„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-10
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო
კოდი: 010320000.05.001.017921) 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 და 22
პუნქტები შემდეგი რედაქციით:
ა) „21. მოხელეთა რეზერვში ირიცხება ასევე:
ა) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში
როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის მეუღლე, რომელიც
როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მეუღლის წარგზავნის გამო პროფესიული
საჯარო
მოხელის
თანამდებობიდან
თავისუფლდება
პირადი
განცხადების
საფუძველზე;
ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან
როტაციის
წესით
სამუშაო
მივლინებიდან
გამოწვეული
პირები,
თუ
ისინი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის
გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე.“.
ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,22. ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე რეზერვში ჩარიცხული
პირების რეზერვში ყოფნის ვადის დენა შეჩერდება როტაციის წესით სამუშაო
მივლინების დასრულებამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბართი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
როგორც ცნობილია, ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
დიპლომატიურ
სამსახურში
დაწესებულია
თანამდებობის
პირთა
როტაცია.
როტაციის ფარგლებში ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და
საკონსულო
დაწესებულებაში
პირთა
სამუშაო
მივლინება,
დიპლომატიურ
წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ
პირთა გამოწვევა. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს,
საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების
შესაბამისად,
გარანტირებული
აქვს
მისი
ოჯახის
წევრებთან
(განმარტებას
ითვალისწინებს ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი)
ერთად როტაციაში წარგზავნა.
იმის
გათვალისწინებით,
რომ
სახელმწიფო
ინტერესს
წარმოადგენს
კვალიფიციური კადრის როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნა,
შემაფერხებელ ფაქტორს არ უნდა წარმოადგენდეს წარსაგზავნი პირის მეუღლის
სახელმწიფო სამსახურთან კავშირის შეწყვეტა. შესაბამისად, მიზანშეწონილია,
აღნიშნული კატეგორიის პირები ჩაირიცხონ მოხელეთა რეზერვში.
გარდა ამისა, პროექტის თანახმად, რეზერვში ჩარიცხვას ექვემდებარებიან
დიპლომატიური
წარმომადგენლობიდან
როტაციის
სამუშაო
წესით
და
მივლინებიდან
საკონსულო
გამოწვეული
დაწესებულებიდან
პირები,
თუ
ისინი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის
გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე. აღნიშნული კატეგორიის პირები,
როგორც წესი ფლობენ საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაო გამოცდილებას და არიან
მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირები. ხშირ შემთხვევაში, ვაკანსიის არარსებობის
გამო ვერ ხერხდება აღნიშნული კატეგორიის პირების
დასაქმება საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, თუმცა ისინი ირიცხებიან დიპლომატიური
სამსახურის რეზერვში. მაღალკვალიფიციური კადრების შემდგომი დასაქმების
მიზნით, მიზანშეწონილია ასევე მოხდეს აღნიშნული პირების მოხელეთა რეზერვში
ჩარიცხვა მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტის
მიღების
მიზანს
წარმოადგენს
,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
პრინციპების ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში იმპლემენტაცია, ამ
კანონით დადგენილ მოხელეთა რეზერვში ჩასარიცხ პირთა წრის სრულყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, კანონის 105-ე მუხლს (მოხელეთა რეზერვი) ემატება
21 და 22 პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებს მოხელეთა რეზერვში ორი კატეგორიის
პირთა ჩარიცხვის ვალდებულებას. კერძოდ, მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხება
დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის
წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის მეუღლე, თუ იგი მივლინებამდე
საქმიანობდა სახელმწიფო სამსახურში და დიპლომატიური წარმომადგენლობიდან
და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან
გამოწვეული პირები, თუ ისინი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე.
გარდა
ამისა,
წარმოდგენილი
ცვლილების
შესაბამისად,
დიპლომატიურ
წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო
მივლინებაში წარგზავნილი პირის მეუღლეებისათვის რეზერვში ყოფნის ვადის დენა
შეჩერდება მეუღლის როტაციის წესით სამუშაო მივლინების დასრულებამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინაარმდეგება
საერთასორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 105. მოხელეთა რეზერვი
1. თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში
მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი
სარგოს ოდენობით.
2. მოხელეთა რეზერვში ირიცხება ასევე მოხელე, რომელიც პროფესიული
განვითარების
პროგრამაში
მონაწილეობის
მიზნით
თავისუფლდება
თანამდებობიდან.
3. მოხელე მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით ირიცხება.
4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ამ
კანონით დადგენილი წესით საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით
გამოცხადებულ დახურულ კონკურსში.
5. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელის მიერ შრომითი საქმიანობის დაწყება
არ იწვევს რეზერვიდან მის ვადაზე ადრე ამორიცხვას, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ის კონკურსის საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში მოხელის
თანამდებობაზე დაინიშნება.
6. მოხელეთა რეზერვის მართვას ახორციელებს ბიურო.