„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/210/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) მე-11 მუხლის: 1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“. 2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-6 პუნქტები: „4. თანამშრომელს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტში, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს და ამ მიზნით ბინას ქირაობს სამსახური. 5. თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 6. გადაწყვეტილებას თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის შემუშავების მიზანია შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება და ცალკეულ თანამშრომელთა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. კანონის პროექტით ცვლილება შედის „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის მოქმედი რედაქციის მიხედვით, „ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“. აღნიშნული შესრულებასთან მუხლით დაკავშირებით განსაზღვრულია სამსახურის სამსახურებრივი თანამშრომლის დაღუპვის მოვალეობის შემთხვევაში ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხი. წარმოდგენილი პროექტით კი ზემოაღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს თანამშრომელთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, კორექტირდება მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გამოიყენება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში ერთჯერადი დახმარების გაცემის ღონისძიებები. 2. წარმოდგენილი კანონის პროექტით „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ ემატება მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები, რომლის შესაბამისადაც, განისაზღვრება, რომ თანამშრომელს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტში, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს და ამ მიზნით ბინას ქირაობს სამსახური. ამასთან, პროექტით განისაზღვრება, რომ თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს და გადაწყვეტილებას თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან მიღებასთან დაფინანსების წყაროა შემოსავლების დაკავშირებით დაკავშირებით აუცილებელი აუცილებელი ხარჯების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევიდან მიღებული საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის ფინანსური გაანგარიშების შესაბამისად, ბინის ქირის უზრუნველსაყოფად ყოველთვიურად საჭირო იქნება დაახლოებით 17 220 (ჩვიდმეტი ათას ორასოცი) ლარი, ხოლო ყოველწლიურად დაახლოებით 206 640 (ორასექვსი ათას ექვსასორმოცი) ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს შემოსავლების სამსახურის იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტში, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს და ამ მიზნით ბინას ქირაობს სამსახური. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ იცვლება დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 11. სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის მეუღლეს, შვილებსა და შრომისუუნარო მშობლებს პროპორციულად მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. თუ ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება მხოლოდ მშობლებს აქვთ, მათ დახმარება ყველა შემთხვევაში მიეცემათ. 2. სამსახურის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დასახიჩრდა ან რომელსაც დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.