„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.04.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/198/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 34-ე მუხლის 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 და 24 პუნქტები: 3 „2 . საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება ხორციელდება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე. დამრგვალების პრინციპი გულისხმობს თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე. 24. დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი დგინდება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.“. 2. 70-ე მუხლის მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. მუხლი 2. 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ გამოსცეს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები. მუხლი 3. 1. ეს ორგანული კანონი, გარდა ამ ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანული კანონის 34-ე მუხლის 23 პუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. 2. ამ ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანული კანონის 34-ე მუხლის 23 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღებისა და შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების სისტემის დანერგვის და ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპის გაუქმების აუცილებლობით. 2011 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში დაბალი ნომინალის მონეტების (1 და 2 თეთრიანი მონეტები) დასამკვიდრებლად გადადგმულ იქნა ქმედითი ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში მომხმარებლის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა, თუმცა ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა და პრაქტიკული დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები არ იღებენ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიერ ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში „ხურდის“ სახით დაბრუნებულ 1 და 2 თეთრიან მონეტებს, ვინაიდან ვერ ხერხდება მათ მიერ ამ მონეტების შემდგომი გამოყენება, ხოლო თვით სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მხრიდან კი შეიმჩნევა 1 და 2 თეთრიანი მონეტების ნაცვლად ხურდა ფულის დამრგვალების (მეტობით დაბრუნების) ტენდენცია. კანონპროექტის მიღების მიზეზია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მაღალია 1 და 2 თეთრი ნომინალის მონეტების დამზადებაზე გასაწევი ხარჯი, კერძოდ, საშუალოდ ეკონომიკის მომარაგება წელიწადში ჯდება: 1 თეთრი - 260 000 ლარი; 2 თეთრი - 100 000 ლარი. 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი შეადგენს - 0.021 ლარს, ხოლო 2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარდა 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების დამზადება-მოწოდებასთან (დახარისხების, შენახვისა და ა.შ. ხარჯები) დაკავშირებული მაღალი ხარჯისა, რაც მათ ნომინალურ ღირებულებას ბევრად აღემატება, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტებს გააჩნია დაბალი მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში დალექვის მაღალი პროცენტი, დამზადებისა და დამუშავების ტექნიკური სირთულეები. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უწევს აღნიშნული ნომინალის მონეტების დამზადებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თანხის დამრგვალების პრინციპის მხოლოდ ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების დროს გამოყენება სწორედ ანგარიშსწორების აღნიშნული ფორმის თავისებურებით არის გამოწვეული, ვინაიდან 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტები მზადდება და მიმოქცევაში გაიშვება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების განხორციელების მიზნებისათვის, მათი მიმოქცევიდან ამოღების შემთხვევაში, საჭიროა ნაღდი ანგარიშსწორების „ერთი თეთრის სიზუსტით“ განხორციელების პრინციპის „დამრგვალების მეთოდით“ შეცვლა. ხოლო რაც შეეხება, უნაღდო ანგარიშსწორებას, ამ შემთხვევაში დამრგვალების მეთოდის გამოყენების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან, უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება ერთი თეთრის სიზუსტით არის შესაძლებელი. ზემოხსენებული პრობლემის აღმოფხვრის ოპტიმალური გზების მოსაძიებლად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოძიებულ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება. შესწავლილ იქნა 20 ქვეყანა, მათ შორის, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სინგაპური, ფინეთი, შვეიცარია, დანია, ჩეხეთი, უნგრეთი, ისრაელი, ჰოლანდია, რომლებმაც შეწყვიტეს დაბალი ნომინალის მონეტების ემისია. შესაბამისად, ამ მიდგომით მიმოქცევაში შეამცირეს ან საერთოდ ამოიღეს მიმოქცევიდან დაბალი ნომინალის მონეტები. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესწავლილი ზემოხსენებული ქვეყნები იყენებენ თანხის დამრგვალების სისტემას. ასევე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ შესწავლილი ქვეყნების დიდმა ნაწილმა არა მხოლოდ დამრგვალების სისტემა დანერგა, არამედ დაბალი ნომინალის მონეტებს დაუკარგა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი, მაგალითად, ახალი ზელანდია, შვეიცარია, დანია, ჩეხეთი, უნგრეთი, ისრაელი, შვედეთი, ნორვეგია. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მომხმარებელთა და მეწარმე სუბიექტთა ინტერესთა ბალანსის დაურღვევლად, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების სისტემის დანერგვა და ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპის გაუქმება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 22 პუნქტის შემდეგ ემატება 23 და 24 პუნქტები, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება განხორციელდება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე. დამრგვალების პრინციპი გულისხმობს თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ფასის დამრგვალება განხორციელდება მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით, აღნიშნული გამორიცხავს ზოგადად ცალკეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას. დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი დეტალურად გაიწერება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება გარდამავალი რეგულირება და ამ მიზნით ორგანული კანონის 70-ე მუხლს ემატება მე-13 პუნქტი, რომლის შესაბამისად, 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გარკვეული გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იმის გათვალისწინებით, რომ თანხის დამრგავლების პრინციპი გულისხმობს მის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე, კანონპროექტის მიღება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას გავლენას იქონიებს მეწარმე სუბიექტებზე და შესაბამისად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გადასახადების გადახდის კუთხით. თუმცა ამ ეტაპზე თანხების ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება ფინანსურ შედეგებს იქონიებს საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტთან მიმართებით. კერძოდ, დაიზოგება 1 და 2 თეთრი ნომინალის მონეტების დამზადებაზე გასაწევი ხარჯი. საშუალოდ ეკონომიკის მომარაგება წელიწადში ჯდება: 1 თეთრი - 260 000 ლარი; 2 თეთრი - 100 000 ლარი. 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი შეადგენს - 0.021 ლარს, ხოლო 2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ თანხის დამრგავლების პრინციპი გულისხმობს მის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე, კანონპროექტის მიღება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას გავლენას იქონიებს საქართველოს მოსახლეობაზე და მეწარმე სუბიექტებზე, რომელთაც გაეზრდებათ მისაღები შემოსავალი. რიგ შემთხვევებში შეუმცირდებათ ან ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან: მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინაარმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 34. ფულის ერთეული 1. საქართველოს ფულის ერთეულია „ლარი“. ლარი შედგება 100 „თეთრისაგან“. 2. ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. 21. მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან / და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან / და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით . 22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი შესაძლებელია დადგინდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით . 3. ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ლარის ბანკნოტები და მონეტები არის ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება ნომინალური ღირებულებით, გარდა იმ ბანკნოტებისა და მონეტებისა, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან/და განეკუთვნება ნუმიზმატიკურ ფასეულობას. მუხლი 70. გარდამავალი დებულებები 1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო 2009 წლის 1 დეკემბერს. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი რეორგანიზებულ იქნეს. 3. საქართველოს ეროვნული ბანკის რეორგანიზებულმა სტრუქტურულმა ერთეულებმა განახორციელონ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებანი. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სამართალმემკვიდრე. 5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, ტექნიკური საშუალებები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს. 6. საქართველოს საფინანსო სექტორის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახალი ნორმატიული აქტების გამოცემამდე ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. 7. საფინანსო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიები, ნებართვები და განხორციელებული რეგისტრაციები, რომლებიც არ არის გაუქმებული, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. 8. ამ ორგანული კანონის ამოქმედებიდან: ა) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან; ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან. 9. ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 საფინანსო წლის წმინდა მოგების განაწილებაზე, რომელიც განიკარგება 2008 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10. 2014 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 1 ივნისამდე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილებას საინვესტიციო ფონდების მიმართ ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. 11. საქართველოს პარლამენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობის განსაზღვრამდე ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობის დამტკიცების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.