„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-30
ბიუროს ნომერი 154
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური
პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის, აგრეთვე ამ
კანონის 61 და 62 მუხლებით გათვალისწინებული კონტროლის მიზნით
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, როგორც
წესი, კომიტეტის წევრთაგან იქმნება ნდობის ჯგუფი.“
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 მუხლი:
„მუხლი 62
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე–138-ე მუხლებით
გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და 1431 მუხლის
პირველი
ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო
მოქმედებების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახური წელიწადში ერთხელ წარუდგენს ნდობის ჯგუფს.“
მუხლი2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტის
შემუშავებით,
რომლითაც
უქმდება
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორის
თანამდებობა, მის ნაცვლად კი
იქმნება ახალი ინსტიტუტი - სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახური, რომელიც არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის უფლებამონაცვლე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
„ნდობის
ჯგუფის
შესახებ“
საქართველოს
კანონის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან
და
საქართველოს
პარამენტის
რეგლამენტის
პროექტთან
შესაბამისობაში მოყვანა და ნდობის ჯგუფის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის საკითხის განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი
ითვალისწინებს
სახელმწიფო
ინსპექტორის
ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას ნდობის ჯგუფისათვის. კანონპროექტის
თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე–138-ე
მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და 1431 მუხლის
პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო
მოქმედებების
კონტროლის
შედეგების
შესახებ
ანგარიშს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური წელიწადში ერთხელ წარუდგენს ნდობის
ჯგუფს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
იმ
პირთა
ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა სახის გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია,
რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 1
საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოების
სპეციალური
პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის, აგრეთვე ამ
კანონის
61
მუხლით
გათვალისწინებული
კონტროლის
მიზნით
საქართველოს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, როგორც წესი, კომიტეტის
წევრთაგან იქმნება ნდობის ჯგუფი.