„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №19, 15.07.2004, მუხ. 85) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის
გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის
პირველი წინადადებით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
შეზღუდვის აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის მეორე
წინადადებით გათვალისწინებული კონსტიტუციური ნორმების მოქმედების შეჩერების
შესახებ;“
ბ) მე-4 პუნქტის:
ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კონსტიტუციით
გათვალისწინებულ საკითხებს, გარდა იმ საკითხებისა, რაც საჭიროებს საქართველოს
მთავრობის თანხმობას/წარდგინებას ან პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას;“
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) საქართველოს მთავრობის თანხმობის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის
თანახელმოწერის
მისაღებად
უზრუნველყოფს
საქართველოს
კონსტიტუციით
გათვალისწინებული საკითხების საქართველოს მთავრობისთვის/საქართველოს პრემიერმინისტრისთვის წარდგენას;
2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლ) საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს
საქართველოს მთავრობის თანხმობას ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის
ახალი რედაქციით, რომელიც ამოქმედდება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების
საფუძველზე არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია შეიცავს განსხვავებულ და განახლებულ
სტანდარტს თანახელმოწერის ინსტიტუტისას. ტერმინი “კონტრასიგნაცია” კონსტიტუციის
ახალი რედაქციით ჩანაცვლდა შესატყვისი ქართული სინონიმით - “თანახელმოწერა”.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ მოქმედი
საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტიტუციის ახალ
რედაქციასთან, რომელიც ამოქმედდება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში,
კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე, ტერმინი „კონტრასიგნაცია“ იცვლება
ტერმინით - „თანახელმოწერა“. ამასთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის
უფლებამოსილებები შესაბამისობაში მოდის საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის
ახალი რედაქციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი,ს მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღებება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტრო.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის
ავტორია
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტში
კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
შექმნილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
1. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს
პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი ხელს
უწყობს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პარლამენტთან
ურთიერთობების განხორციელებაში.
2. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საქართველოს პრეზიდენტის
სახელით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე
განსახილველად წარადგენს:
ა) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს
პრეზიდენტის მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს
რატიფიცირებისათვის;
ბ) საქართველოს
კანონპროექტებს;
პრეზიდენტის
მოტივირებული
შენიშვნებით
დაბრუნებულ
გ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს საგანგებო ან საომარი
მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლში
მითითებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის შესახებ;
დ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს
პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტებს;
ე) იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელთა პარლამენტისათვის წარდგენა
საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება;
ვ) სათანადო დოკუმენტებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა
წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პარლამენტის თანხმობის მისაღებად.
4. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი:
ა) საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად წარუდგენს საქართველოს
პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს და უზრუნველყოფს საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ესწრება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომებს
და მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ
სხდომებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საკითხების განხილვაში;
გ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით საქართველოს პარლამენტიდან
გამოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ საქართველოს
კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკითხებს;
დ) საქართველოს მთავრობის თანხმობის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის
კონტრასიგნაციის
მისაღებად
უზრუნველყოფს
საქართველოს
კონსტიტუციით
გათვალისწინებული საკითხების საქართველოს მთავრობისთვის/საქართველოს პრემიერმინისტრისთვის წარდგენას;
ე) ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტთან საქართველოს პრეზიდენტის
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობებს;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. ცალკეული საკითხების საქართველოს პარლამენტში წარდგენა საქართველოს
პრეზიდენტის
საპარლამენტო
მდივნის
ნაცვლად
საქართველოს
პრეზიდენტის
განკარგულებით შეიძლება დაევალოს სხვა თანამდებობის პირს.
6. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია
საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. იგი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს.
7. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს
და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის
უფროსი. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის არყოფნისას მის მოვალეობას
ასრულებს მისი მოადგილე.
მუხლი 4. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
1. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს მთავრობის
სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.
2. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს საქართველოს მთავრობასთან
შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს
პრემიერ-მინისტრი. საპარლამენტო მდივნის დანიშვნა და განთავისუფლება ფორმდება
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.
3. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი თავისი კომპეტენციის
ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროების საქმიანობას კანონპროექტების
მომზადების სფეროში.
4. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი საქართველოს მთავრობის
სახელით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე
განსახილველად წარადგენს:
ა) საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ
კანონპროექტებს;
ბ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში საერთაშორისო
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმებისათვის.
5. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი:
ა) საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ქვეყანაში საკანონმდებლო
ბაზის სრულყოფის საკითხებზე;
ბ) (ამოღებულია – 20.10.2013, №1259);
გ) ესწრება საქართველოს პარლამენტის ბიუროს და საქართველოს მთავრობის
სხდომებს;
დ) მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და
პლენარულ სხდომებზე კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვაში;
ე) ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტთან საქართველოს მთავრობის
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა ურთიერთობებს;
ვ) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის
სამართლებრივი აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემას;
ზ) საქართველოს მთავრობის თანხმობით გამოითხოვს საქართველოს მთავრობის
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
საქართველოს
პარლამენტში
წარდგენილ
კანონპროექტებსა და სხვა საკითხებს;
თ) კოორდინაციას უწევს სამინისტროების საპარლამენტო მდივნების საქმიანობას
კანონპროექტების მომზადების სფეროში;
ი) აკონტროლებს სამინისტროების მიერ კანონპროექტების მომზადების დაგეგმვასა და
წარმართვას, კანონპროექტების მომზადების გეგმის შესრულებას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი
წესით საქართველოს პარლამენტში წარადგენს საქართველოს მთავრობის შენიშვნებს
განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით;
ლ) საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს
საქართველოს
მთავრობის
თანხმობას
ან
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
კონტრასიგნაციას;
მ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის
დავალებით
და
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
სხვა
უფლებამოსილებებს.
6. ცალკეული კანონპროექტების ან სხვა საკითხების საქართველოს პარლამენტში
წარდგენა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ნაცვლად საქართველოს
მთავრობის განკარგულებით შეიძლება დაევალოს სხვა თანამდებობის პირს.
7. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია
საქართველოს მთავრობის წინაშე. იგი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.
8. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს
მთავრობის საპარლამენტო მდივნის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.