს თუ არა მცდარ ფაქტებს.
182 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის N3447-15 განაჩენი გ.ო.-ს მიმართ.
183 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://goo.gl/anwfJb > ნანახია [11.03.2018] ასევე იხ.
„საქართველო გარდამავალ პერიოდში“, თომას ჰამერბერგი, ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი
საქართველოში საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმის საკითხებსა და ადამიანის უფლებებში,
ევროპის კავშირი, საქართველოს სახალხო დამცველი, 2013. ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: <
http://gov.ge/files/288_38635_607369_Hammarbergreport-getm.pdf > ნანახია [11.03.2018].
85
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სპეციალური ანგარიში184 და მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, რომელიც
გულისხმობდა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით აღჭურვილი
სპეციალური ორგანოს შექმნას.185
იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც პერსონალურ
მონაცემთა ინსპექტორის ბაზაზე იქმნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც
საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ გარკვეულ დანაშაულებს გამოიძიებს (მაგალითად,
არასათანადო მოპყრობა).
მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი
„სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის
ფუნქციით სამსახურის აღჭურვას და სხვადასხვა საკითხების დაზუსტებას საჭიროებს, სახალხო
დამცველი მიიჩნევს, რომ მისი შენიშვნების ასახვის შემთხვევაში კანონპროექტმა შეიძლება
დადებითი როლი ითამაშოს არასათანადო მოპყრობის გამოძიების პროცესში.186 სახალხო
დამცველმა წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები კანონის სხვადასხვა ასპექტებთან
დაკავშირებით, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელი იქნება არასათანადო მოპყრობისა
და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიების გაუმჯობესება.187
პირველ რიგში შემოთავაზებული კანონპროექტის მოქმედების სფერო ხარვეზიანია, რამდენადაც
კანოპროექტის მიხედვით სახელმწიფო ინსპექტორი ვერ გამოიძიებს შინაგან საქმეთა მინისტრის
და
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსის
მიერ
ჩადენილ
დანაშაულებს.
საქართველოს უახლესი ისტორიის გამოცდილებით, კი კარგად ჩანს ამ ტიპის შეზღუდვის
მიზანშეუწონლობა.
სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობას შეაფერხებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
33-ე მუხლი, რომელიც მთავარ პროკურორს ანიჭებს უფლებამოსილებას საგამოძიებო
ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაუცველად ერთი ორგანოდან ამოიღოს საქმე და გადასცეს
მეორეს. ანუ კანონპროექტით დადგენილი საგამოძიებო იურისდიქცია შეიძლება შეიზღუდოს
ნებისმიერ დროს მთავარი პროკურორის მიერ და კვლავ იგივე უწყებამ შეიძლება გამოიძიოს
დანაშაული, რომლის წარმომადგენელიც სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენაშია მხილებული.
კანონპროექტის
მთავარი
გამოწვევაა
საქართველოს
პროკურატურისთვის
საპროცესო
ხელმძღვანელობისა და ზედამხედველობის ფუნქციის შენარჩუნება სახელმწიფო ინსპექტორის
მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე. ეს კი პროკურატურის სრულ ზედამხედველობას გულისხმობს.
184
„სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების პრაქტიკა, საკანონმდებლო
რეგულაციები და ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტები“. ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:
< http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1702.pdf > ნანახია [11.03.2018]
185 ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://goo.gl/mieVwS > ნანახია [11.03.2018]
186 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://goo.gl/4w4jEh > ნანახია [11.03.2018].
187 იქვე.
86
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მოქმედი საპროცესო რეგულირებიდან გამომდინარე პროკურორის მითითებები (როგორც
ნეგატიური ისე პოზიტიური შინაარსით) სავალდებულო იქნება სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის გამომძიებლებისთვის. თუ კანონპროექტის მიზანს რეალური დამოუკიდებელი
საგამოძიებო მექანიზმის შექმნა წარმოადგენს, აუცილებელია, ინსპექტორის სამსახურს
გამოძიების დამოუკიდებლად, პროკურატურის სავალდებულო მითითების გარეშე ჩატარების
შესაძლებლობა მიეცეს.
5.3. სპეციალური ანგარიში გენერალურ ინსპექციების ეფექტიან რეაგირებაზე
წამების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მოიცავს უფლებამოსილების გადამეტების პრევენციას
საწყის, შედარებით მსუბუქ ეტაპზევე. სწორედ აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით,
სახალხო დამცველის აპარატმა გამოიკვლია მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა
სამინისტროს,
სასჯელაღსრულების
და
პრობაციის
სამინისტროებისა
და
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციების რეაგირება მოქალაქეთა საჩივრებზე.188
როგორც კვლევამ გამოავლინა, უმეტეს შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ფაქტი
არ დასტურდება. მოქალაქეთა განცხადებები არ განიხილება სრულყოფილად, არ არის
გამჭვირვალე პროცესი და საქმეები ჭიანურდება. ზოგიერთი სამსახურებრივი შემოწმების დროს
არ ხდება ადვილად ხელმისაწვდომი, საქმისათვის რელევანტური ინფორმაციის მოპოვება, მათ
შორის, ფაქტის შემსწრე ყველა პირის გამოკითხვა, ვიდეოჩანაწერების მოპოვება, რიგ
შემთხვევებში თავად სავარაუდო უფლებადარღვეული პირის გამოკითხვაც კი. მნიშვნელოვან
პრობლემას წარმოადგენს გენინსპექციების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების
დასაბუთება. ამასთან, განმცხადებლებს
არ მიეწოდებათ ჩატარებული სამსახურებრივი
შემოწმების საქმის მასალები, რაც ხელს უშლის კანონიერებისა და სამართლიანობის თაობაზე
საზოგადოებრივი რწმენის ჩამოყალიბებას.
5.4. კომუნიკაციები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან
რამდენადაც არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა და
სახალხო
დამცველის
ერთ–ერთ
პრიორიტეტს
ამ
მიმართულებით
გაძლიერებული
ადვოკატირება წარმოადგენს, საანგარიშო წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა ევროპის
საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ორი კომუნიკაცია წარუდგინა. აღნიშნული დოკუმენტები
არასათანადო
მოპყრობის
ეფექტიანი
გამოძიების
კუთხით
აღებული
ვალდებულების შესრულებას შეეხებოდა.
188
ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://goo.gl/gT86Hm > ნანახია [11.03.2018]
87
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პოზიტიური
2017 წლის 5 სექტემბერს წარდგენილი დოკუმენტი ე.წ. „ღარიბაშვილის ჯგუფის“ საქმეებს
შეეხება, რომლებშიც მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს წამების, არაადამიანური მოპყრობის
და
სიცოცხლის
ხელყოფის
ფაქტებზე
გამოძიების
განახლება
დაავალა.
დოკუმენტში
მიმოხილულია როგორც საკანონმდებლო, ისე – პრაქტიკული ხასიათის ხარვეზები.
189
2017 წლის 7 დეკემბერს წარდგენილი მოსაზრება ე.წ. „ცინცაბაძის ჯგუფის“ და „იდენტობის
ჯგუფის“ საქმეებში დაფიქსირებული ზოგადი ღონისძიებების აღსრულების მიმდინარეობას
შეეხება.
დოკუმენტში
მიმოხილულია
სხვადასხვა
ძალოვანი
ორგანოების
გენერალური
ინსპექციების მიერ მოქალაქეთა საჩივრების შესწავლის პრაქტიკა.
190
ნიშანდობლივია, რომ მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნული დოკუმენტები საქართველოს მიერ
აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესში გაითვალისწინა.191
წინადადებები საქართველოს პარლამენტს:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიეცეს დამოუკიდებლად, პროკურატურის
სავალდებულო
მითითების
გარეშე
საგამოძიებო
მოქმედებების
ჩატარების
შესაძლებლობა
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურისთვის
მიკუთვნებული
დანაშაულის
სხვა
საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემის დისკრეცია შეეზღუდოს მთავარ პროკურორს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, შეიქმნას კომიტეტის სამუშაო
ჯგუფი სამართალდამცავი უწყებების გენერალური ინსპექციის სისტემურ რეფორმაზე
სამუშაოდ
რეკომენდაციები
საქართველოს პროკურატურას:
არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გამოძიების დაწყების
თარიღების შესახებ დაამუშავოს და პროაქტიულად გამოაქვეყნოს სტატისტიკა
სახალხო
დამცველს,
მისი
დაინტერესების
შემთხვევაში
მიაწოდოს
დეტალური
ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმ საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებათა შესახებ (შესაბამისი თარიღების მითითებით), რომლებიც სავარაუდო
არასათანადო მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა
189
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://goo.gl/SV8BPR > ნანახია [11.03.2018]
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://goo.gl/FfCMe9 > ნანახია [11.03.2018]
191 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < http://hudoc.exec.coe.int/eng?i=004-5830 > ნანახია
[11.03.2018]
190
88
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პერიოდულად აცნობოს საზოგადოებას ყოფილი გენერალური აუდიტორის ლ.თ-ს
მიმართ განხორციელებული თავდასხმის გამოძიების მიმდინარეობის პროგრესის შესახებ
დაიწყოს გენერალური ინსპექციის სისტემურ რეფორმაზე მუშაობა სახალხო დამცველისა
და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მაქსიმალურად იქნას აღჭურვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დაწესებულება
შესაბამისი ვიდეო კამერებით, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ჩაიწერენ იმ ადგილებს, სადაც
მოქალაქეებს პირდაპირი შეხება აქვთ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან
და
განხორციელებული
საქმიანობის
შესახებ
დამცველის აპარატს
89
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ინფორმაცია
მიეწოდოს
სახალხო
6. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
2017 წელს თავისუფლებისა და უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე პრობლემური ტენდენცია
გამოვლინდა. კერძოდ, ხარვეზები გამოიკვეთა აღკვეთის ღონისძიებებისა და საექსტრადიციო
პატიმრობის შეფარდებისას; ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიმართ
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ წარმოშვა სახელმწიფოს ვალდებულება, გაატაროს
კონკრეტული ღონისძიებები მის მიმართ უხეშად დარღვეული თავისუფლების აღსადგენად;
ადმინისტრაციული დაკავების ვადების გაზრდამ დაუსაბუთებლად შეზღუდა არასამუშაო
დროის პერიოდში თავისუფლების უფლება. ნარკოტესტირების – პირის იძულებითი
ნარკოშემოწმების პრაქტიკა კვლავ მოუწესრიგებელია. ბოლო პერიოდის პოლიციის ე.წ.
რეიდებმა, მისი ჩატარების ლეგიტიმურობის და პროპორციულობის კუთხით, არაერთი
შეკითხვა წარმოშვა.
6.1. აღკვეთის ღონისძიებები
აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების მთლიანი სურათი გასული წლისგან არსებითად არ
განსხვავდება, რამდენადაც, უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემებით, უმნიშვნელო
ცვლილების ფონზე, იმავე
ტიპის და იმავე
პროცენტულობით გამოიყენება.
კერძოდ,
შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებათა ძირითადი სახე არის პატიმრობა ან გირაო და სხვა სახის
ღონისძიებები, როგორც წესი, იშვიათად გამოიყენება.192
ბრალდებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების
რაოდენობრივი მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ, თუმცა პროცენტულად
დაახლოებით
5%-ით
გაიზარდა.193
შესაბამისად,
შემცირდა
არასაპატიმრო
აღკვეთის
ღონისძიების გამოყენების პროცენტული მაჩვენებელიც.194 არასაპატიმრო ღონისძიებებში კი,
გირაოს გამოყენებამ, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 7%–ით მოიმატა.195
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რამდენიმე196
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს197
მიერ
192
ბრალდებულების
მიმართ
პატიმრობის
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2017wstatistic-7.pdf > [ბოლოს ნანახია 4.3.2018].
193 უზენაესი სასამართლოს წინა წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წელს პატიმრობა
გამოყენებულ იქნა 29.1% შემთხვევაში, ხოლო, 2017 წელს - 34.2%.
194 უზენაესი სასამართლოს წინა წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, არასაპატიმრო
აღკვეთის ღონისძიება 2016 წელს გამოყენებული იყო 70.9%, ხოლო 2017 წელს - 65.8% შემთხვევაში.
195 უზენაესი სასამართლოს წინა წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, არასაპატიმრო
აღკვეთის ღონისძიებებს შორის გამოყენებული გირაო 2016 წელს იყო 85.4%, ხოლო 2017 წელს – 92.8%.
196 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა თელავის, გურჯაანის, მცხეთის, გორის,
ხაშურის, სენაკის რაიონული სასამართლოებისა და ქუთაისისა და ფოთის საქალაქო სასამართლოების
მიერ თითო თვის განმავლობაში გამოტანილი განჩინებები.
197 ვინაიდან წინა წლებში გამოტანილი განჩინებების შესწავლისას თბილისისა და ბათუმის საქალაქო
სასამართლოების მიერ გამოტანილი განჩინებები სხვა სასამართლოების მიერ გამოტანილ განჩინებებთან
90
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გამოყენების
თაობაზე
გამოტანილი
განჩინებები
და,
შესაბამისად,
ბრალდებულის
თავისუფლების უფლებაში ჩარევისა და მიზანშეწონილობის დასაბუთების საკითხები.
შესწავლილი განჩინებებით ირკვევა, რომ მოსამართლე ინდივიდუალურად არ აფასებს
გარემოებებს, რაც იწვევს არაპროპორციულ და დაუსაბუთებელ აღკვეთის ღონისძიებას.
განჩინებებში არ გვხვდება მსჯელობა, რა კონკრეტული საფრთხეების განეიტრალებას
ემსახურება შერჩეული აღკვეთის ღონისძიება. მაგალითად, სასამართლო პატიმრობის
გამოყენებისას აბსტრაქტულად უთითებს ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების
გაგრძელებისა და მოწმეებისა და დაზარალებულების მიმართ ზემოქმედების რისკებზე. თუმცა,
რა
კონკრეტულ
გარემოებებს
ეფუძნება
აღნიშნული
რისკები,
განჩინებებში
არ
არის
მითითებული. მოსამართლე ასევე არ მსჯელობს იმაზე, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფს
ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოვლენილი საფრთხეების განეიტრალებას.
გამოვლინდა
დაუსაბუთებელი
პატიმრობის
ისეთი
შემთხვევა,
როდესაც
სასამართლომ
პატიმრობის გამოყენების აუცილებლობის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ
პირის მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენა ასუსტებს მოსახლეობის ნდობას საჯარო უწყებების
მიმართ.198 ამავე განჩინებით, ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა
დასაბუთებული იყო ვარაუდით, რომ „ბოლომდე არ არის გამორიცხული მტკიცებულებათა
მოპოვებისათვის ხელისშეშლისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები“, ასევე, ინფორმაციის
არსებობაზე მითითებით, რომ ბრალდებულს ასევე ჩადენილი ჰქონდა და მომავალშიც აპირებდა
სხვა ანალოგიური ქმედებების ჩადენას და თუ პატიმრობა არ შეეფარდებოდა, კვლავ
განაგრძობდა დანაშაულებრივ საქმიანობას. თუმცა განჩინებაში სხვა ეპიზოდის ჩადენაში
ბრალდების (მსჯავრდების) არსებობის შესახებ მითითებული არ ყოფილა. შესაბამისად,
აღნიშნულ განჩინებაში მოსამართლე პატიმრობის გამოყენებისას დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს,
რომ ბრალდებულს სხვა დანაშაულებრივი ქმედებებიც ჰქონდა ჩადენილი, მიუხედავად იმისა,
რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა
სასამართლოსთვის არ დასტურდება.
არის შემთხვევები, როდესაც სასამართლო შაბლონურად მიუთითებს ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებზე,
თუმცა მის კომბინირებას ინდივიდუალურ გარემოებებთან არ ახდენს და არ გამოაქვს
პროპორციული გადაწყვეტილება.
შედარებით დასაბუთებული იყო, საანგარიშო პერიოდში აღნიშნული სასამართლოებიდან განჩინებები არ
გამოგვითხოვია.
198 „თავად დანაშაულის მეტად მაღალი საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, რა დროსაც საფრთხე ექმნება
სახელმწიფო დაწესებულებათა ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ პრესტიჟს, საზოგადოების თვალში
მათი ნდობის ხარისხის ამაღლებას, რასაც განსაკუთრებულად უნდა უფრთხილდებოდეს საჯარო მოხელე
და არამხოლოდ საჯარო მოხელე.“
91
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გირაოს შეფარდების განჩინებებიდან არ იკვეთება, თუ რა ქონებას ფლობს ბრალდებული. ასევე
არ ჩანს იმ პირების თანხმობა და მატერიალური მდგომარეობა, ვინც შესაძლოა უზრუნველყოს
ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაოს გადახდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ბრალდებული,
მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს გირაოს გადახდას, ეს
შეიძლება მისი დაპატიმრების საფუძველი გახდეს. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად,
აუცილებელია, მოსამართლე წინასწარ იკვლევდეს ბრალდებულის მიერ გირაოს გადახდის
რეალურ შესაძლებლობას.
საქართველოს კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ აღკვეთის ღონისძიებასთან
ერთად დამატებით გამოიყენებოდეს მართლმსაჯულების მიზნების აღსრულებისთვის ხელის
შემწყობი სხვადასხვა ღონისძიება.199 ეს შესაძლებელს გახდის უფრო მეტი მსუბუქი აღკვეთის
ღონისძიების შეფარდებას.
6.2. საექსტრადიციო პატიმრობა
სახალხო დამცველის აპარატმა საანგარიშო პერიოდში ასევე გამოავლინა საექსტრადიციო
პატიმრობის
დასაბუთების
პრობლემა
(კერძოდ,
იმ
სტანდარტთან
შეუსაბამობა,
რაც
სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულის მიმართ
შეფარდებული პატიმრობისთვის200). დასაბუთების ამგვარი ვალდებულება, საერთაშორისო და
შიდა სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა ერთ–ერთ საქმეში
წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებითაც მიმოიხილა.201
საექსტრადიციო
პატიმრობის
დაუსაბუთებლობის
პრობლემას
განსაკუთრებით
მწვავედ
წარმოაჩენს მისი შეფარდების მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი. კერძოდ, ბათუმის საქალაქო
სასამართლოს მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისამდე პერიოდში განხილული
შუამდგომლობებიდან 100% დაკმაყოფილდა,202 ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ
– 89.5%.203
2017 წლის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმე იყო თურქეთის მოქალაქის მ.ე.ჩ.-ს თურქეთში
ექსტრადირების საკითხის განხილვა, რომლის აღსრულებასაც შეეძლო მყისიერი ფიზიკური
საფრთხე შეექმნა ბრალდებულისთვის.
199
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 199, ნაწილი 2.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე
მუხლი.
201
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<http://www.ombudsman.ge/ge/recommendationsProposal/amicus-curiae2/sasamartlos-megobris-mosazreba-saeqstradicio-patimrobastan-dakavshirebit.page
>
[ნანახია 4.3.2018].
202 განხილულ იქნა 7 შუამდგომლობა.
203 განხილულ იქნა 19 შუამდგომლობა.
200
92
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
2017 წლის მაისში, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე,
თურქეთის
რესპუბლიკაში
შემდგომი
ექსტრადირების
მიზნით,
დააკავეს
თურქეთის
რესპუბლიკის მოქალაქე მ.ე.ჩ.. მ.ე.ჩ.-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ორჯერ გაუგრძელდა
და, საბოლოოდ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მის მიმართ საექსტრადიციო
პატიმრობა გირაოთი შეიცვალა, რომლის საფუძველზეც იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ექსტრადირების სასამართლო განხილვისას, კერძოდ, როდესაც საქართველოს პროკურატურამ
მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირების შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის
საქალაქო სასამართლოს, საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის (Amicus
Curiae) მოსაზრება წარადგინა,204 რომლითაც საგანგებოდ მიუთითა იმ საფრთხეებზე, რომლებიც
შესაძლოა ბრალდებულს დამუქრებოდა:
არასათანადო მოპყრობა;
დევნა პოლიტიკური მოსაზრებების გამო;
სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ სარგებლობა.
აღნიშნული საფრთხეები დასტურდებოდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშით,
რასაც შედეგად მოჰყვა ევროპული ქვეყნების უარი თურქეთის მოქალაქეების თურქეთში
ექსტრადიციაზე.205
აღსანიშნავია ისიც, რომ საფრთხის მაღალი რისკებიდან გამომდინარე,
გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა 2018 წლის 19 თებერვალს საქართველოს სთხოვა, თავი
შეეკავებინა საქართველოდან თურქეთში მომჩივნის ექსტრადირებისგან, ვიდრე ეს საქმე გაეროს
კომიტეტში არ განიხილებოდა.206
6.3.
ივანე მერაბიშვილის საქმე
კონვენციით აკრძალული მიზნებით განპირობებული თავისუფლების და უსაფრთხოების
უფლების უხეში დარღვევა დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ივანე
მერაბიშვილის მიმართ,207 რომლის აღდგენის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეფექტიანი
ღონისძიებები ჯერ კიდევ გასატარებელი აქვს. კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა პირის
თავისუფლებაში
უხეში
ჩარევით,
იშვიათი
204
პრეცედენტია
ევროპული
სასამართლოს
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<http://www.ombudsman.ge/ge/recommendationsProposal/amicus-curiae2/saqartvelos-saxalxo-damcvelma-sasamartlos-megobris-mosazrebit-mimarta-tbilisissaqalaqo-sasamartlos.page> [ნანახია 22.3.2018].
205 „საფრთხეების შესახებ ინფორმაციას სხვა და სხვა ავტორიტეტული წყაროების გაანალიზებით
დეტალურად ასახავს 2018 წლის 5 თებერვლის საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლო
მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება N15-2/1905. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე <
http://www.ombudsman.ge/ge/recommendations-Proposal/amicus-curiae2/saqartvelos-saxalxo-damcvelmasasamartlos-megobris-mosazrebit-mimarta-tbilisis-saqalaqo-sasamartlos.page > [ნანახია 15.3.2018]
206 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://justice.gov.ge/News/Detail?newsId=7621 > [ნანახია
7.3.2018].
207 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის დიდი პალატის განჩინება
საქმეზე: მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ.
93
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პრაქტიკაში208 და მსგავს იშვიათ შემთხვევებს სახელმწიფოები, უმეტესწილად, ისეთი შიდა
ღონისძიებებით პასუხობენ, რომლებიც პირის პატიმრობიდან გათავისუფლებას გულისხმობს.209
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ივანე მერაბიშვილის მიმართ ევროპული
სასამართლოს
მიერ
გამოტანილი
გადაწყვეტილების
აღსასრულებლად,
საქართველოს
ხელისუფლებამ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, უნდა
მიიღოს ყველა საჭირო ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიება, სასამართლოს
გადაწყვეტილების სრულფასოვნად და დროულად აღსასრულებლად, როგორც ამას ევროპული
კონვენციის 46-ე მუხლი210 მოითხოვს.
6.4. ადმინისტრაციული დაკავების ვადის გაზრდა
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
შეტანილმა ცვლილებებმა211 შესაძლოა გამოიწვიოს პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების
უფლებების დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2017 წლის 1 ნოემბრიდან
მოქმედი
რედაქცია ქმნის
ადმინისტრაციული
წესით
დაკავებული
პირების
უფლების
არამართლზომიერი შეზღუდვის საფრთხეს და აუარესებს მათ სამართლებრივ მდგომარეობას,
კერძოდ,
ადმინისტრაციული
დაკავების
12-საათიანი
ვადის
არსებობის212
მიუხედავად,
არასამუშაო დროს დაკავებული პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში შეიძლება
მოთავსდეს საქმის განხილვამდე, არაუმეტეს 48 საათისა.213
208
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის
დარღვევა დადგინდა მხოლოდ შვიდ საქმეზე: Case of Gusinskiy v. Russia (N70276/01); Case of Cebotari v.
Moldova (N35615/06); Case of Lutsenko v. Ukraine (N6492/11); Case of Tymoshenko v. Ukraine (N49872/11); Case
of Merabishvili v. Georgia (N72508/13); Case of Rasul Jafarov v. Azerbaijan (N69981/14); Case of Ilgar Mammadov
v. Azerbaijan (N919/15). ყველა პირი, გარდა ილგარ მამედოვისა, გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის
ადგილებიდან.
209
სხვა მაგალითებს შორის აღსანიშნავია, მსგავსი პრეცედენტები, როდესაც უკრაინის სახელმწიფომ
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტიმოშენკო გაათავისუფლა პარლამენტის შესაბამისი დადგენილებით,
ხოლო ამავე ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ლუცენკო პრეზიდენტმა – შეწყალებით.
პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რასულ ჯაფაროვი.
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<
https://rm.coe.int/compilation-decisions-2014-2018-en-
/168077e33a > [ნანახია 4.3.2018].
210
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 46-ე მუხლის პირველი
პუნქტის მიხედვით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან.
211
247-ე მუხლის პირველი ნაწილი.
247-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 247, ნაწილი პირველი.
213 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხ. 247, ნაწილი 2.
212
94
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია იძლევა 48-საათიანი ვადით პირის
დაკავების შესაძლებლობას214, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვადა ავტომატურად უნდა
გამოიყენებოდეს ყველა შემთხვევაში. ნებისმიერი, თუნდაც 1-საათიანი დაკავება საჭიროებს
ავტონომიურ, შესაბამის საფუძველს, რომელიც მტკიცებულებებით იქნება გამყარებული.
ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა
საპროცესო ვადად მიიჩნევს არასამუშაო დროსაც215, ხოლო დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული
პირის დაკავების შემთხვევაში დაკავებულის სასამართლოს წინაშე წარდგენისათვის არ არის
დამაბრკოლებელი გარემოება უქმე და დასვენების დღეები ან ღამის საათები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, წევრმა
სახელმწიფოებმა მათი სამართლებრივი სისტემების მოწყობა იმგვარად უნდა უზრუნველყონ,
რომ არ მოხდეს საჯარო მოხელეთა საშვებულებო პერიოდის გამო თავისუფლების უფლებების
არაპროპორციულად შეზღუდვა.216
შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოების არასამუშაო დრო ვერ გაამართლებს დაკავების ვადის
გაზრდას და ადმინისტრაციული წესით პირის არაგონივრულად ხანგრძლივი დროით
დაკავების შესაძლებლობის დაწესებას.
ნარკოტესტირება
6.5.
წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც პრობლემას ქმნიდა ნარკოტესტირების მიზნით პირის
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების შეზღუდვა. საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინიტროს
მიერ
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატისთვის
წარმოდგენილი
ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში
ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით 13175 პირი წარადგინეს, რომელთაგან 1261-მა პირმა
უარი განაცხადა გამოსაკვლევად ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, ხოლო იმ პირთაგან,
რომლებმაც გამოსაკვლევად ჩააბარეს ბიომასალა (11914 პირი), ნარკოტიკული საშუალების
მოხმარება არ დაუდგინდა 5318 პირს.217
„პოლიციის
შესახებ“ საქართველოს
შეწყვიტოს
პოლიციის
შეუძლებელია.
218
კანონი პოლიციის
სამართლებრივი
ქმედება,
თუ
თანამშრომელს
ავალდებულებს,
აშკარაა,
მიზნის
რომ
მიღწევა
მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, ხშირია შემთხვევები
პრაქტიკაში, როდესაც პოლიციელები არ ითვალისწინებენ ბრალდებულის უარს ბიოლოგიური
მასალის ჩაბარებაზე და ისინი მაინც გადაჰყავთ საექსპერტო დაწესებულებაში, ან საექსპერტო
214
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
216 Inter alia, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1990 წლის 29 აგვისტოს განჩინება საქმეზე, „ე.
ნორვეგიის წინააღმდეგ“ (E. v Norway), პარ 66.
217 2018 წლის 16 იანვრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს NMIA 8 18 00118482 წერილი.
218 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი.
215
95
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დაწესებულებაში გაცხადებული უარის შემდეგ მათ არ ათავისუფლებენ. შესაბამისად,
ნარკოტესტირების
გამოყენებისას,
თუ
ადგილი
ექნება
პირის
გადაყვანას
საექსპერტო
დაწესებულებაში მიუხედავად იმისა, რომ იგი უარს აცხადებს ბიოლოგიური მასალის
ჩაბარებაზე, პოლიციის თანამშრომელთა მიერ პირის თავისუფლების უფლების შეზღუდვა
გაუმართლებელი და არაპროპორციული იქნება.
2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელით219 მიმართა
საქართველოს
საკონსტიტუციო
არაკონსტიტუციურად
მინიჭებული
აქვთ
ცნობის
სასამართლოს
მოთხოვნით,
უფლებამოსილება,
იმ
რომლებითაც
პირი,
სამართლებრივი
პოლიციის
ნარკოტიკული
აქტების
თანამშრომლებს
საშუალების
მოხმარებაზე
შემოწმების მიზნით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანონ საექსპერტო დაწესებულებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა არგუმენტები, რომლებიც ასაბუთებენ მოქმედი წესის
არაკონსტიტუციურობას
ადამიანის ძირითად
უფლებებთან და
თავისუფლებებთან
მიმართებით. სხვა საკითხებიდან აღსანიშნავია, რომ ნარკოტესტირების შემთხვევაში იზღუდება
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დადგენილი თავისუფლების გარანტია, ასევე,
პირის უფლება, არ მისცეს თავისი თავის საწინააღმდეგო ჩვენება, რადგან მას უწევს მისი
ბიოლოგიური მასალის სწორედ მის მაინკრიმინირებლად გამოყენება. 2018 წლის მარტის
მდგომარეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილება არ მიუღია.
6.6.
სპეციალური საპოლიციო კონტროლი (ე.წ. „რეიდები“)
გასული წლების მსგავსად, სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიება, მთელი
საქართველოს მასშტაბით, 2017 წელს რამდენჯერმე განხორციელდა.220 განსაკუთრებული
საზოგადოებრივი რეზონანსი 22-24 დეკემბერს ჩატარებულმა ღონისძიებამ გამოიწვია.
აღნიშნული ღონისძიების ჩატარების საფუძვლისა და შედეგების, აგრეთვე ზ.რ.-ის საქმის
შესწავლის შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოიკვეთა.
სპეციალური საპოლიციო კონტროლი განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებაა, რომელიც
მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ტარდება და კონკრეტული დანაშაულის აღკვეთას
უნდა ისახავდეს მიზნად.221 პრაქტიკაში იგი ზოგადი პრევენციის მიზნით საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე
გამოიყენება
და
მოქალაქეთა
219
განუსაზღვრელი
რაოდენობის
პირადი
2015 წლის 25 ნოემბრის N697 საკონსტიტუციო სარჩელი (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე <
http://www.ombudsman.ge/ge/recommendations-Proposal/sakonstitucio-sarchelebi/saxalxo-damcvelma-ew-quchisnarkotestirebis-kanonierebastan-dakavshirebit-konstituciuri-sarcheli-waradgina.page> ნანახია 22.3.2018.);
220 კერძოდ, 2017 წლის 16-17 იანვარს, 26-27 იანვარს, 14-15 თებერვალს, 22-24 დეკემბერს.
221 საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“, მუხ. 24, პუნქტი პირველი.
96
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
თავისუფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვას იწვევს.222 კონკრეტული მიზნის გარეშე ე.წ.
„რეიდის“ ჩატარება მას არაეფექტიანს ხდის.223
ბუნდოვანი საფუძვლებით, 36 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი
პირის უფლებრივ სფეროში ჩარევა საფრთხისადმი არაპროპორციული პასუხია. აღსანიშნავია
ისიც, რომ კანონი არ ითხოვს საპოლიციო კონტროლის ჩატარების შესახებ ბრძანების
დასაბუთებას, რის გამოც მისი გასაჩივრება საერთო სასამართლოში, პრაქტიკულად,
შეუძლებელია. საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე არც საპროკურორო ან სასამართლო
კონტროლი ვრცელდება.
მოქალაქეთა უფლებრივ სფეროში ინტენსიური ჩარევის საკომპენსაციოდ, კანონი პოლიციას
ავალდებულებს, მოქალაქეებთან კომუნიკაცია აწარმოონ ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული
ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით.224 აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, სპეციალურ
საპოლიციო
კონტროლში
ქვედანაყოფი,225
რომელთა
მონაწილეობდა
შინაგან
საქმეთა
თანამშრომლებს
აღნიშნული
სამინისტროს
ტექნიკა
არაერთი
სამსახურებრივად
არ
გააჩნიათ.226
ვიდეოტექნიკის გამოყენების შესახებ კანონის დასახელებული ნორმა იმპერატიულია და
სხვაგვარი ინტერპრეტაციის ან გამონაკლისის არსებობის არავითარ საფუძველს არ
ითვალისწინებს.
ამის
გათვალისწინებით,
სახალხო
დამცველი
წლების
განმავლობაში
მიმართავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, სამინისტროს ქვედანაყოფები
აღეჭურვა
სამხრე
ვიდეოკამერებით,227
თუმცა
აღნიშნული
რეკომენდაცია,
2017
წლის
მდგომარეობით, სრულად არ გაუთვალისწინებიათ.
კანონის იმპერატიული ნორმის უგულებელყოფის უარყოფითი გავლენა აშკარაა ზ.რ.-ს საქმეში.
მისი დაკავების პროცესში პოლიციელებმა გამოიყენეს მნიშვნელოვანი ფიზიკური ძალა, რაც
222
მაგ.: იხ. შინაგან საქმეთა მინისტის 2017 წლის 14 თებერვლის N74 ბრძანება და 2017 წლის 21 დეკემბრის
N604 ბრძანება, სადაც არავითარი მითითება კონკრეტულ დანაშაულზე არ არსებობს.
223 მაგ. 22-24 დეკემბრის საპოლიციო კონტროლის დროს შემოწმებას დაექვემდებარა 52000 პირი, საიდანაც
სხვადასხვა დანაშაულის/სამართალდარღვევის გამო დააკავეს 127 პირი (საერთო რაოდენობის 0.002%).
224 საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“, მუხ. 24, პუნქტი 5.
225
შინაგან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
226 სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქვედანაყოფები
იყვნენ აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა
სამინისტრომ 2018 წლის 19 თებერვლის N MIA01800398574 წერილით დეტალური ინფორმაცია არ
წარმოადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს გამართულ ზ.რ.-ს სასამართლო პროცესზე,
რომელსაც სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სამხრე
კამერებით აღჭურვილი არ არიან.
227 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 293; ასევე
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 218.
97
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სხეულის არაერთ დაზიანებაში აისახა.228 პოლიციელები არ იყვნენ აღჭურვილი სამხრე
ვიდეოკამერებით. დაკავების პროცესი მათ არც მობილური ტელეფონის მეშვეობით გადაუღიათ.
შესაბამისად, დაკავების პროცესის დოკუმენტირებაზე უარის თქმის გამო, საზოგადოებაში
დღემდე არსებობს მნიშვნელოვანი კითხვები გამოყენებული ფიზიკური ძალის კანონიერებასა
და პროპორციულობასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის აპარატმა დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა საპოლიციო კონტროლის
პირობებში განხორციელებული შეჩერების, იდენტიფიცირების/ნარკოლოგიური შემოწმების
მიზნით გადაყვანის, ჩხრეკის, ამოღების, დაკავებისა და სხვა მოქმედებათა შესახებ; ასევე,
აღნიშნული
მოქმედებების
ჩატარების
შემდგომ
სასამართლოს
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებებისა და მოქალაქეთა მიერ გამოთქმული საჩივრების შესახებ. შინაგან საქმეთა
სამინისტროს წერილის თანახმად, მოქალაქეებმა 190 შემთხვევაში მიმართეს გენერალურ
ინსპექციას, თუმცა გადაცდომა არცერთ შემთხვევაში არ დადასტურებულა.229
წინადადებები საქართველოს პარლამენტს:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდეს ცვლილება,
რომლის მიხედვითაც დაუშვებელი იქნება პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება 12
საათზე მეტი ვადით, სასამართლოში წარდგენისა და სასამართლოს გადაწყვეტილების
გარეშე, არასამუშაო დროის მიზეზით
„პოლიციის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
შევიდეს
ცვლილება,
რომლითაც
სავალდებულო გახდება სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების
მიზნისა და საფუძვლის შესახებ დასაბუთების წარმოდგენის ვალდებულება მინისტრის
წერილობით განკარგულებაში
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას
გაატაროს ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები ივანე მერაბიშვილის მიმართ
დარღვეული უფლების სრულად აღსადგენად
საქართველოს პროკურატურას
228
დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებისას რატიანს სხეულის სხვადასხვა ადგილებზე (ზედა
და ქვედა კიდურები, თავი, ზურგი) 11 სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა, იხ. იზოლატორში
მოთავსებული პირის იზოლატორში შემოყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების ფორმა N55342,
გვ. 8–9.
229 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 19 თებერვლის N MIA01800398574 წერილი.
98
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ჩატარდეს ხელახალი, ეფექტიანი, ზედმიწევნითი და დეტალური გამოძიება ივანე
მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით და ყველა შესაძლო დამნაშავე
პირი პასუხისგებაში მიეცეს
99
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება
სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა სახალხო დამცველის 2017 წლის საქმიანობის
პრაქტიკაში
რამდენიმე
ინსტიტუციური
გაჭიანურების
მიმართულებით
ხასიათის
სიხშირე;
პრობლემები,
სასამართლოს
გამოვლინდა.
ასევე,
აღსანიშნავია
სააპელაციო
შემადგენლობის
სასამართლოს
სასამართლოში
არაერთხელ
შეცვლა
საქმეების
და
ამით
მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის პრინციპის ეჭვქვეშ დაყენება; 2017 წელს ადგილი
ჰქონდა მხარეთა თანასწორობის დარღვევასაც. ასევე გამოვლინდა განაჩენში დაუშვებელი
მტკიცებულებების გამოყენებისა და დასაბუთებულობის პრობლემები.
7.1. ინსტიტუციური პრობლემები სასამართლო სისტემაში
სასამართლოს მეშვეობით მიიღწევა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების
დაცვა. იგი არის ინსტრუმენტული შინაარსის გარანტია, რომელიც გავლენას ახდენს ნებისმიერი
ინტერესის მქონე ჯგუფზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით,
„ინდივიდების სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა ის საშუალებაა, რომელიც ახდენს
სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ინიცირებას და, შესაბამისად, ამ მხრივ, მისი
კონსტიტუციური
წონა
მჭიდროდ
არის
დაკავშირებული
ზოგადად
სასამართლო
ხელისუფლების
ეფექტურად
განხორციელებასთან“.230
სასამართლო
ხელისუფლების
გამართული მუშაობა ინდივიდუალური მოსამართლის ეფექტიანი და დამოუკიდებელი
საქმიანობის საწინდარია, რასაც უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის უფლებების დაცვაზე.
სახალხო დამცველის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს
საბჭოში მიმდინარე მოვლენები. დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე და
არამოსამართლე წევრებს შორის, ბრალდებები სხვადასხვა წევრთა მიმართ განხორციელებულ
ძალადობაზე231, საბჭოს სხდომების დახურვა და საჯაროობის ნაკლებობა და სასამართლოს
თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან სრული კონფრონტაცია იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წინაშე არსებულ კრიზისულ სიტუაციაზე მეტყველებს. სახალხო დამცველის
აზრით, სასამართლო ხელისუფლების კუთხით, აუცილებელია კომპლექსური ინსტიტუციური
რეფორმების დაწყება. საქართველოს პარლამენტმა, თავის მხრივ, საკითხი საპარლამენტო
ფორმატში უნდა შეისწავლოს.
საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, სასამართლო სისტემისთვის აუცილებელი
ინსტიტუციური რეფორმების გარეშე, შეუძლებელი ხდება სასამართლო სისტემის ეფექტიანი
ფუნქციონირება.
სწორედ
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
230
მიზანშეწონილად
მიგვაჩნია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება
საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 1.
231 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://liberali.ge/articles/view/32270/nino-gvenetadze-me-vardzaladobis-mskhverpli > [ნანახია 20.03.2018]
100
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სასამართლო
სისტემის
ზოგადი
შეფასება.
ჩვენს
მიერ
წარმოდგენილი
მსჯელობა
კანონმდებლობის ანალიზს და მასში გამოკვეთილ პრობლემებს და ინდივიდუალურ ხარვეზებს
ეფუძნება, რომელთა შესახებ ინფორმაცია კონკრეტული მოსამართლისგან და სხვადასხვა
ორგანიზაციების კვლევებიდან მივიღეთ.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობა
იუსტიციის უმაღლესი სკოლა უმნიშვნელოვანესი რგოლია სასამართლო ხელისუფლების
ფორმირების პროცესში. სასამართლო სისტემის საქმიანობა ეფექტიანი რომ იყოს, ამისთვის
მნიშვნელოვანია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ჯეროვანი დამოუკიდებლობა,
რაც, თავის მხრივ, უნდა უზრუნველყოს როგორც ხელისუფლების სხვა (აღმასრულებელმა და
საკანონმდებლო)
შტოებმა,
ასევე
საჭიროა
შესაბამისი
დისტანცირება
სასამართლო
ორგანოებისგან, შიდა და გარე უკანონო გავლენების შესაძლებლობის თავიდან ასარიდებლად.232
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მოსაზრებით, ერთი და იგივე უწყება არ
უნდა ახდენდეს მოსამართლის მომზადებას და მის პასუხისგებაში მიცემას.
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, მისი
მმართველი დამოუკიდებელი საბჭოს 6 წევრიდან 5 წევრს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი
საბჭო233, რომელიც ასევე ამწესებს თანამდებობაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებს.
პარალელურად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სკოლასთან დაკავშირებით იღებს შემდეგ
გადაწყვეტილებებს: მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება234, იუსტიციის
უმაღლეს სკოლაში მისაღები საკონკურსო ადგილების რაოდენობის განსაზღვრა235, იუსტიციის
უმაღლეს სკოლაში მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება236, იუსტიციის
უმაღლეს სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება,
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მიღების შესახებ გადაწყვეტილება237.
გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ სამართალწარმოებასაც
იწყებს და პასუხისმგებელიც არის მის აღსრულებაზე და, ზოგადად, გავლენა აქვს მთლიან
232
Consultative Council of European Judges, Opinion #4, 2003 წლის 27 ნოემბერი, პუნქტები 13, 17, 18.
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://rm.coe.int/1680747d37 > ნანახია [15.03.2018].
233 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით:
„სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის
უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან
გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო
რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების
შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“
234 „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 13.
235 იქვე. მუხლი 14.
236 იქვე. მუხლი 11.
237 იქვე. მუხლი 15.
101
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პროცესზე, რაც გულისხმობს inter alia, სამართალწარმოების შეჩერების შესაძლებლობას,238
აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეალური დეცენტრალიზაცია და მისთვის
ფუნქციური ავტონომიის მინიჭება. ეს გულისხმობს, როგორც დამოუკიდებელი საბჭოს
ფორმირებას, ისე კომპეტენციების ავტონომიურად განსაზღვრას.
მოსამართლეთა შერჩევა და დანიშვნა
მოსამართლეთა შერჩევა და დანიშვნა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამ უმთავრესი
პრობლემის
გადასაჭრელად
შეიქმნა
იუსტიციის
უმაღლესი
სასამართლო
რეფორმა
სხვადასხვა
ეტაპზე.
სახალხო
საბჭო
და
დამცველი,
მიმდინარეობს
არასამთავრობო
ორგანიზაციები, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს აკვირდებიან, მრავალი
წელია საუბრობენ სხვადასხვა ინსტიტუციური და პრობლემური საკითხების თაობაზე,
რომელიც შეუძლებელს ხდის მოსამართლეთა იმგვარ დანიშვნას, რომელიც საზოგადოების
ეჭვებს გაფანტავდა.239 რამდენიმე წლის წინ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თავადაც აკვირდებოდა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს.240
მოსამართლეთა შერჩევის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმები ვერ
აკმაყოფილებს ობიექტურობის სტანდარტს, არ არსებობს ამ კრიტერიუმებით შემოწმებისთვის
საჭირო ინფორმაციისა და წყაროების წინასწარ გამოქვეყნებული ჩამონათვალი, რომელზე
დაყრდნობითაც
უნდა
შეირჩნენ
მოსამართლეები.
მოსამართლეთა
შერჩევის
პროცესი
გამჭვირვალობის სტანდარტს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, კანდიდატების შერჩევის პროცედურა
სათანადოდ არ არის მოწესრიგებული გამჭვირვალობის სტანდარტის გათვალისწინებით.241
კრიტერიუმების ბუნდოვანებასთან ერთად პრობლემურია მოსამართლეობის კანდიდატებთან
გასაუბრების პროცესის დახურვის შესაძლებლობა, რაც საზოგადოებაში უფრო მეტ კითხვას
აჩენს.
განსაკუთრებით პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნა გამოსაცდელი ვადით. ეს პერიოდი
იძლევა
მოსამართლის
მანიპულირების
საშუალებას,
რადგან
მისი
დანიშვნის
შესახებ
გადაწყვეტილება მისაღებია და მას მუდმივად უწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ აისახება მისი
კონკრეტული
გადაწყვეტილება
უვადოდ
238
დანიშვნის
გადაწყვეტილებაზე.
ასევე,
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და
დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი.
239
სახალხო დამცველის განცხადება < http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcveliexmaureba-mosamartleta-sherchevadanishvnis-process.page > ნანახია [16.03.2018]
240 საქართველოს სახალხო დამცველმა კრიტიკულად შეაფასა პირის მოსამართლედ დანიშვნის ფაქტი მის
მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებების გამო: < http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxodamcveli-iusticiis-umaglesi-sabchos-gadawyvetilebas-tanasworobis-principtan-sheusabamod-miichnevs1.page
>
ნანახია [16.03.2018]
241 „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, „სასამართლო სისტემა:
რეფორმები და პერსპექტივები“, 2017, გვ 47 და შემდგომ. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <
https://goo.gl/xuqiFY > ნანახია [15.03.201].
102
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საზოგადოებაშიც, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების გადაწყვეტილებები
ნაკლები ნდობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა
გამოსაცდელი ვადით დანიშვნა გაუქმდეს ან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში
მოსამართლეებს არ ჰქონდეთ საქმის ერთპიროვნულად განხილვის უფლება, ან მოსამართლეთა
სასწავლო პერიოდი გაიზარდოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და გამოსაცდელი ვადა
მოსამართლეებმა სწორედ იქ გაატარონ.
სასამართლოს თავმჯდომარეების როლი
სასამართლოს
თავმჯდომარის
ინსტიტუტის
არსებობის
მიზანი
სასამართლოს
ადმინისტრირებისთვის ხელის შეწყობაა. არცერთი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის
კონკრეტული
სასამართლოს
„ხელმძღვანელი“
სამოსამართლო
უფლებამოსილების
განხორციელების ფარგლებში.242 ის მხოლოდ ორგანიზაციულად უნდა წარმართავდეს
სასამართლოს საქმიანობას და მისი საქმიანობის მიზანი ნებისმიერი მოსამართლისთვის
მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა უნდა იყოს. პარალელურად, სასამართლოს
თავმჯდომარე ჩვეულებრივი მოსამართლეების მსგავსად უნდა იხილავდეს საქმეებს (შესაბამისი
დატვირთვის გათვალისწინებით).
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილია, რომ
პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები,
კოლეგებისა და პალატების თავმჯდომარეები თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მიერ ფიქსირებული ვადით ინიშნებიან. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები,
წლებია, ითხოვენ სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის დემოკრატიული წესის შემოღებას,
რომლის მიხედვითაც მოსამართლეები თავად აირჩევენ თავმჯდომარეებს, ნაცვლად საბჭოს
მიერ პირის თანამდებობაზე გამწესებისა.
სასამართლოს თავმჯდომარეების პრობლემა გამოიკვეთა ბათუმის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლის, ირაკლი შავაძის განცხადებებში243, სადაც იგი სასამართლოს თავმჯდომარის
მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდა. 2018 წლის 7 მარტს სახალხო
დამცველთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად მან იმ ფაქტზეც მიუთითა, რომ
სასამართლოს თავმჯდომარე მასზე ზემოქმედების მიზნით, ცვლიდა მოსამართლის თანაშემწეს
და სასამართლოში ქმნიდა არაკოლეგიალურ და მტრულ გარემოს. ასევე მიეთითა სასამართლოს
დარბაზებით მანიპულირების ფაქტზეც.
242
Joint Opinion of the Venice Commission and the Directorate of Human Rights (DHR) of the Directorate of
Human Rights and the Rule of Law (DGI) of the Council of Europe, on the draft Law on Amendments to the
Organic Law on General Courts of Georgia, adopted by the Venice Commission at its 100th Plenary Session (Rome,
10-11 October 2014), CDL-AD(2014)031-e, პუნქტი 93, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://goo.gl/ck2ckv
> [10.03.2018]
243 ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://goo.gl/Epwkpf > ნანახია [21.03.2018]
103
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებაში ისმის უკმაყოფილება გარკვეული მოსამართლეების
მხრიდან სასამართლოს თავმჯდომარეთა მიერ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების გამო,
ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს ნიშნავს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები და
დეცენტრალიზაცია თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. სასამართლოებმა თავად უნდა
აირჩიონ სასამართლოს თავმჯდომარეები, რაც უფრო მეტად გააჯანსაღებს პროცესს და
თავმჯდომარეს მოსამართლეთა მიმართ უფრო მეტად ანგარიშვალდებულს გახდის.
7.2. სააპელაციო სასამართლოებში საქმეთა განხილვის გაჭიანურება
2017 წელს, წინა წლის მსგავსად,244 სააპელაციო სასამართლოებში საქმეები კვლავ გაჭიანურდა.
სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს შესაძლებლობასაც, სასამართლო განხილვა
წარიმართოს გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში.245 ამ პრინციპის უზრუნველსაყოფად,
კანონმდებლობით დადგენილია საქმეთა განხილვის კონკრეტული ვადები.246 აღსანიშნავია, რომ
საქმეთა
გაჭიანურება
დამახასიათებელია
სამართალწარმოების
ყველა
სახეობისთვის
(სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს247 სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 2017 წელს
განსახილველად შესული და დასრულებული 739 საქმიდან 216 საქმე ვადის დარღვევით
განიხილეს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში248 – 653 სააპელაციო საჩივრიდან 60
შემთხვევაში დაირღვა განხილვის ვადა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ
საჩივართა განხილვის ვადის დაცვის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა, თუმცა წარმოდგენილი
მონაცემების ანალიზმა შესაძლებელი გახადა ზემოაღნიშნული მაჩვენებლის დადგენა.249
ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განხილვის გაჭიანურების ვადა 58 საჩივრის
განხილვისას მერყეობს 4 თვიდან - 8 თვემდე, თუმცა 2 საქმეში განხილვის ხანგრძლივი ვადებიც
(1 წელი, ასევე, 1 წელი და 8 თვე) იკვეთება.
244
ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf > ნანახია
[10.03.2018] გვ. 394
245
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე:
,,საქართველოს მოქალაქეები: ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ.“
246
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295–ე მუხლის მე–2 და მე–6 ნაწილები;
247
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის N01/17(ა) წერილი.
248
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის N39-2/10 წერილი.
249
წერილის თანახმად, სასამართლოს განხილული საქმეების ვადის დაცვის შესახებ ინფორმაციის
აღრიცხვას არ აწარმოებს და სახალხო დამცველის აპარატს წარედგინა 2017 წელს განხილული სააპელაციო
საჩივრების სარეგისტრაციო ნომრები, განხილვის დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით.
104
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
აღსანიშნავია, რომ საქმეთა გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსამართლეთა
გადატვირთულობაა და მის გამოსასწორებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო. იუსტიციის
უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა გადატვირთულობის შესაფასებლად შესაბამისი წესი და
მეთოდოლოგია უნდა მიიღოს. აღნიშნული ინფორმაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,
საჭიროების
შემთხვევაში,
მოსამართლეთა
ვაკანტურ
თანამდებობაზე
კონკურსის
გამოცხადებაში დაეხმარება. ეს პრობლემის სისტემურად გადაჭრისკენ გადადგმული ნაბიჯი
იქნება.
7.3. სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილულ ერთ-ერთ
საქმეში, სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპის დარღვევამ პრაქტიკაში
არსებული
პრობლემაც
მოსამართლეები
გამოკვეთა.
არსებითი
ირკვევა,
განხილვის
რომ
არაერთ
დაწყებისთანავე
არ
შემთხვევაში,
სათადარიგო
ინიშნებიან
უმრავლეს
და
შემთხვევაში, სასამართლო შემადგენლობის ცვლილებისას საქმის არსებითი განხილვა თავიდან
არ იწყება. 250
გასათვალისწინებელია,
სასამართლოს
რომ
მტკიცებულებათა
შემადგენლობის
უცვლელობის
უშუალოდ
პრინციპი
გამოკვლევის
წარმოადგენს.
გარანტიას
სათადარიგო
მოსამართლის არსებითი განხილვის მოსამართლესთან ერთად და ერთდროულად დანიშვნა251
სწორედ მის მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში უშუალო ჩართულობას უზრუნველყოფს.
აპარატის მიერ შესწავლილ ზემოხსენებულ საქმეში252 არსებითი განხილვისას, მიუხედავად
იმისა, რომ სათადარიგო მოსამართლე დასაწყისშივე არ ყოფილა დანიშნული, საქმე სხვა
მოსამართლეს გადაეცა და სხდომა გაგრძელდა, ნაცვლად იმისა, რომ თავიდან დაწყებულიყო.
საბოლოოდ კი, გამამტყუნებელი განაჩენი იმ მტკიცებულებებს დაეფუძნა, რომლებიც მანამდე
სხვა
250
მოსამართლის
მიერ
იყო
უშუალოდ
გამოკვლეული.
შესაბამისად,
დაირღვა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 183-ე და 184-ე მუხლები.
251
ანალოგიურია სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს
მიერ საქმის განხილვის შემთხვევაშიც: სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებთან ერთად ნიშნავს
სათადარიგო მსაჯულებს, რომლებიც მონაწილეობენ საქმის განხილვაში, ესწრებიან სასამართლო სხდომას
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 224-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).
252
2017 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ლ.ლ.-ს, გ.გ.-ს, ბ.გ.-ს, ს.ჯ.-ს, თ.ე.-ს, ლ.შ.-ს
და ლ.ტ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის
პრინციპის დარღვევის თაობაზე, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების
წინადადებით (N15-5/13261) მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.
105
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
კანონმდებლობის253 მოთხოვნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლო განხილვის დროს
მოსამართლის მიერ უშუალოდ გამოკვლეულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს.
სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრობლემა საერთო სასამართლოების პრაქტიკაშიც
იკვეთება. თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებს აპარატისთვის არ მოუწოდებიათ
ინფორმაცია254, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით255 ,
2017 წელს 73 საქმეზე, სადაც არსებითი განხილვის მოსამართლე შეიცვალა, მოსამართლეთა
უცვლელობის პრინციპი მხოლოდ 16 შემთხვევაში იქნა დაცული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, კონვენციის მე-6 მუხლთან
შეუსაბამოა სასამართლოს შემადგენლობის ცვლილება უშუალოდ მოსმენის დაწყების შემდეგ
როცა არსებითი მტკიცებულებები ჯეროვნად არ არის წარმოდგენილი და განხილული;256 ასევე,
სასამართლოს
შემადგელობის
ხშირი
ცვლა
დაუდგენელი
მიზეზებით
და
საპროცესო
გარანტიებით შეუზღუდავად.
257
მიუხედავად
იმისა,
შემადგენლობის
რომ,
კანონის
უცვლელობის
ნორმებიდან258
პრინციპის
ცალსახად
იმპერატიული
იკითხება
სასამართლოს
ხასიათი,
აუცილებელია
კანონმდებლობაში უფრო მეტად დაკონკრეტდეს საკითხი, რათა ზემოაღნიშნული ხარვეზები
თავიდან იქნას აცილებული მომავალში. აუცილებელია სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები განხორციელდეს, რომლის მიხედვითაც
განაჩენს არ შეიძლება დაედოს საფუძვლად ისეთი მტკიცებულება, რომელიც არ ყოფილა
უშუალოდ მოსამართლის (რომელიც საქმეს იხილავდა არსებითად ან იყო წარმოდგენილი
პროცესზე სათადარიგო მოსამართლის რანგში) თანდასწრებით გამოკვლეული.
7.4. მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკა
მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება 2017 წელსაც ხარვეზიანი იყო,
რასაც, გარკვეულწილად, ბუნდოვანი კანონმდებლობაც განაპირობებს. ამ პრობლემებზე
არაერთხელ გამახვილდა ყურადღება საქართველოს სახალხო დამცველის წინა წლების
253
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
254
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის N2254626 და ბათუმის საქალაქო
სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის N52გ/კ წერილებით, აპარატს სასამართლოს შემადგენლობის
შეცვლილი
საქმეების
თაობაზე
სტატისტიკური
მონაცემების
წარმოდგენაზე
უარი
აღნიშნული
სტატისტიკის წარმოების არარსებობის გამო ეთქვა.
255
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის N699-1 წერილი.
256
ადამიანის უფლებათა კომისიის 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: „ბარბერა და სხვები
ესპანეთის წინააღმდეგ“ (Barberà, Messegué and Jabardo v. Spain)
257
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე:
„მოისეევი რუსეთის წინააღმდეგ“ (Moiseyev v. Russia)
258
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 183-ე და 184-ე მუხლები.
106
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საპარლამენტო
ანგარიშებშიც.259
მნიშვნელოვანია,
მოსამართლეთა
დისციპლინური
პასუხისმგებლობის საფუძვლების260 ამომწურავად, განჭვრეტადობის პრინციპის დაცვით
ჩამოყალიბება. პრაქტიკაში განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის მოსამართლის მოვალეობის
„არაჯეროვანი“ შესრულების ცნების განსაზღვრის საკითხი. კანონმდებლობის იმპერატიული
ნორმის დარღვევის შემთხვევები მოვალეობის „არაჯეროვან შესრულებად“ არ ფასდება.
საკანონმდებლო
ცვლილებების
საქართველოს
საერთო
განხორციელების
სასამართლოების
საჭიროებაზე
მოსამართლეთა
ყურადღება
გამახვილდა
სადისციპლინო
კოლეგიის
არამოსამართლე წევრების მომზადებულ დოკუმენტშიც.261
სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკის მიხედვით, მოსამართლეთა მიმართ ხარვეზიანი
დისციპლინური წარმოების პრაქტიკა გაჭიანურებულ წარმოებასა და
იუსტიციის საბჭოს
მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაში გამოიხატება.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
18
წინადადებიდან262
(23
მოსამართლის
მიმართ)
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი, 2013-2017 წწ.-ში მოსამართლეთა მიმართ
დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების თაობაზე, 12–ზე (15 მოსამართლის მიმართ)
მიღებული გადაწყვეტილებით, დისციპლინური პასუხისმგებლობა არცერთ მოსამართლეს არ
დაკისრებია და წარმოება შეწყდა. დასაბუთება არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა
წარმოდგენილი. 3 საქმეზე კი, შემაჯამებელი გადაწყვეტილება, 2018 წლის 2 თებერვლის
259
სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში, გვ. 401
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf > ნანახია [11.03.2018];
2015
წლის
ანგარიში,
გვ.
443-444
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf > ნანახია [11.03.2018]
260
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი: დისციპლინური გადაცდომის სახეები:
კორუფციული
სამართალდარღვევა
(გარდა
სისხლის
სამართლის
ან
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისა) ან თანამდებობრივი
მდგომარეობის
მართლმსაჯულებისა
მოსამართლის
თანამდებობასთან
ინტერესთა
შეუთავსებლობა;
და
სამსახურებრივი
შეუთავსებელი
საქმიანობა
მოსამართლისათვის
ინტერესების
ან
შეუფერებელი
საზიანოდ
მოსამართლის
ქმედება,
გამოყენება;
მოვალეობებთან
რომელიც
ბღალავს
სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას; საქმის განხილვის უსაფუძვლო
გაჭიანურება;
მოსამართლის
მოსამართლეთა
თათბირის
მოვალეობების
ან
შეუსრულებლობა
პროფესიული
საიდუმლოების
ან
არაჯეროვნად
გამჟღავნება;
შესრულება;
დისციპლინური
უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან მისდამი უპატივცემულობა;
სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა.
261
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<
http://dcj.court.ge/uploads/Reforms-and-Major-Projects/Major-
Projects/DCJAmendments.pdf > ნანახია [11.03.2018]
262
2013 წელს - 7, 2014 -4, 2015 – 1, 2017 – 6 წინადადება.
107
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მონაცემებით, მიღებული არ არის.263 12 გადაწყვეტილებიდან უმრავლესობა ზოგადი ხასიათისაა,
შაბლონური ფორმის და დაუსაბუთებელი. მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებაშია მითითებული
ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ნორმებზე.
პრობლემურია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს სახალხო
დამცველის
ზემოაღნიშნული
წინადადებების
საფუძველზე
დაწყებული
მოსამართლეთა
დისციპლინური სამართალწარმოების საქმეების განხილვის ვადები. გადაწყვეტილება მხოლოდ
ერთი წინადადების საფუძველზე იქნა მიღებული 1 თვესა და რამდენიმე დღეში, ხოლო
დანარჩენი
11
წინადადების
საფუძველზე
წინადადების
მიღებიდან
გადაწყვეტილების
მიღებამდე გასულია 5 თვიდან - 13 თვემდე პერიოდი. რაც შეეხება დამოუკიდებელი
ინსპექტორის
საქმიანობას
დისციპლინური
წარმოების
მიმართულებით,
რადგან
მისი
უფლებამოსილების განხორციელებიდან მცირე დროა გასული, მის ეფექტიანობაზე მსჯელობა
მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია.264
7.5. კანონიერების პრინციპი
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატში
შესწავლილმა
საქმეებმა
კანონიერების
პრინციპთან შეუთავსებელი სასამართლო პრაქტიკაც გამოავლინა. კანონიერების პრინციპის
აღიარებით სახელმწიფო ვალდებულია დანაშაული და სასჯელი ნათლად და მკაფიოდ
განსაზღვროს კანონით. კანონი კი უნდა იყოს განჭვრეტადი, რათა პირმა ნათლად გაიგოს მისი
რომელი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ
კანონიერების
პრინციპი
ცალკე
ადამიანის
უფლებრივი
გარანტიაა,
იგი
მჭიდროდაა
დაკავშირებული სამართლიანი განხილვის უფლებასთან.
კანონიერების პრინციპის ერთ-ერთი ასპექტი მოიცავს კანონით
განსაზღვრული ქმედების
შემადგენლობისგან განსხვავებული ქმედებისთვის პირის დასჯისა და პასუხისმგებლობის
ხელოვნურად დამძიმების აკრძალვას: „თუ ქმედება გათვალისწინებულია ზოგადი და
სპეციალური
ნორმებით,
დანაშაულთა
ერთობლიობა
არ
არსებობს
და
პირს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური ნორმით.“265
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ზოგადი და სპეციალური მუხლების ერთობლიობით პირის
დამნაშავედ ცნობის ფაქტი,266 რასთან დაკავშირებითაც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ
263
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 2 თებერვლის N196/199-ო3-ო წერილი.
264
2017 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი. მისი
უფლებამოსილება
„საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
დისციპლინური
სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით.
265
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი.
266
გ.ო.-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გამამტყუნებელ განაჩენში
სასამართლოს მიერ დადგენილ დროსა და სივრცეში თანმხვედრი ფაქტობრივი გარემოებები, 2 ეპიზოდში
108
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
თბილისის
სააპელაციო
სასამართლოსთვის
წარდგენილი
სასამართლოს
მეგობრის
მოსაზრებით267, ადგილი ჰქონდა ერთი ქმედების რამდენიმე მუხლით შეფასებას, დანაშაულთა
სიმრავლის ხელოვნურად შექმნას და პასუხისმგებლობის ხელოვნურად გაზრდას, რაც
ეწინააღმდეგებოდა კანონიერების პრინციპს.
გარდა ამისა, კანონიერების პრინციპის დარღვევა იკვეთება აპარატის მიერ შესწავლილ 4 საქმეში,
სადაც კონკრეტული ქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის N1/13/732
გადაწყვეტილების შემდეგ დანაშაულს აღარ წარმოადგენდა და კანონმდებლობის შესაბამისად268
მოსამართლეს
სისხლისსამართლებრივი
დევნა
უნდა
შეეწყვიტა.
სენაკის
რაიონული
სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებებით, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი
დევნა არ შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ამავე განჩინებაში მიუთითებს
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ზემოაღნიშნულ
გადაწყვეტილებაზე,269
რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი იმ ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა, რომელიც პირებს ბრალად ედებოდათ.
7.6. მხარეთა თანასწორობის უფლება
სამართლიანი
სასამართლოს
უფლებით
სრულყოფილად
ვერ
ისარგებლა
ერთ–ერთმა
ბრალდებულმა, გ.მ.-მ და ეს არაერთი მიმართულებით გამოვლინდა. საქმის შესწავლის
ცალ-ცალკე, დაკვალიფიცირდა ერთობლიობით: განზრახ უკანონო დაკავების ორგანიზება პოლიტიკური
მოტივით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 147-ე მუხლის პირველი ნაწილი) და
სამსახურებრივი
მდგომარეობის
გამოყენებით,
პროფესიულ
და
პოლიტიკურ
მოღვაწეობასთან
დაკავშირებით დევნა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტი), რომელიც დაკავებაში გამოიხატა; ასევე, ზოგადი (სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) და
სპეციალური მუხლების (განზრახ უკანონო დაკავების ორგანიზება, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 25, 147-ე მუხლის პირველი ნაწილი და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 3691 მუხლის მე-3 ნაწილი) ერთობლიობით.
267
2018 წლის 18 იანვრის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (N15-5/899) ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <
https://goo.gl/4YfLJa > ნანახია [11.03.2018]
268
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“
ქვეპუნქტი: სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება,
არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
269
არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე
უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა
და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ
გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
109
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შედეგები სახალხო დამცველმა ორგანული კანონის 21–ე მუხლის შესაბამისად, მედია
საშუალებებს დეტალური შეფასებით გააცნო.270
ადვოკატებისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებამ, რაც სახალხო დამცველის
შეფასებით, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს არ ემსახურებოდა, დაცვის
მხარე არათანაბარ პირობებში ჩააყენა. პროკურორები სასამართლო პროცესების განმავლობაში
აღნიშნავდნენ, რომ გამოძიების ინტერესი იყო, დანაშაულის შესაძლო თანამონაწილეებისთვის
ცნობილი არ გამხდარიყო გ.მ.-ს მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დეტალები.
პროკურატურამ ასევე მიუთითა მესამე პირთა უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივ
ინტერესზე.271 მხარეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა უფრო თვალსაჩინო იყო იმ ფონზე,
როცა საქართველოს მთავარი პროკურატურა საქმეში არსებულ მთავარ მტკიცებულებებსა და
მოწმეთა ვინაობას ასაჯაროებდა.
მოცემულმა საქმემ გამოავლინა, რომ კანონმდებლობა სხვა კუთხითაც ქმნიდა პრობლემებს:
პროკურორი/გამომძიებელი უფლებამოსილია, გამოძიების მონაცემების დაცვის მიზნით,
პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში
არსებული ცნობები.272 ნორმა არ ითვალისწინებს გარანტიას, რომელიც ადვოკატებს მისცემს
იმავე საპროცესო მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობას. ამ ნორმის ფართო
ინტერპრეტაციის შემთხვევაში, ადვოკატი არ არის უფლებამოსილი, საქმეში არსებული
დოკუმენტი ექსპერტს გამოკვლევისთვის გადასცეს. ადვოკატი არ ფლობს არანაირ მექანიზმს,
რომლითაც უზრუნველყოფდა, რომ საპროცესო მოქმედების განხორციელებას მისთვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ გამოეწვია. საპროცესო მოქმედების
განსახორციელებლად მასალის გადაცემის შემთხვევაშიც კი, ადვოკატი ვალდებულია
აღნიშნულის
შესახებ
გამომძიებელს
ან
პროკურორს
შეატყობინოს,
რაც
არღვევს
შეჯიბრებითობის პრინციპს. ამასთან, პრობლემურია ნორმის მოქმედების ვადაც: გამოძიების
ინტერესების დაცვის მიზნიდან გამომდინარე, მისი მოქმედება გამოძიების დასრულების
პროცესის შემდგომ ეტაპებზე არ უნდა ვრცელდებოდეს.
7.7. დაუშვებელი მტკიცებულების გამოყენება
საანგარიშო პერიოდში აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებში გამოვლინდა დაუშვებელი
მტკიცებულებების გამოყენების ცალკეული შემთხვევები, რაც სამართლიანი განხილვის
უფლებას აზიანებს.
270
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4906.pdf >
ნანახია [10.03.2018]
271
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 29 აპრილის N13/28292 წერილი.
272
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილი.
110
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ერთ
შემთხვევაში
პირველი
ინსტანციის
მიერ
მართებულად
ცნობილი
დაუშვებელი
მტკიცებულება სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია;273 მეორე შემთხვევაში კი,
სასამართლოს მიერ დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ
გამოყენების ფაქტიც გამოვლინდა.274 იყო ისეთი შემთხვევაც, როცა კანონმდებლობის
იმპერატიული ნორმების275 მოთხოვნის (ერთ საქმეზე ბრალდებულთა ცალ-ცალკე განთავსება)
საწინააღმდეგოდ, საკანში ერთად განთავსებული ერთ საქმეში ბრალდებულების ჩვენებები
სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია, მათი სანდოობა ეჭვქვეშ არ დააყენა და მას დააყრდნო
განაჩენი,276
273
მიუხედავად იმისა, რომ იგი ვალდებული იყო დარწმუნებულიყო იმაში, რომ
ი.თ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო
კოლეგიის
მოსამართლემ
დასაშვებ
მტკიცებულებად
მიიჩნია
სასამართლო
კონტროლის
გარეშე
ჩატარებული ტანსაცმლის დათვალიერების შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, მაშინ,
როდესაც დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია აღნიშნული დათვალიერების შედეგად ამოღებული
ტანსაცმელი.
განჩინებაში
მოსამართლე
მიუთითებს,
რომ
სასამართლო
კონტროლის
გარეშე
დათვალიერება შესაძლებელია ჩატარდეს მესაკუთრის (მფლობელის) წერილობითი თანხმობით, თუმცა,
აღნიშნულ
შემთხვევაში,
დათვალიერება
ჩატარდა
არა
ტანსაცმლის
მესაკუთრის
(მფლობელის)
თანხმობით, არამედ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლის თანხმობით, რომელსაც ფაქტობრივად
ჰქონდა პაციენტის ტანსაცმელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კი ასეთი პირი არ
მიიჩნევა
მფლობელად.
მიუხედავად
იმისა,
როგორც
სასამართლო
აღნიშნავს,
„თუ
ამოღება
დათვალიერების დროს ხდება, უნდა შედგეს მხოლოდ დათვალიერების ოქმი, სადაც უნდა გაკეთდეს
შესაბამისი აღნიშვნა კონკრეტული ნივთების (საგნის თუ სხვა) ამოღების, მათი რაოდენობის, სახეობის,
ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნების შესახებ“, სარეზოლუციო ნაწილში დაადგინა, რომ
ტანსაცმლის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტანსაცმელი დაუშვებელი მტკიცებულება იყო,
ვინაიდან მასზე არ განხორციელდა ამოღებისთვის სავალდებულო სასამართლო კონტროლი და
ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი
ტანსაცმლის ამოღების ნაწილში, ხოლო ამავე საგამოძიებო
მოქმედების, დათვალიერების ფარგლებში ამოღებული მობილური ტელეფონი მიიჩნია დასაშვებ
მტკიცებულებად.
274
გ.ო.-ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ბრალდებულის ქმედების შესახებ გამოთქმული
ვარაუდის („სასამართლო არ გამორიცხავს, რომ სწორედ ბრალდებული იყო მოტივირებული ზეგავლენა
მოეხდინა მოწმეზე“) დასადასტურებლად მითითებულია მტკიცებულება, რომელიც განაჩენის თანახმად,
სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე თვითონ არ დაუშვა და ამავდროულად გამოიყენა
ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.
275
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205–ე მუხლის მე–4 ნაწილი, საქართველოს
პატიმრობის კოდექსის 74–ე მუხლის მე–4 ნაწილი.
276
ი. ფ.-ს და გ. ც.-ს საქმეში, წინასასამართლო სხდომამდე, N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ამავე
საქმეზე ბრალდებული 7 სპეცრაზმელი ხუთი თვის განმავლობაში ერთ საკანში, კანონის დარღვევით იყო
განთავსებული. ერთად განთავსების შემდგომ მათ პროკურატურასთან თანამშრომლობის სურვილი
გამოთქვეს და ი. ფ.-ს და გ.ც.-ს საწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს. შედეგად, სპეცრაზმელთა საქმე ცალკე
გამოიყო და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ბრალდების მიუხედავად, ჩვენების მიცემის შემდგომ მათ
მიმართ განრიდება იქნა გამოყენებული. პირველი ინსტანციის სასამართლომ საკითხი ყურადღების მიღმა
დატოვა. საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სპეცრაზმელების ერთ
111
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მტკიცებულება არსებითი დარღვევით არ იყო მოპოვებული და დაუშვებელ მტკიცებულებას არ
წარმოადგენდა.277 საყურადღებო იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც პროკურატურა ერთი თვის
განმავლობაში აწარმოებდა ბრალდებულსა და მის ადვოკატს შორის მიმდინარე სატელეფონო
საუბრის ფარულ მოსმენასა და ჩაწერას, თუმცა სასამართლომ აღნიშნული ჩანაწერი მაინც
დასაშვებ მტკიცებულებად ცნო და საქმეს დაურთო.278
7.8. დასაბუთებული განაჩენის უფლება
საანგარიშო
პერიოდში
კვლავ
იჩინა
თავი
განაჩენის
დაუსაბუთებლობის
პრობლემამ.
გამოვლინდა
შემთხვევა,
როდესაც
სასამართლომ
ურთიერთდაპირისპირებულ279
მტკიცებულებათა არსებობისას, დაცვის მხარის მიერ მითითებულ არსებით გარემოებებზე არ
იმსჯელა,
ასევე,
არ
წარმოადგინა
სისხლისსამართლებრივი
განრიდებული პოლიციელების ჩვენებების
280
პასუხისმგებლობისგან
გაზიარების სათანადო დასაბუთება, მაშინ,
როდესაც სამართლიანი განხილვის უზრუნველსაყოფად, ეს მისი ვალდებულებაა.
საკანში
განთავსების
დამადასტურებელი
მტკიცებულებები
(პენიტენციური
დეპარტამენტის
N9
დაწესებულების 2015 წლის 22 აპრილის ცნობა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს 2017 წლის 19 აპრილის NMOC01700290611 წერილი) წარუდგინა, სასამართლო პროცესზე
დაიკითხნენ სახალხო დამცველის რწმუნებულებიც. მიუხედავად ამისა, თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით სასამართლომ აშკარად უკანონოდ მოპოვებული ჩვენებები
დაუშვებლად არ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დატოვა. ბრალდებულების ერთ საკანში
მოთავსება მათი ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს ნებისმიერი საქმის ფარგლებში, რომლებზეც ისინი
დაიკითხებიან, რადგან არსებობს ჩვენებების ერთმანეთისთვის შეთანხმების საფრთხე. საქართველოს
უზენაესმა სასამართლომ ი.ფ.ს და გ.ც.-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.
277
278
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72–ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღნიშნული
პრობლემა
ასევე
მითითებულია
წინამდებარე
ანგარიშის
პირადი
ცხოვრების
ხელშეუხებლობის თავში.
279
გ.ო.–ს საქმეში სასამართლომ ნედლი და გამომშრალი მარიხუანის კონსისტენციისა და დრეკადობის
განსხვავების მითითების მიუხედავად დაადგინა, რომ ობიექტურად გამორიცხულია ნარკოტიკი
ჩატეულიყო იმ ფურცლებში, რომელიც ფიგურირებს ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილე პოლიციელთა
ჩვენებებში და მოცემული ფაქტის დადგენისას სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სასამართლო
სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტის ჩვენებაზე და არც მოცემული მტკიცებულების გაუზიარებლობის
მოტივი დაასაბუთა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსპერტი (ქიმიკოსი) მოწმეებისგან
განსხვავებით, სპეციალური ცოდნის მქონე პირია.
280
გ.ო.-ს მიმართ 2017 წლის 7 ნოემბრის გამამტყუნებელ განაჩენში სასამართლომ გაიზიარა პოლიციელი
მოწმეების (ბრალდებულის მსგავსად, იმავე ფაქტებზე, წარედგინათ ბრალდება და მოგვიანებით,
პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა)
ჩვენებები და ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნული პირების სამართალდამცავ ორგანოებთან
თანამშრომლობასა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების საკითხზე, ასევე,
დაცვის მხარის შესაძლებლობაზე, მათთვის დაესვა შეკითხვები. სასამართლომ არ იმსჯელა განრიდებით
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით მიღებული სარგებლის შესახებ, ასევე, არ იმსჯელა მათი
112
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
იმავე საქმეში, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა სასამართლოს მიერ
საქართველოს სახალხო დამცველის ჩვენების შეფასებისას. საქართველოს კანონმდებლობით,
საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის შესახებ, რომელიც
მას მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გაანდეს.281
სასამართლოში
ჩვენების
უფლებამოსილებას
მიცემა
წარმოადგენს
საქართველოს
და
სახალხო
აღნიშნული
დამცველის
გადაწყვეტილება
განსაკუთრებულ
მართლმსაჯულების
განხორციელებისთვის დახმარებას ისახავს მიზნად.
საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველმა რამდენჯერმე მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და
მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოსთვის განსაკუთრებული ღირებულების
ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სასამართლოს წინაშე ერთხელ დაიკითხა თავად სახალხო
დამცველი, რამდენიმე საქმეში დაიკითხნენ მისი რწმუნებულები. მიუხედავად ამისა, იყო
შემთხვევა, როცა სახალხო დამცველის ჩვენების გაუზიარებლობა სასამართლომ კანონშეუსაბამო
არგუმენტით დაასაბუთა.282
ჩვენებების მიზანზე (შესაძლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის არიდება). აღსანიშნავია, რომ
იმავე მოსამართლემ სხვა საქმეში (N1/1863-13, 2013 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი) განსხვავებულად
შეაფასა მოწმე პოლიციელთა (რომელთა მიმართ, ბრალდებულისთვის ბრალად წარდგენილ იმავე
ფაქტზე, პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით, სისხლისსამართლებრივი დევნა
არ დაწყებულა) ჩვენებები: მოწმე პოლიციელთა უმრავლესობის პოლიციაში მუშაობა სასამართლოს ეჭვს
უმყარებდა, რომ ისინი მიკერძოებულები და სუბიექტურები იყვნენ;
281
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-4
პუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“
ქვეპუნქტი.
282
გ.ო.-ს საქმეში სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველის ჩვენება (განმარტა მოწმესთან
შეხვედრისას მიღებული ინფორმაცია მოწმეზე შესაძლო ზეწოლის შესახებ) არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ
საქართველოს სახალხო დამცველს, ზეწოლის ფაქტზე გამოძიების დაწყებისა და გამოვლენის მიზნით,
სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახალხო
დამცველის მიერ მიცემული ჩვენება საგამოძიებო ორგანოს მხრიდან მოწმეზე ზეწოლის საკითხზე ეჭვს არ
წარმოშობდა. კანონის დანაწესიდან გამომდინარე [„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი: „საქართველოს სახალხო დამცველი
ვალდებულია არ გაამჟღავნოს პირის მკაფიოდ გამოხატული თანხმობის გარეშე, – მისი წამებისა და მის
მიმართ სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია“], ვინაიდან
მოწმეს არ ჰქონდა გაცემული თანხმობა, სახალხო დამცველი არ იყო უფლებამოსილი მიემართა
საგამოძიებო სტრუქტურისთვის შემდგომი გამოძიების წარმოების მიზნით. საქართველოს სახალხო
დამცველის ჩვენების შეფასებისას აუცილებელი იყო საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი
ზემოაღნიშნული
დანაწესის
დასასაბუთებლად.
მოწმის
განხილვა
ჩვენების
მტკიცებულების
სანდოობის
და
შეფასების
უტყუარობის
(გაზიარება/უარყოფა)
შეფასების
თვალსაზრისით
მნიშვნელოვანია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც მოწმის
113
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
7.9.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ხარვეზები
ადმინისტრაციული სამართალწარმოებისთვის დამახასიათებელი ფუნდამენტური ხარვეზები,
რომელთა
შესახებ
საქართველოს
სახალხო დამცველი
გასული წლების
ანგარიშებში283
მიუთითებდა, კვლავ პრობლემად რჩება, კერძოდ, კოდექსი სრულყოფილად არ არეგულირებს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების284 პროცედურულ საკითხებს,
სათანადოდ არ უზრუნველყოფს პირს სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი
ელემენტებით, არ არის განსაზღვრული მტკიცებულებათა მოპოვების, გამოკვლევის და
შეფასების წესი. სამართალდამრღვევად პირის ცნობისთვის საჭირო მტკიცებულებითი
სტანდარტის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის პრაქტიკაში. ამასთან,
დადგენილებაში
საქმის
განხილვისას
დადგენილ
გარემოებათა
მტკიცებულებების მითითების ვალდებულების არარსებობა
სასამართლოს
გადაწყვეტილებათა
დაუსაბუთებლობას
დამადასტურებელი
სხვა ფაქტორებთან ერთად
285
განაპირობებს;
სასამართლოს
გადაწყვეტილებების უმრავლესობა დაუსაბუთებელია და შაბლონური ხასიათი აქვს, ყველა
მტკიცებულება
ერთი
ორგანოს/პირის
მიერ
არის
მოპოვებული
და
მტკიცებულებათა
ერთობლიობა მხოლოდ ფორმალურად არსებობს. მტკიცების ტვირთის განაწილების წესისა და
მტკიცების სტანდარტების არარსებობის გამო, მხოლოდ ოქმის სისწორის ფორმალური
კანონიერება მოწმდება გაზიარებული ან უარყოფილი მტკიცებულებების მიუთითებლად.
მტკიცებულებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამხრე ვიდეოკამერების გამოყენებასთან
დაკავშირებული ხარვეზები. საპატრულო პოლიციელებს აქვთ უფლება და არა ვალდებულება,
განახორციელონ
ვიდეო-აუდიო
ჩაწერა
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით.
ასევე,
საპოლიციო კონტროლის დროს სამხრე ან ვიდეოკამერით გადაღების თაობაზე კანონით
პირდაპირ დადგენილი ვალდებულების286 მიუხედავად, დაკავების პროცესი სამხრე ან
ვიდეოკამერით არ იწერება. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია საქმეში
ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის გამო. სამართლიანი სასამართლოს უფლებას
არღვევს საერთო სასამართლოების მიერ ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე პირის
მიმართ სავარაუდო ზეწოლის, თავისუფალი ნების დათრგუნვის თაობაზე მიუთითებს. გამოძიების
დაწყება არც ადასტურებს და არც უარყოფს საქართველოს სახალხო დამცველის ჩვენებას მოწმეზე
სავარაუდო ზეწოლის ფაქტის შესახებ. შესაბამისად, მოწმის ჩვენების
სანდოობის და უტყუარობის
თაობაზე ეჭვის არსებობისას, აუცილებელია, მტკიცებულების გაზიარების მყარი და არაორაზროვანი
არგუმენტების წარმოდგენა.
283
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას კანონმდებლობასა და პრაქტიკაში
არსებული ხარვეზების შესახებ მითითებულია საქართველოს სახალხო დამცველის 2012-2015 წწ.
საპარლამენტო ანგარიშებში. 2012 წ. ანგარიში, გვ. 448-450; 2013 წ. ანგარიში, გვ.271-277; 2014 წ. ანგარიში,
გვ. 303-307; 2015 წ. ანგარიში, გვ.462-467;
284
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მე-17 თავი.
285
იქვე. 266-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
286
„პოლიციის შესახებ“ კანონის 24–ე მუხლის მეხუთე პუნქტი.
114
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პასუხისგებაში მიცემის პრაქტიკა, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს პრაქტიკას და მტკიცების ტვირთს მოქალაქეს აკისრებს.287
7.10.
საკონსტიტუციო სამართალწარმოებისას უფასო იურიდიული დახმარებით
უზრუნველყოფა
„საკონსტიტუციო
სამართალწარმოების
საკონსტიტუციო
სასამართლოში
შესახებ“
საქართველოს
წარმომადგენლის
დანიშვნა
კანონის
მიხედვით,
სავალდებულოა,
თუ
კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი პენიტენციურ
დაწესებულებაშია
მოთავსებული.
ამავე
კანონით
დადგენილი
წესის
მიხედვით,
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
დამტკიცებული სასარჩელო ფორმის მიხედვით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს, მათ შორის,
საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური
სარჩელის ელექტრონული ვერსია.
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო
სამართალწარმოებისგან
განსხვავებით,
ადმინისტრაციული,
სამოქალაქო
და
სისხლის
სამართალწარმოების დროს იურიდიული დახმარების ხარჯს სახელმწიფო უზრუნველყოფს.
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირი, რომელსაც არ აქვს კონსტიტუციური
სარჩელის კვალიფიციურად შედგენის ცოდნა-გამოცდილება, კომპიუტერულ რესურსებთან
წვდომა ან/და არ შეუძლია ბაჟის გადასახდელად საბანკო ოპერაციების განხორციელება,
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს
კონსტიტუციის
287
42-ე
მუხლის
პირველი
პუნქტით
გარანტირებული
სასამართლოსადმი
ზ.რ.-ს საქმეში, რომელიც 2017 წლის 23 დეკემბერს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის
წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
სპეციალური საპოლიციო კონტროლი ვრცელდებოდა, პოლიციელებმა არ შეასრულეს კანონით პირდაპირ
დადგენილი ვალდებულება და არ ასახეს დაკავების პროცესი სამხრე ან ვიდეოკამერით. ამასთან,
არცერთმა ნეიტრალურმა მოწმემ არ დაადასტურა დაკავების პროცესამდე ზ.რ.-ს მხრიდან წესრიგის
დარღვევა. სამხრე კამერების მტკიცებულებითი მნიშვნელობის ხაზგასასმელად სახალხო დამცველმა
სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. მოსაზრებაში
აღინიშნა, რომ ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე პირის პასუხისგებაში მიცემა ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება და მტკიცების ტვირთს მოქალაქეს
აკისრებს, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას არღვევს. ზ.რ.-ს საქმის განმხილველმა ორივე
ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო კონსტიტუციური პრინციპი, რომლის თანახმად, არავის
ევალება საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 30
იანვრის დადგენილებაში სახალხო დამცველის მიერ მითითებულ საკითხებზე საერთოდ არ იმსჯელა.
შედეგად, უყურადღებოდ დარჩა კანონის პირდაპირი მოთხოვნის დარღვევა, ხოლო გადაწყვეტილება
მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს დაეყრდნო.
115
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მიმართვის უფლება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასაც
მოიცავს, უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად
აღდგენის
რეალურ
შესაძლებლობას
და
წარმოადგენდეს
უფლების
დაცვის
ეფექტურ
საშუალებას.
288
სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა შექმნას ისეთი იურიდიული დახმარების სისტემა,
რომელიც თანხვედრაში იქნება სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების მოთხოვნებთან.289
იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომი უნდა იყოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების
შემთხვევაშიც.290
შედარებით-სამართლებრივი მაგალითები
ადასტურებს
საკონსტიტუციო
სამართალწარმოების მიზნებისთვის იურიდიული დახმარების მნიშვნელობას.
291
გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოება სპეციფიკურია და მოითხოვს
იურიდიულ განათლებასა და შესაბამის გამოცდილებას, აუცილებელია ცვლილებებისა და
დამატებების
განხორციელება
დაწესებულებაში
მყოფ
პირებს
შესაბამის
მიეცეთ
კანონმდებლობაში,
შესაძლებლობა,
რათა
მიმართონ
პენიტენციურ
საკონსტიტუციო
სასამართლოს, როცა მათ ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა არ აქვთ.
წინადადებები საქართველოს პარლამენტს:
გატარდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მომწესრიგებელი კანონმდებლობის რეფორმა და
უზრუნველყოფილ იქნას სკოლის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და ავტონომიური
კომპეტენციების მინიჭება
288
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება
საქმეზე, „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს
მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
289 Aurescu B. Report “European Standards and the Right to Legal Defence in Civil Matters’’, Venice Commission,
Strasbourg, 16 May, 2008, 4
290
Compilation of Venice Commission Opinions, Reports and Studies on Constitutional Justice, Strasbourg, 2015, 49,
Opinion on the Draft Constitutional Law on Introduction Amendments and Additions to the Constitutional Law on
the Constitutional Chamber of the Supreme Court of Kyrgyz Republic,2014, 6, Compilation of Venice Commission
Opinions, Reports and Studies on Constitutional Justice (updated), Strasbourg, 2017,50, 67
291
უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „იურიდიული დახმარების
შესახებ“ კანონის ის დებულება, რომელიც გამორიცხავდა საკონსტიტუციო სამართალწარმოებისას
სახელმწიფო ხარჯზე სამართლებრივი კონსულტაციის მიღებასა და კანონიერი წარმომადგენლის
დანიშვნას.
უნგრეთის
„საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესახებ“
კანონი
ითვალისწინებდა
საკონსტიტუციო სამართალწარმოებისას კანონიერი წარმომადგენლის სავალდებულო წესის დანიშვნას,
ხოლო „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონი კი, პირის მძიმე სოციალური მდგომარეობის
მიუხედავად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების დროს არ ითვალისწინებდა სახელმწიფო ხარჯზე
კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნას. იხ. http://www.ajbh.hu/en/web/ajbh-en/
116
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
განხორციელდეს
მოსამართლეთა
შერჩევა-დანიშვნის
პროცესის
რეფორმირება,
რათა
კრიტერიუმები გაიწეროს ობიექტურ საწყისებზე, უზრუნველყოფილ იქნას გამჭვირვალობა
და გაუქმდეს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესი
განხორციელდეს სასამართლოს (კოლეგიის, პალატის) თავმჯდომარეთა არჩევის წესის
რეფორმირება და ინდივიდუალურ მოსამართლეებს მიენიჭოთ თავმჯდომარეთა არჩევის
უფლებამოსილება
კანონით
განისაზღვროს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
ვალდებულება,
მიიღოს
მოსამართლეთა გადატვირთულობის შესაფასებელი წესი და მეთოდოლოგია
კანონით,
ნათელი
და
განჭვრეტადი
საფუძვლებით
განისაზღვროს
მოსამართლეთა
დისციპლინური პასუხისმგებლობა
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგინდეს, რომ განაჩენს არ შეიძლება დაედოს
საფუძვლად ისეთი მტკიცებულება, რომელიც სხვა მოსამართლის მიერ იქნა გამოკვლეული,
გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმეზე დანიშნული იყო სათადარიგო მოსამართლე
მიღებულ იქნას ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც
ადამიანის უფლებების საერთაშორისო და კონსტიტუციურ სტანდარტებს შეესაბამება;
შეიცვალოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2
წინადადება და გაუმჟღავნებლობის ვალდებულება არ გავრცელდეს ბრალდებულსა და მის
ადვოკატზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, შეიქმნას კომიტეტის სამუშაო
ჯგუფი სისხლის სამართლის პროცესში საერთო სასამართლოების სამართალწარმოებაში
არსებული პრობლემების292 დეტალურად შესასწავლად და შესაბამისი საკანონმდებლო
ცვლილებების დასაკონკრეტებლად და დასაზუსტებლად
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილებები
და დამატებები და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთათვის განისაზღვროს
იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა საკონსტიტუციო სამართალწარმოებისას.
292
გამამტყუნებელი განაჩენით პირის ცნობა დამნაშავედ ერთდროულად ზოგადი და სპეციალური
მუხლებით; განაჩენის დასაბუთებულობა; დაუშვებელი მტკიცებულების მითითების საკითხი განაჩენში;
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ქმედების დეკრიმინალიზაციისას.
117
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
8. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
8.1. გავრცელებულ ჩანაწერებზე მიმდინარე გამოძიებები
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა სახელმწიფოს არამხოლოდ უკრძალავს პირის კერძო
სფეროში თვითნებურად ჩარევას, არამედ ასევე ავალდებულებს მას, უზრუნველყოს აღნიშნული
უფლებით ეფექტიანი სარგებლობა.293 შესაბამისად, ეფექტიანი პრევენციისთვის, სახელმწიფომ
ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას როგორც დანაშაულის რიცხვის შემცირების, ასევე უკვე
ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიების მხრივაც.294
სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ
2015 და 2016 წლებში ჩადენილი მძიმე დანაშაულების უმეტესობა ამ დრომდე გამოუძიებელია:
2016 წლის 14 სექტემბერს, 27 სექტემბერსა და 3 ოქტომბერს მასმედიით გავრცელდა
პოლიტიკოსთა და საზოგადოებისთვის ცნობილ პირთა სატელეფონო საუბრების
აუდიოჩანაწერები. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ
მიმდინარეობს, დაზარალებულად ან ბრალდებულად კი ამ დრომდე არავინაა
ცნობილი;295
სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება
2015 წლის 24 და 29 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერების
მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტის საუბრებს
ასახავდა.
კონტრდაზვერვის
დეპარტამენტმა
საქმეზე
გამოძიება
სახელმწიფო
გადატრიალების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით გრიფი „საიდუმლო“ დაედო
და გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოვდა;296
ამ დრომდე ასევე უცნობია 26 ათას ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით
მიმდინარე გამოძიების შედეგები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ განადგურდა
მხოლოდ 144 ფაილი, ხოლო, დანარჩენ დანაშაულებრივ ფაქტებზე ცნობილნი არიან
თუ არა დაზარალებულები ან/და ბრალდებულები, უცნობია.297
293
ევანსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 6339/05, პარა. 75.
პირადი ცხოვრების უფლებაში შეჭრა ადამიანის უფლების მძიმე დარღვევაა და ევროსაბჭოს
სახელმწიფოებმა სისხლისსამართლებრივი მექანიზმები უნდა აამოქმედონ საპასუხოდ. ეფექტიანი
გამოძიება პირადი ცხოვრების დამრღვევი დანაშაულების მიმართ აბსოლუტურად სავალდებულოა
სახელმწიფოსთვის – ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები ადამიანის
უფლებათა სერიოზული დარღვევებისთვის დაუსჯელობის აღმოსაფხვრელად. 2011 წლის მარტი.
295 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 29 ნოემბრის N13/77315 წერილი.
296 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 29 ნოემბრის N13/77315 წერილი.
297 აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ სახალხო დამცველის განცხადებაში კამპანია
„წამმზომი
ჩართულია“
შეჯამებასთან
დაკავშირებით,
ხელმისაწვდომია:
<
http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcveli-kampanias-wammzomi-chartulia-adjamebs.page >
294
118
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
აღნიშნული ტენდენციიდან გამონაკლისს წარმოადგენს 2016 წლის 11 და 14 მარტს, 12 აპრილსა
და 12 ივნისს სოციალური ქსელებით გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი
ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაწყებული გამოძიება. დაწყებული გამოძიების ფარგლებში
პროკურატურამ ჩაატარა არაერთი მოქმედება, სამართლებრივი დახმარება სთხოვა აშშ-ს
კომპეტენტურ ორგანოებს298 და ბრალდებულად ცნო კონკრეტული პირები აღნიშნული
ჩანაწერების დამზადებისა და შეძენა-შენახვის გამო.299 თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ
დრომდე არ მომხდარა ჩანაწერების სავარაუდო გამავრცელებელთა იდენტიფიცირება, ხოლო
რამდენიმე პირის მიმართ სასამართლო განხილვა კვლავ მიმდინარეობს.300 შესაბამისად,
გამოძიება დასრულებულად არ შეიძლება ჩაითვალოს.
8.2. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების წესი
საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 22 მარტს მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების
აღსრულების მიზნით, ახლებურად უნდა მოწესრიგებულიყო ფარული ელექტრონული
თვალთვალის განმახორციელებელი ტექნიკური ინფრასტრუქტურის ორგანიზების, ფლობის,
გამოყენებისა და ადმინისტრირების წესებთან დაკავშირებული საკითხები.
2016 წლის 14 აპრილის (N1/1/625,640) გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ,
საქართველოს სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა
კონსტიტუციური სარჩელების საფუძველზე, არაკონსტიტუციურად ცნო ფარული საგამოძიებო
მოქმედებების ტექნიკური განხორციელების მომწესრიგებელი კანონმდებლობა.301
გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები, მართალია,
ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ არ წარმოადგენდა ამ მიზნების მიღწევის
პროპორციულ
საშუალებებს.
კერძოდ,
სასამართლოს
განცხადებით,
ადამიანთა
შორის
კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მონიტორინგის, ისევე, როგორც პირადი ხასიათის
ინფორმაციის მოპოვების თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობების უშუალო ფლობა,
ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე
298
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 29 ნოემბრის N13/77315 წერილი.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებასთან
დაკავშირებით დამნაშავედ იქნა ცნობილი 2 პირი, ხოლო 3 პირის მიმართ სასამართლო პროცესი
მიმდინარეობს; კადრების უკანონო მოპოვების ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდებულად იქნა ცნობილი
8 პირი, საიდანაც 7 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ერთი კი გამართლდა; ვინმეს მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა კადრების უკანონო გავრცელების ბრალდებით.
300 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 29 ნოემბრის N13/77315 წერილი.
301 არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს
კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების, აგრეთვე ამავე პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის პირველი წინადადების, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3
მუხლის 31-ე ნაწილისა და ამავე კოდექსის 1433 მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს
კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
299
119
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს
გამოძიების ფუნქცია ან/და, რომელიც პროფესიულად არის დაინტერესებული ამ მოქმედებების
შედეგით, ასევე, ამავე უწყების მიერ ე.წ. „მეტადატას“ კოპირება და შენახვა ადამიანის პირად
ცხოვრებაში უკანონო ჩარევის მომეტებულ საფრთხეს ქმნიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ზემოაღნიშნულ პირობებში, პერსონალურ მონაცემთა
ინსპექტორისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, შესაბამისი ელექტრონული სისტემის
მეშვეობით,
თანხმობა
განეხორციელებინა
ამ
გაეცა
„ობიექტის
ელექტრონული
აქტივაციაზე“
სისტემის
(მაშასადამე,
პერიოდული
მოსმენაზე)
შემოწმება,
და
მართალია,
ემსახურებოდა პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხის შემცირებას, მაგრამ, იგი
ვერ ჩაითვლებოდა ამ პროცესზე გარე კონტროლის საკმარის და ეფექტურ საშუალებად. მით
უფრო, რომ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევის რისკი მომეტებულია განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში არსებობს პირადი
ინფორმაციის მოპოვების სხვა ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომლებიც არ ექვემდებარება,
მათ შორის, არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლს.302
როგორც
უკვე
აღინიშნა,
2017
წლის
22
მარტს,
საქართველოს
პარლამენტმა
მიიღო
კანონპროექტთა პაკეტი, რომელსაც ახლებურად უნდა განესაზღვრა ფარული საგამოძიებო
მოქმედებების განხორციელების მომწესრიგებელი კანონმდებლობა. კერძოდ, ახალი კანონით
ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტო,
რომელმაც
ელექტრონული
უნდა
თვალთვალის
განახორციელოს
ფარული
ოპერატიულ-ტექნიკური
საგამოძიებო
მოქმედებების და
უზრუნველყოფა.
საქართველოს
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2017 წლის 22 მარტის კანონით ჩამოყალიბებული
სამართლებრივი რეალობა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016
წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების სულისკვეთებას და არ ემსახურება მის ეფექტურ
აღსრულებას.
კერძოდ, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ:
ვინაიდან, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო წარმოადგენს უსაფრთხოების სამსახურის
მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მასზე კვლავ
ხორციელდება უსაფრთხოების სამსახური ეფექტური კონტროლი და იგი რჩება
უსაფრთხოების სამსახურების სისტემაში. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაციის
302
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სადავო
ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის ერთ-ერთ მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ
კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ღონისძიება, შესაძლებელია, განხორციელებულიყო, მათ
შორის ე.წ. „სხვა აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე“, რომლებზეც არ ვრცელდებოდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლი.
120
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
და კავშირგაბმულობის ქსელურ ინფრასტრუქტურაზე პირდაპირი წვდომის უფლება
კვლავ
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
შედეგით
უშუალოდ,
პროფესიულად დაინტერესებული უწყების სისტემაში რჩება;
კვლავ არსებობს ისეთი ტექნიკური საშუალებების გამოყენების
მაშასადამე,
შესაძლებლობა,
რომლებიც საშუალებას იძლევიან კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მოპოვების
ღონისძიება განხორციელდეს გარე კონტროლის გვერდის ავლით;
კვლავ ვერ ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ეფექტური
კონტროლი ინტერნეტ-ურთიერთობების მონიტორინგის, კავშირგაბმულობის არხიდან
და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის ფარულ
საგამოძიებო მოქმედებაზე;
ეფექტური
გარე
კონტროლის
გარეშე
ხორციელდება,
ასევე,
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და შენახვა. კერძოდ, 2017 წლის 22 მარტს
მიღებული კანონმდებლობა კვლავ ვერ გამორიცხავს მონაცემთა ე.წ. „ალტერნატიული
ბანკების“ შექმნას;
შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ 2017 წლის 22 მარტს მიღებული
კანონმდებლობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელში მოექცა არა მხოლოდ ფარული საგამოძიებო
მოქმედების განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურა, არამედ, ასევე
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ელექტრონული
თვალთვალის
აღჭურვილობა,
იმ
განსხვავებით,
რომ
იგი
არ
ექვემდებარება კონტროლის იმ მინიმალურ მექანიზმსაც კი, რომელიც, თუნდაც,
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორის
სახით,
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებებისათვისაა გათვალისწინებული.
შესაბამისად,
საქართველოს
წარმომადგენლებთან
ერთად,
სახალხო
მიიღო
დამცველმა
სამოქალაქო
საზოგადოების
გადაწყვეტილება,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოში,
გაესაჩივრებინა
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებების
ტექნიკური
განხორციელების მომწესრიგებელი, 2017 წლის 22 მარტს მიღებული კანონმდებლობა. სახალხო
დამცველის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად ცნო და ამჟამად იგი არსებით
განხილვას ელოდება.
8.3. სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემების თანახმად, საერთო სასამართლოებმა
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ 2017 წელს განხილული 6147
შუამდგომლობიდან მხოლოდ 132 არ დააკმაყოფილეს. მათგან სატელეფონო საუბრის ფარულ
121
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მიყურადებასა და ჩაწერას 548 შუამდგომლობა ეხებოდა, საიდანაც 499 სრულად, ხოლო 21
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.303
სახალხო დამცველის აპარატმა დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს უზენაესი
სასამართლოსა და საქართველოს მთავარი პროკურატურიდან, რათა შესწავლილიყო ზოგადი
ტენდენციები და მათი ჩატარების კანონიერების სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის:
სატელეფონო
საუბრის
ფარული
მიყურადებისა
და
ჩაწერის
გადაუდებელი
აუცილებლობით ჩატარების სიხშირე;
ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტისთვის მიწოდების ვალდებულების შესრულება;
ინფორმაციის განადგურების ვალდებულების შესრულება;
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის
ან შეჩერების ვალდებულების შესრულება;
სხვა დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
უზენაესი სასამართლოს თანახმად, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის
გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარება იშვიათად ხდება (დაახლოებით 4%),304 რაც
მისასალმებელია.
თუმცა, სამწუხაროა, რომ მთავარი პროკურატურა ფარული საგამოძიებო მოქმედებების
სტატისტიკურ აღრიცხვას არ აწარმოებს.305 სტატისტიკური ანალიზის გარეშე შეუძლებელია
საუბარი
იმაზე,
სრულდება
თუ
არა
კანონით
გათვალისწინებული
ზემოხსენებული
ვალდებულებები, როგორიცაა ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტისთვის მიწოდება, კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში306 ინფორმაციის განადგურება, საგამოძიებო მოქმედების
შეჩერება ან შეწყვეტა და სხვა კანონისმიერი მოთხოვნები.
კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებაზე ჯეროვანი კონტროლის აუცილებლობას
ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმე,307 საიდანაც გამოიკვეთა,
რომ პროკურატურა ერთი თვის განმავლობაში აწარმოებდა ბრალდებულსა და მის ადვოკატს
შორის მიმდინარე სატელეფონო საუბრის ფარულ მოსმენასა და ჩაწერას, რაც საერთაშორისო
კანონმდებლობით დაცული დაცვის უფლების უხეში დარღვევაა.308 მეტიც, საპროცესო კოდექსი
არაერთხელ
იმეორებს
ბრალდებულის
ადვოკატთან
303
ურთიერთობის
აბსოლუტური
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://www.supremecourt.ge/statistics/2017/ > ნანახია
[10.03.2018].
304 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის N11-კ წერილი.
305 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 30 იანვრის N13/7093 წერილი.
306 იხ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433-1438-ე მუხლები.
307 მოქალაქე ც.ც.-ს 2018 წლის 6 თებერვლის N1437/18 განცხადება.
308 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე „S. შვეიცარიის
წინააღმდეგ“ 12629/87;13965/88 და „ხოდორკოვსკი და ლებედევი რუსეთის წინააღმდეგ“, 11082/06;
13772/05.
122
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
კონფიდენციალობის
შესახებ,309
მათ
შორის,
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებების
კონტექსტშიც.310 განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ადვოკატის მიერ შეტანილი საჩივარი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიმოიხილა
ნორმატიული მასალა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ევალება ადვოკატთან კონფიდენციალური
ურთიერთობის პატივისცემა, თუმცა არ დააკმაყოფილა საჩივარი. მოსამართლის აზრით,
გამოძიებისთვის
ზედმეტ
სირთულეს
შექმნიდა
მხოლოდ
წინასწარ
განსაზღვრული
სატელეფონო ნომრებისთვის მოსმენა.311
აღნიშნული მსჯელობით მოსამართლემ არ გაითვალისწინა, რომ გამოძიებისთვის ცნობილი იყო
ადვოკატის ტელეფონის ნომერი. ასეც რომ არა, ადვოკატის იდენტიფიცირებისთანავე მოსმენა
უნდა შეწყვეტილიყო, რაც არ მომხდარა.
რეკომენდაციები
საქართველოს პროკურატურას:
პერიოდულად
აცნობოს
საზოგადოებას
პირადი
ცხოვრების
ხელშეუხებლობის
დარღვევის საქმეებზე დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობის პროგრესის შესახებ
დაიწყოს შემდეგი სტატისტიკური მონაცემების დამუშავება სატელეფონო საუბრის
ფარული მიყურადებისა და ჩაწერის მოქმედებებთან დაკავშირებით:
o
სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის გადაუდებელი
აუცილებლობით ჩატარების სიხშირე;
o
ინფორმაციის
შესაბამისი
სუბიექტისთვის
მიწოდების
ვალდებულების
შესრულება;
o
ინფორმაციის განადგურების ვალდებულების შესრულება;
o
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების
შეწყვეტის ან შეჩერების ვალდებულების შესრულება.
309
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მეხუთე ნაწილი და 43-ე
მუხლი.
310 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1437-ე მუხლის მეორე ნაწილი.
311 იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინება
N78-ს/1გ-1170-17 საქმეზე, გვ. 5.
123
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
9. თანასწორობის უფლება
თანასწორობის უფლების დაცვა საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს; არასაკმარისი
საკანონმდებლო გარანტიები, საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი შეხედულებები და
სახელმწიფოს
მხრიდან
თანასწორუფლებიანობის
უზრუნველსაყოფად
მიმართული
ღონისძიებების სიმწირე, არსებული რეგულაციების ეფექტურ განხორციელებას აფერხებს.
საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ
კიდევ 2015 წელს წარუდგინა საქართველოს პარლამენტს ე.წ. პირველი ტალღის ცვლილებების
პროექტი,312 რომელიც კერძო პირებთან მიმართებით ანტიდისკრიმინაციული კანონის
აღსრულების მექანიზმის დახვეწასა და სასამართლოსადმი დისკრიმინაციის საქმეებთან
დაკავშირებით მიმართვის ვადის გაზრდას უკავშირდება, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად
აისახება
სახალხო
დამცველის,
როგორც
თანასწორობის
ორგანოს,
ეფექტიანობაზე.
ცვლილებების
დროული
განხორციელება
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
იმის
გათვალისწინებით, რომ კერძო სექტორში დისკრიმინაციის ფაქტებს ხშირად აქვს ადგილი.313
ასევე, საქართველოს კანონმდებლობით, შევიწროება, სექსუალური შევიწროება და უარი
გონივრულ მისადაგებაზე არ არის აღიარებული, როგორც დისკრიმინაციის ფორმები.
2017 წელს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული 162 ახალი საქმე
განიხილა, რომელთაგან 26 შემთხვევა დისკრიმინაციად ან დისკრიმინაციის წახალისებად
მიიჩნია, ხოლო 113 განცხადებაზე საქმისწარმოება შეწყდა კანონით განსაზღვრული სხვადასხვა
საფუძვლით.314 განსახილველი საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის
(11%), სქესის (9%), ეთნიკური წარმომავლობის (9%), განსხვავებული მოსაზრების (9%),
რელიგიის (7%), სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის (7%), ასევე
მოქალაქეობის (3%) და პოლიტიკური მოსაზრების (3%) ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის
ფაქტებს შეეხებოდა.
დისკრიმინაციის და დისკრიმინაციის წახალისების 26 ფაქტიდან სქესს შეეხებოდა 6 შემთხვევა,
შეზღუდულ
შესაძლებლობას
და
განსხვავებულ
მოსაზრებას
ხუთ-ხუთი,
სექსუალურ
ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას 4, რელიგიასა და მოქალაქეობას ორ-ორი ფაქტი,
ორსულობასა და ასაკს კი თითო-თითო ფაქტი უკავშირდებოდა.
312
საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო განცხადება: http://ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelmaparlaments-antidiskriminaciuli-meqanizmis-gadzlierebis-miznit-cvlilebebis-migebisken-mouwoda.page
3132017 წლის განმავლობაში კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩადენილ
დისკრიმინაციის ფაქტებზე განმცხადებელთა 26% მიუთითებდა.
314 განცხადებების ნაწილზე საქმისწარმოება შეწყდა, ვინაიდან დისკრიმინაცია არ დადგინდა ან შეჩერდა
სასამართლოში მიმდინარე განხილვის გამო, ხოლო ზოგიერთ საქმეზე წარმოება შეწყდა, რადგან
მოპასუხემ, რომელიც იყო კერძო სამართლის ფიზიკური/იურიდიული/პირი, სახალხო დამცველს
საქმესთან დაკავშირებული გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდა.
124
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
თანასწორობის უფლების რეალიზების მხრივ, ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის კვლავ
რჩებიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის, ბავშვებიც, ლგბტ+
თემის და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. ხოლო სფერო, რომელშიც
სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ყველაზე ხშირად აქვს ადგილი, წინასახელშეკრულებო და
შრომითი
ურთიერთობებია.
ასევე,
პრობლემურ
საკითხად
გამოიკვეთა
დისკრიმინაცია
სოციალური სარგებლის მიღებისას.
9.1. სქესის ნიშნით დისკრიმინაცია
საანგარიშო პერიოდში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად სექსუალური
შევიწროება315 გამოვლინდა, თუმცა, ამ საკითხზე სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა
მაღალი არ ყოფილა. საქმეთა სიმწირეს არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის,
უარყოფითი
გენდერული
სტერეოტიპები,
მსხვერპლის
დადანაშაულების
პრაქტიკა
და
ინფორმაციის ნაკლებობა. ამასთან, სექსუალური შევიწროება, როგორც სამუშაოს შესრულებისას,
ისე
საჯარო
სივრცეში
საკანონმდებლო
რეგულირების
მიღმაა
დარჩენილი.
სათანადო
რეგულირების არარსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს სექსუალური შევიწროების აღქმას და
უარყოფითად აისახება გამოვლენის მაჩვენებელზე. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ ე. ს.-ს
სექსუალური შევიწროების ფაქტის განხილვის პროცესმა გამოავლინა მსგავს შემთხვევებთან
დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვების სირთულე.
სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლ ჯგუფს ორსული ქალები მიმდინარე საანგარიშო
პერიოდშიც წარმოადგენდა.316 მსგავს შემთხვევებს, როგორც წესი, ადგილი აქვს კერძო
დამსაქმებლების მხრიდან, რომლებიც, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ორსულობის
გამო, დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას აღარ აგრძელებენ.
ასევე, სახალხო დამცველი დისკრიმინაციულად მიიჩნევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი
ქალებისთვის მათ ფიზიოლოგიურ და ფსიქოემოციურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო
პროგრამის არარსებობას.317
9.2.
შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყველაზე ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას
სხვადასხვა
315
სფეროში.
არასრულყოფილი
საკანონმდებლო
ბაზისა
და
სპეციალური
საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება თბილისის საქალაქო
სასამართლოს:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4672.pdf;
რეკომენდაცია
შპს
„ფრესკოს“:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4976.pdf
316
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია შპს „აი ჯი დეველოფმენთ ჯორჯიას“:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4830.pdf
317 საქართველოს სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4819.pdf
125
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მასწავლებლის მნიშვნელობის არასათანადოდ გააზრების გამო, პრობლემურია შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიერ ინკლუზიური განათლების უფლების რეალიზაცია.318
საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს
დაბრკოლებები 2017 წელსაც ექმნებოდათ. როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკიდან
გამოიკვეთა, ვინაიდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ქცევა რთულად სამართავია, არის
შემთხვევები, როდესაც ისინი და მათი მშობლები მუნიციპალურ ტრანსპორტში, მძღოლისა და
მგზავრების მხრიდან, აგრესიის მსხვერპლნი ხდებიან.
მიუხედავად
იმისა,
შესაძლებლობის
რომ
სახელმწიფომ
სამედიცინო
გარკვეული
მოდელიდან
ნაბიჯები
სოციალურ
გადადგა
მოდელზე
შეზღუდული
გადასვლისათვის
მხარდამჭერის სისტემის დანერგვით, ამ სისტემის პრაქტიკაში განხორციელება სხვადასხვა
პრობლემებთან არის დაკავშირებული.319 კერძოდ, მხარდამჭერის დანიშვნის პროცესში არ ხდება
პირის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება. იმისათვის, რომ პირს მხარდამჭერის
ინსტიტუტი ეფექტიანად დაეხმაროს საკუთარი უფლებების რეალიზებაში, აუცილებელია
დადგინდეს სტანდარტი, რომლის მიხედვით სასამართლო ვალდებული იქნება, მხარდასაჭერი
სფეროები პირის ინდივიდუალურ ფსიქო–ემოციურ საჭიროებებს მიუსადაგოს.
9.3.
საანგარიშო
რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია
პერიოდში,
ძირითადად,
მუსლიმი
თემის
მიმართ
განხორციელებული
დისკრიმინაციის და დისკრიმინაციის წამახალისებელი ფაქტები გამოვლინდა. მათ შორის,
საქართველოს რიგ საჯარო სკოლებში ზოგადი განათლების უფლების რეალიზაციის დროს
ადგილი ჰქონდა მუსლიმ მოსწავლეთა რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლებით
სარგებლობის
შეზღუდვის,
ასევე,
სასკოლო
განათლების
პროცესის
რელიგიური
ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა თუ იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების
შემთხვევებს. ერთ-ერთი მსგავსი საქმე იყო ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში
მომხდარი ფაქტი, როდესაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მუსლიმ მოსწავლე
გოგონას სკოლაში ჩარიცხვის სანაცვლოდ ჰიჯაბის მოხსნა მოსთხოვა.320
318
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს: http://www.ombudsman.ge/uploads/other/5/5007.pdf
319 საქართველოს სახალხო დამცველი, ქმედუნარიანობა - საკანონმდებლო რეფორმა იმპლემენტაციის
გარეშე,
კვლევის
ანგარიში,
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3948.pdf;
2016,
ხელმისაწვდომია
საქართველოს
სახალხო
ვებ-გვერდზე:
დამცველის
ზოგადი
წინადადება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის
ეროვნულ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4616.pdf
320
საქართველოს სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4746.pdf
126
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ამასთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას მუსლიმ პირებს ექმნებოდათ
დაბრკოლებები:
მათ
სხვა
პირებისგან
განსხვავებით
საზღვარზე
აყოვნებდნენ,
ინტერესდებოდნენ მათი მოგზაურობის მიზეზით, თურქეთის რესპუბლიკასთან კავშირითა და
სხვა მუსლიმ პირებთან ურთიერთობებით; ასევე, აიძულებდნენ რელიგიური ლიტერატურის
დათმობას.321
9.4. სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია
სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი განცხადებები ცხადყოფს, რომ ლგბტ+ თემის
წარმომადგენლები დისკრიმინაციას თითქმის ყველა სფეროში აწყდებიან. როგორც სახალხო
დამცველისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სხვა აქტივისტებისგან არის ცნობილი,
ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, თემის
წარმომადგენლები მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციული ფაქტების
შესახებ რეაგირებას ერიდებიან.
სამწუხაროდ, საზოგადოებაში კვლავ მყარად არის ფესვგადგმული ნეგატიური სტერეოტიპული
განწყობები ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა მიმართ, რაც იწვევს როგორც მათ მიერ რიგი
უფლებებით სარგებლობის ხელშეშლას დისკრიმინაციული მოტივით, ასევე, აქეზებს მათ
მიმართ ძალადობას. აღნიშნულის ილუსტრაციას წარმოადგენს 2017 წლის 25 აგვისტოს ბათუმში
ლგბტ+ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის - ააიპ „თანასწორობის მოძრაობის“ წევრების ლ.ბ.ს და თ.კ.-ს მიმართ სამართლდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული
სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი.322
სახალხო დამცველის პრაქტიკის თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ლგბტ+ თემის
წარმომადგენლები დისკრიმინაციას მომსახურების მიღებისას და ფართის დაქირავებისას
აწყდებიან.323 ზოგიერთ შემთხვევაში, განმცხადებლები დისკრიმინაციას ექვემდებარებიან, იმის
მიუხედავად, მიეკუთვნებიან თუ არა ლგბტ+ თემს, რაც, ძირითადად, განპირობებულია მათი
გარეგნობით თუ ჩაცმის სტილით.
321
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს და სსიპ
„შემოსავლების სამსახურს“: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4398.pdf
322 საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო განცხადება: http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxodamcvelis-gancxadeba-tanasworobis-modzraobis-wevrta-mimart-ganxorcielebuli-savaraudo-arasatanadomopyrobis-faqtze.page
323
საქართველოს
სახალხო
დამცველის
რეკომენდაცია
შპს
„ტექნოკომს“:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4497.pdf
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4194.pdf;
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4397.pdf
127
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
რეკომენდაცია
შპს
რეკომენდაცია
„სექტორ
26“-ს:
გ.გ.-ს:
9.5. დისკრიმინაცია სოციალური სარგებლის მიღებისას
სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა იმგვარადაა დაგეგმილი, რომ რიგ შემთხვევებში,
დისკრიმინაციულია
სხვადასხვა
ჯგუფების
მიმართ.
მსგავსი
მიდგომა
განსაკუთრებით
მტკივნეულად აისახება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომლებიც, გარკვეულ
შემთხვევებში, დაწესებული კრიტერიუმების გამო, ვერ სარგებლობენ მათთვის განკუთვნილი
სოციალური დახმარებით.
სოციალური პაკეტით ვერ სარგებლობენ324 მნიშვნელოვნად (გარდა მხედველობის გამო
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვისა) და ზომიერად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც საჯარო საქმიანობაში არიან ჩართული, მაშინ
როდესაც, კერძო სექტორში დასაქმებული იმავე შეზღუდვის მქონე პირებს სოციალური პაკეტით
სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.325 ამასთან, რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაში
მონაწილეობის უპირატესობა სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებთან ერთად ენიჭებათ 5 წლამდე
ბავშვებს, შესაბამისად 5 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებს დაფინანსება უწყდებათ და მომლოდინეთა
სიაში გადადიან.326
საანგარიშო
პერიოდში გამოიკვეთა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე
უსინათლო
პირებზე
კომუნალური
გადასახადების
გადახდის
უზრუნველსაყოფად
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაიცემა.327 მსგავსი სარგებელი კი არ
არის შეთავაზებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა სახის შეზღუდვის
მქონე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.328 სახალხო
დამცველის
პრაქტიკაში
დისკრიმინაციის
შემთხვევები
სხვა
მუნიციპალიტეტებშიც
გამოიკვეთა.
329
მოქალაქეობის გამო ასოციაციით დისკრიმინაცია იკვეთება ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის
მიღებისას, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრს არ გააჩნია საქართველოს
324
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ
დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი
325საქართველოს
სახალხო
დამცველის
რეკომენდაცია
საქართველოს
მთავრობას:
http://ombudsman.ge/uploads/other/4/4495.pdf
326 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N102 დადგენილებით გათვალისიწინებული
რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;
327 „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის
დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მარტის N7
დადგენილება,
328 საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4762.pdf
329 საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო განცხადებები: http://www.ombudsman.ge/ge/news/zestafonismunicipalitetis-sakrebulom-savaraudo-diskriminacia-agmofxvra.page; http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxodamcvelis-shefasebit-bordjomis-municipalitetis-axaldaqorwinebulta-programa-diskriminaciulia.page
128
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მოქალაქეობა ან ბინადრობის მოწმობა, მთელი ოჯახი საარსებო შემწეობის გარეშე რჩება.
აღნიშნული საკითხის მარეგულირებელი აქტების თანახმად, საარსებო შემწეობის დასანიშნად
განაცხადის შევსებისას ოჯახის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს „საკუთარი და ოჯახის
დეკლარაციის მიხედვით ოჯახის ყველა წევრის პირადობის/ბინადრობის მოწმობა ან
საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი,
რომელშიც მითითებულია დოკუმენტის მფლობელის პირადი ნომერი.“330
გარდა ამისა,
„სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს თითოეული წევრის
პირადობის/ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის331
დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და იქიდან ამოიწეროს პირადი ნომრები.“332
ასევე
დისკრიმინაციულია
სახელმწიფო
სოციალური
პროგრამებით
სარგებლობის
წესი
საქართველოში ბინადრობის მუდმივი ნებართვის მქონე პირების მიმართ, რამდენადაც, მსგავსი
პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ.333
9.6. დისკრიმინაცია შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში
სახალხო
დამცველის
პრაქტიკაში
უმრავლესობა შეეხება შრომით და
არსებული
სავარაუდო
დისკრიმინაციის
ფაქტების
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებს. ხაზგასასმელია
დისკრიმინაციული კრიტერიუმების შემცველი ვაკანსიის შესახებ განცხადებების გავრცელება.334
დისკრიმინაციული მოპყრობა, როგორც წესი, დასაქმებაზე უარსა და სამუშაო ადგილიდან
გათავისუფლებაში გამოიხატება.335 ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სახალხო
დამცველის აპარატში არაერთი განცხადება შემოვიდა, რომელიც ეხებოდა სკოლებში, ბაღებსა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შრომითი უფლებების სხვადასხვა ტიპის
330
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს
N225/ნ ბრძანების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი
331 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის
N141/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი
332 საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4818.pdf
333 საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4837.pdf;
სასამართლოს
მეგობრის
მოსაზრება
თბილისის
საქალაქო
სასამართლოს:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4747.pdf
334 საქართველოს სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4427.pdf
335 საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას“:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4324.pdf; რეკომენდაცია სსიპ „საქართველოს საზოგადოებრივ
მაუწყებელს“:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4509.pdf;
რეკომენდაცია
ტექნიკურ უნივერსიტეტს“: http://www.ombudsman.ge/uploads/other/5/5006.pdf
129
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სსიპ
„საქართველოს
დისკრიმინაციული
ხასიათის
დარღვევებს.
ამასთან,
აღსანიშნავია,
რომ
განცხადებათა
აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკური ან განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო
დისკრიმინაციის ფაქტებთან იყო დაკავშირებული.336
9.7. დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამები და რეკლამები
სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს თანამდებობის თუ სხვა საჯარო პირების მხრიდან
გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომელიც დისკრიმინაციულ განწყობებს
ახალისებს ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ+ თემის თუ
რელიგიური უმცირესობების მიმართ.337
მიმდინარე საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა არაერთხელ მოახდინა რეაგირება
დისკრიმინაციის წამახალისებელ რეკლამაზე თუ სიუჟეტზე,338 რომლებიც საზოგადოებაში
სექსისტური, თუ სხვა სახის დისკრიმინაციული სტერეოტიპების და სტიგმების დამკვიდრებას
და გაძლიერებას უწყობს ხელს.
9.8. სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების
ხარვეზები
სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ
გამოწვევად
რჩება
სავარაუდო
სიძულვილით
მოტივირებული
დანაშაულების
ეფექტიანი გამოძიება. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით,339 2017
წელს
გაიზარდა
იმ
საქმეთა
რაოდენობა,
რომლებშიც
სიძულვილის
მოტივი
გამოვლინდა. თუმცა, სახალხო დამცველის პრაქტიკა მოწმობს, რომ რიგ შემთხვევაში,
336
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4975.pdf
337
საქართველოს სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება საქართველოს პარლამენტს:
http://ombudsman.ge/uploads/other/4/4192.pdf; ზოგადი წინადადება სსიპ „ივ. ჯავახიშვილის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტს“; http://www.ombudsman.ge/uploads/other/5/5008.pdf; საჯარო განცხადებები:
http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcveli-qedis-sakrebulos-wevrebis-seqsistur-gamonatqvamebsexmianeba.page;
http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcveli-autizmis-speqtris-mqoneadamianebis-mimart-gamotqmul-sheuracxmyofel-gamonatqvamebs-exmianeba.page;
http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-marneulis-meris-seqsistur-gamonatqvamsexmianeba.page
338
საქართველოს
სახალხო
დამცველის
ზოგადი
წინადადება
შპს
„პირველს“:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4709.pdf; ზოგადი წინადადება სს „წყალი მარგებელს“:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4914.pdf
339 „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 30 ივნისის N1181- IIს
დადგენილებით საქართველოს პროკურატურისთვის გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად
განხორციელებული ღონისძიებები
130
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სიძულვილის მოტივი საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა რჩება, რაც ხელს
უშლის შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების პრევენციას. ამასთან,
სახალხო დამცველისთვის კვლავ უცნობია, თუ რა დოკუმენტით ხელმძღვანელობენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა მსგავსი
დანაშაულების გამოძიებისას.340
სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეები მოიცავს რელიგიის, ეთნიკური
წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიადაგზე
სავარაუდოდ
დისკრიმინაციული
მოტივით
ჩადენილ
დანაშაულებს,
რომელზეც
გამოძიების მიმდინარეობისას სიძულვილის მოტივი არ გამოიკვეთა, შემდეგ კი
გამოძიება გაგრძელდა ან შეწყდა; ასევე საქმეებს, რომელზეც გამოძიება, დანაშაულის
ნიშნების არარსებობის გამო, არ დაწყებულა. სახალხო დამცველი ასევე შეისწავლის
სამართალდამცავთა
მხრიდან
სავარაუდო
განხორციელებული
შეურაცხყოფის
ფაქტებს
დისკრიმინაციული
ლგბტ+
თემის
მოტივით
და
ეთნიკური
შესახებ
სახალხო
უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ.
341
სავარაუდო
სიძულვილის
მოტივით
ჩადენილი
დანაშაულების
დამცველისადმი მიმართვიანობის დიდი ნაწილი იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილ
როგორც ძალადობრივ, ასევე ქონების დაზიანების ფაქტებს შეეხება. სამწუხაროდ, ხშირ
შემთხვევაში სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავს ფაქტებზე რეაგირება ხდება როგორც
ცალკე აღებულ შემთხვევაზე, არ ხდება ძალადობის სრული ისტორიის შესწავლა და
სისტემატური ფიზიკური შეურაცხყოფის თუ ქონების და ნივთების დაზიანების ფაქტები არ
კვალიფიცირდება როგორც დევნა რელიგიური ნიშნით.342 არის შემთხვევები, როდესაც
გამოძიების
შეწყვეტის
შემდეგ
ფაქტი
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად
კვალიფიცირდება, თუმცა პირის სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაშიც კი, არსებული
საკანონმდებლო
სივრცე
არ
იძლევა
დისკრიმინაციული
საფუძვლის
გამოკვეთის
შესაძლებლობას.343
წინადადება საქართველოს პარლამენტს:
340
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 მარტს გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურის
წარმომადგენლები საქართველოს სახალხო დამცველს აღნიშნული დოკუმენტის მიწოდებას დაპირდნენ
341 2017 წელს სახალხო დამცველმა 7 მსგავსი განცხადება განიხილა. როგორც საქმეების შესწავლის
პროცესში გამოვლინდა, სიძულვილის მოტივი არც ერთ მათგანში არ გამოკვეთილა
342 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი
343დღეს მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ გამოყოფს დისკრიმინაციულ მოტივს, როგორც
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას
131
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დისკრიმინაციასთან
ბრძოლის
შესახებ
კანონმდებლობაში
შეიტანოს
ცვლილებები
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის 11 თებერვალს წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადების შესაბამისად
დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობაში
შეიტანოს
ცვლილებები
იმგვარად, რომ შევიწროება, სექსუალური შევიწროება და უარი გონივრულ მისადაგებაზე
გათვალისწინებული იყოს როგორც დისკრიმინაციის ფორმები
რეკომენდაცია
საქართველოს მთავრობას:
უზრუნველყოს საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად
გამოხატული
შეზღუდული
განსაზღვრის
შესახებ“
შესაძლებლობის
საქართველოს
მქონე
მთავრობის
პირები
2012
„სოციალური
წლის
23
პაკეტის
ივლისის
N279
დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით
არსებული სოციალური და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს
საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეთა
თანასწორად
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების
მიზნით, შემუშავდეს სახელმძღვანელო დოკუმენტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „შემოსავლების სამსახურს“
საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვით და ინდივიდუალურ
საფუძველზე განახორციელოს შემომსვლელ და გამსვლელ პირთა საპასპორტო-სავიზო
კონტროლი და თანმდევი საბაჟო პროცედურები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
გაითვალისწინოს აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში ჩართვის საჭიროების
მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების გადაუდებელი აუცილებლობა და მომლოდინეთა
სიაში მყოფი ბენეფიციარები გონივრულ ვადაში დააკმაყოფილოს, ამასთან გაზარდოს
პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა
საარსებო სოციალური შემწეობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობა მოდიფიცირდეს
იმგვარად, რომ ოჯახის ერთი რომელიმე წევრის მიერ სოციალური დახმარების
132
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მისაღებად საჭირო კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობამ არ გამოიწვიოს სხვა
წევრებისთვის აღნიშნული უფლებით სარგებლობის შეზღუდვა
გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში, განიხილოს სახელმწიფო
ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მსხვერპლისთვის დაფინანსების გამოყოფის საკითხი
მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
დააჩქაროს ინკლუზიური განათლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.
კერძოდ,
საკანონმდებლო
დონეზე
დეტალურად
განისაზღვროს
ინკლუზიური
განათლების მულტი-დისციპლინური გუნდის, სპეციალური მასწავლებლის და სხვა
მონაწილე მხარეების, მათ შორის, მშობლის როლი და ფუნქციები
საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით, უზრუნველყოს
სკოლის ინფრასტრუქტურაში რელიგიური ატრიბუტიკის არააკადემიური მიზნების
გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრა
უზრუნველყოს საჯარო სკოლებში სასკოლო საათების დროს რელიგიურ რიტუალში
სკოლის მოსწავლეების, ასევე ქრისტიანულ რიტუალებში არაქრისტიანი მოსწავლეების
მონაწილეობის სავარაუდო ფაქტების შეფასება, დისციპლინური წარმოების დაწყება და
შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება
საქართველოს პროკურატურას
საქართველოს სახალხო დამცველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ის დოკუმენტი,
რომლითაც საქართველოს პროკურატურა სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული
დანაშაულების გამოძიების პროცესში ხელმძღვანელობს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
უზრუნველყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მკვეთრად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის კომუნალური გადასახადების
დასაფარად ფინანსური დახმარების გამოყოფა.
133
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
10. გენდერული თანასწორობა
გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. ქალთა
მიმართ ძალადობის მასშტაბები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის დაბალი
მაჩვენებელი და თანასწორობის უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები ქალთა
უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელზე უარყოფითად
აისახება.
2017 წელს სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის
რატიფიცირებით, რომლის მეშვეობითაც გაფართოვდა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
მექანიზმები.
დადებითად უნდა აღინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის
უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნაც,344 რომელიც ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ
ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის345
მიმდინარე გამოძიებასა და ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას გაუწევს მონიტორინგს. ამასთან,
მნიშვნელოვანია, რომ დეპარტამენტის სამომავლო საქმიანობამ ხელი შეუწყოს ქალთა და ლგბტ+
პირთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და საჭიროებებზე მორგებული, ეფექტიანი გენდერული
პოლიტიკის განხორციელებას.
10.1.
ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
გადაწყვეტილების
თანასწორობის
მიღების
მიღწევის
პროცესში
არსებითი
ქალთა
წინაპირობაა.
თანაბარი
მონაწილეობა
სამწუხაროდ,
გენდერული
საქართველოში
კვლავ
გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი,
ამასთან, პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინიციატივების
სიმწირე და პოლიტიკური პარტიების არასაკმარისი ნება, ქალთა დაწინაურების
ხელშესაწყობად.
2017 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის346 მიხედვით, საქართველო
ქალთა
პოლიტიკური
მაჩვენებლით
144
მონაწილეობისა
ქვეყანას
შორის
და
114-ე
პარლამენტში
ადგილზეა.
344
ქალთა
წარმომადგენლობის
პარლამენტთაშორისი
კავშირის
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://police.ge/ge/ministry/structure-and-offices/adamianisuflebata-datsvis-departamenti?sub=11451 [ბოლოს ნანახია 2018 წლის 6 მარტს]
345 ასევე, ტრეფიკინგისა და არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე
346
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://reports.weforum.org/global-gender-gap-report2017/dataexplorer/#economy=GEO [ბოლოს ნანახია 2018 წლის 7 მარტს]
134
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მონაცემების347 მიხედვით, საქართველოს, 24 ქალით პარლამენტში, 2017 წლის 1 მარტის
მდგომარეობით, 193 ქვეყანას შორის 124-ე ადგილი უკავია.
აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი, წინა წლების
მსგავსად, კვლავ დაბალია; 14 მინისტრიდან მხოლოდ ორია ქალი. მიუხედავად იმისა, რომ
სამინისტროებში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე
მათი რაოდენობა დაბალია და 19%-ს შეადგენს348. გენდერის საკითხებში მრჩეველი ჰყავს
მხოლოდ 1 სამინისტროს, 8 სამინისტროს არ ჰყავს, ხოლო 6 სამინისტროში აღნიშნული
ფუნქციები სხვა უფლებამოსილების მქონე პირს349 აქვს შეთავსებული.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის მხრიდან დროებითი
საკანონმდებლო
ღონისძიების,
კვოტირების
მხარდაჭერას.
საკანონმდებლო
დონეზე
განხორციელებული არაერთი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად , წინ გადადგმულ
ნაბიჯად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2017 წელს, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო
350
ჯგუფის მიერ პარლამენტში შესული კანონპროექტი 37 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.351
სამწუხაროდ, კვლავ პრობლემად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების
პროცესში ქალთა მონაწილეობა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
გენდერულმა ანალიზმა აჩვენა, რომ პრობლემას წარმოადგენდა ქალი კანდიდატების სიმცირე
როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სიით352. შედეგად, საკრებულოებში ქალთა
წარმომადგენლობა მხოლოდ 13.46%-ია, ხოლო 64 არჩეული მერიდან ქალი მხოლოდ ერთია.353
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გენდერული თანასწორობის საკითხების
ინტეგრირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია და ხშირად ფორმალური
ხასიათისაა. თვითმმართველი ერთეულების უმეტესობას არ ჰყავს გენდერის მრჩეველი, ხოლო
347
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://www.ipu.org/wmn-e/classif.htm [ბოლოს ნანახია 2018
წლის 7 მარტს]
348სახალხო დამცველის აპარატისადმი საქართველოს სამინისტროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, 14 სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებ
პოზიციაზე 1824 კაცი და 425 ქალია დასაქმებული.
349 არსებული
სამინისტროებიდან მხოლოდ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა სამინიტროს ჰყავს მრჩეველი გენდერის საკითხებში.
350 საქართველოს პარლამენტში გენდერული კვოტირების შესახებ ინიციატივა პირველად 2003 წელს,
ხოლო მეორედ 2008 წელს შევიდა.
351 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://info.parliament.ge/#law-drafting/14155 [ბოლოს ნანახია
2018 წლის 6 მარტს]
352 არჩეული თვითმმართველი ორგანოების წევრთა მხოლოდ 7.62%-ს წარმოადგენდნენ ქალები, ხოლო 54
თვითმმართველი ერთეულის არჩეული მერის მხოლოდ 1.85% იყო ქალი.
353
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
https://docs.google.com/viewerng/viewer?url=https://gyla.ge/files/news/2006/untitled+folder/GYLA.-genderpresentation.-2017.pdf [ბოლოს ნანახია 2018 წლის 5 მარტს]
135
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
იმ რეგიონებში, სადაც შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭოები354 და დანიშნულია
გენდერის მრჩევლები, კვლავ დღის წესრიგში დგას აღნიშნული მექანიზმის ინსტიტუციურ
დონეზე გაძლიერება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტების საქმიანობას ქალთა საჭიროებების
დასაფარად, ძირითადი აქცენტი ისეთ პროგრამებზე კეთდება, როგორიცაა: მარტოხელა და
მრავალშვილიანი დედების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი დახმარება და ბინის
ქირით
უზრუნველყოფა.
თუმცა,
აღნიშნული
პროექტები
მხოლოდ
ცალკეულ
მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე
საკმაოდ დაბალია.
10.2.
ქალთა ეკონომიკური აქტივობა და შრომითი უფლებები
ქალთა თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობის უზრუნველყოფა, გენდერულად თანასწორი
საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუმცა საქართველოში
კვლავ გამოწვევად რჩება მატერიალურ რესურსებზე ქალთა შეზღუდული ხელმისაწვდომობა და
ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი საკითხების რეგულირება, როგორიცაა თანაბარი შრომის
თანაბარი ანაზღაურება, სექსუალური შევიწროების აკრძალვა და სხვ.
2017 წლის „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს
მაჩვენებელი ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების მიხედვით გაუმჯობესდა და
144 ქვეყანას შორის 75-ე ადგილზეა. ამავე კვლევის მიხედვით, უცვლელია თანაბარი
ღირებულების
შრომის
თანაბარი
ანაზღაურების
მაჩვენებელი,
რომლის
მიხედვითაც
საქართველო 45-ე ადგილს იკავებს .
355
ქალთა თანაბარ მონაწილეობას ასევე აბრკოლებს ბავშვზე ზრუნვის ტვირთის არათანაბარი
განაწილება, რაც ერთი მხრივ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ შეხედულებებს,
ხოლო მეორე მხრივ საკანონმდებლო ხარვეზებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ კვლავ არ
მომხდარა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „დედობის შესახებ“ 183–ე კონვენციის
რატიფიცირება. მიუხედავად იმისა, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ორივე
მშობლის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობას356, საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით357 განსაზღვრული დახმარების
გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძვლები ბუნდოვანია და ბარიერს ქმნის კაცი მშობლის
354
15 მუნიციპალიტეტში შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო, 42 მუნიციპალიტეტში არ არის
შექმნილი, ხოლო 2 მათგანში ფორმირების პროცესშია.
355
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://reports.weforum.org/global-gender-gap-report2017/dataexplorer/#economy=GEO [ბოლოს ნანახია 2018 წლის 7 მარტს].
356 კანონი საჯარო სამსახურის შესახებ და საქართველოს შრომის კოდექსი; ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/28312 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567;
[ბოლოს ნანახია 2018 წლის 15 თებერვალს].
357 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის
ბრძანება
№01-43/ნ;
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3725416 [ბოლოს ნანახია 2018 წლის 15 თებერვალს].
136
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მიერ აღნიშნული უფლებით სარგებლობის დროს. ამასთან, მნიშვნელოვანია, შვებულების
ანაზღაურების
გაცემის
წესის
რეგულირება
კერძო
სექტორში
დასაქმებულ
პირებთან
დაკავშირებით, რადგან, დღემდე, ქალის მიერ ორსულობის, მშობიარობის, და ბავშვის მოვლის
გამო შვებულებით სარგებლობისას ანაზღაურების გაცემა დამსაქმებლის კეთილ ნებასა და
გენდერულ მგრძნობელობაზეა დამოკიდებული358.
მისასალმებელია,
რომ
საანგარიშო
პერიოდის
განმავლობაში,
საქართველოს
სახალხო
დამცველის წინადადების შედეგად, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლითაც
იცვლება მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი,359 თუმცა კვლავ რჩება
გამოწვევები მარტოხელა მშობლის სტატუსის სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით.
კერძოდ,
სახელმწიფო
ინფორმაციით,
360
სერვისების
განვითარების
სააგენტოს
მიერ
მოწოდებული
2017 წელს დაბადებულ ბავშვთა 1610 დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლად
მხოლოდ დედა იყო მითითებული, ხოლო მარტოხელა მშობლის სტატუსი მიენიჭა სულ 2320
ქალს361. ის ფაქტი, რომ სტატუსი ამ დრომდე არცერთ კაცს არ მინიჭებია, მიანიშნებს, რომ
მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების წესი შეზღუდულია კაცი მშობლის მიმართ.
კვლავ პრობლემას წარმოადგენს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის წესის
არარსებობა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად362, 2017 წელს
იმ პირთა რაოდენობამ, რომელთაც მე-3 ან მეტი შვილი გააჩინეს, 11 674 შეადგინა, თუმცა არ
არსებობს სოციალური პროგრამები, რომლებიც მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს პარლამენტის
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დაიწყო მსჯელობა
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და სოციალური პაკეტის მომზადების
თაობაზე363. სახალხო დამცველი განაგრძობს მუშაობას აღნიშნული მიმართულებით.
358
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567 [ბოლოს
ნანახია 2018 წლის 15 თებერვალს].
359 აქამდე მოქმედი საკანონმდებლო ნორმით, ქალს/კაცს მარტოხელა მშობლის სტატუსი რეგისტრირებულ
ქორწინებაში შესვლისთანავე უწყდებოდა, მიუხედავად იმისა, იღებდა თუ არა მისი მეუღლე ბავშვზე
ზრუნვის
პასუხისმგებლობას.
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702 [ბოლოს ნანახია 2018 წლის 15 თებერვალს].
360 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი №
01/23393; 23/01/2018.
361 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი №
01/95297; 21/03/2018.
362 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი №
01/23393; 23/01/2018.
363 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://www.parliament.ge/uploads/other/87/87696.pdf [ბოლოს
ნანახია 2018 წლის 19 მარტს]
137
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
10.3.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები გენდერული თანასწორობის
შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. 2017 წელს სახალხო დამცველის აპარატმა
ქვეყანაში
არსებული
უფლებრივი
მდგომარეობა
ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჭრილში
364
სექსუალური
და
რეპროდუქციული
შეაფასა. კვლევის შედეგებმა, აღნიშნული
მიმართულებით არაერთი ბარიერი და ხარვეზი წარმოაჩინა.
უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და
უფლებების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე. ინფორმაციის სიმწირე პრობლემას ქმნის
ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების, არასასურველი ორსულობის, აივ და სხვა სექსუალური
გზით გადამდები დაავადებების კუთხით და ხელს უშლის საზოგადოებაში გავრცელებული
გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრას. ამასთან, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად
მიიჩნევს, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების სწავლება
ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს.
ინფორმაციის ნაკლებობასთან ერთად, პრობლემურია სექსუალური და რეპროდუქციული
ჯანმრთელობისა და უფლებების განხორციელება და სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ამ
მიმართულებით განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნებიან პირები, რომლებიც
დისკრიმინაციას სხვადასხვა მახასიათებლის თუ იდენტობის გამო365 განიცდიან. საკუთარი
ვინაობით ან/და
დაწესებულებებში
საქმიანობით
ვერ იღებენ
განპირობებული სტიგმის გამო ისინი ჯანდაცვის
სათანადო მკურნალობას, რაც მათ ამ სერვისებით
სარგებლობისაგან თავის არიდებისკენ უბიძგებს.
მისასალმებელია, რომ არსებობს წინსვლა დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესების, მათ შორის
დედათა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლისა და ხელოვნური აბორტების შემცირების
თვალსაზრისით366. კერძოდ, 2017 წელს ქალთა კონსულტაციებისა და სამშობიარო სახლების
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში გაკეთდა 24,308 აბორტი367, მაშინ, როდესაც 2016 წელს
ამ ციფრმა 26,838 შეადგინა. წინა წლების მსგავსად, ყველაზე მეტი აბორტი 25-29 წლამდე ასაკის
ქალებზე მოდის (7280). 15 წლამდე მოზარდებში, აბორტის მაჩვენებელი, 2016 წელთან
შედარებით, 26%-ით შემცირდა.
364
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://ombudsman.ge/uploads/other/5/5046.pdf [ბოლოს
ნანახია 2018 წლის 7 მარტს]
365 ლგბტ+ პირები, ქალი სექსმუშაკები, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი ქალები, იძულებით
გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალები, შშმ პირები, ეთნიკური უმცირესობა,
ახალგაზრდები და მოზარდები.
366 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://rm.coe.int/1680464e72 [ბოლოს ნანახია 2018 წლის 7
მარტს]
367 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი №01/5148
30.01.2018
138
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გამოწვევად
რჩება
სუროგაციის
სათანადო
რეგულირება.
საქართველოს
არსებულ
კანონმდებლობაში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული სუროგაციის საკითხები და
შედეგად, პრაქტიკის დიდი ნაწილი დაურეგულირებელია, კერძოდ, საკანონმდებლო ჩარჩო არ
აღიარებს გესტაციური მატარებლის რაიმე უფლებას, რითაც ხელს უწყობს კომერციული
სუროგაციის
წახალისებას.
ამასთან,
მნიშვნელოვანია
გესტაციური
მატარებლისთვის
მინიმალური ასაკობრივი ზღვრის დაწესება, რათა გარანტირებული იქნას სუროგატი დედის
შესაბამისი მოწიფულობა და გადაწყვეტილების მიღების დროს მის ჯანმრთელობასა და
ორსულობაზე მომავალში შესაძლო ზემოქმედების საფრთხეების გააზრების უნარი;
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ამ კონტექსტში სუროგატი დედის,
კლიენტი მშობლ(ებ)ის და ბავშვთა უფლებების სრულყოფილი რეგულირება იმგვარად, რომ
თავიდან
იქნეს
აცილებული
უკონტროლო
სუროგაცია
და
კომერციული
სუროგაციის
წახალისება.
სამწუხაროდ, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით დეტალური
მონაცემებისა და სტატისტიკის ნაკლებობის გამო სახელმწიფო პოლიტიკა ადეკვატურად ვერ
პასუხობს
ქალთა
განსხვავებულ
საჭიროებებს.
სახალხო
დამცველი
მიიჩნევს,
რომ
მნიშვნელოვანია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე, მათ შორის
ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის ხელმისაწვდომობის შესახებ, დახარისხებული მონაცემების
შეგროვება და ანალიზი, რათა შესაძლებელი იქნას არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და
სამომავლოდ ეფექტიანი პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავება.
10.4.
ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება
„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და
თანმდევი
რეზოლუციები,
აღიარებს
ქალის
მნიშვნელოვან
წვლილს
მშვიდობის,
უსაფრთხოებისა და შერიგების, ასევე, კონფლიქტის მართვისა და პრევენციის პროცესში.
რეზოლუციებით დადგენილი დღის წესრიგის განხორციელებისთვის კი ქვეყნები იღებენ
ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ქალთა და გოგონათა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების
პროცესში და უზრუნველყონ დაცვისა და დახმარების ეფექტიანი ღონისძიებების გატარება
გენდერულად სპეციფიკური რისკებისა და ძალადობის პრევენციისათვის.
საქართველოს მიერ გადადგმული რიგი ნაბიჯების მიუხედავად, რაც „ქალებზე, მშვიდობასა და
უსაფრთხოებაზე“ ეროვნული სამოქმედო გეგმების მიღებასა და განხორციელებას მოიცავს,
სახელმწიფო
პოლიტიკის
ეფექტიანობა
კონფლიქტით
დაზარალებული
მოსახლეობის,
განსაკუთრებით კი ქალების და გოგონების უფლებრივ და ფაქტობრივ მდგომარეობაზე არ
ასახულა და ამ მიმართულებით არაერთი გამოწვევა და პრობლემა რჩება.368
368
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://ombudsman.ge/uploads/other/5/5021.pdf [ბოლოს
ნანახია 2018 წლის 7 მარტს].
139
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პრობლემურია პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების მიერ ქალებისა და გოგონების
განსაკუთრებული როლისა და საჭიროებების დანახვა, ხოლო ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად
ჩატარებული ტრენინგები არასაკმარისია იმ უწყების წარმომადგენელთა გენდერული
მგრძნობელობის გასაზრდელად, რომელიც გენდერულად არ არის დაბალანსებული. კერძოდ,
ქალთა მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 7%, ხოლო საერთაშორისო
სამშვიდობო მისიებში 1%-ია369. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამოქალაქო
ოფისში
დასაქმებულებს
შორის
გენდერული
ბალანსი
50%–ია,
ქალთა
წარმომადგენლობა ხელმძღვანელ პოზიციებზე კვლავ პრობლემად რჩება და მხოლოდ 30%–ს
შეადგენს.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა მიმართ და
ოჯახში ძალადობის, ისევე როგორც სექსუალური ძალადობის საკითხების შესახებ ცნობიერების
ამაღლება,
კვლავ
გამოწვევად
რჩება.
ამასთან,
საანგარიშო
პერიოდში,
კონფლიქტით
დაზარალებულ ქალებსა და გოგონებს არ შეეთავაზებოდათ სპეციფიკური ფსიქო-სოციალური
რეაბილიტაციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები, ქალებისა და გოგონების
საკითხების წინ წამოწევა კი, ხშირად ინდივიდუალურ ძალისხმევასა და ინიციატივებზეა
დამოკიდებული.370
10.5.
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მძიმე ფორმაა.
ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი,
განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები და ბავშვები.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივნისის ანგარიშში, საქართველო 2016 წლის
მსგავსად,
პირველ
კალათაში
ინარჩუნებს
ადგილს.371
მიუხედავად
ამისა,
ანგარიშში
ხაზგასმულია, რომ საქართველო გოგონების და ქალების სექს-ტრეფიკინგის, ასევე, მამაკაცების,
ქალების და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყარო, სატრანზიტო და მიმართულების
ქვეყანაა. 2017 წლის განმავლობაში, ტრეფიკინგის 21 სავარაუდო ფაქტზე დაიწყო გამოძიება.372
369
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილი MOD 8 18 00164059. 19.02.2018
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://ombudsman.ge/uploads/other/5/5021.pdf [ბოლოს
ნანახია 2017 წლის 16 მარტს].
371 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტრეფიკინგის შესახებ, 2017
წელი, გვ. 177. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - https://www.state.gov/j/tip/rls/tiprpt/2017/
372 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, 2018 წლის 22 თებერვლის წერილი №1233; მათ შორის 15
სექსუალური ექსპლუატაციის (აქედან 1 ჩადენილია აზერბაიჯანში, ხოლო 14 ჩადენილია საქართველოში 6 სავარაუდოდ ჩადენილია აჭარაში, 3 თბილისში, 1 შიდა ქართლში, 4 ქვემო ქართლში) 1 როგორც
სექსუალური, ისე შრომითი ექსპლუატაციის (შიდა ქართლი), 1 სრულწლოვანის მიმართ შრომითი
ექსპლუატაციის (აფხაზეთი), 1 როგორც სრულწლოვანის, ისე არასრულწლოვნის შრომითი
ექსპლუატაციის (ქვემო ქართლი), 1 არასრულწლოვნის მიმართ იძულებითი შრომის (თბილისი) და 2
ბავშვის ყიდვა/გაყიდვის ფაქტზე (თბილისი და აჭარა).
370
140
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
2017 წლის განმავლობაში ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების
სერვისებში ჩართულ პირთა მაჩვენებელი ასე გამოიყურება:373
2017 წელს ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის დაზარალებულის სტატუსი 8 ქალს, ხოლო
მსხვერპლის სტატუსი, განხორციელებული სექსუალური ექსპლუატაციის საფუძველზე,374 4
ქალს მიენიჭა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, აღნიშნული ორმაგად
აძლიერებს სექს-ტრეფიკინგის რისკს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით,
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურისტულ და საზღვრისპირა რეგიონებზე.
სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს სამართალდამცავ უწყებათა წარმომადგენლების და
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და გაააქტიუროს მუშაობა შესაძლო დანაშაულის
გამოვლენისა და შემდგომში ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით.
10.6.
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა
2017 წელს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული
პოზიტიური
ცვლილებების
ეფექტიანი
ღონისძიებების
მიუხედავად,
გატარება.
გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე,
კვლავ
ამასთან,
გამოწვევას
წარმოადგენს
პრევენციის
ძალადობის
შემთხვევათა
გამოვლენის
გამოწვევად რჩება სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის
373
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების
სახელმწიფო ფონდი, 2018 წლის 29 იანვრის წერილი № 07/138
374 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის 25 იანვრის წერილი № 5176
141
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებების სრულყოფა და მისი
მორგება მათ განსხვავებულ საჭიროებებზე375.
სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების სტატისტიკის ერთიანი
მეთოდოლოგიური სტანდარტის შემუშავება, რაც, საერთო ჯამში, ხელს უშლის პრობლემის
შეფასებას
და
საჭიროებებზე
მორგებული
პროგრამების/სერვისების
დაგეგმვას
და
განხორციელებას.
კვლავ დგას ოჯახში ძალადობის შემთხვევათა შესწავლის პროცესში სოციალური მუშაკების
ჩართვის პრობლემა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა მოძალადისთვის
ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო
სწავლების კურსის გავლას ითვალისწინებს, აღნიშნული სერვისის მიწოდება პრაქტიკაში
დანერგილი არ არის, გარდა პრობაციონერებისა და მსჯავრდებულებისა376.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა
გამოვლენის და დამცავი ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებელი, თუმცა კვლავ პრობლემად
რჩება შემთხვევაზე რეაგირებისას რისკის შეფასება, მსხვერპლის დაცვის ინდივიდუალური
გეგმის
შედგენა
და
განმეორებითი
ძალადობის
თავიდან
ასაცილებლად
ეფექტიანი
მონიტორინგის განხორციელება.
375
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმეთა შესწავლისა და ანალიზის შედეგად
იკვეთება, რომ ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაბალი შემოსავლის მქონე ან
შემოსავლის არმქონე ქალებზე, განათლების არმქონე ქალებზე, მარტოხელა ქალებზე, კონფლიქტის
შედეგად დაზარალებულ ქალებზე, ხანდაზმულ პირებსა და ქალებზე, რომელთა პარტნიორები/ყოფილი
პარტნიორები სამართალდამცავ უწყებებში ან/და შეიარაღებულ ძალებში მუშაობენ/მსახურობენ.
376 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილი № MOC 1 18 00260308;
22/03/2018. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში
დანერგილ ძალადობრივ დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებულ სარეაბილიტაციო
პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 81-მა მსჯავრდებულმა, ხოლო სსიპ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში
სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამა „ძალადობრივი ქცევის მართვა“ გაიარა 67-მა პირობით
მსჯავრდებულმა.
142
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
რაც შეეხება გამოძიების დაწყების მაჩვენებელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
111-1261 მუხლებით377 გამოძიება 2852 საქმეზე დაიწყო. რაც შეეხება ქალის მიმართ ძალადობას,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წელს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 1511 მუხლით
გამოძიება 19 საქმეზე დაიწყო, საიდანაც 5 საქმეზე
დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების
მხოლოდ 1 საქმეზე დაიწყო გამოძიება, რომელიც შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის
გამო378.
კვლავ პრობლემას წარმოადგენს რეგიონებიდან დაბალი მიმართვიანობა ოჯახში ძალადობის
საკითხებთან დაკავშირებით379 და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან
ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენა380. შესწავლილი საქმეებიდან
დგინდება, რომ პრობლემად რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაფრთხილების
მექანიზმის, ე. წ „ხელწერილის“ გამოყენება. ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის
აღსაკვეთად მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება, მაშინ
377
აღნიშნული მონაცემი მოიცავს როგორც 1261 მუხლს, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
11 მუხლზე მითითებით, ამავე მუხლში აღნიშნული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი
მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 25
იანვრის და 19 თებერვლის წერილები MIA 9 18 00191707; MIA 4 18 00401357
378 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის წერილი MIA 2 18 00661078; 21/03/2018
379 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 24 იანვრის წერილი MIA 9 18 00184958
380 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 16 აგვისტოს რეკომენდაციები (№ 08/11501; № 08/11502)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ოჯახში ძალადობის საქმეებზე არაეფექტიანი
რეაგირების შესახებ.
1
143
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
როდესაც
საქმეზე
არსებული
მასალები
სისხლის
სამართლის
დანაშაულის
ნიშნებზე
მიანიშნებს.381
ამასთან, დაბალია სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა ინფორმირებულობა ქალთა
მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით. ძალადობის მსხვერპლები ხშირად
უთითებენ იმ ბარიერებზე, რომლებსაც ისინი სამართალდამცავ უწყებასთან ურთიერთობისას
აწყდებიან. კერძოდ, მათ დაბრკოლებას უქმნის პოლიციის განყოფილებაში არსებული
ბიუროკრატიული წესები და პროცედურები, რომლებიც არ არის მორგებული ძალადობის
მსხვერპლ
ქალთა
საჭიროებებზე,
და
სამართალდამცავი
უწყების
წარმომადგენელთა
წინასწარგანწყობები, რომელიც ზრდის ძალადობის მსხვერპლთა მეორადი ვიქტიმიზაციის
რისკს.
შედეგად, მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია ტენდენცია, რომლის მიხედვითაც მსხვერპლები,
მართალია, მიუთითებენ ძალადობაზე, თუმცა საქმისწარმოების გაგრძელებაზე უარს აცხადებენ
და ამის ერთ-ერთი მიზეზი არსებული სერვისების და დაცვის მექანიზმების ეფექტიანობაში
დაურწმუნებლობა და სამომავლო პერსპექტივების არარსებობაა.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში არსებული სერვისების
შეფასება
მისასალმებელია, რომ 2017 წელს საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების 5
სახელმწიფო დაწესებულება (თავშესაფარი), და კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებდა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბოლოს კრიზისული ცენტრები ასევე გაიხსნა ქუთაისსა და გორში,
რაც სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია382.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა
თავშესაფრების მონიტორინგის შემდეგ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი კვლავ
შეუსრულებელია383. თავშესაფრებში სათანადოდ არ ხდება ბენეფიციართა შესაძლებლობების
რეალიზება, მათი გაძლიერება და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. პრობლემად რჩება
თავშესაფრის დატოვების შემდგომ მსხვერპლების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და
ფინანსური მხარდაჭერა, თავშესაფრის შენობების ადაპტაცია და ყველა ბენეფიციარის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
შესახებ
ინფორმაციის
მოპოვება
თავშესაფარში
მოხვედრისთანავე.
381
გამოძიების დაწყების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 1 ივნისის წინადადებები
№ 08/7418; N 08/7412;
382 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების
სახელმწიფო ფონდი, 2018 წლის 29 იანვრის წერილი № 07/138; მოწოდებული ინფორმაციით, ძალადობის
მსხვერპლთა თავშესაფრითა და იქ არსებული მომსახურებით ისარგებლა 307-მა პირმა, ხოლო თბილისის
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრით - 122-მა პირმა
383
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://ombudsman.ge/uploads/other/4/4617.pdf [ბოლოს
ნანახია 2018 წლის 8 მარტს]
144
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველმა რამდენიმე შემთხვევა
შეისწავლა, როდესაც მსხვერპლები უარს აცხადებდნენ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრით
სარგებლობაზე, იმ მიზეზით, რომ თავშესაფარში განთავსების შემთხვევაში, ვეღარ მიიღებდნენ
საარსებო შემწეობის თანხას, თავშესაფრის დატოვების შემდგომ კი, სოციალური დახმარების
მისაღებად პროცედურების გავლა მოუწევდათ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთათვის
კომპენსაციის
გაცემის
წესიც
დაურეგულირებელია.
აღნიშნული
პროცედურული წესი სახელმწიფომ აღებული ვალდებულების თანახმად, ხუთი წლის
განმავლობაში უნდა შეიმუშაოს.384 აღნიშნულის გათვალისწინებით, მსხვერპლების ეფექტიანი
დაცვისა და დახმარებისათვის მნიშვნელოვანია გადაიხედოს სოციალურად დაუცველი
ოჯახების
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
შეფასების
წესით
განსაზღვრული
სტატუსის მინიჭების, შეჩერების და შეწყვეტის პროცედურები, რათა ოჯახში ძალადობის
მსხვერპლებმა დროულად მიიღონ საჭირო მხარდაჭერა.
ფემიციდი/ ქალთა მკვლელობები
საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2017 წელს გამოძიება დაიწყო ქალთა
მკვლელობის 26 ფაქტზე (მათ შორის ოჯახური დანაშაულის ნიშნით 14 ფაქტზე) და ქალთა
მკვლელობის მცდელობის 15 ფაქტზე (მათ შორის ოჯახური დანაშაულის ნიშნით - 12 ფაქტზე),
გამოძიება ასევე დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნით ქალთა თვითმკვლელობამდე და
თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის 5 ფაქტზე.385
386
სახალხო დამცველი ფემიციდის დიდ რაოდენობას კვლავ ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის შემთხვევებზე მონიტორინგისა და რისკის შეფასების სისტემის არარსებობას
384
საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ , მუხლი 17
385 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 8 თებერვალის წერილი № 13/10053
386 იგივე. ცხრილში ასევეა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
http://pog.gov.ge/res/docs/public_information/qaltamkvlelobebisanalizi.pdf
145
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
უკავშირებს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის
დეპარტამენტმა 2017 წელს შეისწავლა ფემიციდის/ფემიციდის მცდელობის საქმეები, სადაც,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის ფაქტამდე იყო ინფორმირებული
ოჯახში არსებული შესაძლო ძალადობის შესახებ.387
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში, რიგ შემთხვევებში,
რეაგირების განუხორციელებლობის მიზეზად მსხვერპლის მიერ შეტყობინების გაუქმების
ფაქტორია მითითებული. ასეთ შემთხვევებში სამართალდამცავი უწყება არ ინტერესდება,
რატომ გააუქმა მსხვერპლმა შეტყობინება, ხომ არ დგას შეტყობინების გაუქმების უკან
მოძალადის მიმართ შიში ან მისი მხრიდან მუქარა. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ის
შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავ უწყებაში მსხვერპლს რამდენიმე შეტყობინება აქვს
დაფიქსირებული და ზოგიერთ მათგანზე რეაგირებაც მომხდარია. აღნიშნული ფაქტორი იმაზე
მიუთითებს, რომ მსხვერპლის თითოეულ მიმართვას სამართალდამცავები განიხილავენ
როგორც ცალკე აღებულ შემთხვევას და ოჯახში ძალადობის სისტემატურ და განგრძობად
ხასიათს არ ითვალისწინებენ.
ყურადსაღებია ფემიციდის ის შემთხვევები, სადაც სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით,
მსხვერპლს მათთვის დასახმარებლად არ მიუმართავს. საქართველოს სახალხო დამცველის
საქმისწარმოების
ანალიზის
საფუძველზე,
შესაძლოა
ითქვას,
რომ
ამის
მიზეზია
სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობა, ძალადობის გაძლიერების შიში და
დაურწმუნებლობა არსებული დაცვისა და დახმარების მექანიზმების ეფექტიანობაში.
10.7.
ადრეულ ასაკში ქორწინება
ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის პრაქტიკა კვლავ რჩება გენდერული უთანასწორობის
ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ გამოვლინებად, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალთა და
გოგონათა უფლებრივ მდგომარეობაზე.
მისასალმებელია, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი
საკანონმდებლო წინადადების გაზიარების საფუძველზე, აიკრძალა 18 წლამდე პირთა
ქორწინების რეგისტრაცია, რამაც დადებითი გავლენა იქონია შემთხვევათა შემცირებაზე, თუმცა
კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა388 და
პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ფაქტობრივი თანაცხოვრების, ქორწინების იძულების,
ნიშნობის და მოტაცების ფაქტები.
387
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
(27/12/2017; N 08/17745) ოჯახში ძალადობის საქმეებზე არაეფექტიანი რეაგირების შესახებ.
388 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი №488. 24.01.2018
146
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ქორწინების თანმდევ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების
ამაღლება,
განათლების
სისტემაში
გენდერული
საკითხებისა
და
სასიცოცხლო
უნარების/კომპლექსური სექსუალური განათლების ინტეგრირების მეშვეობით.
389
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამართალდამცავ უწყებებსა და სოციალური
მომსახურების სააგენტოს შორის კოორდინაცია ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან
დაკავშირებით, სუსტია. ამას მოწმობს ისიც, რომ სოციალური სააგენტოს მიერ მოწოდებული
ინფორმაციის თანახმად390, 2017 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 98 შემთხვევა
შეისწავლა.
ადრეულ
ასაკში
ქორწინების
პრაქტიკასთან
ერთად,
კვლავ
გამოწვევას
წარმოადგენს
არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა. სისხლის სამართლის კოდექსის ის 1501
მუხლით,
რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება 6 შემთხვევაში დაიწყო, საიდანაც 5 შემთხვევაში
შეწყდა გამოძიება, ხოლო სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს.391
10.8.
ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა
საქართველოში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები უარყოფითად
აისახება
ლგბტ+
პირთა
უფლებრივ
მდგომარეობაზე
389
და
საფრთხეს
უქმნის
ცხრილში მოცემულია გამოძიების დაწყების მაჩვენებელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
2018 წლის 1 თებერვლის წერილი MIA 3 18 00251425; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს 2018 წლის 24 იანვრის წერილი MES 1 18 00069062; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
2018 წლის 24 იანვრის წერილი № 488.
390 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი №04/2564.
17.01.2018
391 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი MIA 3 18 00251425. 01.02.2018
147
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
თანასწორუფლებიანობის იდეას. სამწუხაროდ, პრობლემად რჩება ლგბტ+ პირთა საკითხების
გენდერული თანასწორობის დღის წესრიგში ინტეგრირება392, რაც აფერხებს არსებული
პრობლემების გადაჭრას.
2017 წლის 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის
აღსანიშნავად მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა,
რომ
აქციის
გამართვამდე
საკონსულტაციო
შეხვედრები
გაიმართა
შინაგან
საქმეთა
სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქცია დროსა და სივრცეში შეზღუდული
იყო და ლგბტ+ პირებს არ მიეცათ აქციის ჩატარების ადგილისა და ფორმატის თავისუფალი
არჩევის საშუალება.393
ლგბტ+ პირთა მიმართ ძალადობა
სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მაღალია ლგბტ+ პირთა მიმართ ძალადობის
მაჩვენებელი, როგორც ოჯახში, ისე საჯარო სივრცეში, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან
გატარებული ღონისძიებები არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არაერთ განცხადებას შეისწავლის, სადაც ლგბტ+
თემის წარმომადგენლები პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე, ჰომოფობიურ,
შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და არასათანადო რეაგირებაზე უთითებენ. სამწუხაროდ,
რიგ საქმეებში თავად განმცხადებლები ამბობენ უარს საქმისწარმოების გაგრძელებაზე და არ
თანამშრომლობენ შსს გენერალურ ინსპექციასთან და პროკურატურასთან, რადგან არა აქვთ
განცდა, რომ საქმეს დროულად და სამართლიანად გამოიძიებენ. რიგ საქმეებში კი რთულია
მტკიცებულების მოპოვება. პოლიციელთა ჰომოფობიური განწყობები და ძალადობა რომ არ
წახალისდეს,
მნიშვნელოვანია,
თითოეულ
შემთხვევაზე,
სადაც
კი
დარღვევის
დასადასტურებლად
საკმარისი
გათვალისწინებული ზომების გატარება.
მტკიცებულებები
იკვეთება,
კანონმდებლობით
394
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წელს,
სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 86 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში,
აღნიშნულიდან
12
საქმეზე
შეუწყნარებლობის
392
სავარაუდო
ნიშანი
იყო
სექსუალური
2014-16 წლების გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებდა ლგბტ+ პირთა
უფლებების დაცვას ან მათ ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც გეგმის ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაკლია და, ფაქტობრივად, გეგმით დასახულ მიზანს, გენდერული თანასწორობის
მიღწევის
შესახებ,
კითხვის
ნიშნის
ქვეშ
აყენებს.
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/5/5069.pdf
393 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: : http://ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelisgancxadeba-homofobiasa-da-transfobiastan-brdzolis-saertashoriso-dgestan-dakavshirebit1.page [ბოლოს ნანახია
2018 წლის 16 მარტს].
394 საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ეთიკის
ნორმების დარღვევის შესახებ, 09/01/2018;
148
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ორიენტაცია, ხოლო 37 საქმეზე - გენდერული იდენტობა.395 რაც შეეხება ლგბტ თემთან
დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესულ შეტყობინებებს,
2017 წელს სულ 21 შეტყობინება/განცხადება შევიდა, საიდანაც დისციპლინური გადაცდომის
ფაქტი 9 შემთხვევაში არ დადასტურდა, 8 საქმე გადაეცა შს სამინისტროს სხვა უწყებას, მხოლოდ
1 საქმე გადაეცა პროკურატურას და მიმდინარეობს გამოძიება, 2 საქმეზე კი გრძელდება
სამსახურებრივი შემოწმება. 396
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატში
განსაკუთრებით
ხშირია
მიმართვიანობა
ტრანსგენდერი ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. სამწუხაროდ,
სამართალდამცავ უწყებას არ გააჩნია სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ეფექტიანი
რეგულირების სტრატეგია, მხოლოდ ცალკეულ ინციდენტებზე რეაგირებით შემოიფარგლება და
პრობლემის სისტემურ ხასიათს ვერ უმკლავდება.
2017 წელს რამდენიმე შემთხვევაში, ლგბტ+ თემის წარმომადგენლებმა ისარგებლეს ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებით, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ
სერვისის მიღება მათთვის კვლავ დაკავშირებულია რიგ ბარიერებთან, მნიშვნელოვანია რომ
დაწესებულებამ
მაქსიმალურად
უზრუნველყოს
პერსონალის
კვალიფიკაციისა
და
მგრძნობელობის ამაღლება.
ლგბტ+ პირთა სოციალური და ეკონომიკური უფლებები
საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს ქორწინების
ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, რეგულირებას.
შეუწყობს ჰომოფობიური განწყობებისა
დამოკიდებულების გაზრდას.
და
ლგბტ
პირთა
მსგავსი ჩანაწერი ხელს
მიმართ
ნეგატიური
კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის პარალელურად, მნიშვნელოვანია ერთი და იმავე სქესის
წყვილთა სამართლებრივი მდგომარეობის აღიარების სხვა ფორმების შემოღებაც, მაგალითად,
სამოქალაქო
პარტნიორობის,
წინააღმდეგობაში
მოვა
წინააღმდეგ
ადამიანის
შემთხვევაში,
უფლებათა
395
დაცვის
კონსტიტუციური
ევროპული
ჩანაწერი
სასამართლოს
საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს 2018 წლის 23
თებერვლის წერილი № 13/13875; მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შესწავლილი საქმეებიდან 4
საქმეზე 4 პირს წარედგინა ბრალდება და ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია
გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობა, როგორც დანაშაულის მოტივი. 2 პირის მიმართ
გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 2 პირის მიმართ სასამართლოში გრძელდება საქმის
არსებითი განხილვა. 6 საქმეზე შესწავლილ იქნა გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის
მოტივი, თუმცა არ დადასტურდა. შესაბამისად, დადგენილებაში სიძულვილის მოტივი მითითებული არ
ყოფილა.
396 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 27 იანვრის წერილი MIA 6 18 00211468
149
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სტანდარტებთან397 და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კომიტეტის
მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან398.
საქართველოში მცხოვრები ლგბტ+ პირებისთვის კვლავ დღის წესრიგში დგას განათლების,
დასაქმების, შრომის, სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობისა
და უსაფრთხოების
საკითხები. სამწუხაროდ, პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც გენდერული თანასწორობის
გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული, ხშირად არ ითვალისწინებს ლგბტ+ პირთა უფლებრივი
მდგომარეობის გაუმჯობესებას. ხოლო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ უფლებებთან დაკავშირებით
თემის წევრები ვერ ქმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს, იმის შედეგია, რომ თემის წევრები არ
არიან საკმარისად ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
განსაკუთრებით რთულია ლგბტ+ თემის უფლებრივი მდგომარეობა განათლების უფლებით
სარგებლობის კუთხით, მათ შორის განათლების უფლება ეზღუდებათ იმ არასრულწლოვან
პირებს, რომელთაც არაკონფორმული გენდერული იდენტობა აქვთ. საქართველოს სახალხო
დამცველის მიერ 2017 წელს შესწავლილი საქმეებიდან იკვეთება, რომ საჯაროს სკოლებსა და
საუნივერსიტეტო
სივრცეებში
კვლავ
გამოწვევას
წარმოადგენს
ჰომოფობიური
და
ტრანსფობიური განწყობების აღმოფხვრა, რაც მტრულ გარემოს ქმნის და აღნიშნული სივრციდან
მათ გარიყვას იწვევს.
ლგბტ+ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები
სახალხო დამცველის მიერ 2017 წელს შესწავლილ საქმეთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ლგბტ+
პირთა ხელმისაწვდომობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ
სერვისებსა
და
ინფორმაციაზე
შესაძლებელია
შეიზღუდოს
პირის
არაკონფორმული
სექსუალური ქცევის, გამოხატვისა და იდენტობის გამო. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი
განცხადებების ანალიზი ცხადყოფს, რომ თემის წევრები ხშირად მიუთითებენ სამედიცინო
პერსონალის მხრიდან ჰომოფობიურ დამოკიდებულებაზე, რაც ნეგატიურად აისახება ლგბტ+
პირების სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო
საქმიანობის
სახელმწიფო
რეგულირების
სააგენტოსგან
მოწოდებული
ინფორმაციის
თანახმად , 2017 წელს სააგენტოში შესული 7 განცხადებიდან, რომელიც ლგბტ+ თემის
399
წარმომადგენლების
სამედიცინო
მომსახურებასთან
დაკავშირებულ
საკითხებს
ეხებოდა,
დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში იკვეთება.
397
See: Vallianatos and Others v.Greece; Oliari and Others v. Italy; Schalk & Kopf v. Austria.
Combating Discrimination on Grounds of Sexual Orientation or Gender Identity, Council of Europe Standards,
2011,
Available
at
:
https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=090000168047f2a6
399
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო
საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წერილი №02/4651; 26.01.2018
398
150
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ეროვნული კანონმდებლობა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის
შეცვლის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა, თუკი პირს ჩატარებული აქვს
სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია. არსებული პრაქტიკის მიხედვით, სამედიცინო ჩარევა (მათ
შორის, სქესის კვლავ მინიჭების ოპერაციის ჩათვლით) საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში
გენდერული მარკერის შეცვლის აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევა. შედეგად, ტრანსგენდერი
პირები მათი გენდერული იდენტობის ზუსტად ამსახველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების
გარეშე რჩებიან, რაც, ჯანმრთელობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით, მათ
სოციალურ გარიყვას და მათი უფლებების დარღვევას იწვევს.400
10.9.
ქალ და ლგბტ+ უფლებადამცველთა უფლებრივი მდგომარეობა
საქართველოს სახალხო დამცველმა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში
ქალ და ლგბტ+
უფლებადამცველის მიმართ მათი საქმიანობის გამო უფლებადარღვევის რამდენიმე საქმე
შეისწავლა. გასული წლების ტენდენციისგან განსხვავებით, აღმოჩნდა, რომ მუქარის ძირითადი
ტიპი კიბერ-ბულინგი და კიბერ-მუქარა იყო, რაც საქართველოში მცხოვრები აქტივისტებისთვის
სერიოზული პრობლემაა.
ქვეყანაში არსებული ანტიგენდერული მოძრაობების გაძლიერების ფონზე, რომლებიც ღიად, და
ხშირად, ძალის დემონსტრირებით უპირისპირდებიან გენდერული თანასწორობის კუთხით
შექმნილ პოლიტიკას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების მიერ ქალ
და ლგბტ+ უფლებადამცველების მიმართ მუქარის ფაქტებისა და რისკების სწორად შეფასება და
მსგავსი ფაქტების ეფექტიანი გამოძიება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კვლავ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი უწყების
წარმომადგენლების მხრიდან ქალ და ლგბტ+ სამართალდამცველების მიმართ ძალადობის
პრევენცია
და
ქალ
უფლებადამცველთა
შესახებ
რეზოლუციით401
გათვალისწინებული
საკითხების ასახვა პოლიტიკის დოკუმენტებში.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას/ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
400
ლ. ჯალაღანია „ლგბტ+ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, EMC, 2016; CESCR
ზოგადი კომენტარი 22; ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ევროპაში სექსუალური
ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია (2011).
401
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
http://www.ohchr.org/EN/Issues/SRHRDefenders/Pages/Declaration.aspx [ბოლოს
თებერვალს].
151
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ნანახია
ვებგვერდზე:
2018 წლის 15
დაიწყოს შესაბამისი პროცედურები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე
დედობის დაცვის კონვენციის ხელმოწერისა და შემდგომი რატიფიცირების მიზნით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში უზრუნველყოს
თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის და
ადრეულ ასაკი ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან, მოხდეს ტრენინგის
შემდგომი შეფასების დოკუმენტის შემუშავება, რაც უზრუნველყოფს გადამზადებულ
თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას
გაანალიზდეს
ქალთა
მიმართ
და
ოჯახში
ძალადობის
შესახებ
სტატისტიკური
ინფორმაცია ინტიმურ პარტნიორთა შორის, მათ შორის, ერთი და იმავე სქესის
პარტნიორებს შორის ძალადობის სპეციფიკური მახასიათებლების შესწავლის მიზნით
გაიწეროს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რისკის შეფასების და მონიტორინგის
მეთოდოლოგია
და
თითოეულ
ოჯახში
ძალადობის
საქმეზე
შემუშავდეს
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა
გაუმჯობესდეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სტატისტიკური
მონაცემების ანალიზი, კერძოდ, გაანალიზდეს სსიპ 112–ის სამსახურში შესაძლო ოჯახში
ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ მიღებული შეტყობინებები
საქართველოს პროკურატურას
მიღებულ იქნას პრევენციული ზომები ქორწინების იძულებისა და არასრულწლოვანთან
სქესობრივი კავშირის შემცირების/თავიდან აცილების მიზნით, ამასთან, ყველა მომხდარ
შემთხვევას მოჰყვეს ეფექტიანი რეაგირება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
ტრანსგენდერი პირებისთვის, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების მიერ
გაცემულ ყველა ძირითად დოკუმენტში, დაინერგოს მათი გენდერული იდენტობის
ასახვის სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურა. მნიშვნელოვანია, რომ
მითითებული პროცედურა მკაფიოდ იყოს გამიჯნული სამედიცინო ტრანზაქციის
პროცესისგან
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
152
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შეიცვალოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით
სარგებლობისა და თანმდევი გასაცემლის მიღების წესი, ორივე მშობლის მიერ თანაბარი
სარგებლობის უზრუნველსაყოფად
შეგროვდეს და გაანალიზდეს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის
სერვისებზე, მათ შორის, ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის, ხელმისაწვდომობის შესახებ
დახარისხებული მონაცემები
დაინერგოს მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების დახმარებისაკენ მიმართული
ღონისძიებები, მათ შორის, მოხდეს სოციალური შეღავათების არსებულ სისტემაში
გათვალისწინება, შეიქმნას და გაანალიზდეს მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების
შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია
გადაიხედოს
სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის შეფასების წესი, რათა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში
განთავსება არ იყოს დაკავშირებული სოციალური დახმარების შეჩერებასთან
სამედიცინო ტრანზაქციის პროცესი იმგვარად დარეგულირდეს, რომ ტრანსგენდერ და
ინტერსექს
ადამიანებს
ხელი
მიუწვდებოდეთ
საყოველთაოდ
აღიარებული
სტანდარტების შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე. ამ მიზნით, დაინერგოს
საერთაშორისო კლინიკური სახელმძღვანელო პრინციპები, მათ შორის, ჰორმონალურ
თერაპიასთან დაკავშირებით
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების
სახელმწიფო ფონდს:
ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებმა
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ბენეფიციართა გაძლიერებასა და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას
თავშესაფრებმა მაქსიმალურად დახვეწონ ლგბტ+ პირთა მიერ სერვისებით სარგებლობა
და უზრუნველყონ თავშესაფრის პერსონალის მუდმივი გადამზადება
თავშესაფარში
მიღებისთანავე,
დამოკიდებულ
პირთა
სრულად
ჯანმრთელობის
შემოწმდეს
ბენეფიციართა
მდგომარეობა,
დაავადებათა
და
მათზე
შემდგომი
გავრცელების თავიდან ასარიდებლად და დროული მკურნალობის უზრუნველსაყოფად
დაიხვეწოს თავშესაფრის ფიზიკური გარემო შშმ პირთა მომსახურებისთვის და შენობები
ადაპტირდეს სავალდებულო სტანდარტებთან მაქსიმალურად მისაახლოებლად
ადგილობრივ თვითმმართველობებს:
153
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ჩატარდეს ქალთა საჭიროებების კვლევა მუნიციპალიტეტების დონეზე, გენდერული
თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემების გამოსავლენად და ქალთა უფლებრივი
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
დაიგეგმოს და განხორციელდეს ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და უფლებრივი
გაძლიერებისაკენ
მიმართული
პროექტები
საბიუჯეტო ხაზის გამოყოფით.
154
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ადგილობრივ
დონეზე,
შესაბამისი
11. რწმენისა და რელიგიის თავისუფლება
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი
დანაშაულების რაოდენობამ იკლო, სამართალდარღვევებზე რეაგირება კი ისევ მნიშვნელოვან
პრობლემად რჩება. გადაუჭრელია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების
ისტორიული
მესაკუთრისთვის
დაბრუნების
საკითხი.
არადომინანტი
რელიგიური
გაერთიანებები კვლავ აწყდებიან წინააღმდეგობას ახალი ნაგებობების მშენებლობისას.
რელიგიური უმცირესობები საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევისა და
პროზელიტიზმის
შემთხვევებზე
საუბრობენ.
სკოლებში
ასევე
გამოვლინდა
მუსლიმი
მოსწავლეებისადმი ინდოქტრინაციისა და დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევები.402
უცვლელი დარჩა კანონმდებლობაში არსებული უთანასწორო ნორმებიც,
არადომინანტ რელიგიურ გაერთიანებებს უთანასწორო პირობებს უქმნის.
რომლებიც
რელიგიის
თავისუფლებასთან დაკავშირებით, საანგარიშო პერიოდში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
საკითხი კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები იყო, რომლითაც რელიგიის
თავისუფლების დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევის მაღალი რისკი წარმოიშვა.
2017 წელს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ წარადგინა რეკომენდაციების
ვრცელი ნუსხა, რომელთა ადრესატია საქართველოს სახელმწიფო უწყებები, საგანმანათლებლო
დაწესებულებები
და
მედიასაშუალებები.403
დადებითად
უნდა
შეფასდეს
აღნიშნული
რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დაწყებული სახელმწიფო უწყებებთან
შეხვედრების პროცესი.
11.1.
რელიგიის თავისუფლებასა და თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებული
კანონმდებლობა და არსებული ხარვეზები
საანგარიშო პერიოდში, ინტენსიურ ხასიათს ატარებდა რელიგიის თავისუფლებისა და მისი
შეზღუდვის პირობებთან დაკავშირებული დისკუსია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილებების შეტანისა და კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობდა.
პრობლემას
წარმოადგენდა
კონსტიტუციის
პროექტის
ვერსიაში
ისეთი
საკითხების
გათვალისწინება, რაც რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევის
წინაპირობებს ქმნიდა. მათ შორის მოცემული იყო ისეთი პირობებიც, რომელთაც ადამიანის
უფლებათა ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტები და დასავლური კონსტიტუციური
ტრადიცია არ ითვალისწინებს404. აღსანიშნავია, რომ რელიგიათა საბჭოს, არასამთავრობო და
402
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია თანასწორობის უფლების ნაწილში.
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები: ინფორმაცია ხელმისაწვდომია
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4411.pdf {ბოლოს ნანახია 15.03.2018}
404 სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება,
როგორც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები.
403
155
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საერთაშორისო
ორგანიზაციების,
ექსპერტების
კონსოლიდირებული
პოზიციისა
და
რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2017 წლის საშემოდგომო სესიაზე, საქართველოს
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები იქნა ინიცირებული, რომელშიც რელიგიის
თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული პრობლემური პუნქტები ამოღებულია.
საანგარიშო პერიოდში კვლავ უცვლელი დარჩა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული
ისეთი ნორმები, რომლებიც არადომინანტ რელიგიურ გაერთიანებებს უთანასწორო
მდგომარეობას უქმნის. სახალხო დამცველი წლებია ითხოვს, რელიგიური გაერთიანებებისთვის
თანასწორი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას.405 საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა,
ზოგიერთი გადასახადის ნაწილში (ქონების, დამატებული ღირებულებისა და მოგების
გადასახადები406),
საგადასახადო
შეღავათებს
მხოლოდ
მართლმადიდებელი
ეკლესიის
საპატრიარქოსთვის ადგენს. აღნიშნული ნორმები 2016 წელს 8 რელიგიურმა გაერთიანებამ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ არსებითად
განსახილველად მიიღო სარჩელის ის ნაწილი, რომლითაც ეკლესიებისა და ტაძრების მოხატვა
გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ
დამკვეთი მართლმადიდებელი
ეკლესიის საპატრიარქოა.407 საანგარიშო
პერიოდში,
სასამართლოს აღნიშნულ სარჩელზე გადაწყვეტილება არ მიუღია.408
დისკრიმინაციულია სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმებიც. ამ საკითხზე სახალხო
დამცველი მუდმივად ამახვილებს ყურადღებას.409 კანონის თანახმად, საჯარო სამართლის
იურიდიული
პირის
სტატუსით
რეგისტრირებულ
პირებს
(მათ
შორის
რელიგიურ
გაერთიანებებს) არ აქვთ უფლება სახელმწიფოსგან შეიძინონ (სასყიდლით ან უსასყიდლოდ)
ქონება. გამონაკლისს მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს410.
რელიგიურმა გაერთიანებებმა კანონის აღნიშნული ნორმებიც გაასაჩივრეს საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოში411. საანგარიშო პერიოდში, სასამართლოს აღნიშნულ სარჩელზე
საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებისა და საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის
ანაზღაურების
კუთხით,
სახელწიფომ
კვლავ
405
შეინარჩუნა
უთანასწორო
პოლიტიკა.
სახალხო დამცველის 2008-2016 წლების საპარლამენტო ანგარიშები, სახალხო დამცველთან არსებული
რელიგიათა
საბჭოს
რეკომენდაციები:
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4411.pdf {ბოლოს ნანახია 15.03.2018}
406 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე, 168-ე, და 206-ე მუხლები.
407 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
408 კონსტიტუციური სარჩელი №671
409
საქართველოს სახალხო დამცველის 2014-2016 წლების საპარლამენტო ანგარიშები, სახალხო
დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები: ინფორმაცია ხელმისაწვდომია
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4411.pdf {ბოლოს ნანახია 15.03.2018}.
410 სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 და მე-63 მუხლები.
411 კონსტიტუციური სარჩელი №811.
156
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დღესდღეობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენიმე რელიგიური გაერთიანება
ფინანსდება. მათ შორის, ყველაზე დიდ დაფინანსებას საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესიის საპატრიარქო იღებს. 2014 წლიდან სახელმწიფო რამდენიმე სხვა რელიგიურ
გაერთიანებასაც აფინანსებს. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ, 2014 წლის 27 იანვრის
დადგენილებით, მიიღო გადაწყვეტილება, დამატებით ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის
(სომეხთა სამოციქულო ეკლესია, კათოლიკე ეკლესი, მუსლიმი და იუდაური თემები) საბჭოთა
პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის სიმბოლური ანაზღაურების
შესახებ. აქტით განსაზღვრული არ არის ის ზიანი, რაც დადგენილებით გათვალისწინებულ
რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა პერიოდში მიადგათ. ასევე გაუგებარია, რა ნიშნით შეირჩა
მხოლოდ ოთხი რელიგიური გაერთიანება.
გარდა იმისა, რომ აღნიშნულ მოდელს არ აქვს ზიანის ანაზღაურების ხასიათი და იგი
რელიგიური ორგანიზაციების ყოველწლიური პირდაპირი დაფინანსების სახეს იძენს,
პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ დადგენილების მიხედვით, ის რელიგიური გაერთიანებები,
რომელთა სახელით დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, 2014 წლის
10 ნოემბრამდე, რეორგანიზაციის გზით ან ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად412 უნდა
გაერთიანებულიყვნენ ან წარმომადგენლობითი საბჭო შეექმნათ.413 დადგენილების თანახმად, იმ
შემთხვევაში, თუ რეორგანიზაცია დათქმულ ვადაში არ ჩატარდებოდა, გაერთიანებას
დაფინანსების შესაძლებლობა არ მიეცემოდა.414 მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სახალხო
დამცველის აპარატის წარმოებაშია სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი
სასულიერო სამმართველოს“ განცხადება, რომლის მიხედვითაც, გაერთიანებას მთავრობის
დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გაცემაზე უარი სწორედ ვადის გასვლის
გამო ეთქვა. ამის შემდეგ ორგანიზაციას დაფინანსების მიღების შესაძლებლობა აღარ მიეცა.
11.2.
რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევები
2017 წელს, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე
ჩადენილი ძალადობის შემთხვევები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებში (2013-2016)
გამოვლენილი სამართალდარღვევების ფაქტებზე რეაგირების თვალსაზრისით, პრობლემა არ
დაძლეულა, - სახელმწიფოს მხრიდან საქმეები უმეტესწილად გამოუძიებელი რჩება, რაც
სისტემური ხასიათის პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს.
412
რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს ანაზღაურება.
რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი,
იქნება უფლებამოსილი, აწარმოოს სახელმწიფო ორგანოებთან თავისი აღმსარებლობის სახელით
ურთიერთობა, მიიღოს ანაზღაურება და იყოს სოლიდარულად პასუხისმგებელი მიღებული თანხის
მიზნობრივად ხარჯვაზე.
414
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებით დამტკიცებული
„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის
დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების
განხორციელების წესის“ მე-3 მუხლი.
413
157
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საანგარიშო პერიოდში, იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულმა ორგანიზაციამ სახალხო დამცველს მათ
წინააღმდეგ რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი 13 შემთხვევის შესახებ აცნობა.
ამათგან, 6 შემთხვევა იეჰოვას მოწმეების მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით
ჩადენილ ძალადობას შეეხება, 5 ფაქტი მათთვის რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის
შეშლასა და ლიტერატურის/გადასატანი სტენდების დაზიანებას, ხოლო 2 სამლოცველო
სახლების - სამეფო დარბაზების დაზიანებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო
პერიოდში
რელიგიური
შეუწყნარებლობით
ჩადენილი
დანაშაულების
რაოდენობა
შემცირებულია, როგორც არსებული სტატისტიკა აჩვენებს, ამგვარი ქმედებების მთავარი
სამიზნე კვლავ იეჰოვას მოწმეები არიან.
წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემად რჩება გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლების ქმედებები. 2017 წელს იეჰოვას მოწმეების მიერ მოწოდებული
საქმეებიდან, სამ მათგანში იკვეთება სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი
უფლებამოსილების სავარაუდოდ ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების ფაქტები.415
წინა წლებთან შედარებით, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე
უფრო ეფექტიანი რეაგირებისა და სამართალდარღვევებისათვის სწორი კვალიფიკაციის
მინიჭების მიუხედავად, გამოძიება, საერთო ჯამში, კვლავ შეიძლება შეფასდეს როგორც
არაეფექტიანი. 2016 წელს იეჰოვას მოწმეების მიმართ ჩადენილი ძალადობის, დევნის,
რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის შეშლისა და სამეფო დარბაზების დაზიანების 6
ფაქტზე დაწყებული გამოძიებები, კვლავ უშედეგოდ მიმდინარეობს.416
სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ
გულგრილ დამოკიდებულებასა და საქმეების არაგონივრული ვადით გაჭიანურებაზე
მიუთითებს 2012-2014 წლებში მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის,
მუქარისა და რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელშეშლის, მათ შორის, შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების
სავარაუდო ფაქტებზე417 ყოველგვარი სამართლებრივი შედეგის გარეშე მიმდინარე გამოძიებები.
ასევე, 2014 წელს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხის მიმართ,
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან თანამდებობის დატოვების
სავარაუდო იძულების ფაქტზე, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. არცერთ ზემოთქმულ
შემთხვევაში, დაზარალებულად ან ბრალდებულად არცერთი პირი არ არის ცნობილი.
415
განმცხადებლები მიუთითებენ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სიტყვიერი
შეურაცხყოფის, ოქმში ინფორმაციის სრულად აუსახველობისა და ზეწოლის ფაქტებზე.
416 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 15 თებერვლის N370528 წერილი.
417 2012 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის
სოფელი წინწყარო, 2013 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი სამთაწყარო, 2014 წელს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები - ჭელა და მოხე; ქობულეთის მუნიციპალიტეტი.
158
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარვეზებზე
საუბარია სახალხო დამცველის მიერ 2017 წლის 18 აგვისტოს ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტისთვის წარდგენილ კომუნიკაციაშიც.418 დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რამდენიმე
გადაწყვეტილების
აღსრულების
მდგომარეობასა
და
სიძულვილით
მოტივირებული
დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების კუთხით ქართულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში
გამოვლენილ სისტემურ და სტრუქტურულ ხარვეზებზე.
11.3.
სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევა და დისკრიმინაცია
რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა განცხადებით419, კვლავ დისკრიმინაციულია
საჯარო სკოლებში არსებული გარემო. ამ თვალსაზრისით, სრულფასოვნად არ არის დაცული
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომლის მიხედვით, სკოლა
ნეიტრალური უნდა იყოს, აკრძალულია სკოლაში უთანასწორო მოპყრობა, რელიგიური
სიმბოლოების არააკადემიური მიზნით გამოფენა, ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი.
ამასთან, პრობლემას წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური
ნეიტრალობის დარღვევის შემთხვევათა პრევენცია და მომხდარის შემთხვევაში, ეფექტიანი
რეაგირება.420
11.4.
რელიგიური გაერთიანებების საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები
კვლავ გადაუჭრელია რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული
რელიგიური ნაგებობების დაბრუნების საკითხი. სახელმწიფოს დღემდე არ გადაუდგამს
სამართლებრივი
ან
პოლიტიკური
ნაბიჯი,
რომლითაც
არადომინანტი
რელიგიური
ჯგუფებისთვის მათი ისტორიული ქონების დაბრუნებას უზრუნველყოფდა.
საქართველოს
სახელმწიფოსა
და
საქართველოს
სამოციქულო
ავტოკეფალურ
მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების
საფუძველზე421 მართლმადიდებელ ეკლესიას, მისი იტორიული საკუთრების დიდი ნაწილი
უკვე
დაუბრუნდა.
რაც
შეეხება
სხვა
რელიგიურ
გაერთიანებებს,
საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სომეხთა სამოციქულო, კათოლიკე, ევანგელურლუთერული ეკლესიები, მუსლიმი და იუდაური თემები, სახელმწიფოსგან ჩამორთმეული
საკულტო ნაგებობების დაბრუნებას ითხოვენ. საკულტო ნაგებობების დიდი ნაწილი კი,
418
ინფორმაცია ხელმისაწვდომია <http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelma-evropis-sabchosministrta-komitetis-winashe-morigi-komunikacia-waradgina.page>, {ბოლოს ნანახია 20.02.2018}.
419 ინფორმაცია ხელმისაწვდომია http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4746.pdf>, {ბოლოს ნანახია
20.02.2018}
420 დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია თანასწორობის უფლების ნაწილში.
421 კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 და მე-11 მუხლები.
159
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სახელმწიფოს ბალანსზე რჩება. გარდა იმისა, რომ პრობლემას წარმოადგენს ქონების
ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნება, ჩამორთმეულ საკულტო ნაგებობებს (მათი დიდი
ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია) სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება არ ეთმობა
და ნადგურდება.
რესტიტუციის პრობლემის მოგვარების აუცილებლობასა და სახელმწიფოს არათანმიმდევრულ
პოლიტიკას ამ მიმართულებით, ცხადყოფს საანგარიშო პერიოდში მართლმადიდებელი
ეკლესიისათვის კიდევ ერთი ტაძრის საკუთრების უფლების გადაცემის ფაქტიც. 2017 წელს,
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე დაზიანებული ეკლესია მართლმადიდებელი
ეკლესიის საპატრიარქოს გადაეცა. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი არაერთი დოკუმენტი
ადასტურებს
საბჭოთა
ოკუპაციამდე
ნაგებობის
სომეხთა
სამოციქულო
ეკლესიისადმი
კუთვნილებას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტოს422 და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები423, რომლის
საფუძველზეც გაუქმდა ეკლესიაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება და ქონება საქართველოს
საპატრიარქოს საკუთრებად დარეგისტრირდა, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა
არსებითი დარღვევით, საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და არსებობს მათი ბათილად
ცნობის საფუძვლები. ამავდროულად,
აუცილებელია შეჩერდეს ძეგლზე დღესდღეობით
მიმდინარე სამუშაოები, რამაც შესაძლოა იერსახე შეუცვალოს საკულტო ნაგებობას და ვერ
მოხერხდეს მისი თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა.424
რესტიტუციის საკითხს უკავშირდება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადაო
საკულტო ნაგებობის გადაცემის საკითხიც. 2017 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო
სააგენტოს ეგიდით მოქმედმა ე.წ. მოხეს კომისიამ მეტად პრობლემატური გადაწყვეტილება
მიიღო - მან ვერ მოახერხა მოხეს ისტორიული მეჩეთის წარმომავლობის დადგენა. შესაბამისად,
მოხეს მეჩეთი ადგილობრივ მუსლიმ თემს არ გადაეცა. სანაცვლოდ, მუსლიმ მოსახლეობას
მეჩეთის იმავე სოფელში სხვა ტერიტორიაზე აშენება შესთავაზეს. მიუხედავად სასამართლო
გადაწყვეტილებისა, რუსთავში, კათოლიკე ეკლესიას არ მიეცა შესაძლებლობა საკუთარ მიწაზე
წამოეწყო ტაძრის მშენებლობა. სახელმწიფომ, ეკლესიის ასაშენებლად, მათაც ამავე ქალაქში,
ასევე სხვა ტერიტორია შესთავაზა.
ბუნდოვანია
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
დაქვემდებარებაში
მოქმედი
რელიგიის
საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლიც, არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მიერ
საკულტო
ნაგებობების
მშენებლობის
ნებართვის
422
მოპოვების
პროცესში.
ადგილობრივი
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 10 ივლისის N1/1-1600
ბრძანება.
423 სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 ივლისის N88201760860712 და 2017 წლის 18
ივლისის N882017558545-0813 გადაწყვეტილებები.
424 სახალხო დამცველის 2018 წლის 13 მარტის N 04-9/3883 რეკომენდაცია.
160
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამგვარი ნებართვის
გაცემაზე, ითვალისწინებენ სააგენტოს პოზიციას ამა თუ იმ კონფესიისათვის ნებართვის გაცემის
თაობაზე. რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში არამართლზომიერ ჩარევად
შეიძლება შეფასდეს.
ზოგ შემთხვევაში, სახელმწიფო არადომინანტი რელიგიური ჯგუფის საკულტო ნაგებობების
აშენებას არა მხოლოდ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, არამედ მის დაწყებამდეც
ეწინააღმდეგება. ამ კუთხით საინტერესოა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი.
ბათუმში არსებული მეჩეთი მლოცველებს სათანადო სივრცით ვერ უზრუნველყოფს. წლებია,
ადგილობრივი მუსლიმები სახელმწიფოსგან ახალი მეჩეთის მშენებლობის შესაძლებლობას
ითხოვენ, თუმცა, არაერთი დაპირების მიუხედავად, საკითხი გადაუჭრელია. 2017 წელს
მუსლიმებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს მიწა მეჩეთის ასაშენებლად, მაგრამ ბათუმის მერიამ
მათ 2017 წლის 5 მაისს უარი უთხრა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე425. 2017 წლის
ზაფხულიდან მოყოლებული, მუსლიმები ახლად შეძენილ მიწაზე ღია ცის ქვეშ ლოცულობენ.
აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა სახალხო დამცველმა საკუთარი
ინიციატივით დაიწყო.426 შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ ბათუმის მერის გადაწყვეტილება
საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე
იქნა მიღებული. ამასთანავე გამოვლინდა, რომ ბათუმის მერიას არაერთგვაროვანი მიდგომა
ჰქონდა სხვადასხვა კონფესიისადმი. კერძოდ, იმავე ფუნქციურ ზონაში,427 რომელშიც მეჩეთის
მშენებლობა იქნა მოთხოვნილი, დღესდღეობით აშენებულია რამდენიმე მართლმადიდებლური
ეკლესია, რომელზეც სათანადო წესით არც ნებართვა გაცემულა და არც სამართალდარღვევის
თაობაზე დაწყებულა წარმოება.428 თუმცა მუსლიმთა429 მიმართ მიღებულია გადაწყვეტილება
სამშენებლო სამართალდარღვევის გამო (მეჩეთის თვითნებური მშენებლობა) სახდელის
დაკისრებისა და დემონტაჟის დავალებასთან დაკავშირებით.430
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
ბათუმის მერიას და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული
425
სპეციალურ ზონალურ შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 4 მაისის Nმ/825 და ნაკვეთის
სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 5 მაისის Nმ/828
ბრძანებები.
426 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმე N6929/17.
427 საცხოვრებელი ზონა 6.
428 ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის N25/959
და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის N25/2021 წერილები.
429 მუსლიმებმა საკუთარი სახსრებით ააგეს ხის კონსტრუქცია, რომელსაც რელიგიური რიტუალების
შესასრულებლად იყენებენ.
430 ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 31 მაისის N336
დადგენილება.
161
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გადაწყვეტილებების
ბათილად
ცნობა
და
საქმისათვის
მნიშვნელოვანი
გარემოებების
გათვალისწინებით, ახალი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.431
11.5.
პერსონალური მონაცემების დაცვა
საანგარიშო პერიოდში სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში
რელიგიის
სააგენტო)
წარმომადგენელთა
მხრიდან
განსაკუთრებული
ადგილი
ჰქონდა
კატეგორიის
რელიგიური
პერსონალურ
უმცირესობების
მონაცემთა
სავარაუდო
დარღვევას.432 კერძოდ, რელიგიის სააგენტომ პროექტის - „რელიგიური რუკა“, განხორციელების
ფარგლებში, რელიგიური ორგანიზაციებისაგან წერილობით მოითხოვა სასულიერო პირთა
სრული სია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები, საკონტაქტო მონაცემები, მათი
სასულიერო ხარისხისა და მსახურების ადგილის შესახებ ინფორმაციის მითითებით.433
იმის
გათვალისწინებით,
რომ
რელიგიურ
მრწამსთან
დაკავშირებული
ინფორმაცია
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მიეკუთვნება,434 ხოლო მონაცემთა დამუშავება,
თავის მხრივ, მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას გულისხმობს, მათ შორის
მის
გამოთხოვასაც435
და
კანონმდებლობა
ამგვარი
მონაცემების
დამუშავებას
განსაზღვრული საფუძვლების არსებობის გარეშე დაუშვებლად მიიჩნევს,
436
მკაცრად
სახალხო დამცველს
მიაჩნია, რომ რელიგიის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სფეროში არსებულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
განხორციელდეს
დამატებითი
ცვლილებები
ღირებულებისა
საქართველოს
და
საგადასახადო
ქონების
კოდექსში
გადასახადებზე
მოგების,
რელიგიური
გაერთიანებებისთვის თანაბარი შეღავათების უზრუნველსაყოფად
განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ სახელმწიფო
კანონში,
რომლის
მიხედვით,
საქართველოს
სამოციქულო
ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სტატუსის მქონე სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც მიეცემათ მათთვის სახელმწიფოს
431
სახალხო დამცველის 2018 წლის 28 მარტის N 04-9/4743 რეკომენდაცია.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://netgazeti.ge/news/189271/> [ბოლოს ნანახია: 2.03.18
წ.].
433 სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2017 წლის 12 აპრილის N1/552 წერილი.
434 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, „ბ“ ქვეპუნქტი და
„პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“
კონვენცია, მე-6 მუხლი.
435„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.
436„პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“
კონვენცია, მე-6 მუხლი; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მე-6 მუხლი.
432
162
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესითა და უსასყიდლოდ
გადაცემის საშუალება
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
შევიდეს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117
დადგენილებაში, „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის
საბჭოთა
ტოტალიტარული
რეჟიმის
დროს
მიყენებული
ზიანის
ნაწილობრივ
ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“
შესახებ, რელიგიური გაერთიანებების კომპენსაციის არსებული უთანასწორო პრაქტიკის
აღმოსაფხვრელად.
მათ
შორის,
დაწესდეს
ახალი
ვადა
რელიგიური
ორგანიზაციებისათვის გაერთიანების ან წარმომადგენლობითი საბჭოს შესაქმნელად
საბჭოთა
პერიოდში
ჩამორთმეული
საკულტო
ნაგებობების
ისტორიული
მესაკუთრეებისთვის დასაბრუნებლად გატარდეს ეფექტიანი ღონისძიებები, შემუშავდეს
შესაბამისი
კანონმდებლობა
რელიგიური
ნაგებობები
და
ამჟამად
ისტორიულ
სახელმწიფოს
მესაკუთრე
საკუთრებაში
რელიგიურ
არსებული
გაერთიანებებს
დაუბრუნდეს
აღიკვეთოს
რელიგიური
გაერთიანებებისთვის
მშენებლობის
ნებართვის
გაცემის
პროცესში ბარიერების შექმნის პრაქტიკა და ამ მიმართულებით, ცენტრალური
ხელისუფლების მიერ თვითმმართველობის კომპეტენციაში არამართლზომიერი ჩარევა
საქართველოს პროკურატურას:
საზოგადოებას
პერიოდულად
მიაწოდოს
ინფორმაცია
2014
წელს
ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელასა და მოხეში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში,
მუსლიმთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ
წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია 2014 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლების
მხრიდან,
სრულიად
საქართველოს
მუსლიმთა
სამმართველოს
ყოფილი შეიხის თანამდებობის დატოვებაზე, სავარაუდო იძულების ფაქტზე მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და შედეგების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას
წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია 2012-2014 წლებში მუსლიმი მოსახლეობის
წინააღმდეგ
სოფელ
ნიგვზიანში,
წინწყაროში,
სამთაწყაროსა
და
ქობულეთში
განხორციელებულ ქმედებებზე მიმდინარე გამოძიების, ასევე, იეჰოვას მოწმეების
163
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
და
სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი სავარაუდო
სამართალდარღვევების შემთხვევებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
შეიქმნას სპეციალური მონიტორინგისა და რეაგირების ჯგუფი, რომელიც საჯარო
სკოლებში
ზოგადი
აღსრულებას
განათლების
პროაქტიულად
შესახებ
გაუწევს
საქართველოს
მონიტორინგს
და,
კანონის
მოთხოვნათა
დარღვევის
აღმოჩენის
შემთხვევაში, მოახდენს სათანადო რეაგირებას
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს და რელიგიის თავისუფლების
საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, შეიმუშაოს
საგანგებო სამოქმედო გეგმა სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და
ტოლერანტობის კულტურის დასამკვიდრებლად
შეისწავლოს საჯარო სკოლებში რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლების
(მათ შორის ქალის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის (ჰიჯაბის) ტარების)
საკითხი და ჩამოაყალიბოს ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო ერთიანი
მიდგომა, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეების რელიგიური იდენტობის
გამოხატვის თავისუფლებაზე
ადგილობრივ თვითმმართველობებს
რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემის
პროცესში
დაიცვან
რელიგიური
ნეიტრალიტეტი
კონსტიტუციური პრინციპი
164
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
და
თანასწორუფლებიანობის
12. გამოხატვის თავისუფლება
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია და შესაბამისად, ამ
კუთხით არსებული გამოწვევების შესწავლა, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის
ერთ-ერთი პრიორიტეტია.
საანგარიშო პერიოდში კვლავ აქტუალურია სახალხო დამცველის რეკომენდაცია437 სპეციალურ
სტატისტიკაში არა მხოლოდ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის
დანაშაულების, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა იმ დანაშაულებრივი
ქმედების ასახვის თაობაზე, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.438
გამოხატვის
თავისუფლების
კონტექსტში
საყურადღებო
შემთხვევები
თებერვალსა და აგვისტოში ონლაინ მედიასაშუალება „გურია ნიუსისა“
439
იყო
2017
წლის
და ახალი ამბების
სააგენტო „ექსპრესნიუსის“ ვებგვერდებზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმები, რასაც
მათი მუშაობის შეფერხება მოჰყვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „გურია
440
ნიუსის“ ვებგვერდზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება
კონკრეტულ შედეგებამდე დღემდე არ მისულა,441 ხოლო „ექსპრესნიუსის“ ვებგვერდზე უკანონო
შეღწევის ფაქტზე გამოძიება საერთოდ არ დაწყებულა.442 სახალხო დამცველის მითითებით,
ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ
საგამოძიებო უწყებამ დასახელებულ და ყველა მსგავს შემთხვევებზე გამოძიება დროულად და
ეფექტიანად წარმართოს.
12.1.
აფგან მუხთარლის საქმე
საანგარიშო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო 2017 წლის 29 მაისს
თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე,
რომელსაც სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით არაერთხელ გამოეხმაურა.443
2017
წლის
20
ივლისიდან,
სახალხო
დამცველის
წინადადების444
ნაწილობრივი
გათვალისწინების შედეგად, აფგან მუხთარლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს მთავარი
437
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 440.
438 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის №MIA 9 18 00327832.
439
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://netgazeti.ge/news/174808/> [ბოლოს ნანახია
16.02.2018].
440 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://epn.ge/?id=50548> [ბოლოს ნანახია 16.02.2018].
441 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის №MIA 5 18 00326749 წერილი.
442 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 14 თებერვლის №MIA 0 18 00364850 წერილი.
443 განცხადებები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxodamcveli-azerbaidjaneli-jurnalistis-gauchinarebas-exmianeba.page>,
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcveli-afgan-muxtarlis-saqmeze-mimdinaregamodziebas-exmianeba.page> [ბოლოს ნანახია 13.02.2018].
165
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. თუმცა პროკურატურას არ გაუზიარებია
დასახელებული წინადადების ის ნაწილი, რომელიც ჟურნალისტისთვის დაზარალებულის
სტატუსის მინიჭებას მოითხოვდა.445 სახალხო დამცველი არ ეთანხმება ამგვარ პოზიციას და
კვლავ მიიჩნევს, რომ სახეზეა მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების
წინაპირობები, რამდენადაც ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შედეგად, მას ზიანი მიადგა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურას მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ გამოუკვლევია
დანაშაულის დამამძიმებელი ისეთი გარემოებების არსებობა, როგორებიცაა თავისუფლების
უკანონო აღკვეთა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ
გაყვანით ან/და დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის
მიერ,446 რის გამოც გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის
(თავისუფლების უკანონო აღკვეთა) პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებდა თვალს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ
მოვლენებს და საგამოძიებო ორგანოდან პერიოდულად ითხოვდა ინფორმაციას გამოძიების
მიმდინარეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა447 საქმის
ფარგლებში მოპოვებული ცალკეული ვიდეომასალის ავთენტურობამ, პროკურატურის ცნობით,
სხვადასხვა
ობიექტიდან
გამოთხოვილ
ათეულობით
ვიდეო-სამეთვალყურეო
კამერის
ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს და შესაბამისად,
ექსპერტიზა არ დანიშნულა.
სამწუხაროდ, ჟურნალისტის გაუჩინარებიდან თითქმის ერთი
წლის გასვლის შემდეგ, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, გამოძიება
კონკრეტულ შედეგებამდე კვლავ არ მისულა და არ მომხდარა საზოგადოების იმგვარი
ინფორმირება, რაც ნდობას გააჩენდა გამოძიების დროულად და ეფექტიანად მიმდინარეობასთან
დაკავშირებით და გააქარწყლებდა ეჭვს, რომ საქართველოს სახელმწიფომ თვალი დახუჭა ან
გულგრილად მოეკიდა ჟურნალისტის გაუჩინარებას.
აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმის განსაკურებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი
მნიშვნელობისა და გამოძიების მიმდინარეობისას გამოკვეთილი ხარვეზების გათვალისწინებით,
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ნაწილმა პარლამენტს დროებითი
საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა.448 სახალხო დამცველი მიმდინარე
444
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<http://www.ombudsman.ge/ge/recommendationsProposal/winadadebebi/saqartvelos-saxalxo-damcvelma-afgan-muxtarlis-saqmeze-saqartvelos-mtavar-prokurorswinadadebit-mimarta.page> [ბოლოს ნანახია 14.02.2018].
445 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-mtavarmaprokuraturam-saxalxo-damcvelis-winadadeba-nawilobriv-gaitvaliswina.page> [ბოლოს ნანახია 14.02.2018].
446 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 25 იანვრის №13/5929 წერილი.
447 აღნიშნული კითხვები დაისვა სატელევიზიო სიუჟეტებში, იხილეთ: http://rustavi2.ge/ka/news/78347
448
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://emc.org.ge/ka/products/sazogadoebrivi-da-mediaorganizatsiebi-afgan-mukhtarlis-gatatsebis-sakmeze-sakartvelos-parlamentsa-da-mtavar-prokurors-mimartaven>
[ბოლოს ნანახია 15.03.2018].
166
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე არსებულ კითხვებზე სარწმუნო პასუხების გაცემის
აუცილებლობაზე მიუთითებს და მხარს უჭერს აღნიშნულ მოთხოვნას.449
12.2.
სახალხო
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმე
დამცველი
ბოლო
ტელეკომპანია
„რუსთავი
აკვირდებოდა
სასამართლო
წლების
2-ის“
განმავლობაში
ირგვლივ
პროცესებს
და
აქტიურად
ადევნებდა
განვითარებულ
მოვლენებს,
შეისწავლიდა
შესაბამის
თვალყურს
რეგულარულად
დოკუმენტაციას.450
განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევები
გამოიკვეთა როგორც „რუსთავი 2-ის“ ქონების დაყადაღებისა451 და ტელეკომპანიაში დროებითი
მმართველის დანიშვნის452 თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებში, ასევე, სააპელაციო
სასამართლოს მიერ მხარეებისთვის გადაწყვეტილების საკუთარი ინიციატივით, ადრეულად
ჩაბარების ფაქტთან დაკავშირებით.453
თავის მხრივ, დასახელებულმა გარემოებებმა და
საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვამ სასამართლოებში
მიმდინარე პროცესების მიმართ ნდობას ზიანი მიაყენა.454
სახალხო დამცველი მომდევნო დღესვე გამოეხმაურა საქართველოს უზენაესი სასამართლოს
დიდი პალატის მიერ 2017 წლის 2 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას და მიუთითა, რომ მისი
აღსრულებით, შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდა ქვეყანაში მრავალფეროვანი მედიაგარემოს
შენარჩუნებას, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიასაშუალების საქმიანობას. ამ
თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ „რუსთავი 2-ის“ მოთხოვნის საფუძველზე, ადამიანის
უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული
გადაწყვეტილების აღსრულება ჯერ 2017 წლის 8 მარტამდე, მოგვიანებით კი, საკითხთან
დაკავშირებით შემდგომ შეტყობინებამდე შეაჩერა.
449
გასათვალისწინებელია, რომ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მსგავს ინიციატივას
პარლამენტმა
მხარი
არ
დაუჭირა.
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/plenaruli-sxdomebi/plenaruli-sxdomebi_news/parlamentisplenaruli-sxdoma23022018.page> [ბოლოს ნანახია 15.03.2018].
450 საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 510-511; საქართველოს სახალხო დამცველის 2016
წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“, გვ. 443-446.
451
განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelisgancxadeba-telekompania-rustavi-2-is-qonebis-dayadagebastan-dakavshirebit.page> [ბოლოს ნანახია: 21.02.2018].
452
განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelissagangebo-gancxadeba-telekompania-rustavi-2shi-droebiti-mmartvelebis-danishvnastan-dakavshirebit.page>
[ბოლოს ნანახია 21.02.2018].
453
განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxodamcveli-exmaureba-rustavi-2tan-dakavshirebul-saqmes.page> [ბოლოს ნანახია 21.02.2018].
454
განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:, <http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxodamcvelis-gancxadeba-rustavi-2is-saqmestan-dakavshirebit.page> [ბოლოს ნანახია 21.02.2018].
167
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გარდა
ამისა,
გასათვალისწინებელია,
რომ
ტელეკომპანიის
დამფუძნებლების
მხრიდან
საწარმოში მათი კუთვნილი წილების ქიბარ ხალვაშისთვის დათმობის საკითხს დღემდე არ
მისცემია სამართლებრივი შეფასება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ
პროკურატურაში გამოძიება 2012 წლიდან მიმდინარეობს.455 ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ
მიმდინარე წელს „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ
საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს456 და საგამოძიებო უწყების მხრიდან
შესაბამისი
პირებისთვის
ბრალის
დროულად
წაყენების
აუცილებლობაზე
მიუთითეს,
რამდენადაც 2019 წლის ივნისში იწურება დანაშაულის ჩამდენთა სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა.
12.3.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენები
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის
გარშემო ახალი ხელმძღვანელობის პირობებში მიმდინარე მოვლენებმა.457 მათ შორის, სახალხო
დამცველმა უარყოფითად შეაფასა მენეჯმენტის მიერ 2017 წლის დასაწყისში წარმოდგენილი
ხედვა, რომელიც გადაცემების დახურვას მხოლოდ მათ რეიტინგს უკავშირებდა.458
უარყოფითად უნდა შეფასდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები. კერძოდ, ახალი
საკანონმდებლო
რეგულირების
ფარგლებში,
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
მიერ
განხორციელებულ მთელ რიგ შესყიდვებზე აღარ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“
საქართველოს
კანონი.459
შედეგად,
მოცემულ
ეტაპზე
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული შესყიდვები საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებს გარეთ რჩება, რაც
მნიშვნელოვან შეკითხვებს აჩენს მისი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ახალი საკანონმდებლო ჩარჩო საზოგადოებრივ მაუწყებელს
ანიჭებს
უფლებამოსილებას,
საწარმოების
(სტარტაპების)
კანონმდებლობით
წახალისებისკენ
განსაზღვრული
მიმართოს,
460
რაც,
შემოსავლები
მსგავსი
დამწყები
საწარმოების
საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ბიუჯეტის მიზნობრივად
ხარჯვის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. ამასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა კომერციული
რეკლამის განთავსების შესაძლებლობა,461 რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ
455
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 2 მარტის №13/15759 წერილი.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში განცხადების რეგისტრაციის №3450/18.
457 კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის 2017 წლის
საქმიანობის შეფასება“.
458 საჯარო განცხადება ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზეhttp://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelisazogadoebrivi-mauwyeblis-agmasrulebel-sabchos-pasuxobs.page [ბოლოს ნანახია 07.03.2018].
459 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 1, ნაწილი 31, „მ“ ქვეპუნქტი.
460 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 33, ნაწილი 7.
461 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 64, ნაწილი 1.
456
168
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საზოგადოებრივი
მაუწყებლობის
პრინციპს,
რომლის
თანახმადაც
საზოგადოებრივი
მაუწყებელი თავისუფალია კომერციული გავლენისგან.462
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, აგრეთვე გამოიკვეთა
საზოგადოებრივ მაუწყებელში
შრომითი უფლებების რეალიზების კუთხით
არსებული
სხვადასხვა სახის პრობლემა,463 რაც უკავშირდებოდა ობიექტური გარემოებების გარეშე
მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას, თანამშრომელთა სამსახურში უკონკურსოდ
აყვანას, დისკრიმინაციული საფუძვლით თანამშრომლის გათავისუფლებას.
12.4.
„ბირჟა მაფიას“ საქმე
საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის 10 ივნისს განცხადებით გამოეხმაურა პოლიციის
მხრიდან ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით მუსიკალური ჯგუფის - „ბირჟა მაფიას“ წევრების,
გ. ქ. და მ.მ. დაკავებას.464 როგორც ჯგუფის წევრები, ისე მათი ოჯახის წევრები, აღნიშნულ ფაქტს
თავიდანვე უკავშირებდნენ რეპერების მიერ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ
მუსიკალურ კლიპს, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმულ პერსონაჟს ერთ მონაკვეთში ძაღლის
საყელური უკეთია. ამგვარ კავშირს აგრეთვე ადასტურებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ
მგალობლიშვილის
მიმართ
სისხლისსამართლებრივი
დევნის
შეწყვეტა
2017
წლის
დეკემბერში.465
გასათვალისწინებელია,
რომ
დასახელებულ
ფაქტთან
დაკავშირებით
თბილისის
პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცალკეული
თანამშრომლების
მიერ
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
ძალადობით
გადამეტებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე
მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე. ამ ეტაპზე კონკრეტული პირი დაზარალებულად
ან ბრალდებულად ცნობილი არ არის.466
სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ კლიპის შინაარსი და გამოყენებული
ვიზუალი გამოხატვის თავისუფლებით სრულადაა დაცული. თავის მხრივ, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლით დასჯადია სიტყვის თავისუფლების ანდა
ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისთვის უკანონოდ ხელის
შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის
462
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, „ჰ“ ქვეპუნქტი.
იხ. ამავე ანგარიშის შრომის უფლების თავი (ქვეთავი: „შრომითი უფლებების დაცვა საჯარო
დაწესებულებებში“).
464 განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcveli-birjamafias-reperebis-dakavebas-exmaureba.page> [ბოლოს ნანახია 14.02.2018].
465 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 22 იანვრის №13/4860 წერილი.
466 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 5 დეკემბრის №13/78945 წერილი; საქართველოს
463
მთავარი პროკურატურის 2018 წლის 19 თებერვლის N13/12676 წერილი.
169
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გამოყენებით. შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში, საფუძველი
იქმნება საიმისოდ, რომ საქართველოს პროკურატურამ მიმდინარე გამოძიება დამატებით
წარმართოს სიტყვის თავისუფლების ხელყოფის მიმართულებით.
წინადადება საქართველოს პარლამენტს:
აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმის შესწავლის მიზნით, შექმნას დროებითი
საგამოძიებო კომისია
რეკომენდაციები
საქართველოს პროკურატურას
საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ამ თავში განხილული საქმეების467
მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს
გამჭირვალობის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებთ, შეიმუშაოს სპეციალური წესები
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შესყიდვების განსახორციელებლად და დამწყები
საწარმოების (სტარტაპების) დასაფინანსებლად.
467
ნიკა გვარამიას მიმართ 2015 წელს განხორციელებული სავარაუდო მუქარის განხორციელების ფაქტზე
მიმდინარე გამოძიება; სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და
ჯარჯი აქიმიძის უფლებების იძულებით გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება;
სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაწყებული გამოძიება; მუსიკალური
ჯგუფის, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება; „გურია ნიუსისა“
და
ახალი
ამბების
სააგენტო
„ექსპრესნიუსის“
ვებგვერდებზე
თავდასხმები.
170
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
განხორციელებული
ჰაკერული
13. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება
საანგარიშო
პერიოდში
მანიფესტაციის
საქართველოს
თავისუფლების
სახალხო
რეალიზების
დამცველი
პროცესს
ქვეყანაში
თვალს
შეკრებისა
აქტიურად
და
ადევნებდა.
ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი პრობლემები ძირითადად პოლიციის მიერ
ნეგატიური
ვალდებულების
შესრულებას უკავშირდება,
რაც
უფლებით
სარგებლობაში
ჩარევისაგან თავის შეკავებას გულისხმობს.
2017 წლის 17 მაისს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის
წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ლგბტ+ აქტივისტების უსაფრთხოების
მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქცია შეზღუდული იყო
დროსა და სივრცეში. კერძოდ, შეკრება მიმდინარეობდა მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში,
საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციის პირობებში.468 სამართალდამცავებს
გადაკეტილი ჰქონდათ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა, ხოლო
ადგილზე მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს უშვებდნენ.469
სახელმწიფოს მხრიდან დაცვის ამგვარი ღონისძიებების გატარება საზოგადოებაში არსებული
მაღალი ჰომოფობიური ფონით არის განპირობებულია და აბრკოლებს ჰომოფობიისა და
ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის თავისუფალ გარემოში აღნიშვნას.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა მაქსიმალურად
უნდა შეუწყონ ხელი საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების შემცირებას, ასევე,
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ყველა
დაინტერესებული მხარის მიერ.
საანგარიშო წლის განმავლობაში სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა შემთხვევებს,
როდესაც
აქციის
მონაწილეებს
სამართალდამცავი
ორგანოების
თანამშრომლები
ხელს
უშლიდნენ კარვის და გასაშლელი საწოლის განთავსებასა და ბანერების გაშლაში.470 აღნიშნული
აქციები მიმდინარეობდა ფართო ტროტუარზე, ხელს არ უშლიდა ტრანსპორტის მოძრაობას, არ
კეტავდა შენობის შესასვლელს და არც დაწესებულების საქმიანობას აფერხებდა, ამდენად,
სრულად იყო დაცული შეკრების თავისუფლებით. აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში
კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობაზე მითითებულია
468
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <goo.gl/fpJJKt> [ბოლოს ნანახია: 12.02.2018].
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/433008homofobiasa-da-transfobiasthan-brdzolis-saerthashoriso-dghesthan-dakavshirebith-mthavrobis-administraciasthansaprotesto-aqcia-mimdinareobs.html?ar=A> [ბოლოს ნანახია: 12.02.2018].
470 განცხადებები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxodamcveli-safinanso-kompania-saqartvelos-dazaralebulta-shekrebis-tavisuflebis-shezgudvas-exmianeba.page>;
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcveli-rkinigzelebis-shekrebis-tavisuflebis-ukanonoshezgudvis-faqts-exmianeba.page>.
469
171
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ეუთოს
სახელმძღვანელო
პრინციპებში
მშვიდობიანი
შეკრების
თავისუფლებასთან
დაკავშირებით.471
აღნიშნული უფლების რეალიზების თვალსაზრისით, გასულ პერიოდთან შედარებით,472 უკან
გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24
აგვისტოს
გადაწყვეტილება,
რომლითაც
აქციის
მონაწილეთა
სიცოცხლისა
და
ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეზე მითითებით, კანონიერად იქნა ცნობილი სს
„საქართველოს რკინიგზის“ შენობის წინ კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვა
ტროტუარის შემადგენელ ნაწილზე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასამართლოს
აღნიშნული
განმარტება
არ
შეესაბამება
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
სტანდარტს, რომელიც შეკრების უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში ჩარევას
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მხოლოდ მაშინ უშვებს, როდესაც ამგვარი
შეზღუდვა კანონით არის გათვალისწინებული. თავის მხრივ, დასახელებულ შემთხვევაში
სახალხო დამცველის შეფასებით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს
კანონით გაწერილი უფლების შეზღუდვის რომელიმე საფუძვლის არსებობის ფაქტი არ
გამოკვეთილა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ცალკეული საჩივრების შესწავლის შედეგად, ირკვევა, რომ
აქციის
მიმდინარეობისას
დროებითი
კონსტრუქციების
განთავსება
სამართალდამცავი
ორგანოების მხრიდან იზღუდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,473 რაც ჩვენი აზრით არასწორი და შეუსაბამო
საფუძველია. კერძოდ, აღნიშნული ნორმა ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, როდესაც გზის
ღერძიდან 100 მეტრზე ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ობიექტის მშენებლობისთვის
ან პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის, სარეკლამო ფირნიშის, არასტანდარტული საგზაო ნიშნის
განთავსებისთვის
საჭიროა
შესაბამისი
ნებართვა.
სახალხო
დამცველს
მიაჩნია,
რომ
სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღნიშნული არგუმენტით შეკრებისა და მანიფესტაციის
უფლებაში ჩარევა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და უკანონო პრაქტიკას
წარმოადგენს.
471
ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, სახელმძღვანელო
მშვიდობიან შეკრებასთან დაკავშირებით, მეორე გამოცემა, ვარშავა/სტრასბურგი, 2010, პარ. 18-19, გვ. 3031; იხ. ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31
აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე №3/6463–16, გვ. 10.
472 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა
ცნობილი
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიის
მიერ
2016
წლის
25
აგვისტოს
„პარტიზანი
მებაღეებისთვის“ შეკრების უფლების და მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კარვის განთავსების
შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დადებითი მოვლენა იყო.
473
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 13 დეკემბრის №MIA 2 17 03001582, № 6 17
03002350 და 15 დეკემბრის №MIA 2 17 03023830 წერილები.
172
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
რეკომენდაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
გაითვალისწინოს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული
საკითხების სწავლება პატრულ-ინსპექტორთა საბაზისო მომზადების პროგრამაში.
ამასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური გადამზადების კურსი
ჩაუტაროს საპატრულო პოლიციისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ყველა იმ
თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებელია
სრულყოფილი რეალიზების უზრუნველყოფაზე;
შეკრების/მანიფესტაციის
უფლების
აქციის მიმდინარეობისას არ შეზღუდოს დროებითი კონსტრუქციების განთავსების
შესაძლებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე
მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
173
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
14. ინფორმაციის თავისუფლება
ინფორმაციის თავისუფლება
დემოკრატიული
სახელმწიფოს ის
განუყოფელი
ნაწილია,
რომელიც თავისუფალი აზრის ფორმირების გზით,474 განაპირობებს მრავალი სხვა უფლების
ეფექტიანი რეალიზების შესაძლებლობას.475 აღნიშნული უფლების განხორციელების უმთავრეს
საზომია
საჯარო
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობისა
და
ხელისუფლების
ანგარიშვალდებულების ხარისხი. ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მეტი გარანტიების
შესაქმნელად კვლავ აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობის დახვეწა და საერთაშორისო
სტანდარტებთან მათი ჰარმონიზაცია.476
მნიშვნელოვანია, დროულად დასრულდეს ევროპის
საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ კონვენციის
პარლამენტისთვის სარატიფიკაციოდ წარდგენის მიზნით მიმდინარე შიდასახელმწიფოებრივი
პროცედურები და ინფორმაციის თავისუფლების სპეციალური კანონის შემუშავების პროცესი,
რაც „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის“
მიხედვით, ჯერ კიდევ 2015 წლის გაზაფხულზე უნდა განხორციელებულიყო.477 აღსანიშნავია,
რომ
სახელმწიფომ
მსგავსი
კანონის
პროექტის
საბოლოო
ტექსტის
შეთანხმებისა
და
პარლამენტისთვის წარდგენის ვალდებულება მომდევნო ორი წლის სამოქმედო გეგმაშიც
გაითვალისწინა.478
14.1.
წლების
სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა
განმავლობაში
ხელმისაწვდომობა.
479
პრობლემად
რჩება
სასამართლო
გადაწყვეტილებების
თბილისის სააპელაციო
და საქალაქო
სასამართლოების განმარტებით,
480
481
ასლების
აღნიშნულს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ გადაწყვეტილებათა დამუშავება მოითხოვს
474
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II, 14.
475
ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი №34, 12 სექტემბერი 2011, პარ. 4.
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://www2.ohchr.org/english/bodies/hrc/docs/GC34.pdf> [ბოლოს ნანახია
13.03.2018].
476 საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 516-520; საქართველოს სახალხო დამცველის 2016
წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“, 450-455.
477დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის №557 დადგენილებით, იხ.
ვალდებულება 10.
478 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის №539 დადგენილებით დამტკიცებული „ღია
მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის“, ვალდებულება 7.
479 სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული №998/17 და №12417/17 განცხადებები. იხ. ასევე,
ინფორმაციის
თავისუფლების
განვითარების
ინსტიტუტი,
სასამართლო
გადაწყვეტილებათა
ხელმისაწვდომობა საქართველოში: საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი, 2016, გვ. 16;,
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <goo.gl/m8hHrA> [ბოლოს ნანახია 12.03.2018]
480 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის №08-17 წერილი.
481 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის №2145985 წერილი.
174
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სასამართლოს
განკარგულებაში
არსებული
ადამიანური
რესურსის
არაგონივრულ
გადანაწილებას და მნიშვნელოვნად აბრკოლებს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს.
მიუხედავად ამისა, დაშტრიხული სახით სასამართლო გადაწყვეტილებების საჯარო
ხელმისაწვდომობა გარანტირებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე ეროვნულ
თუ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სასამართლო გადაწყვეტილებების საქვეყნოობის
პრინციპით.482 შესაბამისად, აუცილებელია, საერთო სასამართლოებმა გაატარონ შესაბამისი
ტექნიკური, პროგრამული თუ საკადრო ღონისძიებები, რათა დაუბრკოლებლად შეძლონ
კანონმდებლობით დაკისრებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულება.
გარდა ამისა, კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს
მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილებების ღიაობის უზრუნველყოფა, რომლებიც მაღალი
თანამდებობის პირების სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.483 კერძოდ, „პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ასახული მოწესრიგება
მონაცემთა
დამმუშავებელს არ ანიჭებს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინფორმაციის
თავისუფლებასა
და
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვას
შორის
სამართლიანი
ბალანსის
დამყარებით მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. შედეგად, დღემდე, მაღალი
საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც კი, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის
გარეშე, არ გაიცემა ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირებისა და თანამდებობაზე
წარდგენილი
კანდიდატების
დაკავშირებული,
საჯარო
სამსახურებრივი
დაწესებულებაში
უფლებამოსილების
დაცული
განხორციელებასთან
განსაკუთრებული
კატეგორიის
მონაცემები.
14.2.
არქივებში დაცული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა
პრობლემები ვლინდება საარქივო ფონდის ხელმისაწვდომობის
თვალსაზრისითაც. პირველ
რიგში, აღსანიშნავია, რომ საარქივო დოკუმენტების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა
არაერთგვაროვანია პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტთან მიმართებით. ერთი
მხრივ, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის
თანახმად, პერსონალური მონაცემების შემცველ ზოგიერთ დოკუმენტაციაზე დაშვება
შეზღუდულია მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში.484 ხოლო, მეორე მხრივ, „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც შედარებით ახალ რეგულაციას
482
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა 2017 წლის 10 მარტს რეკომენდაციით
მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
<http://www.ombudsman.ge/ge/recommendations-Proposal/rekomendaciebi/saxalxo-damcvelma-tbilisis-saapelaciosasamartlos-sadjaro-informaciis-gacemis-rekomendaciit-mimarta.page> [ბოლოს ნანახია 13.02.2018].
483 საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 518-519; საქართველოს სახალხო დამცველის 2016
წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“, 451-454.
484 „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 22,
ნაწილი 4, „ბ“ ქვეპუნქტი და მუხლი 23.
175
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
წარმოადგენს, უშვებს მონაცემთა დამუშავებას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად,
მიუხედავად მისი შექმნის თარიღისა.485 გარდა ამისა, დასახელებული კანონმდებლობის
შესაბამისად, შესაძლებელია მონაცემთა გამჟღავნება მათი სუბიექტის გარდაცვალებიდან 30
წლის გასვლის შემდეგ, ან იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემების
დამუშავებას გააჩნია ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნები. 486
გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებლობა
ინფორმაციის
გაცემის
მოთხოვნის
გამოითხოვოს
მონაცემთა
არქივებს არ
დაკმაყოფილების
სუბიექტის
პერსონალური
ანიჭებს უფლებამოსილებას,
მიზნით,
შესაბამისი
მონაცემები.
ორგანოდან
შედეგად,
საარქივო
მასალასთან წვდომის უფლების მოსაპოვებლად, განმცხადებელი თავად არის ვალდებული,
საჭიროების მიხედვით, მოიპოვოს მონაცემთა მისთვის ხშირად უცნობი სუბიექტის თანხმობა ან
დაადასტუროს აღნიშნული პირის გარდაცვალების ფაქტი. მსგავსი პროცესი მნიშვნელოვნად
ართულებს საარქივო მასალაზე დაინტერესებულ პირთა წვდომას, რაც, თავის მხრივ,
განსაკუთრებულ ბარიერებს ქმნის, მაგალითად, საბჭოთა წარსულის კვლევის თვალსაზრისით.
ამდენად, აუცილებელია, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებით,
არქივებს მიენიჭოთ საარქივო ფონდის სუბიექტთა შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიების
უფლებამოსილება ან/და ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, დადგინდეს
საგამონაკლისო მოწესრიგება საბჭოთა რეჟიმის დროს შექმნილ დოკუმენტაციაზე წვდომასთან
მიმართებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, განმცხადებლები487 პრობლემურ საკითხად ასახელებენ არქივების
მიერ
გაწეული
მომსახურებისთვის
დაწესებულ
მაღალ
საფასურს,488
რის
ფონზეც
მიზანშეწონილია, ნორმატიულ დონეზე აისახოს მომხმარებელთა უფლება, მკვლევართა
დარბაზებში უფასოდ, საკუთარი აღჭურვილობის მეშვეობით გადაიღონ დოკუმენტების ასლები.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს
ცვლილებები, რომლებიც მოემსახურება ინფორმაციის თავისუფლებასა და პერსონალურ
მონაცემთა დაცვას შორის სამართლიანი ბალანსის დამყარებას. კერძოდ, ხელმისაწვდომი
გახდეს საჯარო დაწესებულებებში დაცული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის
მქონე, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირებისა და თანამდებობებზე წარდგენილი
485
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 5, „ზ“ ქვეპუნქტი.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი“ მუხლი 7, ნაწილი 1 და ნაწილი 5.
487 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეები №1913/18 და №2978/18
488 მაგ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: <https://matsne.gov.ge/ka/document/view/1549211>,
<http://www.artpalace.ge/ge/PDF/price.pdf>, <https://matsne.gov.ge/ka/document/view/1758558> [ბოლოს ნანახია
13.02.2018].
486
176
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
კანდიდატების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია
აღნიშნული პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებასთან
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას
დროულად იქნას ინიცირებული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის
პროექტი, რომლითაც შეიქმნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა
და ინფორმაციის თავისუფლებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი მექანიზმი,
ასევე
დაწესდება
სანქციები
საჯარო
ინფორმაციის
გაცემაზე
უკანონოდ
უარის
შემთხვევებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
მიმდინარე წელს დასრულდეს ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის „ოფიციალურ
დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ კონვენციის პარლამენტისთვის სარატიფიკაციოდ
წარდგენის მიზნით მიმდინარე შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს
სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შეაფასოს
საერთო სასამართლოებში არსებული საჭიროებები და მოახდინოს შესაბამისი
პროგრამული ან/და ადამიანური რესურსების ეფექტური გადანაწილება
177
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
15. საკუთრების უფლება
სახალხო დამცველი ზედამხედველობს ქვეყანაში საკუთრების, როგორც ერთ-ერთი ძირითადი
უფლების დაცვის მდგომარეობას. გასათვალისწინებელია, რომ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების
პირველადი რეგისტრაციის პროცესი არ დასრულებულა, შესაბამისად, პრობლემად რჩება ე.წ.
ზედდების (დუბლირებული რეგისტრაციის) გამოვლენის საკითხი. კვლავ დაურეგულირებელია
ე.წ. „ტრადიციულ მფლობელობაში“ არსებულ მიწებზე უფლების აღიარებისა და დაცვის
საკითხი. არც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების წინაშე
ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულა. გამოიკვეთა სახელმწიფო უწყებების მიერ უკვე
აღიარებული ვალდებულებების, ისევე როგორც სასამართლო კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილებების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის პრობლემა.
15.1.
საანგარიშო
კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებული
მოსახლეობის საკუთრების უფლება
პერიოდში
კვლავ
აქტუალურია
კოოპერატიულ
ბინათმშენებლობასთან
დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რაზეც
სახალხო დამცველი გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც საუბრობდა.489 ვერც
სახელმწიფოს საშინაო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოების მიერ
დღემდე განხორციელებული აქტივობა ჩაითვლება საკმარისად და ეფექტიანად, ვინაიდან არ
არის
შემუშავებული
კოოპერატიული
ბინათმშენებლობის
დაუსრულებლობით
დაზარალებული მოქალაქეების წინაშე არსებული ვალდებულების შესრულების ერთიანი წესი,
რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი, თუ რა ფორმით და რა ვადაში უნდა შესრულდეს
ზემოაღნიშნული პირების წინაშე არსებული ვალდებულება. დაუდგენელია, რა პრინციპით,
რომელი საფუძვლებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით შეირჩევიან/უნდა შეირჩნენ
ბინათმშენებლობის წევრებიდან პირველ რიგში დასაკმაყოფილებელი პირები (რიგითობის
განსაზღვრა). ზემოაღნიშნულ პირთა უფლებების აღსადგენად, აუცილებელია მაქსიმალურად
შემჭიდროებულ ვადებში გატარდეს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისათვის
განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემასთან და მათთან
სათანადო ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
15.2.
საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან/აღიარებასთან დაკავშირებით
არსებული პრობლემები დაბა ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ტერიტორიაზე
კვლავ აქტუალურია დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მაცხოვრებელთა მიერ მიწის
რეფორმის პერიოდში განაწილებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე
489
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 557 და საქართველოს სახალხო დამცველის 2016
წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“, გვ. 821-823.
178
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემა.490 კერძოდ, დაბა
ბაკურიანისა და დიდი მიტარბის მოსახლეობის ნაწილის განცხადებების შესწავლის შედეგად,
გაირკვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის რეფორმის დროს მიღებულ სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების
უფლების რეგისტრაციას აფერხებს ბორჯომის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე
გამოძიება.
მიუხედავად იმისა, რომ დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მოსახლეობის ნაწილს
გააჩნია მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მიწის
ნაკვეთებზე მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველს იძლევა და
დაცულია საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე დამკვიდრებული სტანდარტის შესაბამისად.491
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მიღებული დოკუმენტაციის492 თანახმად,
ბორჯომისა და დიდი მიტარბის ტერიტორიაზე მაინც მიმდინარეობდა მის საკუთრებაში
არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვა. შედეგად, საკუთრების უფლების შელახვის რეალური
საფრთხის წინაშე დგება დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მოსახლეობის დიდი
ნაწილი,
რომელიც
წლების
განმავლობაში
ფაქტობრივად
ფლობს
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთებს და ვერ ახერხებს მათზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდი
მიტარბის ტერიტორიაზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე
არ გასხვისდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთები, რასთან დაკავშირებითაც სახალხო დამცველმა წინადადებით493 მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს და ბორჯომის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. სამწუხაროდ, დასახელებული წინადადება არ
გაუზიარებიათ.494
490
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (2015) გვ. 555-556 და საქართველოს სახალხო
დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“ (2016) გვ. 808-809.
491 სერმეტ ლ. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და საკუთრების
უფლება, ადამიანის უფლებათა დოკუმენტები“.“ (1999) გვ. 17.
492 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 ივლისის №14/36081 წერილი.
493 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 7 დეკემბრის №04-2/16731 წინადადება.
494 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის №6/65767 წერილი.
179
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
15.3.
საანგარიშო
სახელმწიფო უწყებების აღიარებული ვალდებულებების შესრულებისა და
სასამართლო გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღუსრულებლობის
საკითხი
პერიოდში
გამოიკვეთა
სახელმწიფო
უწყებების
მიერ
აღიარებული
ვალდებულებების შეუსრულებლობის სისტემური პრობლემა, რომელსაც ხშირად საფუძვლად
უდევს ბიუჯეტში თანხის არარსებობა. კერძოდ, საუბარია სახელფასო დავალიანებებზე,
რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა აღსრულდეს. გამოვლინდა ისეთი შემთხვევები,
როდესაც სახელმწიფო კრედიტორების წინაშე აღიარებს დავალიანების არსებობას, გასცემს
დავალიანების არსებობის დამადასტურებელ ცნობებს, თუმცა ნებაყოფლობით არ ფარავს
არსებულ დავალიანებას.
მოქალაქეთა მომართვიანობის საფუძველზე, ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც
სახელმწიფო ორგანოები ნებაყოფლობით არ ასრულებენ სასამართლო გადაწყვეტილებებით
მათთვის
დაკისრებულ
ვალდებულებებს,
თანხის
გადახდასთან
დაკავშირებით,
და
გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებები მხოლოდ იძულებითი აღსრულების
შედეგად სრულდება. შესაბამისად, პირებს, რომელთა წინაშეც არსებობს აღიარებული
დავალიანება, უწევთ სასამართლოსთვის ან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის
მიმართვა, რაც საკმაოდ სოლიდურ ხარჯებთან და ხანგრძლივ დროსთან არის დაკავშირებული.
ამასთან,
ეს
იწვევს
გაუმართლებელ
როგორც
დატვირთვას,
სასამართლოს,
რადგან
ისე
წინასწარ
აღსრულების
ეროვნული
ბიუროს
ცალსახად
განჭვრეტადია,
რომ
ადმინისტრაციულ ორგანოს მოუწევს ვალდებულების შესრულება.
ასევე აღსანიშნავია, რომ თბილისში, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი საომარი
მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისათვის ქონებრივ (მატერიალურ)
ზარალზე და მის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს აღმასრულებელმა
ხელისუფლებამ. ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, დანგრეული საცხოვრებელი
სახლების საკომპენსაციოდ, მოქალაქეებს დაუმტკიცდათ თბილისში, ყიფშიძის ქ. N5-ში
მშენებარე „ბ“ კორპუსში განლაგებული ბინები,495 შესაბამისი ორდერები და საკუთრების
მოწმობებიც გაიცა, თუმცა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულების შესრულება ამ
დრომდე ვერ ხერხდება. აღნიშნულის თაობაზე, სახალხო დამცველის აპარატი დაუკავშირდა
თბილისის ადგილობრივ თვითმმართველობას და დაადგინა, რომ მერიის მხრიდან მართლაც
გატარდა გარკვეული ღონისძიებები ყიფშიძის ქ. N5ბ-ს მშენებლობის დასასრულებლად
(შემუშავებული
იყო
ტექნიკური
დოკუმენტაცია,
მიმდინარეობდა
მოლაპარაკებები
დაინტერესებულ პირებთან), თუმცა ეს პროცედურები საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში მიმდინარეობს და მშენებლობა წლების განმავლობაში ვერ დასრულებულა.
შესაბამისად, ვერც დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
ხერხდება.
495
თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 4 აგვისტოს დადგენილება N16.45.368
180
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
15.4.
აღიარების კომისიის გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის პრობლემა
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის მიერ შესწავლილმა საქმეებმა, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიის
ფიზიკური
და
კერძო
სამართლის
იურიდიული
პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების
შესწავლისა და აქტის დასაბუთების ვალდებულებების შეუსრულებლობაც გამოავლინა.
კერძოდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც: თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ არ
გაითვალისწინა ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემები, მაშინ, როდესაც მათი
ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობდა;496 სხვა შემთხვევაში, საკითხი
ფორმალურად გადაწყდა პირდაპირი მითითებით, რომ მიწის ნაკვეთის თვითნებურად
დაკავების და ფლობის ფაქტი არ დასტურდებოდა იმ პირობებში, როდესაც საკუთრების
უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება ბათილად
არაერთი სასამართლო გადაწყვეტილებით, სწორედ გარემოებათა გამოკვლევის ვალდებულების
დარღვევის გამო იყო ცნობილი.497
სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების
აღიარების საკითხის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტექნიკური
აღრიცხვის არქივის მონაცემებს. ამასთან, სრულიად მიუღებელია შესაბამის გადაწყვეტილებებში
მხოლოდ ფორმალური მითითება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტის
დაუდასტურებლობაზე, რადგან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას
თვითნებობის გამოსარიცხად აქტის დასაბუთება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
დროულად
შეიმუშაოს
კოოპერატიულ
ბინათმშენებლობასთან
დაკავშირებით
აღიარებული საშინაო ვალის ანაზღაურების პროცედურები, მათ შორის, განსაზღვროს
პირველ
რიგში
დასაკმაყოფილებელ
პირთა
რიგითობა,
და
დაზარალებული
მოსახლეობის წინაშე აღიარებული ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმი
შესაბამისი უწყების ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, მიიღოს
შესაბამისი გადაწყვეტილებები შესაბამისი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული წინა
წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების
აღსრულების ფონდის თანხის განკარგვის თაობაზე
496
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეები N9119-1, N9187/1 და
N9318/1.
497 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმე N1231/17.
181
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე, არ გაასხვისოს
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დაბა ბაკურიანსა და სოფელ
დიდი მიტარბის ტერიტორიაზე
საქართველოს პროკურატურას
საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია დაბა ბაკურიანისა და სოფელ
დიდი მიტარბის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების
გაცემასთან დაკავშირებული საქმეების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ
თბილისის მუნიციპალიტეტს მერიამ:
დროულად
განსაზღვროს
სიმბოლურ
ფასად
შემუშავებული
კოოპერატიული
საკუთრებაში
პროცედურების
ბინათმშენებლობის
წევრებისათვის
გადასაცემი
უძრავი
ქონება,
მთავრობის
მიერ
შესაბამისად,
მათ
შორის
პირველ
რიგში
დასაკმაყოფილებელ პირთა რიგითობის დაცვით, განიხილოს მათთან სათანადო
ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხი და მიიღოს შესაბამისი
გადაწყვეტილებები
უზრუნველყოს თბილისში, ყიფშიძის ქუჩის N5-ში მდებარე „ბ“ კორპუსის მშენებლობის,
სათანადო
ინფრასტრუქტურისა
და
საკომუნიკაციო
დაკავშირებული ღონისძიებების დროული დასრულება
182
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ქსელების
მოწყობასთან
16. საარჩევნო უფლება
საანგარიშო წელს მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა მასშტაბური საკონსტიტუციო
ცვლილებები,
რომელიც
სხვა
საკითხებთან
ერთად
საარჩევნო
სისტემის
რეფორმასაც
გულისხმობდა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული
კომპონენტის გაუქმებისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების გადაწყვეტილება
მიიღო.498 თავდაპირველად, პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვა 2020 წლისთვის
იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ, აღნიშნულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლამდე გადავადდა, რაც
რეფორმისადმი არსებული ლეგიტიმური მოლოდინების გათვალისწინებით, ნეგატიურად უნდა
შეფასდეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პროცესის მიმართ
მთავარი მოლოდინი არჩევნების შედეგების შესაბამის მანდატებში გარდასახვისას არსებული
დისპროპორციის აღმოფხვრას უკავშირდებოდა. 2017 წლის სექტემბერში კონსტიტუციაში
შესული ცვლილებებით,499 ასევე, შეიზღუდა საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა,
პოლიტიკური პარტიებისათვის შენარჩუნდა 5%-იანი ბარიერი და კონსტიტუციით განისაზღვრა
ე.წ. გაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისათვის მიკუთვნების
ძირითადი წესი.500 აღნიშნული ცვლილებები, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის
2024 წლისთვის გადავადებასთან ერთად, ვერ უზრუნველყოფდა საარჩევნო სამართლისთვის
უმნიშვნელოვანესი თანასწორობის პრინციპის რეალიზებას და საარჩევნო ხმების შესაბამის
მანდატებში პროპორციულად ასახვას.
2018 წლის 23 მარტს მესამე მოსმენით მიღებული კონსტიტუციური ცვლილებებით501
გაუნაწილებელი მანდატების განაწილების საკითხი ახლებურად მოწესრიგდა502 და მანამდე
არსებული
ხარვეზი
გამოსწორდა.
ასევე,
ერთჯერადად,
მომდევნო
საპარლამენტო
არჩევნებისათვის დაშვებულ იქნა საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, პარტიებისა და
ბლოკებისათვის დაწესებული ბარიერი კი 3%-მდე შემცირდა.
16.1.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
2017 წელს 21 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში საკრებულოს
წევრებისა და მერების არჩევის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
გაიმართა.
498
2017 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა საქართველოს კონსტიტუციური კანონი „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
499 2017 წლის 26 სექტემბრის ცვლილებები.
500 იხ. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 სექტემბრის
საქართველოს კონსტიტუციური კანონის 37-ე მუხლის მე-6-მე-9 პუნქტები.
501 2018 წლის 28 მარტის მდგომარეობით აღნიშნული ცვლილებები „საქართველოს საკანონმდებლო
მაცნეში“ ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
502 2018 წლის 23 მარტს მესამე მოსმენით მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები, 37-ე მუხლის მე-6
პუნქტი.
183
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სახალხო დამცველის წარმომადგენლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ქუთაისის პენიტენციურ და ბათუმის ფსიქიატრიულ
დაწესებულებაში მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ არჩევნების მიმდინარეობას.503
მონიტორინგმა ცხადყო, რომ არჩევნებმა მეტწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა.
გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები.504 სახალხო დამცველმა
შეისწავლა ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შემოსული არაერთი განცხადება.505
მომართვები ძირითადად ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის ხარვეზიან
პროცესს,
საარჩევნო
ადმინისტრაციული
დოკუმენტაციის
რესურსის
ხარვეზიან
გამოყენებასთან
წარმოებას,
დაკავშირებულ
აგიტაციასთან
საკითხებს,
და
უკანონო
შემოწირულობის შესაძლო ფაქტებს, ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს, საარჩევნო კამპანიის
ჩატარებას ამ საქმიანობისთვის აკრძალულ ადგილებში506 და სხვ.
გამოიკვეთა, რომ კომისიების ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების ნაწილი, წინა
წლების
მსგავსად,
დაკავშირებულია
წევრების
არასათანადო
მომზადებასთან.507
ასევე,
გამოწვევაა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობისა და
კომისიების პარტიული/პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი წევრებით დაკომპლექტების
უზრუნველყოფა. წინასაარჩევნო პერიოდი და კენჭისყრის დღე, წარსული გამოცდილებისგან
განსხვავებით, ძალადობრივი ფაქტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა და მხოლოდ რამდენიმე
შემთხვევა დაფიქსირდა508
503
იხ.
სახალხო
დამცველის
საჯარო
განცხადება,
ბმული
ხელმისაწვდომია:
<http://ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelis-gancxadeba-archevnebis-mimdinareobastandakavshirebit.page>.
504 დაფიქსირდა საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის, კომისიის მიერ საჩივრის არდარეგისტრირების
შემთხვევა, საკონტროლო ფურცლების არასწორად შევსების, საარჩევნო უბნის ბეჭდის დაკარგვის, ოქმების
არასწორად შევსების, მართვის მოწმობით ხმის მიცემის და სხვა შემთხვევები.
505პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, კომისიის წევრების განცხადებები.
506 მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა საჯარო სკოლის მასწავლებლის მხრიდან საჯარო
სკოლაში აგიტაციის ფაქტი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 31.10.2017. N01-02/2010
წერილით გვეცნობა, რომ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებლის მიმართ, საქართველოს საარჩევნო
კოდექსის 81-ე მუხლის დარღვევის ფაქტზე N82 შუახევის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგა
ოქმი და შუახევის მაგისტრატი მოსამართლის მიერ, საჯარო სკოლის მასწავლებელი
ცნობილი იქნა
ადმინისტრაციული სამართალდამრღვევად და შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
507
იხ. „სპეციალური ანგარიში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ“ რეკომენდაციები.
მაგ. ენმ-ის კანდიდატების (დ.ლაგვილავას, რ.სულუხიას) საარჩევნო შტაბებზე თავდასხმა,
მხარდაჭერებისათვის სიტყვიერი/ფიზიკური შეურაცხყოფა. ორივე შემთხვევაში დაწყებულია გამოძიება.
ბოლნისის N23 საარჩევნო ოლქის ძველი ქვეშის N20 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის
ფიზიკური დაპირისპირება.
508
184
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
16.2.
ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის სავარაუდო შეზღუდვა
არჩევნების დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით განსაკუთრებულად პრობლემური იყო
საარჩევნო
უბანზე
საარჩევნო
სუბიექტების
წარმომადგენლების
მიერ
არჩევნებზე
გამოცხადებული ამომრჩევლების შესახებ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის - პერსონალური
მონაცემების შეგროვება. აღნიშნული უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ კანონით დადგენილი
პრინციპების შესაბამისად: სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების
შეულახავად, მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის და
მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად.
ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების შეგროვება შესაძლოა არღვევდეს ძირითად
პრინციპსაც – ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვისა და მის გამოვლენაზე
კონტროლის აკრძალვას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოწმება მიმდინარეობს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.509
ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვისა და ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენების შესაძლო შემთხვევას წარმოადგენს თბილისის 170-მდე საჯარო ბაღის დირექტორის
მიერ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დავალებით, მერობის კანდიდატის, კახა კალაძის
მხარდამჭერთა სიების შეგროვების სავარაუდო ფაქტი.510 გასათვალისწინებელია მედიით
გავრცელებული ინფორმაცია საჯარო მოხელეებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლების
წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობის შესახებ.511 ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და
ადამიანის
უფლებების
ოფისის
მოხსენების
თანახმად,
სკოლების/საბავშვო
ბაღების
მასწავლებლების მმართველი პარტიის მხარდასაჭერად სავარაუდო მობილიზაციამ გარკვეული
შეშფოთება გამოიწვია საჯარო სექტორში დასაქმებულთა მიერ თავისუფლად და სამაგიეროს
გადახდის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რაც ეუთოს წინაშე
აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.512 მისასალმებელია, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ
რეკომენდაციით მიმართა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, საჯარო
სკოლებისა
და
ბაგა-ბაღების
აგიტაციისგან/კონტრაგიტაციისგან.
თანამშრომლებს
თავი
შეიკავონ
პოლიტიკური
513
509
აპარატის 9.02.2018 N61800000496 წერილი.
იხ. ბმული: <https://monitori.ge/965/> [ბოლოს ნანახია 15.02.2018].
511 წყაროს ცნობით არსებობს 54 საჯარო მოხელისგან შემდგარი სია, რომლებიც ჩართულნი არიან პარტიის
აგიტაციაში, იხ. ბმული: <http://rustavi2.ge/ka/news/87561> [ბოლოს ნანახია 15.02.2018].
512 მოხსენება წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ, 2017, გვ:14; ბმული ხელმისაწვდომია:
<http://www.osce.org/ka/odihr/elections/georgia/351621?download=true> [ბოლოს ნანახია 15.02.2018].
513 რეკომენდაცია 9.10.2017, სასწავლო პროცესის პოლიტიზების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაო
დღის განმავლობაში, მათ შორის, შესვენებისას ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, მათ
შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის გამოყენებით; მაქსიმალურად გამიჯნონ პროფესიული
საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.
510
185
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
16.3.
უკანონო შემოწირულების სავარაუდო ფაქტები
სახალხო დამცველის შეფასებით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“
კანდიდატის საარჩევნო სლოგანის514 თბილისში, თავისუფლების მოედანზე განთავსება მიზნად
ისახავს დასახელებული პარტიის მიმართ მოსახლეობის ინტერესის/მხარდაჭერის ფორმირებას
ან/და შენარჩუნებას. აღნიშნული გარემოება ხსენებულ პარტიას სხვა პარტიებთან შედარებით
პოლიტიკურ უპირატესობას ანიჭებდა, ხოლო ვინაიდან, მისი განთავსება ადგილობრივი
ბიუჯეტის სახსრებით განხორციელდა,
იგი აკრძალულ შემოწირულებას წარმოადგენდა.515
აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა სახელმწიფო აუდიტის
სამსახურს,516 ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებასთან დაკავშირებით,
თუმცა ის არ იქნა გათვალისწინებული.
სახალხო დამცველის აპარატში რამდენიმე საქმის ფარგლებში გამოვლინდა კერძო კომპანიასთან
დადებული ხელშეკრულებებით დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, პოლიტიკური
პარტიის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სარეკლამო ბანერების საჯარო
სივრცეში (საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, გაჩერებებზე) არსებობის გზით შესაძლო უკანონო
შემოწირულობის
საკითხი.
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის517
განმარტებით,
შემოწირულობასთან მიმართებით კანონით დაწესებული რეგულაციები ვრცელდება მხოლოდ
იმ ქმედებებისთვის, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო მიზნების მისაღწევად ფინანსური ან
სხვა მატერიალური ან არამატერიალური რესურსების გამოყენებას. სახალხო დამცველის
შეფასებით, აღნიშნული პოზიცია არ შეესაბამება კანონის მიზნებსა და მოთხოვნებს. კერძოდ,
კანონით პარტიის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულაციები მოქმედებს
როგორც საარჩევნო პერიოდში, ასევე მის გარეშეც.518
გასული საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მსგავსად, ამჯერადაც სხვადასხვა
მაუწყებლის ეთერში, მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროგრამების
რეკლამირებას („გაკეთდა თბილისისთვის“) ჰქონდა ადგილი. კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის შესწავლის შედეგების თანახმად,519 აღნიშნული ვიდეო რგოლები საზოგადოებისათვის
მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ აღმოჩნდა, ახორციელებდა კონკრეტული
514
ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული წარწერა - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“.
515
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 25-ე მუხ., 1 პუნ, „გ“ ქვეპ, 342-ე მუხ., 1,2
პუნ.
516
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 15 თებერვლის N04-2/2666 წინადადება.
517
წარმოადგენს თუ არა აღწერილი ფაქტი უკანონო შემოწირულობას აუდიტის სამსახურს არ შეუფასებია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 29.01.2018 N008881/09 წერილი.
518
საარჩევნო კოდექსის 261 მუხ. მე-4 ნაწ; იქვე III თავი. საარჩევნო მიზნები დაკავშირებულია
განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირების შემოსავლებისა და ხარჯების რეგულირებასთან და
არა პარტიასთან.
519
კომუნიკაციების ეროვნულის კომისიის 1.11.2017 N03/3702-17 წერილი.
186
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირებას, რის გამოც არ
შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს.520 ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის521
თანახმად, ცესკოს შეფასებით, სატელევიზიო რგოლები არ შეიცავს საარჩევნო კოდექსით
გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციისა და საარჩევნო კამპანიის ნიშნებს.522 ხოლო
აუდიტის სამსახურის შეფასებით, ვინაიდან სარეკლამო მომსახურება არ უკავშირდება
პოლიტიკურ/საარჩევნო მიზნებს, მასზე არ ვრცელდება კანონით შემოწირულობისათვის
დადგენილი რეგულაციები. სახალხო დამცველი არ იზიარებს ცესკოსა და სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის პოზიციებს, რომლებიც კანონის ვიწრო განმარტებებს ეფუძნება. იმ
პირობებში, როდესაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, ვიდეო რგოლები
საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ აღმოჩნდა და დადგინდა,
რომ მხოლოდ თბილისის მერიის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირებას ემსახურება,
ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მაუწყებლების ეთერში წინასაარჩევნო პერიოდში მათი
განთავსება სწორედ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე
მოხდა. ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში წინასაარჩევნოდ სახელმწიფოს მიერ მსგავსი
რეკლამების განთავსება დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, აუცილებელია აღნიშნულს
პასუხისმგებელმა უწყებებმა კანონის მიზნების შესაბამისი შეფასება მისცენ.
რეკომენდაციები
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას
პერსონალური
საპრეზიდენტო
მონაცემების
დაცვის
არჩევნებამდე
ინსპექტორის
შემუშავდეს
გამოცხადებული
ამომრჩევლების
დამუშავების მიზნით
აპარატთან
ინსტრუქცია
პერსონალური
თანამშრომლობით,
საარჩევნო
მონაცემების
უბნებზე
კანონისმიერად
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
პოლიტიკური
პარტიების
სასარგებლოდ
კანონიერებაზე
მსჯელობისას,
სწორად
განხორციელებული
განმარტოს
შემოწირულებების
„მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლი და განმსაზღვრელ
520
იხ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტი. ასევე, იხ. სახალხო
დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“, 2016, გვ:495-496, ბმული ხელმისაწვდომია: <http://ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf>.
521 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 15.03.2018 N02627/09 წერილით გამოგზავნილი მასალები.
522
ვინაიდან მასში არ არის ნახსენები არც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“,
არც მისი რიგითი ნომერი, ვიდეორგოლებში არ ჩანს საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი მოწოდება ან
ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს პარტიის არჩევას.
187
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
კრიტერიუმად არ მიიჩნიოს ფინანსური, სხვა მატერიალური და არამატერიალური
რესურსების მიმართება (კავშირი) საარჩევნო მიზნების მიღწევასთან
188
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
17. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება
წინა წლების მსგავსად, კვლავ ხარვეზიანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის
საკანონმდებლო
გარანტიები.
მესაკუთრეს/კანონიერ
კერძოდ,
მოსარგებლეს
ძალაში
-
რჩება
რელიგიური
კანონის
დანაწესი,
კონფესიებს
მათ
რომელიც
საკუთრებაში
(სარგებლობაში) არსებული კულტურული ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული
პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.523 ამავდროულად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს
კულტურული
მემკვიდრეობის
რელიგიური
კონფესიების
დაცვის
საკუთრებაში
ეროვნული
სააგენტოსათვის
(სარგებლობაში)
ცნობილი
არსებული
გახდა
კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ ჩადენილი სხვადასხვა დარღვევის ფაქტი.
524
ჩვენს ხელთ
არსებული ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში
ამჟამად მიმდინარეობს „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტზე
მუშაობა, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, ძეგლზე ჩადენილი
სამართალდარღვევების გამო რომელიმე მესაკუთრის მიმართ საგამონაკლისო წესის დადგენას
აღარ
ითვალისწინებს.525
სახალხო
დამცველი
იმედს
გამოთქვამს,
რომ
აღნიშნული
საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება დროულად დაიწყება და პარლამენტი მათ მიიღებს.
არ შეცვლილა უკანონო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, მსხვილმასშტაბიანი მიწის სამუშაოების
ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს
მონაწილეობისა და შესაბამისი დასკვნის გარეშე მიიღება.526 როგორც ჩვენთვის ცნობილია,527
წიაღის მართვის სფეროში, საკითხების ინსტიტუციურად მოსაწესრიგებლად და საჭირო
523
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ შესახებ კანონის 30-ე მუხ. მე-8 პუნ., ვრცლად იხ. სახალხო
დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“, 2015, გვ.:568-569. ბმული ხელმისაწვდომია: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf >.
524 მცირე ჯვრის ტაძრის დაზიანება, ძველი დადეშის ეკლესიის ორი სამარხის დაზიანება, ყინწვისის
კომპლექსის
ვიზუალური
დაცვის
არეალში
ეკლესიის
მშენებლობა,
ფარეხას
დასახლებასთან
ნაეკლესიარის ტერიტორიაზე ახალი ნაგებობის მშენებლობა, ბათუმის წმინდა ბარბარეს ეკლესიაზე
უნებართვო სამუშაოების წარმოება, სოფელ დადეშის ეკლესიაზე განხორციელებული უნებართვო
სამუშაოები, სოფელ ბირკიანთან მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის დაზიანების ფაქტი,
პატარა დაღეთში ეკლესიის დაზიანების ფაქტი, ვარძიის კომპლექსში რეაბილიტაციის დასრულებამდე
სანთლების დანთების ფაქტი. სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018
წლის 22 თებერვლის №09/513 წერილი. ასევე, დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია ანგარიშის
„რწმენისა და რელიგიის თავისუფლების“ თავში.
525
სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 თებერვლის №09/513
წერილი.
526 სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 26.02.2018 N22/1177 წერილის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში
გაცემულ ლიცენზიებთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დასკვნა არ
გააჩნია ლიცენზიის გამცემ ორგანოს, რაც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-14 მუხ.
პირველი პუნქტის დარღვევაა ვრცლად იხ. 2015 წლის ანგარიში, გვ: 565-566.
527
სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 26.02.2018 №22/1177 წერილი.
189
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საკანონმდებლო
ცვლილებების
შესამუშავებლად,
დაგეგმილია
მასშტაბური
რეფორმის
განხორციელება. მათ შორის, იგეგმება წიაღით სარგებლობისას კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის საკითხის დარეგულირება.
ერთ-ერთი საქმის528 შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კანონშეუსაბამოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების თაობაზე, უწყებებს შორის
კომპეტენციების განაწილების პრაქტიკაც. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების
წარმოების
კანონით
დადგენილი
გათვალისწინებულია კანონით.
529
წესების
დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით
არსებული სპეციალური რეგულაციების530 შესაბამისად კი, მსგავს შემთხვევებში რეაგირების
ვალდებულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ეკისრება და არა
თბილისის მერიას, როგორც ამას აქვს ადგილი პრაქტიკაში.531 ამასთან, უწყებების მხრიდან
გასათვალისწინებელია, რომ სანქციების კანონისმიერ მიზანს კულტურულ მემკვიდრეობასთან
დაკავშირებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა წარმოადგენს.532
ამასთან,
როგორც
გვეცნობა,533
ძეგლზე
ჩადენილ
სამართალდარღვევებზე
რეაგირების
ადეკვატური მექანიზმების შესამუშავებლად და არსებული საკანონმდებლო ხარვეზების
აღმოსაფხვრელად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია
ერთობლივად
აღნიშნული
მუშაობენ
პროცესი
საკანონმდებლო
გონივრულ
ვადებში
ცვლილებების
და
პროექტზე.
კულტურული
მნიშვნელოვანია,
მემკვიდრეობის
დაცვის
ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს.
ერთ-ერთი საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ თრუსოს ხეობაში მდებარე კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური მდგომარეობა რთულია და სახელმწიფოს მხრიდან
528
ნ.თ.-ის №11616/16 განცხადება, სახალხო დამცველის №04-11/11495 რეკომენდაცია.
ასკ-ის 88-ე მუხლი, ჯარიმები 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდეა დადგენილი. დაჯარიმების
საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა სამმაგდება ყოველ 6 თვეში.
530 „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ. პირველი პუნ. „ლ“ ქვეპ., ამავე მუხ. მე-3
პუნ.; ასკ-ის 239-ე მუხ. მე-10 ნაწ.; 2015 წლის 2 აპრილის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ასკ-ის 88-ე
მუხლის თაობაზე სამართალდარღვევის ოქმის გამოცემის უფლებამოსილება მერიას არ გადასცემია.
531 მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რეაგირება განახორციელა პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხ. მე-2 ნაწ. საფუძველზე.
532 წინამდებარე საქმეში მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები არ
ემსახურებოდა ძეგლზე არსებული რთული მდგომარეობის გამოსწორებას - სამართალდარღვევის
აღმოფხვრას.
საპირისპიროდ,
უწყება
სამართალდამრღვევისგან
მოითხოვდა
უკანონოდ
განხორციელებული
სამუშაოების
თაობაზე
ნებართვის
მოპოვებას,
რისი
განხორციელებაც
სამართლებრივად შეუძლებელი იყო.
533 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 სექტემბრის №09/1115
წერილი.
529
190
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ყურადღებასა და ადეკვატური ღონისძიებების გატარებას საჭიროებს. როგორც ირკვევა,534
არასრულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების თაობაზე მონაცემთა ბაზა,
რაც ართულებს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.
2014 წლიდან ამ დრომდე, ხელშესახები შედეგების გარეშე მიმდინარეობს გამოძიება საყდრისიყაჩაღიანის ოქროს საბადოს დაზიანებისა და განადგურების საქმეზე.535 არც 2014 წელს
დაწყებული გამოძიება დასრულებულა, რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის
პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების ფაქტთან დაკავშირებით.536
კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლების
დაცვის
საკითხი
აქტუალურია
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესშიც. ამის ერთ-ერთი მაგალითია, მდინარე
რიონზე537
ჰიდროელექტროსადგურების
კასკადის
ზემოქმედების შეფასების ანგარიშების თანახმად,
538
მშენებლობა,
რომლის
გარემოზე
საპროექტო ტერიტორიაზე გამოვლენილ 19
უძრავ ძეგლზე, ჰესების კასკადის მშენებლობამ, შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს.539
ასევე, პროექტის გავლენის ზონაში აღრიცხული 23 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 13
წყალსაცავების წყლით დასაფარ ტერიტორიებზე მდებარეობს და შესაბამისად, პროექტის
უშუალო ზემოქმედების ქვეშ მოექცევა.540 მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ეკოლოგიური
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ წყლით დასატბორი ტერიტორიების ფარგლებში
უშუალოდ ზემოქმედების ქვეშ არ მოექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ხოლო
საპროექტო არეალში განლაგებულ 19 ძეგლზე უშუალო ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მითითებული გარემოება
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზემოქმედების თაობაზე არ შეესაბამება გზშ-ში
მოცემულ ზემოაღნიშნულ განმარტებებს, კითხვის ნიშნები ჩნდება გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანების541 კანონიერებასთან დაკავშირებით, რომლითაც
აღნიშნული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დამტკიცდა. კერძოდ, იკვეთება, რომ
534
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 22.12.2017 №09/2342 წერილის მიხედვით,
არსებობს მწირი ინფორმაციის შევსება-განახლების, ძეგლების/ობიექტების ახალი სააღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადებისა და მათი ფიზიკური მდგომარეობის შეფასების საჭიროება.
535 მთავარი პროკურატურის 2.02.2018 №13/8363 წერილი.
536 მთავარი პროკურატურის 30.1.2018 №13/7130 წერილი.
537 ტვიში ჰესი და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი.
538
იხ.
ბმული:
<http://moe.gov.ge/res/images/filemanager/daskvnebinebartvebi/namaxvani_jinoeti_hesi/gzsh_1.pdf>, I ტომი, გვ: 347-დან.
539 მათ შორისაა როგორც ადგილობრივი, ასევე ეროვნული მნიშვნელობის ძეგლები.
540
იხ.
ბმული:
<http://moe.gov.ge/res/images/filemanager/daskvnebinebartvebi/namaxvani_jinoeti_hesi/gzsh_2.pdf>, II ტომი, გვ: 102.
541 „მდინარე რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი)
განთავსებაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2015 წლის 25 დეკემბრის №ი-1014 ბრძანება.
191
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებები სრულყოფილად არ
გამოუკვლევია, რაც კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება და აქტის ბათილობის საფუძველია.
ამასთან, ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან, ამ ეტაპზე არ დგინდება კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტროს მონაწილეობა აღნიშნული ჰესის მშენებლობის თაობაზე შესაბამისი
ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში,542 რაც კანონის დარღვევაა. კერძოდ,
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის543 თანახმად, კანონმდებლობით
განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობაზე, კანონმდებლობით
განსაზღვრულმა ორგანომ გადაწყვეტილება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს
დადებითი დასკვნის საფუძველზე უნდა მიიღოს.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
დროულად
განხორციელდეს
საკანონმდებლო
ცვლილებები
კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩატარებისა და მისი მოვლა-პატრონობის წესების
დარღვევაზე ყველა მესაკუთრის მიმართ თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად და
პასუხისმგებლობა გავრცელდეს ყველას, მათ შორის ყველა რელიგიური კონფესიის
საკუთრებაში არსებულ ობიექტზე
რეკომენდაციები
საქართველოს პროკურატურას
პერიოდულად
მოახდინოს
საავტომობილო
გზის
საზოგადოების
მშენებლობის
ინფორმირება
პროცესში
რუისი–რიკოთის
არქეოლოგიური
ობიექტების
განადგურების და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და
განადგურების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს
კულტურისა
და
ძეგლთა
დაცვის
სამინისტროს,
სსიპ
ტექნიკური
და
სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოს
542
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს №09/1902 წერილით გამოგზავნილი
მასალები. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 79-ე მუხ., მე-2 პუნ., „ე“
ქვეპ.-ის თანახმად, V კლასს განეკუთვნება ჰიდროელექტროსადგური 50 მვტ და მეტი. წინამდებარე
ჰიდროელექტროსადგურების კასკადი: ტვიში ჰესი 100 მგვტ, ნამახვანი-ჟონეთი 333 მგვტ.
192
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სრულყოფილად შეისწავლონ მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საპროექტო ტერიტორიაზე და პროექტის
გავლენის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გავლენის საკითხი
და აღნიშნული პროექტის განხორციელება არ დაუშვან კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების დაზიანებისა და განადგურების ხარჯზე
სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს
დროულად გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების/ობიექტების თაობაზე მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით და დაგეგმოს
ამგვარი საჭიროების მქონე ძეგლების/ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ
შორის თრუსოს ხეობაში
სსიპ
კულტურული
მემკვიდრეობის
დაცვის
ეროვნულ
სააგენტოს,
თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიას
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე მუშაობისას, ასევე გაითვალისწინონ
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო სამუშაოების წარმოებისას სააგენტოსა
და მუნიციპალიტეტს შორის კომპეტენციების მკაფიოდ გამიჯვნის საჭიროება, სააგენტოს
აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფით
193
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
18. შრომის უფლება
საანგარიშო პერიოდში კვლავ შემაშფოთებელია შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული
მდგომარეობა, თუმცა დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს ამ საკითხზე კანონმდებლობაში
ცვლილებების
შეტანა.
წინა
წლების
მსგავსად,
ყურადსაღებია,
აგრეთვე,
შრომის
კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და საჯარო დაწესებულებებში შრომითი უფლებების
დაცვის კუთხით არსებული პრობლემები.
18.1.
შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს,
წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი.544
2017
წელს
უმთავრეს
გამოწვევად
რჩებოდა
შრომის
უსაფრთხოების
დაცვაზე
ზედამხედველობის განმახორციელებელი ეფექტური ორგანოს არარსებობა. საგულისხმოა, რომ
ეფექტიანი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის
წესრიგით განსაზღვრული ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.545 ამასთან, ასოცირების
შესახებ შეთანხმებით, საქართველომ ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა ასახოს და პრაქტიკაში
განახორციელოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი კონვენციები,546 რომლებიც
სახელმწიფოებს ავალდებულებს, იქონიონ შრომის ინსპექციის სისტემა მრეწველობასა და
ვაჭრობის სფეროებში, არაკომერციულ სექტორში და სოფლის მეურნეობის სფეროში.547
ამ კუთხით, წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის მიღება,548 რომლითაც იქმნება შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული
ვალდებულებების აღსრულების მექანიზმი. მისასალმებელია, რომ დარღვევების აღმოჩენის
შემთხვევაში, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება სანქციების გამოყენების უფლებამოსილება,
თუმცა, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება კანონის მოქმედების გავრცელება მხოლოდ მძიმე,
მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამასთან, ზედამხედველობის ორგანოს კვლავ არ
544
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 13 თებერვლის N MIA 5 18 00355521 წერილი.
ასოცირების დღის წესრიგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, გვ. 26, ინფორმაცია
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/associationagenda_2014_en.pdf > [ბოლოს
ნანახია 19.03.2018]; ასოცირების დღის წესრიგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017-2020, გვ. 22,
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<
https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/annex_ii_-_eugeorgia_association_agenda_text.pdf > [ბოლოს ნანახია 19.03.2018].
546 ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, მუხლი 229, ნაწ. 3-4.
547 შრომის ინსპექციის შესახებ 1947 წლის N81 კონვენცია, აღნიშნული კონვენციის 1995 წლის ოქმი, შრომის
ინსპექციის (სოფლის მეურნეობა) შესახებ 1969 წლის N129 კონვენცია.
548 აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2018 წლის 7 მარტს მიიღო, ხოლო
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 2018 წლის 21 მარტს გამოქვეყნდა.
545
194
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ენიჭება დამსაქმებელთან უპირობოდ დაშვების მანდატი.549 სამწუხაროა, რომ სახალხო
დამცველის აღნიშნული პრინციპული შენიშვნები გაუთვალისწინებელი დარჩა.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხო შრომის სტანდარტი მოიცავდეს ყველა
სამუშაო ადგილს, რათა არცერთი დასაქმებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დარჩეს
დაცვის გარეშე. საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით
(2016-2017 წლებისათვის) ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ საქმიანობად განისაზღვრა
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ სტანდარტების შემუშავება
ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად. სახალხო დამცველის აპარატს აღნიშნულთან
დაკავშირებით ეცნობა,550 რომ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი
სტანდარტების დანერგვის მიზნით დამუშავდა სამი ევროდირექტივა.551 სახალხო დამცველი
იმედს გამოთქვამს, რომ მათ დასანერგად საჭირო ცვლილებების გატარება არ გაჭიანურდება.
18.2.
შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის მუშაობა
2017 წელს დამტკიცდა შრომის პირობების ინსპექტირების ახალი სახელმწიფო პროგრამა.552
თუმცა,
უშუალოდ
ამ
პროგრამით
ინსპექტირების
განმახორციელებელი
ორგანოს
უფლებამოსილებები არ გაფართოებულა და არც გაძლიერებულა, რის გამოც ინსპექტირების
პროცესში გამოვლენილ დარღვევათა შესრულების მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად
დაბალია.
549
ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს შერჩევითი კონტროლი წლის
განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, შეამოწმოს საწარმო სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური
შემთხვევის მოკვლევის მიზნით ან უკვე აღმოჩენილი დარღვევების გამოსწორების შესამოწმებლად. სხვა
შემთხვევაში, ზედამხედველობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის ბრძანების
საფუძველზე.
550 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9
თებერვლის N01/7711 წერილი.
551 1989 წლის 30 ნოემბრის საბჭოს დირექტივა 89/656/EEC სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ პერსონალური
დამცავი აღჭურვილობის გამოყენებისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური
მოთხოვნების შესახებ (მესამე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის 16 (1) მუხლის
კონტექსტში), 1999 წლის 16 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 1999/92/EEC
ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეშ მყოფ მუშათა უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეთხუთმეტე
ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16 (1) მუხლის კონტექსტში) და 1992 წლის 24
ივნისის საბჭოს 92/57EEC დირექტივა დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების იმპლემენტაციის შესახებ (მერვე ინდივიდუალური
დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში).
552 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის N627 დადგენილება.
195
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ინფორმაციით,553 2017 წელს შრომის პირობების შემოწმების თაობაზე თანხმობა გამოხატა 169
დამსაქმებელმა, რის შედეგადაც შემოწმდა 169 კომპანიის 279 ობიექტი.554 აღნიშნულთაგან
საანგარიშო პერიოდში განმეორებითი მონიტორინგი განხორციელდა მხოლოდ 33 ობიექტზე,555
რომლებზეც თავდაპირველი ინსპექტირების პროცესში გამოკვეთილი იყო 504 დარღვევა.
რემონიტორინგის შედეგად კი გამოვლინდა, რომ შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე
გამოსწორდა 99 მათგანი. რაც შეეხება იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის
კუთხით არსებულ მდგომარეობას, 2017 წელს შემოწმებულ 111 კომპანიაში (მათ შორის 6 არაგეგმურად) დეპარტამენტს მსგავსი შემთხვევების ნიშნები არ დაუფიქსირებია.
ყურადსაღებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო შრომის პირობების
ინსპექტირების 2015, 2016 და 2017 წლების სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული
მოწესრიგება,
რომლითაც
დეპარტამენტის
დასკვნები
და
რეკომენდაციები
არასაჯარო
დოკუმენტაციას წარმოადგენდა.556 აღნიშნული მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, რადგან,
აუცილებელია, როგორც საზოგადოების, ისე - დასაქმებულის ხელმისაწვდომობა საწარმოებში
შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე.557
18.3.
სანქცირების მექანიზმით აღჭურვილი ორგანოების მუშაობა
ადგილობრივი
ზედამხედველობის
თვითმმართველობის
ორგანოები
ორგანოების
უფლებამოსილნი
სამშენებლო
არიან
დაიწყონ
საქმიანობაზე
სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.558
თუმცა, მათ არ გააჩნიათ დარღვევებზე მყისიერი რეაგირების განხორციელების შესაძლებლობა.
553
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9
თებერვლის N01/7711 წერილი.
554 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9
თებერვლის N01/7711 წერილით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 15 ობიექტი შემოწმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობის
ფარგლებში.
555 1 ობიექტზე რემონიტორინგი განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში.
556 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N1/19/1241 განჩინება საქმეზე:
„ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და ა(ა)იპ „ერთობა 2013“
საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“.
557
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2016, გვ. 515, ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: < http://ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf > [ბოლოს ნანახია 19.02.2018].
558 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხ. 49.
196
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო კი შემოიფარგლება მხოლოდ
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირებით.
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ იმ
სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისთვის,
შრომის
პირობების
მონიტორინგისა
და
ობიექტის
ტექნიკური
ინსპექტირების მიზნით, 2017 წლის 11 მაისს შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი.559 თუმცა, ჯგუფი მოქმედებს
შესაბამის
ორგანოთათვის
ფარგლებში,
560
კანონმდებლობით
უკვე
მინიჭებული
უფლებამოსილების
რის გამოც აღნიშნულ ცვლილებას რაიმე არსებითი სიახლე არ შემოუთავაზებია.
18.4.
სამუშაო ადგილებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე მიმდინარე გამოძიების
შედეგები და სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით (2016-2017
წლებისათვის), ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობად განისაზღვრა სამუშაო ადგილებზე
დაშავების და გარდაცვალების შემთხვევებზე სისხლის სამართლის გამოძიების შედეგების
შესახებ ინფორმაციის სისტემატიზება და პროაქტიული გამოქვეყნება.561 თუმცა, როგორც
დადგინდა,562 საქართველოს პროკურატურა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ზემოაღნიშნულ
მონაცემებს აწვდის 2010 წლის 30 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რის
შედეგადაც შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილი მონაცემები შესაბამის ელექტრონულ
ბმულზე ქვეყნდება ერთიანი ანგარიშის ფორმით.563 ამდენად, დღესდღეობით არ არის
უზრუნველყოფილი საზოგადოების ინფორმირებულობა მსგავს შემთხვევებზე დაწყებული
559
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (N 1-1/200) და საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (N 01-98/ო) 2017 წლის 11 მაისის
ერთობლივი ბრძანება „საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი
მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ“.
560 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 29
სექტემბრის N01/61353 წერილი.
561 „საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის)
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის N388 დადგენილება.
562 საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 9 ოქტომბრის N13/65265 წერილი.
563 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://www.geostat.ge/?action=page&p_id=601&lang=geo. >
[ბოლოს ნანახია 19.03.2018].
197
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გამოძიების შედეგებისა და სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების
თაობაზე.564
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემები565
მიუთითებს, რომ, 2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების
შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11
საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს,
აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 13 შემთხვევაში. სახალხო დამცველი ხაზს
უსვამს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ შემთხვევებზე დროული და
ეფექტური გამოძიების წარმოების აუცილებლობას.
საინტერესო
მონაცემები
გამოთხოვილი
566
გამოიკვეთა
საქალაქო
და
რაიონული
სასამართლოებიდან
საბოლოო გადაწყვეტილებების შესწავლის შედეგად.
2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებაში მომხდარი
უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოებში
განხილული 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა
განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში. არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი
განაჩენი დადგა კიდევ 20 საქმეზე.567 საქმეთა 72,2% (65 საქმე), არსებითი განხილვის გარეშე
დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. 1 საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირი
გამართლდა,
1
საქმე
კი,
განრიდების
გამოყენების
მიზნით,
დაუბრუნდა
რაიონულ
პროკურატურას. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე.
568
საყურადღებოა, რომ მსგავსი შემთხვევებისას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
დაკისრებისთვის, საჭიროა სახეზე იყოს სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმების
564
სანიმუშოდ მოვიყვანთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგალითს, რომელიც საკუთარი
ვებგვერდის პირველივე გვერდზე სისტემატურად აქვეყნებს დროში განახლებად მონაცემებს ოჯახში
ძალადობის შემთხვევებზე. იხ: www.police.ge
565 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 13 თებერვლის N MIA 6 18 00351517 წერილი.
566 2017 წლის 24 ოქტომბრის N04-2/14718 წერილი.
567
ამათგან, სასჯელის ფორმად თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა 11 შემთხვევაში, რაც
ბრალდებულებს ჩაეთვალათ პირობით მსჯავრად (5 საქმეზე ჯარიმასთან, 3 მათგანზე კი განსაზღვრული
საქმიანობის უფლების აკრძალვასთან/ჩამორთმევასთან ერთად). 8 გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის
ფორმად განისაზღვრა მხოლოდ ჯარიმა. 1 შემთხვევაში კი - ჯარიმა განსაზღვრული საქმიანობის
უფლების აკრძალვასთან ერთად.
568 ზემოხსენებული 90 განაჩენიდან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრდა 5 მათგანი (3
განაჩენი ბრალდების მხარის მიერ, 1 განაჩენი დაცვის მხარის მიერ, 1 განაჩენი კი გაასაჩივრეს ბრალდების
მხარემ და ერთმა მსჯავრდებულმა). აღნიშნულთაგან 3 განაჩენი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების
მიერ დარჩა უცვლელი. 1 შემთხვევაში, აპელანტის მიმართ დადგინდა გამამართლებელი განაჩენი. 1 საქმე
კი, 2017 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქალაქო სასამართლოში დაბრუნებული არ ყოფილა.
198
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ ნორმების დაცვა ევალებოდა.569 სასამართლო გადაწყვეტილებების
ანალიზი ცხადყოფს, რომ, ხშირ შემთხვევაში, შესაბამისი წესები მოიპოვება მხოლოდ ყოფილი
საბჭოთა კავშირის 1992 წლამდე მოქმედ და შემდგომ პერიოდში მოდიფიცირებულ სამშენებლო
ნორმებში ან პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება ცალკეულ დამსაქმებელთა მიერ შედგენილი
შიდა დოკუმენტაციის საფუძველზე, ამასთან, უსაფრთხოების წესები გაბნეულია სხვადასხვა
საწარმოო პროცესის მარეგულირებელ სპეციალურ აქტებში, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში,
პრაქტიკული საქმიანობისას სირთულეებს წარმოშობს.
სასამართლოებიდან
მიღებული
ინფორმაცია
ცხადყოფს,
რომ
შრომის
უსაფრთხოების
დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებში, გარკვეულ შემთხვევებში, პასუხისმგებელ პირად
მოიაზრება სამუშაოს უშუალოდ შემსრულებელი, იშვიათ შემთხვევებში - სამუშაოს დამკვეთი ან
სამშენებლო
კომპანიის/საწარმოს
დირექტორი,
უმეტეს
შემთხვევაში
კი
-
სამუშაოთა
მწარმოებელი. ამასთან, ამ უკანასკნელის იდენტიფიცირება ყოველთვის ვერ ხერხდება.
18.5.
შრომის კოდექსში არსებული ძირითადი ხარვეზები
სამწუხაროდ, კვლავ არ აღმოფხვრილა შრომის კოდექსში არსებული ხარვეზები, რომლებზეც
სახალხო დამცველი 2015 და 2016 წლების საპარლამენტო ანგარიშებში მიუთითებდა: არ არის
განსაზღვრული დღიური სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა და კვირაში სამუშაო
დღეების რაოდენობა ისევე, როგორც ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური
დასაშვები ზღვარი და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების
ამომწურავი ჩამონათვალი. შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადების
შემზღუდველი გარემოებები არც ამჟამად ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც შრომითი
ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი. არ განსაზღვრულა, აგრეთვე, შრომის მინიმალური
ადეკვატური ანაზღაურების ოდენობა.
18.6.
შრომითი უფლებების დაცვა საჯარო დაწესებულებებში
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეები570 მიუთითებს
საჯარო დაწესებულებებში შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული
გადაწყვეტილებების მიღებისას გარემოებათა გამოკვლევისა და დასაბუთების ვალდებულებების
ხშირ
შეუსრულებლობაზე,
კანონიერების
პრინციპის
დარღვევებზე.
გამოიკვეთა
ისეთი
შემთხვევები, როგორებიცაა: საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში თანამდებობის დაკავებაზე
უარის თქმასთან დაკავშირებით სათანადო წერილობითი დასაბუთების არარსებობა; შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა კანონით გათვალისწინებული რაიმე საფუძვლის
არსებობის გარეშე; ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურების გარეშე შვებულების ნაცვლად,
569
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე, 240-ე და 2401-ე მუხლები.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა მსგავსი პრობლემა გამოკვეთა არაერთ
შესწავლილ საქმეში: N12995/16; N7395/16; N3995/17; N363/17; N16224/16.
570
199
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დასაქმებულისთვის ანაზღაურების გარეშე შვებულების მიცემა; დაკავებული თანამდებობიდან
გათავისუფლების
გამომრიცხავი
გარემოებების
შესასწავლად
შესაბამისი
ღონისძიებების
გაუტარებლობა, რამაც გამოიწვია მოხელის (ქალის) სამსახურიდან გათავისუფლება ბავშვის 3
წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში; დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლება შრომითი
ურთიერთობის ვადის გასვლის საფუძვლით უვადო შრომითი ხელშეკრულების წარმოშობის
პირობებში.
სისტემურ პრობლემად გამოიკვეთა დასაქმებულებთან განსაზღვრული ვადით შრომითი
ხელშეკრულებების დადების ტენდენცია მაშინ, როდესაც სახეზე არ არის საქართველოს შრომის
კოდექსით ამგვარი ფორმით ხელშეკრულების დადების საგამონაკლისო წინაპირობები,571 რაც
ახალისებს
დამსაქმებლების
მხრიდან
კანონით
მათთვის
მინიჭებული
უფლების
არაკეთილსინდისიერად გამოყენებას.
დამსაქმებლისთვის კანონით მინიჭებული უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების
შემთხვევებს
ადასტურებს
სსიპ
„საზოგადოებრივი
მაუწყებლიდან“
გამოთხოვილი
ინფორმაცია,572 საიდანაც დგინდება, რომ აღნიშნული დაწესებულება ფართოდ იყენებს
განსაზღვრული ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებების პრაქტიკას, რა დროსაც 1
წლამდე ვადით ხელშეკრულებების გაფორმებას არ ამართლებს ობიექტური გარემოებები.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, გენერალური დირექტორისა და
საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, არ შეირჩევიან კონკურსის წესით,573 რაც აფერხებს
დაწესებულებაში, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ უწყებაში, დასაქმების
პროცესის კონკურენტულ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში წარმართვას.
წინადადებები საქართველოს პარლამენტს:
შრომის პირობების მონიტორინგის მიზნით განისაზღვროს ეფექტიანი მონიტორინგის
ჩატარებისთვის შესაბამისი უფლებამოსილებით და აღსრულებადი მექანიზმებით
აღჭურვილი შრომის ინსპექციის შექმნა
საქართველოს შრომის კოდექსით განისაზღვროს:
o
დღიური სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა და დასაქმებულისთვის
ყოველკვირეულად მისაცემი უწყვეტი დასვენების დროის მინიმალური ოდენობა;
o
ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური დასაშვები ზღვარი;
571
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეები: N1242/17, N1315/17,
N2504/17, N2650/17, N7956/17 . ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის 24 თებერვლის N719/01 და
2017 წლის 31 მარტის N1285/01 წერილები.
572 საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის 24 თებერვლის N719/01 და 2017 წლის 31 მარტის N1285/01
წერილები.
573 საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის 24 თებერვლის N719/01 და 2017 წლის 31 მარტის N1285/01
წერილები.
200
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
o
მინიმალური ხელფასის დეფინიცია და მინიმალური ხელფასის ყოველწლიური
გადახედვის მექანიზმი;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით:
o განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობების
მიერ
დაფუძნებულ
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში ვაკანტური თანამდებობის
კონკურსის წესით დაკავების პროცედურა.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას
უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების გატარება 89/656/EEC, 1999/92/EEC და 92/57/EEC
ევროდირექტივების574 დებულებათა შესრულების მიზნით;
საქართველოს პროკურატურას
განხორციელდეს სამუშაო ადგილებზე დაშავების და გარდაცვალების შემთხვევებზე
სისხლის სამართლის გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზება და
პროაქტიული გამოქვეყნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
განხორციელდეს სათანადო ღონისძიებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის
„მრეწველობასა და ვაჭრობაში შრომის ინსპექციის შესახებ“ N81, „შრომის ინსპექციის
(სოფლის
მეურნეობაში)
შესახებ“
N129,
„სამუშაო
ადგილებზე
ჯანმრთელობის
უსაფრთხოების შესახებ“ N155 და „მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ“ N131
კონვენციების რატიფიკაციისთვის საჭირო პროცედურების დასაწყებად.
სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს
შეიმუშაოს
შრომითი
პოლიტიკის
განმსაზღვრელი
შიდა
დოკუმენტი,
რომელიც
გაითვალისწინებს ვაკანტური თანამდებობების დაკავების წესს, მათ შორის ღია
და
საჯარო კონკურსის გზით.
574
1989 წლის 30 ნოემბრის საბჭოს დირექტივა 89/656/EEC სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ პერსონალური
დამცავი აღჭურვილობის გამოყენებისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური
მოთხოვნების შესახებ (მესამე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის 16(1) მუხლის
კონტექსტში), 1999 წლის 16 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 1999/92/EEC
ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეშ მყოფ მუშათა უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეთხუთმეტე
ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში) და 1992 წლის 24
ივნისის საბჭოს 92/57EEC დირექტივა დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების იმპლემენტაციის შესახებ (მერვე ინდივიდუალური
დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში).
201
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
19. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება
ქვეყანაში ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაცია, როგორც საკანონმდებლო, ისე
პრაქტიკის თვალსაზრისით, კვლავ კრიტიკული გამოწვევების წინაშე დგას.
2017 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
ერთმნიშვნელოვნად, წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა იქნას მიჩნეული გარემოზე ზემოქმედების
შეფასების სისტემის, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული
საქმიანობებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობასთან
დაკავშირებული
თვალსაზრისით.575
ნორმების,
საერთაშორისო
დადებითად
უნდა
სტანდარტებთან
შეფასდეს
ასევე
შესაბამისობაში
ხმაურის
მოყვანის
რეგულირებასთან
დაკავშირებული ცვლილებები,576 რაც სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო. საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,577 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით
აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის 203 შემთხვევა დაფიქსირდა.578
კვლავ პრობლემურია საკანონმდებლო რეგულაციები579 რომლის მიხედვითაც პოტენციური
ინვესტორი ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) ანგარიში მხოლოდ
სახელმწიფოსთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მოამზადოს.580 გარემოზე ზემოქმედების
შეფასების გარეშე, სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის ვალდებულების აღება უგულებელყოფს
კანონის მოთხოვნებს. უცვლელი რჩება მშენებლობის სფეროში არსებული უმნიშვნელოვანესი
575
გაიაზარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობები, შემოღებული იქნა
სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურები, ჩამოყალიბდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
საზოგადოების
მონაწილეობის
მექანიზმები
(სკრინინგის,
სკოპინგის
და
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების, სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციის გაცემის პროცესში; საზოგადოების
ინფორმირება და საჯარო განხილვის ორგანიზება სახელმწიფოს ვალდებულება გახდა.); კანონმა
დააზუსტა ის შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია საქმიანობის განმახორციელებელი გათავისუფლდეს
გზშ-საგან და სხვ.
576 2017 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. კოდექს დაემატა 771 და 772 მუხლები,
რომლებიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სხვადასხვა ფორმით დღის საათებში ან ღამის საათებში
საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო
დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე.
577
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი NMIA91800387197, 16/02/2018. აღნიშნული
შემთხვევების თაობაზე უწყების მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
578 მათ შორის, ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების 1 შემთხვევა.
579 მთავრობის 21.08.2013 N214 დადგენილების მე-7 მუხ. მე-2 პუნ. „ბ“ ქვეპ. თანახმად, ინტერესთა
გამოხატვაში გამარჯვებული პირის ვალდებულებაა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების
მომზადება.
580
ვრცლად იხ. სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2015, გვ:594-595, 600, ბმული ხელმისაწვდომია:
<http://ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf>.
202
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საკანონმდებლო ხარვეზი,581 კერძოდ, კვლავ არ არსებობს შესაბამისი რეგულაციები, რომლითაც
მშენებლობის ნებართვის მსურველი ვალდებული იქნება საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა,
შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული პროექტი, ასევე მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე
ზემოქმედების შეფასება და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები წარადგინოს ადმინისტრაციულ
ორგანოში მშენებლობის ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე.582
არ
არის
განსაზღვრული
იმ
სამშენებლო-მოსაპირკეთებელი
ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია,
583
მასალების
კონკრეტული
მაშინ როცა არაერთი სამშენებლო მასალა
ხასიათდება არამდგრადი, წვადი, ტოქსიკური თუ სხვა მავნე ბუნებით.584 მოსახლეობის
ჯანმრთელობისა
და
გარემოს
დაცვის
უზრუნველსაყოფად,
შრომის
საერთაშორისო
ორგანიზაციის სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა
განსაზღვრონ სახიფათო მასალები, რომელთა გამოყენებაც აკრძალული უნდა იყოს სამშენებლო
ინდუსტრიაში.585 მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს გარკვეული
ცვლილებების შემუშავება.586 მნიშვნელოვანია ასევე განისაზღვროს სამშენებლო სფეროში
გამოსაყენებლად
აკრძალული
მასალების
ჩამონათვალი.
არასრულყოფილია
ობიექტების
სახანძრო უსაფრთხოების საკანონმდებლო გარანტიებიც. არაეფექტურია გარემოს დაცვის
სფეროში, სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული სანქციები. მთელი ქვეყნის
მასშტაბით უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება,
მასთან დაკავშირებული ხარვეზიანი კანონმდებლობა და მონიტორინგის მექანიზმები.
მწვავე პრობლემებს ქმნის დედაქალაქის ქაოტური სივრცითი მოწყობა და ურბანული
განვითარება, ქალაქგეგმარებისას გარემოსდაცვით საკითხებთან, მათ შორის რეკრეაციულ
581
ვრცლად იხ. სახალხო დამცველის ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2016, გვ:524, ბმული ხელმისაწვდომია:
<http://ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf>
582 მთავრობის 24.03.2009 N57 დადგენილების 33-ე მუხ. მე-4 პუნ. „ა“ ქვეპ.; 35-ე მუხ.
583 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 19.07.2017 N11/4349 წერილი. პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის III და VIII თავები განსაზღვრავს მხოლოდ
პროდუქტის უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს, პროცედურებს, რომლებითაც დგინდება,
შესრულებულია თუ არა შესაბამისობის ობიექტის მიმართ დადგენილი მოთხოვნები.
584 ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის 21.07.2017 N06/3125 წერილის მიხედვით, საქართველოში მთლიანი ავადობის
ტვირთის 17%, ხოლო სიკვდილიანობის ტვირთის 19% განპირობებულია გარემოს მავნე ზემოქმედებით.
გარემოსთან ასოცირებული დაავადებების მაჩვენებლები გამორჩეულად მაღალია ინდუსტრიულ
რეგიონებში..
585 „უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მშენებლობის პროცესში: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის
პრაქტიკა“ (1992), გვ: 85, ბმული ხელმისაწვდომია: <http://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---ed_protect/--protrav/---safework/documents/normativeinstrument/wcms_107826.pdf> [ბოლოს ნანახია: 13.02.2018].
586 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 19.07.2017 N11/4349 წერილის თანახმად,
იგეგმება ამ სფეროში მთავრობის დადგენილებების მიღება, ამასთან, მომზადებულია ტექნიკური
რეგლამენტის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ ცვლილებების
პროექტები.
203
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ზონებთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილებების
მიღებისას
საჯარო
ინტერესების
გაუთვალისწინებლობა, განაშენიანების კოეფიციენტების დაუსაბუთებლად გაზრდის უკანონო
პრაქტიკა.
19.1.
ქალაქმშენებლობის სფეროში არსებული ხარვეზები
სივრცითი მოწყობის კუთხით დედაქალაქში არსებული გამოწვევების ერთ-ერთი მიზეზი
სრულიად დაუსაბუთებელი და საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიღებული
გადაწყვეტილებების უკანონო პრაქტიკაა.587 აღნიშნული პრობლემა აქტუალური იყო მიმდინარე
საანგარიშო წელსაც.588
ერთ-ერთი
საქმის589
შესწავლისას
დადგინდა,
რომ
საქმის
არსებითი
გარემოებების
სრულყოფილი გამოკვლევა და გადაწყვეტილების დასაბუთება განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს
სარეკრეაციო ზონასთან მიმართებით. კანონმდებლობა სპეციალურ რეჟიმს ადგენს და
განსაზღვრავს, რომ სარეკრეაციო ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა
კანონით განსაზღვრული მშენებლობის სახეობებისა. სარეკრეაციო ზონის გაუქმებასთან ერთად
კი უქმდება საკანონმდებლო გარანტიებიც,590 რაც არსებითად ცვლის მიწის ნაკვეთის
საზოგადოებრივ დანიშნულებასა და მნიშვნელობას. გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა
უნდა გაითვალისწინონ, რომ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო
და კერძო ინტერესების ურთიერთმიმართება სხვა საკითხებთან ერთად სარეკრეაციო
ტერიტორიების შენარჩუნებასა და განვითარებასაც გულისხმობს.
გამოიკვეთა
გარემოსთან
ხელმისაწვდომობის591
ზოგადი
დაკავშირებული
პრობლემაც.
ინფორმაციის
ინფორმაციის
587
საზოგადოებისათვის
ხელმისაწვდომობა
მხოლოდ
იხ.
სახალხო
დამცველის
ანგარიში,
2016,
გვ:528,
ბმული
ხელმისაწვდომია:
<http://ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf>, ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.10.2016
ოქტომბრის გადაწყვეტილების მიხედვით, მრავალწლიანი სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად,
პალატა ასკვნის, რომ თითქმის ყოველთვის კოეფიციენტის გადამეტება შესაბამისი ორგანოს მხრიდან არ
საბუთდება.
588 აპარატში მიმდინარეობს საქმისწარმოება 15 საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც სამშენებლო სფეროს
უკავშირდება, მათ შორისაა მშენებლობების კანონიერება, მიტოვებული მშენებლობის კონსერვაციის
პრობლემა და სხვ.
589 უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან რზ 1-ის ფართობი 18 154 კვ.მ.-დან 6 031 კვ.მ-მდე მცირდება, რზ
2-ის გაუქმების შედეგად 8000 კვ.მ.-ზე მეტი ფართობი კარგავს ამ სტატუსს. თბილისის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დასკვნები და
საკრებულოს გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია. სახალხო დამცველმა N04-11/17409
რეკომენდაციით მიმართა საბჭოს/საკრებულოს და მოითხოვა უკანონო აქტების გაუქმება და კანონიერი
გადაწყვეტილებების მიღება.
590 თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილება.
591 სახელმწიფოს მხრიდან გარემოს დაცვის საკითხებში საზოგადოების ინფორმირების ვალდებულებაზე
მიუთითებს „გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში
204
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დოკუმენტაციისა და მასალების საჯაროობის ვალდებულებას არ ნიშნავს და მნიშვნელოვანია
ასეთი ინფორმაციის მოპოვების სიმარტივე. კერძოდ, დაგეგმილი ცვლილებების შესახებ
ინფორმაციის მიღება ხშირ შემთხვევაში გულისხმობს მოცულობითი მასალების დამუშავებას,
მათი ურთიერთშედარებასა და ანალიზს, რაც საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად
სპეციალურ ცოდნასა და უნარებს საჭიროებს.592 მოქალაქეებმა დაგეგმილი ცვლილებების
თაობაზე ურთიერთადაკავშირებული ინფორმაციის მარტივი და გასაგები ფორმით გაცნობა
შეუფერხებლად
უნდა
შეძლონ.
თბილისის
შემთხვევაში
კი
ვებგვედზე
www.tas.ge
განთავსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ამ მიზნების მიღწევას ვერ უზრუნველყოფს, რის
გამოც სრულად არ აკმაყოფილებს ორჰუსის კონვენციის მოთხოვნებს. უნდა აღინიშნოს, რომ
ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობა უშუალოდაა დაკავშირებული მოცემულ საკითხებზე
მართლმსაჯულების - სასამართლო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობასთან.
ამასთან,
მნიშვნელოვანია
განსახილველი
სახელმწიფომ
ინფრასტრუქტურული
გაითვალისწინოს
ცვლილებების
ადმინისტრაციულ
თაობაზე
მოქალაქეების
ორგანოში
დროული
ინფორმირების საჭიროება და აღნიშნული მიზნის მისაღწევად ადეკვატური მექანიზმები
დანერგოს. დაინტერესებულ მოქალაქეს საშუალება უნდა მიეცეს გადაწყვეტილების მიღების
პროცესში საწყის ეტაპზევე ჩაერთოს და ამასთან, დროულად მოახდინოს იდენტიფიცირება,
რამდენად ეხება განსახილველი პროექტი მის კანონიერ ინტერესებს. დაუშვებელია სამშენებლო
სფეროსთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოზე
მესამე
პირთა
უფლების
უგულებელყოფის
ხარჯზე.593
სამშენებლო
ინტერესებიდან
გამომდინარე, არ უნდა იქნას უგულებელყოფილი მწვანე საფარის შენარჩუნების საჯარო
ინტერესი. გარკვეულ შემთხვევებში მშენებლობის ნებართვა ეკოლოგიისა და გამწვანების
საქალაქო სამსახურის წერილობითი დაპირების საფუძველზე გაიცემა. დაპირების თანახმად,
მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, სამსახური მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე
ნარგავების ჭრის/გადარგვის ნებართვასაც გასცემს.594 კანონმდებლობით მსგავსი დაპირების
გაცემის წესი/პირობები განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენცია, რომელის წევრიცაა საქართველო
2000 წლიდან.
592 მაგალითად, თბილისში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მაღლივ კორპუსთან რეკრეაციული ზონების თაობაზე დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით
სათანადო ინფორმაცია და გამოკვლეული გარემოებები გადაწყვეტილებებიდან არ იკითხება. დაგეგმილი
ცვლილებების ზუსტი შინაარსი ვერ დადგინდა ვერც სახალხო დამცველის აპარატის მიერ
ადმინისტრაციულ ორგანოებთან ხანგრძლივი კომუნიკაციის შედეგად. სრულყოფილი ინფორმაციის
მიღება შეუძლებელი იყო ხსენებულ ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტებიდანაც. სახალხო
დამცველის აპარატმა მხოლოდ უფლებრივი ზონირების რუკების შედარების შედეგად გამოარკვია
აღნიშული გადაწყვეტილებების რეალური შინაარსი.
593 მაგ. დ.მ.-ს საქმე, სახალხო დამცველის რეკომენდაცია N04-3/7191 თბილისის არქიტექტურის სამსახურს.
მიშენების ლეგალიზების ბრძანება გაიცა მეზობელ ობიექტებზე და მესამე პირების ჯანმრთელობაზე
შესაძლო საზიანო ზემოქმედების გამოკვლევის გარეშე.
594 არქიტექტურის სამსახურის 8.09.2016 N2823867 წერილი.
205
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დაპირება გაიცემა მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისთვის კანონით გათვალისწინებულ
მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად.
19.2.
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გადაწყვეტილებები
2017 წელს საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი
გახდა.595
შედეგად,
საქართველომ
ეტაპობრივად
უნდა
შეასრულოს
დირექტივები
და
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები,596 რაც სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრულ
ენერგოპოლიტიკასა
და
ქმედებებს
მოითხოვს.
ჯერ-ჯერობით
არ
არსებობს
ენერგიის
განახლებადი წყაროების განვითარების ეროვნული სამოქმედო გეგმა.597
შესაბამისი დირექტივების598 თანახმად, ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება
ეროვნულ
მარეგულირებელ
ორგანოს,
როგორც
დამოუკიდებელ
სუბიექტს,
ტარიფების დადგენის კომპეტენცია ექნება. ასოცირების შესახებ შეთანხმების
599
რომელსაც
თითოეული
მხარე პასუხისმგებელია შექმნას დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებები.600 წლების
განმავლობაში
სადგურის
კი
საქართველოს
მშენებლობისას
ენერგეტიკის
ტარიფს
სამინისტრო601
თითოეულ
ყოველი
შემთხვევაში
ჰიდროელექტრო
ინდივიდუალურად
განსაზღვრავდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდის ჩათვლით ინვესტორებთან გაფორმებულ
მემორანდუმს სახელმწიფო სრულად ან ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევდა,602
რაც არ შეესაბამება ენერგეტიკის სფეროში ინფორმაციისა და მონაცემების გამჭვირვალობის
საერთაშორისო სტანდარტებს.
595
საქართველომ 2016 წ. ხელი მოაწერა „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ
ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს“, ხოლო ხელშეკრულების რატიფიცირება
2017წ. მოხდა.
596
დირექტივები
გაწერილია
2017-2023
წწ.
ბმული
ხელმისაწვდომია:
<http://www.energy.gov.ge/projects/pdf/pages/Energetikuli%20Gaertianebis%20Damfudznebel%20Khelshekrulebas
tansakartvelos%20Sheertebis%20Shesakheb%20Okmi%201454%20geo.pdf > [ბოლოს ნანახია: 10.02.2018].
597 სახელმწიფოს ვალდებულებაა დანერგოს დირექტივა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის
გამოყენების ხელშეწყობის შესახებ, N2009/28/EC.
598 დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ N2009/72/EC, დირექტივა
ბუნებრივი აირის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ N2009/73/EC.
599 ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-11 თავის 215-ე
მუხ.
600
ეს ორგანოები უნდა იყვნენ აღჭურვილნი ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრების
რეგულირების უფლებით.
601 აღნიშნული უწყების უფლებამონაცვლეს 2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების
შედეგად წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
602 მაგ. შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობის თაობაზე მემორანდუმი სრულად კომერციული
საიდუმლოა.
206
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სახალხო
დამცველის
აპარატის
მიერ
რამდენიმე
საქმის603
შესწავლისას,
გამოიკვეთა
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების მხრიდან
მიღებული გადაწყვეტილებების პრობლემურობა. კერძოდ, გადაწყვეტილებები მიიღებოდა
საზოგადოების სათანადო ინფორმირების და ჩართულობის, ასევე მოსახლეობის სოციალურეკონომიკური საჭიროებების გათვალისწინებისა და გრძელვადიანი სარგებლისა და მიყენებული
ზიანის თანაზომიერების გამოკვლევის გარეშე. ასეთი დამოკიდებულება ხშირ შემთხვევებში
საზოგადოებას გონივრულ ვარაუდს უჩენს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ფორმალურ
ხასიათს ატარებს.
19.3.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ატმოსფერული და შენობის შიდა
ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ინდექსით, საქართველო მესამე
ადგილზე
იმყოფება.604
საქართველოში
ატმოსფერული
ჰაერი
ბინძურდება
ავტოტრანსპორტიდან, ენერგეტიკული სექტორიდან, სამრეწველო საქმიანობიდან და სოფლის
მეურნეობის დარგებიდან.605 ამასთან, სახელმწიფო აღიარებს,606 რომ მოქმედი ჰაერის ხარისხის
მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტები და მონიტორინგის არსებული სისტემა ჰაერის
დაბინძურების და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შეფასების საშუალებას არ
იძლევა – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული პარამეტრების
მიხედვით.
ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ჩარჩო ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სრულად
არ ასახავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ
ვალდებულებებს. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობაში ჰაერის დამაბინძურებელი
ნივთიერების (გოგირდის, აზოტის, ნახშირბადის ჟანგეულების, კადიუმის, ნიკელის და სხვ.)
603
ხუდონჰესი, აჭარისწყლის ჰესების კასკადი, ნენსკრა ჰესი, ნამახვანის ჰესი. აღნიშნული ჰესების
ნაწილთან დაკავშირებით სახალხო დამცველი შეფასებებს ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად
ასახავდა საპარლამენტო ანგარიშებში.
604 სსიპ ლ.საყვარელიძის
სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის 21.07.2017 #06/3123 წერილი.
605 სატრანსპორტო გაფრქვევების მაღალი დონის შესამცირებლად სსიპ ლ.საყვარელიძის სახ. დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს
საჭიროდ მიაჩნია
საავტომობილო საწვავის ხარისხისა და ავტომობილების გამონაბოლქვის ნორმების ეტაპობრივი
გამკაცრება და კონტროლი, სატრანსპორტო საშუალებების დასაშვები ასაკობრივი ზღვარის დაწესება და
თანდათან შემცირება, სატრანსპორტო ნაკადების მართვის ოპტიმიზაცია, ელექტროტრანსპორტის
განვითარება და სხვ.
606 სსიპ ლ.საყვარელიძის
სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის 21.07.2017 N06/3123 წერილი.
207
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ზღვრული მნიშვნელობები არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს.607 ამასთან, ეროვნულ
დონეზე საერთოდ არ არის რეგლამენტირებული ცალკეული მნიშვნელოვანი დამაბინძურებლის
(უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5)) ზღვრული მნიშვნელობები.608 გარდა ამისა,
საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება ისეთი საკითხები, როგორებიცაა საუკეთესო
ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები, კონკრეტული სტაციონარული წყაროებისთვის გაფრქვევის
ზღვრული მნიშვნელობები და ინტეგრირებული სანებართვო სისტემა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, სხვადასხვა დამაბინძურებლით
გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 120 050 566
ლარია
დახარჯული.609
საგულისხმოა,
რომ
ჰაერში
მავნე
ნივთიერებათა
არსებობაზე
მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მუნიციპალურ ტრანსპორტს, რომელთა უმრავლესობას არ გააჩნია
გამართული გამონაბოლქვის სისტემა. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
ინფორმაციით, 2017 წელს თბილისში არსებული 816 ავტობუსიდან 143 ერთეულს არ
ეკუთვნოდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო დარჩენილი 673 ავტობუსიდან,
ამგვარი
შემოწმება
ექსპლუატაცია
ვერ
გაიარა
დაუშვებელია
456
ერთეულმა.610
საქართველოს
მართალია,
მსგავსი
ავტობუსების
კანონმდებლობით,
თუმცა
მგზავრთა
611
გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, სატრანსპორტო კომპანია მაინც
ახორციელებს ხაზზე გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გაშვებას,612 რაც კანონის
დარღვევაა.
სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული დოკუმენტაციის613 ანალიზი ცხადყოფს, რომ
ატმოსფერული
ჰაერის დაცვის
სფეროში
არსებული
რეგულაციები
ხშირ
შემთხვევაში
არაეფექტურია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მიმართ კანონით გათვალიწინებული
607
2008/50/EC დირექტივა ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ და
2004/107/EC დირექტივა ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შემცველობის შესახებ.
608 გარემოს დაცვის მოქმედებათა მე-3 ეროვნული პროგრამა 2017–2021, სამუშაო ვერსია, 2017, გვ:48.
609ქ. თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, გვ. 24. ინფორმაცია
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://www.sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2018/atmosferuli-haerisdabinzureba.pdf> [ბოლოს ნანახია 20.03.2018].
610 ქ. თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, გვ. 18 ინფორმაცია
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://www.sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2018/atmosferuli-haerisdabinzureba.pdf> [ბოლოს ნანახია 20.03.2018].
611 „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 18, ნაწილი 1, „ბ“ ქვეპუნქტი.
612 თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, გვ. 18. ინფორმაცია
ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://www.sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2018/atmosferuli-haerisdabinzureba.pdf> [ბოლოს ნანახია 20.03.2018].
613 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 27.10.2017 #8 17 00075963 წერილი.
208
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სანქციები არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებათა სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს რეგულაციების
განგრძობითი უგულებელყოფის პრევენციას.
მაღალი მოლოდინები არსებობდა სატრანსპორტო სექტორიდან გაფრქვევის რეგულირებასთან
მიმართებით, კერძოდ კი 2017 წლის 31 დეკემბრიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის ე.წ.
ტექდათვალიერების შემოღებასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის მიერ
მიღებული ცვლილებებითა614 და მთავრობის ახალი რეგლამენტით,615 აღნიშნული საკითხები
კვლავ გადავადდა რამდენიმე წლით. საკანონმდებლო ცვლილებებს სახალხო დამცველი
გამოეხმაურა616 და უარყოფითად შეაფასა.
19.4.
სახანძრო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები
საანგარიშო პერიოდში საზოგადოებრივი ყურადღება მიიპყრო სახანძრო უსაფრთხოების
კუთხით არსებულმა მძიმე მდგომარეობამ, რაც რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევაში
გამოვლინდა. მათ შორისაა ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძარი, რასაც 11
ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სახალხო დამცველის შეფასებით, ხარვეზიანია და არ არის სრულყოფილი ობიექტების სახანძრო
უსაფრთხოების
მარეგულირებელი
მთავარი
უსაფრთხოების
წესებისა
და
პრობლემურია
სახანძრო
უსაფრთხოებასთან
პირობების
სამართლებრივი
შესახებ“
დოკუმენტი
ტექნიკური
დაკავშირებული
-
„სახანძრო
რეგლამენტი,
617
მოთხოვნების
ასევე,
აღსრულება
პრაქტიკაში.
ზემოაღნიშნული რეგლამენტით გაწერილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები,618 მხოლოდ
უკვე არსებულ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებზე ვრცელდება და თავად რეგლამენტში არ არის
გათვალისწინებული ამგვარი სისტემების მოწყობის ვალდებულება. აქტუალიზებული წესების
კრებული, რომელიც ობიექტისა და მასში დასაქმებული პირების მიმართ უფრო დეტალურ და
ფართოდ
გაწერილ
ვალდებულებებს
შეიცავს,
რუსულენოვანია
და
საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეს მეშვეობით მისი მოძიება შეუძლებელია. სხვა დოკუმენტები, რომლითაც
ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს, თავმოყრილი და ხელმისაწვდომი არ არის
614
ბმული ხელმისაწვდომია: <https://info.parliament.ge/#law-drafting/14661> [ბოლოს ნანახია 12.02.2018].
მთავრობის 1.12.2017, #510 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო
საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“.
616ბმული ხელმისაწვდომია: <http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcveli-exmianeba-avtotransportisew-teqdatvalierebastan-dakavshirebul-cvlilebebs.page>[ბოლოს ნანახია 12.02.2018]. სახალხო დამცველმა
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას დააფიქსირა უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშულის
თაობაზე და მხარი დაუჭირა ყველა ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების დროულად ამოქმედებას
იმ სახით, რაც დადებითად აისახებოდა ჰაერისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
617 მთავრობის 23.07.2015 #370 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი.
618სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძრის ჩაქრობის დანადგარების, კვამლსაწინააღმდეგო დაცვის და
წყალმომარაგების წყაროებისთვის.
615
209
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საქართველოს კანონმდებლობაში ან/და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ვებ–
გვერდის მეშვეობით, რაც ართულებს სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების
ინფორმირებულობას.
გარდა ამისა, გამოიკვეთა619 ცალკეული შემთხვევები, როდესაც ობიექტზე თავს იჩენს მოქმედი
კანონმდებლობის იმგვარი უხეში დარღვევის ფაქტები, რაც შესაძლოა ქმნიდეს ხანძრის გაჩენის
საშიშროებას ან/და ემუქრებოდეს ადამიანთა უსაფრთხოებას. თუმცა, სსიპ საგანგებო
სიტუაციების სააგენტოს არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონდა მიმართული სასამართლოსთვის
შენობა–ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსოს ექსპლუატაციის ან ცალკეული
სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ. ამავდროულად,
საქართველოს
მასშტაბით
მრავალ
ობიექტზე
გამოიკვეთა
ისეთი
ტიპის
მოთხოვნების
შეუსრულებლობა, როგორებიცაა საჭირო შემთხვევებში უწვი მასალების გამოყენება,
საევაკუაციო გზებისა და გასასვლელების სათანადოდ მოწყობა, სახანძრო სიგნალიზაციის და
ხანძრის ავტომატური დანადგარების არსებობა ან/და ექსპლუატაცია, ხანძარსაწინააღმდეგო
წყალსადენი სისტემების არსებობა ან/და ექსპლუატაცია, ხანძრის ქრობის პირველადი
საშუალებებით უზრუნველყოფა, ელექტრო სადენების, ელექტრო დანადგარების, ელექტრო
ნაკეთობების მოთხოვნების შესაბამისად მონტაჟი და ექსპლუატაცია, სახანძრო უსაფრთხოებაზე
პასუხისმგებელი პირის დანიშვნა და ობიექტის თანამშრომლებისთვის სახანძრო უსაფრთხოების
სწავლება.620
სახანძრო
უსაფრთხოების
წესებისა
და
პირობების
შესახებ
ტექნიკური
რეგლამენტის
მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული ჯარიმა621
შეუსაბამოა
დარღვევის
სიმძიმესთან
და
მოსალოდნელ
შედეგებთან.
მთავარი
პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად კი, გამოიკვეთა, რომ
სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მიმდინარე გამოძიება ხშირ
შემთხვევაში ჭიანურდება და ვერ ხდება კონკრეტული პირის/პირების პასუხისგებაში მიცემა.622
19.5.
გარემოსდაცვითი საკითხები სამეწარმეო საქმიანობისას
2013-2015 წლებში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“623 მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 357 მლნ
ლარს აღემატება. 2013624 და 2015625 წლებში დაწყებული გამოძიებები ამ დრომდე, ხელშესახები
619
სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 29.05.2017 N1 17 01257067 წერილი.
სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 29.05.2017 N1 17 01257067 წერილი.
621 ასკ-ის 177-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 50 ლარიდან 300 ლარამდე.
622 მთავარი პროკურატურის 14.08.2017 #13/53726 წერილი.
623
ვრცლად იხ. სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2016, გვ:525-დან.
624
მთავარი პროკურატურის N13/2541, N13/1995 წერილების მიხედვით, გამოძიება დაწყებულია
წიაღისეულის გამოყენების წესის დარღვევის ფაქტზე.
625მთავარი პროკურატურის N13/2541, N13/1995 წერილების მიხედვით, გამოძიება დაწყებულია კომპანიის
ხელმძღვანელ პირთა მიერ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, სასამართლო გადაწყვეტილების
620
210
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შედეგების გარეშე გრძელდება. არ დასრულებულა 2013 წელს დაწყებული გამოძიება თბილისში,
ასათიანის ქ. N10-ში მწვანე ნარგავების თვითნებურად გაჩეხვის ფაქტზე.626
სახელმწიფოს განმარტებით,627 შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიმართ გამოყენებულმა ჯარიმებმა და
დამატებით მიცემულმა ვადებმა ვერ უზრუნველყო სალიცენზიო/სანებართვო პირობების
შესრულება და კომპანია განაგრძობდა საქმიანობას პირობების დარღვევით.628 სახელმწიფოს
ამოეწურა კანონისმიერი ბერკეტები კომპანიისათვის ლიცენზიის/ნებართვის პირობების
შესრულების უზრუნველსაყოფად.629
წლების განმავლობაში, ვერ მოხერხდა RMG Gold-ისა და RMG Copper-ის სამეწარმეო საქმიანობის
შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემებს
შორის
მიზეზ-შედეგობრივი
კავშირების
გამოკვლევა
ბოლნისისა
და
მუნიციპალიტეტებში. სახელმწიფო განმარტებით, ის ეყრდნობა ექსპერტების
630
დმანისის
აზრს, რომ
პოპულაციის სიმცირიდან გამომდინარე ვერ მოხდება კორელაციური კავშირის დადგენა და
მყარი მტკიცებულებების მიღება და პრიორიტეტულად პროფილაქტიკური ღონისძიებების
გატარება მიიჩნევა. როგორც ირკვევა, ჩასატარებელია გაღრმავებული ეპიდემიოლოგიური
კვლევებიც, რომლითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული რისკ ფაქტორების გამოვლენა და
მათი ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ეფექტების დადგენა. ამ მიმართულებით დღემდე
გატარებული
ზომები
არაეფექტიანად
უნდა
ჩაითვალოს,
რაც
ლახავს
ადგილობრივი
მოსახლეობის უფლებას ჯანმრთელობასა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაზე.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
შეიტანოს ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარემოს
დაცვის სფეროში ჩადენილ და „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების
შეუსრულებლობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის განზრახ თავის არიდების,
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.
626 მთავარი პროკურატურის N13/8835 წერილი.
627 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7.02.2018, N1067/01 წერილი.
628
გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის მინისტრის 5.07.2016, Nი-334 ბრძანება.
სახელმწიფო თავად გახდა იძულებული საწარმოო პროცესის პარალიზების, უარყოფითი ეკოლოგიური
პროცესების განვითარების და საბიუჯეტო შემოსავლების შეჩერების თავიდან აცილების მიზნით, ასევე
დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწინებით, კომპანიისთვის ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების
გადაწყვეტილებისგან თავი შეეკავებინა და საწარმოში სპეციალური მმართველის დანიშვნის მოთხოვნით
მიემართა სასამართლოსათვის. სასამართლომ დაამტკიცა კომპანიის საქმიანობის შესასრულებელი
ღონისძიებების გეგმა და დაავალა სამინისტროშო/სასამართლოში ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა.
630 სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 3.082017
N06/3332 წერილის მიხედვით, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობდა აშშ დაავადებათა კონტროლისა და
პრევენციის ცენტრების ექსპერტთა ჯგუფთან ზეპირი კონსულტაციები.
629
211
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შესახებ“
ტექნიკური
რეგლამენტის
შეუსრულებლობასთან
დაკავშირებული
სამართალდარღვევებისათვის სანქციების გასამკაცრებლად
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57
დადგენილებაში და განისაზღვროს ამავე დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტში მითითებული სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური
კვლევის წარდგენის ვალდებულება გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, მშენებლობის
ნებართვის გაცემის პროცესში
დააჩქაროს „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და უფრო სუფთა ჰაერი ევროპისთვის“
2008/50/EC და „ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყალის,
ნიკელის და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შესახებ“ 2004/107/EC
დირექტივების იმპლემენტაციისათვის საჭირო ღონისძიებები
უზრუნველყოფილი იქნას ენერგეტიკის სფეროში ინფორმაციისა და მონაცემების
გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების შესრულების მიზნით, ინვესტორებთან
დადებული ხელშეკრულებების საჯაროობა და ტარიფების საქართველოს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრა
გატარდეს ყველა ღონისძიება, მათ შორის ჩატარდეს გაღრმავებული ეპიდემიოლოგიური
კვლევები, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში RMG Gold-ისა და RMG Copper-ის
სამეწარმეო საქმიანობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანსა და მოსახლეობის
ჯანმრთელობის პრობლემებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოკვლევის
მიზნით
და
გადაიდგას
შესაბამისი
ნაბიჯები
გამოვლენილი
პრობლემების
აღმოსაფხვრელად
სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიიღოს უნიფიცირებული ნორმატიული
აქტი, რომელიც ჩაანაცვლებს რუსულენოვან და უკვე მოძველებულ აქტუალიზებული
წესების კრებულს და უზრუნველყოფს თანამედროვე მოთხოვნების დანერგვას
საქართველოს პროკურატურას
პერიოდულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება „ჯორჯიან მანგანეზისა“ და
ასათიანის ქუჩაზე ხეების ჭრის საქმეების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას
212
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, დაუყოვნებლივ შეიმუშავოს
მუნიციპალური
ავტობუსების
პარკის
განახლებისა
და
ეკოლოგიურად
სუფთა
ტექნოლოგიებზე გადასვლის სამოქმედო გეგმა
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის
სამსახურს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
უზრუნველყოს გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება მარტივი
ფორმით ვებგვერდის www.tas.ge ის მეშვეობით, ასევე უზრუნველყოს გადაწყვეტილების
მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.
213
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
20. ჯანმრთელობის უფლება
წინამდებარე თავში განხილული იქნება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამასთან,
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობასა და ფარმაცევტულ ბაზართან, პაციენტის უფლებებთან და
დამოუკიდებელი
საექიმო
საქმიანობის
დაკავშირებული
საკითხები,
სუბიექტის
გამოვლენილი
პროფესიულ
ხარვეზები
და
პასუხისმგებლობასთან
პრობლემატიკა.
საკითხის
მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცალკე ქვეთავად წარმოდგენილია საქართველოში არსებული
ნარკოპოლიტიკის ხარვეზები.
პოზიტიურად უნდა აღინიშნოს საანგარიშო პერიოდში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში
შეტანილი ცვლილებები,631 რომლითაც საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა როგორც
სახალხო დამცველის,632 ისე ამ საკითხზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო
ორგანიზაციების რეკომენდაციები. მოგვიანებით ცალკეული დებულებების ამოქმედებამ დროში
საგრძნობლად გადაიწია,633 რაც უარყოფითად უნდა შეფასდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ
სხვა პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებები უკვე დადგენილ ვადებში - 2018 წლის 1
მაისიდან ამოქმედდეს და აღარ გადავადდეს.
20.1.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
საქართველოს სახალხო დამცველი წინა წლების ანგარიშებში როგორც პრობლემაზე, ისე
უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად არ
სარგებლობდნენ 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული
პირები. 2017 წლის დასაწყისში განხორციელებული ცვლილებით,634 აღნიშნული თარიღი
შეიცვალა და პროგრამით სარგებლობის შეზღუდვა უკვე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით
კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს შეეხოთ. შეზღუდვის თარიღების ფორმალური
ცვლილებით მთავრობამ ვერ შეძლო ამ პრობლემის კომპლექსურად გადაწყვეტა, ვინაიდან, 2017
წლის 1 იანვრის შემდეგ კერძო სადაზღვევო სქემებიდან ამოღებული პირები სამედიცინო
631
საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე,
N859-IIს, 7 მაისი 2017 წ.
632
სპეციალური ანგარიში „თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“,
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: ‹http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4224.pdf›
633 2017 წლის 26 ივლისს საქართველოს პარლამენტმა გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით ცვლილება
შეიტანა
„თამბაქოს
კონტროლის
შესახებ“
საქართველოს
კანონსა
და
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში, რის შედეგად საქართველოში თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული
(სადა) შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად 2018 წლის
1 იანვრის ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.
634 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის
დადგენილება №208 „საყოველთაო ჯანდაცვაზე
გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის
21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
214
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მომსახურეობის მიღების დროს კვლავ წააწყდებიან განსხვავებულ მოპყრობას და ისარგებლებენ
მხოლოდ ე.წ. „მინიმალური პაკეტით“635.
2017
წლის
მაისიდან
საყოველთაო
ჯანდაცვის
სახელმწიფო
პროგრამაში
შეტანილი
ცვლილების636 შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ასევე ითვალისწინებს
დიფერენცირებულ პაკეტებს მოქალაქეების შემოსავლების მიხედვით. სახელმწიფომ
საყოველთაობის პრინციპი მიზნობრივი მიდგომებით ჩაანაცვლა და პროგრამის სერვისების
მოცულობა ინდივიდუალური შემოსავლის მიხედვით განსაზღვრა. აღნიშნული ცვლილებების
მიზეზად ხარჯების ოპტიმიზაცია და სოციალური სამართლიანობის შექმნა დასახელდა.
მიუხედავად ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შემცირება მაინც ვერ
მოხერხდა. წინა წლების მსგავსად, პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც არასაკმარისი აღმოჩნდა
და დაახლოებით 50 მლნ ლარის დამატება გახდა საჭირო.637
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას მედიკამენტების კომპონენტი დაემატა,638
რომლის მიზანია სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეების,
რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 000-ს არ აღემატება, და ქრონიკული დაავადების მქონეები
არიან, სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება.639 ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა
მნიშვნელოვანია
სახელმწიფომ
უზრუნველყოს
იმ
დაავადებების
და
მედიკამენტების
ჩამონათვალის გაზრდა, რომელიც პროგრამით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის დაცვის
ინტერესისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროებს
დაფინანსებას.
20.2.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და ფარმაცევტული ბაზარი
ფარმაცევტული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კომპონენტია.
ფარმაცევტულ
ბაზარს
სახელმწიფო
ორი
მიმართულებით
უწევს
ზედამხედველობას: ბაზარზე კონკურენციის დაცვა (სსიპ კონკურენციის სააგენტო) და
პროდუქციის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ნორმების დაცვა (სსიპ სამედიცინო
635
იხ. სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 539-540.
636 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის
დადგენილება №208 „საყოველთაო ჯანდაცვაზე
გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის
21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
637
ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე:
http://mof.ge/images/File/biujetis-kanoni2018/tavebi/VI_TAVI_11.12.2017.pdf
638 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №209 „2017 წლის ჯანმრთელობის
დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30
დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
639
პროგრამით მოსარგებლეების მხრიდან თანაგადახდა მედიკამენტ(ებ)ის ღირებულების 10%-ის
ოდენობით განისაზღვრა, რომელიც არ უნდა იყოს 5 თეთრზე ნაკლები და 1 ლარზე მეტი.
215
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო). აღსანიშნავია, რომ სსიპ კონკურენციის
სააგენტოს
ფარმაცევტული
სფეროს
კვლევა/მონიტორინგი
2017
წელს
საერთოდ
არ
ჩაუტარებია.640
2017 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამკურნალო საშუალებების ხარისხის
სახელმწიფო კონტროლის პროგრამა,641 რომელიც მიზნად ისახავს ფარმაცევტული ბაზრის
დაცვას ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს
ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო საშუალებისაგან.
საქართველოში მოქმედ რამდენიმე მსხვილ საწარმოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი შესაბამისი
ორგანიზაციებიდან მოპოვებული აქვს GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის)642 სერტიფიკატი.
მიუხედავად ამისა, ვინაიდან საქართველოში შესაბამისი სტანდარტი არ არის დანერგილი,
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს არ ჰყავს გადამზადებული
GMP ინსპექტორები, რომლებიც
შეძლებდნენ
ადგილობრივი წარმოების შესაბამისობის
დადგენას GMP სტანდარტებთან. ამასთან, უარყოფითად უნდა შეფასდეს ვადების გადაწევის
საკითხი - GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის ჩამოყალიბება დაგეგმილია 2019 წლის 1
ივლისამდე, ხოლო
ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით
წარმოება უკვე 2022 წლის 1 იანვრიდან. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ნაციონალური
GMP-ის ამოქმედება 2018 წლის 1 იანვრიდან იყო დაგეგმილი.
640
სსიპ კონკურენციის სააგენტოს წერილი №02/60 (29/01/2018), სსიპ კონკურენციის სააგენტოს №02/929
(26/10/2016) წერილის თანახმად, 2016 წელს, ამ სფეროსთან დაკავშირებული მხოლოდ 6
ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სსიპ სამედიცინო საქმიანობის
სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს - ფარმაცევტული ბაზრის მარეგულირებლის - საქმიანობის
მოკვლევა, კერძოდ, ინტერესის საგანი იყო პარალელური იმპორტი. მოკვლევის საფუძველზე დამტკიცდა
მასზე მომუშავე ჯგუფის გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც დადასტურდა სსიპ სამედიცინო
საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევა. დარღვევის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ
რეგულირების სააგენტომ ერთნაირი პირობების მქონე ორი იმპორტიორიდან ერთ-ერთს დაურეგისტრირა
პრეპარატი „ლორისტა“, ხოლო მეორეს არა. გამოვლინდა რეგულირების სააგენტოს მხრიდან არსებითად
თანასწორი შემთხვევების მიმართ არათანასწორი მოპყრობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამედიცინო
საქმიანობის
რეგულირების
სააგენტომ
ჩაატარა
დოკუმენტაციის
განმეორებითი
შეფასება,
ძალადაკარგულად გამოაცხადა აღნიშნული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა, მარკირებით
შემოტანაზე სააგენტოს უფროსის ბრძანება და უარი უთხრა აღნიშნული პროდუქტის განსხვავებული
შეფუთვა-მარკირებით შემოტანაზე დაინტერესებულ პირს.
641 საქართველოს მთავრობის
დადგენილება №36 „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო
კონტროლის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (2017 წლის 26 იანვარი)
642
GMP (Good Manufacturing Practice) - კარგი საწარმოო პრაქტიკა არის სისტემა, რომელიც
უზრუნველყოფს, რომ ფარმაცევტული პროდუქცია წარმოებულია და წარმოების ხარისხი კონტროლდება
წარმოების სტანდარტების შესაბამისად. საწარმოო პრაქტიკა უზრუნველყოფს ისეთი რისკების
შემცირებას, რაც არ შეიძლება საბოლოო პროდუქტის ტესტირებით აღმოიფხვრას.
216
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს დანახარჯები სამკურნალო საშუალებებზე, რაც მუდმივად
იზრდება და მათ მიერ ჯანდაცვაზე გაღებული სახსრების თითქმის ნახევარს უტოლდება.643
საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი გეგმის ერთ-ერთი ელემენტია მედიკამენტებზე
ხელმისაწვდომობის გაზრდის სისტემური რეფორმა, რომლის შედეგადაც მოსახლეობის
მოწყვლად
ჯგუფებს
ხელმისაწვდომობა.
644
ამბულატორიული
მნიშვნელოვანია
მოხმარების
სახელმწიფომ
მედიკამენტებზე
გაეზრდებათ
უზრუნველყოს
გენერიკების645
ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე ელექტრონული რეცეპტის სისტემის გაუმჯობესება, რაც
ხელს შეუწყობს ორიგინალი ბრენდების გენერიკებით ჩანაცვლებას. უნდა გაგრძელდეს
წამლების ფიზიკური ხელმისაწვდომობის რეგულარული მონიტორინგი, რეცეპტით გამოწერილ
პრეპარატებში
გენერიკების
ხვედრითი
წილის
კონტროლი.
მნიშვნელოვანია
მკაცრი
რეგულაციებისა და კონტროლის დაწესება მედიკამენტების მარკეტინგზე, რეკლამირებაზე, მათ
შესახებ
მოსახლეობის
ინფორმირებაზე.
სამკურნალო
საშუალებების
ხარისხის
უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების და დაცული პირობების შესაქმნელად, მნიშვნელოვანია
ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ფარმაცევტული საქმიანობების: ფარმაცევტული
პროდუქტის წარმოების, შემდგომი კვლევის, დისტრიბუციის, შენახვა-განთავსების,
სარეალიზაციო პირობების შემუშავება, გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
20.3.
პაციენტის უფლებები
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2016-2017 წლებში შეისწავლა მოქალაქეთა
განცხადებები,646 რომლებიც შეეხებოდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და
ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტებს და მათ მიერ
პროფესიული განვითარების საბჭოში წარდგენილი განცხადებების განხილვას. აღნიშნული
საქმეების ფარგლებში ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ პრობლემად კვლავ
რჩება პაციენტების ინფორმირება მათი უფლებების, ხოლო სამედიცინო პერსონალისა - მათი
მოვალეობების შესახებ.
ყველა სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო საქმიანობის ხარისხს კანონმდებლობით
დადგენილი წესით აკონტროლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
643
ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშების შედეგები 2012-2015. ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
http://www.moh.gov.ge/uploads/files/2017/angarishebi/1.pdf
644 საქართველოს მთავრობა, „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2017-2020 წლებისათვის“
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: http://mof.ge/images/File/BDD/BDD_2017-2020_Pirveladi-varianti.pdf
645„გენერიკული მედიკამენტები“ საერთაშორისო სახელწოდებით გამოშვებული წამლებია, რომელიც
მოქმედების მექანიზმით არ განსხვავდება ფარმაცევტული ფირმების მიერ აპატენტებული სხვადასხვა
სახელწოდებით წარმოებული მედიკამენტებისაგან. განსხვავება მხოლოდ ფასშია: «გენერიკული
მედიკამენტები» უფრო იაფია და ამდენად, უფრო ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის.
646 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეები: N 9048/15, N11617/16; N
7388/16; №7440/1 და სხვა.
217
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დაცვის სამინისტრო. მასთან შექმნილია პროფესიული განვითარების საბჭო,647 რომელიც
განიხილავს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებს
და შესწავლილი მასალების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული
პასუხისმგებლობის თაობაზე.648 საბჭოს საქმიანობას ორგანიზაციულად და ტექნიკურად
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს. სააგენტოს
მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი მიუთითებს, რომ 2015-2017 წლებში მიმართვიანობა
სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალია. განმცხადებლები ხშირ
შემთხვევაში მიუთითებენ სამედიცინო პერსონალის დაბალ პროფესიულ კვალიფიკაციაზე და
პასუხისმგებლობაზე. საკმაოდ მაღალია იმ ექიმთა რიცხვი, რომლებსაც სხვადასხვა ვადით
შეუჩერდათ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება ან პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა
ზომები დაეკისრათ.649
აღსანიშნავია, რომ პროფესიული განვითარების საბჭოში მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა
დროში ჭიანურდება, მოქალაქეებს ასევე არ აქვთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ განცხადების
განხილვა/შესწავლის პროცესში,
მიღებისას
მხარეებს
აქვთ
არც საბჭოს სხდომაზე იბარებენ, თუმცა გადაწყვეტილების
დასწრების
უფლება.650
ამ
უფლების
სრულყოფილად
რეალიზაციისათვის აუცილებელია საბჭომ გონივრულ ვადაში შეატყობინოს განმცხადებელს
სხდომის ადგილის და დროის შესახებ და უზრუნველყოს კანონმდებლობით პაციენტებისათვის
გარანტირებული უფლებების რეალიზაცია. ეს ხელს შეუწყობს არა მარტო მხარეთა უფლებების
დაცვას ადმინისტრაციული წარმოებისას, არამედ უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილებების
გამოტანასაც, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლება უკეთ
გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები.651
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და პროფესიული განვითარების
საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს მოწვეული ექსპერტების დახმარებით, რომელთაც
უშუალოდ ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი. დეპარტამენტის
მხრიდან ექსპერტების საქმიანობის უშუალო კოორდინაცია და ხელმძღვანელობა მოიცავს
ორგანიზაციულ ასპექტს და მის კომპეტენციას არ განეკუთვნება ექსპერტის დაწერილი დასკვნის
647
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის
ბრძანება №122/ნ
648 საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ , მუხლი 63
649 სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წერილი №02/70031 (08/11/2017)
650 საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“, მუხლი 87
651 ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, ავტორთა კოლექტივი, თბილისი 2005
გვ.248
218
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ობიექტურობის შეფასება. ასევე, მათი საქმიანობის მომწესრიგებელ სამართლებრივ აქტებში652 არ
არის განსაზღვრული პასუხისმგებლობა მოვალეობის
შეუსრულებლობის
ან არაჯეროვნად
შესრულებისათვის, რაც პრობლემებს იწვევს პრაქტიკაში, არ არსებობს საექსპერტო დასკვნის
მომზადებაში პაციენტის მონაწილეობის მომწესრიგებელი ნორმები.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრომ განაგრძოს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში
კვალიფიციური სამედიცინო კადრებით უზრუნველყოფა და ექიმების სერტიფიცირების
მექანიზმის გაუმჯობესება.
20.4.
ნარკოპოლიტიკა
საქართველოში სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა, უმეტესად, სადამსჯელო ღონისძიებებზეა
ორიენტირებული და მიმართულია შავ ბაზარზე ნარკოტიკულ საშუალებათა მიწოდების
შეზღუდვაზე, რაც სამართლებრივი დევნის ობიექტად აქცევს არა მხოლოდ გამსაღებელს,
არამედ, მომხმარებელსაც.
საქართველოში ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკების მოხმარება ისჯება, როგორც
ადმინისტრაციული, ისე, სისხლის სამართლებრივი წესით. კერძოდ, პირველ ჯერზე ისჯება
ადმინისტრაციული წესით და სანქციის სახით ითვალისწინებს 500 ლარიან ჯარიმას, ან 15
დღიან
პატიმრობას,653
ხოლო,
იგივე
ქმედება
ჩადენილი
განმეორებით,
ერთი
წლის
განმავლობაში, ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ისჯება ჯარიმით ან
ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.654
2005-2006 წლებში გატარებული მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის შედეგად,
მართალია, შემცირდა ნარკოტრაფიკის გზით შემოსული ტრადიციული ნარკოტიკული
საშუალებების (ოპიუმის, ჰეროინის, სუბოტექსის) შავ ბაზარზე მიწოდება, თუმცა, ვინაიდან
ნარკოპოლიტიკა
მხოლოდ
ტრადიციული
ნარკოტიკული
საშუალებების
მიწოდების
შემცირებაზე იყო მიმართული, ნარკოტიკების ინექციურ (პრობლემურ) მომხმარებელთა შორის
ფეხი მოიკიდა აფთიაქებში უფრო ადვილად ხელმისაწვდომი მედიკამენტებისგან
დამზადებულმა ამფეტამინის ტიპის სტიმულატორებმა (ე.წ. „ვინტი“ და „ჯეფი“). სამედიცინო
გამოკვლევებისა
და
დაკვირვებების
თანახმად,
652
კუსტარულად
დამზადებული
ამგვარი
მაგ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტთა შესახებ“ №01157/ო (25.07.2014 წ.)
653 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი.
654 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე და 2731 მუხლები.
219
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სტიმულატორების მოხმარება მჭიდროდ არის ასოცირებული შეუქცევად ნევროლოგიურ
ცვლილებებთან, პარკინსონიზმის მსგავს დაავადებასთან და ხეიბრობასთან.655
2010-2012 წლების შავ ბაზარზე „ტრადიციული“ ოპიოიდების მკვეთრად შემცირების ფონზე,
ნარკოტიკების
ინექციურმა
მომხმარებლებმა,
ასევე
გადაინაცვლეს
აფთიაქებსა
და
საყოფაცხოვრებო მაღაზიებში ადვილად ხელმისაწვდომი პრეკურსორებისაგან კუსტარულად
დამზადებულ კოდეინის შემცველ ოპიოიდზე, ე.წ „კრაკადილზე“, რომელსაც ზედოზირების
მაღალი რისკი ახასიათებს.656
ასევე, გავრცელებულია ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ პრობლემა, როდესაც აფთიაქები
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებულ
პრეპარატებს
არალეგალურად
ყიდიან.
ამ
შემთხვევაში პრეპარატები საკმაოდ ადვილად ხელმისაწვდომია, არასრულწლოვანთათვისაც კი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის
2014
წლის
ანგარიშის
თანახმად,
საქართველოში
ე.წ.
„კრაკადილს“
კუსტარულად,
მედიკამენტებთან კოდეინის შერევით ამზადებენ, რომელიც ხელმისაწვდომია რეცეპტით,
თუმცა, ფარმაცევტები მას რეცეპტის გარეშე, „დახლს ქვემოდანაც“ ყიდიან.657
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში სახლში დამზადებული სტიმულატორებისა
და ოპიოიდების სტაბილურად მზარდი გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ყოვლისმომცველი
მექანიზმი ჯერ არ არის შემუშავებული. ექსპერტთა ვარაუდით საქართველოში ინტრავენურ
ნარკოტიკებს, დაახლოებით, 45 000 ადამიანი მოიხმარს, ხოლო სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული
ბიუროს
მონაცემების
მიხედვით,
რეგისტრირებულ
წამალდამოკიდებულთა
რაოდენობა 60 000 აღწევს.658
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოში მოქმედი ნარკოკანონმდებლობა ორიენტირებულია
მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებზე და მიმართულია მიწოდების შეზღუდვაზე. ამიტომ,
პოლიტიკის რეპრესიულ შემადგენელსა და ძალოვან ღონისძიებებზე გამოყოფილი ადამიანური
და ფინანსური რესურსების მოცულობა განაპირობებს მკვეთრ დისბალანს ანტინარკოტიკული
655
ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია. ხელმისაწვდომია: < https://goo.gl/A2KSvR > [ნანახია
10.03.2018].
656 ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია. ხელმისაწვდომია: < https://goo.gl/A2KSvR > [ნანახია
10.03.2018].
657 Country Report: Georgia, 2014 International Narcotics Control Strategy Report (INCSR), Volume I, Drug and
Chemical Control Bureau of International Narcotics and Law Enforcement Affairs, U.S. Departments of State; p.:
170; ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე < https://www.state.gov/documents/organization/222881.pdf > ნანახია
[26.03.2018].
658
Country Report: Georgia, 2014 International Narcotics Control Strategy Report (INCSR), Volume I, Drug and
Chemical Control Bureau of International Narcotics and Law Enforcement Affairs, U.S. Departments of State; p.:
170; ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე < https://www.state.gov/documents/organization/222881.pdf > ნანახია
[26.03.2018].
220
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პოლიტიკის სადამსჯელო და ზრუნვის/დახმარების ვექტორებს შორის. მკაცრი ნარკოპოლიტიკა
ართულებს
მკურნალობა-რეაბილიტაციის
და
პრევენციის
პროგრამების
ეფექტურ
განხორციელებას, რასაც ემატება ქვეყნის არასაკმარისი ძალისხმევა პრევენციის და მკურნალობარეაბილიტაციის მიმართულებით. გარდა ამისა, ნარკომომხმარებელთა ოჯახების სოციალურეკონომიკური
მდგომარეობა
მძიმდება
სახელმწიფოს
მიერ
დაკისრებული
ჯარიმებით,
საპროცესო გარიგებებით და ა.შ.
659
ზემოაღნიშნულიდან
ნარკოპოლიტიკა
გამომდინარე,
აღარ
ტოვებს
რეაბილიტაციისთვის
საკმარის
ნარკომომხმარებელს,
ვიდრე
შეიძლება
ითქვას,
ნარკომომხმარებელთა
რომ
სახელმწიფოს
ეფექტური
სივრცეს.
სახელმწიფო
ებრძვის
ნარკომანიას.
სახელმწიფოსა
და
მკაცრი
მკურნალობაუფრო
საზოგადოების
მეტად
მიერ
ნარკომომხმარებელთა კრიმინალიზაცია და სტიგმა აიძულებს მათ დამალონ თავისი პრობლემა,
რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამწვავებს ნარკომანიის თანმდევ უარყოფით შედეგებს.
როგორც უკვე აღინიშნა, დამატებით პრობლემას წარმოადგენს ინექციური ნარკომანიის
თანმდევი, ისეთი ინფექციური დაავადებების გავრცელება, როგორებიცაა C და B ჰეპატიტი, აივინფექცია/შიდსი და ა.შ. ნარკომომხმარებელთა კრიმინალიზაცია და სახელმწიფოსადმი მათი
უნდობლობა ხელს უშლის და ძალზედ ართულებს ამ დაავადებათა ელიმინაციას.
უმეტესად მომხმარებლის დასჯაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა უარყოფითად
აისახება ასევე, ზიანის შემცირების ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიცაა შპრიცებისა
და ნემსების გაცვლის პროგრამა.660 ქვეყანაში არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო, იგი
მოდიფიცირებულად ხორციელდება და ითვალისწინებს საინექციო საშუალებების არა გაცვლას,
არამედ, დარიგებას.661
არასრულწლოვნებში შეინიშნება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მაღალი
მაჩვენებელი; აღსანიშნავია დამწყები ნარკომომხმარებლების დაბალი ასაკი (13 წელი); ახალი
659
Country Report: Georgia, 2014 International Narcotics Control Strategy Report (INCSR), Volume I, Drug and
Chemical Control Bureau of International Narcotics and Law Enforcement Affairs, U.S. Departments of State; p.: 6;
ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე < https://www.state.gov/documents/organization/222881.pdf > ნანახია
[26.03.2018].
660 ე.წ. შპრიცების გაცვლის პროგრამის მიზანია გამოყენებული შპრიცის ნაცვლად ახალი საინექციო
საშუალების მიღება, რაც ინფექციური დაავადებების პრევენციას შეუწყობს ხელს. იმის გამო, რომ მრავალი
ნარკოტიკული საშუალებისთვის საქართველოში არ არის დადგენილი მცირე ოდენობა, რა დროსაც, მათი
ნებისმიერი მინიმალური, მათ შორის, გამოყენებულ შპრიცში დარჩენილი ოდენობა იწვევს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ნარკომომხმარებლები ამგვარი საინექციო საშუალებებით
გადაადგილებას ერიდებიან.
661 ეს გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მრავალ ნარკოტიკულ საშუალებას არ აქვს განსაზღვრული მცირე
ოდენობა. შესაბამისად, ამ საშუალებათა ნებისმიერი ოდენობა წარმოადგენს დიდ ოდენობას და
დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ წამალდამოკიდებული
პირები ერიდებიან გამოყენებული საინექციო საშუალებით გადაადგილება.
221
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ფსიქო-აქტიური ნივთიერებების (ე.წ.) მოხმარების მაღალი დონე. შესაბამისი კვლევების
მიხედვით, ქართველი სკოლის მოსწავლეების მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების
მოხმარების დონე ორჯერ მაღალია ევროპელ თანატოლებთან შედარებით.662
ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად წარმოაჩენს, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკით ვერ ხერხდება
ზიანის შემცირება და ნარკომომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სხვადასხვა
ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება შეუძლებელი ხდება, რადგან მომხმარებლები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით თავს იკავებენ გარკვეული ქმედებების
განხორციელებისგან. შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით დღის წესრიგში დგას
არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილება.
სწორედ არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლის სულისკვეთებით შემუშავდა საქართველოს
ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია,663 რომლიც იზიარებს იმ პოზიციას,
რომ 21-ე საუკუნეში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის პარადიგმის ეფექტურობა ეჭვის ქვეშ
დგას, განსაკუთრებით 2011 წლის ივნისში, ნარკოპოლიტიკაზე გლობალური კომისიის
ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ. სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის თანახმად, 21-ე
საუკუნემ ადამიანის უფლებებზე, ასევე სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული,
დაბალანსებული ნარკოსტრატეგიის აუცილებლობა წარმოაჩინა, რამაც შესაბამის ქვეყნებში
შეაჩერა პრობლემის მასშტაბის ზრდა. ევროპული მიდგომის საკვანძო მახასიათებელია
ორიენტაცია არა პრობლემასთან ომზე და მის აღმოფხვრაზე, არამედ ორიენტაცია პრობლემის
აღიარებაზე და მის მიმართ პრაგმატული და რეალისტური სტრატეგიის განხორციელებაზე, რაც
პრობლემის ეფექტურ მართვამდე მიგვიყვანს.664
სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შესაბამისად, სტრატეგიის მიზანია საქართველოში
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვით გამოწვეული სამედიცინო, სოციალური და
ეკონომიური ზიანის შემცირება ინდივიდის, ოჯახის, თემის, საზოგადოების, ეროვნულ დონეზე.
სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს კი წარმოადგენს მოთხოვნისა და ზიანის შემცირებაზე
მუშაობა,
მოწოდების
შემცირება,
კოორდინაცია,
საერთაშორისო
თანამშრომლობა
და
ნარკოვითარების მონიტორინგი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრატეგიამ
განსაზღვრა რამდენიმე ძირითადი მიმართულება. კერძოდ, მოთხოვნის შემცირება,666 ზიანის
665
შემცირება,667 სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა, მიწოდების შემცირება.
662
„საჯარო პოლიტიკის დოკუმენტები 2015“, ხელმისაწვდომია: < https://www.gfsis.org/files/policypaper/2014-2015/01_Maia_Beruashvili.pdf > [10.03.2018].
663 მიღებულია ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ.
664 ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია. გვ.: 3. < https://goo.gl/A2KSvR > [10.03.2018]
665 ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია. გვ.: 6. < https://goo.gl/A2KSvR > [10.03.2018]
666 მოთხოვნის შემცირება გულისხმობს სტრატეგიებისა და პროგრამების ფართო სპექტრს, რომელიც
მიმართულია არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების მოპოვების მზაობისა და მიღების სურვილის
222
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სტიგმა და დისკრიმინაცია მთელ
რიგ ბარიერებს ქმნის ამ პრობლემის დაძლევის თვალსაზრისით. კერძოდ, ართულებს წამალდამოკიდებულების ადრეულ გამოვლენასა და დროულ მკურნალობას, ზღუდავს პაციენტთა
მიმართვიანობას სამკურნალოდ, ხელს უწყობს მათ მარგინალიზაციას და სოციალურ
იზოლაციას, დაუსაქმებლობას - რაც, ფაქტობრივად ქმნის მანკიერ წრეს და უზღუდავს მათ ამ
მანკიერი წრიდან გამოსვლის საშუალებას. თვითსტიგმა, ისევე, როგორც საზოგადოებაში
არსებული
სტიგმა,
წამალდამოკიდებული
პირებისათვის
დროული
და
ეფექტური
მკურნალობის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია. ამ მხრივ, კიდევ უფრო მძიმეა,
როდესაც საქმე ქალ წამალდამოკიდებულებს ეხება, რომელთა მიმართ საზოგადოების
დამოკიდებულება გაცილებით უფრო დაუნდობელია.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის
სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ამოცანებს, ყველაზე მეტად, 2017 წლის 22 ივნისს
„საქართველოს
ნარკოტიკის
ეროვნული
პლატფორმის“
ავტორობით
და
საქართველოს
პარლამენტის წევრთა (ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ს. ქაცარავა და ი. ფრუიძე)
ინიცირებით შემოთავაზებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა შეესაბამება.
აღნიშნული
რეფორმის
ფარგლებში,
ძირითადად
იგეგმება,
ნარკოტიკების
მოხმარების
დეკრიმინალიზაცია, რაც თავის მხრივ, გაზრდის სახელმწიფოსადმი ნდობას და შესაბამისად
ნარკომომხმარებელთა მიერ დახმარებისთვის სახელმწიფოსადმი მიმართვიანობას. ასევე, ხელს
შეუწყობს ნარკოტიკული დანაშაულისთვის სანქციების ლიბერალიზაციასა და ნარკოტიკული
საშუალებების მცირე ოდენობების სამართლიან განსაზღვრას; იძულებითი ნარკოლოგიური
შემოწმების
პროცედურის
სამართლებრივად
გამართვას
და
ადამიანის
უფლებების
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას; ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა
უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას; ახლებური ზრუნვის (მომსახურების) გარემოს
შექმნას, რომელშიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირები მიიღებენ
დახმარებას; მკურნალობა-რეაბილიტაციის და პრევენციის სისტემების გაუმჯობესებას და
გადარწმუნების კომისიების შექმნას.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა მოამზადა და საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელები, რომლებიც
შეეხება ნარკოტიკების მოხმარების სამართალდარღვევათა ადმინისტრირების წესს (ე.წ. ქუჩის
ნარკოტესტირებას, ნარკოტესტირების საფუძველზე პირის ადმინისტრაციული წესით დასჯის
დაქვეითებაზე. რისთვისაც, თავის მხრივ, საჭიროა მოხმარების პრევენცია, სათანადო მკურნალობა და
რეაბილიტაცია.
667
ზიანის
შემცირების
მიზნით
მიმართულ
საქმიანობას
წარმოადგენს
ნარკოტიკული
საშუალებებით/ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების
შემცირება. ამგვარ ღონისძიებებს წარმოადგენენ, მათ შორის, ე.წ. შპრიცების გაცვლის პროგრამა,
ჩანაცვლებითი თერაპია და ა.შ.
223
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
და ამ ანალიზის შედეგის, სისხლის სამართლის პროცესში, როგორც მტკიცებულების
გამოყენების კონსტიტუციურობას)668, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას და მცირე
ოდენობით ფლობისთვის669 საპატიმრო სასჯელის გამოყენებას.670 ორივე კონსტიტუციური
სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე განიხილა არსებითად, მაგრამ 2018
წლის მარტის მდგომარეობით გადაწყვეტილებები არ გამოცხადებულა.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
დროულად განიხილოს 2017 წლის 22 ივნისს „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული
პლატფორმის“ ავტორობით და საქართველოს პარლამენტის წევრთა (ა. ზოიძე, ლ. კობერიძე,
დ. ცქიტიშვილი, ს. ქაცარავა და ი. ფრუიძე) მიერ ინიცირებული N 8700/2-1 კანონპროექტთა
პაკეტი და მიიღოს იგი იმგვარად, რომ მოხდეს:
o
ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს
ნარკომომხმარებელთა მიერ დახმარებისთვის სახელმწიფოსადმი მიმართვიანობის
o
ზრდას და ნდობას სახელმწიფოსადმი;
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული ნივთიერებებისათვის
მცირე
და
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
საწყისი
ოდენობების
სამართლიანი და ადეკვატური განსაზღვრა;
o
იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურის სამართლებრივად გამართვა
და მისი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
668
ზემოაღნიშნულ, პირველ კონსტიტუციურ სარჩელში სახალხო დამცველი სადავოდ ხდის ე.წ. ქუჩის
ურინო-ტესტირების კონსტიტუციურობას. სადავო ნორმები, სახალხო დამცველის აზრით, არ შეესაბამება
და
არღვევს
კონსტიტუციით
გათვალისწინებულ,
ისეთ
უფლებებს,
როგორებიცაა
ღირსების
ხელშეუხებლობა (მუხლი 17); თავისუფლების ხელშეუხებლობა (მუხლი 18); თვითინკრიმინაციისაგან
დაცვის უფლება. გასაჩივრებული ნორმები, პოლიციის თანამშრომლებს უფლებას აძლევენ საკმარისი
სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ნარკო-კონტროლს თვითნებურად დაუქვემდებარონ ნებისმიერი
პირი, რომელიც მათ აზრით შეესაბამება ნარკომომხმარებლის სტერეოტიპს. ამიტომ, ამ პროცედურას
ხშირად ექვემდებარებიან აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები, რაც, თავის მხრივ, იწვევს მათი
ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას, როგორებიცაა თავისუფლების
ხელშეუხებლობა, ღირსების ხელშეუხებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ა.შ.
669
მომდევნო კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი ასკ–ის 45–ე და სსკ–ის 273–ე მუხლების
სანქციათა ის ნაწილები, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და დადგენილი მცირე
ოდენობების ფლობისთვის ითვალისწინებენ პატიმრობას 15 დღიდან ერთ წლამდე ვადით. სადავო
ნორმები გასაჩივრებულია კონსტიტუციის მე–17 მუხლის პირველ–2 პუნქტებთან მიმართებით, როგორც
ღირსების შემლახავი სასჯელები.
670
უნდა აღინიშნოს, რომ ერთი კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და
არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება მარიხუანის
მცირე ოდენობით ფლობისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენებას.
224
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
o
ახლებური ზრუნვის (მომსახურების) გარემოს შექმნა, რომელშიც ნარკოტიკებთან
დაკავშირებული პრობლემის მქონე პირები მიიღებენ დახმარებას;
o
მკურნალობა-რეაბილიტაციის და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას
გაზარდოს
„საყოველთაო
გათვალისწინებული
ჯანმრთელობის
ქრონიკული
დაცვის
დაავადებების
სახელმწიფო
სამკურნალო
პროგრამით“
მედიკამენტებით
უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული პრეპარატების ჩამონათვალი,
პროგრამით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის დაცვის ინტერესისა და მათი სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
უზრუნველყოს ეფექტიანი და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება ფარმაცევტული
საქმიანობების,
ფარმაცევტული
პროდუქტის
წარმოების,
შემდგომი
კვლევის,
დისტრიბუციის, შენახვა-განთავსების, სარეალიზაციო პირობების შესამუშავებლად და
გასაუმჯობესებლად
შეიმუშაოს მოწვეული სამედიცინო ექსპერტების საქმიანობის და პასუხისმგებლობის
განმსაზღვრელი მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც დაეფუძნება გამჭირვალობის,
საჯაროობის და ხელმისაწვდომობის პრინციპებს
უზრუნველყოს
სისტემის
სამედიცინო
სრულყოფა,
პერსონალის
შეიმუშაოს
უწყვეტი
უწყვეტი
პროფესიული
სამედიცინო
განვითარების
განათლების
სისტემის
ფარგლებში ექიმების გადამზადების პროგრამების სრულყოფის ღონისძიებები, ასევე,
ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა, პაციენტისათვის მომსახურების გაწევისას
ხარვეზების
თავიდან
ასაცილებლად.
ამავდროულად,
შემუშავდეს
აღნიშნული
საქმიანობების გრძელვადიან პერიოდში გაწერილი სამოქმედო გეგმა
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს
შეიმუშაოს
საქმისწარმოების
განისაზღვრება
მოქალაქეთა
საბჭოსათვის
მათი
225
პროცედურის
განმსაზღვრელი ნორმები,
განცხადება/საჩივრების
განსახილველად
მიწოდების
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შესწავლის
გონივრული
და
რომლითაც
პროფესიული
ვადები,
ასევე,
დაინტერესებული მხარეებისათვის პროფესიული განვითარების საბჭოს დაგეგმილი
სხდომის შესახებ ინფორმაციის წინასწარ შეტყობინების წესი
კონკურენციის სააგენტოს
შეიმუშაოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვების
გამოვლენის და მონიტორინგის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა
226
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
21. სოციალური უზრუნველყოფის უფლება
დღეისათვის სოციალური უზრუნველყოფის ძირითად პროგრამად ქვეყანაში კვლავ სიღარიბის
ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის საარსებო შემწეობით უზრუნველყოფა და მასთან
დაკავშირებული
სხვა
გასაცემლები
რჩება.
მის
მთავარ
ხარვეზად
უნდა
ჩაითვალოს
ბენეფიციარებში შესაძლო შრომითი დემოტივაციის გამოწვევა და მათთვის სტაბილურობის
განცდის უზრუნველყოფის ნაკლებობა.
21.1.
საარსებო შემწეობები და ძირითადი ხარვეზები
ქვეყანაში უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახები უზრუნველყოფილნი არიან საარსებო
შემწეობით, რომელიც გაიცემა შეფასების სისტემით იდენტიფიცირებულ ღატაკ ოჯახებზე.
თუმცა,
აღნიშნული
შემწეობა
გაიცემა
იმ
რაოდენობის
სახელმწიფოს გააჩნია არსებული რესურსების ფარგლებში.
ოჯახზე,
რა
შესაძლებლობაც
შესაბამისად, საარსებო შემწეობის
მისაღებად დადგენილი ზღვრული ქულის მიღმა მყოფი ოჯახები შეიძლება ჩაითვალოს ღარიბ
ოჯახებად, თუმცა, სახელმწიფო მათი სოციალური უზრუნველყოფისათვის არ გამოყოფს
სათანადო რესურსს. სიღარიბის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე მხოლოდ საარჩევნო
შემწეობის მიმღები ოჯახებისა და პირების რაოდენობა.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს სტატისტიკურ ინფორმაციას671 ბოლო სამი წლის
განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის თაობაზე. აღნიშნული
მონაცემები მიუთითებს, თუ რა რესურსები გამოყო სახელმწიფომ და ამის შესაბამისად, რა
რაოდენობის მოსახლეობის უზრუნველყოფა გახდა შესაძლებელი საარსებო შემწეობით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ აწარმოებს
პროგრამის ეფექტურობის სტატისტიკას, სადაც ნაჩვენები იქნება სოციალურად დაუცველი
ოჯახების
მონაცემთა
ერთიან
ბაზაში
რეგისტრირებული
მოსახლეობის
მდგომარეობის
გაუმჯობესების შედეგები.
671
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=610
227
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ვებგვერდიდან
მოპოვებული
ინფორმაცია
საარსებო შემწეობის პროგრამის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს ბენეფიციარებისათვის
დახმარების არასტაბილური ხასიათი. კერძოდ, შეიძლება ითქვას, რომ არსებული სისტემა
შემწეობის მიმღებ პირებს არ უქმნის დასაქმების მოტივაციას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა
შეისწავლა რამდენად უწყობს ხელს მოსახლეობის საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის
პროგრამა და მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებები პროგრამის
ბენეფიციარებში შესაძლო შრომითი დემოტივაციის გამომწვევი ფაქტორების შემცირებასა და
პრევენციას. 672 ანგარიშის თანახმად, გამოვლინდა, რომ 2016 წლის აპრილის მდგომარეობით,
საარსებო შემწეობის მიმღები პირების დაახლოებით 46% შრომისუნარიანია, ხოლო ბენეფიციარი
ოჯახების დაახლოებით 64%-ის შემადგენლობაში ირიცხება მინიმუმ 1 შრომისუნარიანი წევრი
და ოჯახების 47%-ის შემადგენლობაში - მინიმუმ 2 შრომისუნარიანი წევრი.673 შესაბამისად,
საარსებო შემწეობით მოსარგებლე ბენეფიციარების თითქმის ნახევარს შეუძლია დასაქმდეს და
იქონიოს შემოსავალი და გაიუმჯობესოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა,
სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლისას
(დასაქმება,
სხვა
შემოსავალი)
ბენეფიციარის მონაცემების კორექტირება ხდება და მაღალი ალბათობით ის ვეღარ ხდება
საარსებო შემწეობის მიმღები. შესაბამისად, ბენეფიციარებისთვის დასაქმება გაიგივებულია
საარსებო შემწეობის დაკარგვასთან, რადგან დღეს არსებული სოციალური დახმარების სისტემა
იმდენად მინიმალურ საჭიროებებზეა მორგებული, რომ შემოსავლის ნაწილში, თუნდაც
მცირედი ხელფასის ან სხვა სახის ეკონომიკური აქტივობის დაფიქსირება, სარეიტინგო ქულის
საკმაოდ ზრდას იწვევს. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
672
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 2016 წ. „საარსებო შემწეობის
მიმღები
შრომისუნარიანი
ბენეფიციარების
სოციალურ
დახმარებებზე
დამოკიდებულების
შემცირება“https://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2016/tb-socialuri-daxmarebebi.pdf
673 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 2016 წ. „საარსებო შემწეობის
მიმღები შრომისუნარიანი ბენეფიციარების სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულების შემცირება“ გვ.
18 https://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2016/tb-socialuri-daxmarebebi.pdf
228
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
აუცილებელია, რომ შრომისუნარიანმა ბენეფიციარმა, დასაქმების პარალელურად გარკვეული
პერიოდის განმავლობაში განაგრძოს საარსებო შემწეობის მიღება მეტი სტაბილურობის
განცდისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღწევა ისეთი მიზნები, როგორიცაა ღატაკი
ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყანაში სიღატაკის
დონის
შემცირება.
ამ
მიმართულებით,
განხორციელდა ცვლილება,
674
საანგარიშო
პერიოდში
კანონმდებლობაში
რომელმაც სავალდებულო გახადა საარსებო შემწეობის მიმღები
ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრის შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო
პორტალზე - www.worknet.ge-ზე დარეგისტრირება „სამუშაოს მაძიებლად“. თუმცა, აღნიშნული
ცვლილება
უფრო
ფორმალური
სახისაა
და
ვერ
უზრუნველყოფს
შრომისუნარიანი
ბენეფიციარების მოტივირებას.
ზემოაღნიშნული საკითხები კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს იმ პირობებში, როდესაც
ბენეფიციარებისათვის ქულათა მინიჭების პროცესი ბუნდოვანია და მას გარკვეული კითხვის
ნიშნები ახლავს. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს კვლავ აქტიურად
მომართავდნენ პირები, რომლებიც საარსებო შემწეობის გაცემაზე უარს უკანონოდ მიიჩნევდნენ
და მიუთითებდნენ, რომ მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის უცვლელობის
ან გაუარესებისა, სახელმწიფოს მიერ შეფასების შედეგად ქულები გაეზარდათ.
განმცხადებელთა მომართვების განხილვის შედეგად675 ასევე იქმნება შთაბეჭდილება, რომ
ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მოქმედი მეთოდოლოგია არ
იძლევა მოწყვლადი ჯგუფების სწორად გამოვლენის შესაძლებლობას და ზოგიერთი მონაცემი
არაგონივრულად ზრდის ბენეფიციართა სარეიტინგო ქულების ოდენობას. მაგალითად, გასული
წლების ანგარიშებში676 სახალხო დამცველი მიუთითებდა, რომ თბილისში მცხოვრები ოჯახების
შეფასებისას საცხოვრებლის იატაკის მასალას, პარკეტს მაღალი კოეფიციენტი აქვს, რაც გავლენას
ახდენს სარეიტინგო ქულათა მნიშვნელოვან ზრდაზე, მისი მდგომარეობის მიუხედავად.
სახალხო დამცველი ასევე, მიუთითებდა შესაბამის ფორმულაში სამომხმარებლო კალათის
ღირებულების კონკრეტული თანხის სახით ფიქსირებაზე, რაც არ იძლევა აღნიშნული მონაცემის
დროში
განახლების
შესაძლებლობას.
კერძოდ,
ოჯახების
მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ფორმულაში
კალათის
ღირებულება
ასახულია
ფორმულის
674
სოციალურ-ეკონომიკური
მინიმალური სამომხმარებლო
შედგენისას
არსებული
ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის დადგენილება N270 „ქვეყანაში სიღატაკის დონის
შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
675 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2017 წლის განმავლობაში სოციალური უზრუნველყოფის
უფლებასთან დაკავშირებით შეისწავლა 93 განცხადება.
676
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში, გვ. 787-788
229
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სამომხმარებლო კალათის ღირებულება ყოველწლიურად იცვლება,677 ხოლო ფორმულაში კი
რჩება
მუდმივი
სახით.
კალათის
ღირებულება
ფორმულაში
გათვალისწინებულია
შინამეურნეობების საჭიროების ინდექსის გამოთვლისას, ხოლო ამ ინდექსის სწორად გამოთვლა
მნიშვნელოვანია მიზნობრივი ჯგუფის საჭიროების გამოსათვლელად. შესაბამისად,
სამომხმარებლო
კალათის
ღირებულების
შესაბამის
ფორმულაში
დაფიქსირება შეაფერხებს ოჯახის საჭიროების სწორად გამოთვლას.
უცვლელი
თანხით
მოცემული ხარვეზები
კვლავ არ გამოსწორებულა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მიიღოს გარკვეული
ზომები მოწყვლადი პირების სწორად იდენტიფიცირების, პროცედურების გამჭვირვალობისა და
მოქალაქეთა ინფორმირებულობის გასაზრდელად.
21.2.
საარსებო შემწეობის პროგრამის ადმინისტრირების ხარვეზები
საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცესში მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს მისი დროში
საგრძნობლად გაჭიანურება. კერძოდ, ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
შეფასების
თაობაზე
განაცხადის
შევსებიდან
ბენეფიციარი
ოჯახი
დახმარებას
იღებს
დაახლოებით 3,5 თვის გასვლის შემდეგ. აღნიშნული პერიოდი ოჯახის საჭიროებებისა და
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით საკმაოდ ხანგრძლივი ვადაა.678
აღსანიშნავია ისიც, რომ პროცედურა ერთიან აქტში არ არის გაწერილი და მისი მომწესრიგებელი
ნორმები გაბნეულია სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტებში.679 .
სახელმწიფო
აუდიტის სამსახურმა
შეისწავლა
აღნიშნული
საფეხურების რეგულაციით
განსაზღვრულ ხანგრძლივობასთან დაკავშირებული საკითხები, რის შედეგადაც გამოვლინდა,
რომ არსებობს ადმინისტრირების პროცესში არსებული ვადების მნიშვნელოვნად შემცირების
შესაძლებლობა. აღნიშნული შეფასება სარეიტინგო ქულის გამოთვლისას, ძალაში შესვლასა და
დახმარების დანიშვნასთან დაკავშირებული პროცედურების ვადების შემცირებისა და
რესურსების ოპტიმალურად გადანაწილების შედეგად მიიღწევა. შესაბამისად, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაცია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის
სამინისტრომ
სსიპ
სოციალური
მომსახურების
677
სააგენტოსთან
კოორდინაციით
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაიანგარიშებს საარსებო მინიმუმის ღირებულებას.
საარსებო მინიმუმი იცვლება მინიმალური სამომხმარებლო კალათის ცვლილებასთან ერთად.
678 მოქმედი კანონმდებლობით, პროცედურა იწყება ოჯახის განცხადების საფუძველზე. განცხადებით
მიმართვიდან ორი კვირის ვადაში სოციალური აგენტი ახორციელებს ოჯახში ვიზიტს და ავსებს
დეკლარაციას. აღნიშნული მომენტიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს ოჯახს სარეიტინგო ქულა
ენიჭება, ხოლო შემწეობა ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას
სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ).
679 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს
N225/ნ ბრძანება „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების
შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება N126 “ქვეყანაში სიღატაკის
დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“;
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილება ”სოციალური დახმარების შესახებ“.
230
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
განახორციელოს აპლიკანტი ოჯახების ქულის ძალაში შესვლისა და თანხის ჩარიცხვის ვადების
ოპტიმიზაცია/შემცირების ინიცირება საქართველოს მთავრობისთვის.680
შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული ვადებისა და საარსებო შემწეობის ლოდინის დროის
შემცირება, რაც საშუალებას მისცემს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფრო სწრაფად
უპასუხოს სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროებებს.
21.3.
სათანადო კვების უფლება
სათანადო კვების უფლება სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში მიმოხილულია როგორც
საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი სტანდარტის ფარგლებში და ხაზგასმულია ამ
უფლების წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები საქართველოში.681 ქვეყანაში ერთ-ერთ
ძირითად გამოწვევად რჩება შესაბამისი საჭიროების მქონე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა
საკვებზე. მაგალითად, თბილისში, უფასო სასადილოზე ხელმისაწვდომობა გარანტირებულია
მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც ძირითად სიებში მოხვდებიან.682 ძირითად სიაში
ჩარიცხული ბენეფიციარების რაოდენობა განისაზღვრება დაფინანსების შესაბამისად. სიების
კორექტირება, ძირითადად, არ ხდება და გარკვეულწილად მუდმივი სახით არსებობს. ასევე,
მნიშვნელოვანი საკითხია განმცხადებელთა ძირითად სიაში შეყვანის რიგითობა. კერძოდ,
სახალხო დამცველის აპარატის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტიდან
რეგიონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შეფასებით დადგინდა, რომ
რიგითობა
მათი
განცხადების
რეგისტრაციის
თარიღის
მიხედვით
და სხვადასხვა
ბენეფიციარების
განისაზღვრება.
ანუ
უპირატესობა ენიჭება იმ ბენეფიციარს, რომლის განცხადებაც გამგეობაში უფრო ადრე
დარეგისტრირდა.
შესაბამისად,
არსებობს
რისკი,
რომ
უფრო
მეტი
საჭიროების
მქონე
სოციალურად დაუცველმა პირმა რიგითობის გამო ვერ ისარგებლოს უფასო სასადილოთი ან
მუდმივად ირიცხებოდეს მომლოდინეთა დამატებით სიაში, ხოლო სოციალურად დაუცველი,
თუმცა ნაკლები საჭიროების მქონე პირი - სარგებლობდეს შეუზღუდავად.683 ზუგდიდის
680
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 2016 წ. „საარსებო შემწეობის
მიმღები შრომისუნარიანი ბენეფიციარების სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულების შემცირება“
გვ.45
681
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა
დაცვის
მდგომარეობის
შესახებ
2016
წელი,
გვ.
724
http://ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf
682 არსებობს საკვების მიმღებ ბენეფიციართა ორი სია – ძირითადი და დამატებითი. ძირითადი სიის
ბენეფიციარები უფასო
საკვებს ღებულობენ
შეუზღუდავად, ყოველდღიურად.
ხოლო, როდესაც
კონკრეტულ დღეს ძირითადი სიის ცალკეული ბენეფიციარი რაიმე მიზეზით არ გამოცხადდება, მის
ნაცვლად საკვების მიღება შეუძლიათ დამატებითი სიის ბენეფიციარებს, რომელთა რაოდენობა ძირითადი
სიის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
683
თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 26 ნოემბრის N1879 ბრძანების N2 დანართით
განსაზღვრული ინსტრუქციით უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობის უფლება აქვთ იმ
სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.
231
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მუნიციპალიტეტში684 მკაცრად არის განსაზღვრული ბენეფიციართა რაოდენობა (250 პირი) და
დამატებითი სიები არ არსებობს. აღნიშნული ლიმიტი წარმოადგენს სხვა პირებისთვის უფასო
სასადილოთი სარგებლობაზე უარის თქმის საფუძველს.
საანგარიშო
პერიოდში
თბილისის
მუნიციპალიტეტში
მოქმედ
უფასო
სასადილოებზე
დაფინანსება 2 მილიონით გაზრდილია,685 თუმცა ბენეფიციარების რაოდენობა რაიონების
მიხედვით არ არის შეცვლილი. შესაბამისად, კვლავ არსებობს მომლოდინეთა დამატებითი სიებში
მყოფი
ბენეფიციარები,
რომლებიც
ძალიან
მცირე
გამონაკლისის
გარდა,686
საჭიროების
მიუხედავად, ვერ სარგებლობენ სერვისით.
მუნიციპალიტეტებს განსხვავებულად აქვთ ჩამოყალიბებული უფასო სასადილოთი სარგებლობის
კრიტერიუმები. კერძოდ, თუ თბილისის მუნიციპალიტეტში უფასო სასადილოთი სარგებლობის
უფლება აქვთ იმ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება, ზოგიერთ
სხვა მუნიციპალიტეტში მაქსიმალური ზღვარი 65 000 ქულაა687 (საარსებო შემწეობის მისაღებად
დადგენილი ზღვრული ქულა). იმ რეალობაში, როდესაც საარსებო შემწეობის პროგრამა ავლენს
მოსახლეობის ყველაზე ღატაკ ფენას, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ღარიბი ოჯახი, რომელთა
სარეიტინგო ქულა დაბალია, თუმცა საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე მაღალი,
საჭიროების მიუხედავად ვერ სარგებლობს უფასო სასადილოებით. მნიშვნელოვანია შესწავლილ
იქნეს
რეგიონებში
მოსახლეობის
საჭიროება
და
მხოლოდ
შემდეგ
დადგინდეს
უფასო
სასადილოთი სარგებლობის კრიტერიუმები.
მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებობს
ბიუჯეტის სრულად ათვისების პრობლემა. კერძოდ, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, უფასო
კვების პროგრამაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები სრულად არ იხარჯება, ხოლო
ბენეფიციარებს საკვებზე ხელმისაწვდომობაზე უარს ეუბნებიან ადგილის არ არსებობის
საფუძვლით. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებმა სრულად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული
რესურსი და, მოთხოვნის შესაბამისად, ბენეფიციარები უზრუნველყონ საკვებით.
რეკომენდაციები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
684
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი N02/1822, 15/02/2018წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის N6-8 დადგენილება „ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“. უფასო სასადილოებით
მომსახურება: 2016 წლის ფაქტი - 14 509,2 ათასი ლარი, 2017 წლის გეგმა - 16 303,6 (ათასი).
686 თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 26 ნოემბრის N1879 ბრძანების N2 დანართით
685
განსაზღვრული ინსტრუქციით, როდესაც კონკრეტულ დღეს ძირითადი სიის ცალკეული ბენეფიციარი
რაიმე მიზეზით არ გამოცხადდება, მის ნაცვლად საკვების მიღება შეუძლიათ დამატებითი სიის
ბენეფიციარებს.
687
მაგალითად ზუგდიდში, ქუთაისში.
232
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
უზრუნველყოფილ იქნეს საარსებო შემწეობის პროგრამასთან დაკავშირებით ისეთი
ცვლილებების
ინიცირება,
რაც
საშუალებას
მისცემს
ბენეფიციარებს
დასაქმების
შემთხვევაში გონივრული პერიოდით შეუნარჩუნდეთ საარსებო შემწეობის მიღება
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კოორდინაციით, საარსებო შემწეობის
დანიშვნის ვადების შემცირების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების
განხორციელება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებაში; ასევე,
უზრუნველყოს
საქართველოს მთავრობისათვის 2010 წლის 24 აპრილის N126 და 2006 წლის 28 ივლისის
N145 დადგენილებებში შესატანი ცვლილებების ინიცირება
ადგილობრივ თვითმმართველობებს
შეაგროვოს
და
გარკვეული
პერიოდულობით
განაახლოს
ობიექტური
და
სტატისტიკურად მყარი მონაცემები მათ ტერიტორიაზე საკვებზე ხელმისაწვდომობის
კუთხით არსებული საჭიროების შესაფასებლად (საკვებზე ხელმისაწვდომობის
საჭიროებების
შეფასების
დოკუმენტი).
საჭიროებების
შეფასების
დოკუმენტზე
დაყრდნობით უზრუნველყონ ბიუჯეტის გაზრდა და დამატებითი სახსრების მოძიება.
ამასთან, საკვების მიმღებ ბენეფიციართა სიების ფორმირებისას, რეგისტრაციის თარიღის
ნაცვლად, იხელმძღვანელონ ოჯახის საჭიროებებით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად,
განახორციელონ ცვლილებები შესაბამის სამართლებრივ აქტებში.
233
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
22. სათანადო საცხოვრებლის უფლება
სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები სისტემურ
ხასიათს ატარებს და წლიდან წლამდე უცვლელია მათი თემატიკა. კერძოდ, წლების
განმავლობაში გამოვლენილ პრობლემებს688 წარმოადგენდა არასრულფასოვანი საკანონმდებლო
ბაზა,
შეზღუდული
საბიუჯეტო
და
ინფრასტრუქტურული
რესურსები,
ერთიანი
და
მუნიციპალური მონაცემთა ბაზების უქონლობა, თავშესაფარში მოთავსებული პირებისთვის
მხარდამჭერი პროგრამების არარსებობა,
უფლების შესახებ დაბალი ცნობიერება. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ უკვე წლებია საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო
გეგმაში689 ვერ ხვდება კონკრეტულ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს
უსახლკარობის დაძლევასთან დაკავშირებული ამოცანების690 შესრულებას.
22.1.
თბილისში უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით დაკმაყოფილების
წესი
ვინაიდან სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების
განხილვა ყველაზე ინტენსიურად სწორედ თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს,
წინამდებარე ანგარიშში მოცემულ საკითხს დამოუკიდებელი ქვეთავი დაეთმობა. თბილისის
მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2017 წლებში „ქალაქ თბილისში
უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების კომისიას“ (შემდეგში
- კომისიას) 8 661-მა პირმა მიმართა განაცხადით, საიდანაც 2 869 განაცხადი არ იყო
სრულყოფილი. წარმოებაში მიღებული განცხადებებიდან სულ 3399 პირის საქმე განიხილეს.691
მათგან,, უსახლკაროდ დარეგისტრირდა 842 პირი, უარი ეთქვა 2 375 პირს და 182 პირის შესახებ
მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ბენეფიციარი გარდაიცვალა ან
მსჯავრდებულია.692 ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 2016 წელთან
შედარებით
გაიზარდა
კომისიის
მიერ
გაწეული
სამუშაოს
მოცულობა,
რითაც
გათვალისწინებულ იქნა სახალხო დამცველის რეკომენდაცია უფლებით სარგებლობაზე მაღალი
მოთხოვნიდან გამომდინარე კომისიის სხდომების შესაბამისი ინტენსივობით ჩატარებასთან
688
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2014, 2015 და 2016 წლის ანგარიშები, თავი: „სათანადო საცხოვრებლის
უფლება“.
689 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივლისის N445 დადგენილება და საქართველოს მთავრობის 2016
წლის 21 ივლისის N338 დადგენილება.
690 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 აპრილის N2315 დადგენილების 21-ე პუნქტი.
691
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო
სამსახურის 12.02.2018 წლის N15-0118043109 წერილი.
692
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო
სამსახურის 12.02.2018 წლის N15-0118043109 წერილი.
234
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დაკავშირებით.693 თუმცა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო დინამიკის
შენარჩუნება, შესაძლებლობის შემთხვევაში მისი გაზრდაც, ისე რომ ზიანი არ მიადგეს კომისიის
მიერ გაწეული საქმიანობის ხარისხს. 694
დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ საქართველოს სახალხო დამცველის წინადადების695
საფუძველზე,
რომელიც
კომისიის
საქმიანობაზე
დაკვირვების
პროცესში
გამოვლენილ
მნიშვნელოვან ხარვეზს ეხებოდა, თბილისის მერიამ უსახლკაროდ რეგისტრირებული პირების
თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურაში696 ქულის მინიჭების წესის საკანონმდებლო
მოწესრიგების მიზნით, სამართლებრივი ცვლილების პროექტზე დაიწყო მუშაობა.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში უსახლკარობის დასაძლევად მიმართული პროგრამები
(სოციალური
საცხოვრისი,
თავშესაფარი,
ბინის
ქირით
დახმარება)
ცალ-ცალკეა
რეგულირებული. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უსახლკარო პირებისთვის ბინის ქირით
უზრუნველყოფა არ არის მოწესრიგებული, როგორც, უსახლკარობისგან დაცვის სოციალური
პოლიტიკის ნაწილი და იგი სხვა პროგრამის განსაკუთრებულ/საგამონაკლისო შემთხვევად
განიხილება.697 კერძოდ, „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“
ქვეპროგრამა განსაკუთრებულ შემთხვევაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ან საყოფაცხოვრებო
პირობებში მყოფი პირებისთვის ბინის ქირის ანაზღაურებას ითვალისწინებს. შეიძლება ითქვას,
რომ
დასახელებული
წესით
დახმარების
გაცემა
მძიმე
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობიდან გამომდინარე პირის უსახლკარობის ფაქტზეა მიბმული. ამასთანავე, ბინის
ქირის კომპენსაციის საშუალებით ხორციელდება იმ პირთა უსახლკარობისგან დაცვა, რომლებიც
გარკვეულ ეტაპზე ზემოთხსენებულმა კომისიამ ვერ დააკმაყოფილა საცხოვრებელი ფართით და
მომლოდინეთა სიაში იმყოფებიან.
თბილისის
მუნიციპალიტეტის
რაიონული
გამგეობებიდან
მიღებული
სტატისტიკური
მონაცემების თანახმად, 2016 და 2017 წლებში ბინის ქირის ქვეპროგრამის განხორციელებისთვის
სულ მცირე 11 698 913 ლარი დაიხარჯა.698 აღნიშნული თანხიდან 4 435 530 ლარი ძირითადი
693
„საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში, თავი: „სათანადო საცხოვრებლის უფლება“, გვ.
715-723.
694 თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 13 დეკემბრის N46.10.906 განკარგულებით,
კომისიის ფუნქციონირების ოპტიმიზაციის მიზნით, კომისიის წევრთა რაოდენობა 13-დან 6-მდე
შემცირდა, რამაც კომისიის მუშაობა უფრო მოქნილი გახადა და გააადვილა კვორუმის არსებობა.
695 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 16 აგვისტოს წინადადება N04-4/11488 „უსახლკაროდ
რეგისტრირებული პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურაში ქულის მინიჭების წესის
კანონმდებლობით მოწესრიგებასთან დაკავშირებით“.
696 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N28-116 დადგენილება.
697 თბილისი საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-138 დადგენილების მე-9 მუხლი (2018 წლის
პირველი იანვრიდან თბილისის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-23 დადგენილების მე-9 მუხლი).
698 აღნიშნულ სტატისტიკა არ მოიცავს საბურთალოს და დიდუბის რაიონული გამგეობების მონაცემებს,
ვინაიდან დასახელებული ინფორმაცია მათი მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი.
235
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
წესით699 გაიცა, ხოლო - 6 065 470 ლარი განსაკუთრებული წესით.700 რაც შეეხება ბენეფიციარების
რაოდენობას, 2016 და 2017 წლებში ბინის ქირა აუნაზღაურდა 2 434 ოჯახსა და 1 083 პირს,
საიდანაც 1 458 ოჯახს და 699 პირს ყოველთვიური სუბსიდია სწორედ განსაკუთრებული წესით
ჰქონდა დანიშნული.701 სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ბინის ქირის ქვეპროგრამის
და ამ მიმართულებით მობილიზებული საბიუჯეტო სახსრების მოსარგებლეები მეტწილად
სწორედ განსაკუთრებული წესის ბენეფიციარები არიან. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ
განსაკუთრებული
წესის
გამოყენებისთვის
კრიტიკულად
მნიშვნელოვანია
არსებობდეს
გამართული და სრულფასოვანი საკანონმდებლო რეგულაციები, რათა საბიუჯეტო სახსრების
განკარგვა მართლზომიერად და გამჭვირვალედ მოხდეს.
ამასთან, სახალხო დამცველმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დასახელებული პროგრამა პრობლემის
ერთჯერად მოგვარებაზეა ორიენტირებული და იგი ვერ უზრუნველყოფს უსახლკარობის
გრძელვადიან
პერსპექტივაში
გადაჭრას.
შესაბამისად,
საჭიროა
ძირითადი
აქცენტი
ინფრასტრუქტურული რესურსების შექმნაზე (საბინაო ფონდის განვითარებაზე) გაკეთდეს და
არა სუბსიდიარული პოლიტიკის გაძლიერებაზე (როგორიცაა ყოველთვიური ბინის
გადასახადის ანაზღაურება). აქვე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ
გადახედოს
გრძელვადიან
პერსპექტივაში
უსახლკარო
პირებისთვის
ბინის
ქირით
დაკმაყოფილების საკითხის მიზანშეწონილობას და მისი არსებული ფორმით გამოყენების
ეფექტურობას.
ამასთანავე,
ინფრასტრუქტურული
რესურსების
შექმნასთან
ერთად,
თავშესაფარში მოთავსებული პირებისთვის უნდა ამოქმედდეს მხარდამჭერი პროგრამები,
რომელიც ხელს შეუწყობს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებას და
თავშესაფრების რიცხვისა და ხარისხის გაზრდას გახდის შესაძლებელს.
22.2.
უსახლკარო პირთა მდგომარეობა მუნიციპალიტეტებში
2017 წელს თავშესაფრის არმქონე პირების მდგომარეობის შეფასებისა და პრობლემის
მოგვარებისთვის საჭირო რესურსების გამოკვლევის მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა
ინფორმაცია გამოითხოვა მუნიციპალიტეტების მერიებიდან.
მიუხედავად
იმისა,
რომ
წინა
წლებთან
შედარებით,
აღნიშნული
მიმართულებით,
ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობა მცირედით გაუმჯობესდა, ქვეყანაში კვლავ
პრობლემად რჩება თავშესაფრის არმქონე პირების სრულყოფილი მონაცემთა ბაზის წარმოების,
699
თბილისის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-138 დადგენილების (ძალადაკარგულია
თბილისის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-23 დადგენილებით) მე-2 მუხლი.
700 თბილისის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-138 დადგენილების (ძალადაკარგულია
თბილისის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-23 დადგენილებით) მუხლი 9.
701 თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებმა ინფორმაცია არაერთგვაროვნად წარმოადგინეს, კერძოდ,
ნაწილმა სტატისტიკა მოგვაწოდა პირების და არა ოჯახების მიხედით.
236
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მისი
ფუნქციონირებისათვის
საჭირო
მეთოდოლოგიის
და
ბიუჯეტირების
პროცესში
უსახლკარო პირების საჭიროებების გათვალისწინების საკითხი.
წინა წელთან შედარებით გაზრდილია იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობა, რომლებიც
აწარმოებენ მონაცემთა ბაზებს და აღრიცხავენ თავშესაფრის არმქონე პირებს, თუმცა რიგ
მუნიციპალიტეტებში ბაზების შექმნა კვლავ მხოლოდ მიმართვიანობის საფუძველზე ხდება და
ადგილობრივი თვითმმართველობები არ ქმნიან შესაბამის მექანიზმს მუნიციპალიტეტის
მასშტაბით თავშესაფრის არმქონე პირების აღწერისა და ბაზაში რეგისტრაციისთვის, ხოლო
თვითმმართველობის
შესაბამისი
ორგანოები
ინფორმაციას
არსებული
ბაზების
შესახებ
ერთეული შემთხვევების გარდა კვლავ არ აწვდიან სოციალური მომსახურების სააგენტოს.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილს მოუწესრიგებელი აქვს საკანონმდებლო ბაზა
და ბიუჯეტის არსებობის შემთხვევაში თავშესაფრით უზრუნველყოფა ხდება არა თავშესაფრით
დაკმაყოფილების
შესაბამისი
წესით,
არამედ
სოციალური
პროგრამებით
დადგენილი
კრიტერიუმების საფუძველზე, რაც ბუნებრივია ვერ ქმნის პროცესის სრულფასოვნად
წარმართვის შესაძლებლობას და ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია რა მოთხოვნების შესაბამისად
ხორციელდება თავშესაფრის მაძიებლების საკითხის განხილვა და შესაბამისი დახმარების
გაწევა.
დადებითად უნდა აღინიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ თავშესაფრით
უზრუნველყოფის
პროგრამების
გაზრდილი
მაჩვენებელი,
რომლითაც
ადგილობრივი
თვითმმართველობების მიერ გათვალისწინებულია როგორც უსახლკარო პირების სოციალურ
სახლებში განთავსება, ასევე
საცხოვრებლის ქირის საფასურისა
საცხოვრებლით უზრუნველყოფა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ
და გრძელვადიანი
თვითმმარველობის
არასაკმარისი ფინანსური და ინფრასტრუქტურული რესურსი ცენტრალური ხელისუფლების
დახმარების გარეშე პრობლემის გადაჭრის ეფექტურ საშულებას ვერ იძლევა.
მოცემული ცხრილი ასახავს ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ
უსახლკარობის დაძლევისთვის საჭირო ბაზის წარმოების,
ბაზაში რეგისტრაციის
კრიტერიუმების არსებობის, თავშესაფრის არმქონე პირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით
გამოყოფილი
ფინანსური
თანხებისა
და
თავშესაფრით
რაოდენობრივ სტატისტიკას.
237
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
უზრუნველყოფის
პროგრამების
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას
შეიქმნას
მთავრობის
უწყებათაშორისი
კომისია,
რომელიც
განსაზღვრავს
უსახლკარობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირების სახელმწიფო პოლიტიკას
და ზედამხედველობას გაუწევს მის შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო
უწყებების საქმიანობას
ქვეყნის წინაშე უსახლკარობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ერთიანი სახელმწიფო
პოლიტიკის შემუშავებამდე, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებმა:
238
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
იმ
მუნიციპალიტეტებში,
სადაც
არსებობს
უსახლკარო
პირების
თავშესაფრით
უზრუნველყოფის საჭიროება, განხორციელონ უსახლკარო პირების მონაცემთა ბაზების
სისტემატიზაცია და საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ უსახლკარობის დაძლევის
მიზნით შესაბამისი პროცედურის რეგლამენტირება და საჭირო ფინანსური და
ინფრასტრუქტურული რესურსების მობილიზება
იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უსახლკარო პირებისთვის უკვე არსებობს სოციალური
პროგრამები
სათანადო
საცხოვრებლის
უფლებასთან
მოსახლეობის ინფორმირება
239
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დაკავშირებით,
უზრუნველყონ
23. ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა
ეკომიგრანტთა სფეროში არსებული ძირითადი პრობლემები კვლავაც გადაუჭრელია. კერძოდ,
დღემდე არ არსებობს ეკომიგრანტთა შესახებ სპეციალური კანონი, ასევე მწირია მათი
საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი. პროცესზე დაკვირვება
ცხადყოფს, რომ სათანადო ყურადღება არც სტიქიური მოვლენების პრევენციას ექცევა. მსგავსი
ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვა და გატარება კი, შესაძლებლობის ფარგლებში, შეამცირებს
სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებულ ზიანს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში
გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა ეკომიგრანტთა განსახლების კომისიური წესით
განხილვისას. პრობლემას წარმოადგენს ეკომიგრანტთა უკუმიგრაციაც.
23.1.
ეკომიგრანტთა სფეროში არსებული კანონმდებლობის ხარვეზები და
პრაქტიკაში არსებული პრობლემები
საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთ ანგარიშში ისაუბრა ეკომიგრანტთა სფეროში
სპეციალური კანონის აუცილებლობის შესახებ.702 დღესდღეობით, 2018-2020 წლების ადამიანის
უფლებების
დაცვის
სამთავრობო
სამოქმედო
გეგმის
პროექტი,703
ეკომიგრანტების
მიმართულებით მხოლოდ მათ განსახლებაზეა ორიენტირებული და სოციალურ გარანტიებს
კვლავ არ ითვალისწინებს. არაერთხელ შეფასდა უარყოფითად სპეციალური სამოქმედო გეგმის
არარსებობაც.704 მიუხედავად იმისა, რომ ეკომიგრანტების განსახლების მარეგულირებელ აქტში
არსებული ჩანაწერის მიხედვით „...ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების
დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას...“,705 საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) დღემდე არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა
ეკომიგრანტთა განსახლების ეტაპებთან დაკავშირებითაც.
ეკომიგრანტთა განსახლებას არეგულირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N779 ბრძანება
(შემდგომში N779 ბრძანება) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის N25
განკარგულება (შემდგომში N25 განკარგულება). ეს უკანასკნელი ფარავს აჭარის ტერიტორიაზე
2010 წლიდან რეგისტრირებულ ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხს, ხოლო დანარჩენ
702
იხ. 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 613-614, 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 661-662 და
2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 849-850, 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 780-781.
703 ხელმისაწვდომია: <http://bit.ly/2HbqLfL>, პროექტის 23-ე თავი {ბოლოს ნანახია 9.02.2018}.
704 იხ. 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 851, 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 782.
705 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების N1 დანართი, მე-2 მუხლის მე-11
პუნქტი.
240
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
რეგიონებს - N779 ბრძანება. ამ სამართლებრივი აქტების საფუძველზე შექმნილია კომისია,706
რომელიც სარგებლობს სამინისტროს ეკომიგრანტთა ერთიან ბაზაში არსებული მონაცემებით,
N779 ბრძანებით გათვალისწინებული კრიტერიუმებითა და ქულათა სისტემით,707 რითაც
განისაზღვრება ოჯახების განსახლების რიგითობა.
ორივე აქტში მთავარი ხარვეზი უკუმიგრაციის პრევენციის დაურეგულირებლობაა. კერძოდ,
გათვალისწინებული არ არის რაიმე მექანიზმი იმისათვის, რომ განსახლებულ ეკომიგრანტებს
სტიქიის ადგილზე არსებული უძრავი ქონებით სარგებლობა შეეზღუდოთ. მნიშვნელოვანია,
აღნიშნული საკითხის სამართლებრივად დარეგულირება, ვინაიდან სამინისტროცა და აჭარის
მთავრობაც აღიარებს პრაქტიკაში მის ხშირ გამოვლენას. უკუმიგრაცია კი პირდაპირ უქმნის
საფრთხეს ბენეფიციართა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
დამატებით უნდა აღინიშნოს განსახლების კრიტერიუმებში არსებული ხარვეზიც. კერძოდ, N779
ბრძანება შესაბამის ქულას ანიჭებს იმ ოჯახებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა ერთიან ბაზაში 57 001 ქულაზე ნაკლებით არიან რეგისტრირებული.708 იმის
გათვალისწინებით, რომ საარსებო შემწეობის მისაღებად დღესდღეობით განსხვავებული
სარეიტინგო ქულებია დადგენილი (მაგ: 30 000 ერთეული, 65 000 ერთეული და ა. შ), საჭიროა
ეკომიგრანტთა განსახლების კრიტერიუმების მისადაგება ამ რეგულაციებთან.709
რაც შეეხება პრაქტიკაში გამოვლენილ ხარვეზებს, უპირველეს ყოვლისა საბიუჯეტო სახსრების
სიმწირე უნდა აღინიშნოს. 2017 წლის განმავლობაში სამინისტრომ საცხოვრებლით 94 ოჯახი
დააკმაყოფილა, რაც 2016 წლის მონაცემებს მხოლოდ 1 ოჯახით აღემატება.710 2018 წელს კი
ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში კი 120 ოჯახის განსახლებაა
შესაძლებელი.711 უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრომ (შემდგომში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო) რომელიც აჭარის ტერიტორიაზე
706
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების
(ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (N779 ბრძანება) და ეკომიგრანტი
ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო
კომისია (აჭარის მთავრობის N25 განკარგულება).
707 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება, N3 დანართი.
708 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება, N3 დანართი, „სოციალური
კრიტერიუმი“.
709 საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილება „სოციალური დახმარების
შესახებ“.
710 იხ: საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 780.
711 3 000 000 ლარი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 იანვრის N03-01/03/604 წერილი.
241
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
რეგისტრირებული ეკომიგრანტების განსახლებას უზრუნველყოფს, 2017 წელს 111 ოჯახი
განასახლა და 2018 წელს 117 ოჯახის განსახლებას გეგმავს.712
საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის
საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცესიც. უარყოფითად უნდა შეფასდეს, ის
გარემოება, რომ წინა წელთან შედარებით კერძო საკუთრებაში საცხოვრებელი უფრო ნაკლებ,713
ჯამში 101 ოჯახს გადაეცა.714
სამინისტროს ბაზაში 5 009 ეკომიგრანტი ოჯახია რეგისტრირებული, მათგან სახელმწიფო
უწყებებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა 1 346 ოჯახი
განასახლეს.715
შესაბამისად,
დაახლოებით 4 000-მდე ოჯახი განსახლების მოლოდინშია. ხოლო, ამ მიზნით გამოყოფილი
ფულადი სახსრები არ არის მოთხოვნის შესაბამისი.
აღსანიშნავია, რომ N779 ბრძანების თანახმად ის ეკომიგრანტი ოჯახები,
რომლებიც
მომეტებული საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ (დასკვნას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს)
კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე უნდა განსახლდნენ.716 2018 წელს ასეთი 24 ოჯახი
განსახლდა. თუმცა, მომეტებული საფრთხის არსებობის შესახებ დასკვნა 282 ოჯახთან
დაკავშირებით არის გაცემული.717 უნდა ითქვას, რომ თავად სამინისტროს კვლავაც არ აქვს
ინფორმაცია, სულ რამდენ ეკომიგრანტ ოჯახზე არის გაცემული ამგვარი დასკვნა,718 დოკუმენტს
ოჯახი ინდივიდუალურად წარადგენს და საკითხის განხილვაც მის საფუძველზე ხდება.
აღნიშნული, პროცედურა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებათა კოორდინირებულ
მუშაობას
და
იწვევს
მომეტებული
საფრთხის
ქვეშ
მყოფი
ოჯახების
განსახლებას
ფრაგმენტულად, რაც არ არის მიმართული პრობლემის საბოლოო გადაწყვეტისაკენ.
სახალხო
დამცველი
სამინისტროს
ყურადღებას
ვებგვერდს
შეეხება.
გაამახვილებს
როგორც
712
კიდევ
ცნობილია,
ერთ
გარემოებაზე,
სამინისტროს
რომელიც
ბენეფიციარებს
გამოყოფილი თანხა 3 000 000 ლარს შეადგენს. აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს 2018 წლის 21 თებერვლის N05/377 წერილი
713იხ: საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 781.
714საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 იანვრის N03-01/03/604 წერილი.
715საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 იანვრის N03-01/03/604 წერილი.
716საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება, N1 დანართი, მე-3 მუხლის მე-3
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
717 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 თებერვლის N21/913 წერილი.
718საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 10 იანვრის N03-01/03/604 წერილი.
242
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ეკომიგრანტების გარდა სხვა პირებიც წარმოადგენენ.719 თუმცა, სხვა ბენეფიციარებისაგან
განსხავებით, ვებგვერდი არ შეიცავს ინფორმაციას ეკომიგრანტთა სტატუსის შესახებ. სახალხო
დამცველს მიაჩნია, რომ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია
სამინისტროს ვებგვერდი მოიცავდეს ინფორმაციას ეკომიგრანტთა შესახებ, მსგავსად
სამინისტროს სხვა ბენეფიციარებისა.
23.2.
N779
ბრძანების
ეკომიგრანტთა განსახლების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობა
საფუძველზე
შექმნილი
კომისიის
სხდომებს
სახალხო
დამცველის
წარმომადგენელი დამკვირვებლის სტატუსით უწევს მონიტორინგს. კომისიის მიერ საკითხთა
განხილვისას უმეტეს შემთხვევაში ხდება სახალხო დამცველის წარმომადგენლის შენიშვნების
გათვალისწინება, რაც დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა ამავდროულად გამოიკვეთა
რამდენიმე პრობლემა, რომელთა აღნიშვნაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.
პირველი, ოჯახების განსახლების თაობაზე სხვადასხვა უწყებების720 შუამდგომლობების
განხილვაა. კერძოდ, ეკომიგრანტ ოჯახს, შესაძლოა არ ჰქონდეს საკმარისი ქულა კომისიურად
განსასახლებლად, თუმცა, თუ რომელიმე უწყება უწევს შუამდგომლობას განსახლების თაობაზე,
მაშინ საკითხი კომისიის განხილვის საგანი ხდება. აღნიშნული იწვევს უსამართლობის განცდას
იმ ოჯახებთან მიმართებაში, ვისაც არ აქვს საკმარისი ქულა განსახლების საკითხის
განსახილველად და ამასთან ამგვარ საფუძველს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, ერთეულ შემთხვევაში ოჯახის განსახლების საკითხის
განხილვისას საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიღება
და ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით საკითხის საბოლოო გადაწყვეტა. კერძოდ, ოჯახის
შესახებ ინფორმაცია კომისიას მიეწოდება ზეპირი ფორმით, რა დროსაც არ მოწმდება მისი
საფუძვლიანობა, ხოლო აღნიშნული ინფორმაციის წყარო არ აისახება შესაბამის სხდომის ოქმში.
სახალხო დამცველს მიაჩნია,
რომ
განსახლების
საკითხთან
დაკავშირებით
მიღებული
ნებისმიერი გადაწყვეტილება საჭიროებს დასაბუთებას და შესაბამის მტკიცებულებებზე
მითითებას, რის გარეშეც პროცესი კითხვის ნიშნებს წარმოშობს.
23.3.
ეკომიგრაციის პრევენცია
ზიანის თავიდან აცილებისა და ფინანსური რესურსის დაზოგვისთვის მნიშვნელოვანია
მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების პროგნოზირება და პრევენცია. მაღალი საფრთხის
მქონე ტერიტორიებზე გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების
719
დევნილები, ლტოლვილები, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები და სხვ.
უმეტესად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი.
720
243
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ხელშეწყობა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ამოცანაცაა.721
სააგენტო
შეიმუშავებს ყოველწლიურ საინფორმაციო ბიულეტენს, სადაც მითითებულია
მოსალოდნელი საშიშროების რისკი და ცალკეული რეგიონების მიხედვით დასახულია
გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები.722 გასათვალისწინებელია ისიც, რომ სსიპ გარემოს
ეროვნული სააგენტო გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებზე კონკრეტულ ოჯახებთან
დაკავშირებით გაცემულ დასკვნაშიც უთითებს.723 როგორც ცნობილია, საანგარიშო პერიოდში
ამგვარი
რეკომენდაცია
852
ოჯახთან
დაკავშირებით
გაიცა,
ხოლო
135
ოჯახი
გეომონიტორინგულ დაკვირვებას დაექვემდებარა.724 თავად სააგენტო არ ახორციელებს
გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს,725 თუმცა, პროცესზე დაკვირვება
აჩვენებს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალურად გაცემული რეკომენდაციები
არ სრულდება, ვინაიდან, ადგილობრივ თვითმმართველობებს არ გააჩნიათ შესაბამისი
ფინანსური რესურსები მათ განსახორციელებლად.726
გარდა ზემოაღნიშნულისა, ეკომიგრაციის პრევენციის მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტი
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაც უნდა იყოს. მნიშვნელოვანია მოსახლეობას
მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რა ქმედებებითაა შესაძლებელი ბუნებრივი კატასტროფების რისკის
შემცირება.
რეკომენდაციები:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა,
განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N779 ბრძანებასა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის N25 განკარგულებაში შეტანილი იქნას ცვლილებები, რომელიც
721
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის
N49 ბრძანება, დებულების მე-2 მუხლის, მე-10 პუნქტი.
722„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის
N49 ბრძანება, დებულების მე-3 მუხლის, „გ“ ქვეპუნქტი.
723 მაგალითად დამცავი ნაგებობების აგება, ნარგავების გაშენების გაშენება და ა. შ.
724 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 მარტის N21/1317 წერილი.
725 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 მარტის N21/1317 წერილი.
726
ეკომიგრანტთა განსახლების კომისიაზე მონიტორინგის განხორციელების დროს, საქმეში
წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის საპასუხო კორესპონდენციები, სადაც აცხადებენ
რომ პრევენციულ ღონისძიებებს ვერ გაატარებენ ფინანსური სახსრების არარსებობის გამო.
244
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მსგავსად 13-14 ივნისის სტიქიის მარეგულირებელი აქტისა,727 ერთიანი სტანდარტით
უზრუნველყოფს ეკომიგრანტთა უკუმიგრაციის პრევენციას
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა,
განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N779 ბრძანებაში შევიდეს ცვლილებები და
განსახლების სოციალური კრიტერიუმი შესაბამისობაში მოვიდეს საარსებო შემწეობის
მისაღებად დადგენილ ქულებთან
დასრულდეს 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი
ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი
ეკომიგრანტი
ოჯახების
განსახლებაზე
მსჯელობისას,
კომისიამ
არ
მიანიჭოს
პრიორიტეტი იმ განაცხადებს, რომელთა დაკავშირებითაც სამინისტროში წარდგენილია
სხვადასხვა უწყებების შუამდგომლობა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს ინფორმაცია
ეკომიგრანტთა შესახებ, მსგავსად სამინისტროს სხვა ბენეფიციარებისა.
უზრუნველყოს იმ ეკომიგრანტთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რომლებიც
მომეტებული საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ამგვარი
ოჯახების პრიორიტეტულად განსახლება.
727
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილება.
245
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
24. განათლების უფლება
მიმდინარე პერიოდში კვლავ პრობლემად რჩებოდა განათლების უფლების დაცვა და მისი
განხორციელების
ხელშეწყობა.
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
არსებული
ინფრასტრუქტურული პრობლემები, ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული
ხარვეზები და სკოლის მიტოვების შემთხვევათა პრევენციის არასაკმარისი ღონისძიებები
უარყოფითად აისახება არსებულ მდგომარეობაზე. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს, კვლავ
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები,
ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები წარმოადგენენ728.
ამასთან, კვლავ პრობლემად რჩება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ
ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა და ზოგადი განათლების მიღების მიზნით გამყოფ ხაზზე
მოსწავლეთა გადაადგილება729. ასევე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის
ქართული ენის შესწავლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები კვლავ ვერ პასუხობს
არსებულ გამოწვევებს.730
განათლების უფლების დაცვის თვალსაზრისით, 2017 წელს ასევე საინტერესო იყო განათლების
უფლების
კომპონენტი,
რომელიც
დაკავშირებულია
მოქმედი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ხელმისაწვდომობის უფლებასა731 და სახელმწიფოს ვალდებულებაზე,
უზრუნველყოს განათლების თავისუფალი არჩევანი იმ პირობით, რომ არჩეული სკოლა
შეესაბამება სახელმწიფოს მიერ გაწერილ მინიმალურ საგანმანათლებლო სტანდარტებს.732 ამ
მხრივ საინტერესოა საქართველოს კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც, უზრუნველყოფილია
საგანმანათლებლო დაწესებულებებისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა.733 ამ კუთხით, სკოლის
მუდმივი გაუმჯობესების ხელშემწყობი საშუალებაა ავტორიზაცია,734 რომლითაც ფასდება
დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო სტანდარტების დაკმაყოფილება.735
728
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ანგარიშის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებრივი მდგომარეობა“ თავში
729 დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ანგარიშის „კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის
უფლებრივი მდგომარეობა" თავში.
730
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ანგარიში „ეროვნული უმცირესობების უფლებრივი
მდგომარეობა და სამოქალაქო ინტეგრაციის“ თავში.
731 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საქმეზე, Catan and
others v. Moldova and Russia, პარ. 137.
732 გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N13,
პარ.
57,
28-30,
ხელმისაწვდომია
ვებ-გვერდზე:
http://www.right-to-education.org/sites/right-toeducation.org/files/resource-attachments/CESCR_General_Comment_13_en.pdf [ბოლოს ნანახია 12.03.2018].
733 საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 35.
734 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 12 თებერვლის რეკომენდაცია 2001/166/EC, სასკოლო
განათლების ხარისხის შეფასებისთვის ევროპული თანამშრომლობის შესახებ [2001] OJ L60/51.
735 „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 7, პუნ. 1.
246
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საანგარიშო პერიოდში ამ კუთხით საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა დემირელის
სახელობის კერძო კოლეჯის ავტორიზაციის საკითხი, რომლის შესწავლის შედეგადაც
დადგინდა, რომ ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება736 არსებითი
მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლა-შეფასებისა და სათანადო
დასაბუთების გარეშე იყო მიღებული.737 ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, ძირითადად,
შესაბამის ექსპერტთა შეფასებებს ეყრდნობა, რაც ხშირ შემთხვევაში, სამართლებრივად
არასწორია. ამასთან, კოლეჯი შეფასდა გასული წლების სასწავლო გეგმით, მაშინ, როცა
პროცედურის
მიზანი
2017/2018
წლებში
ზოგადსაგანმანათლებლო
საქმიანობისთვის
დაწესებულების მზაობის შეფასება უნდა ყოფილიყო. ამასთან, ავტორიზაციაზე უარის თქმის
საფუძველი გახდა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საფუძვლად არსებული დარღვევებიც,
რაც გაუმართლებელია, რადგან ავტორიზაციის მიზანია სკოლის ინსტიტუციური შეფასება და
იგი არ არის სადამსჯელო მექანიზმი. ავტორიზაციის საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება
წინააღმდეგობაში
მოდის
როგორც
კანონთან,
ასევე,
მისსავე
ადრინდელ
პრაქტიკასთან. სამწუხაროდ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ
გაცემული რეკომენდაცია738 გაუთვალისწინებელი დარჩა და დემირელის სახელობის კერძო
კოლეჯის მოსწავლეები კვლავ კანონშეუსაბამოდ არიან მოკლებულნი აღნიშნულ
დაწესებულებაში სწავლის შესაძლებლობას.
736
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 29 აგვისტოს N93
გადაწყვეტილება.
737 იხ. სახალხო დამცველის 2017 წლის 7 დეკემბრის განცხადება, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://ombudsman.ge/ge/recommendations-Proposal/rekomendaciebi/saxalxo-damcvelma-demireliskoledjistvis-avtorizaciaze-uaris-tqma-ukanonod-miichnia.page > [ბოლოს ნანახია 19.02.2018].
738 2017 წლის 30 ნოემბრის N04-3/16417 რეკომენდაცია.
247
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
25. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა
2017 წელს, სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ
პოზიტიურ ნაბიჯებთან ერთად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს არსებული სისტემების
გაძლიერება და ახალი სერვისების შექმნა. პრობლემად რჩება ბავშვის უფლებების დარღვევის
შემთხვევებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება, რაც
რეფერირების
მექანიზმის
შემდგომ
დახვეწას,
ბავშვთან
მომუშავე
პროფესიონალების
კვალიფიკაციის ამაღლებასა და პასუხისმგებლობის გაძლიერებას მოითხოვს.
მისასალმებელია 2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა
პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობას.
კანონი „შვილად
აყვანისა და
მინდობით
აღზრდის შესახებ“,
ადგენს
გაუმჯობესებულ ეროვნულ სტანდარტს; ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და ამ სფეროს
მომწესრიგებელი შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მიღება.739
კვლავ შეუსრულებელია სახელმწიფოს ვალდებულება, გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის
მე–3 დამატებითი ოქმის, „შეტყობინების პროცედურების შესახებ“, ეროვნულ დონეზე
დანერგვასა
და
პრაქტიკაში
ამოქმედებაზე
პასუხისმგებელი
სახელმწიფო
მექანიზმის
განსაზღვრისა და პროცედურული წესის შემუშავების მიმართულებით.
გამოწვევად რჩება ბავშვის დაცვა ძალადობისგან და პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების
განხორციელება. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის 2017 წლის დეკემბერში თბილისში,
ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტს, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი
გარდაიცვალა. აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ბავშვებს შორის ძალადობის
პრევენციის პრობლემის არსებობასა და ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი
ქმედითი ღონისძიებების აუცილებლობაზე.
მომეტებულ ყურადღებას საჭიროებს მედიასაშუალებების მხრიდან ბავშვთა საკითხების
გაშუქება ეთიკური სტანდარტებისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მიუხედავად
იმისა, რომ გაიზარდა ბავშვთა საკითხების გაშუქების მაჩვენებელი, კვლავ პრობლემას
წარმოადგენს ნაკლებად სიღრმისეული გაშუქება და სტიგმატიზაციის შემთხვევები. ამასთან,
გამოწვევად რჩება ბავშვთა სუიციდის, არასრულწლოვანთა მიმართ და მათ მიერ ჩადენილი
დანაშაულებრივი ფაქტების გაშუქება ბავშვის საუკეთესო ინტერესების სრულფასოვანი
გათვალისწინების გარეშე.
739
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/3838370,
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3837694 >[ბოლოს ნანახია 2018 წლის 26 მარტს].
248
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
25.1.
ბავშვის სიცოცხლისა და განვითარების უფლება
ბავშვის სიცოცხლისა და ჯანსაღ გარემოში განვითარების უფლება ბავშვის უფლებების
კონვენციის ხელშეუვალი პრინციპია, რომლის დასაცავად, სახელმწიფომ უნდა მიმართოს
სათანადო, ყოვლისმომცველ, დროულ და ეფექტიან ღონისძიებებს740. აღნიშნულის მიუხედავად,
ბავშვის სიცოცხლის და განვითარების უფლების ეფექტიანი განხორციელება საქართველოში
კვლავ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
2017 წელს, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე ჩატარებული, 5 წლამდე
ასაკის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგების გასაჯაროებამ, ნათელი
მოჰფინა არსებულ მძიმე მდგომარეობას; კვლევის ანგარიშის თანახმად, იაშვილის კლინიკაში
სხვადასხვა დიაგნოზით შეყვანილი 2-5 წლის ასაკის 254 ბავშვიდან სისხლში ტყვიის დასაშვებზე
მაღალი შემცველობა გამოკვლეული ბავშვების 33%-ს აღმოაჩნდა. პრობლემაა ისიც, რომ კვლევას
არ მოუცავს მთელი ქვეყანა და დღემდე ვერც დროული ღონისძიებები გატარებულა კვლევის
საფუძველზე გამოვლენილი შედეგების გამომწვევი მიზეზების ეფექტიანად აღმოსაფხვრელად.
ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებელი სხვადასხვა პროგრამების
განხორციელების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, ამ მხრივ ყურადღება გამახვილდეს ჯანდაცვის
სერვისებში ბავშვთა დროული ჩართულობის, სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევისა და
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებზე, განსაკუთრებით კი სოფლად და
მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ხშირად, შესაძლოა, პრობლემური იყოს ბავშვებისათვის
სამედიცინო მომსახურების მისაწვდომობა და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
2017 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ბავშვების
ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და უვნებელი სათამაშოების მისაწვდომობის საკითხზე;
გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს არ აქვს განსაზღვრული სათამაშოების უსაფრთხოების
კონტროლის ღონისძიებები, არც ზედამხედველი ორგანო და შესაბამისი საკანონმდებლო
გარანტიები, რაც უარყოფითად აისახება ბავშვთა ჯანმრთელობაზე. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, მნიშვნელოვანია, არსებული შიდა რეგულაციების დროული დაახლოება
სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივასთან (2009/48/EC).
ბავშვთა სუიციდი
2017 წელს, ბავშვთა თვითმკვლელობების შემთხვევები კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და
პრობლემურ მიმართულებად გვევლინებოდა; ამ დრომდე არ შემუშავებულა სუიციდის
პრევენციის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც შესაძლებელს გახდიდა სუიციდის
რისკ-ფაქტორების დროულ გამოვლენას და აღმოფხვრას. ამასთან, მნიშვნელოვანია რისკის ქვეშ
მყოფ ბავშვებთან პროფესიონალთა სისტემური მუშაობის გაძლიერება.
740
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 6.
249
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების შედეგებიდან იკვეთება, რომ
არასრულწლოვნების
მიერ
თვითმკვლელობისა
და
თვითმკვლელობის
მცდელობის
შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორებთა შორის არის მოზარდის ინტერესების
უგულებელყოფა, დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა და რისკის ქვეშ
მყოფი ან/და სავარაუდო რთული ქცევის მქონე მოზარდებისათვის ეფექტიანი ფსიქოლოგიური
სერვისის დროული მიწოდება.
2017 წელს გაიზარდა არასრულწლოვანთა სუიციდის/სუიციდის მცდელობის შემთხვევათა
რაოდენობა; არასრულწლოვანთა სუიციდის/სუიციდის მცდელობის ფაქტებთან დაკავშირებით,
სსკ 115-ე მუხლით გამოძიება დაიწყო 36 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, სუიციდის 9
და სუიციდის მცდელობის 27 შემთხვევაზე.741 გასულ წელთან შედარებით აღნიშნული
მაჩვენებელი გაიზრდა 20 %-ით742.
მიუხედავად
გატარებული
ღონისძიებებისა743,
პრობლემურია
მოსწავლეებში
სუიციდის
რისკების გამოვლენა და ფაქტების დროული პრევენცია; მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან
მომუშავე პროფესიონალებმა, განსაკუთრებით კი, პედაგოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა,
ნათლად გააცნობიერონ თავიანთი როლი ამ ტიპის შემთხვევების მართვის საქმეში, რაც,
მშობლებთან/ კანონიერ წარმომადგენლებთან ასევე მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში,
ხელს შეუწყობს ბავშვთა სუიციდის პრევენციას.
741
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი № MIA 1 18 00647389, 20/03/2018.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი № MIA 8 17 02542750, 21/10/2017.
743 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი № MES 7 18 00174890, 16/02/2018.
742
250
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
წყლის ხელმისაწვდომობა, სანიტარია და ჰიგიენა საჯარო სკოლებში
უსაფრთხო და უვნებელი სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარიისა და ჰიგიენური
ნორმების დაცვის კუთხით, საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებსა და
სოფლებში, კვლავ მძიმე მდგომარეობაა.
რიგ შემთხვევებში გაუმართავია ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა, ხშირად, თავად
სკოლებშიც მოუწესრიგებელია, ან საერთოდ არ ფუნქციონირებს წყალმომარაგების შიდა ქსელი.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს 94 საჯარო სკოლაში სასმელი წყალი
საერთოდ არ არის, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს ჰიგიენის და სანიტარიის დაცვის პრობლემებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ბავშვთა განთავსების ადგილებში სასმელი
წყლის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარება,
მათ შორის, ხარისხზე ზედამხედველი ორგანოს განსაზღვრა და მონიტორინგის ჩარჩოს
შემუშავება.
25.2.
განათლების უფლება
სკოლამდელი განათლება
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად
შეისწავლიდა საბავშვო ბაგა-ბაღების ბენეფიციართა უფლებრივ მდგომარეობას. შესწავლის
შედეგები ცხადყოფს, რომ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული
ინფრასტრუქტურული პრობლემები, აღმზრდელთა კვალიფიკაცია, ძალადობის პრევენცია,
დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების მოწესრიგების საკითხი.
არასაკმარისია საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა; თბილისის ტერიტორიაზე 171 სკოლამდელი
აღზრდის საჯარო დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც დარეგისტრირებულია 61.370
აღსაზრდელი. თუმცა სასწავლო წლის დასაწყისში ბაღებს მიმართა და რეგისტრაციის გარეშე
3500 ბავშვი დარჩა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სააღმზრდელო
ჯგუფების გადატვირთულობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ერთ ჯგუფში 60-65 აღსაზრდელია.
ამასთან, პრობლემაა აღმზრდელ-პედაგოგების სიმცირე, ჯგუფებში საძინებელი ოთახების
უქონლობა, ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სააღმზრდელო პროცესის
უზრუნველყოფა.
გამოვლინდა
საბავშვო
ბაღში
ბავშვის
უმეთვალყურეოდ
დატოვების
რამდენიმე შემთხვევა, რამაც საფრთხე შეუქმნა აღსაზრდელის ფიზიკურ უსაფრთხოებას.
რეგიონებში
არსებულ
საბავშვო
ბაგა-ბაღებში
მნიშვნელოვანი
პრობლემები
იკვეთება
დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გარემოს, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებისა და
სასწავლო-სააღმზრდელო
ინვენტარის
მიწოდება/განახლების
მიმართულებით;
დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი სარეაბილიტაციოა და არასათანადო პირობებში
251
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ფუნქციონირებს;
მოსაწესრიგებელია
წყალმომარაგების
სისტემები;
კვლავ
პრობლემას
წარმოადგენს საბავშვო ბაგა-ბაღების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. აღმოჩნდა, რომ რიგ
შემთხვევებში პრობლემურია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების რეალიზება.744
განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები
გამოწვევად რჩება განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა.
ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში მხოლოდ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი
აღირიცხება, ხოლო რამდენი ბავშვი არ არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში და რა
მიზეზით, ამის ზუსტი მონაცემები არ არსებობს. სუსტია განათლების მიღმა დარჩენილ
ბავშვების მოძიებისა და საგანმანათლებლო პროცესში ჩართვისკენ მიმართული ღონისძიებები,
განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მაღალია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების
რიცხვი.
განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რადგან
რიგ შემთხვევებში, განათლების მიღების პროცესში გათვალისწინებული არ არის მათი
საჭიროებები. პრობლემურია ადრეულ ასაკში ქორწინებისა და შრომის გამო სკოლის მიტოვების
ფაქტებიც; არ ხდება აღნიშნული შემთხვევების პრევენცია და მათზე სათანადო რეაგირება,
იმგვარად, რომ დაცული იყოს ბავშვის განათლების უფლება.
2016-2017 სასწავლო წელს სტატუსი შეუჩერდა 5713 არასრულწლოვანს, მათგან 3454 ბავშვს
სავალდებულო საბაზო საფეხურის დასრულებამდე, ხოლო 2259 ბავშვს საბაზო საფეხურის
დასრულების შემდეგ. მიზეზთაგან ყველაზე ხშირია საზღვარგარეთ წასვლა (1695 შემთხვევა),
თუმცა დეტალური ინფორმაცია გამგზავრების მიზნის შესახებ არ მოიპოვება. სკოლის
მიტოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ორივე საფეხურზე, გამოვლინდა თბილისში (2274
შემთხვევა), ქვემო ქართლში (1259), აჭარასა (441) და კახეთში (511).745 თბილისის შემთხვევაში ეს
შესაძლოა განპირობებული იყოს მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, თუმცა ყურადსაღებია
კახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის მაჩვენებელი, რადგან სახალხო დამცველისადმი
მიმართვიანობის მიხედვით, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და შრომის გამო სკოლის მიტოვების
შემთხვევების დიდი წილი სწორედ აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულებზე მოდის.
744
745
ააიპ ახალქალაქის №1 საბავშვო ბაგა-ბაღი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი № MES 4 18 00286334; 14.03.2018.
252
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
253
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები კვლავ გვევლინებიან ბავშვთა განსაკუთრებით
მოწყვლად ჯგუფად. სხვა უფლებებთან ერთად, როგორც წესი, დაუცველია მათი განათლების
უფლებაც; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, 2016-2017 წლებში ფორმალურ განათლებაში მხოლოდ 27 ბავშვი ჩაერთო, რაც
პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, უდავოდ დაბალი მაჩვენებელია, რადგან 2014-2017
წლებში მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მობილური ჯგუფის
ფარგლებში, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის მასშტაბით, კონტაქტი დამყარდა 1054
მიუსაფარ
ბავშვთან,
ხოლო
მხოლოდ
2017
წელს,
მიუსაფარ
ბავშვთა
თავშესაფრით
უზრუნველყოფის ფარგლებში 270 ბენეფიციარმა ისარგებლა.746
სახალხო
დამცველის აპარატის
საქმისწარმოების
ფარგლებში,
ასევე
იკვეთება
ბავშვის
განათლების უფლების დარღვევის ფაქტები ოჯახში კონფლიქტის დროს; საყურადღებოა
შემთხვევები, როდესაც შვილთან ურთიერთობასთან დაკავშირებული სასამართლოს
გადაწყვეტილება სათანადოდ არ სრულდება და თუ ამასთან, კანონიერი წარმომადგენელი
არღვევს ბავშვის განათლების უფლებას, სახელმწიფოს მხრიდან არსებული რეაგირების
მექანიზმი არ არის დროული და ადეკვატური; შედეგად, არასრულწლოვანი ხანგრძლივი
პერიოდის განმავლობაში ზოგადი განათლების მიღმა რჩება747.
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საანგარიშო პერიოდში აქტიურად შეისწავლიდა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას. შესწავლის
შედეგები ცხადყოფს, რომ საჯარო სკოლების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ავარიულ და
საფრთხის შემცველ პირობებში ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ ავარიულ სკოლებში
ტარდება უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები, ეს დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება და
დროულ, სისტემურ მიდგომას საჭიროებს.
მსგავსი ვითარება განსაკუთრებით იჩენს თავს მაღალმთიან რეგიონებში და სოფლად მდებარე
სკოლებში.
სსიპ
საგანმანათლებლო
სააგენტოს
ინფორმაციით,
2017
და
წლის
სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის
მდგომარეობით,
საქართველოს
განვითარების
მასშტაბით,
სარეაბილიტაციო ავარიულ მდგომარეობაში 211 სკოლა ფუნქციონირებდა.
746
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, კორესპონდენცია № 04/7626; 09/02/2018.
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში - „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, (2016), გვ. 576
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf [ბოლოს ნანახია 26.03.2018]
747
254
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გასული წლების მსგავსად, კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
საპირფარეშოების
მოწესრიგების,
კლას-კაბინეტებისა
და
სპორტული
დარბაზების მოწყობისა და სკოლებში ბუფეტების ფუნქციონირების საკითხი. აღნიშნული
პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს რეგიონებსა და სოფლად მდებარე საჯარო სკოლებში,
სადაც ხშირად არ ფუნქციონირებს ბუფეტები, რეაბილიტაცია და განახლება ესაჭიროება
სპორტულ დარბაზებსა და კლას-კაბინეტებს.
აღსანიშნავია სიახლე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ზოგადი განათლების სფეროში
უფლებამოსილებებს გადასცემს მუნიციპალიტეტებს, რომლებმაც უნდა განახორციელონ
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, საჯარო სკოლებში წყლის
ხელმისაწვდომობისა
და
სანიტარიულ-ჰიგიენური
ნორმების
დაცვის
კუთხით.
ზემოთ
ჩამოთვლილი პრობლემებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა
დროულად შეაფასონ საჯარო სკოლების საჭიროებები და იზრუნონ ინფრასტრუქტურული
გარემოს რეაბილიტაციაზე.
25.3.
ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე
ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი
პრობლემაა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
255
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
თანახმად,748 საქართველოში საარსებო შემწეობას იღებს 73 035 ისეთი ოჯახი, სადაც იმყოფება 18
წლამდე ასაკის პირი; საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა 150 186-ია,
რომელთაგან 43 169 - 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვია, ხოლო
4099 - 1 წლამდე ასაკის
მცირეწლოვანი.
პრობლემურია არსებული სოციალური პროგრამების ეფექტიანობის საკითხიც; სახალხო
დამცველის აპარატის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფო პროგრამები
სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ოჯახის დაცვას სიღარიბისგან და კვლავ პრობლემად რჩება
არასრულწლოვნების
ბაზისური
საჭიროებების
დაკმაყოფილებაც
კი.
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური პროგრამების დროში ეფექტიანობა და
პრევენციული ხასიათი;
ამის მაგალითია „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი
ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა“. პროგრამაში სულ ჩართულია 928 ოჯახი;
გადაწყვეტილების მიმღები კომისია 2017 წელს 9-ჯერ შეიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ ამ
პროგრამის
მიზანია
ოჯახის
გადაუდებელი
საჭიროებების
პროგრამაში
ჩართვის
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღება
დროული
ხშირად
დაკმაყოფილება,
თვეებისა
და,
რიგ
შემთხვევებში, წლების განმავლობაშიც ჭიანურდება .
749
შესწავლის
შედეგად
გამოვლინდა,
რომ
სოციალურ-ეკონომიკური
პრობლემებიდან
გამომდინარე, არასრულწლოვნების საცხოვრებელი პირობები ხშირად საფრთხის შემცველია
მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ხოლო ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან
გადადგმული
ნაბიჯები
დაგვიანებული
და
უშედეგო.
ბავშვთა
სიღარიბე
ხშირად
დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა არასრულწლოვნის ჯანმრთელობის,
განათლებისა და განვითარების უფლებების დარღვევა.
განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომელთა
უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები
არასაკმარისია; თითოეულ შემთხვევაში სათანადოდ უნდა გამოვლინდეს ბავშვებისა და მათი
ბიოლოგიური ოჯახის საჭიროებები. ეს არასრულწლოვანთა შრომისა თუ მოწყალების თხოვნის
თავიდან აცილების წინაპირობა იქნებოდა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ეთნიკურად ბოშა არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის
დაცვის
საკითხი,
მდგომარეობა.
რადგან
სრულყოფილად
არ
არის
შესწავლილი
მათი
უფლებრივი
კვლავ არაეფექტიანია სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით
748
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კორესპონდენცია № 04/10182; 21/02/2018.
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის
უფლების
შესახებ:<http://www.ombudsman.ge/ge/recommendations-Proposal/rekomendaciebi/saqartvelossaxalxo-damcvelis-rekomendacia-bavshvis-orive-mshobeltan-urtiertobis-uflebis-shesaxeb.page >[ბოლოს ნანახია
26.03.2018].
749
256
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გადადგმული ნაბიჯები, რადგან სრულად არ არის გამოვლენილი მათი კონკრეტული
საჭიროებები და სათანადოდ არ მიუწვდებათ ხელი შესაბამის სახელმწიფო სერვისებზე.
25.4.
ბავშვის მიმართ ძალადობა
ბავშვის მიმართ ძალადობის კუთხით, კვლავ პრობლემად რჩება ძალადობის ფაქტების
გამოვლენა, დროული რეაგირება და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცია. არ
არსებობს ეფექტიანი სერვისი, რაც მსხვერპლი ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესსა და საჭიროებაზე
მორგებულ ფსიქოსოციალურ დახმარებას უზრუნველყოფდა. სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოში საქართველოს მასშტაბით სულ მხოლოდ 11 ფსიქოლოგია დასაქმებული, რაც
ცალსახად ვერ აკმაყოფილებს არსებულ საჭიროებებს; 2017 წელს
მომსახურება გაეწია
ძალადობის მსხვერპლ 340 ბავშვს, თუმცა არსებული რესურსი ძალადობის მსხვერპლი
თითოეული ბავშვის სრულ რეაბილიტაციას ვერ უზრუნველყოფს.750
კვლავ მაღალია ბავშვის მიმართ ძალადობის მაჩვენებელი. 2017 წელს სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტოში ბავშვის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით შესული 837
მიმართვიდან ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა 236, ფსიქოლოგიურ ძალადობას - 164,
უგულებელყოფას - 222 და ეკონომიკურს - 10. ბავშვზე ძალადობის მიზეზით, სახელმწიფო
ზრუნვაში 2017 წელს 121 არასრულწლოვანი განთავსდა, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან კი, 837 შემთხვევიდან რეფერირება მხოლოდ 303 შემთხვევაში
განხორციელდა.751
ძალადობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
ბავშვის
მიმართ
ძალადობის
კუთხით
განსაკუთრებით პრობლემურია პრევენცია და ძალადობის ფაქტის დროული გამოვლენა, ასევე
დაცვისა და დახმარების ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება. მინიმალურია და
არასაკმარისი ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები752
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა
ურთიერთობის გავრცელებულ ფორმაა; ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე
ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, რაც, რიგ შემთხვევებში, მძიმე შედეგებით სრულდება.
ამის მაგალითია თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭებათ ბავშვებს
შორის ძალადობის პრევენციის მიმართულებით, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფოსთვის დიდ
გამოწვევად რჩება. სამწუხაროდ, არ არსებობს ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო
750
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კორესპონდენცია №04/7610; 09/02/2018.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კორესპონდენცია №04/7610; 09/02/2018.
752 სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების
ცენტრი ფუნქციონირებს მხოლოდ: თბილისში, რუსთავში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და
ფოთში.
751
257
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გეგმა ან ინსტრუქცია პედაგოგებისთვის, ისევე როგორც სასწავლო წლის განმავლობაში
გამოვლენილი
ბულინგის
შემთხვევების
სტატისტიკა.
ამასთან,
აუცილებელია,
ამ
მიმართულებით მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური სერვისის საქმიანობის
გაძლიერებაც, რაც ადამიანური რესურსებისა და ტერიტორიული ხელმისაწვდომობიდან
გამომდინარე, კვლავ პრობლემად რჩება.
პრობლემად რჩება კიბერბულინგის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირებაც. სუსტია მოსწავლეთა
ცოდნა თავიანთი უფლებებისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ; დაბალია და
კვლავ გამოწვევად რჩება პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის
ძალადობაზე რეაგირების, მათ შორის რეფერირების მექანიზმთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2016-2017 სასწავლო წელს ჩატარებული მონიტორინგის
შედეგად გამოკითხულ მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ
ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის
მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს „წამორტყმას“, ხოლო ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია
მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9%-ს; ასეთივე დამოკიდებულებები
გამოვლინდა სხვა ფორმის ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის მიმართ.753
მონიტორინგის
შედეგებიდან,
დისკრიმინაციული
საყურადღებოა,
დამოკიდებულება,
მათ
რომ
შორის
სკოლებში
უფროსების
უცხო
მხრიდან,
არ
არის
ეროვნების,
რელიგიური აღმსარებლობის, გენდერის, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების,
არაპრესტიჟულ უბანში ცხოვრების, დაბალი ან მაღალი აკადემიური მოსწრების, ჩაცმულობის,
აქსესუარების ტარებისა და სხვა მიზეზების გამო; მოსწავლეების და სკოლის თანამშრომლების
ერთი ნაწილის აზრით, მოსწავლის დამცირება ან სხვადასხვა ნიშნით ჩაგვრა არ არის ძალადობა.
მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ სკოლებში არსებული დისციპლინური სახდელები და
ძალადობაზე რეაგირების მექანიზმი არ არის ორიენტირებული ბავშვის, როგორც ძალადობის
მსხვერპლის და არასრულწლოვანი მოძალადის საუკეთესო ინტერესებსა და რეაბილიტაციაზე.
გამოვლენილი ძალადობის შემთხვევაშიც კი, სკოლებს არა აქვთ შემუშავებული და დადგენილი
ერთიანი ხედვა, თუ როგორ მართონ პროცესი.
შესაბამისად, მათი მხრიდან
ძალადობის
შემთხვევებზე რეაგირებაც არაერთგვაროვან ხასიათს ატარებს.
მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ ზომად საგაკვეთილო პროცესიდან
დათხოვნა კანონმდებლობის დონეზე არ არის სრულად მოწესრიგებული და ბავშვის
განათლების
უფლების
დარღვევის
რისკს
წარმოშობს.
753
„ზოგადი
განათლების
შესახებ“
სრული სპეციალური ანგარიში, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ
ძალადობის
კუთხით
არსებული
მდგომარეობა“,
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:<
http://www.ombudsman.ge/ge/reports/specialuri-angarishebi/zogadsaganmanatleblo-dawesebulebebshimoswavleta-mimart-dzaladobis-kutxit-arsebuli-mdgomareoba.page > [ბოლოს ნანახია 15.03.2018].
258
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საქართველოს კანონი და საჯარო სკოლების შინაგანაწესები არ უზრუნველყოფენ მოსწავლის
განათლების უფლების დაცვის გარანტიებს მაშინ, როდესაც მოსწავლეს სკოლიდან 5 დღემდე ან
5–10 დღის ვადით ითხოვენ. აღნიშნულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი სკოლის როლი და
ის, თუ რა მიზანს ემსახურება მსგავსი ტიპის დისციპლინური სახდელი და რამდენადაა ის
პროპორციული, ადეკვატური და შედეგზე ორიენტირებული.
აღსანიშნავია, სსიპ სამტრედიის N15 საჯარო სკოლაში ჩატარებული მონიტორინგი, რომელმაც
დაწესებულებაში ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით არასათანადო
მდგომარეობა გამოავლინა. მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ იქ არსებული მდგომარეობა
ვერ პასუხობს ბენეფიციარის აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსების მიზნებს754 და არ არის
მორგებული
ბავშვების
ინდივიდუალურ
საჭიროებებზე,
განსაკუთრებით
კი,
არ
არის
ორიენტირებული ბენეფიციართა რესოციალიზაციაზე.
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები: აღსაზრდელებს შორის ძალადობრივი და
კონფლიქტური დამოკიდებულება, არასრულწლოვნის აზრის გაუთვალისწინებლობა მასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაწესებულების ფიზიკური გარემო,
რომელიც არ არის ოჯახურთან მიახლოებული, ბენეფიციართა ცნობიერების დონე და
განათლების მიღების დაბალი მოტივაცია, ზოგადი, სისტემური ხასიათის ცვლილებების
საჭიროებაზე მიუთითებს.
კვლავ პრობლემად რჩება კერძო სკოლებში არასრულწლოვანთა ძალადობისგან დაცვის საკითხი.
როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკის დონეზე, არ არის განსაზღვრული კერძო სკოლებში
ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირებისა და მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი,
რომელიც შესაძლებელს გახდიდა კერძო სკოლაში ბავშვის მიმართ ძალადობის თითოეული
ფაქტის სიღრმისეულად შესწავლას და ბავშვისთვის აღნიშნულ პროცესში მონაწილეობისა და
აზრის გამოთქმის საშუალების მიცემას. მნიშვნელოვანია ამ საკითხის გათვალისწინება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტის
შემუშავების პროცესში, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
უძღვება.755
არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მიმართული ქმედებები; მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სისტემა
754
,,ზოგადი
განათლების
შესახებ’’
საქართველოს
კანონით
განისაზღვრება
არასრულწლოვანთა
გადამისამართების ძირითადი საფუძვლები. აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის
თანახმად, გადამისამართება ხორციელდება არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე,
ანტისოციალური ქცევის მქონე იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელსაც შეუსრულდა 12 წელი.
755
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; MES 9 18 00199084; 22/02/2018.
259
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
2017 წელს კვლავ პრობლემა იყო ბავშვთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების დროული გამოვლენის, პრევენციისა და
ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ეფექტიანი სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდების
კუთხითაც. განსაკუთრებით პრობლემურია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების
ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის არასათანადოდ წარმართვა და საგანმანათლებლო სივრცეში
მათი დროული ინტეგრაციის შეფერხება.
მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს საქართველო შეუერთდა „სექსუალური ექსპლუატაციისა და
სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, სახელმწიფო
ნაკისრ ვალდებულებებს ამ ეტაპამდე არასათანადოდ ასრულებს. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს
სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციისა და დახმარების ეფექტიანი
ეროვნული სისტემა და მსხვერპლთა დახმარების სათანადო მექანიზმები.
სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების ფარგლებში იკვეთება, რომ დროულად ვერ
ვლინდება სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტები, ხოლო მათი გამოვლენის შემდგომ
ფერხდება დაზარალებულებისათვის ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისების დროული
მიწოდება. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სახელმწიფოს ამ ეტაპამდე არ აქვს დროული და
ეფექტიანი მექანიზმი არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვისა და ტრეფიკინგის
სავარაუდო შემთხვევების გამოსავლენად და მათზე რეაგირებისთვის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს გამოძიება დაიწყო
არასრულწლოვნის გაუპატიურების756 17 შემთხვევასა და გარყვნილი ქმედების757 173 საქმეზე.
2017 წელს, საერთო ჯამში, გამოძიება დაიწყო არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ 243 საქმეზე758.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური თავისუფლებისა
და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისა და ძალადობის შემთხვევების
რაოდენობა საკმაოდ მაღალია, არაპროპორციულად მცირეა და საჭიროებებზე ნაკლებად
ორიენტირებული,
სოციალური
მომსახურების
სააგენტოს
რეგიონებში
დაზარალებულ
ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგთა რიცხვი; უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული მასშტაბით,
სააგენტოს წარმომადგენლობებს ჰყავს მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი, რომლის ფუნქციებში ასევე
შედის
სახელმწიფო
სერვისებში
ჩართული
ბენეფიციარების
მომსახურება.
აღნიშნულ
პრობლემაზე საქართველოს სახალხო დამცველი 2015-2016 წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც
მიუთითებდა, თუმცა პრობლემის გადაჭრა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების
დახმარებისათვის საჭირო სერვისების განვითარება ამ ეტაპამდე მიუღწეველია.
756
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 137
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 140
758 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი № MIA 6 18 00288987; 06/02/2018.
757
260
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ოჯახში ძალადობა და უგულებელყოფა
ოჯახში ძალადობის მიმართულებით, კვლავ პრობლემად რჩება ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა
დროული გამოვლენა, ოჯახში ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა
რეაბილიტაცია. გამოვლენის პრობლემა, რომელიც პირველ რიგში საზოგადოებისა და ბავშვთან
მომუშავე პირების ცნობიერების დაბალ დონესთან არის დაკავშირებული, აფერხებს ოჯახში
ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევების დროს პასუხისმგებელი უწყებების დროულ
რეაგირებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით759, 2017 წელს,
მთელი საქართველოს მასშტაბით, გამოძიება დაიწყო არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში
ძალადობის სულ
176 ფაქტზე. მათგან, ყველაზე მეტი შემთხვევა მოხდა თბილისში - 58,
იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 31 შემთხვევა, ხოლო ქვემო ქართლში - 25.
შემაკავებელი ორდერი გამოიცა ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის 199 ფაქტზე,
რომელთაგანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თბილისში (63); იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 47 და ქვემო ქართლში - 22.
ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი
აკისრიათ ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს,
თუმცა
გაირკვა,
რომ
ისინი
სათანადოდ
არ
ფლობენ
ინფორმაციას
რეფერირების
პროცედურებთან და ამ პროცესში თავიანთ ვალდებულებებთან დაკავშირებით.
760
უგულებელყოფისა და ოჯახში ძალადობის მხრივ, მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან ქუჩაში
მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით კი, მათი ძალადობისგან
დაცვისა და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფის კუთხით, სახელმწიფოს კვლავ არ
გადაუდგამს საკმარისი ნაბიჯები. ამ ეტაპზე, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის მასშტაბით,
სულ 4 მობილური ჯგუფი მუშაობს, რომელთა ვალდებულებაც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე
ბავშვების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირებაა. თუმცა არსებული რესურსი, განსაკუთრებით,
არასამუშაო საათებში, როდესაც მობილური ჯგუფი უმეტესად არ ფუნქციონირებს, პრობლემაზე
ეფექტიან რეაგირებას ვერ უზრუნველყოფს.
სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ წინა საანგარიშო წლის მსგავსად, კვლავ
პრობლემად რჩება ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან სხვა ოჯახის
წევრის ურთიერთობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტიანობა.
რიგ
შემთხვევებში
არასრულწლოვანზე
არასათანადოდაა
შესწავლილი
ოჯახის
წევრების
მხრიდან
სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რაც უმეტესად
759
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კორესპონდენცია № MIA 4 18 00373151; 15/02/2018.
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობა“, (2017).
http://ombudsman.ge/uploads/other/4/4823.pdf
760
261
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დაკავშირებულია ფსიქოლოგის დროულად ჩართვის პრობლემასთან როგორც ბავშვთან, ისე
მისი ოჯახის წევრებთან.
25.5.
ბავშვთა შრომა
2017 წელს კვლავ აქტუალური იყო ბავშვთა შრომა როგორც პრაქტიკაში არსებული
მდგომარეობის, ისე - საკანონმდებლო საჭიროებების თვალსაზრისით. კვლავ პრობლემურია
ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა დაცვისა და დახმარების საკითხები, ბავშვთა სეზონური
დასაქმება, საზღვარგარეთ შრომითი მიგრაციის შემთხვევათა აღმოფხვრა და შრომის გამო
ბავშვთა სკოლის მიტოვების ფაქტების თავიდან აცილება.
უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვთა შრომითი უფლებების სფეროში მოქმედი
კანონმდებლობა კვლავ საჭიროებს განვითარებას. „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების
აკრძალვისა
და
დაუყოვნებლივ
აღმოფხვრის
შესახებ“
კონვენციის
მიხედვით,
არასრულწლოვანთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად, ეროვნულ დონეზე უნდა
შემუშავდეს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა და განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი, რაც
საქართველოში არ სრულდება.
გასული წლის მსგავსად, სახელმწიფოს აღნიშნულ ეტაპამდე არ აქვს ეფექტიანი მექანიზმი
ბავშვთა შრომითი უფლებების მონიტორინგის სფეროში; შრომის პირობების ინსპექტირების
დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს 5 კერძო საწარმოში
დაფიქსირდა ბავშვთა დასაქმების შემთხვევები, ზედამხედველობის განხორციელების პროცესში
დაწესებულება/ორგანიზაციებში
არასრულწლოვანთა
შრომითი
გარემო
მეტწილად
დამაკმაყოფილებელი იყო; ხოლო არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ან შრომის
უკიდურესი ფორმები არ გამოვლენილა761.
სისტემური ხასიათის პრობლემად რჩება სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონის გამო
ბავშვების მიერ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკურ განვითარებასთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ სახალხო დამცველი არაერთი წელია
საუბრობს, სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
სოციალური
მუშაკებისა
და
საპატრულო
პოლიციის
წარმომადგენლების როლის გაძლიერება ქუჩაში ბავშვთა მუშაობის შემთხვევებზე რეაგირების,
დროული გადამისამართებისა და დახმარების კუთხით. პრობლემის მასშტაბების მიუხედავად,
2017
წელს გამოძიება არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ
საქმიანობაში
ჩაბმასთან
დაკავშირებით მხოლოდ ერთ საქმეზე დაიწყო, არასრულწლოვნის ჩაბმაზე პორნოგრაფიული
ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღების762
761
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი №01/6818,
06.02.2018.
762 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 2551.
262
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
1 საქმეზე, ხოლო არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კვალიფიკაციით 5763 სავარაუდო
შემთხვევაზე.
კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბავშვების მიერ, შრომის გამო სკოლის
მიტოვებისა და გაკვეთილების სისტემატურად გაცდენის შემთხვევები. აღნიშნული თავს იჩენს
განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც არასრულწლოვნები სეზონური სამუშაოების შესრულების
პერიოდში აცდენენ სკოლას. აღნიშნულზე მეტყველებს სკოლის მიტოვების მაჩვენებელიც,
რომლის მიხედვითაც 2017 წელს შრომის გამო 106 ბავშვს შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი საბაზო
საფეხურის დასრულებამდე, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულების შემდგომ სრული ზოგადი
განათლების მიღებამდე - 139 ბავშვს764.
25.6.
სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი არასრულწლოვნების უფლებრივი
მდგომარეობა
მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სერვისების განხორციელება
გაეროს გენერალური ასამბლეის N64/142 (2010) რეზულუციით, სახელმწიფოს პირდაპირი
ვალდებულებაა, დანერგოს და განავითაროს კოორდინირებული და ბავშვთა საჭიროებებზე
მორგებული პოლიტიკა ალტერნატიული ზრუნვის სფეროში. სახელმწიფო მზუნველობის
სფეროში
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
მინდობით
აღზრდის
და
რეინტეგრაციის
პროგრამების გაძლიერება, რადგან ამ ბავშვების ინკლუზიურ, მშობლიურ და ოჯახურ
გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდის საშუალებას იძლევა.
მიუხედავად პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებებისა, პრაქტიკაში, მინდობით აღზრდის
ქვეპროგრამის ეფექტიანი განხორციელების კუთხით, თავს იჩენს სისტემური პრობლემები და
ხარვეზები. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ბიოლოგიურ ოჯახებში არსებული მძიმე
სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, კვლავ ხდება ბავშვების ბიოლოგიური ოჯახიდან
გამოყვანა და მინდობით აღზრდის სერვისში ჩართვა.
2017 წელს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან
სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო იქნა
გამოყვანილი. ამავე მიზეზით, ბავშვთა 25% მინდობით აღზრდაშია ჩართული.765 აღნიშნული
763
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული საქმეებიდან ერთი სისხლის სამართლის საქმე შეწყდა სსკ 105 მუხლის
პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; 2 სისხლის სამართლის საქმე - შრომით ექსპლუატაციასთან
დაკავშირებით.
764 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი №MES 4 18 00286334. 14/03/2018.
765სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილი №04/13442, 07/03/2018.
263
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მონაცემები მეტად საგანგაშოა, რადგან სიღარიბის შემთხვევაში, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს
ეფექტიანი სერვისები და აქტიური ინტერვენციული ღონისძიებები ოჯახების სოციალური
ფუნქციის ასამაღლებლად და ფარდობითი თუ უკიდურესი სიღარიბისთვის. მხოლოდ ამ
შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ არასრულწლოვანი ალტერნატიული ზრუნვის ქვეშ
მხოლოდ სიღარიბის საბაბით არ განთავსდეს.
მინდობით აღზრდის სფეროში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ბავშვთა ინდივიდუალურ
საჭიროებაზე ორიენტირებული ზრუნვის მომსახურება. საჭიროა მიმღები ოჯახების სისტემური
გადამზადება ბავშვზე ზრუნვის სფეროში. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სოციალური
მუშაკების მხრიდან, რეინტეგრირებულ და მინდობით აღმზრდელ ოჯახებში აქტიურად
განხორციელდეს როგორც გეგმიური, ისე არაგეგმიური ვიზიტები, ჯეროვნად შეფასდეს
ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების ხარისხი და ეფექტიანი
ზედამხედველობა გაეწიოს ოჯახებში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. გასული წლების
მსგავსად, კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება რეინტეგრაციის სერვისში ჩართული ოჯახების
სოციალური გაძლიერება და ზრუნვის ფუნქციის ამაღლება.
2017 წელს მინდობით აღზრდის 282 და რეინტეგრაციის 102 შემთხვევა გამოვლინდა,
მთლიანობაში,
მინდობით
აღზრდაში
ჩართულ
ბენეფიციართა
რიცხვი
1748,
ხოლო
რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების რიცხვი 440-ია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სოციალური
მუშაკების რესურსის გაზრდის აუცილებლობაზე, რაც სახალხო დამცველის ყოველ წლიურ
ანგარიშში განსაკუთრებულ გამოწვევათა შორის ხვდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეფექტიანი სერვისები და
აქტიური ინტერვენციის მექანიზმი ოჯახების სოციალური ფუნქციის ასამაღლებლად და
ფარდობითი თუ უკიდურესი სიღარიბის დასაძლევად. სამწუხაროდ, აღნიშნული ტენდენციის
შესამცირებლად ქმედითი ნაბიჯები კვლავ არ იდგმება, რასაც ცხადყოფს წარმოდგენილ
ანგარიშში ასახული მონაცემები.
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის766 თანახმად, 2017
წელს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში 88 ბენეფიციარი განთავსდა, მთლიანობაში კი
მომსახურებას 314 ბენეფიციარი იღებდა. საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული
სპეციალური პრევენციული ჯგუფისა და სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების
ცენტრის მიერ განხორციელებული მონიტორინგის767 შედეგად კვლავ გამოიკვეთა პრობლემები
არასრულწლოვნების ძალადობისგან დაცვის, ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციის,
766
767
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილი №04/13442, 07/03/2018.
2017 წლის 19 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით
264
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მათი სათანადო ემოციური და სოციალური განვითარების, განათლების უფლების სრულად
უზრუნველყოფისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების მიმართულებით.
მცირე
საოჯახო
ტიპის
სახლებში,
ზოგადად,
ბავშვის
ემოციური
და
სოციალური
განვითარებისათვის ხელშემწყობი, პოზიტიური, კომფორტული, ოჯახური საცხოვრებელი
გარემოა შექმნილი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს ეს სურათი არათანაბარია და
სხვადასხვა სახლებში განსხვავებულია. ხშირ შემთხვევაში, ბავშვზე ზრუნვის პროცესში
ჩართული პირები ვერ ახერხებენ ბულინგის პრევენციას, კრიზისის დაძლევას, ასევე,
ფსიქოლოგიური
ან
ფსიქიკური
პრობლემების
დროულ
შეცნობასა
და
შემთხვევის
მულტიდისციპლინურ მართვას, რაც, თავისთავად, ბავშვებისათვის ადეკვატური დახმარების
მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს.
მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარების აკადემიური ცოდნის დონე, უმეტეს
შემთხვევაში, არ შეესაბამება მათ ბიოლოგიურ ასაკს. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მათ აქვთ
განათლების მიღების დაბალი მოტივაცია. წინა წლებთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში
ჩატარებული მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვზე ზრუნვის მოცემულ სერვისში მეტი
ყურადღება ექცევა ინკლუზიური სწავლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის საკითხებს,
თუმცა ინკლუზიური მიდგომა კვლავ მეტ ძალისხმევას საჭიროებს.
მცირე
საოჯახო
ტიპის
სახლებში
არსებული
პრობლემები,
საგრძნობლად
აფერხებს
ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის სრულყოფილად მომზადების პროცესს. მას
შემდეგ, რაც ბენეფიციარები ტოვებენ მცირე საოჯახო ტიპის სახლს, განსაკუთრებით, 18 წლის
შესრულების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ისინი იმავე პრობლემებს აწყდებიან, რის გამოც
თავდაპირველად განთავსდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ. ეს უმეტესწილად იმით არის
გამოწვეული,
რომ
არ
არსებობს
18
წლის
შემდეგ
ზრუნვის
სისტემიდან
გასულ
არასრულწლოვანთათვის მხარდაჭერის სისტემა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი
მომსახურება.
არასრულწლოვნების არაფორმალური განათლების პროცესში ჩართვა, მათ პროფესიულ თუ სხვა
სახის განათლებაზე ზრუნვა უმეტესად დამოკიდებულია მცირე საოჯახო სახლის გეოგრაფიულ
მდებარეობასა
და
ფინანსურ
უზრუნველყოფაზე,
აგრეთვე,
რეგიონში
შესაბამისი
დაწესებულებების არსებობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი სახის
აქტივობებში ბავშვის ჩართვისას გათვალისწინებული იყოს მისი ინტერესი და სურვილი, რაც
ხშირად, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, არ ხორციელდება.
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა ცოდნის დონე, საკუთარი
უფლებების, ასევე უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურების შესახებ, ძალიან დაბალია.
ზრუნვის
პროცესში
წარმოქმნილი
პრობლემატური
საკითხების
არასრულწლოვნების
მონაწილეობით განხილვა არ არის წახალისებული. ასევე, მნიშვნელოვანია გაიზარდოს მცირე
265
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საოჯახო ტიპის სახლებში დასაქმებულ პირთა ცნობიერების დონე ბავშვის უფლებების,
განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ
ბავშვთა განთავსების დაწესებულებებში
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ბავშვთა
უფლებრივი
მდგომარეობის
მონიტორინგი
ჩაატარა
რელიგიური
კონფესიების
დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა განთავსების დაწესებულებებში .
768
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ კვლავ769 მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს
რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში ბავშვებისათვის ოჯახურ
გარემოსთან
მაქსიმალურად
დაწესებულებათა
მიახლოებული
ფუნქცონირება
სერვისის
მიწოდება
დეინსტიტუციონალიზაციის
და
აღნიშნულ
სახელმწიფო
პოლიტიკის
პრინციპების გათვალისწინებით.
განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს მომსახურების დაახლოება ბავშვზე ზრუნვის
სახელმწიფო სტანდარტებთან; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ აღნიშნულ
დაწესებულებათა კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმი ბენეფიციართა დაწესებულებაში
ჩარიცხვისა და განთავსების, მიწოდებული ზრუნვის სერვისში ბავშვთა ინდივიდუალური და
სპეციფიკური საჭიროებების ასახვის, ბენეფიციარების ბიოლოგიურ ოჯახებთან ურთიერთობის
ხელშეწყობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების მომზადების კუთხით, არ არის საკმარისად
ეფექტიანი.
რიგ
დაწესებულებებში
(განსაკუთრებით,
მუსლიმური
კონფესიების
დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონებში) არ ხორციელდება სსიპ სოციალური მომსახურების
768
მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა 9 დაწესებულება: 1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
საპატრიარქოს
ა(ა)იპ
მზრუნველობამოკლებულ
ჯავახეთის
ბავშვთა
ნინოწმინდის
პანსიონი,
2.
წმინდა
ნინოს
საქართველოს
ობოლ,
უპატრონო
მართლმადიდებელი
და
ეკლესიის
საპატრიარქოს ა(ა)იპ სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდი, 3. ქართველ მუსლიმთა
კავშირის სოფელ ფერიის გოგონათა პანსიონი, 4. ქართველ მუსლიმთა კავშირის სოფელ ფერიის ვაჟების
პანსიონი,
5.
ქართველ
მუსლიმთა
კავშირის
ქობულეთის
ვაჟების
პანსიონი,
6.
მარტვილის
მუნიციპალიტეტის სალხინოს ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 7.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხეს წმინდა ნინოს
სახელობის სასულიერო სკოლა-პანსიონი, 8. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის ჯამესთან
არსებული პანსიონი, 9. სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი.
769
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ,,ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ
ბავშვთა პანსიონებში’’, 2015წ.
266
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სააგენტოსა და დაწესებულებას შორის კომუნიკაცია ბავშვთა განთავსებისა და მზრუნველობის
საკითხებზე.
2015 წლის მონიტორინგის მსგავსად, 2017 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგებმაც ცხადყო,
რომ აუცილებელია მომსახურებაში ჩართული პირებისა და ბავშვზე ზრუნვის პერსონალის
გადამზადება ბავშვთა უფლებების, სახელმწიფო ზრუნვის სტანდარტებისა და რთული ქცევის
მართვისა და პრევენციის სფეროში. ამასთან, მომეტებული ყურადღება უნდა გამახვილდეს
ზრუნვაში მყოფ ბავშვთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებაზე, რაც, ბენეფიციართა
ინდივიდუალური
საჭიროებებისა
და
საუკეთესო
ინტერესების
დასაცავად
მეტად
მნიშვნელოვანია.
მონიტორინგის დროს შემოწმებული თითოეული პანსიონი არის დიდი
ინსტიტუცია,
შესაბამისად, არცერთ ამ დაწესებულებაში არსებული პირობები არ უახლოვდება ოჯახურ
გარემოს. პანსიონთა საცხოვრებელ ოთახებში განთავსებულია სამზე მეტი ბენეფიციარი.
პანსიონების ეზოებში არ არის შესაბამისი პირობები და ინვენტარი ბავშვების გასართობად.
ამასთან, პანსიონების აღმზრდელებსა და ბავშვებს არ აქვთ ინფორმაცია ბუნებრივი
კატასტროფებისგან გამოწვეულ რისკებზე (საფრთხეებზე), მათი თავიდან არიდებისა თუ
შემცირების შესაძლებლობებზე.
აღნიშნულ დაწესებულებებში ბავშვები ჩართული არიან ზოგადი განათლების მიღების
პროცესში,
ისინი
ირიცხებიან
საჯარო
სკოლებში,
თუმცა,
პრობლემურია,
რომ
რიგ
დაწესებულებებში არასრულწლოვნები ნაკლებად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის კლასგარეშე
და არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში770.
დაწესებულებებში რელიგიური სწავლებისა და თავისუფალი დროის დაგეგმვის მხრივაც
განსხვავებული მდგომარეობაა. მაგალითად, ქართველ მუსლიმთა კავშირის ქობულეთის
ვაჟების პანსიონში, ასევე, ქართველ მუსლიმთა კავშირის სოფელ ფერიის გოგონათა პანსიონში,
საგაკვეთილო პროცესის შემდგომ ძირითად აქტივობებს რელიგიური სწავლების სხვადასხვა
კომპონენტები და რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა წარმოადგენს; დაწესებულებების
წარმომადგენელთა ინფორმაციით, ეს ბავშვებისათვის ნებაყოფლობითი პროცესია. ბავშვები
რელიგიურ რიტუალებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ
დაწესებულებებშიც
ასრულებენ.
აქაც,
ადმინისტრაციის
განცხადებით,
ეს
პროცესი
ნებაყოფლობითია და მასში ბავშვების ჩართვა არასრულწლოვანთა ასაკისა და განვითარების
შესაბამისად ხდება. თავისუფალი დროის დაგეგმვისა და დასვენების კუთხით უნდა აღინიშნოს,
რომ დაწესებულებებში კონტროლდება ბენეფიციართა მიერ ტელევიზორით, კომპიუტერით,
ინტერნეტით და ტელეფონით სარგებლობა.
770
გამონაკლისს წარმოადგენს ა(ა)იპ სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდის
პანსიონი, სადაც ბავშვებისათვის ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კლასგარეშე აქტივობები და წრეები.
267
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მონიტორინგის პროცესში
გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს
ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არასრულწლოვანთა
დასჯის
ფორმებად
კვლავ იყენებენ მეტანიებს და რელიგიურ რიტუალში მონაწილეობის
აკრძალვას.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა
მიმართ სხეულებრივი დასჯის აკრძალვის პრინციპის დაცვის ვალდებულება
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
შემუშავდეს სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ
ბავშვთა რეაბილიტაციის მექანიზმი, შეიქმნას და დროულ ვადებში დაფუძნდეს
სპეციალური სარეაბილიტაციო დაწესებულებების მუშაობის კონცეფცია
შემუშავდეს ბავშვთა განთავსების დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაგაბაღებში) სასმელი წყლის უვნებლობის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის რეგულარული
ზედამხედველობის ერთიანი მექანიზმი, რათა სისტემატურად და მთელი ქვეყნის
მასშტაბით
ტარდებოდეს
სასმელი
წყლის
უვნებლობის
მონიტორინგი
და
მიმდინარეობდეს შედეგებზე მუშაობა
შემუშავდეს ერთიანი სტრატეგია ბავშვთა სუიციდის პრევენციის, დაზარალებულთა
დაცვისა და დახმარების სისტემის სფეროში
გონივრულ ვადებში განისაზღვროს გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის მე–3
დამატებითი
ოქმის,
„შეტყობინების
პროცედურების
შესახებ“,
ეროვნულ
განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მექანიზმი და შემუშავდეს ოქმის
განხორციელებისთვის საჭირო კონკრეტული პროცედურული წესები
მონიტორინგი
ჩაუტარდეს
„ბავშვთა
დაცვის
მიმართვიანობის
(რეფერირების)
პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ, განსაზღვრული ვალდებულებების
შესრულებას
გაუმჯობესდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ
მუშაკთა შრომის პირობები ქალაქებსა და რეგიონებში; სოციალური სამსახურის
გაძლიერების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში გაიზარდოს ფინანსური კომპონენტი
268
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სოციალური მუშაკების/ ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდისა და აღნიშნული
სამსახურის მატერიალურად/ტექნიკურად უზრუნველსაყოფად
„სათამაშოების
უსაფრთხოების
შესახებ“
ვალდებულებების ფარგლებში, დაიგეგმოს
დირექტივით
გათვალისწინებული
და განხორციელდეს კონკრეტული
ქმედებები საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის მოსაწესრიგებლად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
გაუმჯობესდეს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
ინფრასტრუქტურული
მდგომარეობა და განახლდეს სასწავლო ინვენტარი. ამ მხრივ, მომეტებული ყურადღება
გამახვილდეს სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებზე
აქტიურად
განხორციელდეს
ავარიულ
და
საფრთხის
შემცველ
პირობებში
ფუნქციონირებადი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განახლებული
სასწავლო კორპუსების მშენებლობა და რეაბილიტაცია
სისტემური ხასიათი მიეცეს მოსწავლეთა, მშობელთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა
ცნობიერების ამაღლებას ბავშვის უფლებების, ძალადობისგან ბავშვის დაცვის არსებულ
მექანიზმებთან, ქცევის მართვის პოზიტიური მეთოდებისა და ბულინგის საკითხებთან
დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების დანერგვასა და განმტკიცებაზე
გაითვალისწინონ ბავშვის შეხედულებები და უზრუნველყონ მისი მონაწილეობა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებში
გადაწყვეტილების მიღების პროცესში
გაიზარდოს
სსიპ
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მანდატურის
სამსახურთან
არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების რაოდენობა და გაძლიერდეს უკვე
არსებულის რესურსი
დაიხვეწოს საჯარო სკოლებში პედაგოგთა და არასრულწლოვანთა დისციპლინური
წარმოების წესი და პროცედურები, რაც უზრუნველყოფს ბავშვის უფლებათა დარღვევის
ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან დროულ, ადეკვატურ, პროპორციულ და სათანადო
რეაგირებას
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში პირდაპირ გაიწეროს
კერძო სკოლებში ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების ვალდებულებები
სკოლის
მიტოვების
შემთხვევების
თავიდან
ასაცილებლად,
განსაკუთრებით,
სავალდებული საფეხურის დასრულებამდე, დროულად გამოვლინდეს არსებული
საჭიროებები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან განხორციელდეს
რეფერირება პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან
შეიცვალოს სამტრედიის N15 სკოლის არსებული მოდელი
269
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ბავშვის
მიმართ
ოჯახში
ძალადობისა
და
უგულებელყოფის
შემთხვევების
იდენტიფიცირებისას დროულად და ყველა შემთხვევაში განხორციელდეს რეფერირება
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ხელი შეეწყოს შემაკავებელი და
დამცავი ორდერების გამოყენებას
დაინერგოს ბავშვის მიმართ ძალადობისა და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების
საკითხზე,
თანამშრომელთა
ცნობიერების
დონის
ამაღლების
მიზნით
განხორციელებული სწავლების უკუკავშირისა და შეფასების მეთოდოლოგია
გატარდეს დროული და ჯეროვანი ღონისძიებები ბავშვთა სავარაუდო შრომითი
ექსპლუატაციისა
და
ანტისაზოგადოებრივ
საქმიანობაში
ჩართვის
შემთხვევებზე
რეაგირების კუთხით. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს
დროულ გამოვლენასა და გამოძიების ეფექტიანობის საკითხებზე
ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროული და ეფექტიანი
გამოძიების/სისხლისსამართლებრივი
დევნის
უზრუნველსაყოფად,
სისტემატურად
გადამზადდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან მომუშავე პროფესიონალები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
მიღებულ
იქნას
დროული
და
ეფექტიანი
რეაგირების
ზომები
ბავშვებისათვის
სამედიცინო დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ამ კუთხით მომეტებული
ყურადღება გამახვილდეს
მდგომარეობაზე
სოფლად
და
მაღალმთიან
რეგიონებში
არსებულ
გონივრულ ვადებში მოხდეს ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის კლებისათვის
საჭირო სერვისებისა და მექანიზმების ინიცირება და დანერგვა;
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს:
განხორციელდეს ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვებისთვის
ადეკვატური ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული სერვისის შეთავაზების უზრუნველყოფა,
მათი საჭიროებების შესაბამისად
ოჯახში
ძალადობის
თითოეული
ფაქტის
იდენტიფიცირებისას
სააგენტოს
თანამშრომლებმა დროულად უზრუნველყონ არასრულწლოვნის უსაფრთხო გარემოში
გადაყვანა, არსებული სერვისების შესაბამისად. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით
გაძლიერდეს მუშაობა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან და გაიზარდოს მათთან
მომუშავე მობილური ჯგუფების რაოდენობა. ასევე, გაძლიერდეს ამ მიმართულებით
თანამშრომლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
270
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის პროცესში დეტალურად შეისწავლებოდეს
ბავშვის უფლებრივი მდგომარეობა ორივე მშობელთან მიმართებაში და შესაბამისი
ინფორმაცია მიეწოდოს სასამართლოს; გაძლიერდეს ფსიქოლოგიური მომსახურების
სერვისი - საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს საქმეში ფსიქოლოგის
დროული ჩართვა; ამასთან, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლების
რეალიზებისას მოისმინონ და გაითვალისწინონ ბავშვის აზრი
დროულად შეფასდეს განათლების მიღმა დარჩენილი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე
ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროებები, ზოგადი განათლების პროცესში მათ
ჩასართავად
ბავშვთა
სიღარიბის
აღმოსაფხვრელად,
სიღრმისეულად
შეფასდეს
სიღარიბეში
მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებები და დროულად ჩართონ ისინი შესაბამის
სოციალურ პროგრამაში. ასევე, სიღარიბის მიზეზით ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში
განთავსების ნაცვლად, გატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება ბიოლოგიური ოჯახის
სოციალურად და ეკონომიკურად გასაძლიერებლად
უზრუნველყოფილ იქნეს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვის ემოციური და
სოციალური განვითარებისათვის თანაბრად პოზიტიური გარემოს შექმნა, ბავშვთა
ზრუნვის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მსტ სახლის ბენეფიციარზე
ზრუნვის პროცესზე ზედამხედველობის გაძლიერებითა და მომსახურების მიმწოდებელ
ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით
ბავშვზე
ზრუნვის
პროცესში
ჩართული
პირები
სისტემატურად
გადამზადდნენ
ფსიქიკური ჯანმრთელობის, ბავშვის მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის
პრევენციისა და იდენტიფიცირების, რთული ქცევის მართვისა და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკითხებზე
გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ეფექტიანი
წარმართვის მიზნით - დროულად იქნეს უზრუნველყოფილი ქვეყანაში არსებული ყველა
რელიგიური სკოლა-პანსიონის დეინსტიტუციონალიზაცია და, შესაძლებლობის
შემთხვევაში, შემდგომი ლიცენზირება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად; ამ
მიზნით ინფორმაცია მიეწოდოთ და შესაბამისი კონსულტაცია გაეწიოთ სკოლაპანსიონებს ლიცენზირების პროცესთან დაკავშირებით;
სისტემატური
მონიტორინგი
ბენეფიციართა
ზრუნვის
უტარდებოდეს
პროცესს.
ასევე,
რელიგიური
არასრულწლოვანთა
სკოლა-პანსიონების
ძალადობისა
და
არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დანერგვის,
ბავშვზე ძალადობის, ფსიქიკური ჯანმრთელობის და შშმ ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე
სერვისის მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს.
271
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:
გატარდეს დროული და ჯეროვანი ღონისძიებები საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვთა
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გონივრულ ვადებში განხორციელდეს ადრეული და სკოლამდელი სააღმზრდელო და
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია და სათანადო საგანმანათლებლო
ინვენტარით აღჭურვა ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს სოფლად
და მაღალმთიან რეგიონებში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე.
272
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
26. ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის შესახებ
2017 წლის განმავლობაში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების მიუხედავად,
არსებული სირთულეების გადასაჭრელად გადადგმული ნაბიჯები არ იყო სათანადოდ
ეფექტური და გამოწვევების დიდი ნაწილი კვლავ მოუგვარებელია.
მისასალმებელია, რომ 2017 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, საქართველოში მიმდინარე
და საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენების თაობაზე ეროვნული უმცირესობების
ინფორმირებისა და ეროვნული უმცირესობების შესახებ ქართულენოვანი მოსახლეობისთვის
სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ჩამოაყალიბა ეთნიკური და რელიგიური
უმცირესობების საკონსულტაციო საბჭო, უფრო ფართოდ და რეგულარულად შუქდება
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მნიშვნელოვანი თარიღები. მუშაობა დაიწყო
სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვანი ტელევიზიისა და რადიოს ჩამოყალიბებაზე.
აღსანიშნავია,
რომ
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტრომ
დაიწყო
ეროვნული
უმცირესობების ენოვანი სკოლებისთვის ახალი სახელმძღვანელოების მომზადება. ხოლო
საქართველოს კულტურის სამინისტრომ სომხური თეატრის რეაბილიტაციის პროცესი, რაც
საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანი იყო.771
26.1.
განათლების ხელმისაწვდომობა
არაერთი მცდელობის
კონცეპტუალურად და
მიუხედავად, არ არსებობს ჩარჩო დოკუმენტი, რომელშიც
სიღრმისეულად იქნება გაანალიზებული განათლების სფეროში
არსებული ვითარება, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობდა
ეთნიკური
უმცირესობების
განათლების
საკითხის
რეგულირებას
და
უწყებათაშორის
კოორდინაციას. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოს განათლების და მეცნიერების
სამინისტრომ დაიწყო პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა, რომელსაც უნდა მოეცვა ყველა
საფეხურზე განათლების და ეროვნული უმცირესობების სკოლების პედაგოგიური კადრებით
უზრუნველყოფის საკითხები. დოკუმენტის შემუშავებასა და განხილვაში ჩართული იყვნენ
ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. სამწუხაროდ, გაურკვეველი
მიზეზების გამო, დოკუმენტი არ იქნა მიღებული. სახალხო დამცველი, არსებული გამოწვევების
გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაგრძელდეს დოკუმენტზე მუშაობა, ერთიანი
ხედვისა და მიდგომის ჩამოყალიბებისათვის.
სკოლამდელი განათლება
771
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 და 2016 წლების საპარლამენტო ანგარიშები, ინფორმაცია
ხელმისაწვდომია: <http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf >
< http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf >
273
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
კვლავ გამოწვევად რჩება სკოლამდელი განათლების სრულად ხელმისაწვდომობა ეთნიკური
უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. აღმზრდელ-მასწავლებლების მნიშვნელოვანი
ნაწილი შესაბამის დონეზე არ ფლობს განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის ბავშვებთან
მუშაობის უნარებს. მათთვის შეთავაზებული ტრენინგები კი არ მოიცავს ინფორმაციას
მრავალფეროვანი გარემოს მართვის მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ. პრობლემად რჩება
სკოლამდელი დაწესებულებების და პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა. იმ სააღმზრდელოსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში,
რომლებშიც
წარმოდგენილნი
არიან
ეთნიკურად
არაქართველი მოზარდები, ვერ ხერხდება სახელმწიფო ენის და მშობლიური ენის სათანადო
დონეზე შესწავლა.
მულტილინგვური სწავლების მოდელი და სასკოლო სახელმძღვანელოები
მრავალი წელია სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ
უმცირესობათა საბჭოს ანგარიშებში საუბარია არაქართულენოვანი სკოლების ე.წ.
„ბილინგვური
სახელმძღვანელოების“
არაეფექტურობაზე.772
აღნიშნული
სახელმძღვანელოებით სწავლება 2010 წლიდან დაიწყო და მათში მოცემული მასალის
სამოცდაათი
პროცენტი
უმცირესობათა
მშობლიურ
ენებზეა
(სომხური,
აზერბაიჯანული, რუსული), ხოლო ოცდაათი პროცენტი სახელმწიფო (ქართულ) ენაზე.
ეროვნული უმცირესობების ენებზე სწავლების მქონე სკოლების დიდ ნაწილში ბილინგვური
სახელმძღვანელობის გამოყენება შეუძლებელია; მასწავლებლები სათანადოდ ვერ ფლობენ
ქართულ ენას, რომ სრულყოფილად ახსნან გაკვეთილის ქართულენოვანი ნაწილი. თავის მხრივ,
მოსწავლეები ქართული ენის არცოდნის გამო ვერ ეცნობიან და ითვისებენ აღნიშნულ მასალას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით,773 დაწყებულია
მუშაობა
ახალ
სახელმძღვანელოებზე.
საანგარიშო
პერიოდში
მომზადდა
ბილინგვური
განათლების კონცეფცია, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი კონტექსტის თავისებურებებსა
და შესაძლებლობებზე მორგებული საგნობრივად გამიჯნული ბილინგვური მოდელის I-VI
კლასებში დანერგვას.
772
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2012-2013 წწ სამოქმედო
გეგმის
შესრულების
მონიტორინგის
ანგარიში;
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია:
<
http://tolerantoba.ge/failebi/OMBUDSMAN_Publication_GEO_FINAL_PRINT_13225.pdf>;
საქართველოს
სახალხო დამცველის 2015 და 2016 წლების ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა
დაცვის
მდგომარეობის
შესახებ,
ხელმისაწვდომია:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf
773 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 2 18 00277738,
12/03/2018.
274
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სასკოლო სახელმძღვანელოებში მრავალფეროვნების ასახვა
სამოქალაქო
ინტეგრაციის
ხელშეწყობისთვის
მნიშვნელოვანია,
რომ
სასკოლო
სახელმძღვანელოებში სრულფასოვნად აისახოს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების
საკითხები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს
სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში774 წარმოდგენილი რეკომენდაცია და
ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებზე მუშაობის პროცესში775 სახელმძღვანელოების გრიფირების
წესი მკაფიოდ განსაზღვრავს მრავალფეროვნების ასახვის მოთხოვნას და მის შესრულებაზე
შესაბამისი კონტროლი დაწესდება.
მცირერიცხოვანი ეთნოსებისთვის მშობლიური ენის სწავლება
აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან
არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციით, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების
სამინისტრო
ახორციელებს776
მცირერიცხოვანი
ეროვნული
უმცირესობების
წარმომადგენელთათვის მშობლიური ენის სწავლებას. ამავე წელს განისაზღვრა777 სკოლები და
კლასები, სადაც ოსური, ხუნძური, უდიური, ასურული და ქურთული ენების სწავლება დაიწყო.
აღნიშნულ ნუსხას, 2016 წელს დაემატა ჩეჩნური ენის, როგორც არჩევითი საგნის სწავლება
კვირაში 2 საათიანი დატვირთვით. აღსანიშნავია, რომ ოსური ენა 2011 წლამდე საქართველოს
რამდენიმე სკოლაში ისწავლებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ სწავლების პროცესში პედაგოგიური
კადრებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობის გამო მნიშვნელოვანი სირთულეები იქმნება.
მაგალითად, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ქურთული ენის (ყურმანჯის) სწავლება ვერ დაიწყო
შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგის არარსებობის გამო. ამასთან, არცერთი სასწავლო
პროგრამა არ განხორციელებულა პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
მშობლიური ენის სახელმძღვანელოები სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვანი სკოლებისთვის
საქართველოს სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და
ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოები ბოლო ათწლეულების განმავლობაში
სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის და არ შეესაბამება საქართველოს საგანმანათლებლო
სისტემის სასწავლო სტანდარტებს.
774
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სომხეთი 2017 წელს
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf
775
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 14 ივლისის N 621 ბრძანება
ხელმისაწვდომია: http://www.mes.gov.ge/old/upload/editor/file/Brdzanebebi/2017/ivlisi%5D/621.pdf
776 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წერილი 02.02.2016 წელი, N86806
777
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N1255 ბრძანება. 20.11.2015 წელი. იმ სკოლებისა და
შესაბამისი კლასების განსზღვრის შესახებ, რომელშიც ისწავლება მცირერიცხოვანი ეთნიკური
უმცირესობების
ენა,
ხელმისაწვდომია:
http://www.mes.gov.ge/old/upload/editor/file/Brdzanebebi/2015/noemberi/1255.pdf
275
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გადავიდა, ხოლო აზერბაიჯანი ჯერ არ გადასულა 12-წლიან სასწავლო სისტემაზე, შესაბამისად
არ არსებობს ამ კლასისთვის გათვალისწინებული სახელმძღვანელოები, რაც აფერხებს სწავლის
პროცესს.
მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის თანახმად,778 განათლების და
მეცნიერების სამინისტრომ სომხური და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სასკოლო
სახელმძღვანელოების შესადგენად გამოცხადდა ტენდერი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ
ახალი სახელმძღვანელოები შესაბამისობაში იყოს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის
სასწავლო სტანდარტებთან და ამავე დროს მასში ასახული იყოს შესაბამისი ეთნოსების ენის,
კულტურისა
და
ლიტერატურისთვის
დამახასიათებელი
ელემენტები
და
ენობრივი
სტანდარტები.
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა
საქართველოში, 2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მოქმედებს
4+1
პროგრამა,
რომელიც
მათ
საშუალებას
აძლევს
ერთიან
ეროვნულ
გამოცდებზე
აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მხოლოდ ზოგადი უნარები ჩააბარონ. ამ პროგრამით
დღეისათვის 4000–ზე მეტი სტუდენტი იღებს განათლებას.779
აღნიშნული პროგრამა ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენაში მომზადებას, ხოლო
მომდევნო 4 წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ არჩეულ შესაბამის ფაკულტეტზე
სწავლას
მოიცავს.
სტუდენტებში
თუმცა,
მაღალია
უნდა
აღინიშნოს,
რომ
ამ
პროგრამით
სწავლის
მიტოვების
მაჩვენებელი,780
რისი
ჩარიცხულ
მიზეზიც
საგანმანათლებლო სისტემას არ გამოუკვლევია. სახალხო დამცველის შეფასებით, იმ
უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც აღნიშნული პროგრამით ჩარიცხული სტუდენტები
სწავლობენ, არ არსებობს ეფექტური საინტეგრაციო პროგრამები. ასევე, მწირია
სტუდენტთა
ცოდნა
განსხვავებულ
კულტურულ
გარემოში
სწავლისა
და
ურთიერთობის თაობაზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1+4 პროგრამის სტუდენტებისათვის
სასურველ ფაკულტეტებზე რეგისტრაცია რიგ შემთხვევებში საკმაოდ პრობლემურია. იმ
დროისათვის, როდესაც საშეღავათო პოლიტიკის შედეგად მოხვედრილი სტუდენტები ენის
778
საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა
დაცვის
მდგომარეობის
შესახებ,
გვ.430,
ხელმისაწვდომია:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf
779
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაცია
http://smr.gov.ge/detailspage.aspx?ID=56
780 სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) 2016 წლის
ქართულ
ენაში
მომზადების
ერთწლიანი
პროგრამის
http://cciir.ge/upload/editor/file/CCIIR%20research%20document.pdf
276
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ეფექტურობის
კვლევა:
ფლობის
დამადასტურებელ
ფაკულტეტებზე
უკვე
სერტიფიკატს
დარეგისტრირებული
იღებენ,
არიან
სასურველ
სხვა
უნივერსიტეტსა
სტუდენტები
და
და
ადგილები
შევსებულია.
ზრდასრულთა და პროფესიული განათლება
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2015-2020 წლების
დოკუმენტი781 შრომის ბაზარზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ადაპტაციისა და
დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით ითვალისწინებს მათი პროფესიული და
ზრდასრულთა განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. აღნიშნულის მიუხედავად
კონკრეტული და ეფექტური ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებ
მოსახლეობას პროფესიული განათლებისადმი დიდი ინტერესი აქვს, თუმცა ხელისშემშლელ
ფაქტორად საგანმანათლებლო დაწესებულებების სიმცირე და ზოგ შემთხვევაში ტერიტორიული
დაშორება გვევლინება.. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული
განათლების პროგრამების შეთავაზება ეროვნულ უმცირესობების საჭიროებებისა და ეროვნული
უმცირესობებით დასახლებული რეგიონების შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით მოხდეს.
სახელმწიფო ენის სწავლება და პოპულარიზება
სახელმწიფო ენის პოპულარიზებისა და სწავლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტრო
სკოლის
მოსწავლეების,
სტუდენტების, პედაგოგების, საჯარო მოხელეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის
არაერთ პროგრამას ახორციელებს.782 მათ შორის, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო
ადმინისტრირების სკოლა ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს სახელმწიფო ენის
სწავლების პროგრამას, რომელიც ხორციელდება 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა783 და 71
სოფელში გახსნილ 175 მობილურ ჯგუფში.784 ამ პროგრამების მომხმარებელი 2017 წელს იყო 3
247 პირი.785
აღნიშნულის მიუხედავად, სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი მაჩვენებელი კვლავ აქტუალურ
პრობლემად რჩება. არსებული სირთულეების დაძლევისთვის კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა
781
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2015-2020 წლების დოკუმენტი:
http://smr.gov.ge/Uploads/esge_402dd469.pdf
782
იხილეთ: http://smr.gov.ge/Uploads/report_864b8967.pdf გვ 37-39
ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, დმანისი, მარნეული, გარდაბანი, წალკა, ლაგოდეხი, ახმეტა,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო.
784 სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2017 წლის სამოქმედო
გეგმის ანგარიში, ხელმისაწვდომია: http://smr.gov.ge/Uploads/__e8ef6b3d.pdf
785 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი 12/03/2018 წელი MES 2 18 00277738.
783
277
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საჭირო.
მათ
შორის,
სახელმწიფო
ენის
შემსწავლელი
პროგრამების
ეფექტურობის
მონიტორინგი, მოსახლეობაში ენის სწავლის მოტივაციის გაზრდის მიზნით საინფორმაციო
კამპანიის წარმოება და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
26.2.
ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობა
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის
თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კულტურული უფლებების სრულფასოვანი დაცვა და
რეალიზება.
ეროვნულ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრისით ქვემო ქართლი
აშუღების სკოლისა და
ადგილობრივი ხალიჩების ქსოვის უნიკალური ტრადიციით
გამოირჩეოდა. სამწუხაროდ, არ არსებობს მდგრადი პროგრამა, რომელიც ადგილობრივი
ეროვნული
უმცირესობების
თვითმყოფადობის
მატარებელი
ამ
ორი
დარგის
დაცვა–
გადარჩენაზე იქნება ორიენტირებული. პრობლემურია ისიც, რომ ახალგაზრდობა ნაკლებად
არის დაინტერესებული ტრადიციული ხელოვნების შესწავლით და შეიძლება ითქვას, რომ
ამჟამად როგორც აშუღების სკოლა, ასევე ბორჩალოური ხალიჩების ქსოვის ტრადიცია გაქრობის
პირას დგას.
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მნიშვნელოვან ნაწილში
არ ფუნქციონირებს სახელოვნებო წრეები, არ ჰყავთ ფოლკლორულ-შემოქმედებითი ჯგუფები,
კულტურის სახლები საჭიროებენ სარემონტო სამუშაოებს. მუნიციპალიტეტების ცენტრალურ
ბიბლიოთეკებში წიგნის ფონდების განახლება ძირითადად და ისიც იშვიათად, ქართული
წიგნებით ხდება.
დადებითად უნდა შეფასდეს 2017 წლის სექტემბერში თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის
სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სარემონტო-სარეაბილიტაციო
სამუშაოების დაწყება.786 აქვე აღსანიშნავია, რომ თბილისში, კონკრეტულად სომხურ თემთან
დაკავშირებული
საქართველოს
კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლების
ნაწილი
ჩამონგრეულია და ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება.787 აღნიშნული ძეგლები დაუყოვნებლივ
გამაგრებით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს.
2017 წელს კვლავ გადაუწყვეტელი იყო ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული
დრამატული თეატრის რეაბილიტაციის საკითხი. საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ
786
787
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი 28.02.2018 წელი, N05/08-1233
1.) მუღნის „სურბ გევორგი“ (ახოსპირელის ქუჩა №6), 2.) შამხორეცოც „კარმირ ავეტარანი“
(ფერისცვალების ქუჩა № 6),
3.) ერევანცოც „სურბ მინასი“ (გელათის ქუჩა №13),
4.) „სურბ ნშანი“
(ვერცხლის ქუჩა №6), 5.) თანდოიან “სურბ ასტვაწაწინ“ (დავით აღმაშენებლის გამზირი №40.
278
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მოწოდებული
ინფორმაციის
თანახმად,
ლევან
სამხარაულის
სახელობის
სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, მსგავსი დაზიანებების
მქონე შენობის აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოები ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ
გაუმართლებელი და არარენტაბელურია. სამინისტრომ შესთავაზა თეატრს ალტერნატიული
მიწის ფართი, მასზე ახალი შენობის აგების პირობით. სახალხო დამცველის ხელთ არსებული
ინფორმაციით თეატრის დასი და კულტურის სამინისტრო ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან
თეატრის შენობასთან დაკავშირებით.788
ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმი სწრაფად ვითარდება. ამ თვალსაზრისით ქვეყნის ერთერთი სავიზიტო ბარათია საქართველოს კულტურა და მისი მრავალფეროვნება, მაგრამ
მიუხედავად ამისა, ტურისტულ რუკებზე ნაკლებად და არასრულყოფილად არის წარმოჩენილი
ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, არ არის განვითარებული
უმცირესობების კულტურის შესახებ ტურისტების ინფორმირების სისტემა.
26.3.
ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების
პროცესში და ადგილობრივი არჩევნები
კვლავ გამოწვევად რჩება ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი
გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში ისე
დედაქალაქის
მერიასა
და
საკრებულოში.
აღსანიშნავია,
რომ
ბოლო
ათწლეულების
განმავლობაში, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მერის თანამდებობაზე
პირველად აირჩიეს ქალი789 და მარნეულის მერადაც პირველად აირჩიეს
ეთნიკური
აზერბაიჯანელი.790
კვლავ
პრობლემად
მონაწილეობის
რჩება
საკითხი.
დედაქალაქის
თბილისის
მმართველობაში
მოსახლეობის
ეროვნული
დაახლოებით
უმცირესობების
11%
ეროვნული
უმცირესობების წარმომადგენელია791 და ისევე, როგორც გასულ წლებში, არც დედაქალაქის
ამჟამინდელ საკრებულოში არ არიან წარმოდგენილი ეროვნული უმცირესობები. ასევე,
თბილისის რაიონების და მუნიციპალიტეტების არცერთი გამგებელი/გამგებლის მოადგილე,
არცერთი
საქალაქო
სამსახურის
უფროსი
და
მისი
მოადგილე
არ
არის
ეროვნული
უმცირესობების წარმომადგენელი. დედაქალაქის მმართველობაში ეროვნული უმცირესობები
ძირითადად ტექნიკური პერსონალის სახით არიან წარმოდგენილი, რაც ირიბი დისკრიმინაციის
განცდას ბადებს.
788
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი 28.02.2018 წელი, N05/08-1233
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს ანივარ (ანი) მოსოიანი.
789
790
791
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს თემურ აბაზოვი.
ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის მიერ საქსტატის მონაცემებზე
დაყრდნობით
შექმნილი
რუკა
content/uploads/2016/07/ethnic_groups_of_georgia.jpg
279
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ხელმისაწვდომია:
http://csem.ge/wp-
ბოლო წლებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა
ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირების გაზრდის, საარჩევნო
ადმინისტრაციის თანამშრომლების მომზადების, არჩევნების პროცესისთვის საჭირო
დოკუმენტაციის უმცირესობების ენებზე თარგმნის, საარჩევნო პროცესის შესახებ მოქალაქეთა
ინფორმირებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.792 აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლისა და
სამცხე–ჯავახეთის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებად, ასევე სამცხე–ჯავახეთის საოლქო
კომისიებში წარმოდგენილი არიან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, მაგრამ ამავე
დროს ქვემო ქართლის არც ერთი საარჩევნო ოლქის კომისიის წევრი არ არის ეროვნული
უმცირესობებიდან (წალკის ოლქში ბერძენი ეთნიკური წარმოშობის წევრის გარდა).
ეროვნული უმცირესობები არ არიან წარმოდგენილი არცერთ მარეგულირებელ კომისიაში
(საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და
კომუნიკაციების ეროვნული კომისია) და არც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოში.
პრობლემურ თემად რჩება სახელმწიფო სერვისების შესახებ ეროვნული უმცირესობების
ინფორმირების
საკითხი.
სამინისტროები
გარკვეულწილად
ავრცელებენ
ინფორმაციას
სხვადასხვა სახელმწიფო სერვისების შესახებ ეროვნული უმცირესობების ენებზე, მაგრამ
ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ეროვნული უმცირესობები
ფლობდნენ ინფორმაციას სხვადასხვა უწყების მიერ განათლების, ჯანდაცვის, სოციალური
დახმარების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში მიმდინარე და დაგეგმილი
ღონისძიებების შესახებ.
26.4.
ეროვნული უმცირესობებისთვის მედიისა და ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამზადებს ვებ-გვერდისა და „მოამბის“
ინფორმაციას 7 ენაზე, მათ შორის უმცირესობების ენებზე, 2017 წელს, კვლავ არ ხდებოდა
ეროვნული უმცირესობების სრულფასოვანი ინფორმირება საქართველოში და საქართველოსთან
დაკავშირებული მოვლენების შესახებ.
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) პროექტით საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“
სინქრონულად ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და გადაიცემა რეგიონული
ტელევიზიების საშუალებით ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში. თუმცა, ადგილობრივი
მოსახლეობა უკმაყოფილოა თარგმანის ხარისხითა და სიზუსტით. ქვემო ქართლსა და სამცხე–
ჯავახეთში
792
უმცირესობების
ცენტრალური
ენებზე
საარჩევნო
გადაცემებს
კომისიის
ადგილობრივი
ინფორმაცია
http://cesko.ge/geo/static/2655/informatsia-qartul-enaze-2017#none
280
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მედიასაშუალებებიც
ხელმისაწვდომია:
<
ამზადებენ,793 მაგრამ მათი მწირი ფინანასური და მატერიალური შესაძლებლობები ვერანაირ
კონკურენციას ვერ უწევს საერთაშორისო მედიასაშუალებებს.
სახალხო დამცველის დაკვირვებით, სამცხე–ჯავახეთში პოპულარულია სომხური და რუსული,
ხოლო ქვემო ქართლში თურქული, აზერბაიჯანული და რუსული მედიასაშუალებები.
სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ შეუწყო ხელი პრორუსული და
ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ
რეგიონებში.794
პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო
სახალხო დამცველის 2016
უმცირესობებით
წლის რეკომენდაციის795 შესრულება, რომელიც ეროვნული
კომპაქტურად
დასახლებულ
რეგიონებში
მცხოვრებთა
ინფორმირების
ხარისხის გასაუმჯობესებლად სამოქმედო გეგმის და სპეციალური პროგრამების შემუშავებას
ეხებოდა. 2017 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სახალხო დამცველთან
არსებულ ეროვნული უმცირესობების საბჭოს შორის მიმდინარეობდა ინტენსიური
კონსულტაციები, საზოგადოებრივი მაუწყებელმა ჩამოაყალიბა სპეციალური მედია სტრატეგია
და სამოქმედო გეგმა,796 რომლის შესრულებაც თავისი საქმიანობის პრიორიტეტად გამოაცხადა797.
რეკომენდაციები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
განათლების სფეროში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისა და განხორციელებული
პროგრამების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ჩამოყალიბდეს ერთიანი სტრატეგია და
სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სტრატეგია და გეგმა სასურველია, რომ მოიცავდეს
სკოლამდელ, სასკოლო, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას და სრულად იყოს
მორგებული ეროვნული უმცირესობების საჭიროებებზე
793
ტვ. „მარნეული“, რადიო „მარნეული“, ტვ. „12“ ახალქალაქი, ტვ. „ფარვანა“ ნინოწმინდა, რადიო „ნორ“
ნინოწმინდა. http://www.marneulitv.ge/, http://marneulifm.ge/ka/tag/radio-marneuli/, http://www.parvana.ge/,
http://nor.ge/
794 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2017 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის
შედეგები, ხელმისაწვდომია: https://www.ndi.org/sites/default/files/NDI%20poll_june%202017_ISSUES_GEOVF.pdf
795 http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf გვერდი 439
796
საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ინტეგრაციის, ეთნოსთაშორისი და
რელიგიათაშორისი
ურთიერთობების
ხელშეწყობის
მედია
სტრატეგია
https://cdn.1tv.ge/app/uploads/2017/11/Doc1-1510848602.pdf
797
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებზე მუშაობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხდება - https://1tv.ge/news/vasil-maghlaferidzesaqartveloshi-mckhovrebi-etnikuri-da-religiuri-umciresobebis-sakitkhebze-mushaoba-sazogadoebrivi-mauwyeblisert-erti-prioriteti-khdeba/
281
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
იმ სკოლებში, სადაც სხვადასხვა ეთნიკური და ლინგვისტური ჯგუფები არიან
წარმოდგენილი, პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის დაინერგოს მრავალეროვან
საზოგადოებაში ქცევისა და ტოლერანტობის ღირებულებების ხელშემწყობი სასწავლო
პროგრამები
სასკოლო სახელმძღვანელოებში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის თემატიკის
ასახვის პროცესის გაგრძელების მიზნით, განათლების სამინისტრომ განახორციელოს
შესაბამისი პროგრამები
სასკოლო სახელმძღვანელოებში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის თემატიკის
ასახვის მიზნით, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების დროს კონსულტაციები
წარიმართოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან
გაგრძელდეს
საქართველოს
რეალობისთვის
მაქსიმალურად
ეფექტური
მულტილინგვური სწავლების მოდელის შემუშავებისა და დანერგვის პროცესი
ეროვნული
უმცირესობების
განხორციელდეს
შრომის
პროფესიული
ბაზრის
განათლების
საჭიროებებზე
ხელშეწყობის
მორგებული
მიზნით
სპეციალური
საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის ზოგიერთი დისციპლინისა
სპეციალობისთვის სწავლა დაინერგოს ეროვნული უმცირესობების ენებზე
და
გაგრძელდეს სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამები, ხელი შეეწყოს სახელმწიფო
ენის პოპულარიზებასა და გაფართოვდეს მისი შესწავლის ხელმისაწვდომობა
მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის სწავლების ეფექტურობის
გაზრდის
მიზნით
განხორციელდეს
სპეციალური
საგანმანათლებლო
პროგრამა,
რომელიც გაითვალისწინებს მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების მშობლიური ენის
პედაგოგების მომზადებას, სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემას და სხვა საჭირო
პროგრამებს
გაგრძელდეს სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენის
სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და სკოლებში დანერგვის პროცესი. ამ
პროცესში მონაწილეების საშუალება მიეცეთ შესაბამისი თემების წარმომადგენლებს
იმ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ე.წ. 1+4 სისტემით ჩარიცხული სტუდენტები
სწავლობენ,
ჩამოყალიბდეს და დაინერგოს ინტერკულტურული და საინტეგრაციო
პროგრამები, რათა სტუდენტებში გაიზარდოს ინფორმაცია და ცოდნა განსხვავებულ
ეთნიკურ გარემოში სწავლისა და ურთიერთობის თაობაზე.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს:
ეროვნული უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების
დაცვის მიზნით, სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები, მათ შორის,
ხელი შეუწყოს თბილისში სომხურ თემთან დაკავშირებული ეკლესიების რეაბილიტაციას
282
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
განხორციელდეს შესაბამისი პროგრამები, რათა ხელი შეეწყოს ე.წ. ბორჩალოური
ხალიჩების ქსოვისა და აშუღური ტრადიციის დაცვა–შენარჩუნებას
ხელი შეეწყოს ეთნიკური უმცირესობების კულტური დაცვისა და პოპულარიზების
მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გამომცემლობით და სხვა საქმიანობას
ტურიზმის დეპარტამენტს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს
ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ტურისტულ მარშუტებზე,
რუკებზე და პუბლიკაციებზე სასურველია, რომ აისახოს ინფორმაცია ეროვნული
უმცირესობების კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მატერიალური და
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ნიმუშების შესახებ
საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიას და ადგილობრივ თვითმმართველობებს
განხორციელდეს სპეციალური პროგრამები ეროვნული უმცირესობების დასაქმებისა და
გადაწყვეტილების პროცესში უშუალო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით
გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რათა ხელი შეეწყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და
განათლების მქონე ეროვნული უმცირესობების კარიერულ წინსვლას, რათა გაიზარდოს
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობა საშუალო და მაღალი რანგის საჯარო
თანამდებობებზე
ადგილობრივ თვითმართველობებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებებში გაძლიერდეს ქართული და მშობლიური ენის სწავლა, რათა
მოზარდებს სკოლაში შესვლისთვის უკვე გააჩნდეთ ქართული და მშობლიური ენის
ცოდნის გარკვეული ბაზა
იმ სკოლამდელ დაწესებულებებში, სადაც სხვადასხვა ეთნიკური და ლინგვისტური
ჯგუფები არიან წარმოდგენილი პედაგოგებისა და აღსაზრდელებისთვის დაინერგოს
მრავალეროვან თემში ინტერკულტურული ქცევის ხელშემწყობი სასწავლო პროგრამები
სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს
განახორციელოს
მოამბის
სინქრონული
თარგმნის
სიზუსტისა
და
ხარისხის
მონიტორინგი, შესაძლო უზუსტობების აღმოფხვრის მიზნით
ხელი შეეწყოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეროვნული უმცირესობების
ინფორმირების
სისტემის ჩამოყალიბებას (მათ შორის აზერბაიჯანულ, სომხურ და
რუსულ ენებზე)
283
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გაძლიერდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებული მედიაპროდუქციის
(საინფორმაციო და სხვა გადაცემები) თარგმნა და გავრცელება უმცირესობების ენებზე
მათ შორის რეგიონულ მედია–საშუალებების გამოყენებით;
გაგრძელდეს და გაძლიერდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის
ქართულენოვან
გადაცემებში ეროვნული უმცირესობებთან დაკავშირებული თემატიკის ასახვა, მათ
შორის აქცენტი გაკეთდეს ეროვნული უმცირესობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
სფეროში არსებულ მწვავე პრობლემებზე
ხელი შეეწყოს ეროვნული უმცირესობების საკითხების შესახებ ჟურნალისტების ცოდნისა
და კვალიფიკაციის ამაღლებას
ადგილობრივი თვითმმართველობები
ხელი შეეწყოს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებებით მოზარდების ეფექტიან სარგებლობას, მათ შორის,
სათანადო დაფინანსების გამოყოფის გზით.
284
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
27. თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებები
თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა 2017 წელს განახორციელა
მონიტორინგი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტში,
საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ ქვეით ბრიგადაში, მეორე ქვეით ბრიგადაში,
მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადაში, ადლიაში არსებულ სამხედრო ნაწილში, ეროვნული
გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში, მესამე ქვეით ბრიგადაში, მეორე საარტილერიო
ბრიგადაში, დასავლეთ საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლობის საინჟინრო მესანგრეთა
ბატალიონში, საჰაერო თავდაცვის ბრიგადის პირველ რადიოლოკაციურ ბატალიონში, ჯარების
ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზაზე,
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სწავლების
ცენტრში (პირველადი სამხედრო მომზადება - „კარანტინი“), N14 პენიტენციური
დაწესებულების გარე დაცვისა და ბადრაგირების მე-14 განყოფილებაში, N2 პენიტენციური
დაწესებულების გარე დაცვისა და ბადრაგირების მე-2 განყოფილებაში, შს სამინისტროს
ობიექტების
დაცვის
დეპარტამენტის
მე-3
სამმართველოს
მე-2
განყოფილების
მე-2
ქვეგანყოფილებაში, შს სამინისტროს მესამე სამმართველოს პირველი განყოფილების მე-2
ქვეგანყოფილებაში, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2
სამმართველოში, შს სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოში.
რეგიონული
სამხედრო
განვითარებისა
სამსახურში
და
გაწვევის
ინფრასტრუქტურის
კოორდინირების
სამინისტროს
დეპარტამენტმა
მობილიზაციისა
შეასრულა
და
სახალხო
დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილი ძირითადი რეკომენდაციები
და შექმნა პირობები, რაც წვევამდელებს საშუალებას აძლევს სამედიცინო შემოწმება და
სხეულის ვიზუალური დათვალიერება ინდივიდუალურად, იზოლირებულ ოთახში
მოითხოვონ. ამასთან, გასახდელი ოთახი გადატანილია ექიმის კაბინეტის გვერდით და
წვევამდელებს აღარ უწევთ დერეფნის გავლით პატივის და ღირსების შემლახველ პირობებში
გადაადგილება.
დადებითად უნდა შეფასდეს თავდაცვის სამინისტროს მიერ, სახალხო დამცველის 2016 წლის
ანგარიშში
წარმოდგენილი
რეკომენდაციების
შესრულება,
კერძოდ,
საქართველოს
შეიარაღებული ძალების შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე სრულად აღმოიფხვრა
ინფრასტრუქტურული პრობლემები და ეტაპობრივად ხდება შიდა კომპიუტერული ქსელების
გაფართოება.798
798
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს N MOD 31800109000 კორესპონდენცია.
285
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
2017 წლის დეკემბრის თვეში გაიხსნა და უახლესი, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი ოფისი, რაც ეფექტურს გახდის უწყების
ფუნქციონირებას.799
2017 წლის მონაცემების მიხედვით, კვლავ გამოწვევად რჩება გამწვევ პუნქტში სამედიცინო
კომისიის მიერ სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად ცნობილი და სავალდებულო სამხედრო
სამსახურში ჩარიცხული წვევამდელების, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო
ნაწილებიდან დათხოვნა, რაც გამოწვეულია იმით, რომ უცვლელია პაციენტების სამედიცინო
შემოწმების
წესი.
განსაკუთრებით
ფსიქიატრის
მიერ
წვევამდელის
საყურადღებოა
შემოწმება
ფსიქიკური
შემოიფარგლება
კომპონენტი.
მხოლოდ
5-10
კერძოდ,
წუთიანი
გასაუბრებით. ასევე სამხედროებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ წვევამდელებს და
მათი ოჯახის წევრებს აუცილებელ პირობად მიაჩნიათ სამხედრო ბილეთის800 აღება, სამომავლო
კარიერის აწყობის მიზნით, რის გამოც, სამედიცინო შემოწმების დროს, ხშირ შემთხვევაში,
წვევამდელები მალავენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. გამწვევი პუნქტის
წარმომადგენლებს არ მიუწვდებათ ხელი ფსიქიატრიულ კლინიკებში აღრიცხვაზე მყოფ
პაციენტთა მონაცემთა ბაზებზე, რადგან აღნიშნული დაცულია „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. სამედიცინო შემოწმებაგავლილი წვევამდელის
ფსიქიკური პრობლემები კი თავს იჩენს სამხედრო ნაწილში მსახურობის პერიოდში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გარე დაცვისა და ბადრაგირების მე-17
განყოფილებაში მომსახურე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები პრაქტიკულად ვერ
სარგებლობენ კუთვნილი შვებულებით,801 განყოფილების ხელმძღვანელები პრივილეგიას
ანიჭებენ სანიმუშო ყოფაქცევის მქონე ჯარისკაცებს და წახალისების მიზნით უშვებენ 3 დღიან
დათხოვნაში და არა კუთვნილ შვებულებაში. აღნიშნული პრაქტიკით, თუ ჯარისკაცი
სანიმუშოდ არ მოიქცევა, მან შეიძლება ვერ ისარგებლოს კუთვნილი შვებულებით. ასევე,
როგორც წინა წლებში, ახლაც არ არიან უზრუნველყოფილი 100% სამედიცინო დაზღვევით.
სამხედროების განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როცა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროში მომსახურე ვადიანი ჯარისკაცი მხოლოდ 80%–იანი სამედიცინო მომსახურებით
არის დაზღვეული802 და ხშირ შემთხვევაში დარჩენილი 20%-ის გადახდა განყოფილების
ხელმძღვანელებს საკუთარი სახსრებით უწევთ.
799
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://goo.gl/FpH644 > ნანახია [06.03.2018].
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, მუხ. 32, პუნ. 22
პირის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ შესაბამისი სახელმწიფო უწყება
ვალდებულია ამის დამადასტურებელი შეტყობინება გადასცეს ამ პირს ან გაუგზავნოს შესაბამის
მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს.
801 საქართველოს კანონი სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ, მუხ. 11, პუნ. 6.
802 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილი N MOC81800113984,
დანართი N3.
800
286
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მე-6 და მე-8 განყოფილებებში არ ჩატარებულა სარემონტო სამუშაოები და არ მომხდარა
ხელსაბანების
თბილი
წყლით
უზრუნველყოფა;
სარემონტო
სამუშაოები
არც
მე-17
განყოფილების სასადილოსა და სამზარეულოში ჩატარებულა, კვლავ მოუწესრიგებელია სველი
წერტილები.803 პენიტენციური დაწესებულებების გარე დაცვისა და ბადრაგირების
განყოფილებებში მომსახურე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამ დღეში
ერთხელ გადიან სადღეღამისო განწესში, კვლავ არ არიან უზრუნველყოფილი საკვების და მათი
საცხოვრებლიდან,
პენიტენციურ
დაწესებულებამდე
ტრანსპორტირების
ხარჯების
ანაზღაურებით.804
არ ჩატარებულა სარემონტო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ
დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოში არსებულ
სამედიცინო პუნქტში.
27.1.
სიახლეს
თავდაცვის სამინისტრო
წარმოადგენს
თავდაცვის
სამინისტროს
მიერ
სავალდებულო
სამხედრო
მოსამსახურეებისთვის, მსახურობის პერიოდში შაბათ-კვირის დათხოვნის დანერგვა.805 თუმცა
სხვადასხვა ქვედანაყოფებში შაბათ-კვირის დათხოვნაში გაშვების განსხვავებული პრაქტიკა
მოქმედებს.
კერძოდ,
რიგ
ქვედანაყოფებში
სავალდებულო
სამხედრო
მოსამსახურეებს
დათხოვნაში უშვებენ პარასკევს 17:00 საათიდან ორშაბათს08:00 საათამდე, რიგ ქვედანაყოფებში
კი შაბათს 08:00 საათიდან, კვირას 19:00 საათამდე, რის გამოც სავალდებულო სამხედრო
მოსამსახურეები არათანაბარ პირობებში არიან.
ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილების მთავარ
პრობლემას წარმოადგენს დაზიანებული და უვარგისი კონდიცირების, წყალგაყვანილობის,
გამწოვი და სავენტილაციო სისტემები, ასევე ცუდი ხელოვნური განათება.806
პირველ ქვეით ბრიგადაში ცალკე არ არის მოწყობილი საპირფარეშო და საშხაპე ოთახები ქალი
სამხედრო მოსამსახურეებისთვის; საცხოვრებელ ყაზარმები ვიწროა და პირადი შემადგენლობა
803
საქართველოს კანონი “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, მუხ.4 პუნ.1 სამხედრო
მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც
უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის
განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით; საქართველოს შეიარაღებული
ძალების შინაგანი სამსახურის წესდება, მუხ.169 სასადილოებში, პურსაცხობებსა და პურის ქარხანაში
უნდა სუფევდეს სრული წესრიგი და სისუფთავე.
804 საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, მუხ.12, პუნ.1 სამხედრო
მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.
805 საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, მუხ.11, პუნ.21.
806 საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდება, მუხ. 171 საპირფარეშოს უნდა
ჰქონდეს კარგი ვენტილაცია და განათება.
287
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სრულად არ არის უზრუნველყოფილი ინდივიდუალური ტუმბოებით.807 მეორე ქვეითი
ბრიგადის ერთ-ერთ ყაზარმაში დაზიანებულია კედელში გამავალი წყალგაყვანილობის მილები
და კედლიდან წყალი ჟონავს. არცერთ საცხოვრებელ ყაზარმაში არ არის საშხაპე ოთახების
საკმარისი რაოდენობა. სამწყობრო მომზადების მოედანი მოუწესრიგებელია, კერძოდ, არ არის
მოასფალტებული, უსწორმასწოროა და ქვები ყრია, რამაც შესაძლოა სამწყობრო მომზადების
პერიოდში, პირადი შემადგენლობის ტრავმა გამოიწვიოს. ბრიგადას ცხელი წყალი მიეწოდება
გრაფიკით.
წყლის შემკრები რეზერვუარები (მეტალის ცისტერნები) არ იწმინდება;808 წყლის
საქაჩი დანადგარის სიმძლავრე ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ცხელი წყლის მიწოდებას
შენობა-ნაგებობების
მაღალ
სართულებზე.
სასწავლო
ოთახები
დაკომპლექტებულია
მოძველებული ინვენტარით, არ არის სასწავლო მაკეტები და სხვა საჭირო მასალა თეორიული
სწავლების ჩასატარებლად. რამდენიმე საძინებელ ოთახში ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები,
სამზარეულოში და სასადილოში არ არის განათება, ფანჯრები არ არის აღჭურვილი მწერებისგან
დამცავი ბადით. არ არის დაცული წესრიგი.809 ინფრასტრუქტურული პრობლემებია ადლიის
სამხედრო ნაწილსა და მე-3 ქვეით ბრიგადაში.810
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებში სანიტარული
და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა და პრევენციული ღონისძიებების
განხორციელება,
საქართველოს
თავდაცვისა
და
შინაგან
საქმეთა
სამინისტროების
და
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაა.811
რიგ ქვედანაყოფებში გამოიკვეთა პროფესიული სამხედრო მოსამსახურეებისთვის შვებულებით
სარგებლობის პრობლემა.812 სამხედრო მოსამსახურეები ძირითადად სარგებლობენ ერთკვირიანი
ან უკეთეს შემთხვევაში ორკვირიანი შვებულებით. ხშირ შემთხვევაში კი კუთვნილი
შვებულების813 დღეები წლის განმავლობაში გამოუყენებელი რჩებათ. შესაბამისად, ამ დღეებში
ეკისრებათ დამატებითი ფუნქცია და უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება. აღნიშნული
807
საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდება, მუხ. 147 საძინებელ ოთახებში
საწოლები ისე უნდა დაიდგას, რომ თითოეულის ან ორი ერთმანეთთან მიდგმული საწოლის მახლობლად
დარჩეს საწოლთან მისადგმელი ტუმბოს ადგილი.
808 საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდება, მუხ. 165, სასმელი წყლისათვის
მოწყობილი ავზები ყოველდღიურად ასეულის მორიგის მეთვალყურეობით ირეცხება და ახალი სასმელი
წყლით ივსება.
809 საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდება, მუხ. 169.
სასადილოებში,
პურსაცხობებსა და პურის ქარხანაში უნდა სუფევდეს სრული წესრიგი და სისუფთავე.
810
ელექტროგაყვანილობების უსაფრთხოება არ არის დაცული, სახეზეა განათების პრობლემა,
წყალგაყვანილობის გაუმართაობა, ჰიგიენური პრობლემები.
811 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი, თავი IX, მუხ. 35, პუნ.2.
812 დასავლეთ საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლობის საინჟინრო მესანგრეთა ბატალიონი, მე-2
ქვეითი ბრიგადა, მე-3 ქვეითი ბრიგადა.
813 „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 11, პუნ. 4.
288
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ კონკრეტული ქვედანაყოფები შტატით გათვალისწინებული
პირადი შემადგენლობით სრულად დაკომპლექტებული არ არის.
კვლავ მწვავე პრობლემას წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი ბინით
დაკმაყოფილების საკითხი. ინდივიდუალური გასაუბრებით დასტურდება, რომ სერჟანტკაპრალთა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებს არ აქვს მიღებული საცხოვრებელი ბინა
სახელმწიფოს მხრიდან, არც მსახურობის პერიოდში დროებით სარგებლობაში და არც
საკუთრების უფლებით. ბინები გადაეცათ ოფიცერთა მხოლოდ იმ კატეგორიას, ვისი
ხელშეკრულებითაც გათვალისწინებული იყო, რომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ ბინა
გადაეცემოდა საკუთრებაში. ყველა სამხედრო მოსამსახურის და მათი ოჯახის წევრების
საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს ვალდებულებაა,814 თუმცა, ის სამხედრო
მოსამსახურეები, რომლებიც სხვა რეგიონებში ცხოვრობენ და სამხედრო სამსახური უწევთ
საცხოვრებლიდან შორს, იძულებული არიან სამსახურთან ახლოს იქირაონ ბინა და დამატებითი
ხარჯები გაწიონ, ან სამსახურის დროის დასრულების შემდეგაც სამხედრო ნაწილებში დარჩნენ,
რადგან სხვა საცხოვრებელი არ აქვთ.
27.2.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენური მდგომარეობაა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სწავლების ცენტრში (საკარანტინე ბაზა გეგუთში) და
გარე დაცვისა და ბადრაგირების განყოფილებებში.815 სწავლების ცენტრის სასადილო ოთახებში
არ არის მოწესრიგებული სავენტილაციო სისტემა, არ მუშაობს გამწოვი, არის უსიამოვნო
სპეციფიური სუნი, არ არის გაკრული მწერების საწინააღმდეგო ბადეები და სამზარეულოში
იყენებენ წებოვან ფირფიტებს, რაც დამატებით ქმნის ანტისანიტარიას.816
განყოფილებების მოსასვენებელ ოთახებში განლაგებულ საწოლებზე გაშლილია მოძველებული
და დახეული ტყავის ლეიბები. ზოგიერთ საწოლზე საერთოდ არ არის ლეიბი და ჯარისკაცებს
უწევთ მხოლოდ ფიცრის დაფებზე წამოწოლა, არ არის გადასაფარებლები.817 პირადი
შემადგენლობა არ არის უზრუნველყოფილი ინდივიდუალური ტუმბოებით,818 სამოქალაქო
ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები ულაგიათ ზურგჩანთებში. არ ფუნქციონირებს
814
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 14.
გარე დაცვისა და ბადრაგირების მე-14 განყოფილება, გარე დაცვისა და ბადრაგირების მე-2
განყოფილება.
816 საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდება, მუხ. 169 - სასადილოებში,
პურსაცხობებსა და პურის ქარხანაში უნდა სუფევდეს სრული წესრიგი და სისუფთავე.
817
საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდება, მუხ. 148 ყაზარმაში
განლაგებული სამხედრო მოსამსახურეების საწოლები უნდა შედგებოდეს საბნის, ზეწრის, ლეიბისა და
ბალიშებისაგან მისი პირებით
818 იქვე, მუხ. 147 საძინებელ ოთახებში საწოლები ისე უნდა დაიდგას, რომ თითოეულის ან ორი
ერთმანეთთან მიდგმული საწოლის მახლობლად დარჩეს საწოლთან მისადგმელი ტუმბოს ადგილი
815
289
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
კონდიცირების სისტემა, საპირფარეშოში ჩამრეცხი მოწყობილობა არ ფუნქციონირებს. მე-14
განყოფილების სასადილო ოთახს არ აქვს ფანჯარა, არ სუფთავდება ჯეროვნად,
მე-2
განყოფილებას საერთოდ არ აქვს სასადილო ოთახი.819
პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრზე განთავსებულ კოშკურებზე, სადაც
სადღეღამისო განწესში გუშაგებად გადიან სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები, ფანჯრის
და კარის მინები ჩამსხვრეულია, კოშკურები გადახურულია მეტალის სახურავით, თუმცა,
ფიცრის დაფებით მოპირკეთებული ჭერი უმეტესად ჩამოცვენილია, რაც კოშკურაზე მდგომ
სამხედრო მოსამსახურეს აყენებს ფიზიკური დაზიანების რისკის ქვეშ.
გარდა განხორციელებული ვიზიტებისა, თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის
დეპარტამენტმა
საკუთარი
ინიციატივით
დაიწყო
სამხედრო
ნაწილებში
მომხდარი
გარდაცვალების ფაქტების შესწავლა, თუმცა აღნიშნულ საქმეებზე დღემდე მიმდინარეობს
გამოძიება და სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს გამოძიების
ეფექტურობა ამ ეტაპზე, 820 ასევე განიხილა 25 ინდივიდუალური განცხადება, რომლებიც
ძირითადად
შეეხებოდა,
სამოქალაქო
და
სამხედრო
მოსამსახურეების
კადრების
განკარგულებაში გადაყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის კანონიერების შესწავლას.
სამწუხაროდ კვლავ არ განხორციელებულა ცვლილებები „სოციალური შეღავათების
მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N 4 დადგენილებაში,
რომლის
თანახმადაც,
საყოფაცხოვრებო
ვეტერანის
სუბსიდიით.
სტატუსის
აღნიშნულ
მქონე
ყველა
დადგენილებაში
პირი
2009
ვერ
წლის
სარგებლობს
4
ნოემბერს
განხორციელებული ცვლილების შედეგად, 2009 წლის 5 ნოემბრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე
საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ იმ პირებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის
დანიშვნის მომენტისთვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო
პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირებად,
ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ მხოლოდ იმ
პირებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისთვის კომპეტენტურ
ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად, რაც არათანაბარ
პირობებში აყენებს საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლე იმ პირთა წრეს, რომლებსაც
819
იქვე, მუხ. 169 სასადილოებში, პურსაცხობებსა და პურის ქარხანაში უნდა სუფევდეს სრული წესრიგი
და სისუფთავე
820 „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 18, პუნ. „ე“ საქართველოს
სახალხო დამცველს უფლება აქვს შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და
ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლებზე მიღებული გადაწყვეტილებაც კანონიერ ძალაშია შესული
290
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ 2012 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. აღნიშნული პრობლემა
ასახულია სახალხო დამცველის 2015 და 2016წლების საპარლამენტო ანგარიშებში821.
წინადადება საქართველოს პარლამენტს
შევიდეს ცვლილება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-11 მუხლში და ნათლად გაიწეროს ყოველკვირეულად დასვენებისთვის
განსაზღვრული ორი დღის შაბათის და კვირის დათხოვნაში წასვლის დროს, სამხედრო
ნაწილიდან დათხოვნის და სამხედრო ნაწილში გამოცხადების საათები
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას
შევიდეს
ცვლილება
საქართველოს
მთავრობის
2007
წლის
11
იანვრის
N4
დადგენილებაში, რათა გათანაბრდეს საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლეთა
მდგომარეობა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობა შეძლოს ვეტერანის
სტატუსის მქონე ყველა პირმა, როგორც ეს იყო განსაზღვრული 2012 წლის 1
სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს:
საქართველოს შეიარაღებული ძალების საცხოვრებელ ყაზარმებში გაუმჯობესდეს
ინფრასტრუქტურული მდგომარეობა822 და საქართველოს შეიარაღებული ძალების
შინაგანი სამსახურის წესდებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოხდეს მისი
მოწესრიგება
იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც წლის განმავლობაში სრულად ვერ იყენებენ
კუთვნილ
შვებულებას,
გამოუყენებელი
შვებულების
დღეებში
შესრულებული
სამუშაოსთვის დაემატოთ ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ყველა
ქვედანაყოფმა
მიაწოდოს
ინფორმაცია
გენერალურ
შტაბს,
იმ
სამხედრო
მოსამსახურეებისათვის საცხოვრებელი ბინების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის
821
სახალხო დამცველის ანგარიში - „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის
შესახებ“,
(2016),
გვ.
355
< http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf > ნანახია [12.03.2018]
სახალხო დამცველის ანგარიში - „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის
შესახებ“,
(2015),
გვ.
367
< http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf > ნანახია [12.03.2018]
822
მოწესრიგდეს: სველი წერტილები, ელექტრო გაყვანილობის და წყალგაყვანილობის სისტემა,
სასადილოსა და სამზარეულოს კონდიცირება და სავენტილაციო სისტემა, მე-3 ქვეითი ბრიგადის
სამწყობრო მოედანი, ცხელი წყლის 24 საათიანი გრაფიკით უზრუნველყოფა, ჩატარდეს სარემონტო
სამუშაოები ადლიაში არსებულ სამხედრო ნაწილში და აღჭურვილ იქნას ყველა საჭირო ინვენტარით
291
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
თაობაზე,823 რომლებსაც უწევთ საკუთარი საცხოვრებელი რეგიონიდან სხვა რეგიონში
მუშაობა, ხოლო გენერალურმა შტაბმა, თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 4
აპრილის N441-ე ბრძანების თანახმად, განსახილველად მიაწოდოს შესაბამის პირთა სია
საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის
კომისიას
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს:
პენიტენციური დაწესებულებების გარე დაცვისა და ბადრაგირების განყოფილებებში
გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურული მდგომარეობა824;
3
დღეში
ერთხელ
მოსამსახურეებისათვის
სადღეღამისო
(განწესში
განწესში
გასვლის
გამსვლელი
დღისათვის
ვადიანი
საჭირო
სამხედრო
ყველა
ხარჯის
გათვალისწინებით) განისაზღვროს შესაბამისი თანხა და თითოეულ ვადიან სამხედრო
მოსამსახურეს შრომის ანაზღაურების თანხა დაუანგარიშდეს თვის განმავლობაში
სადღეღამისო განწესში გასული დღეების რაოდენობის შესაბამისად;
გარე
დაცვისა
და
ბადრაგირების
განყოფილებებში
მომსახურე
სამხედრო
მოსამსახურეებისთვის გამოიყოს 100%-იანი სადაზღვევო პაკეტი.
823
„სამხედრო მოსამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხ.
გარე დაცვისა და ბადრაგირების მე-2 მე-5, მე-6,მე-14, მე-15, მე-17 განყოფილებებში, გეგუთის სამხედრო
მოსამსახურეთა სწავლების ცენტრში და პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრზე
განთავსებულ კოშკურებში ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები და მოწესრიგდეს სველ წერტილებში
არსებული მდგომარეობა.
824
292
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
28. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა
2017 წელს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით
მნიშვნელოვანი წინსვლა არ ყოფილა. საანგარიშო პერიოდში აქტუალური რჩებოდა წლების
განმავლობაში არსებული გამოწვევები. მათ შორის, შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის
დაცვის, აბილიტაცია–რეაბილიტაციის, შრომისა და დასაქმების, მისაწვდომობის, პოლიტიკური
და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების სათანადოდ რეალიზების საკითხი.
გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან ოთხი წლის შემდეგ კვლავ არ არის შექმნილი
აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი, რაც აბრკოლებს მის განხორციელებასთან
დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას. მისასალმებელია, რომ საერთაშორისო ექსპერტის
ჩართულობით მომზადდა ახალი მექანიზმის ფორმირების თაობაზე საქართველოს მთავრობის
დადგენილების პროექტი825, თუმცა მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ შშმ პირთა და მათი
ორგანიზაციების
წინასწარი
ინფორმირება
და
კონსულტირება
არ
მომხდარა,
რაც
ეწინააღმდეგება კონვენციის პრინციპებს.
საქართველოს პარლამენტს კვლავ არ მოუხდენია გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ
კონვენციის
ფაკულტატური
ოქმის
რატიფიცირება.826
აღნიშნული
კი
აფერხებს
დაინტერესებული პირების მიერ გაეროს შესაბამისი კომიტეტისთვის უფლებადარღვევის
ფაქტებზე ინდივიდუალური მიმართვის მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში შემუშავდა კანონპროექტი შშმ პირთა უფლებების
შესახებ. დოკუმენტი მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მათ შორის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების, გოგონების და ბავშვებისათვის დისკრიმინაციის
გარეშე და თანაბარ პირობებში ხელმისაწვდომობის ძირითად
პრინციპებსა და მექანიზმებს
სხვადასხვა სფეროში. არსებული ინფორმაციით, მისი განხილვა და ინიცირება დაგეგმილია
პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე.827
2017 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაიწყო „ადამიანის
უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020)“ შემუშავების პროცესი.
სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით შშმ პირთა თემის კრიტიკა გამოიწვია სამთავრობო
გეგმის პროექტის როგორც შინაარსობრივმა, ასევე მისი შემუშავების პროცედურულმა მხარემ.
ძირითადი
ხარვეზები
უკავშირდება
პროცესის
825
დაგვიანებით
დაწყებას,
განხილვის
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით (წერილი N36542-06.12.2017) აღნიშნული
დადგენილების დამტკიცება დაგეგმილია უახლოეს მომავალში.
826 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წერილის
N14824/3-39 თანახმად კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება დაგეგმილია პარლამენტის 2018
წლის საგაზაფხულო სესიაზე.
827 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წერილი
N14824/3-39-15.12.2017.
293
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შემჭიდროვებულ ვადებსა და ფორმალურ ხასიათს. ამასთან, გეგმის პროექტის მიხედვით
შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების თანამედროვე სისტემაზე (ე.წ. სოციალურ მოდელზე)
გადასვლა 2020 წლისთვის დაიგეგმა, რაც კვლავ გააჭიანურებს გაეროს კონვენციის ეფექტურად
განხორციელებას.
28.1.
მისაწვდომობა
მისაწვდომობის
უფლების
რეალიზება
შშმ
პირთა
სრულფასოვანი
ცხოვრების
უზრუნველყოფისთვის ერთ–ერთ ფუნდამენტურ წინაპირობას წარმოადგენს და კომპლექსურ
მიდგომას მოითხოვს.
აღსანიშნავია,
რომ
შესაძლებლობის
საქართველოს
მქონე
პირთა
კანონმდებლობა
შესახებ“
გაეროს
არ
შეესაბამება
კონვენციის
„შეზღუდული
მოთხოვნებს.
პრობლემას
წარმოადგენს ისიც, რომ მისაწვდომობასთან მიმართებით არ არის შესწავლილი ეროვნულ
დონეზე არსებული საჭიროებები. ქვეყნის მასშტაბით გამოწვევას წარმოადგენს შშმ პირთა მიერ
სოციალური
დანიშნულების
ობიექტებით,
მუნიციპალური
ტრანსპორტით
თუ
საგზაო
ინფრასტრუქტურით სარგებლობა. 2017 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ახალი მეტროსადგური
„უნივერსიტეტი“, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციის828 მიუხედავად, არ არის
მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის.
დადებითად უნდა შეფასდეს დედაქალაქში ადაპტირებული ავტობუსების შემოყვანა, თუმცა
პრობლემის მასშტაბების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ყველა მარშრუტის განახლება
ადაპტირებული ტრანსპორტით. 2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა „შენობანაგებობების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის № 41
დადგენილება,829 რომლის
მე-11 თავი (მისაწვდომობა) არეგულირებს შშმ პირებისთვის
მისაწვდომი საშუალებების დაგეგმარებას და მშენებლობას.830 საქართველოს მთავრობის 2014
წლის 6 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების
ტექნიკური რეგლამენტისგან“ განსხვავებით, საანგარიშო პერიოდში მიღებული დოკუმენტის
828
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის 28 ოქტომბრის რეკომენდაცია მეტროსადგურ
„უნივერსიტეტის“
შშმ
პირთათვის
მისაწვდომობის
უზრუნველყოფის
თაობაზე.
<https://drive.google.com/file/d/0B9BM3M8hbgAUOVA5eFVSM0ZRcGs/view>
829 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N 41 დადგენილება ,,შენობა-ნაგებობების
უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:
<https://matsne.gov.ge/ka/document/view/3176389> [ბოლოს ნანახია 15.02.2018].
830
დოკუმენტი - ICC A117.1-2009 ,,Accessible and Usable Buildings and Facilities“ მიღებული იქნა 2009
წელს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებათა
განყოფილების მიერ.
294
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დებულებები
ეფუძნება
უნივერსალური
დიზაინის
ამერიკულ
სტანდარტებს831,
რაც
პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
მისაწვდომობის უფლების რეალიზების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობებიდან მიღებული
ინფორმაციის
ანალიზმა
ცხადყო,
რომ
არაერთგვაროვანი პრაქტიკა, რასაც თავის
მუნიციპალიტეტებში
დამკვიდრებულია
მხრივ განაპირობებს სივრცის მოწყობის
მარეგულირებელი არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა და
მოწესრიგების პროცესში
აღსრულების საკითხის გაუთვალისწინებლობა.
გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რიგ მუნიციპალიტეტში შშმ პირთათვის სივრცის მოწყობის
მარეგულირებელი სამშენებლო სტანდარტები დანერგილი არ არის და მათ აღსრულებაზე
სათანადო ზედამხედველობა არ ხორციელდება.832 ამასთან, დასახელებული რეგლამენტი არ
აღიქმება სამშენებლო კანონმდებლობის ნაწილად, არამედ ის მოიაზრება განცალკევებულ
დოკუმენტად და გამოიყენებენ მხოლოდ ახლად აშენებულ და რეკონსტრუირებულ შენობებთან
მიმართებით და არა ძველი შენობების მოდიფიცირების პროცესში. რეპრესიული ღონისძიებების
გამოყენების პრაქტიკა კი მეტყველებს იმაზე, რომ შშმ პირთათვის სივრცის მოწყობის
მარეგულირებელი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმარველობები
არ იყენებენ გაფრთხილებისა და დაჯარიმების მექანიზმებს.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული სამსახურების მიერ
საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ ობიექტების მშენებლობაზე ნებართვის
გაცემას და პროცესზე ტექნიკურ ზედამხედველობას833 გამგეობების შესაბამისი სტრუქტურული
ერთეულები ახორციელებენ, გარკვეულ შემთხვევებში თავად საპროექტო დოკუმენტაციები არ
არის დეტალიზებული და მხოლოდ ზოგად მითითებას მოიცავს შშმ პირთა საჭიროებების
გათვალისწინების თაობაზე. ამასთან, პრობლემურია ნებართვის გაცემის შემდგომ ეტაპზე
მშენებლობის პროცესზე ეფექტური ინსპექტირების განხორციელება.
საანგარიშო პერიოდში შესწავლილ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ
სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით სარგებლობის პრობლემა. შედეგად
სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ სატრანსპორტო
საშუალებების პარკირების ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობის რეკომენდაციით834
831
დოკუმენტი - ICC A117.1-2009 „Accessible and Usable Buildings and Facilities“ მიღებული იქნა 2009
წელს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებათა
განყოფილების მიერ.
832
ლენტეხის, თიანეთის, ნინოწმინდის და სხვა მუნიციპალიტეტები.
მცხეთის, ოზურგეთის, ლაგოდეხის, ტყიბულის, კასპის და სხვა მუნიციპალიტეტები.
834 სახალხო დამცველის 2017 წლის 5 დეკემბრის რეკომენდაცია „შშმ პირთა მიერ პარკირების
833
ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობის შესახებ“. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: <
295
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მიმართა შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს. ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებმა
გაიზიარეს
სახალხო
დამცველის
რეკომენდაცია
და
ცვლილებები
განხორციელდა/დაიგეგმა მოცემული საკითხის მარეგულირებელ დადგენილებებში.835
28.2.
განათლების უფლება
შშმ პირთა განათლების უფლების სათანადოდ რეალიზება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას
წარმოადგენს განათლების ყველა საფეხურზე. ინკლუზიური განათლების მომწესრიგებელი
არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების
საჭიროებებისადმი არათანმიმდევრული მიდგომა და საგანმანათლებლო პროცესში
ინტეგრაციის დამაბრკოლებელი სხვა გარემოებები ხელს უშლის ამ პირთა განათლების
უფლების რეალიზებას და კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებას.
საკანონმდებლო დონეზე კვლავ რჩება საკითხები, რომლებიც გადახედვასა და მოწესრიგებას
საჭიროებს. „ზოგადი განათლების შესახებ“836 საქართველოს კანონში ზოგადი განათლების
მისაწვდომობის უზრუნველყოფასთან მიმართებით აქცენტი კეთდება მხოლოდ გეოგრაფიულ
და ენობრივ ბარიერებზე, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობა
ანალოგიურ კონტექსტში არ
განიხილება. ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ არ განსაზღვრულა სპეციალური
მასწავლებლის სტატუსი და მისი პროფესიული განვითარების მოდელი.837 პრაქტიკაში
პრობლემებს ქმნის ის, რომ ამ დრომდე არ განხორციელებულა საკანონმდებლო ცვლილებები
შშმ ბავშვების შესახებ უწყებათაშორისი ინფორმაციის გაცვლის ბარიერების აღმოფხვრის
მიზნით,
არ
შემუშავებულა
სკოლის
მიტოვების
რისკის
ქვეშ
მყოფი
მოსწავლეების
მონიტორინგის მექანიზმი და სკოლის მიტოვების პრევენციის სტრატეგია.
სკოლამდელი
აღზრდის
მიუხედავად,
დღის წესრიგში დგას როგორც სკოლამდელი განათლების საფეხურზე
838
მიმართულებით
გარკვეული
პოზიტიური
ცვლილებების
http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelis-rekomendacia-shshm-pirta-mier-parkirebis-adgilebitdaubrkoleblad-sargeblobis-shesaxeb.page > [ბოლოს ნანახია 13.02.2018].
835
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი N698-12-15.12.2017; გორის მუნიციპალიტეტის
მერის წერილი N10/4/826-21.12.2017; ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წერილი N04-400404.08.2017, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი N2-06/407-13.12.2017;
836 საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:
< https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248 > [ბოლოს ნანახია 15.02.2018]
837 კორესპ. MES 8 17 01456023; MES 7 17 00961284.
8382016 წლის 6 ივნისს მიღებულ იქნა კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების
შესახებ“, რომლის საფუძველზეც 2017 წელს მუნიციპალიტეტების მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი
დადგენილებები.
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
ვებ-გვერდზე:
<
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3310237 > [ბოლოს ნანახია 15.02.2018]
296
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სიტუაციის
ანალიზის,839
ისე
ბაღში
ჩარიცხვის
ეტაპზე
აღსაზრდელთა
საჭიროებიდან
გამომდინარე ინდივიდუალური დღის რეჟიმის და სასწავლო გეგმის შემუშავება.
კვლავ არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, როგორც სკოლამდელ აღზრდაში, ისე ზოგად
განათლებაში
ჩართული
შშმ
ბავშვების
შესახებ.840
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროსთვის უცნობია ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა
რაოდენობა და მათი საჭიროებები. დასახელებული ინფორმაციის არქონა კი ართულებს
შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვას და განხორციელებას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეები841 ცხადყოფს, რომ
არ ხდება სსსმ ბავშვების საჭიროებების გათვალისწინება და ადგილი აქვს მათ მიმართ
დისკრიმინაციას.842 ამასთან, შშმ ბავშვების ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციას აბრკოლებს
სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი და გარიყვის საფრთხის ქვეშ მყოფი შშმ ბავშვების
მოძიების და იდენტიფიცირების ეფექტური მექანიზმის არარსებობა, რთული ქცევის მართვის
სტრატეგიის არარსებობა, არაადაპტირებული ფიზიკური გარემო და სასწავლო რესურსები,843
ტრანსპორტირების საკითხის მოუწესრიგებლობა, უწყებებს შორის არასაკმარისი კოორდინაცია,
ძალადობის შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება და სხვა.844 ინკლუზიური განათლების
ხარისხზე ნეგატიურ გავლენას ახდენს სპეციალისტების (სპეც. პედაგოგი, ფსიქოლოგი,
კოორდინატორი) არასაკმარისი რაოდენობა და დაბალი კვალიფიკაცია.845 საანგარიშო პერიოდში
გამოიკვეთა
რესურს-ოთახების
არამიზნობრივი
839
გამოყენების
ტენდენციაც.846
აქვე
უნდა
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 4 17 01438173.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია M E S 2 17 01330882.
841 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებაში არსებული შემთხვევები: N13058/16,
N8110/17, N14942/16, N5324/17, N14530/16, N8606/17, 14028/17, N13058/16
842სახალხო დამცველის 2017 წლის 7 დეკემბრის რეკომენდაცია ჯანმრთელობის ნიშნით ირიბი
დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე:
<http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelma-specialuri-saganmanatleblo-sachiroebebis-mqonebavshvis-mimart-iribi-diskriminacia-daadgina.page> [ბოლოს ნანახია 15.02.2018]
843 კორესპ. MES 8 17 01456023. 2017 წელს დამხმარე საგანმანათლებლო რესურსები დაიბეჭდა მხოლოდ
ქართულ ენასა და მათემატიკაში.
844სახალხო დამცველის 2017 წლის 3 იანვრის წინადადება საგანმანათლებლო სისტემის მიღმა
დარჩენილი შშმ ბავშვების განათლების უფლების რეალიზების თაობაზე. ინფორმაცია
ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: <http://www.ombudsman.ge/ge/news/winadadeba-saganmanatleblo-sistemismigma-darchenili-shshm-bavshvebis-ganatlebis-uflebis-realizebis-taobaze.page> [ბოლოს ნანახია 15.02.2018]
845 აღნიშნული კიდევ ერთხელ დადასტურდა სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ 2017
წლის 9-10 ოქტომბერს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების
ფარგლებში (16 სკოლა).
846სახალხო დამცველის 2017 წლის 20 ივნისის რეკომენდაცია საჯარო სკოლების რესურს-ოთახების
საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრის შესახებ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია
ვებ-გვერდზე:
<http://www.ombudsman.ge/ge/recommendations-Proposal/rekomendaciebi/rekomendaciasadjaro-skolebis-resurs-otaxebis-saarchevno-miznebistvis-gamoyenebis-praqtikis-agmofxvris-shesaxeb.page>
[ბოლოს ნანახია 15.02.2028]
840
297
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
აღინიშნოს, რომ მისასალმებელია ამ კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
სახალხო დამცველის რეკომენდაციის გაზიარება და საპასუხოდ გადადგმული ქმედითი
ნაბიჯები.
პროფესიული მომზადების მისაწვდომ გარემოში მიღების შესაძლებლობის (პროფესიული
სასწავლებლების ადაპტირება) მიუხედავად, პრობლემას წარმოადგენს სწავლების ხარისხი და
შემდგომი დასაქმება.
მდგომარეობა ძირითადად უცვლელია უმაღლესი განათლების საფეხურზე. შშმ პირებისთვის
კვლავ არ არის მისაწვდომი სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, სასწავლო
მასალები და პროგრამები.
28.3.
შშმ პირთა ჯანმრთელობის უფლება
შშმ პირთა ჯანმრთელობის უფლების სათანადოდ რეალიზების პროცესში კვლავ რჩება რიგი
გამოწვევები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებული საყოველთაო ჯანმრთელობის
დაცვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ამ პირთა ინტერესებს. პრობლემებს შორის არის
ფიზიკური
გარემოს,
მათ
შორის
ჯანდაცვის
დაწესებულებების
ინფრასტრუქტურის
მისაწვდომობა, მოქალაქეთა ნაკლები ინფორმირებულობა, მედიკამენტებსა და ჰიგიენურ
საშუალებებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა, სამედიცინო პერსონალის მხრიდან ეფექტური
კომუნიკაცია.
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შშმ ბავშვის მშობელს წარმოექმნა
პრობლემა კლინიკის მიერ ბავშვისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების
საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, პროგრამის ბენეფიციარებისთვის არ არის ნათელი რა სახის
მომსახურება ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო
პროგრამის ფარგლებში .847
დასახელებული პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღება გართულებულია ფსიქიატრიულ
სტაციონარულ დაწესებულებაში მყოფი პაციენტებისთვის. მათ შემთხვევაში პრაქტიკულად არ
ხდება სომატური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ვითარება კიდევ უფრო
რთულდება
სამედიცინო
დახმარების
თანადაფინანსების
დროს,
რადგან
პაციენტების
უმრავლესობას ამის შესაძლებლობა არ გააჩნია.
ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმღებ პირთათვის ასევე პრობლემურია C
ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა.848 გრძელვადიანი ფსიქიატრიული
847
848
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმე N14798/17.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებაში არსებული საქმე N16641/17
298
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სტაციონარული მომსახურების მიმღები პირისთვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები
ხელმისაწვდომი არ არის.849
გამოწვევაა შშმ ქალების/გოგონების რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის
უფლებების
სათანადო
რეალიზება,
რაც
გარკვეულწილად
გამოწვეულია
სამედიცინო
დაწესებულებების
ინფრასტრუქტურის,
ასევე
სამედიცინო
მოწყობილობების
არაადაპტირებასთან. ამასთან, კვლავ გამოწვევად რჩება არსებული სერვისების შესახებ
მოსახლეობის ინფორმირება და შესაბამის პროგრამებში ჩართვის წახალისება.
ფსიქიკური ჯანმრთელობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ჯანმრთელობის უფლების რეალიზების
პროცესში სახელმწიფოს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობა.
დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო
პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტი გაიზარდა 5 მილიონი ლარით.850 მიუხედავად ამისა, დღის
წესრიგში დგას რიგი საკითხების მოგვარების აუცილებლობა.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული
დოკუმენტითა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმით851 გათვალისწინებული აქტივობების
შესრულება.
სამოქმედო
გეგმის
მონიტორინგის
შედეგად
შეიძლება
ითქვას,
რომ
დოკუმენტით
გათვალისწინებული ღონისძიებების უმეტესობა დაგვიანებით ხორციელდება.852 დაგვიანებით
დაიწყო მუშაობა ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირთა სუიციდის პრევენციის
პროგრამის შემუშავებაზე. შეფერხებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესი.
არ განხორციელებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ განათლების და ცნობიერების
ამაღლების მიზნით საზოგადოების მობილიზაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი
პროგრამების შემუშავება. სახელმწიფოს მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა მიმართ
849
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 15
დეკემბრის წერილი N01/77397.
850 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის N592 დადგენილება 2018 წლის ჯანმრთელობის
დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ. დანართი 12. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://matsne.gov.ge/ka/document/view/3972595> [ბოლოს ნანახია 13.02.2018].
851 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N762 დადგენილება. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://matsne.gov.ge/ka/document/view/2667876 > [ბოლოს ნანახია 12.02.2018].
852 ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული აქტივობების შესრულების თაობაზე სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (წერილი N01/75299), განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსა (MES 6 17 01438689) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
(MOC 8 17 00937251) საპასუხო კორესპონდენციების საფუძველზე.
299
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
არსებული
სტიგმის
განხორციელების
შესამცირებლად
მიზნით
საინფორმაციო-საგანმანათლებლო
ჩატარებული
აქტივობები
საზოგადოების
ღონისძიებების
ფართო
მასების
ცნობიერების ამაღლებისთვის საკმარისად ვერ ჩაითვლება.
ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ პირველადი
ჯანდაცვის პერსონალის გადამზადების, ადამიანური რესურსების განვითარების გრძელვადიანი
სტრატეგიის შემუშავების, სტუდენტთა მოტივაციის, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეზიდენტთა
და შესაბამისი დარგის მაგისტრთა რაოდენობის გაზრდის მიმართულებით.
დარგის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით მიღებული ზომები არ არის
საკმარისი სფეროს სათანადო განვითარებისათვის, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის ბავშვთა
მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზების პროცესში.
უარყოფითად
უნდა
შეფასდეს
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სფეროში
დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის არარსებობა.
პრობლემურია 15-დან 18 წლამდე ასაკის ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა
სტაციონირების საკითხი. მოქმედი კანონმდებლობა უშვებს 15-17 წლის ასაკის პაციენტების
მოზრდილთა განყოფილებაში განთავსების შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის
საუკეთესო ინტერესებს და საერთაშორისო სამართლით დაცულ უფლებებს.853 პრობლემას ქმნის
ის ფაქტი, რომ ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიული განყოფილებები განსხვავებული
სტანდარტით მუშაობენ და მოზარდი, მიუხედავად მისი ასაკისა, განიცდის ზრდასრულთათვის
გათვალისწინებულ
მოპყრობას.
შედეგად
იზრდება
მათ
მიმართ
ძალადობის
და
უგულებელყოფის რისკი. 2015 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, მსგავს
განსხვავებულ მოპყრობას დაექვემდებარა 15-დან 18 წლამდე 228 არასრულწლოვანი, რომლებიც
მოზრდილთა სტაციონარში იყვნენ განთავსებული.854
2017 წელს არ გაზრდილა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისკენ მიმართული ფინანსური
სახსრებიც (70.1 ათასი ლარი), რაც ვერ უზრუნველყოფს ამბულატორიულ და სტაციონალურ
დონეზე რეაბილიტაციის ეფექტური მეთოდების გაცნობას, დანერგვას და მათ განხორციელებას.
853
„ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №87/ნ ბრძანება, მუხ.3,
პუნქ.13.
854 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N01/3857
(23.01.2018)
300
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
კვლავ მაღალია ექვს თვეზე მეტხანს ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა.855 მაღალი
რჩება
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობისა
და
თავშესაფრის
არარსებობის
გამო
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა რიცხვიც.856
ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების გაწევის პროცესში, როგორც
ბავშვების, ისე ზრდასრული პირების შემთხვევაში პრობლემურია პაციენტის მიერ ნების
გამოხატვის ნამდვილობის საკითხი. არსებული კანონმდებლობა, ერთი მხრივ ავალდებულებს
დაწესებულებას ბავშვის ნებაყოფლობით სტაციონირების დროს გადაწყვეტილება მიიღოს
ბავშვის აუცილებელი მონაწილეობით, მეორე მხრივ, ნების გამოვლენის უფლებას მთლიანად
მის კანონიერ წარმომადგენელს უტოვებს. ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულებები
კანონის ჩანაწერს ორაზროვნად მიიჩნევენ,857 განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც თავად
ბავშვი არ ეთანხმება მკურნალობას.
პრაქტიკა
ადასტურებს,
რომ
მხარდაჭერის
მიმღებ
ზრდასრულ
პირთა
შემთხვევაში,
ინფორმირებული თანხმობის მიღებისას დაწესებულებათა დაბნეულობას ასევე იწვევს
კანონმდებლობით აღნიშნული საკითხის პირდაპირი მოუწესრიგებლობა, რის გამოც ხშირ
შემთხვევაში ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის არსის საწინააღმდეგოდ, ადგილი აქვს
პირის ნების ჩანაცვლებას.
28.4.
რეაბილიტაცია/აბილიტაცია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია მათი ჯანმრთელობის, განათლების,
დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის და დამოუკიდებლად ცხოვრების
უფლების სრულფასოვანი რეალიზების წინაპირობაა.
„ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის“858 ცალკეული
კომპონენტები
ფრაგმენტულად
ემსახურება
შშმ
პირთა
სოციალური
რეაბილიტაციის
ხელშეწყობას. მათ შორისაა „ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა“
და „ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა“.
855
კერძოდ, 2017 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის „სტაციონარული
მომსახურების - ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა და ბავშვთა ფსიქიატრიული
სტაციონარული მომსახურების“ კომპონენტის ფარგლებში, დაფიქსირდა სტაციონარში 6 თვეზე მეტხანს
დაყოვნების 783 შემთხვევა.
856 ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია
მოცემულია წინამდებარე ანგარიშის თავში „ფსიქიატრიული დაწესებულებები“.
857 „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხ. 8, პ. 2; მუხ. 17, პ.1. დოკუმენტი
ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: <https://matsne.gov.ge/ka/document/view/24178>; ბოლოს ნანახია [13.02.2017]
858 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 მარტის N121 დადგენილება სოციალური რეაბილიტაციისა და
ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ.
301
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მიუხედავად
ბავშვთა
ადრეული
განვითარების
ქვეპროგრამის
ფარგლებში
2017
წელს
განხორციელებული დადებითი ცვლილებებისა,859 პროგრამა სრულად ვერ ფარავს არსებულ
მოთხოვნებს და პროგრამაში ჩართვის მომლოდინე ბენეფიციარებს რიგში დგომა უწევთ. 2017
წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით 630
ბენეფიციარმა ისარგებლა, მომსახურების მიღების მსურველთა რიგში კი 464 ბენეფიციარი
ირიცხებოდა.860
2016-2017
წლებში
გეოგრაფიული
გაფართოვდა
არეალი
მიმწოდებელმა
861
დაიწყო
და
ბავშვთა
პროგრამის
საქმიანობა,
რეაბილიტაცია/აბილიტაციის
ფარგლებში
თუმცა
ამით
შვიდმა
არსებული
ახალმა
ქვეპროგრამის
მომსახურების
მოთხოვნის
მხოლოდ
ნაწილობრივ დაფარვა გახდა შესაძლებელი. 2017 წელს „ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის“
ფარგლებში მომსახურება მიიღო 791–მა ბენეფიციარმა, რაც სოციალური პაკეტის მიმღებ 18
წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხოლოდ 8%–ს შეადგენს.862
გამოწვევაა ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ აბილიტაციისა და
რეაბილიტაციის უფლების რეალიზების საკითხი. მათი რეაბილიტაცია/აბილიტაციისთვის
სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი მომსახურება,
როგორიცაა თერაპიული ინტერვენცია, მათ შორის, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია,
ფსიქოლოგიური კორექცია, მობილობის ორიენტაცია, სივრცითი ორიენტაცია და სხვა.
ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გარკვეულ სარეაბილიტაციო
მომსახურებას იღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამავდროულად არიან ომის
ვეტერანები ან დღის ცენტრის მომსახურების მოსარგებლეები. ამ შემთხვევაშიც, სერვისის
მიმღებთა რაოდენობა და შეთავაზებული სერვისის მოცულობა არ შეესაბამება არსებულ
საჭიროებას.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით 2017 წელს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობის
მიმართ შეიმუშავა წინადადება ზრდასრულ შშმ პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის
859
2017 წლის პროგრამის მიხედვით გაიზარდა ერთი თვის განმავლობაში დაფინანსებული ვიზიტების
რაოდენობა. ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017
წლის 18 აგვისტოს N01-188/ო ბრძანებით დამტკიცდა „ბავშვთა ადრეული ინტერვენციის მომსახურების
მინიმალური სტანდარტები“.
860 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N04/73175
(27.11.2017) და N01/8293 (13.02.2018).
861 კახეთი, თბილისი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, აჭარა
862 საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილის N01/8293
(13.02.2018) თანახმად, პროგრამის მომლოდინეთა რიგში 73 ბენეფიციარი ფიქსირდება.
302
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე,863 თუმცა მისი განხილვის შედეგები სახალხო
დამცველისთვის ამ დრომდე უცნობია.
28.5.
შეზღუდული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომისა და დასაქმების უფლების
რეალიზება
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
შრომის
უფლების
რეალიზება
მათი
დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მიუხედავად ამისა, შშმ პირთა
დასაქმების კუთხით ქვეყნაში არსებული მრავალი გამოწვევა წლების განმავლობაში არ კარგავს
აქტუალობას. დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შემუშავების მიმართულებით
გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, შშმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი
მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.
2017 წელს სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგი864 ადასტურებს, რომ
შშმ პირისთვის სამუშაოს დაწყება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დასაქმება,
ძირითადად, ხდება ორგანიზაციების ცალკეული ინიციატივების შესაბამისად და კამპანიური
ხასიათისაა. სახელმწიფოს პროგრამით გათვალისწინებული მხარდაჭერის ამოწურვის შემდეგ,
უმეტესად, არ ხდება შშმ პირთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება. გარემოს
მისაწვდომობის პრობლემა მნიშვნელოვანი ბარიერია მათთვის სამსახურში მისვლის, სამუშაოს
შესრულებისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესში. დასაქმების შედეგად მიღებული
ანაზღაურება ძალიან დაბალია, რაც სხვა დამატებითი ბარიერების გათვალისწინებით, შშმ პირის
მუშაობას არამომგებიანს ხდის.
მოქმედი კანონმდებლობა შშმ პირის საჯარო სექტორში დასაქმებას კვლავაც სოციალური
პაკეტის მიღების უფლების შეზღუდვას უკავშირებს.865 აღნიშნულთან დაკავშირებით 2017 წლის
31 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ
პირების დასაქმების სფეროს ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ
რეკომენდაციით866 მიმართა საქართველოს მთავრობას, თუმცა, რეკომენდაცია არ იქნა
გაზიარებული.
863
საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 18 აგვისტოს წინადადება ზრდასრულ შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის
თაობაზე. <http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4692.pdf>
864 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2017 წლის ივნისი-დეკემბრის პერიოდში განახორციელა
შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მონიტორინგი, რაც
სამაგიდო კვლევასთან ერთად მოიცავდა ფოკუს-ჯგუფებთან შეხვედრებს თბილისსა და რეგიონებში.
865 გამონაკლისი ეხება მკვეთრად გამოხატულ და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატულ
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ადამიანებს. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის“ შესახებ
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილება, მუხ. 6, პუნ. 4.
866
ხელმისაწვდომია
ვებ–გვერდზე:
<http://ombudsman.ge/ge/recommendationsProposal/rekomendaciebi/saxalxo-damcvelma-saqartvelos-mtavrobas-kerdzo-da-sadjaro-seqtorshi-dasaqmebulshshm-pirebs-shoris-diskriminaciis-agmofxvrisaken-mouwoda.page>
303
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გარდა ამისა, არსებული რეგულაციების867 გათვალისწინებით, დასაქმება რიგ შემთხვევებში
ხდება
დამაბრკოლებელი
გარემოება
საარსებო
შემწეობით
სარგებლობის
უფლების
მოპოვებისთვის. დასაქმების სანაცვლოდ ფულად გასაცემელზე უარის თქმის პრაქტიკა კი
მნიშვნელოვნად აბრკოლებს ამ პირთა მიერ დასაქმების შესაძლებლობის გამოყენებას.
საანგარიშო პერიოდში შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზანს საქართველოს მთავრობის
მიერ დამტკიცებული რამდენიმე პროგრამა ემსახურებოდა,868 თუმცა პროგრამებით
გათვალისწინებული
ღონისძიებები
უმეტესად
იდენტურია
და
სრულყოფილად
ვერ
უზრუნველყოფს დასაქმების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი კომპლექსური ასპექტების
გათვალისწინებას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული869
სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ პროგრამებში ჩართულ სამუშაოს მაძიებელ შშმ
პირთა
რაოდენობა
ბევრად
აღემატება
რეალურად
დასაქმებულთა
მაჩვენებელს.
რაც
ადასტურებს, რომ ამ პირთა დასაქმების პრობლემა არ არის ეფექტურად გადაწყვეტილი.
დასაქმების პორტალ www.worknet.gov.ge –ზე 2017 წელს 3535 შშმ პირი დარეგისტრირდა
სამუშაოს
ძიების
მიზნით.
2016–2017
წლებში
სახელმწიფო
პროგრამების
ფარგლებში
დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა კი მხოლოდ 161 შეადგენს.
საგულისხმოა ისიც, რომ სახელწიფო პროგრამებით განსაზღვრული დასაქმების მხარდამჭერი
მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები არ არის
საკმარისი და პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების პროცესში არ არიან ჩართულნი შშმ
პირები და/ან მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები.
გაძლიერებას საჭიროებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომლებიც
სტერეოტიპებისა და ნეგატიური მითების დანგრევას ემსახურება. ამასთან, მნიშვნელოვანია
თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოტივაციისა და ინფორმირებულობის
გაზრდა დასაქმების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებისა და
პროგრამების შესახებ.
867
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილება „სოციალურად დაუცველი
ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის
დამტკიცების შესახებ“.
868 „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამა“ „დასაქმების
ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა“ „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების
სახელმწიფო სტრატეგია
და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის
რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმა“, „პროფესიული მომზადება–გადამზადების და
კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“.
869
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N01/71122, სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილები N04/39865, N04/7381, N04/44997.
304
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
28.6.
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა
საარჩევნო უფლების რეალიზება
არჩევნებში მონაწილეობა შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ქვეყნის
მასშტაბით არსებული მიუწვდომელი ფიზიკური გარემო, სერვისები და ინფორმაცია ამ
უფლების რეალიზების მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია.
დახვეწას საჭიროებს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის ის ნაწილი,870 რომელიც საარჩევნო
უბნების ფიზიკური მისაწვდომობისა და უშუალოდ საარჩევნო პროცესის ადაპტირების
საკითხებს არეგულირებს. მასში მკაფიოდ არ არის გაწერილი საარჩევნო ადმინისტრაციის და
სხვა
სახელმწიფო
უწყებების
ვალდებულებები,
რაც
პრაქტიკაში
პასუხისმგებლობის
დელეგირების შესაძლებლობას ტოვებს.
დადებითად უნდა შეფასდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო გარემოს
მისაწვდომობის
მიზნით
დანერგილი
სიახლეები,871
თუმცა,
მიუხედავად
ცესკოს
დეკლარირებული პოლიტიკისა - უზრუნველყოს ინკლუზიური საარჩევნო გარემო, ამ მიზნით
განხორციელებული ღონისძიებები საკმარისად და ეფექტიანად ვერ ჩაითვლება.
შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების რეალიზების კუთხით არსებულ გამოწვევებზე
მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ცესკოს მიერ მოწოდებული872
სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2016
წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში სულ მონაწილეობა მიიღო 7027 შშმ ამომრჩეველმა, ხოლო 2017
წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე შშმ პირთა რაოდენობა 3353-მდე შემცირდა.873
აღსანიშნავია, რომ სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებში 2017
წლის ოქტომბრის თვეში ფიქსირდებოდა 114 928 სრულწლოვანი შშმ პირი,874 რომელთაგან
მხოლოდ 2,9 %–მა (3353–მა) მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. არათანაბარ საარჩევნო გარემოზე
870
საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხ. 58 და მუხ. 63.
ცესკოს ოფიციალურ ვებ–გვერდის ადაპტირება უსინათლო პირებისთვის, საარჩევნო ინფორმაციის
მიწოდება აუდიო ფორმატში, ცესკოს საინფორმაციო ვიდეორგოლების და კენჭისყრის დღის
საინფორმაციო ბრიფინგების სურდო თარგმანის თანხლებით ტრანსლირება, უსინათლო და მცირედ
მხედველი ამომრჩევლების მიერ სპეციალური ჩარჩო/ფორმისა და გამადიდებელი ლინზის გამოყენების
შესაძლებლობა და სხვა.
872 ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილები N07/1717 (29.09.2017) და N07/208 (12.02.2018).
873 181 – ეტლით მოსარგებლე, 150 – ყრუ/სმენადაქვეითებული, 433 – უსინათლო და 2324 მცირემხედველი,
265 მხარდაჭერის მიმღები.
874
სსიპ
სოციალური
მომსახურების
სააგენტოს
ოფიციალური
ვებ–გვერდი
http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1191 [ბოლოს ნანახია 15.02.2018].
871
305
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ნათლად მეტყველებს აღნიშნული მაჩვენებლის შედარება ამომრჩეველთა სართო აქტივობასთან,
რაც ცესკოს მონაცემებით 2017 წლის 21 ოქტომბერს 45 %–ზე მეტს შეადგენდა.875
ცესკოს
ინფორმაციით,876
3
634
საარჩევნო
უბნიდან
2017
წლის
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისთვის 1 156 უბანი იყო ადაპტირებული (მარტივი
ადაპტაცია, პანდუსი), რაც არსებული უბნების მხოლოდ მესამედს შეადგენს. შესაბამისად
ქვეყანაში საარჩევნო უბნების სულ მცირე 70% არ არის მისაწვდომი შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ადაპტირების ხარისხი
უმეტესად არ შეესაბამება გაეროს კონვენციით877 დადგენილ სტანდარტებს.
2017 წლის 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების
კენჭისყრის დღეს, ა(ა)იპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ მიერ ჩატარებულმა
მონიტორინგმა878 ცხადყო, რომ საარჩევნო უბნების უმეტესობა შშმ ამომრჩევლისათვის
მიუწვდომელია, ან ადაპტირებულია სტანდარტების დარღვევით. ორგანიზაციის განცხადებით
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ე.წ. „საარჩევნო რუკა“,879
რომელზეც მოცემულია ინფორმაცია ადაპტირებული საუბნო საარჩევნო უბნების შესახებ,
არასწორია. ამასთან, შემოწმებული 60 უბნიდან 20 უბანზე არ იყო სპეციალური ხმის მისაცემი
კაბინა. მონიტორინგის შედეგად მნიშვნელოვანი ხარვეზები დაფიქსირდა უსინათლო და
მცირედმხედველი ადამიანების კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეების დროსაც. კომისიების
წევრებმა არ იცოდნენ, ან ჰქონდათ მხოლოდ ზედაპირული ცოდნა სპეციალური ჩარჩო-ფორმისა
და გამადიდებელი ლინზის გამოყენების წესების შესახებ. ასევე გამოვლინდა საუბნო საარჩევნო
კომისიების
წევრების
დაბალი
კვალიფიკაცია
და
ინფორმირებულობა
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლების საჭიროებების თაობაზე.
შშმ პირთა ჩართულობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის პრიორიტეტების
შემუშავების პროცესში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებით დაუბრკოლებლად
სარგებლობის მიზნით,
მნიშვნელოვანია მათი
ან/და მათი წარმომადგენლობითი
ორგანიზაციების მონაწილეობა და ეფექტური ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის
საქმიანობასა და შშმ პირთა საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
875
საქართველოს
ცენტრალური
საარჩევნო
კომისიის
ოფიციალურ
ვებ–გვერდი
<file:///C:/Users/rkokhodze.OMBUDSMAN/Downloads/monacileqalebi.pdf> [ბოლოს ნანახია 15.02.2018].
876 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://map.cec.gov.ge/ [ბოლოს ნანახია:12.02.2018]
877 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია, 2006 წ. მუხ. 9.
878
მონიტორინგის
ანგარიში
ხელმისაწვდომია
ვებ-გვერდზე:
http://disability.ge/images/stories/pdfs/21.10.2017___-2.pdf [ბოლოს ნანახია:12.08.2018]
879 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://map.cec.gov.ge/ [ბოლოს ნანახია:12.02.2018]
306
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საანგარიშო პერიოდში შესწავლილ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ
2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავების პროცესში შშმ პირთა და მათ
უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მონაწილეობის საკითხი.880
მიღებული ინფორმაციის თანახმად, შშმ პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების
ჩართვა პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავების პროცესში მოხდა მხოლოდ 21
მუნიციპალიტეტში. მიღებული ინფორმაცია შეიცავს ზოგად ცნობებს, რაც ართულებს
პრიორიტეტის
დოკუმენტის
შემუშავების
პროცესის
სრული
სურათისა
და
რეალური
მდგომარეობის განსაზღვრას. ამასთან, აჩენს ვარაუდს, რომ 2018 წლის პრიორიტეტის
დოკუმენტის
შემუშავების
პროცესში
შშმ
პირებისა
და
მათ
უფლებებზე
მომუშავე
მომუშავე
საბჭოების
ორგანიზაციების მონაწილეობა ატარებდა ფორმალურ ხასიათს.
რეგიონულ
და
ადგილობრივ
დონეზე
შშმ
პირთა
საკითხებზე
შექმნა/ამოქმედება
რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების
შექმნა/ამოქმედების და მათი ფუნქციონირების საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ
2017 წლის მდგომარეობით, საბჭოები შექმნილია 39 მუნიციპალიტეტში.
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების
რაოდენობა
21
2015 წელი
39
33
2016 წელი
2017 წელი
მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ ასახავს ნათელ სურათს ჩატარებული
სხდომებისა და მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში შშმ პირებისა და მათ უფლებებზე
მომუშავე ორგანიზაციების მონაწილეობის თაობაზე (დოკუმენტაციას არ ერთვის სხდომის
ოქმები), რაც წარმოშობს ეჭვს, რომ საბჭოების შექმნა/ამოქმედების პროცესი, გამონაკლისი
შემთხვევების გარდა, ფორმალურ ხასიათს ატარებს.
880
სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა 64 მუნიციპალიტეტიდან.
307
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
წინადადება საქართველოს პარლამენტს:
უზრუნველყოს გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის
რატიფიცირება
განახორციელოს ეროვნული კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან, მათ შორის დროულად
უზრუნველყოს შეფასების სოციალური მოდელის დანერგვა, გონივრული მისადაგებისა
და უნივერსალური დიზაინის პრინციპების ასახვა სამართლებრივ რეგულაციებში
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას:
უზრუნველყოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის და კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობით
განხორციელდეს სივრცის მოწყობის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის
„უნივერსალური დიზაინის“ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და
მისი ჰარმონიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
გაეროს კონვენციასთან
მისაწვდომობასთან
დაკავშირებული
საკითხების
დარეგულირების
დროს
გათვალისწინებულ იქნას მისი კომპლექსური ხასიათი და მაქსიმალურად მოხდეს
პროცესში სფეროს ექსპერტების, შშმ პირების და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების
ჩართულობა
უზრუნველყოს
პასუხისმგებელი
სახელმწიფო
უწყებების
მიერ
ფსიქიკური
ჯანმრთელობის განვითარების 2015–2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით
განსაზღვრული აქტივობების დროული და ეფექტიანი განხორციელება
უზრუნველყოს
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
პროგრამის
ფსიქო-სოციალური
რეაბილიტაციის კომპონენტის ბიუჯეტის გაზრდა იმგვარად, რომ სრულად დაიფაროს
არსებული საჭიროება, როგორც ბავშვთა ისე ზრდასრულ პირთა შემთხვევაში
უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის
სპეციალიზებული ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება გეოგრაფიული პრინციპის
გათვალისწინებით
ხელი შეუწყოს დასაქმების სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების
მონიტორინგის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
308
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
უზრუნველყოს ინკლუზიური განათლების ხარისხისა და უწყვეტობის გაუმჯობესება
არსებული საკანონმდებლო ბაზის (სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი
განათლების მარეგულირებელი აქტების) რევიზიისა და დახვეწის გზით
განახორციელოს სკოლამდელი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების
კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი
მოახდინოს საგანმანათლებლო პროცესში შშმ პირთა ინტეგრაციის დამაბრკოლებელ
გარემოებათა იდენტიფიცირება და მათ აღმოფხვრაზე ზრუნვა შესაბამის უწყებებთან
კოორდინირებული თანამშრომლობით
აწარმოოს
დეტალური
სტატისტიკური
მონაცემები
როგორც
საგანმანათლებლო
სისტემაში ჩართული, ისე სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი/გარიყვის საფრთხის
ქვეშ მყოფი შშმ ბავშვების თაობაზე
განახორციელოს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების მოძიება,
იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება, ამასთან, შეიმუშაოს
რთული ქცევის მართვის და სკოლის მიტოვების პრევენციის სტრატეგია
უზრუნველყოს ინკლუზიური განათლების საკითხებზე სკოლამდელი აღზრდისა და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის გადამზადება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
გაზარდოს
შშმ
პირთა
ინფორმირებულობის
დონე
შშმ
პირთა
სამედიცინო
მომსახურებების დაფინანსების შესახებ, სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირთათვის
ინფორმაციის შესაბამისი მისაწვდომი ფორმატით მიწოდების გზით
უზრუნველყოს
ფსიქიატრიული
სტაციონარული
მომსახურების
მიმღებ
პირთა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის წესისა და პროცედურის დეტალური
რეგულირება
უზრუნველყოს გრძელვადიანი ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმღებ
პირთა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა
კადრების
ნაკლებობის
უარყოფითი
ეფექტების
მოკლე
დროში
შესამცირებლად
უზრუნველყოს ფსიქიატრების გადამზადება ბავშვთა ფსიქიატრიის სუბსპეციალობის
მიმართულებით
შეიმუშაოს მკაფიოდ განსაზღვრული ინსტრუქციები ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული
სტაციონარული დახმარების მიღებისას პირის მიერ ინფორმირებული თანხმობის
გამოცხადების პროცესში ნების რეალური გამოხატვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის
არასრულწლოვანთა და მხარდაჭერის მიმღებ პირებთან მიმართებით
გაააქტიუროს მუშაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის
მიმართულებით, მათ შორის, სათემო ორგანიზაციების თავშესაფრებისა და საოჯახო
ტიპის სახლების შექმნის გზით
309
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსების
პროცესში 15-დან 18 წლამდე არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დასაცავად
უზრუნველყოს სამუშაოს მაძიებელ და დასაქმებულ შშმ პირთა მონაცემთა ბაზის
სრულყოფა
გააძლიეროს კერძო სექტორში შშმ პირთა დასაქმების სტიმულირების და დამსაქმებელთა
და საზოგადოების სხვა წევრების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას:
საარჩევნო
უბნების
ფიზიკური
გარემოს
მისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად
გაძლიერდეს თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფოს
შესაბამის უწყებებთან
გაძლიერდეს
ინკლუზიური
საარჩევნო
გარემოს
უზრუნველყოფის
მიზნით
განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა
სიღრმისეული სწავლება შშმ ამომრჩევლებთან კომუნიკაციის და არსებული დამხმარე
საშუალებების სწორად გამოყენების თაობაზე
ადგილობრივ თვითმმართველობებს:
უზრუნველყოფილ
სტანდარტების
იქნას
შშმ
პრაქტიკაში
პირებისათვის
დანერგვა
და
სივრცის
მათ
მოწყობის
სამშენებლო
აღსრულებაზე
ეფექტური
ზედამხედველობა. ამასთან, საჭიროების შემთხვევებში პრევენციული და რეპრესიული
ღონისძიებების (ნებართვაზე უარი, ინსპექტირება, დაჯარიმება, დემონტაჟი და სხვა)
გამოყენება, როგორც მშენებარე, ისე უკვე აშენებულ ობიექტებთან მიმართებით
შესწავლილ იქნას მისაწვდომობასთან მიმართებით მუნიციპალურ დონეზე არსებული
საჭიროებები,
ასევე
მიღებულ
იქნას
ზომები
შშმ
პირთათვის
მუნიციპალური
ტრანსპორტის და საგზაო ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად
უზრუნველყოფილ იქნას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის, სასკოლო
მზაობის პროგრამის სათანადოდ მიწოდება სკოლამდელი ასაკის შშმ ბავშვებისთვის
უზრუნველყოფილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან/და მათი
წარმომადგენლობითი
ორგანიზაციების მონაწილეობა და სათანადო
გადაწყვეტილების მიღების პროცესში
310
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ჩართულობა
29. ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა
2017 წლის განმავლობაში ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ
განხორციელებული
ღონისძიებებიდან
დადებითად
უნდა
შეფასდეს
საქართველოში
მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017–2018 წლების
ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება.881 თუმცა აღნიშნული, 2017 წლის ბოლოს
განხორციელდა. შედეგად, პასუხისმგებელ უწყებებს მხოლოდ ერთი წელი აქვთ სამოქმედო
გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.
საანგარიშო
პერიოდში
გამოწვევად
რჩებოდა
ხანდაზმულ
პირთა
მძიმე
სოციალურ–
ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართვიანობა
ცხადყოფს, რომ ასაკოვანი ადამიანების დიდი ნაწილისთვის არ არის ხელმისაწვდომი
სოციალური სერვისები და ადეკვატური საცხოვრებელი; არასაკმარისია მათთვის საჭირო
მიზნობრივი პროგრამები; ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის
მიზნით გატარებული ღონისძიებები ვერ ფარავს არსებულ საჭიროებებს.
ხანდაზმულები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის ოჯახის წევრების
მხრიდან. პრობლემას წარმოადგენს როგორც ძალადობის შემთხვევათა გამოვლენა, ასევე,
გამოვლენის შეთხვევაში, მათზე სათანადო რეაგირება და მსხვერპლის განმეორებითი
ძალადობისგან დაცვა.
29.1.
ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვა
ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მათი
სოციალური დაცვა. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სოციალური გარანტიები ხშირად ამ
პირთა ცხოვრების მინიმალური სტანდარტებით უზრუნველყოფასაც ვერ ახდენს.
ხანდაზმულთა სოციალური დაცვის არსებული სისტემა ძირითადად საპენსიო ასაკის მიღწევის
შემდეგ მოქალაქეებისთვის კუთვნილი სახელმწიფო პენსიის დანიშვნით შემოიფარგლება,
რომლის ოდენობაც ვერ უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მედიკამენტების
შეძენასთან,
კვებით
მოთხოვნილებებთან
დაკავშირებული
პრობლემების
მოგვარებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას საპენსიო რეფორმის დროული გატარება,
რაც პენსიონერთა ძირითადი შემოსავლით უზრუნველყოფას გახდის შესაძლებელს.882
881
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 ნოემბრის N490 დადგენილება საქართველოში მოსახლეობის
დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო
გეგმის დამტკიცების თაობაზე
ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: <https://matsne.gov.ge/ka/document/view/3842647> ბოლოს
ნანახია [12.02.2018].
882
აღნიშნული ღონისძიება დაგეგმილია დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის
2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების მიხედვით.
311
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მნიშვნელოვანი პრობლემაა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში
რეგისტრაციის შემდეგ ფულადი შემწეობით სარგებლობა. ხანდაზმულთა საკითხებზე სახალხო
დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეების883 დიდი ნაწილი სწორედ სოციალურად
დაუცველი ოჯახებისთვის ფულადი დახმარების შეწყვეტისა და ხელახალი დანიშვნის
პრობლემას უკავშირდება. განცხადებების მიხედვით, ხანდაზმულთა ოჯახებს შეუწყდათ ან/და
არ დაენიშნათ ფულადი სოციალური დახმარება. მოქალაქეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ
შეფასების შედეგად შეუსაბამოდ მაღალი ქულა მიიღეს, რომელიც გადამოწმების და/ან
ხელახალი შემოწმების საფუძველზე არ იცვლება. მოცემული საკითხი პრობლემურია იმითაც,
რომ მინიჭებულ ქულათა რაოდენობა ხშირად პირდაპირ კავშირშია ხანდაზმულთათვის
ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე არსებულ ისედაც მწირი სოციალური პროგრამებით
სარგებლობასთან. მათ შორის, სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებაში პირთა
განთავსების
რიგითობასთან,
მედიკამენტებით
უზრუნველყოფის,
უფასო
სასადილოს
პროგრამით სარგებლობის, ერთჯერადი დახმარებების და სხვა შეღავათების მიღებასთან.
ხანდაზმული პირები წარმოადგენენ ქვეყანაში არსებული „სოციალური რეაბილიტაციისა და
ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის884 ცალკეული ქვეპროგრამების სამიზნე ჯგუფს (ომის
მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, სათემო
ორგანიზაციები). თუმცა მომსახურებების მომლოდინეთა რიგების არსებობის ფონზე,
პროგრამებში ხანდაზმული პირების ჩართვა არ ხდება ან ხდება დაგვიანებით.
ხანდაზმულთა თავშესაფრით უზრუნველყოფაზე არსებულ მოთხოვნას ასევე ვერ ფარავს
ქვეყანაში მოქმედი სადღეღამისო სპეციალიზებული მომსახურება.885 გადატვირთულობის გამო,
ხანდაზმულ პირთა ჩარიცხვაზე დროდადრო ცხადდება მორატორიუმი.
ხანდაზმულთა სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ადგილობრივ დონეზე
ხანდაზმულთა უფლებების რეალიზების პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე ამ
პირთა საჭიროებების შესწავლა, მათთვის მიზნობრივი პროგრამების, მომსახურებების დაგეგმვა
და შესაბამისი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა.
მოცემული საკითხის მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა გაანალიზა
ადგილობრივი
გათვლილი
მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტებით
პროგრამების/მომსახურებებისა
და
ხანდაზმულ
ფინანსური
პირთა
საჭიროებებზე
უზრუნველყოფის
883
2017 წლის განმავლობაში შესწავლილი 55 საქმიდან აღნიშნულ საკითხს ეხებოდა 31 საქმე.
884
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 მარტის N121 დადგენილება.
885
თაობაზე
სათემო მომსახურების ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით 2017 წელს ისარგებლა 130
ხანდაზმულმა. მომსახურების მიღების მსურველთა რიგში კი 80 ბენეფიციარი ფიქსირდებოდა.
(საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N01/8293).
დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ნაწილში მომლოდინე ხანდაზმულ პირთა რიგი შედარებით
ნაკლებია, ქვეპროგრამის კომპონენტთა გარკვეულ ნაწილზე მომლოდინეთა რიგები არ ფიქსირდება.
(საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N04/10828).
312
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მიღებული ინფორმაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული დადებითი
ტენდენცია შეინიშნება. მათ შორის, ხანდაზმულ პირთა შინ მოვლის მომსახურების დანერგვა და
მიწოდება დაფინანსების/თანადაფინანსების გზით.886 აქვე უნდა ითქვას, რომ ამ პროცესში
მნიშვნელოვანია გაწეული მომსახურების ხარისხის მონიტორინგი. ზოგ მუნიციპალიტეტში
ასევე არსებობს სხვადასხვა სახის სოციალური სერვისი.887 სხვა მხრივ თვითმმართველი
ერთეულების
მთავარ
ფინანსურ
დოკუმენტებში
ასახული
პროგრამები
ძირითადად
შემოიფარგლება ისეთი ღონისძიებებით, როგორიცაა კომუნალური გადასახადების დაფინანსება,
უფასო სასადილოს მომსახურეობა, მედიკამენტების შესაძენი თანხით დახმარება, სამკურნალოსარეაბილიტაციო ხარჯების დაფარვა. ასევე ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელიც
გათვლილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მხოლოდ 100 და 100 წელს
გადაცილებული ხანდაზმულებისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის.
ადგილობრივ დონეზე მოქმედ ზოგიერთ პროგრამაში (მედიკამენტებით უზრუნველყოფის
პროგრამა, უფასო მგზავრობის პროგრამა) მოსარგებლის ჩართვის წინაპირობას წარმოადგენს
პირის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია, რაც
ხანდაზმულებს პროგრამებით სარგებლობის დროს გარკვეულ დაბრკოლებას უქმნის.
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დიდი ნაწილი არ ფარავს ხანდაზმულთა თავშესაფრით
უზრუნველყოფის კომპონენტს. თუმცა ზოგ შემთხვევაში, მაგალითად მძიმე მატერიალურ
მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ქირით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში სერვისით
სარგებლობის შესაძლებლობა ხანდაზმულ მოქალაქეებსაც აქვთ. 888
ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე ხანდაზმულთათვის სათანადო ინფრასტრუქტურის
განვითარების, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის
სათანადოდ
ადაპტირებისა
და
აღჭურვის
მიზნით
გატარებული
ღონისძიებებიდან,
მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ძირითადად სახელდება სკვერებისა და
საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე პანდუსების მოწყობა.
29.2.
ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ სპეციალური
მომხსენებლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ხანდაზმული პირები განიცდიან
სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას, რომელიც მათ უფრო დაუცველს ხდის ძალადობისგან.889
886
ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის მუნიციპალიტეტები. ბოლნისის, თეთრიწყაროს,
ქედას, გორის, საჩხერის, საგარეჯოს, სამტრედიის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები.
887 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული ინტეგრირებული დღის ცენტრი სხვა ბენეფიციარებთან
ერთად ემსახურება ხანდაზმულ მოქალაქეებს (სთავაზობს უფასო კერვისა და რეცხვის სერვისს). თელავის
მუნიციპალიტეტში ხანდაზმულებს ასევე შეუძლიათ მიიღონ რეცხვის სერვისი. თუმცა სრულად ვერ
ფარავს მათ საჭიროებებს; ხონის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სოციალური სამრეცხაო.
888 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი. სენაკის, ჩხოროწყუს, მარტვილის მუნიციპალიტეტები.
889 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3867.pdf
313
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ამავეს ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატში გაზრდილი მომართვიანობა ხანდაზმული
პირების მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით.
საკითხის შესწავლის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთათვის არსებული დაცვისა და დახმარების ღონისძიებები ხანდაზმულ პირთა
საჭიროებებზე ნაკლებად არის მორგებული და ამ მიმართულებით სერვისები დახვეწას
საჭიროებს. კერძოდ, ერთის მხრივ, სამართალდამცავ უწყებას უჭირს ხანდაზმული პირების
მიმართ განხორციელებული ძალადობის იდენტიფიცირება, ხოლო მეორეს მხრივ ძალადობის
მსხვერპლთათვის
არსებული
ფსიქო-სოციალური
და
ეკონომიკური
რეაბილიტაციის
პროგრამები ხანდაზმული პირების საჭიროებებს სრულად ვერ პასუხობს და პრობლემურია
მათი ხანგრძლივად დაცვა ძალადობისგან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის
მიერ
მოწოდებულ
ინფორმაციაში
ხანდაზმული
პირების
მიმართ
განხორციელებული
ძალადობის სტატისტიკა გამოყოფილი არ არის, თუმცა, გამოცემული შემაკავებელი ორდერების
ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მდედრობითი სქესის მსხვერპლთა შორის 45 წელს
ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი ყველაზე მოწყვლადია ძალადობისადმი (1070
შემაკავებელი
ორდერი), ხოლო მამაკაც მსხვერპლთა შორის 45 წელს ზემოთ ასაკის 278 მსხვერპლის დასაცავად
იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერი.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას
ხანდაზმულ
პირთა
სათანადო
სოციალური
დაცვის
უზრუნველყოფის
მიზნით
გააძლიეროს ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვის გარანტიები, მათ შორის საპენსიო
რეფორმის ფარგლებში უზრუნველყოს სახელმწიფო პენსიის ოდენობის გაზრდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
ცენტრალურ დონეზე შემუშავდეს და განხორციელდეს ხანდაზმულ პირთა ინტერესებზე
ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამები, მათ შორის შინ მოვლის პროგრამა
გეოგრაფიული მისაწვდომობის გათვალისწინებით
უზრუნველყოს ხანდაზმულ პირთა საჭიროებებზე მორგებული სათემო სერვისების
განვითარება, მათ შორის სათემო ორგანიზაციების რაოდენობის გაზრდა გეოგრაფიული
მისაწვდომობის გათვალისწინებით და მიწოდებული სერვისის ხარისხის კონტროლი
314
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის სპეციფიური ასპექტების შესწავლის მიზნით,
მოხდეს
ხანდაზმულ
პირთა
მიმართ
განხორციელებული
ძალადობის
შესახებ
სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს
მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების
შესწავლის საფუძველზე შემუშავდეს მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც ასახულ
იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში.
315
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
30. კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი
მდგომარეობა
ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს კონტროლირებად და ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მცხოვრები კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისათვის 2017 წელსაც
მძიმე იყო. თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, არასათანადო
მოპყრობა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა
და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია,
რომლებთან გამკლავებაც მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს.
მიუხედავად რუსეთის ფედერაციისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მიმართ არაერთი
რეკომენდაციისა და მოთხოვნისა, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ან სადამკვირვებლო
ორგანიზაციებს არ აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და ადამიანის უფლებების
მონიტორინგის შესაძლებლობა, შესაბამისად, მწირია ინფორმაცია ამ ტერიტორიაზე ადამიანის
უფლებების მდგომარეობის შესახებ.890 აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო
დამცველი მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს ამ ტერიტორიებზე უფლებრივი მდგომარეობის
შესწავლას.
2017
წელს,
სოციალური,
საქართველოს
მთავრობა
ჯანდაცვის
და
აგრძელებდა
მნიშვნელოვანი
ინფრასტრუქტურული
პროექტების
საგანმანათლებლო,
განხორციელებას
კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესების მიზნით. თუმცა, შექმნილი მძიმე მდგომაროების გამო სახალხო დამცველს
მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გააფართოოს კონფლიქტებით დაზარალებული
პირებისათვის, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის,
განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამები და რაც შეიძლება მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს
ისინი. იგი უნდა მოიცავდეს განათლების და ჯანდაცვის პროგრამებს, ასევე სოციალური
დაცვისა და ეკონომიკური დახმარების ინიციატივებს. ამისათვის საჭიროა მთავრობამ
შეიმუშაოს
კოორდინირებული,
მოქნილი
და
კონფლიქტით
დაზარალებულ
პირთა
საჭიროებებზე მორგებული მექანიზმები როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე.
ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა
რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ამ რეგიონებზე ეფექტური კონტროლის
განმახორციელებელ ქვეყანას891.
890
იხილეთ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში საქართველოსთან
თანამშრომლობის
შესახებ.
ხელმისაწვდომია
https://reliefweb.int/sites/reliefweb.int/files/resources/G1724097.pdf [02.03.2008].
891 ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყნის პასუხისმგებლობის საკითხზე იხილეთ: კატანი
და სხვები მოლდოვისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, §§102-107; ასევე, კვიპროსი თურქეთის
წინააღმდეგ, §§76-77.
316
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
30.1.
კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების
თავისუფლების საკითხი
2017 წელს კვლავ გრძელდებოდა 2009 წელს დაწყებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი,
თანმდევი
ულებების
ხელშეუხებლობისა
და
დარღვევებით,
რომელიც
გამოიხატება
საკუთრების
უფლების
დარღვევაში,
თავისუფლების,
ასევე
პირადი
გადაადგილების
თავისუფლების შეზღუდვაში. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზზე რამდენიმე ადგილას
დამონტაჟდა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშანი, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას
დამატებით შეეზღუდა წვდომა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე892.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) ე.წ.
სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზზე დაკავების 126 ფაქტი დააფიქსირა, რაც ოდნავ
შემცირებულია წინა წელთან შედარებით (2016 წელს - 134 დაკავებული, 2015 წელს კი - 148),
აფხაზეთის მიმართულებით კი 52 (2016 წელს იყო - 193, ხოლო 2015 წელს - 341).893 თუმცა, სუსის
მიერ მოწოდებული სტატისტიკა მოიცავს ძირითადად საქართველოს კონტროლირებად
ტერიტორიაზე და არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა დაკავების შემთხვევებს. სუსის
ინფორმაციით:
„რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით ე.წ. საზღვრის
კვეთის ბრალდებით 2016 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით,
უკანონოდ 3000 ადამიანი დააკავეს, ხოლო 2017 წელს დაკავებულთა რიცხვმა 1000
ადამიანზე მეტი შეადგინა. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, დე ფაქტო
უშიშროების სამსახურის მონაცემებით, ზემოთხსენებული ე.წ. ბრალდებით, 2016
წელს - 549, ხოლო 2017 წელს 514 პირი იქნა უკანონოდ დაკავებული894“.
2017 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით გალის რაიონის ქვედა
ზონაში მდებარე ორი გამშვები პუნქტი გაუქმდა895, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების
892
მაგალითად, 2017 წლის 4 ივლისის ბანერის აღმართვის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
ბერშუეთის მკვიდრი გ.ხ. ვეღარ სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული 10 ჰა. მიწით.
893 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და
ინციდენტებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და არასამთავრობო
ორგანიზაციების 2016-2017 წლების საინფორმაციო შეხვედრების შეჯამება, 15 დეკემბერი, 2017.
894 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 18 თებერვლის N4409/18 წერილი,
2015 წლების მონაცემები იხილეთ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „კონფლიქტით
დაზარალებული
მოსახლეობის
უფლებრივი
მდგომარეობა
საქართველოში“,
2016.
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4524.pdf [16.02.2018].
895 2017 წლის 4 მარტს ფუნქციონირება შეწყვიტა ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გამშვებმა
პუნქტებმა. ჯერ ისევ ფუნქციონირებს საბერიო-წყოუშის ტექნიკური გადასასვლელი.
317
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
განცხადებით, გავლენას ახდენს დღეში დაახლოებით 1000 ადამიანზე და კიდევ უფრო მეტ
იზოლაციაში აქცევს აფხაზეთში, გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას896.
გამშვები პუნქტების გაუქმების გადაწყვეტილებამ სრულად შეზღუდა ზოგადი განათლების
მიღების მიზნით გამყოფ ხაზზე მოსწავლეთა გადაადგილება897.
-
2015-2016
სასწავლო
წელს
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
ხურჩადან
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში 5 მოსწავლე გადადიოდა, 2016-2017
-
წლებში 4, 2017-2018 სასწავლო წელს კი არცერთი898;
2015-2016 წლებში, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში 15 მოსწავლე გადადიოდა899. 2016-2017 წელს 17
მოსწავლე, 2017-2018 წელს კი, სავარაუდოდ, არცერთი.
მოსწავლეთა მცირე ნაწილი გალის რაიონის მოქმედ სკოლებში გადავიდა, უმეტესობა კი
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ნათესავებთან რჩება და მხოლოდ შაბათ-კვირას
ბრუნდება სახლში ოჯახის მოსანახულებლად.
ანალოგიური მდგომარეობაა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებშიც. 2016 წელს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის საბავშვო ბაღში ოკუპირებული ნაბაკევიდან 11
მცირეწლოვანი ირიცხებოდა. 2017 წლის სექტემბრიდან კი მხოლოდ ორი, რომლებიც, კვირის
განმავლობაში, მშობლებთან ერთად სოფელ ხურჩაში რჩებიან. გასათვალისწინებელია, რომ
სოფელ ნაბაკევში საბავშვო ბაღი არ არის. მსგავსი სიტუაციაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
896
„ნილს სკოტის, მუდმივი კოორდინატორის განცხადება გაეროს გუნდის სახელით მდინარე ენგურზე
გადასასვლელი პუნქტების გამოცხადებულ დახურვასთან დაკავშირებით“ 26 იანვარი 2017,
ხელმისაწვდომია:
http://www.ungeorgia.ge/eng/news_center/media_releases?info_id=507#.WdXavVuCzIX [05.10.2017].
897 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „განათლების უფლება გალის რაიონში:
2015-2016
სასწავლო
წლის
სიახლეები
და
თანმდევი
პრობლემები“,
2015.
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3363.pdf [16.02.2018]; სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში
„კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, 2015, გვ. 6-7.
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3764.pdf [16.02.2018]; სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში
„კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, 2016, გვ. 9.
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4524.pdf [16.02.2018].
898 2014 წელს აქ 7, 2013 წელს 13, ხოლო 2012 წელს 22 მოსწავლე გადაადგილდებოდა. სახალხო დამცველის
სპეციალური ანგარიში „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა
საქართველოში“. სკოლების დირექციისა და გალის რესურსცენტრის მიერ სახალხო დამცველის
აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია. 13.12.2017.
899 2014 წელს მოსწავლეების რაოდენობა 18-ს, ხოლო 2013 წელს 34-ს შეადგენდა. სახალხო დამცველის
სპეციალური ანგარიში „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა
საქართველოში“. სკოლების დირექციისა და გალის რესურს ცენტრის მიერ სახალხო დამცველის
აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია. 13.12.2017.
318
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სოფელ ორსანტიის საბავშვო ბაღშიც, სადაც 2016 წელს 5 აღსაზრდელი გადმოდიოდა
ოკუპირებულ სოფელ ოტობაიადან, 2017 წლის სექტემბრიდან კი არც ერთი900.
სკოლის მოსწავლეებს ასევე უჭირთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა
სხვადასხვა პროექტებში, ტრენინგებში, საზაფხულო სკოლებსა თუ ბანაკებში მონაწილეობის
მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი დოკუმენტების არქონა წინა წლებშიც პრობლემა
იყო, არასრულწლოვნები შემოვლითი გზებით მაინც რისკავდნენ გადმოსვლას. 2017 წლიდან,
შემოვლითი გზებით სარგებლობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა, რადგან ბავშვებისთვის
რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ დაკავების საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა.
გამომდინარე
იქიდან,
რომ
ოკუპირებულ
ტერიტორიაზე
ბავშვთა
განვითარების
შესაძლებლობები შეზღუდულია, მათთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
გადმოსვლის შეზღუდვა ბავშვის უფლებების დარღვევად უნდა შეფასდეს.
გადასასვლელების გაუქმებასთან ერთად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ თითქმის
გაასამმაგა სანქციები ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავებულთათვის: თუ
2016 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მკვიდრი მოსახლე დაკავებისთვის 2000 რუსულ
რუბლს (დაახლ. 80 ლარი) იხდიდა, 2017 წლიდან ჯარიმა 4800-დან 6000 რუსულ რუბლამდე
(დაახლ. 210-260 ლარი) გაიზარდა. განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია
ადმინისტრაციული პატიმრობაც901.
რაც შეეხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები პირების დაკავებას, მათ
დაახლოებით 30 000-80 000 რუსული რუბლის (დაახლ. 1 500-3 500 ლარი) ფარგლებში უწევთ
ჯარიმის გადახდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული
ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში დაფიქსირდა საქართველოს კონტროლირებად
ტერიტორიაზე
მცხოვრებ
პირთა
გრძელვადიანი
დაკავებების
შემთხვევებიც902.
ასეთი
რეგულაციებისა და რუსი მესაზღვრეების მიერ გამყოფი ხაზის გაძლიერებული პატრულირების
პირობებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემოვლითი გზების გამოყენება საკმაოდ მაღალ
რისკთან არის დაკავშირებული.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით გადასასვლელების გაუქმება და სანქციების
გამკაცრება არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი მოსახლეობის
უფლებების პატივისცემისა და დაცვის კუთხით. გამშვები პუნქტების დახურვა ზღუდავს გალის
რაიონის მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას და გაუმართლებელ დაბრკოლებებს
900
საბავშვო ბაღების დირექციის მიერ სახალხო დამცველის აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია,
09.11.2017.
901 ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 2016-2017 წლების საინფორმაციო
შეხვედრების შეჯამება, 15 დეკემბერი, 2017.
902 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის 6 სექტემბრის N02137913 წერილი.
319
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
უქმნის მათ ჯანდაცვის მომსახურებისა და განათლების მიღების, ვაჭრობის, ოჯახური
კავშირების შენარჩუნებისა თუ სხვა მიმართულებებით.
ამასთან,
სახალხო
დამცველის
აპარატმა
დააფიქსირა
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის
რამდენიმე ფაქტიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
2014-2016 წლებში აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებისას ან დაკავების შემდეგომ ფიზიკური
შეურაცხყოფის ფაქტის თაობაზე განაცხადა 26-მა მოქალაქემ, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ
ხაზზე 11-მა მოქალაქემ903.
სახალხო დამცველი მიესალმება მხარეთა თანამშრომლობას პატიმართა გათავისუფლების
საკითხზე, რაც ნდობის აღდგენის და თანამშრომლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2017
წლის 26 ნოემბერს გათავისუფლდა 2016 წლის ივნისში დაკავებული მოქალაქე გ.გ., რომელსაც
ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.904 2017 წლის 25
დეკემბერს კი აფხაზეთის დრანდის ციხიდან გათავისუფლდა 2011 წელს დაკავებული მოქალაქე
გ. ლ., რომელსაც ასევე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
30.2.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სამოქალაქო და სოციალური
უფლებები
აფხაზეთის გამყოფ ხაზზე ორი გადასასვლელი პუნქტის გაუქმებამ განსაკუთრებით უარყოფითი
გავლენა იქონია ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ქვედა ზონაში მცხოვრები 11 სოფლის
დაახლოებით
3
400
ოჯახზე,
რომლებიც
ყველაზე
ხშირად
სარგებლობდნენ
ამ
გადასასვლელებით. ახლა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად
ადგილობრივ მაცხოვრებლებს მხოლოდ
ენგურის ხიდით სარგებლობა შეუძლიათ, რამაც
გააორმაგა მგზავრობის დრო და თანხა. გაზრდილია ენგურის ხიდზე ტვირთის გადატანისათვის
გადასახდელი თანხაც. ამ გადაწყვეტილებამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა იმ
გლეხებს, რომელთაც მცირე ოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქტი
ზუგდიდის ბაზარში კვირაში რამდენჯერმე გადმოჰქონდათ და ასევე იმ ასაკოვან მოსახლეობას,
რომელიც ოჯახური კავშირების შენარჩუნების გარდა, სხვადასხვა სოციალური თუ ჯანდაცვის
მომსახურების მიზნით კვეთდა გამყოფ ხაზს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებით905.
903
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 ივლისის N10509/17 წერილი.
იხ. სახალხო დამცველის განცხადება ცხინვალის ციხიდან მოქალაქე გ. გ.-ის გათავისუფლებასთან
დაკავშირებით,
27.11.2017.
ხელმისაწვდომია:
http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelisgancxadeba-cxinvalis-cixidan-moqalaqe-giorgi-giunashvilis-gatavisuflebastan-dakavshirebit.page [16.02.2018].
905 ვრცლად იხ. „სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „გადასასვლელების გაუქმების გავლენა
აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე“, 2017, ხელმისაწვდომია:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4911.pdf.
904
320
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ამასთან, 2017 წლის აპრილიდან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონის
მცხოვრებთათვის ფორმა N9-ის ბინადრობის მოწმობებით ჩანაცვლება დაიწყო. ეს დოკუმენტი
მფლობელს აფხაზეთის ტერიტორიაზე დროებით ცხოვრების და გამყოფ ხაზზე გადაადგილების
უფლებას ანიჭებს, თუმცა, არ მოიცავს უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას.
სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის
იანვრის ჩათვლით, გალის რაიონში ბინადრობის მოწმობა მიიღო 1573-მა პირმა, ხოლო 4447
პირის მოთხოვნა მუშავდება. მოსახლეობაში ბინადრობის მოწმობისადმი დაბალი ინტერესია,
რაც განპირობებულია მოსახლეობის უნდობლობით. ისინი მიიჩნევენ, რომ ბინადრობის
მოწმობებით
აფხაზებს
იურიდიული
საფუძველი
მიეცემათ
გალის
მოსახლეობის
ტერიტორიიდან გასაძევებლად, რადგან დე ფაქტო ადმინისტრაციას ნებისმიერ მომენტში
შეუძლია შეწყვიტოს ან აღარ გასცეს პირზე ბინადრობის უფლება, მაგალითად, უსაფრთხოების
მოტივით906. ამასთან, გალის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა აფხაზეთის ძირძველ
მკვიდრად მიიჩნევს თავს და არა „სტუმრად“ ან „უცხოელად“, როგორც ეს ბინადრობის
მოწმობით არის განსაზღვრული907.
გარდა ამისა, გალის რაიონში დაახლოებით 107 ე.წ. აფხაზური პასპორტი გაიცა908 და კვლავ
ძალაში რჩება ფორმა N9, რომელიც დაახლოებით 12 000 ადამიანზეა გაცემული909. აღნიშნული
მონაცემები აჩვენებს, რომ გალის რაიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი რეალურად დარჩენილია
იმ საბუთის გარეშე, რომელიც საჭიროა გამყოფ ხაზზე გადაადგილებისა დროს. გამშვები
პუნქტების ჩაკეტვით, სანქციების გამკაცრებით და დოკუმენტაციის ახალი წესების შემოღებით
სახეზეა გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის კიდევ უფრო შევიწროება და
მათი იზოლირების მცდელობა.
ბავშვთა უფლებების დარღვევად და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციად უნდა შეფასდეს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მცხოვრებ
ეთნიკურად
ქართველი
მოსწავლეებისათვის
მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში
მონაწილეობის
ხელის
შეშლა.
აფხაზეთის
დე
ფაქტო
ხელისუფლება
არ
განიხილავს
მულტილინგვური განათლების ფორმას გრადა რუსულენოვანი განათლებისა. აფხაზეთის
მსგავსად, სადაც 2005 წლიდან რუსულმა ენამ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულ ენაზე
906
ბინადრობის მოწმობის გაცემის წესისა და პირობების შესახებ იხ. სახალხო დამცველის სპეციალური
ანგარიში „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში 2017,
გვ.25-27.
907 ადგილობრივ მკვიდრთა მიერ სახალხო დამცველის აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია,
ივლისი, 2017.
908 „გალში 107 ე.წ. პასპორტი და 1 500-ზე მეტი ბინადრობის მოწმობა გაიცა“, 23.01.2018, „ლაივპრესი“,
ხელმისაწვდომია:http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/22219galshi107etspasportida1500zemetibinadrobismotsmobagaica.html [16.02.2018].
909 იხ. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის
უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, 2016, გვ. 19.
321
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
სწავლება, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2017 წელს ოკუპირებული
ახალგორის რაიონის 6 ქართულენოვანი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სწავლა
რუსულ ენაზე დაიწყეს, ქართული ენა კი ერთ-ერთ საგნად დარჩა, რაც ნიშნავს, რომ ახალგორის
რაიონში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე განათლების მიღების
შესაძლებლობა აღარ ექნება.
სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გალის რაიონში კვლავ
გაუარესდა
კრიმინოგენული
მდგომარეობა
(ყაჩაღობა,
ქურდობა)910,
რაც
ეკონომიკური
სიდუხჭირით აიხსნება. თუმცა, გავრცელებული კორუფციის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა
დე ფაქტო სამართალდამცავ სტრუქტურებს არ მიმართავს. პირიქით, უფრთხის მათთან
ურთიერთობას რეგულარული და ფართომაშტაბიანი რეიდების გამო, რადგან ახალგაზრდა
მამაკაცების აკავებენ და გადაჰყავთ ნარკოლოგიური შემოწმების ჩასატარებლად. გალის
მოსახლეობის შეფასებით ეს არის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ზეწოლის და ფულის
გამოძალვის
ერთ-ერთი
ფორმა911.
ანალოგიურ
პრობლემაზე
საუბრობს
ახალგორის
მოსახლეობაც. სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა, რომ ახალგორის დე ფაქტო
მილიციას, ხშირად მილიციის უფროსის უშუალო ჩართულობით ალკო და ნარკოლოგიურ
შემოწმებაზე გადაჰყავს ახალგაზრდები, მათ შორის არასრულწლოვნები, რა დროსაც ადგილი
აქვს უხეშ და დამამცირებელ მოპყრობას. ადგილობრივები ასევე მიუთითებენ, რომ ეს ქმედებები
უმეტესად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ ხდება912.
ოკუპირებულ გალის რაიონში, მრავლადაა ოჯახები რომლებიც შეიარაღებული მოქმედებების
დროს გადამწვარ და დაზიანებულ სახლებში ცხოვრობენ. წლების განმავლობაში საერთაშორისო
ორგანიზაციები აწარმოებდნენ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს სახლების,
სკოლების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის კუთხით, თუმცა, დაფინანსების ნაკლებობის
გამო, ასეთი სამუშაოები შემცირებულია. საქართველოს მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა
დააფინანსოს ან განახორციელოს საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია ოკუპირებულ
ტერიტორიაზე ადგილობრივთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა,
მან ეს საკითხი აქტიურად უნდა დააყენოს საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ
ორგანიზაციებთან.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გალის მოსახლეობა რეგულარულად საუბრობს
სახალხო
დამცველის აპარატთან რაიონის ხელმძღვანელების უხეშ ჩარევაზე, მათი უფლებებისა და
თავისუფლების შეზღუდვაზე, მაგალითად, სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ
ანტიქართულ აქციებზე დასწრების მოთხოვნა, აქციებზე სიტყვით გამოსვლის იძულება და ა.შ.
ფსიქოლოგიური ზეწოლის თვალსაჩინო მაგალითი იყო გახმაურებული შემთხვევაც, როდესაც
910
საკონტაქტო პირების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, 2017.
საკონტაქტო პირების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, 2017.
912 საკონტაქტო პირების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, 2017.
911
322
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ეთნიკურად ქართველი, თუმცა რუსეთის მოქალაქე საოპერო მომღერლის მიერ მიცემული
ინტერვიუს გამო, გალში მცხოვრები მისი ბიძა და გალის კულტურის სახლის თანამშრომლები
აიძულეს ადგილობრივი ტელევიზიით გამოსულიყვნენ და ბოდიში მოეხადათ აფხაზი
ხალხისთვის.
2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებდა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებების მძიმე მდგომარეობაზე,
მათ
შორის
შესაბამისი
აღჭურვილობისა
და
სამედიცინო
პერსონალის
გადამზადების
საჭიროებაზე . სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გალის
913
რაიონში
მაღალია
სუიციდის
შემთხვევები,
ასევე,
ალკოჰოლსა
და
ნარკოტიკებზე
დამოკიდებულთა რაოდენობა914.
მისასალმებელია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წელს
შემუშავებული
„დიპლომისშემდგომი
სამედიცინო
განათლების
პროგრამა,“
რომელიც
ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და
მაღალმთიან რეგიონებში მუშაობის მზაობის მქონე პირებისათვის დიპლომისშემდგომი
განათლების სრულად დაფინანსებას პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში. სახალხო
დამცველი
ასევე
მიესალმება
2017
წელს
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ექიმების გადამზადებას
პერსონალის მომზადების პროგრამის ფარგლებში915. ორივე ინიციატივა ხელს შეუწყობს
ადგილზე ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებას. თუმცა, კვლავ არ მომხდარა ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებისათვის ფინანსური და მატერიალური დახმარების ზრდა და
სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ადგილობრივთა
ჯანმრთელობის უფლების ჯეროვანი დაცვისათვის. სახალხო დამცველისათვის მიწოდებული
ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალს ხშირად საკუთარი ხარჯებით უწევს ინვენტარის
შეძენა916.
წლების განმავლობაში სახალხო დამცველის რეკომენდაციას წარმოადგენდა, რომ რეფერალური
მომსახურების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად
მცხოვრებ
პირთა
ჯანდაცვის
ხელმისაწვდომობას
უზრუნველყოფს,
თანაბრად
გავრცელებულიყო
ოკუპირებულ
ტერიტორიაზე
დამადასტურებელი
დოკუმენტის
მქონე
მცხოვრებ
პირებზეც.
საქართველოს
სახალხო
დამცველი
პირადობის
მიესალმება
საქართველოს შერიგებისა და სახელმწიფო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
913
იხ. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის
უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, (2016), გვ. 14-18.
914 სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაცია, აგვისტო, 2017.
915 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 5
თებერვლის N01/6625 წერილი.
916 სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაცია, აგვისტო, 2017.
323
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
აპარატის მიერ გაჟღერებულ
ინფორმაციას
აღნიშული საკითხის დადებითად გადაწყვეტის
შესახებ917, თუმცა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების
სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე მხოლოდ 32 პირი დაფინანსდა918, რაც
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პაციენტების მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს.
ასევე
შემცირებულია
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
რეფერალური
პროგრამით
დაფინანსებული პაციენტების რიცხვიც (2014 წელს - 837 პაციენტი, 2015 წელს- 1537 პაციენტი,
2016 – 2052 პაციენტი, 2017 წლის მონაცემები 1644 პაციენტი), რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს ახალ
პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც პროგრამის ფარგლებში აღარ ფინანსდება ამბულატორიული
დიაგნოსტიკა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება
პაციენტებზე, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არასწორი
დიაგნოსტირება არის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ კლინიკებში
პაციენტების გადმოსვლის მიზეზი.
მძიმე სოციალურ მდგომარეობას ემატება აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი ხილის,
ციტრუსისა და თხილის მოსავალზე დასავლეთ საქართველოს, მათ შორის ოკუპირებული
გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში, რომელიც მოსახლეობის შემოსავლის მთავარ
წყაროს
წარმოადგენდა.
ამჟამინდელი
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
გათვალისწინებით, ზემოთ აღწერილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობის ფონზე, არსებობს
მოსახლეობის
საშიშროება.
მიერ
აფხაზეთის,
შესაბამისად,
მათი
საქართველოს
მუდმივი
საცხოვრებელი
ხელისუფლებას
ადგილის
დატოვების
განსაკუთრებული
ყურადღება
მართებს უსაფრთხოების რისკების შეფასებისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების
კუთხით. იმ პირობებში, როდესაც სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამები ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
სრულყოფილად
ვერ
ხორციელდება,
მნიშვნელოვანი
იქნებოდა
დაზარალებული მოსახლეობისათვის სოციალური დაცვის მექანიზმის შექმნა. საქართველოს
მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების სოციალური
მდგომარეობის შეფასებისა და სოციალური დაცვის პროგრამა919.
917
სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია თემაზე „ადამიანის უფლებათა დაცვის
კუთხით არსებული მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: არსებული გამოწვევები და
სახელმწიფოს სტრატეგია“, 16.11.2017, იხ. რელიზი: http://www.ombudsman.ge/ge/news/sadjaro-diskusiaadamianis-uflebebis-mdgomareoba-konfliqtit-dazaralebul-regionebshi-arsebuli-gamowvevebi-da-saxelmwifosstrategia.page [16.02.2018].
918 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 8
თებერვლის N01/7264 წერილი.
919 ოკუპირებული რეგიონებში არსებული სოციალური მდგომარეობის შესახებ იხილეთ სახალხო
დამცველის სპეციალური ანგარიში: ქალთა და ბავშვთა უფლებების კონფლიქტით დაზარალებულ
324
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
აქვე
უნდა
აღინიშნოს,
საგანმანათლებლო
რომ
უაღრესად
მხარდაჭერას
უწევს
მნიშვნელოვან
საქართველოს
ფინანსურ,
განათლებისა
მატერიალურ
და
და
მეცნიერების
სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსწავლეებსა და იქ მომუშავე აკადემიურ
პერსონალს (მატერიალური აღჭურვა, გადამზადება, ფინანსური დახმარება და ა.შ.). ეს
პროგრამები უნდა გაგრძელდეს და შესაძლებლობების ფარგლებში გაფართოვდეს.
ეფექტურად ვერ ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი დანაშაულებების
გამოძიება ქართული საგამოძიებო ორგანოების მიერ. საქართველოს მთავარი პროკურატურის
მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ტერიტორიებზე შეზღუდული წვდომის გამო,
ადგილზე
ვერ
ხდება
საჭირო
საგამოძიებო
მოქმედებების
ჩატარება,
რაც
აფერხებს
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას კონკრეტული პირების მიმართ. მაგალითად,
სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას ახალგორის ბავშვთა
სახლში 2017 წლის ივნისში სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყების
თაობაზე920. იმის მიუხედავად, რომ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ საქმეზე დაიწყო
გამოძიება921, საქმეში რაიმე წინსვლა არ არის. დღემდე გამოუძიებელია ქ. გალში 2015 წლის 23
სექტემბერს
მომხდარი
ავარია,
რომელსაც
სამი
ადამიანის
სიცოცხლე
ემსხვერპლა922.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჩატარებულია
ყველა
შესაძლო
საგამოძიებო
მოქმედება,
თუმცა
კონკრეტული
პირის
მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა923.
2017 წელს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის მაისში აფხაზეთის გამყოფ ხაზზე
საქართველოს მოქალაქის, გ.ო.-ს განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ აფხაზ მესაზღვრე რ. კ.-ს
14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა924, თუმცა, აფხაზური მხარე უარს აცხადებს
ქართველი სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის მის გადმოცემაზე. მართლმსაჯულების
აღუსრულებლობა
კიდევ
უფრო
აუარესებს
ადამიანის
უფლებრივ
მდგომარეობას
კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში.
რეგიონებში, 2017. ხელმისაწვდომია http://www.ombudsman.ge/ge/reports/specialuri-angarishebi/qalta-dabavshvta-uflebebi-konfliqtebit-dazaralebul-regionebshi-2014-2016-wlebis-mimoxilva.page [02.03.2018].
920 საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება საქართველოს მთავარ პროკურორს „ოკუპირებულ
ახალგორის ბავშვთა სახლის არასრუწლოვან აღსაზრდელის მიმართ სავარაუდო სექსუალური
ძალადობისა და სხვა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების შესახებ“ 2017 წლის 8
ნოემბერი, N01-6/15582.
921 საქართელოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 22 ნოემბრის N13/75927 წერილი.
922„გალში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადის წევრები ავარიის შედეგად დაიღუპნენ“, 23.09.2015,
„ნეტგაზეთი“ ხელმისაწვდომია: http://netgazeti.ge/news/44184/ [16.02.2018].
923 საქართელოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 11 თებერვლის N13/97000 წერილი.
924საქართველოს
მთავარი
პროკურატურის
განცხადება
ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე:
http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1157 [22.03.2018].
325
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
უაღრესად შემაშფოთებელია ე.წ. სამხრეთ ოსეთში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები,
რაც ამ ტერიტორიაზე ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის გაგრძელებას წარმოადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან დაფინანსებული „სამხრეთ
ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში დე
ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებული სოფლის - ერედვის - ტერიტორია 268 სახლის
ნანგრევებისგან გაწმინდა და მიწა სოფლის მეურნეობის პროგრამებისთვის მოამზადა925. ეს
სოფელი 2008 წლის ომის დროს ქართველი მოსახლეობისაგან სრულიად დაიცალა, მათი
სახლები რუსეთის ავიაციამ დაბომბა, ომის შემდგომ კი ოსურმა ფორმირებებმა გადაწვეს და
ბულდოზერებით მიწასთან გაასწორეს. ანალოგიურად გაიწმინდა ოკუპირებული ქართული
სოფელი თამარაშენი, სადაც ქართველების ნასახლარსა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწებზე რუსეთის ფედერაციის სამხედროებისათვის საცხოვრებელი კომპლექსი გაშენდა.
2017 წელს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ კვლავ გააქტიურა ზეწოლა სამოქალაქო
საზოგადოების
წარმომადგენლებსა
და
აქტივისტებზე.
2017
წელს
დე
ფაქტო
სამართალდამცავებმა ორჯერ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ახალგორელ აქტივისტ
თამარ მეარაყიშვილს და მის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ცილისწამების
ბრალდებით926. მეარაყიშვილი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა საერთაშორისო
მედიასაშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქტიურად საუბრობდა
ახალგორის რაიონში არსებულ პრობლემებზე927, რაც გახდა კიდეც მასზე ზეწოლის მიზეზი.
სახალხო დამცველის შეფასებით, მას უკანონოდ აღუკვეთეს
თავისუფლება და დღემდე
გრძელდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ხოლო მეარაყიშვილის
სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანი არის მისი იძულება სამუდამოდ დატოვოს რეგიონი928.
2014 წლიდან, ცხინვალში დაიხურა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ზეწოლა
ხორციელდება იმ პირებსა თუ ორგანიზაციებზე, რომლებიც ნდობის აღდგენის და მშვიდობის
მშენებლობის პროექტებში იღებენ მონაწილეობას და ურთიერთობენ ქართველ კოლეგებთან.
Freedom House-ის 2016 და 2017 წლების მსოფლიო თავისუფლების ანგარიშებში ე.წ. სამხრეთ
ოსეთი არათავისუფალი კატეგორიის ტერიტორიებს შორისაა მოხსენიებული. 2017 წელი ასევე
925
„შეხვედრა ერგნეთში და უკმაყოფილო ჟურნალისტები“ [„Встреча в Эргнети и недовольные
журналисты“], 03.10.2017, მზია ფარესიშვილი, „ეხო კავკაზა“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:
https://www.ekhokavkaza.com/a/28771892.html [19.03.2018].
926
„ჩემი საქმე N 961705“, თამარ მეარაყიშვილი, 21.01.2018, „ნეტგაზეთი“, ხელმისაწვდომია:
http://netgazeti.ge/news/246235/ [16.02.2018].
927
„საქართველო: დე ფაქტო ხელისუფლებები სადავო ტერიტორიებზე ახშობენ გამოხატვის
თავისუფლებას“ (Georgia: de facto authorities in a disputed region stifle freedom of expression), 21.08.2017,
Amnesty
International,
ხელმისაწვდომია:
http://www.amnesty.org/en/documents/eur56/6974/2017/en/
[16.02.2018].
928
სახალხო დამცველის განცხადება თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ, 16.08.2017,
ხელმისაწვდომია:
http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelis-gancxadeba-tamar-mearayishvilisdakavebis-shesaxeb.page [16.02.2018].
326
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
აქტიური იყო იმ აქტივისტებსა და ორგანიზაციებზე სიტყვიერი თავდასხმებით, რომლებიც
ქართულ-აფხაზური დიალოგის შეხვედრებში მონაწილეობენ. თავდასხმები ძირითადად
სოციალური ქსელში ანონიმური მომხმარებლების მიერ ხდება, ისინი მტრებად და
მოღალატეებად აცხადებენ იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროექტებში არიან
ჩართულები ქართველ კოლეგებთან ერთად929.
30.3.
გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და
ეკონომიკური უფლებები
ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები საქართველოს კონტროლირებად
ტერიტორიებზე მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული თემის განვითარების მთავარ
გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი
სამუშაოებისა (გაზიფიცირება, გზის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემის და გარე
განათების მოწესრიგება) მოსახლეობა საარსებო წყაროების და ამ მიმართულებით სახელმწიფო
პროგრამების ნაკლებობას უჩივის. სახალხო დამცველის აპარატთან შეხვედრების დროს
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ მათთვის ცნობილია როგორც სახელმწიფო, ისე
არასამთავრობო ორგანიზაციების ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის
პროგრამების შესახებ, თუმცა, დაფინანსების მიღებას ახერხებენ ძირითადად ის ფერმერები,
რომელთაც აქვთ პროექტებში თანამონაწილეობის საშუალება. ადგილობრივთა განცხადებით,
მცირე გრანტებიც კი (1000 ლარი) მათთვის დიდი შეღავათი იქნებოდა930.
2015 და 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშებში სახალხო დამცველი რეკომენდაციით
მიმართავდა
გამყოფი
ხაზის
მიმდებარე
სოფლებში
დაზარალებული
მოსახლეობის
საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიას (შემდგომში - სამთავრობო
კომისია) შეემუშავებინა კონფლიქტით დაზარალებული თემების საჭიროებებზე და
შესაძლებლობებზე
მორგებული
სამეწარმეო და
სოფლის მეურნეობის
წამახალისებელი
პროგრამები, თუმცა 2017 წლის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა,
რადგან კომისიას მიაჩნია, რომ სახელმწიფო პროგრამები “თავისთავად ითვალისწინებს
ადგილობრივი თემის საჭიროებებს და შესაძლებლობებს”931.
ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გაზარდა ახალგაზრდების მიგრაცია სოფლებიდან. მაგალითად,
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში, რომელიც 2012 წლამდე ოკუპირებული
იყო, დღეს არცერთი სასკოლო ასაკის ბავშვი აღარ არის.
სახალხო დამცველისათვის
მიწოდებული ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აფინანსებენ სხვადასხვა
კულტურულ
და
სპორტულ
ღონისძიებებს
929
გამყოფი
ხაზის
სოფლებში
მცხოვრები
საკონტაქტო პირების მიერ სახალხო დამცველის აპარატისათვის მიწოდებული ინფორმაცია. 2017.
სახალხო დამცველის წარმომადგენელთა ვიზიტი სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში - კოშკა, წითელუბანი, პერევი, 23 ივნისი-11 ივლისი, 2017.
931 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 13
თებერვლის წერილი N01/452.
930
327
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ახალგაზრდებისათვის932. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტების მხარდაჭერა იყოს სტაბილური
და ხანგრძლივი. თუმცა აშკარაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების მცირე ბიუჯეტის
ფონზე, მათი მცდელობები საკმარისი არ არის.
2008 წლის ომის დასრულებიდან თითქმის 10 წლის თავზე, ჯერ ისევ მოუგვარებელია ომის
დროს დაზიანებული სახლების საკითხი შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონის გამყოფ
ხაზებზე, რომელთა მფლობელებსაც სახელმწიფოსგან კომპენსაცია არ მიუღიათ. აღნიშნული
საკითხის მოგვარების მიზნით, სახალხო დამცველი 2016 წლიდან მიმართავს საქართველოს
მთავრობას933, თუმცა ამ დრომდე საკითხი გადაჭრილი არ არის, რაც ამძიმებს ადგილობრივთა
სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. 2017 წელს სამთავრობო კომისიამ მოისმინა გორის
მუნიციპალიტეტის
გამგებლის
მოხსენება,
რომლის
მიხედვითაც
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე 41 სახლს სჭირდება რეაბილიტაცია, ხარჯი კი დაახლოებით 720 000 ლარს
შეადგენს934.
ამასთან, სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი ერთ-ერთ რეკომენდაციას
წარმოადგენდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე მრავალპროფილურ
საუნივერსიტეტო
კლინიკაში
ბავშვთა
რეანიმაციული
განყოფილების
მოწყობა
და
რეგიონისათვის ბავშვთა სასწრაფო დახმარების მანქანის გადაცემა, რომელიც აფხაზეთიდან
გადმოსულ
ბავშვებსაც მოემსახურებოდა. სამინისტროსაგან
მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, მშენებარე კლინიკაში გათვალისწინებულია ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების
ფუნქციონირება. რეანომობილთან დაკავშირებით კი სამინისტრომ გვაცნობა, რომ აფხაზეთის
გამყოფ ხაზზე ოპერირებს შესაბამისი ტექნიკითა და სამედიცინო პერსონალით აღჭურვილი
ერთი სახელმწიფო რეანომობილი, რომელსაც პაციენტები გადაჰყავს შესაბამის კლინიკებში, მათ
შორის პედიატრიული პაციენტები და ახალშობილები აფხაზეთიდან. სახალხო დამცველი
მიესალმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
აღნიშნული რეკომენდაციის შესრულებას.
რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობას
932
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 21 აგვისტოს N1313-გ/1 წერილი.
სახალხო დამცველის 2016 წლის ივლისის წინადადება კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის
სოციალური უფლებების რეალიზაციისთვის ეფექტური ღონისძიებების გატარების აუცილებლობის
შესახებ; იხ. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის
უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, 2015, გვ. 6-7; სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში
„კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, 2016, გვ. 9.
934 გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის
2017 წლის 27 სექტემბრის სხდომა.
933
328
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
იმსჯელოს და დაავალოს შესაბამის უწყებებს შეიმუშაონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობის შეფასების და სოციალური დაცვის
პროგრამა, რათა შესაძლებელი გახდეს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის სიღარიბის
ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულების,
მარტოხელა
მშობლების,
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე
პირების და ა.შ.
ფინანსური დახმარება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
გამოყოს დამატებითი სახსრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო
დაწესებულებების ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვისა და სამედიცინო პერსონალის
ფინანსური დახმარების მიზნით;
გადახედოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
„რეფერალური
მომსახურების
სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში პაციენტთა დაფინანსების წესს და უზრუნველყოს
ამბულატორიული დიაგნოსტირების დაფინანსება, ისევე როგორც ეს იყო 2015 და 2016
წლებში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატს
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სათანადო საცხოვრებლის
უფლების უზრუნველყოფის მიზნით, აწარმოოს დიალოგი საერთაშორისო დონორ და
განვითარების ორგანიზაციებთან და მიაწოდოს ინფორმაცია არსებული მდგომაროების
შესახებ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და შერიგებისა
და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე
რეაგირების
დროებითი
გადაწყევტილებას
სამთავრობო
საქართველოს
კომისიის
ფარგლებში,
კონტროლირებად
მხარი
დაუჭირონ
ტერიტორიაზე,
საომარი
მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის ან/და მიყენებული
ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
329
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
31. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებრივი
მდგომარეობა
იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და დაცვა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიმდინარე წლის
განმავლობაში
სახალხო
დამცველის
წარმომადგენლები
აქტიურად
ახორციელებდნენ
იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით;
300-ზე მეტჯერ ეწვივნენ დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებს და 850-ზე
მეტ დევნილს გაუწიეს სამართლებრივი კონსულტაცია.
2017 წელი, წინა წლების მსგავსად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ყველაზე
მასშტაბური პროცესით გამოირჩეოდა. საანგარიშო პერიოდში, გრძელვადიანი საცხოვრებლით 1
865
დევნილი
ოჯახი
დაკმაყოფილდა.935
აქედან,
ნგრევად
და
სიცოცხლისთვის
ან
ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ განსახლების ობიექტებში მცხოვრები
449 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. მიუხედავად იმისა, რომ 2017
წლის განმავლობაში 32 ნგრევადი ობიექტი დაიხურა, კომპაქტურად განსახლებულ დევნილთა
დიდ ნაწილს კვლავ უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება.
31.1.
2017
წლის
დევნილთა გრძელვადიანი განსახლება
მონაცემებით,
საქართველოში
რეგისტრირებულია
278
103
იძულებით
გადაადგილებული პირი. დევნილთა საერთო რაოდენობიდან ე.წ. კერძო სექტორში 146 137
დევნილი პირი ცხოვრობს, ხოლო ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში 131 966
დევნილი პირია დარეგისტრირებული. 936
935
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 17 იანვრის N01-02/08/1099 წერილი.
936 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 15 იანვრის N01-01/07/ 825 წერილი.
330
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დევნილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე, სახელმწიფოს პრიორიტეტად
კვლავ მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალურ–ეკონომიკური
ინტეგრაციის ხელშეწყობა რჩება.
მოქმედი კანონმდებლობით,937 დევნილთა გრძელვადიანი განსახლების 4 ძირითადი პროგრამა
არსებობს:
რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ შენობებში დევნილთა განსახლება;
დევნილი ოჯახებისთვის ინდივიდუალური სახლებისა და ბინების შეძენა („სოფლად
სახლის“ პროექტის ფარგლებში);
კერძო
საკუთრებაში
არსებული
დევნილთა
ჩასახლებების
დევნილთათვის
საკუთრებაში გადაცემა (პრივატიზების პროცესის გზით);
იპოთეკური სესხის დაფარვის პროგრამა.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა,
განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების საფუძველზე
დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის,
კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულება.“ აღნიშნული
ბრძანებით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის“
937
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და
ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანება „დევნილთა გრძელვადიანი
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების
შემსწავლელი კომისიის დებულება“.
331
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
წესი. დევნილის განცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.
2017 წლის განმავლობაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 1865 დევნილი
ოჯახი.938 აქედან, საცხოვრებელი სახლის შესყიდვა (სოფლად სახლი) განხორციელდა 612
ოჯახისათვის, იპოთეკური სესხის დაფარვის პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდა - 166
ოჯახი, რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ შენობებში განსახლდა -1087 ოჯახი.939 ამავე
ბრძანებით გათვალისწინებული კრიტერიუმების საფუძველზე, დროებითი განსახლების
პროგრამის ფარგლებში 1302 ოჯახს გაეწია საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ფულადი
დახმარება.
წინა წლების მსაგვსად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად აკვირდებოდნენ
როგორც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის (შემდგომში ბინების განაწილების
კომისია) მიერ ბინების განაწილების, ასევე კენჭისყრის პროცესს. დადებით შეფასებას
იმსახურებს ის ფაქტი, რომ განსახლების პროცესში პრიორიტეტი ენიჭებოდა იმ დევნილ
ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ნგრევად და სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის
მომეტებული საფრთხის შემცველ, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ
ფართებში.
ამასთანავე, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მარეგულირებელ აქტში
განხორციელებული ცვლილებებით გაუქმდა ოჯახის დაბალი შემოსავლის მაჩვენებელი,
როგორც განსახლების ერთ-ერთი კრიტერიუმი. რაც არ წარმოადგენს პოზიტიურ ცვლილებას,
ვინაიდან, ოჯახის შემოსავლის მაჩვენებლის გაუთვალისწინებლად სრულყოფილად ვერ
მოხერხდება იმ დევნილი ოჯახების გამოკვეთა, რომლებსაც განსახლება უფრო მეტად
ესაჭიროებათ. ოჯახის
განსახლების საკითხის
ყოველთვიური შემოსავალი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა
განხილვის დროს, ხოლო მისი უგულებელყოფით, შესაძლებელია
განსახლების გადაუდებელი საჭიროების მქონე ოჯახების იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. ასევე
პრობლემას
წარმოადგენს,
დევნილების
განსახლების
თაობაზე
მიღებული
უარყოფითი
გადაწყვეტილების სხდომის ოქმში როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით
დასაბუთება.
მისასალმებელია, რომ საქართველოს მასშტაბით გრძელდება დევნილთათვის ახალი
საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2018 წელს
938
ახლად აშენებულ და რეაბილიტირებულ შენობებში განსახლდა: ზუგდიდში -144 ოჯახი, ქუთაისში 429 ოჯახი, გორში-472 ოჯახი, ზესტაფონში - 2 ოჯახი, მარნეულში - 27 ოჯახი, ვაზიანში - 4 ოჯახი,
თბილისში-9 ოჯახი.
939 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 17 იანვრის N01-01/07/ 1071 წერილი.
332
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
დევნილთა გრძელვადიანი განსახლება იგეგმება თბილისში, ვაზიანში, ზუგდიდში, ბათუმში,
მცხეთასა და წყალტუბოში.940
მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სახელმწიფოს
პრიორიტეტს წარმოადგენს, ამ ეტაპზე 52 008 დევნილი ოჯახი კვლავ თავშესაფრის მიღების
მოლოდინშია და სახელმწიფომ მხოლოდ 37 648 დევნილი ოჯახის განსახლება მოახერხა.
31.2.
საცხოვრებელი ფართების პრივატიზაცია დევნილებისთვის
დევნილთა
გრძელვადიანი
ობიექტებში
დევნილთა
განსახლების ერთ-ერთ
სარგებლობაში
საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს.
941
არსებული
ფორმას კომპაქტურად
საცხოვრებელი
განსახლების
ფართების
მათთვის
ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში 131 966
დევნილია დარეგისტრირებული. 2017 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით დევნილთათვის
საცხოვრებელი ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი 31 ობიექტზე დასრულდა და
2018 წელს 9 ობიექტზე იგეგმება პრივატიზაციის პროცესის დასრულება942. დადებითად უნდა
შეფასდეს,
საანგარიშო
პერიოდში
პრივატიზაციის
პროცესის
დაჩქარებული
ტემპებით
მიმდინარეობა, ასევე დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა პრივატიზაციის პროცესის
ნებაყოფლობითობისა და უარის თქმის შემთხვევაში განსახლების ალტერნატივაზე.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ, წინა წლების მსგავსად, პრობლემები და გამოწვევები
უცვლელია. კვლავ პრობლემას წარმოადგენს ფართების არათანაბარი განაწილება და ე.წ.
„ნახევრად
დაკანონებული“
ობიექტები,
სადაც,
არაერთხელ
განხორციელდა
აზომვითი
სამუშაოები, თუმცა ამ დრომდე არ განხორციელებულა მათი სრული პრივატიზაცია.
აღნიშნული პრობლემის გამო, დევნილები ვერ ახერხებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის
შექმნას. ასევე, მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია ამხანაგობის სისტემის შესახებ. მრავლად
გვხვდება ისეთი ობიექტები, რომლებიც სათანადო საცხოვრებლის მინიმალურ სტანდარტსაც
ვერ აკმაყოფილებს,943 თუმცა დევნილებს უკვე კერძო საკუთრებაში აქვთ გადაცემული. უცვლელ
პრობლემად რჩება შენობა-ნაგებობებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების
დადგენა, რომელიც, საერთო სარგებლობის ფართებთან ერთად, დღემდე სახელმწიფოს
940
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 17 იანვრის N01-01/07/ 1071 წერილი.
941 აღნიშნული პროცესი 2009 წელს დაიწყო, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის N62 განკარგულებით.
942 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 16 იანვრის N01-01/07/ 963 წერილი.
943 „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი.
333
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
საკუთრებაა.
ზემოაღნიშნულ
საკითხებს,
საქართველოს
სახალხო
დამცველი
ვრცლად
მიმოიხილავს ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში.944
31.3.
მიუხედავად
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ობიექტები
გარკვეული პოზიტიური სიახლეებისა, იძულებით გადაადგილებულ პირთა
უმთავრეს პრობლემად მძიმე საცხოვრებელი პირობები რჩება. დადებითად უნდა შეფასდეს ის
ფაქტი, რომ დევნილთა სამინისტრო განსახლების პროცესში პრიორიტეტს ისეთ დევნილ
ოჯახებს ანიჭებს, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ობიექტებში
ცხოვრობენ. 2017 წელს 32 ასეთი ობიექტებიდან, გრძელვადიანი განსახლებით 449 დევნილი
ოჯახი დააკმაყოფილა და 41 კომპაქტურად განსახლების ობიექტის მდგრადობა შეაფასა,945 მაშინ
როცა 2016 წელს სამინისტრომ მხოლოდ 179 დევნილი ოჯახის განსახლება უზრუნველყო.946
თუმცა, მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ კიდევ არა ერთი ობიექტიდან საჭიროებენ
დევნილები უმოკლეს ვადებში განსახლებას.947
გარკვეულ ობიექტებზე უკვე არსებობს შესაბამისი დასკვნა, რომელიც ადასტურებს შენობის
განსაკუთრებით მძიმე მდგომაროებას, თუმცა დევნილები კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2018 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი სამინისტროსთვის
ასეთი შენობებიდან დევნილთა განსახლება უნდა გახდეს. დანგრევის პირას მყოფი ობიექტების
პრობლემის გადაჭრის გადავადებამ, შეიძლება უმძიმეს შედეგებამდე მიგვიყვანოს.
აუცილებელია სამინისტრომ გარკვეული პერიოდულობით უზრუნველყოს კომპაქტურად
განსახლების ობიექტების მდგრადობის შემოწმება სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ან უკვე არსებული დასკვნების განახლება.
944
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომაროების შესახებ 2010-2016.
945 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 16 იანვრის 16 იანვრის N01-01/07/ 963 წერილი.
946
სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა
უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ გვ. 10.
947
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რამდენიმე ობიექტი, მათ შორის ზუგდიდის
მუნიციპალიტეტში) მდებარე ობიექტები: ვაჟა-ფშაველას 26, სოფელი რუხი, ნაწულუკუს საბავშვო ბაღი,
შპს „ლესო“, სოფელი შამგონა საბავშვო ბაღი, სოფელი კახათი ს/ბაღი; სოფელი ინგური - საწარმოო
კომბინატი, ჩაის ფაბრიკის ბინები. ქუთაისში: „წყალწითელა“. ტურბაზა ილორი. საბავშვო ბაღი მართვე.
ყოფილი დისპანსერის შენობა, სასტუმრო ხვამლი. წყალტუბოში: სანატორიუმი მეგობრობა. თბილისში:
სასტუმრო „უშბა“, სოფელ დიღომში მდებარე „ჰიდროგეოლოგიის ბიურო“, ნავთლუღის დასახლებაში
მდებარე ყოფილი 78-ე ბაგა–ბაღი, ქიზიყის ქ. N26-ში მდებარე „საქწიგნის“ შენობა, მეველის ქუჩა N5-ში
მდებარე საწარმო „კიკიჩა“ და იუმაშევის ქ. N21-ში „დუზანის“ შენობა. ამ და სხვა ობიექტებთან
დაკავშირებით სახალხო დამცველი წინა წლების ანგარიშებშიც საუბრობდა.
334
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
31.4.
საქართველოს
დევნილთა საჭიროებაზე მორგებული დახმარება
სახალხო
დამცველი
ყოველწლიურ
ანგარიშებში
საუბრობს
დევნილთა
პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით, საჭიროებებზე მორგებულ მიდგომაზე
გადასვლის აუცილებლობაზე. მისასალმებელია, ის გარემოება, რომ დევნილთა გრძელვადიანი
განსახლების გარდა, სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს
საჭიროებაზე
მორგებულ დახმარებაზე გადასვლა წარმოადგენს.
ერთიანი მიდგომის შედეგად, უნდა
კრიტერიუმები,
რომელიც
ჩამოყალიბდეს სწორი სტრატეგია და ის კონკრეტული
ყველაზე
ახლოს
საჭიროებაზე მორგებულ დახმარებაზე გადასვლა
იქნება
დევნილთა
საჭიროებასთან.
გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ
დევნილთა მიმართ 2015-2016 წლების სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო
გეგმაში, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ უნდა მომხდარიყო დევნილთა მიმართ
სოციალური დახმარების სისტემის ტრანსფორმირება სტატუსიდან საჭიროებაზე, ხოლო
დახმარების მიღების მიზანშეწონილობა დაეფუძნებოდა რაციონალურ, ნათელ და გამჭვირვალე
კრიტერიუმებს.
რეკომენდაციები
საქართველოს
ოკუპირებული
ტეროტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა,
განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს:
დაინტერესებული
ჯგუფების
ჩართულობით
განაგრძოს
მუშაობა
დევნილთა
საჭიროებაზე მორგებულ დახმარებაზე გადასასვლელად და უზრუნველყოს ისეთი
მოდელის შემუშავება, რომელიც დევნილთა საჭიროების დაკმაყოფილებაზე იქნება
ორიენტირებული.
2018 წელს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესში პრიორიტეტი მიანიჭოს
ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის
შემცველ კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან დევნილთა განსახლებას
335
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
გააგრძელოს კომპაქტური განსახლების ობიექტების მდგრადობის შემოწმება სსიპ ლევან
სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ან არსებული
დასკვნების განახლება
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიასა,
სხვა
ადგილობრივ
თვითმმართველობებსა
და
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროსთან ერთად დაიწყოს პრივატიზებულ ობიექტებში არსებულ საერთო
სარგებლობის ფართებზე წითელი ხაზების დადგენის პროცედურები, შემდგომში
საკუთრებაში გადაცემის მიზნით
336
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
32. მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა
უცხო ქვეყნის მოქალაქეები 2017 წლის განმავლობაში სახალხო დამცველს აქტიურად
მიმართავდნენ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის კანონიერების თაობაზე948 და
სახელმწიფო
უსაფრთხოების
ან/და
საზოგადოებრივი
წესრიგის
დაცვის
არგუმენტით,
მოქალაქეობის მინიჭებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარის
თქმის ფაქტებთან დაკავშირებით949. ამ საკითხებზე მუშაობამ გამოავლინა, რომ შესაბამისი
ორგანოების გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი კვლავ გამოწვევად რჩება.950
32.1.
საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საქმეები
უცხოელი პირებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძველს უმეტესად951
„საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“952 ქმნიდა. საკითხის
შესწავლის
შედეგად
დამკვიდრებულია
დადგინდა,
სისტემური
რომ
საქართველოს
მიდგომა,
რომლის
შინაგან
თანახმადაც
საქმეთა
სამინისტროში
ზემოხსენებული
ნორმა
საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის დამოუკიდებელ საფუძვლად გამოიყენება და იგი
რაიმე დამატებითი კანონისმიერი შემთხვევის არსებობას არ უკავშირდება. რიგ საქმეებში
უფლების შეზღუდვის თავდაპირველი საფუძველი უწყებამ შეცვალა.953 ერთ-ერთი ასეთი
გახმაურებული
საქმე
იყო
აზერბაიჯანელი
ჟურნალისტის,
ჯ.ა.-სთვის
საქართველოში
შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევა.954 საყურადღებოა, რომ აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ
ორგანოს ზემოხსენებული ცვლილების გამომწვევი ფაქტობრივი და სამართლებრივი
საფუძვლები არ განუმარტავს და არ დაუსაბუთებია. ამდენად, სრულიად ბუნდოვანი დარჩა
აღნიშნული პროცესის კანონთან შესაბამისობა და ეჭვქვეშ დადგა სამინისტროში არსებული
პრაქტიკის მართებულობა. ამასთან, „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
შემთხვევების“ საფუძვლით, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ზემოთ აღწერილი
პრაქტიკის შეცვლის თაობაზე სახალხო დამცველის წინადადებაზე955 პასუხად, საკითხის
948
აპარატის წარმოებაში იყო 11 საქმე (ამ საკითხზე რეგიონული ოფისების ნაწილიდან ველოდებით
სტატისტიკურ ინფორმაციას).
949 აპარატის წარმოებაში იყო 6 საქმე (ამ საკითხზე რეგიონული ოფისების ნაწილიდან ველოდებით
სტატისტიკურ ინფორმაციას).
950 ვრცლად იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში, გვ. 862-864.
951 აპარატის წარმოებაში იყო 6 საქმე.
952 „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
953 „ი“ ქვეპუნქტის ნაცვლად მიეთითა „ე“ ქვეპუნქტი („თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა
და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების
დაცვას“).
954 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმე №6664/17
955 საქართველოს სახალხო დამცველის 15.11.2017 წლის №04-4/15894 წინადადება.
337
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
განხილვასა და სხვა უწყებებთან ერთად სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობაზე,
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზაობა გამოთქვა.956
სახალხო დამცველის რწმუნებულები გარკვეულ შემთხვევებში ადგილზე აკვირდებოდნენ
უცხოელი პირების უკან დაბრუნების პროცესს. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ
სამართალდამცავი პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უშუალოდ არ გადასცემენ საქართველოში
შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ აქტს და ეს დოკუმენტი პასპორტთან ერთად გადაეცემა იმ
ავიაკომპანიის წარმომადგენელს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პირის უკან დაბრუნება.
შესაბამისად,
აქტის
უცხოელისთვის
გადაცემა
ავიაკომპანიის
წარმომადგენლის
პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ამასთან, აღნიშნული პროცედურა რაიმე ნორმატიული
აქტით არ განისაზღვრება957. აქვე დადებითად უნდა შეფასდეს სამინისტროს გადაწვეტილება,
რომლის მიხედვითაც 2017 წლის 12 ივლისიდან სამართალდამცავ პირებს საქართველოში
შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის განმარტების პროცესის და პირთან გასაუბრების სამხრე
ვიდეოკამერის საშუალებით გადაღება ევალებათ.958
32.2.
მოქალაქეობის მინიჭებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის
საქმეები
მოქალაქეობის მინიჭებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის არაერთ საქმეში
გამოვლინდა
სახელმწიფო
უსაფრთხოების
არგუმენტის
დაუსაბუთებლობა.
ამგვარ
ან/და
საზოგადოებრივი
შემთხვევებს
წესრიგის
განეკუთვნება
კიდევ
დაცვის
ერთი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ლ.მ.-ს საქმე.959 დარღვეული უფლების აღსადგენად, სახალხო
დამცველმა რეკომენდაციებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სსიპ სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში - სააგენტო) მიმართა. როგორც ამ უწყებიდან
გვეცნობა, სააგენტოს არ აქვს წვდომა იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყოფითი დასკვნა მიიღო, თუ მათზე თავად
დასახელებული ორგანო არ მიუთითებს.960 შესაბამისად, სააგენტო გადაწყვეტილების მიღების
პროცესში სრულად ეყრდნობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან წარდგენილ
მიზანშეუწონლობის დასკვნას, ვინაიდან მისი საფუძვლიანობის გამოკვლევა თავად არ
შეუძლია.
კანონის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის
ინტერესების არსებობის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ
956
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 07.12.2017 წლის №MIA51702950132 წერილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 13.09.2017 წლის № MIA21702205622 წერილი.
958 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 28.11.2017 წლის №MIA01702857276 წერილი.
959 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმე №15305/16.
960 სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 09.11.2017 წლის №01/308850 წერილი.
957
338
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
ზიანი არ მიადგეს დასახელებული ინტერესების და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას.961
წინამდებარე ნორმა იმგვარად არ უნდა გავიგოთ, თითქოს სააგენტოს სრულად ეკრძალებოდეს
მისი დასაბუთებულობის გარკვეული ხარისხით გადამოწმება. აქედან გამომდინარე, კანონის
მიზნების შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურის მიერ სააგენტოში წარდგენილი ინფორმაცია
უნდა შეიცავდეს გარკვეული ხარისხის დასაბუთებას და არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ
შემზღუდველი გარემოების დადასტურების/უარყოფის სტანდარტით. თავის მხრივ, სააგენტო
ვალდებულია
მინიმალური
სახით
მაინც
ამოწმებდეს
მოწოდებული
ინფორმაციის
დასაბუთებულობას და უსაფრთხოების სამსახურის მიერ სრულიად დაუსაბუთებელი დასკვნის
წარმოდგენის შემთხვევაში, იღებდეს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მის წინაშე დასმულ
საკითხთან დაკავშირებით.
რეკომენდაცია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს
ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის არგუმენტით
ბინადრობის ნებართვაზე უარყოფითი გადაწყვეტილებისა და მოქალაქეობის შესახებ
უარყოფითი დასკვნის გაცემა დაასაბუთოს კანონით დადგენილი მოთხოვნების
შესაბამისად.
961
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი.
339
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
33. თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა
უფლებრივი მდგომარეობა
თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების შესწავლა
სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მხრივ, აღსანიშნავია,
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის შესწავლა, რომელსაც
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ (შემდგომში ლტოლვილთა სამინისტრო) უარი
უთხრა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. აპარატის მიერ საქმის
შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო კანონიერი, რის გამოც,
სახალხო დამცველის რეკომენდაციით,962 მისი ბათილად ცნობა, გარემოებების სრულყოფილად
შესწავლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. ლტოლვილთა სამინისტრომ გამოთქვა
მზადყოფნა, აღესრულებინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება963
საანგარიშო პერიოდში, პროექტის ფარგლებში, შედგა სამოცზე მეტი ვიზიტი საერთაშორისო
დაცვის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და
მონიტორინგის მიზნით.
33.1.
ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობა
ტერიტორიაზე წვდომა მოიცავს თავშესაფრის უფლებას, „არგაძევების“ (non-refoulement)
პრინციპის დაცვასა და საზღვრის უკანონო კვეთის დროს, თავშესაფრის მაძიებელი პირის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.
2017 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით,964 საქართველოში 1477 საერთაშორისო დაცვის მქონე
პირი ცხოვრობს. აქედან, 235 პირს ლტოლვილის სტატუსი მინიჭებული აქვს ე.წ. prima facie965
პრინციპით, 215 არის ლტოლვილის, ხოლო 1027 ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირია.
მიმდინარე წელს წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მიღება, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 თებერვალს. კანონში
გათვალისწინებულია „ლტოლვილთა შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის ძირითადი
დებულებები, ევროკავშირის დირექტივები და სტანდარტები. თუმცა, კანონმდებლობის
დახვეწის, ლტოლვილის სტატუსის დადგენისა და საზღვარზე თავშესაფრის პროცედურის
ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესების
მიუხედავად,
962
საგრძნობლად
გაუარესდა
სტატუსის
იხილეთ სახალხო დამცველის რეკომენდაცია: http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxodamcveli-mustafa-emre-chabuqtan-dakavshirebit-migebuli-gadawyvetilebis-batilad-cnobas-itxovs.page
963 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 11 ოქტომბრის წერილი N02-01/05/24545
964 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს წერილი N 02-01/05/2897, 05.02.2018.
965 ლათ. პირველი შეხედვით.
340
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
მინიჭების საერთო მაჩვენებელი. 2015 წელს, 1262 განხილული საქმიდან დადებითი მაჩვენებელი
იყო 75% (ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 69, ჰუმანიტარული – 878 პირს), 2016 წელს, 583
განხილული საქმის 43% იყო დადებითი (ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 48, ჰუმანიტარული 203 პირს), ხოლო 2017 წელს, 492 განხილული საქმიდან
დადებითად გადაწყდა 18%
(ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 53, ხოლო ჰუმანიტარული 36 პირს).
ასევე
იმატა
სახელმწიფო
უსაფრთხოების
შემთხვევების
რაოდენობამ.
ამასთან,
არგუმენტით
კვლავ
სტატუსის
პრობლემაა
ამგვარი
მინიჭებაზე
უარის
გადაწყვეტილებების
დასაბუთებულობის საკითხი. 82 უარყოფითი გადაწყვეტილებიდან, 30 პროცენტის შემთხვევაში,
სამინისტროს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში
უარის მიზეზად მითითებულია საფუძვლიანი ვარაუდის არსებობა, რომ პირი საფრთხეს
შეუქმნის
საქართველოს
საზოგადოებრივ წესრიგს.
სახელმწიფო
966
სახელმწიფო
უსაფრთხოებას,
ტერიტორიულ
მთლიანობას
ან
ამასთან, ასეთი გადაწყვეტილებების საფუძველს წარმოადგენს
უსაფრთხოების
სამსახურის
მიერ
გაცემული
სარეკომენდაციო
ხასიათის
წერილები.
966
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი, პირველი პუნქტი, „ბ“ ქვეპუნქტი.
341
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
აღნიშნული გადაწყვეტილებების შემთხვევაში
მთავარ პრობლემად კვლავ რჩება მათი
დასაბუთებულობის ხარისხი. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ გადაწყვეტილებების
მიღების დროს არ ხდება საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინება, შედეგად,
ლტოლვილისა
და
ჰუმანიტარული
სტატუსის
მინიჭებაზე
სამინისტრო
უპირობოდ
ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაციებს.
ამასთან, ვერ ხერხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ისეთი რეკომენდაციების
მომზადება, რომლებშიც შესაძლებლობის ფარგლებში მითითებული იქნებოდა საქმესთან
დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და, ამასთან, მათი გამჟღავნება ზიანს არ მიაყენებს
სახელმწიფო
საიდუმლოების,
სახელმწიფო
უსაფრთხოების
ან/და
საზოგადოების
უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს, რაც მეტად მნიშვნელოვანია.
ისეთ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს პასუხი არ შეიცავს დასაბუთებას
ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, არ არსებობს იმის შემოწმების შესაძლებლობა, ადგილი
აქვს
თუ
არა
თავშესაფრის
მაძიებელი
პირის
უფლებების
დარღვევას
ან
შესაძლო
დისკრიმინაციას თანასწორ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობის
კუთხით.
მსგავსი ხარვეზები ვლინდება არა მხოლოდ თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის, არამედ
ლტოლვილის სტატუსის მინიჭების დროსაც. იმ შემთხვევებში, როცა სტატუსის მინიჭებაზე
უარის გადაწყვეტილებები ეფუძნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას, რომლის შინაარსი სახელმწიფო საიდუმლოებას
შეიცავს,
რთულია
განსაკუთრებული
მათი
კანონიერების
შეფასება.
ყურადღება
მიმართული
იყო
მონიტორინგის
სწორედ
ამგვარი
განმავლობაში
გადაწყვეტილებების
გასაჩივრებასა და სასამართლო განხილვებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს აქვს
საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა, გადაწყვეტილებაში მაინც არ აისახება მსჯელობა და
342
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
შეფასება.
თუმცა,
აქვე
აღსანიშნავია,
მონიტორინგისას
დაფიქსირებული
ცალკეული
შემთხვევები და პოზიტიური ტენდენცია, როდესაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული საიდუმლო ინფორმაცია და
ლტოლვილთა სამინისტროს აქტი ბათილად სცნო თავშესაფრის მაძიებელი პირის
სასარგებლოდ.
სახელმწიფო უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების დაცვას შორის გონივრული ბალანსისა
და ადამიანის უფლებებში დაუსაბუთებელი და არაპროპორციული ჩარევის თავიდან აცილების
კუთხით, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა,967 რომლის
თანახმადაც საფრთხე, რომელიც გამომდინარეობს ინდივიდის მიერ კონკრეტული სახელმწიფოს
ეროვნული უსაფრთხოების მიმართ, უნდა დაბალანსდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს
ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს.968 სასამართლო ასევე მიიჩნევს,
რომ კონფიდენციალური მასალის გამოყენება შეიძლება გარდაუვალი გახდეს, როდესაც
ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება საქმე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების ორგანოები
სასამართლოების ეფექტური კონტროლისგან უნდა გათავისუფლდნენ, როდესაც ისინი
გადაწყვეტენ ამტკიცონ, რომ საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას და ტერორიზმს ეხება. არსებობს
ტექნიკა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ლეგიტიმური, უშიშროების დაცვის მოსაზრებები
დაზვერვის ინფორმაციის წყაროებთან და ხასიათთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნეს
და, ამასთანავე, არსებითი პროცედურული სამართლიანობის ზომები მიიღოს ინდივიდმა.969
მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პირის უფლებები იზღუდება
სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მოტივით, მას უნდა ჰქონდეს უფლება, ისარგებლოს რაიმე
გარანტიით თვითნებობის წინააღმდეგ და საჭიროა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც
სასამართლოს მისცემს აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილების ფაქტობრივი
საფუძვლის შემოწმების საშუალებას და, იმავდროულად, ეროვნული უშიშროების ინტერესების
დაცვას. პროცესი უნდა იყოს შეჯიბრებითობის პრინციპზე აგებული და ყოველთვის უნდა
უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა, რათა პირს საშუალება ჰქონდეს ეფექტურად გაასაჩივროს
მის მიმართ წაყენებული ბრალდებები. მას ან მის წარმომადგენელს აუცილებლად უნდა
ჰქონდეს საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა.970
967
„ჩაჰალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chahall v.The United Kingdom), ნო. 22414/93,
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას“,
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხ.3.
969 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება საქმეზე ლიუ და ლიუ რუსეთის წინააღმდეგ
(Liu and Liu v. Russia), გან. ნო. 42086/05, პარ 56–57 და 63.
970
A and Others v the United Kingdom, no. 3455/05, 19 February 2009, ECtHR, para 220,
http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-91403#{"itemid":["001-91403"]}
968
343
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
33.2.
თავშესაფრის პროცედურების ხელმისაწვდომობა სახელმწიფო საზღვარსა და
პენიტენციალურ დაწესებულებებში
რაც შეეხება თავშესაფრის პროცედურების ხელმისაწვდომობას სახელმწიფო საზღვარსა და
პენიტენციალურ დაწესებულებებში, მონიტორინგის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ
საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ფლობენ ზოგად ინფორმაციას
საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ თავშესაფრის მოთხოვნისას გასატარებელი
პროცედურების შესახებ, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა, რომ აღნიშნული
ინფორმაცია არ არის საკმარისი და პასუხისმგებელი პირები კვლავ საჭიროებენ ინფორმაციის
მიწოდებას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ ახალი კანონისა და თავშესაფრის პროცედურების
შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული „არგაძევების“ (non-refoulement) და თავშესაფრის
მაძიებელი
პირის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების
პრინციპების დარღვევა.
ამასთანავე, პრობლემურია თავად „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
არსებული ჩანაწერი. კერძოდ, კანონის მე–7 მუხლის მე-4 პუნქტით, უცხოელი ან მოქალაქეობის
არმქონე პირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება სახელმწიფო
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და სხვა შემთხვევებში, თუ იგი საქართველოს ხელისუფლებას
საერთაშორისო დაცვას სთხოვს. თუმცა, აღნიშნული მუხლის მეოთხე პუნქტით, უცხოელს
მოუწევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ ძალაში შესული გადაწყვეტილებით
დადგინდა, რომ იგი არ საჭიროებს ამგვარ დაცვას. აღნიშნული ჩანაწერი წინააღმდეგობაში
მოდის „ლტოლვილთა შესახებ“ ჟენევის კონვენციასთან.
33.3.
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაცია
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,971 საერთაშორისო დაცვის
მქონე
პირთა
ადგილობრივი
ინტეგრაციისთვის
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა
სამინისტრო სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს საერთაშორისო
დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამებს და ხელს უწყობს ამ პროგრამებში
აღნიშნულ პირთა ჩართვას.
მიმღები
სახელმწიფოს
ინტეგრაციის, როგორც სამართლებრივი პროცესის ფარგლებში,
მიერ
ლტოლვილებს
ენიჭებათ
უფლებების
ფართო
სპექტრი
მოქალაქეების მსგავსად. აღნიშნული უფლებები მოიცავს განსახლების, გადაადგილების
971
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 65.
344
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
თავისუფლების, განათლების ხელმისაწვდომობას, დასაქმების უფლებას, ჯანდაცვასა და
სოციალურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობისა და ოჯახის გაერთიანების უფლებას.972
სახალხო დამცველის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად973, საკმაოდ დაბალია
ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ჩართულობა ინტეგრაციის
პროცესში. მაგალითად, 2015-2017 წლებში 101 ლტოლვილისა და ჰუმანიტარულის სტატუსის
მქონე პირმა მიიღო მონაწილეობა „თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში“.
ამავე პერიოდში, სულ 415 ლტოლვილმა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირმა ისარგებლა
ჯანდაცვის სერვისებით, ხოლო სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე დარეგისტრირდა 51 პირი.
ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი პრობლემა ენის ბარიერია.
ბენეფიციართა უმრავლესობამ არ იცის ქართული, შესაბამისად, მათ ხელი ეშლებათ როგორც
განათლებისა და დასაქმების, ასევე ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობისას. მნიშვნელოვანი
საკითხია
ინფორმაციის
ნაკლებობაც
აღნიშნული
სერვისებით
სარგებლობის
თაობაზე.
არსებული ენის კურსები ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მქონე
პირთათვის. მაგალითად, თავშესაფრის მაძიებელთათვის ხელმისაწვდომი ენის კურსები
მხოლოდ მიმღებ ცენტრშია და სარგებლობენ მხოლოდ იქ მცხოვრები თავშესაფრის მაძიებლები.
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომია კურსები, თუმცა მხოლოდ
შეზღუდული რაოდენობისთვის.
ინტეგრაციის
ხელშეწყობისთვის
მეტად
მნიშვნელოვანია
სახელმწიფოს
მხრიდან
ლტოლვილთათვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შეთავაზება. სტატუსის მინიჭების
შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის დატოვების შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე
მდგომარეობაში არიან ლტოლვილები, რადგან უჭირთ შესაბამისი, უსაფრთხო და ნორმალური
საცხოვრებლის მოძიება. მართალია, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლტოლვილისა და
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის საცხოვრებელი ადგილის არჩევის და თავისუფლად
გადაადგილების უფლება, თუმცა იმპლემენტაციის კუთხით, აღნიშნული ჩანაწერი ვერ
ვრცელდება ყველა ლტოლვილზე და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე. საქართველოში
არ არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, რომლებიც იზრუნებდნენ
თავშესაფრის მაძიებელთა თუ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სახელმწიფომ საჭიროა შეიმუშაოს სპეციალური
972
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), ლტოლვილთა უფლებები ინტეგრაციის
კონტექსტში: სამართლებრივი სტანდარტებიდან რეკომენდაციები, POLAS/2006/02, გვ.8 ხელმისაწვდომია:
http://www.refworld.org/docid/44bb9b684.html [ბოლოს ნანახია: 15.02.2018].
973 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს წერილები N 02-01/05/28006 და N 02-01/05/29052
345
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
პროგრამა/პროექტი, რომელიც ხელსაყრელ საცხოვრებელ პირობებს შეუქმნის ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.
სახალხო დამცველი მიესალმება ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირებას, რომელიც 2017 წლის
მაისში გაიხსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს
ლტოლვილთა
უმაღლესი
კომისრის
წარმომადგენლობის
ფინანსური
მხარდაჭერით.
მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრის სამიზნე ჯგუფი
განისაზღვრება მხოლოდ საერთაშორისო დაცვის მქონე პირებით. ცენტრი ფოკუსირებულია
ქართული
ენის,
სამოქალაქო
განათლების
კულტურული მიმართულებით
პროგრამებში
ჩართულობის
საფუძვლების
სწავლებასა
და
სოციალურ-
ცნობიერების ამაღლებაზე. ასევე მუშაობს სახელმწიფო
ხელშეწყობაზე,
კულტურულ-შემეცნებითი
ღონისძიებების
ორგანიზებასა და გრძელვადიან სტრატეგიულ განვითარებაზე. მიზანშეწონილად მიგვაჩნია,
რომ
ენის
კურსები
იყოს
დიფერენცირებული
და
შეძლებისდაგვარად
მორგებული
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა კონკრეტულ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე.
გასათვალისწინებელია მათი განსხვავებული შესაძლებლობები. ასევე მნიშვნელოვანია, კურსები
ხელმისაწვდომი იყოს იმ თავშესაფრის მაძიებელთათვის, რომლებიც მათი წარმოშობის
ქვეყნებში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით იმსახურებენ
საერთაშორისო დაცვის მინიჭებას. მიგვაჩნია, რომ მათ უნდა მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ იმ
უფლებებით, რაც უზრუნველყოფილია კანონმდებლობით, ხოლო აღნიშნული უფლებების
რეალიზება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ქართული ენის ცოდნაზე.
წინადადება საქართველოს პარლამენტს:
უზრუნველყოს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანა. კერძოდ, კანონიდან ამოღებულ იქნას მე-7 მუხლის მეოთხე პუნქტი, რომელიც
წინააღმდეგობაშია „ლტოლვილთა შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციასთან
რეკომენდაციები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურს
უზრუნველყოს
სახელმწიფო
ჰუმანიტარული
სტატუსების
უსაფრთხოების
მინიჭებაზე
უარის
არგუმენტით
შესახებ
ლტოლვილის
ან
გადაწყვეტილებისა
და
მიზანშეუწონლობის დასკვნის დასაბუთება კონკრეტული საფუძვლის მითითებით
346
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017
იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას და გაითვალისწინონ ამ
მხრივ არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უზრუნველყოს
სამინისტროს
შესაბამისი
ყველა
სტრუქტურული
ერთეულის
თანამშრომელთა გადამზადება თავშესაფრის საკითხებზე და აღნიშნული თემატიკა
აისახოს პროფესიული საბაზისო და გადამზადების პროგრამებში
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს:
ინტეგრაციის ცენტრის მეშვეობით უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა
ინტეგრაციის პროგრამების გაუმჯობესება და გაფართოება, რათა უფრო მეტ ლტოლვილს
და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ამ
პროგრამებით
უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების შესახებ
ცნობიერების ამაღლება როგორც ბენეფიციარებში, ასევე ადგილობრივ საზოგადოებაში,
ამისთვის დაგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები
უზრუნველყოს
ქართული
ენის
კურსების
ხელმისაწვდომობა
თავშესაფრის
მაძიებელთათვის
აწარმოოს დიალოგი საერთაშორისო დონორ და განვითარების ორგანიზაციებთან, რათა
მოიძიოს ფინანსები და
ხელს შეუწყოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა
საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
347
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017