„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (დოკუმენტის ნომერი: 2045-IIს, 2014 წ.)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1)მე-7 მუხლის
მე-2 პუნქტის დ.ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ.ე)
D5
კატეგორიის
−
პირზე,
რომელსაც
საქართველოს
ტერიტორიაზე,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის
ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე.
D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად
უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს
სერტიფიცირებული შემფასებელი.
2) მე-15 მუხლის:
ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელმაც
საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობის
ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის
წევრებად ითვლებიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი
მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე მის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც
შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი;“
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს
ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ
ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება
აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი
ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ
აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.“
3. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
ლ. მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე
უცხოელზე, რომელსაც 5 წლის განმავლობაში უდასტურდება ყოველწლიური არანაკლებ 120 000 აშშ
დოლარის
ეკვივალენტი
ლარში
ბრუნვა
საქართველოში
განხორციელებული
სამეწარმეო
საქმიანობიდან, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის
წევრებად ითვლებიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი
მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე მის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც
შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი;“
4. მე-16 მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. მე-16 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა
უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი
ვალდებულია, ბინადრონის ნებართვის ფლობის განმავლობაში სსიპ შემოსავლების სამსახურიდან
ყოველწლიურად წარადგინოს სააგენტოში ინფორმაცია, საქართველოში განხორციელებული
სამეწარმეო საქმიანობის წლიური ბრუნვის შესახებ. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის
მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო
საქმიანობიდან არ დაუდასტურდება ყოველწლიური არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი
ლარში ბრუნვა.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
5. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა უნდა მიმართოს სააგენტოს საინვესტიციო
ბინადრობის ნებართვის 5 წლიანი ვადის ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში და წარუდგინოს
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მე-5 წლის ბრუნვა, რომლითაც დასტურდება მის
მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის მე-5 წელს არანაკლებ 120 000 აშშ
დოლარის ეკვივალენტი ლარში ბრუნვა.
5. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. ამ კანონის მე-15 მუხლის „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქართველოში მუდმივი
ბინადრობის ნებართვები გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.“
6. მე-18 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ქვეპუნქტი:
ი. არ არსებობს ბინადრობის ნებართვის შესაბამისი სახისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით
გათვალისწინებული მოთხოვნები.“
7. კანონს დაემატოს 201 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად
„მუხლი 201.
1. ამ კანონის მე-6 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული, ვიზის გაცემაზე უფლებამოსილი უწყება
ვალდებულა, D5 კატეგორიის ვიზის გაცემიდან 2 კვირის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია სსიპ საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ - საჯარო რეესტრი) აღნიშნული D5 ვიზის მქონე უცხოელის
და იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საფუძველზეც უცხოელმა მიიღო D5
კატეგორიის ვიზა.
2 სააგენტო ვალდებულია ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თითოეული
მოკლევადიანი ბინადრობის გაცემიდან 2 კვირის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია სსიპ საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ - საჯარო რეესტრი) აღნიშნული მოკლევადიანი ბინადრობის
ნებართვის მქონე უცხოელის და იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საფუძველზეც
უცხოელმა მიიღო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა.
3. საჯარო რეესტრი ვალდებულია შეატყობინოს D5 კატეგორიის ვიზის მოქმედების შეწყვეტის
უფლებამოსილების მქონე ორგანოს, უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის
შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც გაცემულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე D5
კატეგორიის ვიზა. აღნიშნული შეტყობინება უნდა განხორციელდეს საკუთრების უფლების
შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.“
4. საჯარო რეესტრი ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების
უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც გაცემულ იქნა
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. აღნიშნული შეტყობინება უნდა განხორციელდეს საკუთრების
უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.“
8. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „12“ პუნქტი:
„12. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაში, თუ მისი
მფლობელი არ წარადგენს სააგენტოში ამ კანონის მე-16 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ
ინფორმაციას ან მის მიერ ამ კანონის მე-16 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის
წარდგენის საფუძველზე არ დასტურდება უცხოელის მიერ საქართველოში განხორციელებული
სამეწარმეო საქმიანობიდან არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში წლიური ბრუნვა.“
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოს
სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 31-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა) წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განაპირობა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „თ“ და „კ“
ქვეპუნქტებისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის დ.ე ქვეპუნქტის, არსებული რედაქციის ეკონომიკურმა
მიზანშეუწონლობამ, აგრეთვე იმ სამომავლო პრობლემების გარდაუვალობამ, რომლის წინაშეც
დადგება საქართველოს სახელმწიფო ახლო მომავალში, თუკი ეს ქვეპუნქტები არ დაექვემდებარა
შესაბამის ცვლილებებს. პრაქტიკაში დანერგვის შემდეგ გამოიკვეთა აღნიშნული ქვეპუნქტების
ნაკლოვანებები, აგრეთვე მათი მისადაგების აუცილებლობა თანამედროვეობასთან. ბინადრობის
მოწმობის მისაღებად კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებს, რაც, დღევანდელ რეალობაში
და მიგრაციის არსებული დონის გათვალისწინებით, არის რაციონალურ მინიმალურ ზღვარზე უფრო
დაბალი. ეს კი ხელს უწყობს არა იმდენად ინვესტიციების მოზიდვას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას,
არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადად, მატერიალურ სიდუხჭირეში მყოფი პირების)
მასიურ მიგრირებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
რა თქმა უნდა, საქართველოს კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანისათვის,
მაგრამ როდესაც საქმე ეხება ეკონომიკას და ბინადრობის ნებართვის მქონე მიგრანტებს, აქ
უმნიშვნელოვანესია სწორი პოლიტიკის განსაზღვრა. კანონპროექტის მიზანია, მოხდეს ბინადრობის
ნებართვისა და D5 კატეგორიის ვიზის მიღებისათვის დაწესებული კრიტერიუმების დახვეწა და
საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული
მიიღწევა როგორც ფინანსური ზღვარის აწევით, აგრეთვე ნებართვის გაცემის საფუძვლების
შენარჩუნების კონტროლის მექანიზმის შემოღებით, რაც დღეისათვის არ არსებობს. მიგვაჩნია, რომ ეს
ფინანსური ცენზი უძრავი ქონების შემთხვევაში უნდა აიწიოს და იგი უნდა აღემატებოდეს 100 000 აშშ
დოლარს, ხოლო ინვესტიციის შემთხვევაში კი იგი უნდა იყოს არანაკლებ 300 000 აშშ დოლარისა. ამის
აუცილებლობა მარტივი მაგალითითაც შეიძლება დავასაბუთოთ:
კანონის დღეს არსებული რედაქცია ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემას პირისათვის
არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე (საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა) ან
საქართველოს ტეროიტორიაზე იმ უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, რომლის საბაზრო
ღირებულება აღემატება 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში (მოკლევადიანი ბინადრობის
ნებართვა და D5 კატეგორიის ვიზა). ამასთან, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხო ქვეყნის
მოქალაქეზე გაიცემა უვადოდ, ხოლო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა კი 1 წლის ვადით.
ვინაიდან წინამდებარე კანონის ფუნდამენტურ პოსტულატს წარმოადგენს ოჯახის ერთიანობის
პრინციპი, ერთი ადამიანისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭება ავტომატურად გულისხმობს მისი
ოჯახის წევრების ბინადრობის ნებართვით აღჭურვას. ამდენად, ბინადრობის ნებართვისა და D5
კატეგორიის ვიზის, მიღება შეუძლია არამხოლოდ ინვესტორს ან უძრავი ქონების მესაკუთრეს, არამედ
ბინადრობის ნებართვის ან D5 კატეგორიის ვიზის მქონე პირის ოჯახის წევრებსაც. შესაბამისად, ვიღებთ
სურათს, რომლითაც 35 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების ფლობის შედეგად
ბინადრობის ნებართვა ან D5 კატეგორიის ვიზა შესაძლოა მიენიჭოს საშუალოდ 5 უცხო ქვეყნის
მოქალაქეს (5 წევრიანი ოჯახის შემთხვევაში), რაც ქმნის ვითარებას, რომლის საფუძველზეც,
ბინადრობის ნებართვა ან D5 კატეგორიის ვიზა გაიცემა პირზე, თუ ის ფლობს დაახლოებით 7 000 აშშ
დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ღირებულების ქონებას. იგივე უნდა ითქვას მუდმივი ბინადრობის
მოწმობის გასაცემად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის დანაწესით განსაზღვრულ თანხაზეც
(არანაკლებ 300 000 ლარი), რაც დღევანდელ დღეს საკმაოდ არარელევანტურია მუდმივმოქმედი
ბინადრობის მოწმობის საპირწონედ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული კანონის შესაბამისი
დანაწესი 2014 წელს იქნა მიღებული. მას შემდეგ კი საქართველო კიდევ უფრო ხელსაყრელი გახდა
უცხოელი
მოქალაქეებისა
და
ინვესტორებისთვის.
ვიზალიბერალიზაცია
და
საქართველოს
ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება დამატებით მიმზიდველობას სძენს ჩვენს ქვეყანას და
საქართველოს ბინადრობის მოწმობის მიღების მსურველთა რიცხვს ზრდის. აქედან გამომდინარე,
აუცილებელია კანონში ცვლილების შეტანა და აღნიშნული ზღვარის გაზრდა. მით უფრო, რომ
საინვესტიციო ბინადრობის, როგორც წამახალისებელი მექანიზმის, იმპულსი ინვესტორთათვის
განპირობებულია ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების ზრდის მოტივით. დასაქმების
ბაზრის ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული
მიზანია, 300 000 ლარიანი ზღვარის გაზრდით უფრო რეალური გახდება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონპროექტის მიზანია აგრეთვე კონტროლის მექანიზმის შემოღებაც.
კანონის არსებული რედაქცია პრაქტიკულად შესაძლებლობას აძლევს ბინადრობის მოწმობით
დაინტერესებულ უცხოელებს, იმოქმედონ არაკეთილსინდისიერად და ერთჯერადად მოიპოვონ
საფუძვლები ბინადრობის მოწმობის მისაღებად. უფრო მეტიც, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა
გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით, ინვესტიციის ერთჯერადად განხორციელებით იმგვარად, რომ
კანონი არ ავალდებულებს ინვესტორს ინვესტიციის შენარჩუნებას და არც სხვა რაიმე სავალდებულო
დანაწესს ავრცელებს მასზე. ეს კი არ არის ხელსაყრელი საქართველოს საინვესტიციო ბაზრისათვის,
რამდენადაც ინვესტიციის განხორციელებისა და ბინადრობის ნებართვის აღების შემდეგ პირმა,
შესაძლოა, უკან გაიტანოს ინვესტიცია, რომელიც, შესაძლოა, ასევე წარმატებით იქნას გამოყენებული
სხვა
უცხოელის
სახელმწიფოსაგან
მიერ
მუდმივი
მუდმივი
ბინადრობის
ბინადრობის
ნებართვის
მინიჭება
მოსაპოვებლად.
დაუშვებელია
მიგვაჩნია,
ერთჯერადი
რომ
ინვესტიციის
საფუძველზე, უვადო ბინადრობის ნებართვა უნდა გაიცეს მხოლოდ გარკვეული, განგრძობადი
პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. გამომდინარე აქედან, კანონპროექტი მიზნად ისახავს
აგრეთვე, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვების მისაღებად არსებობდეს გარკვეული წინაპირობები.
მათ შორის, მისი გაცემა დამოკიდებული გახდეს უკვე გაცემულ გრძელვადიან ბინადრობის
ნებართვაზე. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს საქართველოში ისეთი ინვესტორების მოზიდვას,
რომლებიც ა) განავითარებენ
ფართო მასშტაბის ბიზნეს სექტორს, ბ)
დაინტერესებულნი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობით და არა
რეალურად იქნებიან
ბინადრობის ნებართვის
მიღებით. დაუშვებელია, ინვესტიციის განხორციელებისას ინვესტორთათვის უპირატესი ინტერესის
სფეროს ბინადრობის ნებართვის მიღება წარმოადგენდეს, ხოლო სამეწარმეო საქმიანობა კი მხოლოდ
ფიქციური საშუალება იყოს აღნიშნულის მოსაპოვებლად.
რაც შეეხება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და D5 კატეგორიის ვიზის შენარჩუნებას, კანონის
თანახმად, საჭიროა საკუთრების უფლების შენარჩუნება ქონებაზე, თუმცა საკუთრების უფლების
შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს სავალდებულო წესით არ მიეწოდება, თუ სააგენტომ ან ვიზის შეწყვეტაზე უფლებამოსილმა
ორგანომ კონკრეტულ პირზე კონკრეტული კითხვით არ მიმართა უწყებას. შესაბამისად ამ კანონის მე16-ე მუხლის 31 და 21-ე მუხლი 11 პუნქტის სრულყოფილი აღსრულება დამოკიდებულია კონკრეტულ
პირთან დაკავშირებით სააგენტოს ან ვიზის შეწყვეტაზე უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან ეჭვის
გაჩენაზე. ამიტომ კანონპროექტით შემოთავაზებულია ამ ორ უწყებას შორის შესაბამისი ინფორმაციის
გაცვლა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის
ნებართვისათვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლების ცვლილებას. იმ პირობებში, როცა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიდო ასოცირების ხელშეკრულება, მნიშვნელოვანია ამ
მხრივაც მოხდეს ჰარმონიზაცია ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკასთან.
კანონის სიახლეა ის, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვამდე ინვესტორზე გაიცეს საინვესტიციო
ბინადრობის ნებართვა 5 წლის ვადით. აღნიშნული ვადა წარმოადგენს პერიოდს, რომლის
განმავლობაშიც ინვესტორმა უნდა დაამტკიცოს მისი ეკონომიკური საქმიანობის განზრახვის
ნამდვილობა, რათა მიიღოს მუდმივი ცხოვრების უფლება.
ამასთან, საჭიროა დაწესებული
საინვესტიციო თანხის - 300 000 ლარის, 300 000 აშშ დოლარამდე (ეკვივალენტი ლარში) გაზრდა.
აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, მოხდება საქართველოს საინვესტიციო ბაზრის გადასვლა ახალ,
უფრო
მასშტაბურ
ეტაპზე.
მნიშვნელოვანია
ასევე,
საინვესტიციო
ბინადრობის
ნებართვის
შესანარჩუნებლად დაწესდეს თანხობრივი ცენზი, რაც უნდა გამოიხატოს ყოველწლიური ფინანსური
ბრუნვის მოცულობაში, კერძოდ, ცვლილებების პროექტი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის
შენარჩუნებას დამოკიდებულს ხდის სამეწარმეო საქმიანობის აქტიურობაზე იმგვარად, რომ
ყოველწლიური ბრუნვა შეადგენდეს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარში). ეს პირობა
უზრუნველყოფს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემას იმ
მთავარი მოტივაციაც არის
ინვესტორებზე, რომელთა
საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა და არა ერთჯერადად
განხორციელებული ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მოპოვება.
კანონპროექტის თანახმად, როგორც აღინიშნა, ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით
აღარ გაიცემა თავიდანვე, მხოლოდ ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე. თუმცა ინვესტორს
შესაძლებლობა ექნება, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღოს
მუდმივი ცხოვრების უფლება, თუკი 5 წლის განმავლობაში უდასტურდება არანაკლებ 120 000 აშშ
დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობით ბრუნვა საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო
საქმიანობიდან.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით გაიზრდება აგრეთვე მოკლევადიანი ბინადრობის
ნებართვისა და D5 კატეგორიის ვიზის
მისაღებად დაწესებული ქონების საბაზრო ღირებულების
მინიმალური ზღვარი - იგი უნდა აღემატებოდეს 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, რაც, ერთი
მხრივ, იქნება პრევენციის ღონისძიების მატარებელი, თავიდან იქნება აცილებული არასასურველი
მიგრაცია, მეორე მხრივ, კი გაიზრდება უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა, რაც
ხელს შეუწყობს მაღალი ღირებულების უძრავი ქონების გაყიდვებს.
კანონპროექტის
სიახლეა
ასევე
ისიც,
რომ
განხორციელდება
ზემოაღნიშნული
ბინადრობის
ნებართვების საფუძვლების არსებობის მონიტორინგი, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) ერთი მხრივ,
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში ხოლო
D5 კატეგორიის ვიზის გაცემის შემთხვევაში, ვიზის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო, ვალდებული
იქნება, მიაწოდოს საჯარო რეესტრს ინფორმაცია იმ პირთა ვინაობის თაობაზე, რომლებიც ბინადრობის
ნებართვას მიიღებენ უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის საფუძველზე. მეორე მხრივ, მას შემდეგ, რაც
საჯარო რეესტრში დაფიქსირდება ამ უძრავ ქონებაზე ბინადრობის ნებართვის მქონე პირების
საკუთრების შეწყვეტის ფაქტი, საჯარო რეესტრი ვალდებული იქნება, აცნობოს ბინადრობის ნებართვის
შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს ხოლო D5 კატეგორიის ვიზის
შემთხვევაში ვიზის მოქმედების შეწყვეტის უფლებამოსილების მქონე ორგანოს. ამ გზით მარტივად
მოხდება კანონით დაწესებული რეგულაციის აღსრულება და დროულად განხორციელდება
ბინადრობის ნებართვის
ნებართვის
მოქმედების ვადის შეწყვეტა. ბ) მოხდება საინვესტიციო ბინადრობის
მქონე პირის მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის წლიური ბრუნვის
კონტროლი იმგვარად, რომ ასეთი პირი
ვალდებული იქნება, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან
ყოველწლიურად წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მის მიერ
საქართველოში
ინფორმაცია,
განხორციელებული
რომელიც
ადასტურებს
სამეწარმეო
მისი
საქმიანობის
მონაწილეობით
ფინანსური
ბრუნვის
განხორციელებული
შესახებ
სამეწარმეო
საქმიანობის წლიურ არანაკლებ 120 000 აშშ დოლარიან ბრუნვას. გ) საინვესტიციო ბინადრობა
გაცემული იქნება 5 წლის ვადით, აღნიშნული ვადის განმავლობაში მოხდება ინვესტორის საქმიანობის
ფინანსურ ასპექტზე დაკვირვება და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება პირს მუდმივი ცხოვრების უფლების
მოპოვების საშუალება. ეს უკანასკნელი ევროკავშირის ქვეყნებში ბინადრობის მოპოვების საუკეთესო
პრევენციულ საშუალებად არის მიჩნეული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტს შესაძლოა ჰქონდეს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, მაგრამ საგულისხმოა, რომ
მოსალოდნელი ხარჯვითი ნაწილი იქნება მცირე მასშტაბის მქონე, მხოლოდ ადმინისტრაციული
უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მოხდება დამატებითი ვალდებულების
კონსტრუირება სახელმწიფო უწყებებისათვის, რომელიც გამოიხატება ინფორმაციის
გაცვლაში/შეტყობინებაში უწყებათა შორის, რამაც თავისმხრივ შესაძლოა გამოიწვიოს მცირედი
გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან მოხდება
სამეწარმეო და უძრავი ქონების სფეროთა განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც
დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. როგორც დღეის მდგომარეობით არსებული
სტატისტიკა ცხადჰყოფს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის ამოქმედებიდან 2017
წლის ჩათვლით გაცემულია 1552 მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, აღნიშნული ნებართვები
გაიცა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 35 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონების საკუთრებაში
ქონის საფუძველზე. როგორც სტატისტიკა ცხადჰყოფს, ბინადრობის ნებართვის გაცემის რაოდენობა
მზარდია წლების მიხედვით, 2016 წელს გაცემული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვათა საერთო
რაოდენობა შეადგენს 328 მაშინ როდესაც 2017 წელს 1173 ბინადრობის ნებართვის გაცემა მოხდა.
შესაბამისად, ბინადრობის მსურველთა რიცხვოვნობის მზარდი პირობების გათვალისწინებით და
კანონპროექტის მიერ დაწესებული მაღალი ღირებულებითი ცენზი უძრავი ქონების ფასზე,
დადებითად ასახვას ჰპოვებს საბიუჯეტო შემოსავალზე, რადგან ბინადრობის მსურველთა მზარდ
ტენდენციას ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური წინსვლა, რაც საცხოვრებლად
მომხიბვლელს ხდის მას უცხოელებისათვის. აღნიშნული თანხის გაზრდა 100 000 აშშ დოლარამდე
საქართველოს უძრავი ქონების სექტორს წაახალისებს და მაღალი ღირებულების უძრავ ქონებას
მსყიდველთუნარიანობას შემატებს.
რაც შეეხება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან დღემდე
გაცემულია 437 საინვესტიციო ნებართვა.
დაწესებული ახალი ზღვრის საფუძველზე მოხდება ფართო მასშტაბიანი ბიზნეს ინვესტიციების
განხორციელება, 300 000 აშშ დოლარის ინვესტირების საფუძველზე მოხდება ახალი სამუშაო
ადგილების შექმნა და საქართველოს საინვესტიციო ბაზრის მასშტაბების ზრდა, რაც ცხადია
დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტს შესაძლოა ჰქონდეს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, მაგრამ საგულისხმოა, რომ
მოსალოდნელი ხარჯვითი ნაწილი იქნება მცირე მასშტაბის მქონე, მხოლოდ ადმინისტრაციული
უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მოხდება დამატებითი ვალდებულების
კონსტრუირება სახელმწიფო უწყებებისათვის, რომელიც გამოიხატება ინფორმაციის
გაცვლაში/შეტყობინებაში უწყებათა შორის, რამაც თავისმხრივ შესაძლოა გამოიწვიოს მცირედი
გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონპროექტი გამოიწვევს დღემდე არსებულ რეგულაციებთან მიმართებაში განსხვავებულ
ფინანსურ ვალდებულებებს. ვინაიდან კანონპროექტი აწესებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის
მქონე პირებისათვის, სერვისების განვითარების სააგენტოში ყოველწლიური ბრუნვის წარდგენის
ვალდებულებას, აღნიშნული შეიძლება მიჩნეულ იქნეს ინფორმაციის წარმდგენი პირებისათვის
დამატებით ფინანსურ ხარჯად, მხოლოდ შეტყობინებისათვის გათვალისწინებული ფინანსური
საღსრების გაღების ასპექტში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
განსაზღვრას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
დირექტივებს
და
ქართული
კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მოთხოვნებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან;
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება
კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები გოჩა ენუქიძე და ივლიანე წულაია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები გოჩა ენუქიძე და ივლიანე წულაია
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება:
მუხლი 7. საქართველოს ვიზის კატეგორიები
1. საქართველოს ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) დიპლომატიური (A კატეგორია);
ბ) სპეციალური (B კატეგორია);
გ) ორდინალური (C კატეგორია);
დ) საიმიგრაციო (D კატეგორია);
ე) ტრანზიტული (T კატეგორია).
2. საქართველოს ვიზა შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი.
3. საქართველოს ვიზა გაიცემა:
ა) დიპლომატიური ვიზა:
ა.ა) A1 კატეგორიის – სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო, მეგობრული ან
არაოფიციალური
ვიზიტით
საქართველოში
მომავალ
სხვა
სახელმწიფოს
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების პირველ პირებზე, უმაღლესი
და მაღალი დონის დელეგაციების წევრებზე და მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე;
ა.ბ) A2 კატეგორიის – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან
გათანაბრებული
წარმომადგენლობების
თანამშრომლებზე,
საკონსულო
დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე;
საქართველოს
ტერიტორიაზე
განლაგებული
საერთაშორისო
ორგანიზაციების
წარმომადგენლობების იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა
დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე;
ა.გ) A3 კატეგორიის – დიპლომატიურ კურიერებზე, სპეციალური დიპლომატიური
მისიით საქართველოში მომავალ პირებზე;
ა.დ) A4 კატეგორიის – საქართველოს საპატიო კონსულებზე და მათი ოჯახის
წევრებზე, თუ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან;
ა.ე) A5 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,
სხვადასხვა
მისიით
საქართველოში
მომავალ
პირებზე,
სამუშაო
საქართველოში მომავალ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ პირებზე;
ბ) სპეციალური ვიზა:
ვიზიტით
ბ.ა) B1 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წევრებზე, სამუშაო ვიზიტით
საქართველოში მომავალ სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტის მფლობელ
პირებზე, აგრეთვე აღნიშნულ პირთა თანმხლებ ოჯახის წევრებზე და სხვა თანმხლებ
პირებზე;
ბ.ბ) B2 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის
ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო
დაწესებულების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე, აგრეთვე
მათი ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოს ტერიტორიაზე
განლაგებული
საერთაშორისო
და
ჰუმანიტარული
ორგანიზაციების
წარმომადგენლობების თანამშრომლებზე და მათი ოჯახის წევრებზე; A2 კატეგორიის
დიპლომატიური ვიზის მიმღებ პირთა თანმხლებ კერძო შინამუშაკებზე;
ბ.გ) B3 კატეგორიის – საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულების
საფუძველზე
საქართველოს
ტერიტორიაზე
დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის
წევრებზე და მათი ოჯახის წევრებზე;
ბ.დ) B4 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,
სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ პირებზე;
გ) ორდინალური ვიზა:
გ.ა) C1 კატეგორიის – ტურისტული მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე;
გ.ბ) C2 კატეგორიის – ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში
მომავალ პირებზე;
გ.გ) C3 კატეგორიის – საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად
საქართველოში მომავალ პირებზე, სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა
სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების
მონაწილეებზე, ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში
მომავალ პირებზე, საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის
ეკიპაჟის
წევრთა
უვიზო
მიმოსვლა;
საერთაშორისო
სატვირთო
გადაზიდვის/სამგზავრო გადაყვანის დროს სატვირთო/სამგზავრო ავტომანქანის
ძირითად და დამატებით მძღოლებზე;
გ.დ) C4 კატეგორიის – სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი
მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ან გასაწევად,
საქველმოქმედო
საქმიანობის
განსახორციელებლად
საქართველოში
მომავალ
პირებზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეზე ან მზრუნველზე, საქართველოს
მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე, სამკურნალოდ,
ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, წმინდა ადგილების
მოსალოცავად და რელიგიური კონტაქტების დასამყარებლად საქართველოში
მომავალ პირებზე;
დ) საიმიგრაციო ვიზა:
დ.ა) D1 კატეგორიის – შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში
მომავალ
პირებზე;
კონსულტანტებზე,
მოვალეობის
კომპანიებისა
რომლებიც
შესასრულებლად
და
ფირმების
საქართველოში
წარმომადგენლებსა
თავიანთი
მოემგზავრებიან;
და
სამსახურებრივი
უცხოელებზე,
რომლებიც
საქართველოში სამუშაოდ, გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შემოდიან;
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის
განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე;
დ.ბ) D2 კატეგორიის – სამეცნიერო, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო
მისიით საქართველოში მომავალ პირებზე; თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე;
უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სტაჟირების გასავლელად ან მოხალისედ
მოემგზავრებიან; მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც
საქართველოში
თავიანთი
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესასრულებლად
ავტორიზებულ
საგანმანათლებლო
მოემგზავრებიან;
დ.გ)
D3
კატეგორიის
–
საქართველოში
დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩასატარებლად მომავალ
პირებზე; საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად
მომავალ პირებზე;
დ.დ) D4 კატეგორიის – ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში მომავალ
პირებზე;
დ.ე)
D5
კატეგორიის
−
პირზე,
რომელსაც
საქართველოს
ტერიტორიაზე,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ
ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო
ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის
წევრებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო
ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის
ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული
ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.
ე) ტრანზიტული ვიზა – მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს
ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (10 დღე) შემთხვევაში.
4. A1 კატეგორიის ვიზის მფლობელი პირები ვიზის მოქმედების პერიოდში
საქართველოში დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ.
მუხლი 15. ბინადრობის ნებართვის სახეები
საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:
ა) შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი
საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;
ბ) სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში
ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;
გ) ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა
ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;
დ) საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, რომელიც
გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ე) მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა
პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის
სტატუსი;
ვ) სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომლის
შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში
დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას
წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, ამ კანონის მე-60 მუხლით
გათვალისწინებულ პირებზე და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის
მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე; (14.11.2014. N2788)
ზ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის
მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე
უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის
საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება
საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და
მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;
თ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე,
რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის
ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის
მიზნებისათვის
უცხოელის
ოჯახის
წევრებად
ითვლებიან
მეუღლე,
არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან
შრომისუუნარო პირი, აგრეთვე მის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც
შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის
ცნობილი; (20.03.2015. N3344 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)
ი)
დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე,
რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი; (04.05.2017 N779 ამოქმედდეს 2017
წლის 1 ივნისიდან)
კ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე,
რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000
აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი
ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული
ორგანოს
−
აკრედიტაციის
ცენტრის
მიერ
აკრედიტებული
ორგანოს
სერტიფიცირებული შემფასებელი. (8.05.2015. N3602)
მუხლი 16. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა
1. ამ კანონის მე-15 მუხლის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები უცხოელზე შეიძლება გაიცეს
არაუმეტეს 6 წლის ვადით.
2. მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით.
მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისათვის
მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და
1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი
რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.
3. ამ კანონის მე-15 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვები გაიცემა მუდმივი ცხოვრების
უფლებით.
31. ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 1 წლის ვადით.
აღნიშნული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ
უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. (8.05.2015. N3602)
4. დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის
ნებართვის მოქმედების ვადა გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს
ნებართვები გაიცა. ამასთანავე, თუ უცხოელი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას იმ
უძრავ ნივთზე, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი
თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების
წარდგენის ვალდებულებისგან. (8.05.2015. N3602)
მუხლი
საფუძვლები
18.
საქართველოში
ბინადრობის
ნებართვის
გაცემაზე უარის
თქმის
1. უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას,
თუ:
ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების
მიზანშეუწონლობის შესახებ;
ბ) აღარ არსებობს ის საფუძველი, რომლის გამოც მან მოიპოვა საქართველოში ყოფნის
ნებართვა;
გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;
დ) მას ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;
ე) იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია
შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის
სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის)
ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების
დასრულებამდე;
ვ) იგი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა დაავადებით, რომლის ხასიათმა,
სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას.
ამგვარ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო;
ზ) მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ყალბი ან იურიდიული
ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა;
თ) მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა
აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის
ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც:
ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა
სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის
კავშირზე:
ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი
ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;
ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;
ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების
უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ
ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ
ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ
მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს.
მუხლი 20. ბინადრობის მოწმობა
1. უცხოელზე, რომელმაც მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, სააგენტო
გასცემს შესაბამის ბინადრობის მოწმობას.
2. უცხოელი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1
თვის ვადაში აიღოს ბინადრობის მოწმობა.
3.
საქართველოში
ბინადრობის
მოწმობის
აღების
ვალდებულებისაგან
თავისუფლდებიან:
ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული
წარმომადგენლობების
თანამშრომლები,
საკონსულო
დაწესებულებათა
თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც,
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულების
შესაბამისად,
სათანადო
პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობენ;
ბ) დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელი
უცხოელები;
გ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა
მშვიდობისათვის“
პროგრამაში
წარმომადგენლები
ამ
კანონის
მონაწილე
მე-4
ქვეყნების
მუხლის
მე-5
შეიარაღებული
და
მე-6
ძალების
პუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ)
უცხოელები
შემთხვევებში.
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
სხვა
4. უცხოელი, რომელიც დაკავებულია ან სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის
სახით,
თავისუფლების
აღკვეთის პერიოდში
თავისუფლდება
საქართველოში
ბინადრობის ნებართვის მიღების ვალდებულებისაგან.
მუხლი 21. საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა
1. უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს:
ა) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მისაღებად
ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა;
ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოებას;
გ) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა
საქართველოში
ავტორიზებულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში,
თუკი
საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული;
დ) თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც
მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა;
ე) თუ აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც
გაიცა საქართველოს ვიზა;
ვ) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ
იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუკი
საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული;
ზ) თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იგი ფიქციურად
დაქორწინდა;
თ) თუ იგი გააძევეს საქართველოდან;
ი) თუ მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი
მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ
გადაწყვეტილების მისაღებად;
კ) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას საქართველოში
მუდმივი ბინადრობის მოწმობა ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშე ჰქონდა
აღებული;
ლ) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში არ
მიმართა სააგენტოს ბინადრობის მოწმობის ასაღებად.
11. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, აგრეთვე მოკლევადიანი ბინადრობის
ნებართვის მოქმედების ვადა წყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების
შეწყვეტის შემთხვევაში.
2.
პირს
საქართველოში
ყოფნის
ვადა
შეუწყდება,
თუ
მიღებული
იქნება
გადაწყვეტილება მისთვის მოქალაქეობის არმქონე პირის ან უცხოეთში მცხოვრები
თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.
3. საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე
გაცემული სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა აგრეთვე შეწყდება
საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
4.
საქართველოს
სახელმწიფო
საზღვარზე
გაცემული
საქართველოს
ვიზის
მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტრო.
სხვა
შემთხვევებში
გაცემული
საქართველოს
ვიზების
მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ორგანოსთვის გახდა ცნობილი
საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძველი.
5. უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის
შესახებ
გადაწყვეტილებას
იღებს
სააგენტო
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
6. საქართველოს ვიზა და საქართველოში ბინადრობის ნებართვა ძალას კარგავს, თუ:
ა) უცხოელზე გაიცემა ახალი საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის
ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის
ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადას;
ბ) უცხოელმა, რომელზედაც გაიცა საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის
ნებართვა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა