„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.04.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/189/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-10
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 1127-ე მუხლს დაემატოს შედეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. განქორწინების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, რომელიც, ამავე კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეადგენს ათ წელს მაშინაც კი, როდესაც ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. 2012 წლის 1 თებერვლამდე განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი იყო ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 3 წლის განმავლობაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის მეშვეობით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მეუღლე სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში არ დაარეგისტრირებდა სასამართლო გადაწყვეტილებას, სამი წლის შემდგომ მისი დარეგისტრირება შეუძლებელი იქნებოდა. გასათვალისწინებელია, რომ მოქალაქეებისთვის ზოგჯერ არ იყო ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სააგენტოში განქორწინების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ. შესაბამისად, თვლიდნენ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკმარისი იყო ქორწინების შესაწყვეტად. 2012 წლის 1 თებერვლიდან, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან, ეს რეგულაცია გაუქმდა და სასამართლოს გაუჩნდა ვალდებულება, თავისი გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუზავნოს სააგენტოს. სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც განქორწინების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ძველი გადაწყვეტილების რეგისტრაციისთვის წარმოდგენა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისი გამოტანიდან რამდენიმე წლის შემდეგ ხდება. თუმცა, სააგენტო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, მოკლებულია შესაძლებლობას, დაარეგისტრიროს ისინი. ამდენად, ამ შემთხვევაში სააგენტო ვერ ახერხებს მისი, როგორც სამოქალაქო აქტების მარეგისტრირებელი ორგანოს, ძირითადი ფუნქციის - სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის - განხორციელებას. საგულისხმოა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები წარმოადგენს სასამართლოს მიერ დადგენილ ისეთ კონკრეტულ ფაქტებს/ურთიერთობებს, რომელთა არსებობა არ არის დამოკიდებული ვადაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ ეს ურთიერთობა წარმოშობილი ან შეწყვეტილია იმის მიუხედავად, თუ რამდენი წელია გასული ამ გადაწყვეტილების მიღებიდან. შესაბამისად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა განქორწინების ფაქტი, მისი აღსრულება (და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია) შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ დროს, ვიანიდან ამ დროს სახეზეა პირთა ნების ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ან შეწყდა ესა თუ ის ურთიერთობა (მოცემულ შემთხვევაში - ქორწინება). ამდენად, კანონმდებლობა ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ გამორიცხოს ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით პირის მიერ სასამართლოსთვის იმავე მოთხოვნით ხელმეორედ მიმართვის საჭიროება. ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო გახდა სამოქალაქო კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გაუვრცელებლობით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მიზნებისათვის განქორწინების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფა და სამოქალაქო რეესტრში ინფორმაციის სრულყოფილად აღრიცხვის ხელშეწყობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლს ემატება მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა არ გავრცელდება განქორწინების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინების რეგისტრაციაზე, ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1127. განქორწინების საქმეთა განხილვა სასამართლოს მიერ 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. 4. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.