„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არის ორგანული კანონის ძალის მქონე
ნორმატიული აქტი, რომელიც გამოიცემა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ
შემთხვევებში.
2. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს
კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, კონსტიტუციურ შეთანხმებას და საერთაშორისო
ხელშეკრულებას.
3. მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
8. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს
თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ
თანახელმოწერის შემთხვევაში. თანახელმოწერის წესი განისაზღვრება „საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონით.
4. 27-ე მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
41. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს
კონტრასიგნაციას, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა
გამოქვეყნდეს
მხოლოდ
კონტრასიგნაციის
შემთხვევაში,
თანახელმოწერის
განხორციელებიდან 5 დღის ვადაში.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის
ახალი რედაქციით, რომელიც ამოქმედდება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების
საფუძველზე არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია შეიცავს განსხვავებულ და განახლებულ
სტანდარტს თანახელმოწერის ინსტიტუტისას. ტერმინი “კონტრასიგნაცია” კონსტიტუციის
ახალი რედაქციით ჩანაცვლდა შესატყვისი ქართული სინონიმით - “თანახელმოწერა”.
ამავდროულად, კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, პრეზიდენტის დეკრეტს
ენიჭება ორგანული კანონის ძალა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს
კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტიტუციის ახალ რედაქციასთან,
რომელიც ამოქმედდება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე არჩეული
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს
საქართველოს კანონის მე-11 მუხლში, კერძოდ:
კანონპროექტით შემოთავაზებული მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის განახლებული
რედაქცია იმეორებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამის ნორმას და
განსაზღვრავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტს აქვს ორგანული
კანონის ძალა;
კანონპროექტით შემოთავაზებული მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის განახლებული
რედაქცია აკონკრეტებს პრეზიდენტის დეკრეტის მიმართებას სხვა
ნორმატიულ აქტებთან, ნორმატიული აქტების იერარქიის გათვალისწინებით;
კანონპროექტით შემოთავაზებულია მე-11 მუხლის მე-8 პუნქტისა და 27-ე
მუხლის 41 პუნქტის ახალი რედაქცია, რომლებშიც ტერმინი „კონტრასიგნაცია“
იცვლება ტერმინით - „თანახელმოწერა“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღებება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტრო.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის
ავტორია
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტში
კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
შექმნილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 11. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები
1. საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებასა და დეკრეტს, აგრეთვე, როგორც
საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, – ბრძანებას გამოსცემს
საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მის
საფუძველზე.
2. (ამოღებულია - 20.09.2013, №1157).
3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია (გამონაკლისია
ბრძანებულებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება).
4. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი
მთავარსარდლის, ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული აქტი, ისე
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.
5. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არის კანონის ძალის მქონე ნორმატიული
აქტი, რომელიც გამოიცემა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს
კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, კონსტიტუციურ შეთანხმებას, საერთაშორისო
ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, ორგანულ კანონს.
7.
საქართველოს
პრეზიდენტი
კონსტიტუციური შეთანხმება.
უფლებამოსილია
დადოს
საქართველოს
8. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს
კონტრასიგნაციას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ
კონტრასიგნაციის შემთხვევაში. კონტრასიგნაციის წესი განისაზღვრება „საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონით.
მუხლი 27. ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი
1. საქართველოს ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-2−6 1 პუნქტებში
მითითებული ნორმატიული აქტებისა) მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 10 დღის ვადაში
გამოსაქვეყნებლად უნდა გადასცეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
2. საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ
მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, კანონითა და
ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით დადგენილი წესით.
21 . ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული საქართველოს კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა
გადაეცეს მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან
(ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს
მეორე დღისა.
4. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის 4 1 პუნქტით
გათვალისწინებული ნორმატიული აქტისა), საქართველოს პარლამენტის, საქართველოს
მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული
ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა
გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან/გამოცემიდან 10 დღის ვადაში.
41. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს
კონტრასიგნაციას, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა
გამოქვეყნდეს
მხოლოდ
კონტრასიგნაციის
შემთხვევაში,
კონტრასიგნაციის
განხორციელებიდან 5 დღის ვადაში.
5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს
მე-2 დღისა.
51 . ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი
მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა.
6. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული
აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს არა
უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა.
61. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნორმატიული აქტი „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არაუგვიანეს
მე-2 დღისა.
7. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს
უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული
შტამპით დამოწმებული ნორმატიული აქტი. ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის
პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და
გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
8. ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-4−6 1 პუნქტებში მითითებული
ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ აქვეყნებს აქტის მისთვის
გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
9. გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-2−61 პუნქტებში
მითითებული ნორმატიული აქტებისა, აგრეთვე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი შემთხვევებისა)
უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.