„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.04.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/198/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1531 მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით, რომელიც მეწარმე სუბიექტის მიერ ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების სისტემის დანერგვასა და მომხმარებელთან ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპის ეტაპობრივად გაუქმებას ითვალისწინებს. შესაბამისად, აღარ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციულ 1 სამართალდარღვევათა კოდექსის 153 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მეწარმე სუბიექტის მიერ მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობა, საჭიროება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესაბამისობაში მოვიდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, უქმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1531 მუხლის მე-3 ნაწილი, კერძოდ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ისეთი სამართალდარღვევისათვის, როგორიცაა: მეწარმე სუბიექტის მიერ მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობა. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტის თანახმად, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელება სავალდებულო იქნება 2019 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვარი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, კანონის ამოქმედების შემდგომ აღარ იქნება გამოყენებული ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციის 1531 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. თუმცა, ამ ეტაპზე ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება ფინანსური ხასიათის გავლენას იქონიებს შესაბამის პირთა წრეზე, ვინაიდან მათ მიმართ, კანონის ამოქმედების შემდგომ აღარ იქნება გამოყენებული ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციის 1531 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც შეადგენს ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 200 ლარს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 400 ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1531. საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა 1. საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა, მათ შორის, ანგარიშსწორების პროცესში უცხოური ვალუტის გამოყენება (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით. 2. მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გადასახდელად ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი მიღება-გამოცვლის წესის დარღვევა – გამოიწვევს ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით. 3. მეწარმე სუბიექტის მიერ მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობა – გამოიწვევს ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებზე.