„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (სსიპ „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 03/07/2012 სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016009) 214-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტი:
„3. პარლამენტი გენერალური აუდიტორის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს გენერალური აუდიტორის მოადგილეებს.“
„4. გენერალური აუდიტორის მოადგილის გადადგომის შემთხვევაში პარლამენტი ცნობად
იღებს მის გადადგომას, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით.
გენერალური აუდიტორის მოადგილე გადამდგარად ითვლება გენერალური აუდიტორის
მიერ შესაბამისი განცხადების პარლამენტისათვის წარდგენის დღიდან.“
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
მუხლი 214
1. პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს გენერალურ აუდიტორს. გენერალური
აუდიტორის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.
2. გენერალური აუდიტორის გადადგომის შემთხვევაში პარლამენტი ცნობად იღებს მის
გადადგომას, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. გენერალური
აუდიტორი გადამდგარად ითვლება შესაბამისი განცხადების პარლამენტისათვის
წარდგენის დღიდან.