„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-21
ბიუროს ნომერი 164
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს კანონში „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის
შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 15.10.2001, მუხ. 113) შევიდეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე პუნქტი:
„3. ამ კანონის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტსივრცეში ისეთი სახის
ინფორმაციისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას ან/და
განვითარებას.“
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის II! თავი:
თავი II1
„არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტსივრცეში“
მუხლი 41. ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება ინტერნეტსივრცეში
არსებული საფრთხეების თაობაზე.
შესაბამისი პირების მიერ ხდება მშობლების, მეურვეების, პედაგოგებისა და
მოზარდების
ინფორმირებულობის
ხელშეწყობა
ინტერნეტსივრცეში
საფრთხეების
თაობაზე,
გაზრდისა
არსებული
როგორიც
არის
და
ცნობიერების
ამაღლების
არასრულწლოვანთათვის
პორნოგრაფია,
ისეთი
„კიბერგრუმინგი“
-
ინტერნეტის მეშვეობით ბავშვის ნდობის მოპოვება მისი შემდგომი გამოყენების
მიზნით, ბავშვის დაშინება, ინტერნეტით, ყალბი ტრანზაქციები და ბავშვის პირადი
ინფორმაციის უცხო პირების მიერ მოპოვება.
მუხლი 2.
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის
ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში ერთობლივად შეიმუშაონ სახელმძღვანელო
(გაიდლაინი) მშობლებისა და პედაგოგებისათვის ინტერნეტსივრცეში არსებული
1
რისკებისა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენისაგან დაცვის პრევენციის
თაობაზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
განაპირობა
სახლემწიფოს
მხრიდან
არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობამ ონლაინ რისკებისაგან, როგორიც არის:
1)კონტენტისა და კონტაქტის რისკები; 2) სამომხმარებლო რისკები; და 3)პირადი
ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები,
და ამ სფეროში
საერთაშორისო სამართლებრივ აქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების
გათვალისწინება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური
სამყაროს შექმნა, რომ ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის
ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების ყველა სპექტრისა და შესაძლებლობების
გამოყენებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის მე-2 მუხლს ემატება მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც კანონის
მიზნად განისაზღვრება არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტსივრცეში ისეთი სახის
ინფორმაციისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას ან/და
განვითარებას, რაც ამ დრომდე საქართველოს საკანონმდებლო აქტებში არ არის
გათვალისწინებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად, „მშობელს ან არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს,
მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის
ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
შესაბამისად აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა
ნაწილზე
სასამართლოში
გადასახდელი
იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო
ბაჟის
სახით.
გავლენის
ოდენობა
დამოკიდებული იქნება მიმართვების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილი
ინფორმაციის საფუძველზე ამ სფეროში ინტერნეტგვერდის ფუნქციონირებისათვის
საჭირო ხარჯების დაფარვა იგეგმება „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამებისათვის განსაზღვრული
ბიუჯეტიდან. (02.02.2018 №1388 წერილი).
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე კანონპროექტის მიღება
მათი უწყების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე არ ახდენს გავლენას. (05.12.2018.№22985
წერილი).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გარკვეულწილად გავლენა იქონიოს იმ
პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, ვისზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება,
კერძოდ კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების დამრღვევთა
მიმართ მშობელს ან არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს
მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის
ანაზღაურება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა
და გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
(დაწესებულება),
არასახელმწიფო
ექსპერტი,
რომლებმაც
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
ორგანიზაცია
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები და ამავე კომისიასთან
მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი. კანონპროექტის
მომზადების პროცესში ასევე ჩართული იყვნენ ელექტრონული კომუნიკაციების
სფეროში ავტორიზებული კომპანიების წარმომადგენლები, „საქართველოს მცირე და
საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია“ და არასამთავრობო
ორგანიზაცია „მწვანე ინტერნეტი“.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს კანონის „„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება
მუხლი 2. კანონის მიზანი (29.12.2006 N4320)
1. ამ კანონის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა იმ მავნე ზეგავლენისაგან,
რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოხმარებაგასაღებასა და აზარტულ თამაშობებში მონაწილეობასთან.
2.
მაუწყებლობაში
არასრულწლოვანთა
მავნე
ზეგავლენისაგან
დაცვის
საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე
მუხლით განსაზღვრული ქცევის კოდექსით.