„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ლევან ბეჟანიძე.
ნომერი
#07-3/166/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 150) მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სამსახურის მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან/და მასში მონაწილეობა, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა, პოლიტიკური პარტიის ან/და პოლიტიკური გაერთიანების წევრობა, შეთავსებით მუშაობა სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2018 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. კონსტიტუციის ახალი რედაქციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით კი განისაზღვრა, რომ პირს, რომელიც ჩაირიცხება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, განწესდება მოსამართლედ, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მომსამსახურისთვის აკრძალვას არც შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობაზე და არც პოლიტიკური პარტიის/გაერთიანების წევრობაზე. ამდენად, წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგინდეს კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული აკრძალვები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა შესაბამისობაში მოყვანა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 23 მარტის N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-21 მუხლის პირველ პუნქტთან და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტთან. ა.გ) კანონპროექტის არსი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტში და დამატებით განისაზღვრება, რომ მოსამსახურეს ან/და ჩატარება, მანიფესტაციის ორგანიზება ინიცირებული ცვლილებებითვე დგინდება, ეკრძალება აგრეთვე რომ მასში შეკრების ან მონაწილეობა. მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის ან/და პოლიტიკური გაერთიანების წევრობა. კანონპროექტი ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე და არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონით დადგენილი აკრძალვის შემთხვევაში, მითითებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირების მიმართ დადგება დისციპლინური პასუხისმგებლობა, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებაც. ამ პირების სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებას არ მოუწევს მათზე ხელფასის გაცემა, ხოლო ეს პირები ვერ მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას და შესაბამისად, არ მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა. ამდენად, ამ პირთა ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ გადაიხდება საშემოსავლო გადასახადი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, კანონით დადგენილი აკრძალვის შემთხვევაში, მითითებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირების მიმართ დადგება დისციპლინური პასუხისმგებლობა, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებაც. ამ პირების სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებას არ მოუწევს მათზე ხელფასის გაცემა. შესაბამისად, ამ პირის ნაცვლად ამ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნამდე, საჯარო დაწესებულებებს არ მოუწევთ თანამდებობრივი სარგოს გადახდა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, დაზვერვის სამსახურში თანამდებობის დაკავების შემთხვევაში პირს უწყდება პარტიის წევრობა. აღნიშნულს გავლენა ექნება როგორც ამ პირის ფინანსურ მდგომარეობაზე, ასევე პოლიტიკურ პარტიებზეც. კანონის პროექტით გათვალისწინებული თანამდებობების დაკავების შემთხვევაში, მას შეუწყდება პარტიის წევრობა და აღარ მოუწევს პარტიის საწევროს შენატანების გადახდა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო პოლიტიკური პარტიები ვერ მიიღებს საწევრო შესატანს ამ პირისგან. ამასთანავე, ამ პირთა მიერ შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის შემთხვევაში, მითითებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირების მიმართ დადგება დისციპლინური პასუხისმგებლობა, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებაც. ამ პირების სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებას არ მოუწევს მათზე ხელფასის გაცემა, ხოლო ეს პირები ვერ მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას და შესაბამისად, არ მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკაშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ლევან ბეჟანიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ლევან ბეჟანიძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 11. სამსახურის მოსამსახურეები 1. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, სოციალური დაცვის გარანტიები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. სამსახურში სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თავისი პირადი და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. 3. სამსახურის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღებისა და მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები დგინდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით. 4. სამსახურის მოსამსახურეს ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, აგრეთვე საკლასო ჩინი, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავისუფლებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან. (4.03.2015 N 3124) 6. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მსახურობს სამსახურში, სამხედრო სამსახურს გადის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 7. სამსახურის მოსამსახურის შრომითი საქმიანობა წესრიგდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 8. სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, ამ კანონის თანახმად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა. 9. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 10. სამსახურის მოსამსახურეს სხვა საწარმოში, დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში (საქართველოს დაზვერვის სისტემის კადრში დატოვებით) ფარულად მსახურობის პერიოდი ეთვლება შრომის საერთო სტაჟში. 11. სამსახურის მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან/და მასში მონაწილეობა, შეთავსებით მუშაობა სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 12. სამსახურის მოსამსახურის სტატუსის გამოყენება არ შეიძლება იმ მიზნით, რომელიც არ შეეხება მოსამსახურის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებას. 13. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და მობილურ ტელეფონს, საწვავითა და სასაუბრო დროით უზრუნველყოფს სახელმწიფო სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით. 14. სამსახურის მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სამსახური. 15. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურში შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულების თანამშრომელი, შესაბამისი დაწესებულების კადრში დატოვებით. ასევე შეიძლება სამსახურის მოსამსახურის მივლენა საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალ სხვა დაწესებულებაში. მივლინების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.