„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-21
ბიუროს ნომერი 164
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (N 1514 Iს) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-11 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ინტერნეტ-სივრცეში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან ეფექტიანი დაცვის
ხელშეწყობა“.
2. მე-19 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:
„პ) უზრუნველყოს ინტერნეტ-სივრცეში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან
დაცვა .“
3. 62-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„3. მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, გაწეული ან არჩეული
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა
და ანგარიშსწორების პირობების, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის და
ინტერნეტ– სივრცეში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვისთვის საჭირო
საშუალებების შესახებ.“.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„6. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია
უზრუნველყოს აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით, მათ შორის,
არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვისთვის საჭირო საშუალებების შესახებ
ინფორმაციის, ბილინგის ინფორმაციისა და დავალიანების შესახებ უფასო
საინფორმაციო მომსახურებით და შესაბამისი ანგარიშით.“
4. 62-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა
ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომხმარებელთა მიმართვის
შემთხვევაში, უზრუნველყოფს კონსულტაციებს ინტერნეტსივრცეში არსებული
1
რისკებისა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენისაგან დაცვის პრევენციის თაობაზე
არსებული მექანიზმების შესახებ.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობა ინტერნეტ-სივრცეში არასრულწლოვანთა
დაცვის აუცილებლობამ ონლაინ რისკებისაგან, როგორიც არის: 1)კონტენტისა და
კონტაქტის რისკები (პორნოგრაფია, „კიბერგრუმინგი“ - ინტერნეტის მეშვეობით
ბავშვის ნდობის მოპოვება მისი შემდგომი გამოყენების მიზნით, დაშინება
ინტერნეტით); 2) სამომხმარებლო რისკები, ისეთი როგორიც არის ონლაინ
მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები; და 3)პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული რისკები, კერძოდ, პერსონალური მონაცემების უცხო პირების მიერ
მოპოვება; და ამ სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით შემუშავებული
რეკომენდაციების გათვალისწინება. არასრულწლოვნებზე გათვლილი პროდუქციის
მიწოდების
წესი
და
მახასიათებელი
რეგულირდება
კანონქვემდებარე
სამართლებრივი აქტით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება N 3 17.03 2006 წ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში
მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ
რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან და
აქტუალობიდან გამომდინარე კანონპროექტით ხდება აღნიშნული ნორმის,
იერარქიულად უფრო მაღალ, კანონის დონეზე ჩამოყალიბება. ბავშვები
განსაკუთრებულად დაუცველნი არიან ინტერნეტსივრცეში ვინაიდან ისინი ჯერ
კიდევ იმყოფებიან განვითარებისა და შესწავლის სტადიაში, შედეგად შესაძლო
რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და კონტროლის ნაკლები შესაძლებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური
სამყაროს შექმნა, მშობლების, მეურვეების და მოზარდების ინფორმირებულობის
გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით, რომ ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო
ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების ყველა
სპექტრისა და შესაძლებლობების გამოყენებას. ვინაიდან ბავშვებისათვის ონლაინ
რისკების შეფასებასა და შემცირებაში უპირატესი როლი აკისრია მშობელს, ხოლო
სხვა
დაინტერესებული
შესაძლებლობებს.
მხარეები
ეხმარებიან
მნიშვნელოვანია,
და
საკანონმდებლო
აძლიერებენ
დონეზე
მშობლის
მოწესრიგდეს
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების ვალდებულება
არასრულწლოვანთა ონლაინ რისკებისგან დაცვისათვის არსებული მექანიზმების
თაობაზე ინტერნეტ მომხმარებელთა სათანადო ინფორმირების თვალსაზრისით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსია, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა
და საშუალებების მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ არასრულწლოვანთა
მავნე
ზეგავლენისაგან
ეფექტიანი
დაცვის
ხელშეწყობა,
კერძოდ,
ინტერნეტ
მომხმარებელთა სათანადო ინფორმირების უზრუნველყოფა ონლაინ საფრთხეებისგან
არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მექანიზმების თაობაზე.
მომხმარებელს უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს ინფორმაცია არასრულწლოვანთა
მავნე ზეგავლენისაგან დაცვისთვის საჭირო საშუალებების შესახებ, შესაბამისად,
წინამდებარე ცვლილებების შედეგად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების
მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს აბონენტი უფასო საცნობარო
მომსახურებით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვისთვის
საჭირო საშუალებების შესახებ ინფორმაციით. კანონპროექტით გათვალისწინებული
ცვლილებები გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ეროვნული კანონმდებლობის
შემუშავებას კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამ ჩარჩოში მის
ჰარმონიზაციას საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან და იქნება წინგადადგმული
ნაბიჯი ონლაინ სივრცეში ბავშვთა დაცვის ეროვნული სტრატეგიის სფეროში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
დარღვევა
ინტერნეტმომწოდებლების
მიერ
გამოიწვევს
მათთვის
„ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ
პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის ჯარიმას, რამაც შესაძლებელია გავლენა
იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული
იქნება შესაბამისი დარღვევების რაოდენობასა და შესაბამისად განსაზღვრულ
ჯარიმის ოდენობაზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული
კომისიიდან
გამოთხოვილი
ინფორმაციის საფუძველზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ გავლენას
აღნიშნულ უწყებაზე. (27.12.2017. №25408 წერილი)
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები
ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებისათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
მათი მოქმედება, რაც აისახება ტექნიკური, საინფორმაციო და საცნობარი სამუშაოების
შესასრულებლად გატარებულ ღონისძიებებში, ეს ვალდებულება ინტერნეტ
მომსახურების
მიმწოდებლებს
გარკვეულწილად
გააჩნიათ
არასრულწლოვნებისათვის
ელექტრონული
საკომუნიკაციო
მომსახურების
მიწოდების სფეროში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 17.03.2017
N 3 დადგენილებით.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
დარღვევა
ინტერნეტმომწოდებლების
მიერ
გამოიწვევს
მათთვის
„ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის ჯარიმას, რამაც შესაძლებელია
გამოიწვიოს შესაბამისი ფინანსური შედეგები მათთვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
დარღვევა
ინტერნეტმომწოდებლების მიერ გამოიწვევს მათთვის „ელექტრონული კომუნიკაციების
შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის
დაკისრებას, მათ შორის ჯარიმას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
(დაწესებულება),
არასახელმწიფო
ექსპერტი,
რომლებმაც
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
ორგანიზაცია
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები და ამავე კომისიასთან
მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი. კანონპროექტის
მომზადების პროცესში ასევე ჩართული იყვნენ ელექტრონული კომუნიკაციების
სფეროში ავტორიზებული კომპანიების წარმომადგენლები, „საქართველოს მცირე და
საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია“ და არასამთავრობო
ორგანიზაცია „მწვანე ინტერნეტი“.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: დიმიტრი ხუნდაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: დიმიტრი ხუნდაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ “ საქართველოს კანონის
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 11. კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში
1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად
ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და
ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის
რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების
მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით
განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების
დაკისრებას. (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან)
2. კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა)
ელექტრონული საკომუნიკაციო
ქსელებითა
და
საშუალებებით
უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში
კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება;
ბ)
ელექტრონული
საკომუნიკაციო
მომსახურების
მიმწოდებელი
ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის,
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების
მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების მფლობელი
ავტორიზებული პირების მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ეფექტიანი
ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა.
მუხლი 19. ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები
1. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია:
ა) საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს
მოსთხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების
ან/და
ურთიერთჩართვის მიწოდება;
ბ) თავისი საქმიანობისას, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს
ამოწურვადი რესურსით და დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების
და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები;
გ) ამ კანონით დადგენილი წესით, მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა
პირებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე
უფლება-მოვალეობები; (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.)
დ) ამოღებულია(28.12.2005 N 2564)
ე) კომისიის სამართლებრივი აქტი გაასაჩივროს სასამართლოში.
2. ავტორიზებული პირი ვალდებულია:
ა) სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და
კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების
შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის
შესახებ,
მათ
შორის,
ფინანსურ-ეკონომიკური
დოკუმენტაცია,
მისი
კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების
შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა
მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან
პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.
განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები
აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული
ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის
მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის
მიუწოდებლობად;(25.05.2012 N 6328)
ბ) შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს
კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე
კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; (20.12.2011. N5561)
გ) თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან
აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს
კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ
რეესტრში; (8.04.2011. N4526 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
დ) მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის
თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან
მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება; (27.06.2008 N 67)
ე) შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა;
ვ) არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით
არასანქცირებული სარგებლობა;
ზ) უზრუნველყოს მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით კანონმდებლობით
განსაზღვრული ნორმების დაცვა;
თ) უზრუნველყოს გამოყოფილი ნუმერაციის რესურსის შეუზღუდავი
ხელმისაწვდომობა ყველა ბოლო მომხმარებლისათვის, ამ კანონით დადგენილი
პირობების დაცვით;
ი) უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და
საშუალებებით სარგებლობისას მომხმარებლის უსაფრთხოების წესების დაცვა;
კ)
უზრუნველყოს
რადიოსიხშირული
სპექტრით
სარგებლობისას
ელექტრომაგნიტური თავსებადობა და ხელშეშლებისა და მავნე ზემოქმედებისაგან
დაცვა;
ლ) გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ამოწურვადი
რესურსით
სარგებლობის
საფასური
და
სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1
თებერვლიდან.)
მ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით
აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში
წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
ნ) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის
სისტემის გამოყენებითა და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სააბონენტო
ნომრების
პორტაბელურობა (ტრანსლირება) კომისიის მიერ დამტკიცებული
სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების შესაბამისად. (8.04.2011. N4526
ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
ო) შეასრულოს მისთვის, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო
მომსახურების მიმწოდებლისთვის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით
დაკისრებული ვალდებულებები. (20.12.2011. N5561)
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების
შესრულების გარდა: (22.03.2017. №480 ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან)
ა) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი
ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური
შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა
ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად:
ა.ა) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში იქონიოს კომუნიკაციის
რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც
შეიძლება მოიცავდეს მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის და
მხარდაჭერის მქონე სასადგურე აპარატურის, მწარმოებლის მიერ გაცემული
სათანადო ლიცენზიის მქონე მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის,
შესაბამისი აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ქონას და
პერიოდულ განახლებას, აგრეთვე უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გამართული
ფუნქციონირება;
ა.ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
უფლებამოსილების
განხორციელებისას
დაეხმაროს მის წარმომადგენლებს და უზრუნველყოს მათი დაუბრკოლებელი
დაშვება ინფრასტრუქტურის შესაბამის კომპონენტებთან, აგრეთვე უზრუნველყოს
სათანადო აპარატურის უსასყიდლო განთავსება/მონტაჟი, მისი უსაფრთხოება და
გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
ა.გ) გონივრული ვადით ადრე წერილობით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს
იმ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა
მოახდინოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარულ ტექნიკურ
შესაძლებლობაზე;
ა.დ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება;
ა.ე)
უფლებამოსილი
ორგანოს
მიერ
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განხორციელებისას დაეხმაროს
მის
წარმომადგენლებს
და
ტექნიკურად
უზრუნველყოს
ელექტრონული
კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების იმ ვადით და წესით შენახვა,
რომლებიც აუცილებელია უფლებამოსილი პირის მიერ მათი კოპირების ტექნიკური
პროცესის განხორციელებისთვის;
ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი
ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული
ტექნიკური შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად შეასრულოს ამ პუნქტის „ა.ბ“–„ა.დ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აგრეთვე უზრუნველყოს
უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლების დაუბრკოლებელი დაშვება შესაბამის
აპარატურასთან დღე-ღამის ნებისმიერ დროს ფარული საგამოძიებო მოქმედებების
ჩასატარებლად
და
ელექტრონული
თვალთვალის
ღონისძიებების
განსახორციელებლად;
გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის
შესაძლებლობის ქონის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც
ახორციელებს
მობილური
საკომუნიკაციო
ქსელებითა
და
საშუალებებით
უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, ვალდებულია: (22.03.2017. №480 ამოქმედდეს
2020 წლის 30 მარტიდან)
გ.ა)
იქონიოს მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის და
მხარდაჭერის მქონე სასადგურე აპარატურა და უზრუნველყოს მისი პერიოდული
განახლება;
გ.ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის 84 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული
უფლებამოსილების
განხორციელებისას
წარმომადგენლებს
და
მათი
უზრუნველყოს
დაეხმაროს
დაუბრკოლებელი
მის
დაშვება
ინფრასტრუქტურის შესაბამის კომპონენტებთან, აგრეთვე უზრუნველყოს სათანადო
აპარატურის უსასყიდლო განთავსება/მონტაჟი, მისი უსაფრთხოება და გამართული
ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
დ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორცილებს მობილური
საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას,
ვალდებულია
დაკარგული
მობილური
საკომუნიკაციო
აღჭურვილობის
მოსაძიებლად იქონიოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის
დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობა;
ე) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით
განსაზღვრული
საქმიანობის
დაწყებამდე
14
დღით
ადრე
უზრუნველყოს
ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ
დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა
ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის
კომპანიის
საინფორმაციო-ტექნოლოგიური
და
სატელეკომუნიკაციო
ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის
მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით
უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა
უზრუნველყოს
გეოლოკაციის
რეალურ
საკომუნიკაციო
აღჭურვილობის
დროში
აქტივაციის
განსაზღვრის,
მობილური
დაფიქსირების
ტექნიკური
შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან
შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.
3.
ელექტრონული
საკომუნიკაციო
ქსელის
ოპერატორმა,
რომელიც
ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის
გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა
უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე
ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით
სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი
ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი
მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს
შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული
საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ
მოქმედი ურთიერთჩართვის
ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების
მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად
შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ
განსაზღვრული ვადითა და პირობებით. (27.06.2008 N 67)
მუხლი 62. მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მომსახურების ზოგადი
წესები
1. მომხმარებელს აქვს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო
ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის
უფლება.
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და
კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია.
3. მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, გაწეული ან
არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების
მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების, საანგარიშო პერიოდის დეტალური
ბილინგის ინფორმაციის შესახებ.
4. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია
საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება
სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა
მოიცავდეს:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა
და მისამართს;
ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი
ჩართვის ვადის შესახებ;
გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს;
დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს;
ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების
შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ;
ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების
ვადის გაგრძელების პირობებს;
ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის
დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების
დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს;
თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის
გადაწყვეტის პროცედურას.
5. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და ზედამხედველობს
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ამ ხარისხის
დაცვას.
6. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია
უზრუნველყოს საკუთარი აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით, მათ შორის,
ბილინგის ინფორმაციისა და დავალიანების შესახებ უფასო საინფორმაციო
მომსახურებით და შესაბამისი ანგარიშით.
7. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია
საკუთარი აბონენტისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოს საგანგებო
მომსახურების სატელეფონო ნომრები.
8. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებს
და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტს განსაზღვრავს კომისია
ნორმატიული აქტით.