„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს
კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პარლამენტი გამოხატავს თანხმობას საქართველოსთვის საერთაშორისო
ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე რატიფიცირების (ან შეერთების) გზით.
2. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას,
სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება
(ან
მასთან შეერთება), რომელიც:
ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში
საქართველოს შესვლას;
ბ) სამხედრო ხასიათისაა;
გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას;
დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასთან ან გაცემასთან;
ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო
ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონების მიღებას;
ვ) რატიფიცირებას საჭიროებს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად.“.
2. მე-15 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას
საქართველოს
პარლამენტი
გამოხატავს,
საქართველოს
პარლამენტს
რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარუდგენს საქართველოს მთავრობა.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მთავრობა რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ
საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს
პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ.“.
3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. რატიფიცირებისათვის
წინასწარი განხილვა
წარდგენილ
საერთაშორისო
ხელშეკრულებათა
საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ საერთაშორისო
ხელშეკრულებას, აგრეთვე მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ
კანონპროექტს, წინასწარ განიხილავს საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა
კომიტეტი, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტის სხვა კომიტეტებთან
ერთად, და გამოაქვს შესაბამისი დასკვნა.“.
4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან
შეერთების) შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის)
წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2
პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა,
განიხილავს საქართველოს პარლამენტი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით
იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას დადგენილების სახით.
2. საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას (ან მასთან
შეერთებას) ახორციელებს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის
უმრავლესობით.
3. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ
მიღებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრი.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველ
ოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საერთაშორისოხელ
შეკრულ
ებების შესახებ“ საქართველ
ოს კანონში ცვლ
ილ
ების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის
ახალი რედაქციით, რომელიც ამოქმედდება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების
საფუძველზე არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების
შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 47-ე
მუხლთან, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტში საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების
(მასთან შეერთების) წესს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა „საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -14-მე -17 მუხლებში.
„საქართველოს საერთაშორისოხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -14 მუხლი
ეხება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას გამოხატავს
საქართველოს პარლამენტი. აღნიშნულ მუხლში ცვლილება ტერმინოლოგიური ხასიათისაა : ტერმინი
„რატიფიკაცია “ იცვლება ტერმინით„რატიფიცირება “ (როგორც მოცემულია კონსტიტუციაში).
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -15
მუხლის პირველი პუნქტის ცვლილების თანახმად, საერთაშორისოხელშეკრულებას, რომლის სავალდებულოდ
აღიარებაზე თანხმობას საქართველოს პარლამენტი გამოხატავს, საქართველოს პარლამენტს
რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარუდგენს საქართველოს მთავრობა . ხოლო, ამავე
მუხლის მე -4 პუნქტის ცვლილების თანახმად, საქართველოს მთავრობა რატიფიცირებისათვის (ან
შეერთებისათვის) წარდგენილსაერთაშორისო ხელშეკრულებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში,
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ.
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -16
მუხლში გათვალისწინებულია ტერმინოლოგიური ცვლილება : ტერმინი „რატიფიკაცია “ იცვლება ტერმინით
„რატიფიცირება “.
„საქართველოს საერთაშორისოხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -17 მუხლი,
რომელიც ეხება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების)
შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, განიცდის ცვლილებას კონსტიტუციის 47-ე მუხლის რედაქციიდან
გამომდინარე . ცვლილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ხელშეკრულების
რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) ახდენს სრული შემადგენლობის უმრავლესობით და იღებს
დადგენილებას ამის თაობაზე , გარდა იმ საერთაშორისოხელშეკრულებისა , რომელიც ეხება სახელმწიფოს
ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების
რატიფიცირებას (მასთან შეერთებას), რომლებიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან
სახელმწიფო საზღვრის შეცვლას, საქართველოს პარლამენტი ახორციელებს სრული შემადგენლობის
არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით. აღნიშნული ცვლილებით მუხლი მოდის შესაბამისობაში
საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის მოთხოვნებთან.
მე -17 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან
მასთან შეერთების) შესახებ მიღებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ადასტურებს საგარეოსაქმეთა მინისტრი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებითაუცილ
ებელ
ი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არგამოიწვევს სახელმწიფობიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლ
ენა ბიუჯეტის საშემოსავლ
ონაწილ
ზე:
კანონპროექტის მიღება არიქონიებს გავლენას სახელმწიფობიუჯეტის საშემოსავლონაწილზე .
ბ.გ) კანონპროექტის გავლ
ენა ბიუჯეტის ხარჯვითნაწილ
ზე:
კანონპროექტის მიღება არგამოიწვევს სახელმწიფობიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელ
მწიფოს ახალ
ი ფინანსური ვალ
დებულ
ებები:
კანონპროექტის
ვალდებულების აღებას.
მიღება
არ ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალ
ოდნელ
ი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელ
თა მიმართაც
ვრცელ
დება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან,
რომელთა მიმართვრცელდება კანონპროექტის მოქმედება .
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილ
ი გადასახადის, მოსაკრებლ
ის ან სხვა სახის გადასახდელ
ის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
არ
დგინდება
გადასახადის
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისოსამართლ
ებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველ
ოს წევრობასთან
დაკავშირებულვალ
დებულ
ებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველ
ოს ორმხრივ და მრავალ
მხრივ ხელ
შეკრულ
ებებთან:
კანონპროექტი არეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებულ
ი კონსულ
ტაციები:
დ.ა)
სახელ
მწიფო,
არასახელ
მწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულ
ება,
ექსპერტები, რომლ
ებმაც მონაწილ
ეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არარსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილ
ე ორგანიზაციის (დაწესებულ
ების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არარსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები სოფიოქაცარავა , დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე .
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები სოფიოქაცარავა , დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე .
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
“საერთაშორისოხელ
შეკრულ
ებების შესახებ” საქართველ
ოს კანონის იმ ნორმების აქტუალ
ური
რედაქცია, რომელ
შიც წარმოდგენილ
ი კანონპროექტითშედის ცვლ
ილ
ებები
მუხლი 14
საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე
თანხმობას გამოხატავს საქართველოს პარლამენტი
1. საქართველოს პარლამენტი გამოხატავს თანხმობას საქართველოსათვის
საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე რატიფიკაციის (ან
შეერთების) გზით.
2. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს
რატიფიკაციას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების
რატიფიკაცია(ან მასთან შეერთება), რომელიც:
ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთა - შორის
კავშირში საქართველოს შესვლას;
ბ) სამხედრო ხასიათისაა;
გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების
შეცვლას;
დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან;
ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ
საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის
ძალის მქონე აქტების მიღებას;
ვ) რატიფიკაციას საჭიროებს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად.
მუხლი 15
საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში წარდგენა
1. საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე
თანხმობას საქართველოს პარლამენტი გამოხატავს, საქართველოს პარლამენტს
რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარუდგენს საქართველოს მთავრობა,
ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ
ან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება
საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს
პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, რაც საჭიროებს საქართველოს
პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. (06.09.2013. N1053 ამოქმედდეს 2013 წლის
ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
2.
საერთაშორისო
ხელშეკრულება
რატიფიცირებისათვის
(ან
მასთან
შეერთებისათვის) წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ავთენტური
ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ
ქართულ თარგმანთან ერთად). ხელშეკრულებას უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და
შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
დასკვნა ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ,
საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის დასკვნა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა
ხელშეკრულების დადების შესაძლო
საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ.
(16.12.2015. N4645)
3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოურენოვანი ტექსტების
ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა
თარგმნის ბიურო (შემდგომ − თარგმნის ბიურო). (13.03.2012 N 5790 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
1
3 . თარგმნის ბიუროს მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და გადახდის
წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით. (13.03.2012 N
5790 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
4. საქართველოს მთავრობა, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება
დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან, საქართველოს კონსტიტუციის
თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის
უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს
მთავრობასთან შეთანხმებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით
რატიფიცირებისათვის
(ან
შეერთებისათვის)
წარდგენილ
საერთაშორისო
ხელშეკრულებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს კანონპროექტს საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების
შეტანის შესახებ. (06.09.2013. N1053 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადების მომენტიდან)
მუხლი 16
სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო
ხელშეკრულებათა წინასწარი განხილვა
საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო
ხელშეკრულებას, აგრეთვე მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ
კანონპროექტს, წინასწარ განიხილავს საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა
კომიტეტი, საჭიროების შემთხვევაში - საქართველოს პარლამენტის სხვა კომიტეტებთან
ერთად, და გამოაქვს შესაბამისი დასკვნა.
მუხლი 17. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან
მასთან შეერთების) შესახებ გადაწყვეტილების მიღება (06.09.2013. N1053 ამოქმედდეს 2013
წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
1. საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება
დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან, საქართველოს კონსტიტუციის
თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის
უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს
მთავრობასთან შეთანხმებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით
რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო
ხელშეკრულებას განიხილავს საქართველოს პარლამენტი და სრული შემადგენლობის
უმრავლესობით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას დადგენილების სახით.
2. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ
მიღებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება
დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან, საქართველოს კონსტიტუციის
თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის
უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციით, და ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.