„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
18.05.2015,
სარეგისტრაციო კოდი: 100110000.05.001.017757) დაემატოს შემდეგი შინაარსის 251
მუხლი:
„მუხლი 251. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება
მოსამსახურეს ეკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება,
აგრეთვე მასში მონაწილეობა“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
2018 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური
კანონი, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით
განისაზღვრა, რომ ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების
ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი
ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ
შეკრების უფლება.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ
ითვალისწინებს მომსამსახურისთვის აკრძალვას შეკრებებსა და მანიფესტაციებში
მონაწილეობაზე. ამდენად, წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების მიზეზს
წარმოადგენს
საქართველოს
ის,
რომ
„სპეციალური
კანონიდადგინდეს
პენიტენციური
კონსტიტუციის
სამსახურის
ახალი
შესახებ“
რედაქციით
გათვალისწინებული აკრძალვა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“
საქართველოს
კანონის
დებულებათა
შესაბამისობაში
მოყვანა
„საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 23 მარტის N2071-IIს საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს
კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-21 მუხლის პირველ პუნქტთან.
ა.გ) კანონპროექტის არსი
კანონპროექტის მიხედვით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონს ემატება 251 მუხლი და განისაზღვრება, რომ მოსამსახურეს
ეკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში
მონაწილეობა.
კანონპროექტი
ამოქმედდება
საქართველოს
პრეზიდენტის
მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე და არ
გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ,
კანონით
დადგენილი
აკრძალვის
შემთხვევაში,
მითითებულ
თანამდებობაზე
დასაქმებული პირების მიმართ დადგება დისციპლინური პასუხისმგებლობა, მათ
შორის, სამსახურიდან გათავისუფლებაც. ამ პირების სამსახურიდან გათავისუფლების
შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებას არ მოუწევს მათზე ხელფასის გაცემა, ხოლო ეს
პირები ვერ მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას და შესაბამისად, არ მოუწევთ
საშემოსავლო გადასახადის გადახდა. ამდენად, ამ პირთა ნაწილში სახელმწიფო
ბიუჯეტში აღარ გადაიხდება საშემოსავლო გადასახადი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, კანონით
დადგენილი აკრძალვის შემთხვევაში, მითითებულ თანამდებობაზე დასაქმებული
პირების
მიმართ
დადგება
დისციპლინური
პასუხისმგებლობა,
მათ
შორის,
სამსახურიდან გათავისუფლებაც. ამ პირების სამსახურიდან გათავისუფლების
შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებას არ მოუწევს მათზე ხელფასის გაცემა.
შესაბამისად, ამ პირის ნაცვლად ამ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნამდე, საჯარო
დაწესებულებებს არ მოუწევთ თანამდებობრივი სარგოს გადახდა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, კანონით დადგენილი
აკრძალვის შემთხვევაში, მითითებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირების
მიმართ დადგება დისციპლინური პასუხისმგებლობა, მათ შორის, სამსახურიდან
გათავისუფლებაც. ამ პირების სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, საჯარო
დაწესებულებას არ მოუწევს მათზე ხელფასის გაცემა, ხოლო ეს პირები ვერ მიიღებენ
შესაბამის ანაზღაურებას და შესაბამისად, არ მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის
გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტის არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკაშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
მერაბ ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი
ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ლევან
ბეჟანიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
მერაბ ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი
ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ლევან
ბეჟანიძე.