„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-2 პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პარლამენტი ახდენს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო
საფინანსო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოების ორგანოებთან და სხვა
სუბიექტებთან სახელმწიფო საგარეო კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისათვის
სახელმწიფო
გარანტიების
გაცემასთან
დაკავშირებით
დადებულ
ხელშეკრულებათა რატიფიცირებას, გარდა ამ მუხლის 41 და 43 პუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.”.
2.
მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობისა და საქართველოს
პარლამენტის მიერ რატიფიცირების გარეშე ვალის აღებაზე ან გარანტიაზე
დადებული შეთანხმება არ არის სახელმწიფო ვალი ან კრედიტებისათვის
გაცემული სახელმწიფო გარანტია, გარდა ამ მუხლის 41 და 43 პუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველ
ოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფოვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
ების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს
კონსტიტუციის
ახალი
რედაქციით,
რომელიც
ამოქმედდება
მომდევნო
საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ
ფიცის დადებისთანავე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 47-ე მუხლთან,
რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტში საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების
წესს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტითგათვალისწინებულია ტერმინოლოგიური სახის ცვლილება „სახელმწიფო
ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველდა მე-4 პუნქტებში - ტერმინი
„რატიფიკაცია “ იცვლება ტერმინით„რატიფიცირება “.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებითაუცილ
ებელ
ი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არგამოიწვევს სახელმწიფობიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლ
ენა ბიუჯეტის საშემოსავლ
ონაწილ
ზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე .
ბ.გ) კანონპროექტის გავლ
ენა ბიუჯეტის ხარჯვითნაწილ
ზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელ
მწიფოს ახალ
ი ფინანსური ვალ
დებულ
ებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალ
ოდნელ
ი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელ
თა
მიმართაც ვრცელ
დება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართვრცელდება კანონპროექტის მოქმედება .
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილ
ი გადასახადის, მოსაკრებლ
ის ან სხვა სახის
გადასახდელ
ის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისოსამართლ
ებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველ
ოს
წევრობასთან დაკავშირებულვალ
დებულ
ებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველ
ოს ორმხრივ და მრავალ
მხრივ
ხელ
შეკრულ
ებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებულ
ი კონსულ
ტაციები:
დ.ა) სახელ
მწიფო, არასახელ
მწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულ
ება,
ექსპერტები, რომლ
ებმაც მონაწილ
ეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არარსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილ
ე ორგანიზაციის (დაწესებულ
ების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არარსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები სოფიოქაცარავა , დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე .
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები სოფიოქაცარავა , დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე .
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
“სახელმწიფოვალ
ის შესახებ“ საქართველ
ოს კანონის იმ ნორმის აქტუალ
ური რედაქცია, რომელ
შიც წარმოდგენილ
ი
კანონპროექტითშედის ცვლ
ილ
ებები
მუხლი 2. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების
უფლებამოსილება სახელმწიფო კრედიტებზე
ხელშეკრულებების დადებასა და კრედიტებისათვის
სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით
1. საქართველოს პარლამენტი ახდენს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო საფინანსო
ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოების ორგანოებთან და სხვა სუბიექტებთან სახელმწიფო საგარეო
კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით
დადებულ ხელშეკრულებათა რატიფიკაციას, გარდა ამ მუხლის 41 და 43 პუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. (24.09.2009 N 1673)
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს განსაკუთრებული უფლება, საქართველოს
მთავრობის თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციით: (22.06.2016 N5436)
ა) დადოს ხელშეკრულებები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით ფულადი
სახსრების ვალად აღების შესახებ;
ბ) საქართველოსა და სხვა ქვეყნების საფინანსო ორგანიზაციებს მისცეს კრედიტებისათვის
სახელმწიფო გარანტიები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით, რომელიც გამოეყოფათ
საქართველოს ეკონომიკურ აგენტებს საკუთრების ფორმისა და სამეურნეო საქმიანობის მიუხედავად.
1
2 . სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის
გაცემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადება
საქართველოს მთავრობას წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით. (20.09.2013. N1276 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის
მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადების მომენტიდან)
2
2 . სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის
გაცემასთან დაკავშირებით სხვა ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს
მთავრობას მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. საქართველოს მთავრობის თანხმობა
სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებაზე ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემაზე გაიცემა
განკარგულების სახით. (20.09.2013. N1276 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო
არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
23. საქართველოს მთავრობისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ
წინადადებას უნდა ერთვოდეს: (9.11.2005 N 2018)
ა) ხელშეკრულების პროექტი ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ტექსტის არსებობისას იგი
წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). სახელმწიფო
საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით
დასადები სხვა ხელშეკრულებების უცხოურენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნასა და თარგმანის
ოფიციალურ დამოწმებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და, საჭიროების შემთხვევაში,
შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული
დასკვნები ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის შესახებ. (22.03.2011 N 4469)
4
1
2
2 . ამ მუხლის 2 და 2 პუნქტებით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებს საქართველოს
1
პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგენს საქართველოს მთავრობა, გარდა ამავე მუხლის 4 და
3
4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რატიფიცირებისათვის წარსადგენ დოკუმენტაციას
3
უნდა ერთოდეს ამ მუხლის 2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. (20.09.2013. N1276
ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (12.06.98. N1429) ახორციელებს საგარეო ვალების
მომსახურებას, იღებს გადაწყვეტილებებს საგარეო სესხების მოზიდვის შესახებ, აწარმოებს
მოლაპარაკებებს უცხოელ კრედიტორებთან, ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტებს სესხის აღების
შესახებ, აღრიცხავს და იყენებს ნასესხებ თანხებს.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობისა და საქართველოს პარლამენტის მიერ
რატიფიკაციის გარეშე ვალის აღებაზე ან გარანტიაზე დადებული შეთანხმება არ არის სახელმწიფო
ვალი ან კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტია, გარდა ამ მუხლის 4 1 და 43 პუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. (24.09.2009 N 1673)
41. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მიერ გამოსაშვები, უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო
ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ნორმებს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის
მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი წლის წლიური საბიუჯეტო კანონით. (8.04.2011 N
4509)
42. ამოღებულია (8.04.2011 N 4509)
43. საქართველოს მთავრობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო
სავალუტო ფონდიდან გამოსათხოვი საფინანსო რესურსის მოცულობასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობა მიმართავს საქართველოს პარლამენტს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან
გამოთხოვილი საფინანსო რესურსის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის თაობაზე. საქართველოს
პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე თავის თანხმობას გამოხატავს დადგენილებით. (24.09.2009 N 1673)
44. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით
საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოითხოვს თანხებს დამტკიცებული საფინანსო რესურსის
ფარგლებში. (24.09.2009 N 1673)
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახდენს სახელმწიფო ვალის აღებასთან და
კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების
(შეთანხმებების) იურიდიულ დასაბუთებას (ექსპერტიზას).