„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.05.2018
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/221/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 111. პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. შენიშვნა: 1. ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებელის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2. ამ კოდექსის 1261 მუხლით ან 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე-139-ე, 141-ე, 143-ე, 144-ე-1443 მუხლებით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ კოდექსის 1261 მუხლით ან რომელიმე ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა.“. 2. 531 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.“. 3.109-ე მუხლის მე-2 ნაწილს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: მუხლით ან მუხლის ნაწილით „დ1) გენდერის ან გენდერული იდენტობის ნიშნით;“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) „ოჯახის წევრის მიმართ,-“. 4.115-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 115. თვითმკვლელობამდე მიყვანა 1. თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) გენდერის ან გენდერული იდენტობის ნიშნით; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.“. 5. 117-ე მუხლის: ა) მესამე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ,-“. ბ) მეხუთე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) გენდერის ან გენდერული იდენტობის ნიშნით;“; 6. 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება 1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) ჯგუფურად; ე) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“. 7. 1261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1261. ოჯახში ძალადობა 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) ჯგუფურად; ე) არაერთგზის, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“. 8. 1442 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1442 . წამების მუქარა 1. ამ კოდექსის 1441 მუხლში აღნიშნული პირობების შექმნის, მოპყრობის ან დასჯის მუქარა, განხორციელებული იმავე მიზნით, თუ ეს მუქარა არის რეალური და იმწუთიერი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“. 9. 149-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი; გ) არაერთზგის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“. 10. 1501 მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“. 11. 160-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით: „3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით ; გ) არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“. 12. 171-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი: „4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.“. 13. 187-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“. 14. 253-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ან არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმისაგან სარგებლის მიღება, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.“. 15. 255-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი: „4 ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.“. 16. 2551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2551. არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში 1. არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში ან ამ ქმედებისაგან სარგებლის მიღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“. 17. 3811 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3811. შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა 1. შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა,– ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“. 18. 3812 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3812. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა 1. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის შვილის გადაცემის შესახებ ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომლის დასაძლევად ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების არსებობაა აუცილებელი. მიუხედავად ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისა, განმეორებითი ძალადობის პრევენციისთვის საკმარის ყველა საჭირო ინსტრუმენტს ჯერ კიდევ არ შეიცავს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელმა ცვლილებებმა შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის, ასევე ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მოძალადეთა მიმართ ქმედების შესაბამისი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება უნდა უზრუნველყოს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. სახელმწიფოს პოლიტიკა - შემაკავებელი და დამცავი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა ყოფილიყო დასჯილი შედარებით მსუბუქად ადმინისტრაციული წესით, აღმოჩნდა არაეფექტური პრობლემის წინაშე საბრძოლველად. როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, ძალადობის მსხვერპლი შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვის გადაწყვეტილებას მის მიმართ ძალადობის რამდენიმე ფაქტის განხორციელების შემდეგ იღებს. ამ პირობებში, შემაკავებელი/დამცავი ორდერის მოთხოვნათა დარღვევის პირველივე შემთხვევა იმდენად მაღალი საშიშროების შემცველია, რომ მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება მოძალადეს გაუმართლებელ შეღავათს უწევს. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შემაკავებელი/დამცავი ორდერის პირობების შესრულების უზრუნველყოფის არასაკმარისი საშუალებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გაზრდილია არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის, არამედ შემაკავებელი/დამცავი ორდერის პირობების დარღვევის ფაქტები. კერძოდ, 2012 წელს ოჯახში ძალადობით (სსკ-ის 1261 მუხლი) გამოძიება დაიწყო 281, 2013 წელს - 472, 2014 წელს - 636, 2015 წელს - 1150, 2016 წელს - 1727, 2017 წელს - 2562, ხოლო 2018 წლის იანვარი-მარტის პერიოდში - 1107 ფაქტზე. რაც შეეხება ოჯახურ დანაშაულს (სსკ-ის 111 მუხლი), 2012 წელს გამოძიება დაიწყო 44, 2013 წელს - 143, 2014 წელს - 96, 2015 წელს - 168, 2016 წელს - 283, 2017 წელს - 316, ხოლო 2018 წლის იანვარ-მარტის პერიოდში - 131 ფაქტზე. ასევე, 2012 წელს სსკ-ის 3811 მუხლით (შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გამოძიება დაიწყო 5, 2013 წელს - 12, 2014 წელს - 10, 2015 წელს - 36, 2016 წელს - 28, 2017 წელს - 29, ხოლო 2018 წლის იანვარ-მარტის პერიოდში - 18 ფაქტზე. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლით (შემაკავებელი და დამცავი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებს, 2012 წელს გამოვლენილია 34, 2013 წელს - 46, 2014 წელს - 122, 2015 წელს - 271, 2016 წელს - 267, 2017 წელს - 354, ხოლო 2018 წლის იანვარ-მარტის პერიოდში - 106 ფაქტი. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლი, 11.05.2011; საქართველომ კონვენციას ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს და ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბერს) 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ გაცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერების დარღვევა იწვევდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სისხლისსამართლებრივ ან სხვა იურიდიულ სანქციებს. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია ქალების ძალადობისგან დაცვის თაობაზე (REC(2002)5 2002 წლის 30 აპრილი) აღნიშნავს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშავონ, განავითარონ და/ან დახვეწონ ძალადობის წინააღმდეგ ეროვნული მექანიზმები. აღნიშნული დოკუმენტები სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ მისი ნაბიჯები და გატარებული ზომები იყოს ეფექტიანი და ადეკვატურად პასუხობდეს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. სტატისტიკაც ნათლად ადასტურებს, რომ შემაკავებელი/დამცავი ორდერების მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოძალადისათვის არ არის დამაშინებელი, შემზღუდავი ან/და გადამარწმუნებელი. შესაბამისად, პრობლემას სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოყვეს ადეკვატური პასუხი, რათა ყველა ზომა იქნეს გატარებული მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად. აღნიშნულს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის პირველივე შემთხვევაზე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების გამოყენება. მოძალადის ქმედებაზე სახელმწიფოს რეაგირება უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისი და წარმოადგენდეს ადეკვატურ წინაღობას, რომელიც შესაძლებელს გახდის ძალადობის ეფექტიან პრევენციას. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის განხილვისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მათი ბუნება. ასეთი ტიპის დანაშაულებს ახასიათებთ სისტემატურობა და არაერთგზისობა. ოჯახში ძალადობა ხშირად არ არის ერთჯერადი ქმედება, არამედ ეს არის პროცესი, რომელიც შედგება ძალადობის განმეორებადი ციკლებისაგან. ოჯახში ძალადობა დროში გახანგრძლივებულია და აქვს ზრდის ტენდენცია. ძალადობის ფაქტები დროთა განმავლობაში ხდება უფრო და უფრო სისტემატური და მძიმე, რასაც მოყვება ფატალური შედეგებიც. პრაქტიკა ადასტურებს, რომ ხშირად ოჯახში ძალადობას ამგვარი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები სჩადიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იქნეს მიღებული პირის მიერ წინათ ჩადენილი ქმედებები და მოხდეს საშიშროების მაღალი ხარისხიდან დანაშაულების ურთიერთდაკავშირება. გამომდინარე გარკვეული ოჯახური ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად, გარკვეული გარემოებები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც დამამძიმებელი გარემოებები კონვენციით დადგენილი დანაშაულის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს. ერთ-ერთი ასეთ გარემოებას წარმოადგენს პირის ნასამართლობა მსგავსი დანაშაულისთვის (46 „ი“). მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის არაერთგზის ჩამდენი პირების მიმართ ადეკვატურ სანქციებს არ ითვალისწინებს. არაერთგზისობა მთელი რიგი დანაშაულებისთვის არ წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ოჯახური დანაშაულის პირველად ჩამდენი და განმეორებით ჩამდენი პირი ერთი და იმავე სასჯელით დაისაჯოს. შესაბამისად, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია არაერთგზისობა, როგორც დამამძიმებელი გარემოება, დაემატოს ოჯახური დანაშაულის ყველა იმ მუხლს, რომელიც მოცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლში. ოჯახში ძალადობა (1261 მუხლი) დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს აღნიშნული ქმედების ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, თუმცა აღნიშნული დამამძიმებელი გარემოება არ არის გათვალისწინებული ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიც არის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (120-ე მუხლი), ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (118-ე მუხლი) და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე მუხლი). შესაბამისად, მიზანშეწონილია, ზემოაღნიშნულ მუხლებსაც გააჩნდეთ აღნიშნული გარემოება პასუხიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლში არსებული ოჯახური დანაშაულების ჩამონათვალიდან ხდება სსკ-ის 108-ე მუხლის ამოღება, ვინაიდან სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილს დამამძიმებელი გარემოების სახით ემატება განზრახი მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. შესაბამისად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მკვლელობა აღარ მოგვცემს მარტივი მკვლელობის შემადგენლობას. იმავე ლოგიკით, 111 მუხლის მეორე ნაწილის შენიშვნაში არ არის მითითებული სსკ-ის 108-ე მუხლი. კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლი, რომელიც, მართალია, დისკრიმინაციული ნიშნით, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ დანაშაულის ჩადენას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მსგავსად, არ აწესებს სასამართლოს მიერ დასანიშნი სასჯელის ზღვრულ ოდენობას. ამგვარი რეგულაცია ვერ პასუხობს კანონმდებლის მიზანს შედარებით მკაცრად დასაჯოს დისკრიმინაციული ნიშნით, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები, ვინაიდან ის მინიმუმთან უკიდურესად მიახლოებული სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობასაც იძლევა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სსკ-ის 531 მუხლში გაკეთდეს სსკის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მსგავსი ჩანაწერი. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ, ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა განესაზღვროს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია. სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლი, ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო, ასევე არ წარმოადგენს გენდერის ან გენდერული იდენტობის ნიშნით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ ადეკვატური სანქციების გამოყენების ეფექტიან მექანიზმს მაშინ, როცა ამგვარი დანაშაული ბოლოდროინდელი ფაქტების გათვალისწინებით ქვეყნისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა. შესაბამისად, მსგავსად „რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, ეთნიკური შეუწყნარებლობის“ მოტივისა, მიზანშეწონილია, გენდერი და გენდერული იდენტობის ნიშანი გათვალისწინებული იქნეს როგორც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის იმ დანაშაულებისთვის, რომელთა ჩადენის დროსაც ყველაზე ხშირად არსებობს ამგვარი მოტივის არსებობის ეჭვი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე აუცილებელია ისეთ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, როგორიც არის მკვლელობა, დამამძიმებელი გარემოების სახით გააჩნდეს აღნიშნული ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, რაზეც განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციაშიც. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების ძირითად მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ნორმების დახვეწა და სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:    სსკ-ის 531 მუხლს ემატება მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ სსკ-ის 531 მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლში არსებული ოჯახური დანაშაულების ჩამონათვალიდან ხდება სსკ-ის 108-ე მუხლის ამოღება, ვინაიდან სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილს დამამძიმებელი გარემოების სახით ემატება განზრახი მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. სსკ-ის 111 მუხლის მეორე ნაწილის შენიშვნაშიც არ არის მითითებული სსკ-ის 108-ე მუხლი. კანონმდებლობის მოქმედი რედაქცია პირის მიერ წარსულში ჩადენილ ოჯახში ძალადობასა და ოჯახურ დანაშაულს არ განიხილავს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. სსკ-ის 111 მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირის მიერ წარსულში 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე-139-ე,      141-ე, 143-ე, 144-ე-1443 მუხლებით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის (1261 მუხლი) ჩადენის ფაქტი გათვალისწინებული იქნება, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება და მოგვცემს ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულისთვის არაერთგზისობას. სსკ-ის 111 მუხლით განსაზღვრული ყველა დანაშაული დამამძიმებელი გარემოების სახით არ ითვალისწინებს არაერთგზისობას. შესაბამისად, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით, სსკ-ის 115-ე, 120-ე, 1442, 149-ე, 1501, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად განესაზღვრებათ არაერთგზისობა. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, ზოგიერთმა მუხლმა მოითხოვა „ნაწილის“ ან/და „ქვეპუნქტის“ დამატება. სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილისთვის იზრდება სანქცია და განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე, ასევე მე-2 ნაწილად დამამძიმებელ გარემოებებად ემატება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება არასრულწლოვნის, ორსული ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ასევე, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ ან ჯგუფურად და სანქციის სახით განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. მკაცრდება სასჯელი სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილისთვის და სანქციის სახით გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ცვლილება გულისხმობს გენდერის ან გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, როგორებიცაა მკვლელობა (მუხლი 109), თვითმკვლელობამდე მიყვანა (მუხლი 115), ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 117), ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (მუხლი 118). ამასთან, სსკ-ის 109-ე მუხლს დამამძიმებელ გარემოებად ემატება მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო სსკ-ის 117-ე მუხლს დამამძიმებელ გარემოებად ასევე ემატება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც ასევე დამამძიმებელი გარემოება იქნება 118-ე მუხლისთვის. სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვრება პასუხისმგებლობა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, რაც დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. აღნიშნული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აღარ იქნება საჭირო პრეიუდიციული ფაქტის არსებობა - იმავე ქმედებისთვის პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება. შესაბამისად, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი ღონისძიებები გატარდება შემაკავებელი ან დამცავი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევაზე. ასევე, აღნიშნულ მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება - ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, რაც დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნენების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: შემაკავებელი ან ვალდებულებების დამცავი ორდერით შეუსრულებლობა გათვალისწინებული პირველივე მოთხოვნებისა შემთხვევაში დაისჯება და სისხლის სამართლის წესით ნაცვლად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა. აღნიშნულმა შეიძლება გავლენა იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ პატიმრობას ან გამასწორებელ სამუშაოს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა და თავისუფლების აღკვეთის გარდა გათვალისწინებულია ჯარიმა, რომლის მინიმალური ოდენობა არის 500 ლარი. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება შესაბამის დანაშაულთა რაოდენობაზე, რომლებზეც სასჯელის სახით გამოყენებული იქნება ჯარიმა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის დასჯად დანაშაულად შემაკავებელი ან დამცავი ორდერით შეუსრულებლობის გათვალისწინებული პირველივე შემთხვევის მოთხოვნებისა და გამოცხადებას, ასევე ვალდებულებების დამამძიმებელი გარემოებების დამატებას ცალკეული მუხლებისათვის და რიგ შემთხვევებში სანქციის სახით თავისუფლების აღკვეთის ვადების გაზრდას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება გაიზარდოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსათავსებელ პირთა რაოდენობა და მათი ყოფნის ხანგრძლივობა. ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსში ემატება ახალი დამამძიმებელი გარემოებები, რომელთა ნაწილი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების შემადგენლობებისთვის, მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია ამ ქმედებების რაოდენობის დადგენა და შესაბამისად, კანონის ამოქმედების შემდეგ ამ ქმედებებისათვის მსჯავრდებულთა სასჯელის აღსრულების ხარჯების ზუსტი განსაზღვრა. აღნიშნულის დაფინანსება განხორციელდება სასჯელაღსრულებისა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნენების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: და პრობაციის კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა დაისჯება პირველივე შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით, რაც სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა და თავისუფლების აღკვეთის გარდა, ასევე ითვალისწინებს ჯარიმას. პირს ჯარიმა შეიძლება განესაზღვროს 500 ლარიდან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის განსაზღვრას. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობა აღნიშნული დანაშაულისათვის განსაზღვრულია 500 ლარის ოდენობით. მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მოსამართლე ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: და მრავალმხრივ დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 111 . პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331 , 1332 , 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511 , 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551 , 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. შენიშვნა: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მუხლი 531. სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები 1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. 2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში 1. განზრახ მკვლელობა: ა) (ამოღებულია); ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; გ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; დ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე. 2. განზრახ მკვლელობა: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა; გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით; დ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; ე) ჯგუფურად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე. 3. განზრახ მკვლელობა: ა) ორი ან მეტი პირისა; ბ) განსაკუთრებული სისასტიკით; გ) ანგარებით ან შეკვეთით; დ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ე) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა), – ვ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: ამ კოდექსში ახლო ნათესავად მიიჩნევა: მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე. მუხლი 115. თვითმკვლელობამდე მიყვანა თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება 1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 3. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი: ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; გ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; დ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. 5. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით; დ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; ე) ჯგუფურად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე. 7. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი: ა) ორი ან მეტი პირის მიმართ; ბ) განსაკუთრებული სისასტიკით; გ) ანგარებით ან შეკვეთით; დ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ე) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა); ვ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე. მუხლი 120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მუხლი 1261 . ოჯახში ძალადობა 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) ჯგუფურად; ე) არაერთგზის, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. მუხლი 1442 . წამების მუქარა ამ კოდექსის 1441 მუხლში აღნიშნული პირობების შექმნის, მოპყრობის ან დასჯის მუქარა, განხორციელებული იმავე მიზნით, თუ ეს მუქარა არის რეალური და იმწუთიერი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მუხლი 149. უკანონო მოთავსება ან დაკავება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 1. უკანონო მოთავსება ან დაკავება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. მუხლი 1501. ქორწინების იძულება 1. ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. მუხლი 160. ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა 1. ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით; ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მუხლი 171. არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში 1. არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. არასრულწლოვნის გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში ჩაბმა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 3. არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში ძალადობის, ძალადობის მუქარის ან მოტყუების გარეშე, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება 1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე. მუხლი 253. პროსტიტუციაში ჩაბმა 1. პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ან არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმისაგან სარგებლის მიღება, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. მუხლი 255. პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება 1. პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 2. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ჩვენებაზე დასწრება, შეთავაზება, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება, ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 3. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: 1. არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები არის ნებისმიერი მეთოდით შექმნილი ვიზუალური ან აუდიოვიზუალური მასალა, აგრეთვე დადგმული წარმოდგენა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენილია არასრულწლოვნის ან არასრულწლოვნის გამოსახულების მქონე პირის მონაწილეობა ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში ან ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. პორნოგრაფიულად არ ჩაითვლება ნაწარმოები, რომელსაც აქვს სამედიცინო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. მუხლი 2551. არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში ან ამ ქმედებისაგან სარგებლის მიღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. მუხლი 3811. შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა 1. შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. მუხლი 3812. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის შვილის გადაცემის შესახებ ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.