„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე
ნომერი
#07-3/161/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010230000.05.001.017956) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. მე-12 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. გენერალურ აუდიტორს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე. გენერალური აუდიტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი გენერალური აუდიტორის წარდგინებით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტისს სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილეების დანიშვნის წესის ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გენერალური აუდიტორის მოადგილეების არჩევის წეისის ცვლილება, რის მიხედვითაც გენერალური აუდიტორის მოადგილეებს დანიშნავს საქართველოს პარლამენტი გენერალური აუდიტორის წარდგინებით. ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენსეროვნულ სახლემწიფო აუდიტის სამსახურში გენერალური აუდიტორის მოადდგილების არჩევის უფლების გადმოცემა პარლამენტისთვის. კერძოდ, აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „გენერალურ აუდიტორს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე. გენერალური აუდიტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი გენერალური აუდიტორის წარდგინებით.“ ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროქტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის ცვლილებას. მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის ცვლილებებს. მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტისნ მოქმედება ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ ) კანონპროექტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო , არასახეწლმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ,ბ) კანონპროექტის პროექტის შემუშავებასი მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების ) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არის ე )კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე ვ ) კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონი + სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ მუხლი 12. გენერალური აუდიტორის მოადგილეები + 1. გენერალურ აუდიტორს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური აუდიტორი. 2. გენერალური აუდიტორის მოადგილეების სამსახურებრივ შეუთავსებლობაზე ვრცელდება გენერალური აუდიტორისათვის ამ კანონით დადგენილი წესები. 3. გენერალური აუდიტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე, ხოლო გენერალური აუდიტორისა და მისი პირველი მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გენერალური აუდიტორის დავალებით – ერთ-ერთი მოადგილე. 4. გენერალური აუდიტორის მოადგილეები უფლებამოსილი არიან, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული არიან, დაესწრონ საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტისა და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს. 5. გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებებს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ანგარიშვალდებული არიან გენერალური აუდიტორის წინაშე. 6. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების შეწყვეტისას მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ ახალი გენერალური აუდიტორის არჩევისთანავე. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.