„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-10
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„საქართველოს
მოქალაქეთა
და
საქართველოში
მცხოვრებ
უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის
გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 18 წლამდე პირი, მათ შორის, მიუსაფარი ბავშვი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვი,
აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლიან
მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მათი
სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სხვა
კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით. თანხმობა სააგენტოს უფლებამოსილი
პირის წინაშე შეიძლება ასევე გამოიხატოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით,
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. მიუსაფარი ბავშვის ან/და
ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია ასევე მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოს თანხმობით.“.
2. მე–10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
გარდაცვლილი პირი რეგისტრაციიდან მოიხსნება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის,
ან
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური
წარმომადგენლობის,
ან
საკონსულო
დაწესებულების მიერ გარდაცვალების რეგისტრაციისას, დიპლომატიური არხების მეშვეობით
უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებიდან გარდაცვალების რეგისტრაციის ან გარდაცვალების
თაობაზე შეტყობინების მიღების, ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – შემოსავლების სამსახურისგან
საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვენების
შესახებ შეტყობინების/ინფორმაციის მიღების შემთხვევაში.“.
3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების
გაფორმების, მათი რეკვიზიტების შევსების (მათ შორის, კონკრეტული რეკვიზიტის არარსებობის
ან დაუდგენლობის შემთხვევაში), დოკუმენტების გაცემის, უცხოელთა რეგისტრაციისა და
პირადობის
დადასტურების
წესი
განისაზღვრება
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრის
ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო ცალკეულ
მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო
დაწესებულების მიერ განხორციელების წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
4. 202 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, მათი
რეკვიზიტების შევსების (მათ შორის, კონკრეტული რეკვიზიტის არარსებობის ან დაუდგენლობის
შემთხვევაში), დოკუმენტების გაცემის, მათ გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული
გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პასპორტის, სამგზავრო
პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი
განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა
ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო ცალკეულ მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების
წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
5. 2013 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის
ბლანკები და მათი აღწერილობები, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური
სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, მათი რეკვიზიტების შევსების (მათ შორის, კონკრეტული
რეკვიზიტის არარსებობის ან დაუდგენლობის შემთხვევაში), დოკუმენტების გაცემისა და
გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2.
ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა
უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს გარდაცვლილი პირის რეგისტრაციიდან მოხსნის
საფუძვლებს. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს მიერ გარდაცვლილი პირის რეგისტრაციიდან
მოხსნის ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების რეგისტრაციის ან
გარდაცვალების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებიდან დიპლომატიური არხების
მეშვეობით შეტყობინების მიღება. აღნიშნული ინფორმაციის სრულყოფის მიზნით საჭიროა
შემოღებულ იქნეს რეგისტრაციიდან მოხსნის დამატებითი მექანიზმი - საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
შემოსავლების სამსახურის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის ელექტრონული ფორმით
მიწოდება გარდაცვლილის საზღვარზე გადმოსვენების შემთხვევაში. „საქართველოს მოქალაქეთა
და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა
და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს
გარდაცვლილი პირის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლებს. დღევანდელი მდგომარეობით,
სააგენტოს არ მოეპოვება ინფორმაცია საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს იმ მოქალაქეთა
შესახებ, რომელთა გარდაცვალების ფაქტის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის. თუმცა,
გარდაცვლილი პირის გადმოსვენების
შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირ –
შემოსავლების სამსახურში. გასათვალიწინებელია, რომ სააგენტო ავტომატურ რეჟიმში ვერ იღებს
ინფორმაციას საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქეების საქართველოში გადმოსვენების
შესახებ და ასეთი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაშიც კი, ეს არ წარმოადგენს გარდაცვლილის
რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები
შეიძლება
ირიცხებოდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში. სააგენტოში 2013 წლიდან მიმდინარეობს
„საარჩევნო სიის სრულყოფის“ პროექტი, რომლის ფარგლებში გამოვლინდა გარდაცვალების 6
818 ფაქტი და განხორციელდა გარდაცვალების რეგისტრაცია (მათ შორის, საზღვარგარეთ და
ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდაცვლილი პირები ამოირიცხა საარჩევნო სიიდან). პროექტის
ფარგლებში, 2017 წელს, სააგენტომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – შემოსავლების სამსახურიდან
გამოითხოვა 2015-2017 წლებში საქართველოში გადმოსვენებულ პირთა შესახებ დოკუმენტაცია და
აღნიშნულ სსიპ-თან თანამშრომლობით, საბუთების შესწავლის შედეგად, დარეგისტრირდა
საქართველოს
50
მოქალაქის
გარდაცვალების
ფაქტი.
საკანონმდებლო
ცვლილების
განხორციელების შემდეგ გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენებისას ინფორმაცია
ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, მოხდება გარდაცვალების ფაქტის აღრიცხვა, მისი
რეგისტრაციის/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაუქმება შესაბამისი საფუძვლით
და გარდაცვლილი პირები აღარ დაფიქსირდებიან საარჩევნო სიაში.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების
სავალდებულო რეკვიზიტები, თუმცა, არსებული რეგულაციები არ იძლევა ამ რეკვიზიტების
შევსების წესისა და პროცედურის ყველა თავისებურების გათვალისწინების შესაძლებლობას, რისი
საჭიროებაც დგას დღის წესრიგში: არის შემთხვევები, როდესაც დოკუმენტის ზოგიერთი
რეკვიზიტის შევსება მეტ მოქნილობას და დამატებითი რეგულაციების არსებობას საჭიროებს,
რათა შესაძლებელი გახდეს სავალდებულო ველების შევსება და დოკუმენტის გაცემა კანონით
დადგენილი წესით. მაგალითისათვის, დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის
დადგენისას, არის შემთხვევები, როდესაც ვერ დგინდება პირის დაბადების ადგილი. ასეთ დროს
დგინდება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რის საფუძველზეც რეგისტრირდება
დაბადების სააქტო ჩანაწერი დაბადების ადგილის მითითების გარეშე. ასეთ დროს კი
შეუძლებელია პირზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, ვინაიდან, მოქმედი
რეგულაციების შესაბამისად, დაბადების ადგილი არის დოკუმენტის სავალდებულო რეკვიზიტი
და მისი შევსება აუცილებელია.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, სამხრეთ
კორეის რესპუბლიკა, დოკუმენტებში საერთოდ არ უთითებს პირის დაბადების ადგილს.
არსებობენ
ქვეყნები,
მაგ.:
რუსეთის
ფედერაცია,
ისრაელი,
რომლებიც
პირადობის
დამადასტურებელ დოკუმენტში წერენ „სსრკ“-ს, რის გამოც საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად ვეღარ დგინდება ის ქვეყანა ან კონკრეტული ადგილი, რომელიც პირის დაბადების
ადგილად უნდა დაფიქსირდეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. საქართველოს
კანონმდებლობით კი ბინადრობის მოწმობის გაცემა იმ პირებზე, რომელთა დაბადების ადგილიც
დაუდგენელია, არ არის შესაძლებელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის
დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტების შევსების არსებულთან შედარებით მოქნილი
და არსებულ საჭიროებებზე მორგებული წესის შემოღება.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს
კანონის
თანახმად,
ყველა
პირი,
გარდა
საქართველოს
მოქალაქისა
და
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა, უცხოელად ითვლება და მასზე
გაიცემა ბინადრობის ნებართვა. ბინადრობის ნებართვის გაცემის შემდგომ უნდა გაიცეს
ბინადრობის მოწმობა, რომლის სავალდებულო რეკვიზიტია პირის მოქალაქეობა. დღეის
მდგომარეობით, არსებობს რამდენიმე ქვეყნის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტები
(ძირითადად, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი), სადაც მითითებული არ არის მოქალაქეობა.
აღნიშნულ პირზე გაიცემა ბინადრობის ნებართვა, თუმცა, მასზე ბინადრობის მოწმობის გაცემა
პრობლემურია ზემომითითებული გარემოების გამო.
ანალოგიური პრობლემა დგას დოკუმენტში გვარის მითითებასთან დაკავშირებით. არსებობს
რამდენიმე ქვეყნა (მაგ.: ინდოეთი, საუდის არაბეთის სამეფო), სადაც პირს არ ენიჭება გვარი და,
შესაბამისად, მათ მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტები არ შეიცავს მითითებულ რეკვიზიტს.
ამდენად, იმისათვის, რათა შესაბამისი დოკუმენტი გაიცეს პირზე, რომლის დაბადების
ადგილის დადგენა ვერ ხერხდება, უცხოელზე, რომლის მოქალაქეობაც ვერ დგინდება, ასევე
პირზე,
რომელსაც
არ
აქვს
გვარი,
საჭიროა
დოკუმენტის
შესაბამისი
ველის
შევსება
დადგენილისაგან განსხვავებული ფორმით.
ამასთანავე, იმისათვის, რათა არასრულწლოვანთა უფლებები უკეთ იყოს დაცული,
მიზანშეწონილია,
კანონში
განხორციელდეს
ცვლილება,
რომლითაც
არასრულწლოვნები
რეგისტრაციას გაივლიან მშობლის მისამართზე, მათ მიერ დამატებითი დოკუმენტების
წარდგენის გარეშე. მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, 16 წლამდე არასრულწლოვანს
მისამართზე რეგისტრაციისათვის არ მოეთხოვება რაიმე სახის დოკუმენტის წარდგენა, ის
რეგისტრირდება ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 16-დან 18 წლამდე
ასაკის პირებს კი მისამართზე რეგისტრაციისათვის ევალებათ კონკრეტული დოკუმენტების
წარმოდენა (მაგ.: საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების
ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ დადასტურება), ხოლო ასეთი
დოკუმენტების
წარუდგენლობის
შემთხვევაში,
აღნიშნული
პირები
რეგისტრირდებიან
მისამართის მითითების გარეშე, ან მათ უარი ეთქმებათ რეგისტრაციასა და, ზოგ შემთხვევაში,
შესაბამისი დოკუმენტის გაცემაზეც, მაშინ, როდესაც კანონით პირი არასრულწლოვნად ითვლება
18 წლის ასაკამდე. აქედან გამომდინარე, საჭიროა კანონში ცვლილების განხორციელება და იმის
მითითება, რომ 18 წლამდე ასაკის პირი რეგისტრაციას გაივლის მშობლებთან, მეურვესთან,
მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია დაინტერესებულ პირზე გასაცემი შესაბამისი დოკუმენტების
რეკვიზიტების შევსების მოქნილი მექანიზმის შექმნა, ასევე საქართველოს მოქალაქეების სხვა
სახელმწიფოში გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა. 2013
წლიდან დღემდე
„საარჩევნო სიის სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება
საქართველოში გადმოსვენებული საზღვარგარეთ გარდაცვლილი პირების შესახებ ინფორმაციის
გამოთხოვა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საფუძველი პირის რეგისტრაციიდან მოსახსნელად; ამის
შემდეგ კარდაკარ გადამოწმების პრინციპით ხდება გარდაცვალების ფაქტის დადასტურება და
რეგისტრაცია. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – შემოსავლების
სამსახურიდან ავტომატურ რეჟიმში მიღებული შეტყობინება იქნება გარდაცვლილი პირის
რეგისტრაციიდან მოხსნისა და საარჩევნო სიიდან ამოღების საფუძველი. კანონპროექტი ასევე
მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა რეგისტრაციის პროცესში მათი უფლებების დაცვის
გარანტიების გამყარებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის
თანახმად, მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან
ერთად რეგისტრაციას გაივლიან 18 წლამდე (ნაცვლად ამჟამად გათვალისწინებული 16 წლისა)
ასაკის პირები. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის
რეგისტრაციისა და ზოგიერთ შემთხვევაში პირადობის მოწმობის შეუფერხებლად გაცემა.
ცვლილება შედის კანონის მე-10 მუხლშიც, რომლის მიხედვით, გარდაცვლილი პირი
რეგისტრაციიდან მოიხსნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – შემოსავლების სამსახურისგან
საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვენების
შესახებ შეტყობინების/ინფორმაციის მიღების შემთხვევაშიც.
კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი, 202
მუხლის მე-9 პუნქტი და 2013 მუხლის მე-6 პუნქტი. აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული
დოკუმენტების კონკრეტული რეკვიზიტის დაუდგენლობის ან არარსებობის შემთხვევისთვის
იუსტიციის
მინისტრს
ენიჭება
ასეთი
რეკვიზიტის
შევსების
წესის
განსაზღვრის
უფლებამოსილება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებელის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3
1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან,
გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე
საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 14-დან 18 წლამდე
პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება, აგრეთვე მასზე
პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის
განცხადების
საფუძველზე.
„სოციალური
დახმარების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული მიუსაფარი ბავშვის, რომელიც არის 14-დან 18 წლამდე ასაკის (შემდგომ −
მიუსაფარი ბავშვი), ან/და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის
მსხვერპლთა
დაცვისა
და
დახმარების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული მსხვერპლის, რომელიც არასრულწლოვანია (შემდგომ − ძალადობის
მსხვერპლი ბავშვი), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ან/და მასზე
პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს
განცხადების საფუძველზე.
2. საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის მიღწევიდან 6 თვის ვადაში მიიღოს
პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის აღება სურვილის შემთხვევაში ასევე შეუძლია 14
წლამდე საქართველოს მოქალაქეს.
2 1 . საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით მიიღოს ბინადრობის მოწმობა.
22 . საქართველოს მოქალაქის და საქართველოში მცხოვრები უცხოელის მიერ პირადობის
(ბინადრობის) მოწმობის მისაღებად აუცილებელია მათი რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი
წესით. საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად რეგისტრაციის
ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ემიგრაციის ნებართვის საფუძველზე მუდმივად
საცხოვრებლად გაემგზავრა სხვა სახელმწიფოში.
3. 14 წლამდე პირის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ამ პირთა კანონიერი
წარმომადგენლის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა
და
დაწესებულების
სამხრეთ
განათლების
დაწესებულების
ხელმძღვანელის,
ოსეთის
ავტონომიური
ხელმძღვანელის,
თვითმმართველი
ოლქის
ერთეულის
ტერიტორიაზე
ზოგადსაგანმანათლებლო
რწმუნებულის,
დროებითი
ყოფილი
ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
3 1. 14 წლამდე პირზე, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე
პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების
საფუძველზე. 14 წლამდე ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე ან/და მიუსაფარ ბავშვზე პირადობის
(ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების
საფუძველზე.
4. დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია
მისი
საცხოვრებელი
ადგილის
მიხედვით.
პირი
საცხოვრებელი
ადგილის
მიხედვით
რეგისტრირებულად ითვლება დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან. თუ არასრულწლოვანი
პირის დაბადების რეგისტრაციისას მისი ორივე მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი
რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია
ხორციელდება მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. პირის საცხოვრებელ ადგილად, ამ კანონის თანახმად, მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი
საცხოვრებლად ირჩევს.
6. 16 წლამდე პირი, მათ შორის, მიუსაფარი ბავშვი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვი,
აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლიან
მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მათი
სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სხვა
კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით. თანხმობა სააგენტოს უფლებამოსილი
პირის წინაშე შეიძლება ასევე გამოიხატოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით,
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. მიუსაფარი ბავშვის ან/და
ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია ასევე მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოს თანხმობით.
7. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო
აღრიცხვაზე
დიპლომატიურ
საქართველოს
წარმომადგენლობაში
ან
საკონსულო
დაწესებულებაში.
8. საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 6
თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს
დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.
9.
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიურ
წარმომადგენლობას,
მესამე
სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესთა სექციას
ან საკონსულო დაწესებულებას (შემდგომ − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება) რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადება
შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ
არის რეგისტრირებული საქართველოში.
10. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა
გაიცემა მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზღვარგარეთ
მისამართზე რეგისტრაციისათვის მესაკუთრის თანხმობა სავალდებულო არ არის.
12. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირზე გაიცემა შესაბამისი საკონსულო აღრიცხვის
ბარათი, რომელიც ძალაშია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.
13. საკონსულო აღრიცხვისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
14. (ამოღებულია – 24.06.2011, №4937).
15. პირის რეგისტრაციის, საკონსულო აღრიცხვის, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და
გაცემული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია აისახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა
ბაზაში.
16.
რეგისტრაციასთან
და
პირადობის
(ბინადრობის)
მოწმობის
გაცემასთან
დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის
გაცნობის, აგრეთვე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული მხარისთვის
გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ
უფლებამოსილებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან
საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 10
გარდაცვლილი
პირი
რეგისტრაციიდან
მოიხსნება
სააგენტოს
ტერიტორიული
სამსახურის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო
დაწესებულების
მიერ
გარდაცვალების
რეგისტრაციისას
ან
საქართველოს
მოქალაქის
გარდაცვალების რეგისტრაციის ან გარდაცვალების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური
ორგანოებიდან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების მიღების შემთხვევაში.
მუხლი 20
1. აკრძალულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ჩამორთმევა კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აგრეთვე მოწმობის დატოვება გირაოდ.
2. პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების
გაფორმებისა და გაცემის, უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესი
განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა
ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო ცალკეულ მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების
წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
21. სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული მომსახურების მისაღებად მესამე
პირისათვის
წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების
ელექტრონული
კომუნიკაციის
საშუალებების გამოყენებით მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
3. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის წესი, აგრეთვე
სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების
მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
4. სააგენტო უფლებამოსილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
მეწარმე სუბიექტთან ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან
დადებული ხელშეკრულების შესაბამისად გასცეს პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
რეგისტრაციასა
და
საკონსულო
აღრიცხვასთან
დაკავშირებული,
ასევე
პირადობის
დამადასტურებელ დოკუმენტში ასახული პერსონალური მონაცემები, თუ არსებობს იმ პირის
თანხმობა, რომელსაც ეხება ეს ინფორმაცია. აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება, თუ
ინფორმაციის
გამომთხოვი
დაწესებულების
განხორციელებული/განსახორციელებელი
მიერ
მოქმედების
შესაბამისი
არსიდან
ან
პირის
სხვა
მიმართ
გარემოებიდან
ივარაუდება, რომ პირი თანახმაა თავისი პერსონალური მონაცემების გაცემაზე.
მუხლი 202
1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი.
1 1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების უფლების მქონე პირთა წრე და
მისი გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის
მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს ან
დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში.
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიურ
დაწესებულებაში
წარდგენილი
განცხადების
წარმომადგენლობაში
საფუძველზე
ან
საკონსულო
ბიომეტრიული
მონაცემების
შემცველობის გარეშე პასპორტი გაიცემა მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ბიომეტრიული
მონაცემების შემცველობით პასპორტი − მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში.
21. ამ მუხლის 81 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო
გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო იმავე პუნქტის „ი“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 3 დღის ვადაში.
3. პასპორტის გაცემისას დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი დამატებითი
დოკუმენტების მოთხოვნა.
4. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვთ სრულწლოვან
და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს.
მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის გაცემის თაობაზე
შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
41.
პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აგრეთვე აქვს 14 წლის ასაკს მიღ
წეულ
არასრულწლოვან
პირს
,
თუმას
მიღებული
აქვს
საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობა .
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. დაინტერესებული პირი პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტასთან ერთად
წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, ფოტოსურათს და მომსახურების
საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.
7 1. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც მიიღო საქართველოს
მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ან რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ერთხელ მაინც
აქვს გავლილი რეგისტრაცია, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე.
7 2. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირი სამგზავრო პასპორტის მისაღებად, აგრეთვე ლტოლვილის სტატუსის მქონე
პირი სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირადობის მოწმობის ნაცვლად ბინადრობის მოწმობას
წარადგენს.
73. სამსახურებრივი პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად შესაბამის პირს,
ხოლო სამგზავრო პასპორტის მისაღებად − ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს მომსახურების
საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა არ მოეთხოვება.
7
4
. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის, არასრულწლოვან
საქართველოს მოქალაქეს, რომლის კანონიერი წარმომადგენელი ასევე საზღვარგარეთ იმყოფება)
უფლება აქვს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით
განსაზღვრულ შემთხვევაში წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ
სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას პასპორტის მიღების
მოთხოვნით.
აღნიშნული
წარმომადგენლობა
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უნდა
დადასტურდეს
საქართველოს
75. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით
განსაზღვრულ შემთხვევაში ფოსტის მეშვეობით მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს
ან
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიურ
წარმომადგენლობას
ან
საკონსულო დაწესებულებას პასპორტის მიღების მოთხოვნით.
76.
ამ
მუხლის
მე
-
7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის , თუ სააგენტ
ოს ელექტრონულმონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას .
77.
6
ამ
მუხლის
7
პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება განცხადება - ანკეტასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტები
ს საქართველოსდიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვი
ს წარდგენაზე , რომლებიც არ არიან დაკავშირებულისააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზას
თან .
7 8 . საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს
საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა ან რომელიც რეგისტრირებულია ამ
კანონით დადგენილი წესით, ასევე 14 წელს მიღწეულმა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს
არასრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან
პირადობის მოწმობა და რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ
მონაცემთა ბაზის საშუალებით, პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტა და საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სხვა
დოკუმენტები
შეიძლება
წარადგინონ
ელექტრონული ფორმით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
8. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი
წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო
თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. თანხმობა შეიძლება
გამოიხატოს წერილობით, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. თანხმობა
შეიძლება ასევე გამოიხატოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული
კომუნიკაციის საშუალებით. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტი
გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე.
81. პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამ მუხლის მე8 პუნქტით განსაზღვრული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ:
ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;
გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის
მიმღებად;
დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;
ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი
წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;
ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების
გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია
მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა;
ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის
მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე
კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო
ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას.
82. 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ
ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
8
. თუ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე
3
არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად
ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის
წარდგენა იმის გამო, რომ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის
ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია, ან მეორე კანონიერი
წარმომადგენელი გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღებია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და
შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით/დოკუმენტებით დადასტურება ვერ ხერხდება,
მის/მათ ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ
გაცემული შესაბამისი ცნობა.
84.
საზღვარგარეთ
მყოფი
არასრულწლოვნისათვის
(14
წლის
ასაკს
მიღწეული
პირისათვის) პასპორტის მისაღებად პირადობის მოწმობის წარდგენა სავალდებულო არ არის.
8 5. ამ მუხლის 8 1 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
არასრულწლოვანზე პასპორტი გაიცემა სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის
რეგისტრაციის სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი
გადაწყვეტილების საფუძველზე.
8 6 . სხვა სახელმწიფოს ნოტარიუსის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული
თანხმობა
პასპორტის
ან
წარმომადგენლობითი
გაცემაზე
საქართველოს
უფლებამოსილების
უფლებამოსილმა
დამადასტურებელი
ორგანოებმა
დოკუმენტი
შეიძლება
მიიღონ
ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე.
9. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და
გაფორმების, მათ გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების
დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და
სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ
განსახორციელებლად
საჭირო
ცალკეულ
მოქმედებათა
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების
წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
9 1. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე მისი კანონიერი
წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო
თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი თანხმობის ან სააგენტოს
უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული
თანხმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
10. (ამოღებულია - 20.09.2013, №1265).
მუხლი 2013
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად
აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი
სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის
შესაბამისად, გაიცემა პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტი.
2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის
მიღების უფლება არა აქვს პირს, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის
მოწმობა ან/და საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
3. პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს
სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უფლებამოსილი ტერიტორიული
სამსახურების მეშვეობით.
4. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის
გაცემის
საკითხის
განხილვისას
სახელმწიფო
და
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის
დამაბრკოლებელი
გარემოებების
არსებობის
დასადგენად
სააგენტოს
უფლებამოსილი
ტერიტორიული სამსახურის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ურთიერთობის წესი განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
5. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის
გაცემის
საკითხზე
სახელმწიფო
და
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
თვალსაზრისით
დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
6. პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის
ბლანკები და მათი აღწერილობები, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური
სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
7. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიმართ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4–
მე-5 პუნქტები და 111 მუხლი.