„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, კახაბერ კუჭავა, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი კახიანი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე
ნომერი
#07-3/176/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101 მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე „საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსი” ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: „საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის“ მიღების მიზეზს წარმოადგენს, ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება, ასევე აღსანიშნავია, რომ დღეისათვის არ არსებობს ნორმატული დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილია პარლამენტის წევრის ქცევის ეთიკური ნორმები. ასევე გასათვალისწინებელია რეკომენდაციები. სახვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ა.ბ) დადგენილების პროექტის მიზანი პარლამენტის წევრის მიერ ეთიკური ნორმების დაცვა კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და ემსახურება პარლამენტის წევრების საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებას. ეთიკის კოდექსის (შემდგომ - კოდექსი) მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, დაადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრების მაღალი ეთიკური სტანდარტები, ხელი შეუწყოს პარლამენტისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას და პარლამენტის წევრების მიერ მათი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას. კოდექსი ასევე ხელს უწყობს პარლამენტის წევრის რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვას. „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი“ არის ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულება და ასევე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი ეთიკის კოდექსი არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას; ასევე განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, რომელთაც განიხილავს ეთიკის საბჭო კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტების არსებობის შემთხვევაში თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე. საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით: ძირითადი პარლამენტის კანონიერება და წევრი ერთგულება, თანასწორობა, კეთილსინდისიერება, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა. ბ) დადგენილების ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; დაფინანსების წყაროა საქართველოს პარლამენტისათვის სახელმწიფო გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბიუჯეტიდან დადგენილების პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; გარდა ეთიკის კოდექსის ნორმების შესაძლო დარღვევისას ფინანსური პასუხისმგებლობის ზომების შესაძლო გამოყენების გავლენისა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვაზე, ეთიკის საბჭოს სამდივნოს შექმნას შესაძლოა ასევე ჰქონდეს გავლენა პარლამენტის ბიუჯეტზე: კერძოდ, დადგენილების პროექტის მიღებით, სამდივნოსათვის საშტატო რიცხოვნობა შესაძლოა განისაზღვროს საშუალოდ 3 ერთეულით, რაც უკავშირდება საშუალოდ 80 ათასი ლარის ოდენობით შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯებს, გარდა მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა. რაც შეეხება ტრენინგის ხარჯებს, აღნიშნული დაფინანსდება პარლამენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების მოქმედება; დადგენილების მიღების შემდეგ განსაზღვრულია პარლამენტის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებული სანქციების დადგენა. შესაბამისად იმ პარლამენტის წევრების მიმართ, რომელთაც დაუდგინდებათ კოდექსის ნორმების დარღვევა, გამოყენებული იქნება დადგენილი პასუხისმგებლობის ზომა, მათ შორის შესაძლო ფინანსურიც. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; დადგენილების მიღების შემდეგ განსაზღვრულია პარლამენტის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომის დადგენა. შესაბამისად იმ პარლამენტის წევრების მიმართ, რომელთაც დაუდგინდებათ კოდექსის ნორმების დარღვევა, დამრღვევს განესაზღვრება პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელფასის დაკავება (ხელფასის 10% დან - მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით). პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას თანაზომიერების პრინციპის დაცვით წყვეტს ეთიკის საბჭო დებულების საფუძველზე. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; დადგენილების პროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ვალდებულებებს. დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ეთიკის კოდექსის შემუშავების პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ეროვნულდემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI). დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არის ე) დადგენილების პროექტის ავტორი; დადგენილების პროექტის ავტორია ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი. ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი. პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, გიორგი კახიანი, კახაბერ კუჭავა, გუგული მაღრაძე
სხვა
საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი პრეამბულა პარლამენტის წევრის მიერ ეთიკური ნორმების დაცვა კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და ემსახურება პარლამენტის წევრების საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებას. ეთიკის კოდექსის (შემდგომ - კოდექსი) მიზანია, სახელმწიფოსა საზოგადოების და წინაშე დაკისრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, დაადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრების მაღალი ეთიკური სტანდარტები, ხელი შეუწყოს პარლამენტის პარლამენტისადმი წევრების მიერ საზოგადოების მათი ნდობის მოვალეობების ამაღლებას და ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას. კოდექსი ასევე ხელს უწყობს პარლამენტის წევრის რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვას. მუხლი 1 კოდექსის მოქმედების სფერო 1. კოდექსი ადგენს პარლამენტის წევრის ქცევის სტანდარტებს, მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას; ასევე განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის დარღვევის შემთხვევაში. 2. კოდექსის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები. მუხლი 2 კოდექსის ძირითადი პრინციპები საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას პარლამენტის წევრი ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: ა) კანონიერება და ერთგულება: ა.ა) პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, იცავს საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობას საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. და საქართველოს ა.ბ) პარლამენტის წევრი ზრუნავს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებაზე და პატივს სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ა.გ) პარლამენტის წევრი არის ხალხისა და სახელმწიფოს ერთგული. ა.დ) პარლამენტის წევრი თავისი ქმედებით უფრთხილდება ქვეყნის იმიჯს და ხელს უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ბ) თანასწორობა: ბ.ა) პარლამენტის წევრი თანასწორად ეპყრობა საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. ბ.ბ) პარლამენტის წევრი პატივს სცემს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს და აღიარებს თანაბარ უფლებებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. ბ.გ) პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს, არ იყენებს სიძულვილის ენას, რომელიც მიმართულია, რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის თუ სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობებისკენ. გ) კეთილსინდისიერება: გ.ა) პარლამენტის წევრი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს პასუხისმგებლობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების გათვალისწინებით. გ.ბ) პარლამენტის წევრი არ იღებს პირადი ფინანსური ინტერესების მატარებელ გადაწყვეტილებებს, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ საპარლამენტო მოვალეობების ობიექტურად შესრულებაზე, მათ შორის არ ახდენს ლობირებას პირადი სარგებლის სანაცვლოდ. დ) ანგარიშვალდებულება: პარლამენტის წევრი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე, ის არის ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი, ინფორმაციას აძლევს მათ უფლებებზე, პარლამენტის საქმიანობაზე და ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობას. ე) გამჭვირვალობა: ე.ა) პარლამენტის წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურება საჯარო ინტერესებს და არის გამჭვირვალე. ე.ბ) პარლამენტის წევრი თანამშრომლობს მედიასთან. ე.გ) პარლამენტის წევრი ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას. ვ) პასუხისმგებლობა: ვ.ა) პარლამენტის წევრი იცავს და აძლიერებს საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და რეპუტაციას; ვ.ბ) კანონით დადგენილ ფარგლებში, ახორციელებს მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ყველა უწყების კონტროლს. ვ.გ) პარლამენტის წევრი ხელს უწყობს საპარლამენტო ეთიკის ნორმების დაცვას. მუხლი 3 ქცევის წესები საპარლამენტო უფლებამოსილების შესრულებისას, პარლამენტის წევრმა უნდა დაიცვას ქცევის შემდეგი წესები: ა) პარლამენტის წევრმა არ უნდა გამოიყენოს პარლამენტის წევრის სტატუსი პირადი, ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების ინტერესების სასარგებლოდ; ამ კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრში და ახლო ნათესავში იგულისხმება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები. ბ) პარლამენტის წევრი ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებისას, მათ შორის კენჭისყრაში მონაწილეობამდე, მისი ან მისი ოჯახის წევრების, პირადი ან სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინტერესის შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს. გ) პარლამენტის წევრს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე; საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით. დ) პარლამენტის საქართველოს წევრი ვალდებულია, კანონმდებლობით ერთი დადგენილი თვის ვადაში იმ საჩუქრის მოახდინოს დეკლარირება საჩუქრების რეესტრში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 ლარს. საჩუქრების რეესტრში უნდა მიეთითოს: მიმღები პარლამენტის წევრის სახელი და გვარი, მჩუქებლის სახელი და გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში იურიდიული პირის სახელწოდება), საჩუქრის მიღების თარიღი, საჩუქრის აღწერა და საბაზრო ღირებულება. საჩუქრების რეესტრი არის საჯარო და აწარმოებს ეთიკის საბჭოს სამდივნო; ე) პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება დაუშვებელია. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით. ვ) საქართველოს კანონით ლობისტური საქმიანობის შესახებ, პარლამენტის წევრს, მისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, არ აქვს უფლება განახორციელოს ლობისტური საქმიანობა; ზ) პარლამენტის წევრმა არ უნდა მიიღოს საქართველოს კანონით ლობისტური საქმიანობის შესახებ რეგისტრირებული ლობისტების მიერ ნაჩუქარი საჩუქარი/ჯილდო; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ლობისტთან საქმიანი შეხვედრის გამჭვირვალობის მიზნით პარლამენტის წევრი უზრუნველყოფს შეხვედრის ჩატარების შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებას; ი) პარლამენტის წევრმა არ უნდა დადოს ისეთი ტიპის გარიგება, რომელიც ზღუდავს მის დამოუკიდებლობას სადეპუტატო საქმიანობის განხორციელების პროცესში; კ) პარლამენტის წევრი ვალდებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია; ლ) პარლამენტის წევრი ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით, მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში; მ) პარლამენტის წევრმა არ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი პირადი ინტერესებისთვის, მათ შორის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“; ნ) პარლამენტის წევრმა თანამშრომლებთან ურთიერთობისას არ უნდა მოახდინოს დისკრიმინაცია/გამორჩევა მათი რასის, ეთნიკური კუთვნილების, სქესის, რელიგიის, ან სხვა ნიშნით; აგრეთვე არ უნდა დაავალოს პარლამენტის თანამშრომლებს, ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომელიც სცილდება მათ სამუშაო აღწერილობას; ო) პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და ქმედებები, აგრეთვე სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება; პ) პარლამენტის წევრი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს სამსახურეობრივი საკონტაქტო ინფორმაცია; ჟ) პარლამენტის გამოიყენოს წევრმა არასამსახურეობრივი სამსახურეობრივი მიზნებისათვის არ შემცველი სხვაგვარი საიდუმლოების ან უნდა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჯარო სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელების პროცესში. მუხლი 4 კოდექსის ნორმების მონიტორინგი და აღსრულება 1. მე-3 მუხლის გათვალისწინებული „გ“, ქცევის „ე“, „ვ“, წესების საქართველოს კანონმდებლობით; „კ“, „ლ“, დარღვევის „მ“ და „რ“ ქვეპუნქტებით შემთხვევები რეგულირდება 2. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ „დ“, „ზ - ი“, „ნ - ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების შესწავლასა და მონიტორინგს აწარმოებს ეთიკის საბჭო; 3. ეთიკის საბჭოს შექმნისა და დაკომპლექტების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. 4. ეთიკის საბჭო განიხილავს კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტებს თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე. 5. ეთიკის საბჭოს ჰყავს 2 თანათავმჯდომარე (ერთი უმრავლესობიდან და ერთი უმცირესობიდან ან იმ ფრაქციიდან, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში); ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეებს ირჩევს ეთიკის საბჭო. თავმჯდომარეთა არჩევის წესი, აგრეთვე მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ეთიკის საბჭოს დებულებით; 6. ეთიკის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; 7. საჩივრის სპეციალური ფორმა კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით შეიძლება შეიტანოს პარლამენტის წევრმა/ებმა და პირმა რომელიც მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ამ კოდექსის ნორმები; 8. თუ სავარაუდო დარღვევის ფაქტს ადგილი აქვს ეთიკის საბჭოს წევრის მხრიდან, ეთიკის საბჭო საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს დროებით, საკითხის გადაწყვეტამდე, შეცვალოს იგი ფრაქციის სხვა წევრით. 9. საჩივრის სპეციალური ფორმის შევსება და წარდგენა შესაძლებელია, როგორც წერილობით ასევე ელექტრონულად; 10. საჩივრის რეგისტრაციიდან ხუთი სამუშაო დღის მანძილზე ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები იღებენ გადაწყვეტილებას საჩივრის დასაშვებობის თაობაზე. საჩივარი არ არის დასაშვები თუ განსახილველი საკითხი სცილდება ეთიკის საბჭოს ამ კოდექსით განსაზღვრულ კომპეტენციას ან/და იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე3 პუნქტის მე-7 და მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე, თუ საჩივარში მითითებულ საკითხზე არსებობს ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება. დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს; 11. საჩივრის წარდგენა დასაშვებია შესაბამისი ფაქტის დადგომიდან/გამოვლენიდან არაუმეტეს ერთი თვისა, მხოლოდ შესაბამისი მოწვევის პარლამენტის წევრის სტატუსის მქონე პირების მიმართ; 12. საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მის წინააღმდეგ შემოტანილი საჩივრის შესახებ და დასაშვებად მიჩნევიდან ეძლევა 10 სამუშაო დღე საჩივარზე საპასუხოდ. ვადის გაგრძელება დასაშვებია 5 სამუშაო დღით არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის 13. საპასუხო ვადის გასვლის შემდეგ, ეთიკის საბჭო ერთი თვის ვადაში საფუძველზე; განიხილავს საჩივარს და თუ დაადგენს, რომ კოდექსით განსაზღვრული ქცევის წესი დაირღვა, დამრღვევს აკისრებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2861 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომას; 14. განხილვის მტკიცებულებები და პროცესში ეთიკის გამოითხოვოს საბჭო საკითხის უფლებამოსილია მოიძიოს გადაწყვეტისთვის საჭირო ინფორმაცია; 15. პარლამენტის წევრი თანამშრომლობს ეთიკის საბჭოსთან; 16. პარლამენტის წევრმა უნდა დაიცვას ეთიკის კოდექსის საჩივრების განხილვების პროცესში დადგენილი კონფიდენციალურობის ნორმა და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული სათანადო წესით და არ გამხდარა საჯარო ინფორმაცია; 17. ამ კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთი დარღვევისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა უნდა იყოს დარღვევის თანაზომიერი. 18. ეთიკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება პარლამენტის იმ წევრების სახელები, რომლებმაც დაარღვიეს ეთიკის კოდექსი, დარღვევის მცირე აღწერით და პასუხისმგებლობის ზომის მითითებით; 19. თუ ეთიკის საბჭო დაადგენს, რომ კოდექსის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, პარლამენტის წევრის სახელი და გვარი და შემთხვევის მოკლე აღწერა პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება მხოლოდ პარლამენტის წევრის თანხმობის შემთხვევაში, ხოლო განმცხადებელს ეცნობება საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ. 20. ეთიკის საბჭო ამზადებს საქმიანობის წლიურ ანგარიშს, რომელიც ქვეყნდება პარლამენტის ვებ-გვერდზე; 21. საჩივრის განხილვის პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო ეთიკის საბჭოს სხდომები დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს საჯაროდ; სხდომის საჯაროდ ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ეთიკის საბჭო. 22. ეთიკის საბჭოს წევრები და სამდივნოს თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან სამსახურეობრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა საჩივრის განხილვის დროს. მუხლი 5 ეთიკის კოდექსის დაცვა და გაცნობა საქართველოს პარლამენტი ყოველი ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებისათვის უზრუნველყოფს ტრენინგს ეთიკის კოდექსის გაცნობის მიზნით; მუხლი 6 გარდამავალი დებულება საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ეთიკის საბჭოს შექმნის თაობაზე დადგენილების მიღება „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში.