„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.04.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/187/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-10
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016497) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის ფორმას, მისი რეკვიზიტების შევსების (მათ შორის, კონკრეტული რეკვიზიტის არარსებობის ან დაუდგენლობის შემთხვევაში), გაცემისა და გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“. მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტის ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია თანამემემულის მოწმობის სავალდებულო რეკვიზიტები, თუმცა, დღეს არსებული რეგულაციები არ იძლევა ამ რეკვიზიტების შევსების წესისა და პროცედურის ყველა თავისებურების გათვალისწინების შესაძლებლობას, რისი საჭიროებაც დგას დღის წესრიგში: არის შემთხვევები, როდესაც დოკუმენტის ზოგიერთი რეკვიზიტის შევსება მეტ მოქნილობას და დამატებითი რეგულაციების არსებობას საჭიროებს, რათა შესაძლებელი გახდეს სავალდებულო ველების შევსება და დოკუმენტის გაცემა კანონით დადგენილი წესით. მაგალითად, როდესაც ვერ დგინდება პირის დაბადების ადგილი, აღნიშნულ პირზე ვერ გაიცემა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა, ვინაიდან, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, დაბადების ადგილი დოკუმენტის სავალდებულო რეკვიზიტია და მისი შევსება აუცილებელია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, დოკუმენტებში საერთოდ არ უთითებს დაბადების ადგილს. არსებობენ ქვეყნები, მაგ.: რუსეთის ფედერაცია, ისრაელი, რომლებიც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში წერენ „სსრკ“-ს, რის გამოც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვეღარ დგინდება ის ქვეყანა ან კონკრეტული ადგილი, რომელიც პირის დაბადების ადგილად უნდა დაფიქსირდეს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობაში. ანალოგიური პრობლემა დგას დოკუმენტში გვარის მითითებასთან დაკავშირებით. არსებობს რამდენიმე ქვეყნა (მაგ.: ინდოეთი, საუდის არაბეთის სამეფო), სადაც პირს არ ენიჭება გვარი და, შესაბამისად, მათ მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტები არ შეიცავს მითითებულ რეკვიზიტს. ამდენად, იმისათვის, რათა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის მოწმობა გაიცეს პირზე, რომლის დაბადების ადგილის დადგენა ვერ ხერხდება, ასევე პირზე, რომელსაც არ აქვს გვარი, საჭიროა დოკუმენტის შესაბამისი ველის შევსება დადგენილისაგან განსხვავებული ფორმით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის რეკვიზიტების შევსების მოქნილი მექანიზმის შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თამამემამულის მოწმობის კონკრეტული რეკვიზიტის დაუდგენლობის ან არარსებობის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრს ენიჭება ასეთი რეკვიზიტის შევსების წესის განსაზღვრის უფლებამოსილება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 8. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა 1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა მფლობელის ფოტოსურათთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი; გ) დაბადების ადგილი; დ) სააგენტოს მიერ მინიჭებული პირადი ნომერი; ე) პირადი ხელმოწერა; ვ) მოქალაქეობა; ზ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ი) მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის მოქმედების ვადა; კ) მოწმობის ნომერი; ლ) ბეჭედი. 3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის ფორმას, მისი გაცემისა და გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა 20 წლამდე ასაკის პირზე გაიცემა 3 წლის ვადით, 20-დან 65 წლამდე ასაკის პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო 65 წელზე მეტი ასაკის პირზე – უვადოდ. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში პირი სააგენტოს მიმართავს ახალი მოწმობის გაცემის მოთხოვნით. 5. სახელის, გვარის ან მოქალაქეობის შეცვლისას, აგრეთვე ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მფლობელი ვალდებულია ამის შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს სააგენტოს ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს. ასეთ შემთხვევაში პირზე გაიცემა ახალი მოწმობა. 6. პირი უფლებამოსილია შეცვალოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა შემდეგ შემთხვევებში: ა) მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას; ბ) გამოყენების ა თვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას. 7. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა ძალას კარგავს.