„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-10
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების
რეგისტრაციის
ორგანო
ახორციელებს
განქორწინების
რეგისტრაციას,
მიუხედავად
ამ
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისა.“.
2. 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების
რეალური ადგილის მითითების თაობაზე, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების
ადგილად კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულია დაბადების რეგისტრაციის ადგილი.“.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილებით
დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, რომელიც, ამავე კოდექსის 142-ე მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად, შეადგენს ათ წელს მაშინაც კი, როდესაც ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ
ხანდაზმულობას ექვემდებარება.
2012 წლის 1 თებერვლამდე განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი იყო ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით,
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 3 წლის განმავლობაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის
მეშვეობით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მეუღლე სააგენტოს ტერიტორიულ
სამსახურში არ დაარეგისტრირებდა სასამართლო გადაწყვეტილებას, სამი წლის შემდგომ მისი
დარეგისტრირება შეუძლებელი იქნებოდა. გასათვალისწინებელია, რომ მოქალაქეებისთვის
ზოგჯერ არ იყო ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სააგენტოში
განქორწინების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ. შესაბამისად, თვლიდნენ,
რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკმარისი იყო ქორწინების შესაწყვეტად. 2012
წლის 1 თებერვლიდან, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან, ეს
რეგულაცია გაუქმდა და სასამართლოს გაუჩნდა ვალდებულება, თავისი გადაწყვეტილებები
კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუზავნოს სააგენტოს.
სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის პრაქტიკაში არის
შემთხვევები, როდესაც განქორწინების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ძველი
გადაწყვეტილების რეგისტრაციისთვის წარმოდგენა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისი
გამოტანიდან რამდენიმე წლის შემდეგ ხდება. თუმცა, სააგენტო, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო,
მოკლებულია შესაძლებლობას, დაარეგისტრიროს ისინი. ამდენად, ამ შემთხვევაში სააგენტო ვერ
ახერხებს მისი, როგორც სამოქალაქო აქტების მარეგისტრირებელი ორგანოს, ძირითადი ფუნქციის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის - განხორციელებას. საგულისხმოა, რომ სასამართლო
გადაწყვეტილებები
წარმოადგენს
სასამართლოს
მიერ
დადგენილ
ისეთ
კონკრეტულ
ფაქტებს/ურთიერთობებს, რომელთა არსებობა არ არის დამოკიდებული ვადაზე, რაც იმას
გულისხმობს, რომ ეს ურთიერთობა წარმოშობილი ან შეწყვეტილია იმის მიუხედავად, თუ რამდენი
წელია
გასული
ამ
გადაწყვეტილების
მიღებიდან.
შესაბამისად,
თუ
სასამართლოს
გადაწყვეტილებით დადგინდა განქორწინების ფაქტი, მისი აღსრულება (და შესაბამისი სამოქალაქო
აქტის რეგისტრაცია) შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ დროს, ვიანიდან ამ დროს სახეზეა პირთა
ნების ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა
გამოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ან შეწყდა ესა თუ ის ურთიერთობა
(მოცემულ შემთხვევაში - ქორწინება). ამდენად, კანონმდებლობა ისე უნდა იყოს ფორმულირებული,
რომ გამორიცხოს ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით პირის მიერ სასამართლოსთვის იმავე
მოთხოვნით ხელმეორედ მიმართვის საჭიროება.
ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო გახდა საქართველოს სამოქალაქო
კოდექსსა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების
განხორციელება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაბადების სამოქალაქო
აქტში მოქალაქის დაბადების ადგილის გრაფაში იწერება ქვეყნისა და იმ ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის (საქართველოში – მუნიციპალიტეტი) დასახელება, სადაც ბავშვია
დაბადებული.
დაბადების
ადგილის
განსაზღვრისას
სხვადასხვა
დროს
მოქმედი
რეგულაციები
განსხვავებულ წესებს ითვალისწინებდა, რომელთა შესაბამისად, შესაძლებელი იყო დაბადების
ადგილის განსაზღვრა. მაგალითად, მოქმედებდა რეგულაციები, როდესაც დაბადების ადგილის
განსაზღვრა დამოკიდებული იყო მშობლების სურვილზე და დაბადების ადგილის რეგისტრაცია
რეალური დაბადების ადგილის ან დაბადების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ხდებოდა.
მაგალითად,
„საქართველოს
სს
რესპუბლიკაში
მოქალაქეობრივი
მდგომარეობის
აქტების
რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დამტკიცებული 09.03.1971 წ., ძალადაკარგული
18.04.1996 წ.) მე-2 თავის მე-11 პუნქტი ადგენდა: „თუ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია წარმოებს
მშობლების (მშობლის) საცხოვრებელი ადგილის და არა დაბადების ადგილის მიხედვით, მაშინ
ჩანაწერის მე-6 გრაფაში - „დაბადების ადგილი“ უნდა იქნეს მითითებული მშობელთა (მშობლის)
საცხოვრებელი ადგილი“, ხოლო „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს
კანონის (08.11.1998წ., ძალადაკარგული 01.02.2012წ.) 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველადი
რედაქცია შემდეგ რეგულაციას შეიცავდა: „დაბადების აქტის ჩანაწერში და დაბადების მოწმობაში
მიეთითება ბავშვის დაბადების ადგილი. მშობლების სურვილისამებრ დაბადების ადგილად
შეიძლება მითითებულ იქნეს დაბადების რეგისტრაციის ადგილი“, თუმცა, მოგვიანებით
აღნიშნული ნორმა შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „დაბადების აქტის ჩანაწერში და დაბადების
მოწმობაში მიეთითება ბავშვის დაბადების ადგილი. მშობლების სურვილისამებრ, დაბადების
ადგილად შეიძლება მითითებულ იქნეს ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილი, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ბავშვის დაბადების ფაქტობრივი ან მშობლის რეგისტრაციის ადგილი არის
საზღვარგარეთ“.
პრაქტიკაში დადგა შემთხვევა, როდესაც დაბადების ადგილის მითითება შესაბამის
პერიოდში მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მოხდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პირველად
გაცემულ დაბადების მოწმობაში და დაბადების სამოქალაქო აქტში მითითებული დაბადების
ადგილი არ იყო იდენტური. ამასთან, მოწმობაში მითითებული დაბადების ადგილი იმ ადგილის
იდენტური იყო, სადაც რეალურად იყო ბავშვი დაბადებული (დასტურდებოდა სამედიცინო
ცნობით).
იმის გამო, რომ პირს, რომელსაც გააჩნია პირველად გაცემული დაბადების მოწმობა, რომლის
მიმართაც მას კანონიერი ნდობა ჰქონდა, ამავდროულად, ყველა დოკუმენტს ფლობს დაბადების
მოწმობაში და არა დაბადების სამოქალაქო აქტში მითითებული მონაცემებით, მიზანშეწონილია
ჰქონდეს ამ მონაცემების შესწორების მოთხოვნის შესაძლებლობა.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო აქტის
ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძვლებს. ესენია: ცვლილება, შესწორება და დამატება. იგივე
კანონი განსაზღვრავს შემთხვევებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია აქტში ამა თუ იმ სახის
ცვლილების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ ზემოთ აღწერილი შემთხვევა ვერც ერთ
საფუძველს ვერ შეესაბამება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სამოქალაქო აქტში მონაცემების
შეცვლას. აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად საჭიროა
ცვლილების შეტანა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც სამოქალაქო
აქტში მონაცემების შეცვლა და დაბადების ადგილის შესწორება შესაძლებელი გახდება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, ხანდაზმულობის ვადის გაუვრცელებლობით სამოქალაქო აქტების
რეგისტრაციის მიზნებისათვის განქორწინების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებების
აღსრულების
უზრუნველყოფა
და
სამოქალაქო
რეესტრში
ინფორმაციის
სრულყოფილად
აღრიცხვის ხელშეწყობა.
კანონპროექტის მიზანია, ასევე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გაუჩნდეს
დაინტერესებული პირის მოთხოვნით დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების
რეალური
ადგილის
მითითების
შესაძლებლობა,
რაც
დადასტურდება
კანონმდებლობით
გათვალისწინებული დოკუმენტებით, თუ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში კანონმდებლობის
შესაბამისად დაბადების ადგილად დაფიქსირებული იყო დაბადების რეგისტრაციის ადგილი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით იცვლება 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის რედაქცია, რომლის თანახმად,
განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის
ორგანო განახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას, მიუხედავად ამ გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისა.
კანონპროექტის შესაბამისად, კანონის 78-ე მუხლს ემატება „ლ“ ქვეპუნქტი, რომლის
თანახმად,
სამოქალაქო
აქტის
ჩანაწერში
ცვლილების
შეტანის
ერთ-ერთ
საფუძვლად
განისაზღვრება უფლებამოსილი პირის მოთხოვნა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების
რეალური ადგილის მითითების თაობაზე, თუ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების ადგილად
კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულია დაბადების რეგისტრაციის ადგილი.
დაბადების
რეალური
ადგილის
დადასტურება
შესაძლებელი
იქნება, მაგალითად,
უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით ან დაბადების სამოქალაქო
აქტის ჩანაწერში მითითებული ცნობის გამცემი დაწესებულების ადგილმდებარეობით, ხოლო თუ
ეს ინფორმაცია არ არის დაცული - დაბადების რეგისტრაციის დროს გაცემული მოწმობით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 58. სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ
1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ
ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის
ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
2. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას.
3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს
განქორწინების რეგისტრაცია, თუ განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ
არის დადგენილი თითოეული მეუღლის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სახელი,
გვარი, დაბადების თარიღი, ქორწინების რეგისტრაციის თარიღი ან მარეგისტრირებელი ორგანოს
დასახელება.
4. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციის წესი
განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
მუხლი 78. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი
გარემოების არსებობა:
ა) შვილად აყვანის რეგისტრაცია – თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს
გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეიცვალოს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის
ჩანაწერში მითითებული მონაცემები;
ბ) მამობის დადგენის რეგისტრაცია;
გ) მშობლის ქორწინების რეგისტრაცია − ქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის
შეცვლის შემთხვევაში;
დ) მშობლის განქორწინების რეგისტრაცია − განქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ
გვარის შეცვლის შემთხვევაში;
ე) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია;
ვ) გვარის დადგენა;
ვ1) გვარის კანონიერად აღიარება;
ზ) სქესის შეცვლა – თუ სქესის შეცვლასთან დაკავშირებით პირს სურს სახელის ან/და გვარის
შეცვლა;
თ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის
შესახებ;
ი) გარდაცვლილის პიროვნების დადგენა – თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ
მისი გარდაცვალების რეგისტრაცია განახორციელა, როგორც უცნობი პირის გარდაცვალების
რეგისტრაცია;
კ) პირის მოქალაქეობრივი სტატუსის შეცვლა – თუ პირს მიენიჭა ან შეუწყდა საქართველოს
მოქალაქეობა, ან თუ პირმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.