„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტი წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი
ნომერი
#07-3/163/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. “კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 32) მე-9 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შინაარსობრივი და ტექნიკური გადასინჯვის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ოქტომბერში მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“. არსებითად შეიცვალა მოქმედი კონსტიტუციის მე-2 თავი, რომელიც ეხება ადამიანის ძირითადი უფლებებს. კერძოდ, კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციის 23-ე მუხლი მოიცავს შემოქმედებითი თავისუფლების უფლებას და ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს. შემოქმედების თავისუფლებას განამტკიცებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლიც და მისი შეზღუდვის შესახებ დათქმები მოცემულია მე-3 პუნქტში. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლის თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. მე-3 პუნქტიდან ამოღებულია სიტყვა დაყადაღება იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ სიტყვები „გავრცელების აკრძალვა“ სრულფასოვნად აწესრიგებს ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლების უფლების შესაბამის ასპექტს. გარდა ამისა, ნორმაში აღნიშნულია, რომ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც უზრუნველყოფს უფლების დაცვის სტანდარტის ამაღლებას. ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, აუცილებელია შეტანილ იქნას ცვლილებები „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში, რადგან კონსტიტუციის ახალი რედაქციით შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვაში მოიაზრება შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღებაც და შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა უნდა მოხდეს მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება განაპირობა საქართველოს კონსტიტუციაში შესულმა ცვლილებებმა და ამ ცვლილებების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ასახვამ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან ჰარმონიზება. კერძოდ, ცვლილების მიზანია, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტთან „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლის თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვაში მოიაზრება შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღებაც. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით, ხდება „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლიდან სიტყვების „ყადაღის დადება“-ის ამოღება. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლის თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. შესაბამისად, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლს ემატება ახალი წინადადება, რომელიც მიუთითებს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის შესაძლებლობაზე მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული შემთხვევაში დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხარჯები საჭიროების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე საქართველოს სასამართლოებში განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სასამართლო საქმეების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეების განხილვას სასამართლოს მიერ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა რაოდენობის ცვლილება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შესაბამის პირებზე, ერთი მხრივ, სასამართლოებში განსახილველი საქმეების განსახილველად სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, შემოქმედებითი საქმიანობის გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი გადასახდელს. არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების სამუშაო ჯგუფი ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 9. შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებით ნაწარმოებზე ყადაღის დადება და მისი გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.