„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-30
ბიუროს ნომერი 154
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ღ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ2) სახელმწიფო ინსპექტორის არჩევა;“;
ბ) „ჩ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ1) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა;“.
2. 2154 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2154
პარლამენტი
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
მიერ
სახელმწიფო
ინსპექტორის
კანდიდატურების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა 6 წლის ვადით ირჩევს სახელმწიფო
ინსპექტორს. თუ ეს ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს,
სახელმწიფო ინსპექტორის არჩევისთვის ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით
გაგრძელდება. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი,
რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობისა“.
3. 2293 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2293
1. სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა,
წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო
მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში
განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებებით
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
2. პარლამენტს, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლება აქვს ნებისმიერ დროს
მიიწვიოს სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის და/ან საპარლამეტო კომიტეტის სხდომაზე
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარსადგენად,
რომელიც არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ინდივიდუალური სისხლის სამართლის საქმის
გამოძიებასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
3.
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
136-ე–138-ე
მუხლებით
გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის შედეგების
შესახებ ანგარიშს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური წელიწადში ერთხელ წარუდგენს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფს.
4. სახელმწიფო ინსპექტორს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლების არსებობისას
სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების
დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს
პარლამენტს. ასეთ შემთხვევებში პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას უწყვეტს
სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების
საფუძველზე.
5. სახელმწიფო ინსპექტორი სარგებლობს ხელშეუხებლობით. სახელმწიფო ინსპექტორის
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით.
გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ
პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული
სახელმწიფო
ჩატარების
ინსპექტორი
შესახებ
დაუყოვნებლივ
წინადადება
უნდა
პარლამენტში
გათავისუფლდეს.
შეაქვს
საგამოძიებო
საქართველოს
მთავარ
მოქმედებათა
პროკურორს.
ამ
წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის შესაბამისი
კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო
საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.
პარლამენტის
სესიებს
შორის
პერიოდში
სახელმწიფო
ინსპექტორის
დანაშაულზე
წასწრების
შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით
დადგენილი წესით.
6. სახელმწიფო ინსპექტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის
მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის
სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლო
განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი
რეგლამენტის პროექტის მიღება განპირობებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლითაც უქმდება პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა, მის ნაცვლად კი
იქმნება ახალი ინსტიტუტი -
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
უფლებამონაცვლე. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში საჭიროა აისახოს
საქართველოს
პარლამენტის
მირ
სახელმწიფო
ინსპექტორის
არჩევისა
და
საქართველოს
პარლამენტთან მისი ურთიერთობის სხვა საკითხები.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი
რეგლამენტის პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის „სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა და
პარლამენტის რეგლამენტით სახელმწიფო ინსპექტორის არჩევისა და სხვა საკითხების განსაზღვრა.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი
რეგლამენტის
პროექტი
ითვალისწინებს
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
სახელმწიფო ინსპექტორის არჩევისა და მის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის ყოველწლიური
ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებული რეგულაციების დადგენას.
რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს სახელმწიფო
ინსპექტორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა,
წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო
მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში
განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებებით
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფს.
სახელმწიფო ინსპექტორს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლების არსებობისას
სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების
დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ
აცნობებს საქართველოს პარლამენტს. ასეთ შემთხვევებში საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო
ინსპექტორის უფლებამოსილებას უწყვეტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე.
სახელმწიფო ინსპექტორი სარგებლობს ხელშეუხებლობით. სახელმწიფო ინსპექტორის დაკავება
ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება
მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების
შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს
პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული
სახელმწიფო
ჩატარების
ინსპექტორი
შესახებ
დაუყოვნებლივ
წინადადება
უნდა
პარლამენტში
გათავისუფლდეს.
შეაქვს
საგამოძიებო
საქართველოს
მთავარ
მოქმედებათა
პროკურორს.
ამ
წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის შესაბამისი
კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო
საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.
სახელმწიფო ინსპექტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის
მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის
სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლო
განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
პარლამენტის რეგლამენტში შედის ტერმინოლოგიური ცვლილებებიც და „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორის“ ნაცვლად მიეთითება „სახელმწიფო ინსპექტორი“.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
რეგლამენტის პროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
რეგლამენტის პროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის დადგენას.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია,
რომლებშიც წარმოდგენილი პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 3
პარლამენტის პრეროგატივაა:
ა) საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვა;
ა1) კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცება;
ბ) საკანონმდებლო საქმიანობა;
გ) ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
დ) საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენა;
ე) საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის დადგენა;
ვ)
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობისათვის
ნდობის
გამოცხადება;
საქართველოს
მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება;
ზ) საქართველოს მთავრობისათვის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ
ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნა და მისი მოსმენა;
თ) საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ თანამდებობის
პირთა
არჩევა/დანიშვნა,
მათ
დანიშვნაზე
თანხმობის
მიცემა,
მათი
თანამდებობიდან
განთავისუფლება/გადაყენება;
ი) საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლი;
კ) პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისა და ორგანოების საპარლამენტო
კონტროლი;
ლ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება ან მათთან
შეერთება, მათი დენონსირება, გაუქმება;
მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სტატუსის დადგენა;
ნ) სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცება;
ო) ეროვნული უსაფრთხოებისა და სხვა კონცეფციების დამტკიცება;
პ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, ომისა და ზავის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის
გადაწყვეტილების დამტკიცება;
ჟ) საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო
ძალების გამოყენებაზე თანხმობის მიცემა;
რ) ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების
შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება;
ს) პარლამენტის შინაგანი სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და მუშაობის წესის განსაზღვრა;
ტ) პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა და ვადამდე შეწყვეტა;
უ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევა, მათი
თანამდებობიდან განთავისუფლება/გადაყენება;
ფ) საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის მორიგი
და რიგგარეშე სესიების ან პლენარული სხდომების გამართვა;
ქ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენება
იმპიჩმენტის წესით;
ღ) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება და მისი შესრულების საპარლამენტო კონტროლი;
ღ1) საზოგადოებრივი
მაუწყებლის
სამეურვეო
საბჭოს
წევრთა
არჩევა,
ცალკეულ
წევრთა
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება;
ღ2) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის არჩევა;
ღ 3) (ამოღებულია - 01.03.2017, №348);
ღ4) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და
მისი თანამდებობიდან გადაყენება; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ
გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა;
ყ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება;
შ) ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ჩ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიური ანგარიშის მოსმენა;
ჩ1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა;
ც) გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეების, ოდენობებისა და შემოღების წესების დადგენა,
გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან განთავისუფლების, საფასურების შემოღების წესების დადგენა
და სახელმწიფო ხაზინიდან დამატებითი ხარჯების გაღების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების
მიღება;
ძ) საქართველოს
კონსტიტუციით,
საქართველოს
კანონებითა
და
ამ
რეგლამენტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლებამოსილ თანამდებობის პირთა
ანგარიშების მოსმენა;
წ) ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი
ორგანოების საქმიანობის შეჩერებაზე ან მათ დათხოვნაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის
თანხმობის მიცემა;
ჭ) საქართველოს
კონსტიტუციის
46-ე
მუხლით განსაზღვრულ
საკითხებზე
საქართველოს
პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა დამტკიცება;
ხ) საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 2154
პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
კანდიდატურების წარდგენიდან 14 დღის ვადაში 3 წლით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორს. თუ ეს ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს,
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის არჩევისთვის ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა
შესაბამისი დროით გაგრძელდება. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება
ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა.
მუხლი 2293
1. წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 მარტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს ამ რეგლამენტის 238ე მუხლით დადგენილი წესით.
2. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულა
თავისი
მოვალეობა
ან
დაიკავა
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორის
სტატუსთან
შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას, პარლამენტის
ინიციატივით ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვის საფუძველზე, მას უფლებამოსილება
შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობით.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის
ან პირადი ჩხრეკა პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა,
რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული
ან
დაპატიმრებული
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორი
დაუყოვნებლივ
უნდა
გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს
საქართველოს მთავარ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და
განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით
დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს
პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის
განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი
განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ
თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის თანხმობით შეუჩერდება უფლებამოსილება
სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლო განაჩენის
კანონიერ ძალაში შესვლამდე.