„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 1752 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
1752.
არასრულწლოვნის განცალკევების
გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა
შესახებ
სოციალური
მუშაკის
არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი
დაუმორჩილებლობა, –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს
ერთ თვემდე ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს
ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.
2. 246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის
ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის
ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის
კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ამ კოდექსის 45-ე
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის, ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის, არასრულწლოვნის განცალკევების
შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის, პროსტიტუციის,
საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის
შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის,
ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა
სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი
დარღვევის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ
სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით
უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
გამოწვევაა, რომლის დასაძლევად ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების არსებობაა
აუცილებელი.
მიუხედავად
ამ
დანაშაულის
წინააღმდეგ
ბრძოლის
მიზნით
განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისა, განმეორებითი ძალადობის
პრევენციისთვის საკმარის ყველა საჭირო ინსტრუმენტს ჯერ კიდევ არ შეიცავს მოქმედი
სისხლის სამართლის კანონმდებლობა. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსში
განსახორციელებელმა ცვლილებებმა შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების
დარღვევის, ასევე ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მოძალადეთა
მიმართ ქმედების შესაბამისი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება უნდა
უზრუნველყოს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დღეს მოქმედი
რედაქციის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერებით გათვალისწინებული
მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას. სახელმწიფოს პოლიტიკა - შემაკავებელი და დამცავი ორდერებით
გათვალისწინებული
მოთხოვნების/ვალდებულებების
შეუსრულებლობა
ყოფილიყო
დასჯილი შედარებით მსუბუქად ადმინისტრაციული წესით, აღმოჩნდა არაეფექტური
პრობლემის წინაშე საბრძოლველად.
როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, ძალადობის მსხვერპლი შემაკავებელი/დამცავი ორდერის
გამოცემის მოთხოვნით სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვის გადაწყვეტილებას
მის მიმართ ძალადობის რამდენიმე ფაქტის განხორციელების შემდეგ იღებს. ამ პირობებში,
შემაკავებელი/დამცავი ორდერის მოთხოვნათა დარღვევის პირველივე შემთხვევა იმდენად
მაღალი საშიშროების შემცველია, რომ მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის
დაწესება
მოძალადეს
გაუმართლებელ
შეღავათს
უწევს.
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
შემაკავებელი/დამცავი
ორდერის
პირობების
შესრულების
უზრუნველყოფის არასაკმარისი საშუალებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც
გაზრდილია არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის, არამედ
შემაკავებელი/დამცავი ორდერის პირობების დარღვევის ფაქტები.
კერძოდ, 2012 წელს ოჯახში ძალადობით (სსკ-ის 1261 მუხლი) გამოძიება დაიწყო 281, 2013
წელს - 472, 2014 წელს - 636, 2015 წელს - 1150, 2016 წელს - 1727, 2017 წელს - 2562, ხოლო 2018
წლის იანვარი-მარტის პერიოდში - 1107 ფაქტზე. რაც შეეხება ოჯახურ დანაშაულს (სსკ-ის 111
მუხლი), 2012 წელს გამოძიება დაიწყო 44, 2013 წელს - 143, 2014 წელს - 96, 2015 წელს - 168,
2016 წელს - 283, 2017 წელს - 316, ხოლო 2018 წლის იანვარ-მარტის პერიოდში - 131 ფაქტზე.
ასევე, 2012 წელს სსკ-ის 3811 მუხლით (შემაკავებელი ან დამცავი ორდერით
გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გამოძიება
დაიწყო 5, 2013 წელს - 12, 2014 წელს - 10, 2015 წელს - 36, 2016 წელს - 28, 2017 წელს - 29, ხოლო
2018 წლის იანვარ-მარტის პერიოდში - 18 ფაქტზე. რაც შეეხება ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლით (შემაკავებელი და დამცავი ორდერებით
გათვალისწინებული
მოთხოვნებისა
და
ვალდებულებების
შეუსრულებლობა)
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებს, 2012 წელს გამოვლენილია 34, 2013 წელს
- 46, 2014 წელს - 122, 2015 წელს - 271, 2016 წელს - 267, 2017 წელს - 354, ხოლო 2018 წლის
იანვარ-მარტის პერიოდში - 106 ფაქტი.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ
ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლი, 11.05.2011; საქართველომ კონვენციას ხელი მოაწერა
2014 წლის 19 ივნისს და ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბერს) 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის
უზრუნველსაყოფად, რომ გაცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერების დარღვევა
იწვევდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე
სისხლისსამართლებრივ ან სხვა იურიდიულ სანქციებს. მინისტრთა კომიტეტის
რეკომენდაცია ქალების ძალადობისგან დაცვის თაობაზე (REC(2002)5 2002 წლის 30 აპრილი)
აღნიშნავს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშავონ, განავითარონ და/ან დახვეწონ
ძალადობის წინააღმდეგ ეროვნული მექანიზმები. აღნიშნული დოკუმენტები სახელმწიფოს
ავალდებულებს, რომ მისი ნაბიჯები და გატარებული ზომები იყოს ეფექტიანი და
ადეკვატურად პასუხობდეს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
სტატისტიკაც ნათლად
ადასტურებს,
რომ
შემაკავებელი/დამცავი
ორდერების
მოთხოვნების
შეუსრულებლობისათვის
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის
დაკისრება
მოძალადისათვის არ არის დამაშინებელი, შემზღუდავი ან/და გადამარწმუნებელი.
შესაბამისად, პრობლემას სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოყვეს ადეკვატური პასუხი, რათა
ყველა ზომა იქნეს გატარებული მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად.
აღნიშნულს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის
მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის პირველივე შემთხვევაზე პირის
მიმართ სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების გამოყენება. მოძალადის ქმედებაზე
სახელმწიფოს რეაგირება უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისი და
წარმოადგენდეს ადეკვატურ წინაღობას, რომელიც შესაძლებელს გახდის ძალადობის
ეფექტიან პრევენციას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული
მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა აღარ იქნება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752
მუხლი გაითვალისწინებს პასუხისმგებლობას მხოლოდ არასრულწლოვნის განცალკევების
შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობისათვის, რაც
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს
ერთ თვემდე ვადით. ასევე, ვინაიდან შემაკავებელი ან დამცავი ორდერით
გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის პირველივე
ფაქტზე
პირის
მიმართ
განხორციელდება
არა
ადმინისტრაციული,
არამედ
სისხლისსამართლებრივი ღონისძიებები, პროექტით შემოთავაზებული ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს
ორგანოები შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და
ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირს აღარ დააკავებენ ადმინისტრაციული
წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
დღეს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლიდან
(შემაკავებელი და დამცავი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და
ვალდებულებების შეუსრულებლობა. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური
მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა),
შემაკავებელი და დამცავი
ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა,
რომელიც ითვალისწინებდა სანქციის სახით ადმინისტრაციულ პატიმრობას, გადადის
სისხლის სამართლის კოდექსში და აღნიშნული ქმედების ჩადენა პირველივე შემთხვევაში
იქნება სისხლის სამართლის დანაშაული.
შესაბამისად, კანონპროექტის მიღებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე საშუალოვადიან პერიოდში, ვინადან აღარ მოხდება
შემაკავებელი და დამცავი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და
ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საშუალოვადიან პერიოდში, ვინაიდან
შემაკავებელი და დამცავი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და
ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელიც ითვალისწინებდა სანქციის სახით
ადმინისტრაციულ პატიმრობას, გადადის სისხლის სამართლის კოდექსში და, შესაბამისად,
აღარ მოხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნული მიმართულებით
ხარჯების გაწევა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1752. შემაკავებელი და დამცავი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და
ვალდებულებების შეუსრულებლობა. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ
სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა
1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების
შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით ან გამასწორებელ
სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.
11 .
არასრულწლოვნის
განცალკევების
შესახებ
სოციალური
მუშაკის
გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით ან გამასწორებელ
სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.
2. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და
ვალდებულებების
შეუსრულებლობა –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს 3
თვემდე ვადით .
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს
ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
მუხლი 246. ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული
დაკავების უფლება
ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის
ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით
უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), კერძოდ:
ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის
ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის
ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის
კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ამ კოდექსის 45-ე
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის, ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის, შემაკავებელი და დამცავი
ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის,
არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი
დაუმორჩილებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის
ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო
მოძრაობის წესების დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის
წესების დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის, აგრეთვე
საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ბ) გასამხედროებული დაცვის უფროს თანამდებობის პირს დასაცავი ობიექტის განლაგების
ადგილას – დასაცავი ობიექტის, სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან
დაკავშირებულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში;
გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის დაცვითი ღონისძიების
განხორციელების ადგილას − დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის ხელყოფასთან
დაკავშირებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, აგრეთვე ამ კოდექსის 173-ე მუხლით
გათვალისწინებულ შემთხვევაში;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საგადასახადო ორგანოს –
საგადასახადო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში
შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს − ამ კოდექსით მათი
ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის
შემთხვევებში;
ვ) აღსრულების პოლიციელს – ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში;
ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური
ინსპექციის
უფლებამოსილ
თანამშრომლებს
–
ამ
კოდექსის
45-ე
მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში.