„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, კახაბერ კუჭავა, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი კახიანი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე
ნომერი
#07-3/176/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-02-22

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტი 2-2329/19 15-02-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღის წესრიგში შესატანად გიგზავნით საქართველოს პარლამენტის წევრების ირინე ფრუიძის, თამარ ჩუგოშვილის, ეკა ბესელიას, გიორგი კახიანის, კახაბერ კუჭავასა და გუგული მაღრაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/176, 24.05.2018) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა 2019 წლის 15 თებერვალს. დანართი „ 10 “ ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
b J ; 6 t r ) O C R T 6 g |l , J d 0 O b O JR J S 0 l ' C b 0 l t ,Jna()(gco0 brjr6or33q,c"rb3.:6qr$96$ob brJ6ar6gqgu6cnls3oorborr qr $gbgbob3er0ogggob qrb3gbr J6c.rgjgbg,,lrrjr6or3CqolJ brjrdor3gqob J.:6q'r0g6gob qgrq.oSgboq,gbob q9$g3o6gbobtsgbrbgb" Jr6q,r0g6gob $66olr goro3ob3cnqggjbob brjl6or3Sqlelb Jl6qrl036$ob 3erOogggOr 2019 $ql.b l5 brJ6cn69qgu6r"r bl3oorborr Qr $Sltgbob orgbS6ggq'b, 3erOo$g$ob bbqge€;bg g.:6oboqr.> b;jl6orggqrc"rb3t6qrs0g6gob $663bob o6o69 g6godolr, or.:0;6 Bg6er03oq'ob,93l bgbgqro.:b,6oc.r66o 3cbor6olr, 3rbrbg6 3glr3lbl q)r bubuqo 0.:q6;dob 0o96 24.05.2018) bs3;6cn50qrCbqoo6o6orgogob $gboor $.>60erqrp6oq>o(N'q07-3/176, ttj.:6o4gq'cnb qr4r5g6oq'gbob Jr6q.:0g6gob J6ergjgo ,,brjr6or3gqolr qrrOg3oggbob 0xbrbgb". Jr6q'r0g6gob $66ob goro3ob3c'rqggjbob $;60e4gp6oq, qr.:qrgg6oq'gbol-r36cngjgtso b.:j.:6or3gq'erb J;6q,.:0g6gotr bsggd3q'rsg OoonorSbgqrorlr.:jl6orggqrerb $g36obgoro3olr3e4ggjbobq.os0g3oggbob Jl6q,t0g6gob 6g5qrl0g6gob l0t Ogbq'o. rq5ots6gq, Ogbq'bg 6.:0cn0qrobr6gerbErojgqrr6, 6er0 brj.:6cr6gqotr J$q'$966tso Oooroorgb,: 2017 $Cqb o5o6oo6gbgq. ogcn 6g5qrr0g6$ob J6cngj$o, Itj.l6o6gq'cnb J.:6q,.:095$ob2012 6er0q,oorr6 g3q,oq'gbobtsgg.:6obbgb.:bgb, $ql.t 22 o36obbEoqgbgq' 696q,.:0X6gtso 6g5q,r0g6gb garggbcnqr.:101Ogbq,o qgr oor3rq,olr$o6gbqr;J$qr.:0g6gob $g36ob dOCg.b 9oro3g6o bg$qg$ggbob J.:6q,.:0g6gob $66ob goro3ob 3c.rEgjboor gl6oblbq36obr er Coo3ott3oqggjttobJl6q,;Eg6gob q.:qr6g6oq'Xboorqr.:0g3o6gbob J.:6q,.:0gbgob 0o96 2018 $q.b b.>3oorbb.org0gl b.:j.:6co33qlc"ilJ 6 qg6g0bg6b Ooqxbgq'o ojbl ;blqro 6ggq,.:6g6go,brqrrg orqJc, 227-gEgbqr.:qgBl0erglq,obqr.> goro3ob li.lblob.: cgr COoJob 3c"rEgjltorrb qr.:3rg6o6gbgq,o 6c"r60gbocgr U$C r0 636q,;0g6gob 227-9 Ogbq,ob Jo63gq, Jgbigtso 0ogoroor,5, J;t6q,;0g6gob $g36ott dOCg.b 9oro3g6o b6;6E.:66gbob Js6q,r8g66ob $336ob goo3ob 3erqrgjboor goro3ob3e493jboti 3r6qrr0g6$ob Erqg5g6oqpboor 6s6brbq36olt $.1 rq6ots6gqt' 03b$l0olrrqg'"brjr6or3gqolt 3r6qr$g6$ob $66ob Soro3ob or.lc'rbl%3. qgrOg3oggbob tsgblbgb" blj;6or33q'erti Jrt6qr;0g6$ob qgrcg6gEoq'gbob 3erqgjboli q.:o$Jo6Cbob goro3olr 3c'rqggjliob 36ergjg0o (Ns0r-3/176, 24.05.201g)3r6q't0g5$ob $g36ob 636qrr0g66ob qg$63o6gaob b{e3d3q>rqg, 643qrrqg brjldlo6gqcDb 3;6q":0g6$oli lr.:jr6orgcq,(ntr3s6q'$g6$oli 636qrr0g5$ob 227-g 10i agbq,obr, S6qrl aogoroorcntl Ogbq,obJo63gSo J36j$o' cg4g5g6opgbobJ6cngdo.bo6o6ol$el6oqllgol;6b0rrq6o06uqEg6o836.:bq?.) lbrb3r' OolioS6ctrgd6tso Oerbqg; qglsgm6oq'gbob J6cngj$olt $r60cnq9696oq'o 3cnOogg$sr 0b.:6o cpglo6r 6r6brboq6CqrsQ5s$56r5' Jr6q,r0966ob JFgbr6U*' bbqgcn6rbg 3qp5r6qbbqgcn0.:bgJt6cnxj6ob6l6boqSobrboll6r0c.l0bbg6gbq'rq9 orrS0aqrc'r0l6otl qgro6ots6t brJdietgqgu6o lr;3ocnbrorr qgr $gbgbob 3cnEo$g$oli 3o63gqro 0errcg[oq'g 6g6't0 0r]r6rts3oqro' Jrooaobpg0oor, 5oar66oplborbo 3erOogg$obcn.:p0acget0r61
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
გათვალისწინებული შენიშვნების ვიზუალურად მკაფიოდ ხილვადი ვერსია
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101 227-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
სტენოგრაფიული ჩანაწერი
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის პლენარული სხდომა შესვენების შემდეგ სხდომას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზ.ძიძიგური თავმჯდომარე. შემდეგი, ეყრება კენჭი „საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, გთხოვთ, ჩავრთოთ კენჭისყრის რეჟიმი. ყურადღებით, კოლეგებო. ყურადღებით, კოლეგებო, მიმდინარეობს კენჭისყრა. მომხრე- 55, წინააღმდეგი-3 მიღებულია.
სტენოგრაფიული ჩანაწერი
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 თებერვლის პლენარული სხდომა შესვენების შემდეგ სხდომას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი თავმჯდომარე. 63-ე საკითხი, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“. მომხსენებელი ქალბატონი ირინა ფრუიძე. გთხოვთ, ქალბატონო ირინა. ი.ფრუიძე. მოგესალმებით. დადგენილების პროექტში 1-ლი მოსმენის შემდეგ შევიდა მხოლოდ ერთი ტექნიკური შესწორება. ვინაიდან ჩვენ ახალი რეგლამენტი მივიღეთ, შესაბამისად ჩასწორდა იმ მუხლის ნომერი, რომლის შესაბამისადაც არის ინიცირებული დადგენილების პროექტი. მე-101 მუხლის ნაცვლად იქნება 227-ე მუხლი. სხვა შესწორება არ შესულა 1-ლი მოსმენის შემდეგ და გავიაროთ მუხლობრივად. თავმჯდომარე. მუხლობრივი განხილვა არ არის, ქალბატონო ირინა, საჭირო. ეს განხილული არის. ამიტომ ჯობია, კითხვა-პასუხის პროცედურაზე გადავიდეთ, მე მგონი, თუ წინააღმდეგი არ ხართ. ი.ფრუიძე. კი, ბატონო. თავმჯდომარე. კითხვები არ არის. თანამომხსენებელს ხომ არ სურს გამოსვლა? კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა. მადლობა, განხილულია. ი.ფრუიძე. მადლობა.
დანართი
საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი პრეამბულა პარლამენტის წევრის მიერ ეთიკური ნორმების დაცვა კარგი მმართველობის ერთერთი უმთავრესი კომპონენტია და ემსახურება პარლამენტის წევრების საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებას. ეთიკის კოდექსის (შემდგომ - კოდექსი) მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, დაადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრების მაღალი ეთიკური სტანდარტები, ხელი შეუწყოს პარლამენტისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას და პარლამენტის წევრების მიერ მათი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას. კოდექსი ასევე ხელს უწყობს პარლამენტის წევრის რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვას. მუხლი 1 კოდექსის მოქმედების სფერო 1. კოდექსი ადგენს პარლამენტის წევრის ქცევის სტანდარტებს, მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას. 2. კოდექსის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები. მუხლი 2 კოდექსის ძირითადი პრინციპები საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას პარლამენტის წევრი ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: ა) კანონიერება და ერთგულება: ა.ა) პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, იცავს საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობას და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. ა.ბ) პარლამენტის წევრი ზრუნავს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებაზე და პატივს სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ა.გ) პარლამენტის წევრი არის ხალხისა და სახელმწიფოს ერთგული. ა.დ) პარლამენტის წევრი თავისი ქმედებით უფრთხილდება ქვეყნის იმიჯს და ხელს უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ბ) თანასწორობა: ბ.ა) პარლამენტის წევრი თანასწორად ეპყრობა ყველა მოქალაქეს განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. ბ.ბ) პარლამენტის წევრი პატივს სცემს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს და აღიარებს თანაბარ უფლებებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. ბ.გ) პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს, არ იყენებს სიძულვილის ენას, რომელიც მიმართულია, რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის თუ სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობებისკენ. გ) კეთილსინდისიერება: გ.ა) პარლამენტის წევრი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს პასუხისმგებლობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების გათვალისწინებით. გ.ბ) პარლამენტის წევრი არ იღებს პირადი ფინანსური ინტერესების მატარებელ გადაწყვეტილებებს, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ საპარლამენტო მოვალეობების ობიექტურად შესრულებაზე, მათ შორის არ ახდენს ლობირებას პირადი სარგებლის სანაცვლოდ. დ) ანგარიშვალდებულება: პარლამენტის წევრი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე, ის არის ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი, ინფორმაციას აძლევს მათ უფლებებზე, პარლამენტის საქმიანობაზე და ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობას. ე) გამჭვირვალობა: ე.ა) პარლამენტის წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურება საჯარო ინტერესებს და არის გამჭვირვალე. ე.ბ) პარლამენტის წევრი თანამშრომლობს მედიასთან. ე.გ) პარლამენტის წევრი ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას. ვ) პასუხისმგებლობა: ვ.ა) პარლამენტის წევრი იცავს და აძლიერებს საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და რეპუტაციას; ვ.ბ) კანონით დადგენილ ფარგლებში, ახორციელებს მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ყველა უწყების კონტროლს. ვ.გ) პარლამენტის წევრი ხელს უწყობს საპარლამენტო ეთიკის ნორმების დაცვას. მუხლი 3 ქცევის წესები საპარლამენტო უფლებამოსილების შესრულებისას, პარლამენტის წევრმა უნდა დაიცვას ქცევის შემდეგი წესები: ა) პარლამენტის წევრმა არ უნდა გამოიყენოს პარლამენტის წევრის სტატუსი პირადი, ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების ინტერესების სასარგებლოდ; ამ კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრში და ახლო ნათესავში იგულისხმება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები. ბ) პარლამენტის დასრულებამდე, წევრი მისი ან ვალდებულია, საკითხის განხილვის პროცედურის მისი წევრების, სამეწარმეო საქმიანობასთან ოჯახის დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს. გ) პარლამენტის წევრს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე; საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით. დ) პარლამენტის წევრი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იმ საჩუქრის დეკლარირება საჩუქრების რეესტრში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 ლარს. საჩუქრების რეესტრში უნდა მიეთითოს: მიმღები პარლამენტის წევრის სახელი და გვარი, მჩუქებლის სახელი და გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში - იურიდიული პირის სახელწოდება), საჩუქრის მიღების თარიღი, საჩუქრის აღწერა და საბაზრო ღირებულება. საჩუქრების რეესტრი არის საჯარო და აწარმოებს ეთიკის საბჭოს სამდივნო; ე) პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება დაუშვებელია. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით. ვ) საქართველოს კანონით ლობისტური საქმიანობის შესახებ, პარლამენტის წევრს, მისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, არ აქვს უფლება განახორციელოს ლობისტური საქმიანობა; ზ) პარლამენტის წევრმა არ უნდა მიიღოს ლობისტური საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით რეგისტრირებული ლობისტების მიერ ნაჩუქარი საჩუქარი/ჯილდო; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ლობისტთან საქმიანი შეხვედრის გამჭვირვალობის მიზნით პარლამენტის წევრი უზრუნველყოფს შეხვედრის ჩატარების შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებას; ი) პარლამენტის წევრმა არ უნდა დადოს ისეთი ტიპის გარიგება, რომელიც ზღუდავს მის დამოუკიდებლობას სადეპუტატო საქმიანობის განხორციელების პროცესში; კ) პარლამენტის წევრი ვალდებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია; ლ) პარლამენტის წევრი ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით, მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში; მ) პარლამენტის წევრმა არ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი პირადი ინტერესებისთვის, მათ შორის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“; ნ) პარლამენტის წევრმა თანამშრომლებთან ურთიერთობისას არ უნდა მოახდინოს დისკრიმინაცია/გამორჩევა მათი რასის, ეთნიკური კუთვნილების, სქესის, რელიგიის, ან სხვა ნიშნით; აგრეთვე არ უნდა დაავალოს პარლამენტის თანამშრომლებს, ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომელიც სცილდება მათ სამუშაო აღწერილობას; ო) პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და ქმედებები, აგრეთვე სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება; პ) პარლამენტის წევრი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს სამსახურეობრივი საკონტაქტო ინფორმაცია; ჟ) პარლამენტის წევრმა არასამსახურეობრივი მიზნებისათვის არ უნდა გამოიყენოს სამსახურეობრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჯარო სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელების პროცესში. მუხლი 4 კოდექსის ნორმების მონიტორინგი და აღსრულება 1. მე-3 მუხლის „გ“, „ე“, „ვ“, „კ“, „ლ“, „მ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით; 2. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ „დ“, „ზ - ი“, „ნ - პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების შესწავლასა და მონიტორინგს აწარმოებს ეთიკის საბჭო; 3. ეთიკის საბჭოს შექმნისა და დაკომპლექტების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. 4. ეთიკის საბჭო განიხილავს კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტებს თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე. 5. ეთიკის საბჭოს ჰყავს 2 თანათავმჯდომარე (ერთი უმრავლესობიდან და ერთი უმცირესობიდან ან იმ ფრაქციიდან, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში); ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეებს ირჩევს ეთიკის საბჭო. თავმჯდომარეთა არჩევის წესი, აგრეთვე მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ეთიკის საბჭოს დებულებით; 6. ეთიკის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; 7. საჩივრის სპეციალური ფორმა კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით შეიძლება შეიტანოს პარლამენტის წევრმა/ებმა და პირმა რომელიც მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ამ კოდექსის ნორმები; 8. თუ სავარაუდო დარღვევის ფაქტს ადგილი აქვს ეთიკის საბჭოს წევრის მხრიდან, ეთიკის საბჭო საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს დროებით, საკითხის გადაწყვეტამდე, შეცვალოს იგი ფრაქციის სხვა წევრით. 9. საჩივრის სპეციალური ფორმის შევსება და წარდგენა შესაძლებელია, როგორც წერილობით ასევე ელექტრონულად; 10. საჩივრის რეგისტრაციიდან ხუთი სამუშაო დღის მანძილზე ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები იღებენ გადაწყვეტილებას საჩივრის დასაშვებობის თაობაზე. საჩივარი არ არის დასაშვები თუ განსახილველი საკითხი სცილდება ეთიკის საბჭოს ამ კოდექსით განსაზღვრულ კომპეტენციას ან/და იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 და მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე, თუ საჩივარში მითითებულ საკითხზე არსებობს ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება. დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს; 11. საჩივრის წარდგენა დასაშვებია შესაბამისი ფაქტის დადგომიდან/გამოვლენიდან არაუმეტეს ერთი თვისა, მხოლოდ შესაბამისი მოწვევის პარლამენტის წევრის სტატუსის მქონე პირების მიმართ; 12. საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მის წინააღმდეგ შემოტანილი საჩივრის შესახებ და დასაშვებად მიჩნევიდან ეძლევა 10 სამუშაო დღე საჩივარზე საპასუხოდ. ვადის გაგრძელება დასაშვებია 5 სამუშაო დღით არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე; 13. საპასუხო ვადის გასვლის შემდეგ, ეთიკის საბჭო ერთი თვის ვადაში განიხილავს საჩივარს; 14. განხილვის პროცესში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მოიძიოს მტკიცებულებები და გამოითხოვოს საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო ინფორმაცია; 15. პარლამენტის წევრი თანამშრომლობს ეთიკის საბჭოსთან; 16. პარლამენტის წევრმა უნდა დაიცვას ეთიკის კოდექსის საჩივრების განხილვების პროცესში დადგენილი კონფიდენციალურობის ნორმა და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული სათანადო წესით და არ გამხდარა საჯარო ინფორმაცია; 17. ეთიკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება პარლამენტის იმ წევრების სახელები, რომლებმაც დაარღვიეს ეთიკის კოდექსი, დარღვევის მცირე აღწერით. ამ კოდექით დადგენილი ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მიმართოს პარლამენტის წევრს სარეკომენდაციო ბარათით. 18. თუ ეთიკის საბჭო დაადგენს, რომ კოდექსის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, პარლამენტის წევრის სახელი და გვარი და შემთხვევის მოკლე აღწერა პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება მხოლოდ პარლამენტის წევრის თანხმობის შემთხვევაში, ხოლო განმცხადებელს ეცნობება საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ. 19. ეთიკის საბჭო ამზადებს საქმიანობის წლიურ ანგარიშს, რომელიც ქვეყნდება პარლამენტის ვებ-გვერდზე; 20. საჩივრის განხილვის პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო ეთიკის საბჭოს სხდომები დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს საჯაროდ; სხდომის საჯაროდ ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ეთიკის საბჭო. 21. ეთიკის საბჭოს წევრები და სამდივნოს თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან სამსახურეობრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა საჩივრის განხილვის დროს. მუხლი 5 ეთიკის კოდექსის დაცვა და გაცნობა საქართველოს პარლამენტი ყოველი ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებისათვის უზრუნველყოფს ტრენინგს ეთიკის კოდექსის გაცნობის მიზნით; მუხლი 6 გარდამავალი დებულება საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ეთიკის საბჭოს შექმნის თაობაზე დადგენილების მიღება „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში.