„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს
თაობაზე”
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის
უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) მე-11 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შედეგი
შინაარსის “ლ” ქვეპუნტი:
“ლ) შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებულ
საქმეებს, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს;”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შინაარსობრივი და
ტექნიკური გადასინჯვის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა
2017 წლის ოქტომბერში მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
არსებითად შეიცვალა მოქმედი კონსტიტუციის მე-2 თავი, რომელიც ეხება
ადამიანის ძირითადი უფლებებს. კერძოდ, კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციის
23-ე მუხლი ეხება შემოქმედებითი თავისუფლების უფლებას და ამ მუხლის მე-3
პუნქტის თანახმად დაუშვებელია შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების
აკრძალვა, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.
შემოქმედების თავისუფლებას განამტკიცებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20
მუხლიც და მისი შეზღუდვის შესახებ დათქმები მოცემულია მე-3 პუნქტში.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლის თანახმად, შემოქმედებითი
ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს
კომპეტენციას და ამ უფლების შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც უზრუნველყოფს უფლების დაცვის
სტანდარტის ამაღლებას.
ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, აუცილებელია შეტანილ იქნას
ცვლილებები
საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში,
რადგან
კონსტიტუციის ახალი რედაქციით შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების
აკრძალვა უნდა მოხდეს მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით. შესაბამისად,
კანონპროექტის მიღება განაპირობა
საქართველოს კონსტიტუციაში შესულმა
ცვლილებებმა და ამ ცვლილებების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ასახვამ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობის
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან ჰარმონიზება. კერძოდ,
ცვლილების მიზანია, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლის
მე-3 პუნქტთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ჰარმონიზება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი
ცვლილებით,
ხდება
სასამართლოებისადმი
დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალში
შემოქმედებითი
ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეების დამატება, თუ
ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. აღნიშნული ცვლილება
ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
აუცილებელი ხარჯების
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
შემთხვევაში დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ხარჯები
საჭიროების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე საქართველოს სასამართლოებში განსახილველ
საქმეებთან დაკავშირებით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით. გავლენის
ოდენობა დამოკიდებული იქნება სასამართლო საქმეების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს შემოქმედებითი
ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეების განხილვას
სასამართლოს მიერ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სასამართლოს მიერ განსახილველ
საქმეთა რაოდენობის ცვლილება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შესაბამის პირებზე,
ერთი მხრივ, სასამართლოებში განსახილველი საქმეების განსახილველად
სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ,
შემოქმედებითი
საქმიანობის
გავრცელების
აკრძალვასთან
დაკავშირებით
სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი
გადასახდელს.
არ
ადგენს
გადასახადს,
მოსაკრებელს
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი
კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და
ლევან გოგიჩაიშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქცია რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი
11.
სასამართლოებისადმი
სამოქალაქო
საქმეების
უწყებრივი
დაქვემდებარება
1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო
განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით
გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ:
ა) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების
გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს
მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს
შორის;
ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია);
დ) (ამოღებულია);
ე) საქმეებს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის
შესახებ;
ვ) უდავო წარმოების საქმეებს;
ზ) რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის,
ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით
გათვალისწინებული
დანაშაულისათვის
მსჯავრდებული
პირის
ქონების
ჩამორთმევასა
და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმეებს;
თ) შვილად აყვანის საქმეებს;
ი) ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის
განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირზე საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გავრცელების საქმეებს ;
კ) (ამოღებულია - 19.02.2015, №3096);
2. კანონით, სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის
საქმეთა განხილვაც.
3. ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი
განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.
4. სასამართლოები განიხილავენ საქმეებს, რომლებიც საერთაშორისო
ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე იმ საქმეებს, რომლებშიც
მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები,
საწარმოები და ორგანიზაციები.
5. სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის
წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ.
ამასთანავე, მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის
საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა.