„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
22.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 480140000.05.001.017190) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში
მიღებული ინფორმაცია მიმწოდებელი მხარის კომპეტენტური ორგანოს
თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად.“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული კომუნიკაციის
არხები და საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის
სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების პროცესში სისხლის
სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ
შუამდგომლობის კომუნიკაციისთვის.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
შემუშავება
განპირობებულია
სამართალდაცვით
სფეროში
საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლებისა და თანამშრომლობის
გაღრმავების აუცილებლობით, საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულთან ბრძოლის
საჭიროებით,
ასევე
ქვეყნის
მიერ
საერთაშორისო
დონეზე
აღებული
ვალდებულებებით - ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ
ჩადენილი დანაშაულის გამოვლენას, დამნაშავეთა ეფექტიან სისხლისსამართლებრივ
დევნას და პრევენციას.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
პროექტი
მიზნად
ისახავს
სამართალდაცვით
სფეროში
საერთაშორისო
თანამშრომლობის გამარტივებას, საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ
ორგანოებს
შორის
საჭირო
ინფორმაციის
გაცვლის
ოპერატიულობის
უზრუნველყოფას და ამ გზით თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ხდება იმ ნორმის ამოღება, რომლის თანახმადაც
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს
მხოლოდ იმ პირობით, თუ ქმედება სისხლისსამართლებრივად დასჯადია, როგორც
საქართველოს კანონმდებლობით, ისე საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის
კანონმდებლობით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის
წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბით ბრძოლას.
პროექტით ასევე გაიწერა საერთაშორისო არხებით მოპოვებული ინფორმაციის
მტკიცებულებად გამოყენების საკითხი. კერძოდ, სამართალდაცვით სფეროში
საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია , მიმწოდებელი მხარის
კომპეტენტური ორგანოს თანხმობით, შეიძლება გამოყენებულიქნეს მტკიცებულებად.
პროექტის მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს ის გარემოება , რომ სამართალდაცვით
სფეროში გამოყენებული კომუნიკაციის არხები და საშუალებები შეიძლება გამოყენებული
იქნეს
სისხლის
სამართლის
სფეროში
საერთაშორისო
თანამშრომლობის
განხორციელების პროცესში სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი
დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის კომუნიკაციისთვის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
ბიუჯეტიდან.
მიღება
არ
გამოიწვევს
ხარჯების
გამოყოფას
სახელმწიფო
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას და შესაბამისად, არ ადგენს მისი ოდენობის განსაზღვრის
პრინციპს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპოექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
საქართველოს
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება,
მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
1.
ეს
კანონი
არეგულირებს
სამართალდაცვით
სფეროში
საერთაშორისო
თანამშრომლობის
საკითხებს,
რომლებიც
უკავშირდება
ოპერატიულ-სამძებრო
ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გაცვლას, ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების განხორციელებას და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების
კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ სხვა სფეროებს, რომლებშიც საქართველოს
სამართალდამცავი
ორგანოები
თანამშრომლობენ
საზღვარგარეთის
ქვეყნის
სამართალდამცავ
ორგანოებთან
ან
საერთაშორისო
ორგანიზაციის
შესაბამის
სტრუქტურებთან.
2. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება იმ
დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენის ან აღკვეთის მიზნით, რომლისთვისაც
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია
მინიმუმ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუ საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს
მხოლოდ იმ პირობით, თუ ქმედება, რომლისთვისაც მოთხოვნილია დახმარება, არის
სისხლისსამართლებრივად დასჯადი როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე
საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა,
განეკუთვნება თუ არა აღნიშნული ქმედება საქართველოსა და საზღვარგარეთის
შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით იმავე ან სხვა დანაშაულთა კატეგორიას ან
გათვალისწინებულია თუ არა ამ კანონმდებლობებში მსგავსი სახელწოდებით.
4. ეს კანონი არ არეგულირებს:
ა)
სამართალდაცვით
სფეროში
საერთაშორისო
თანამშრომლობას,
რომელიც
ხორციელდება საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის)
ფარგლებში;
ბ) „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის
საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს;
შესახებ“
გ)
„სისხლის
სამართლის
საერთაშორისო
სასამართლოსთან
საქართველოს
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.
5. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ისეთი
ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, რომელთათვისაც აუცილებელია
საქართველოს პროკურატურის ორგანოების ან საქართველოს საერთო სასამართლოების
თანხმობა ან ნებართვა, ასეთი თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს აღნიშნული
თანხმობის ან ნებართვის
დადგენილი წესით.
მიღების
შემდეგ,
საქართველოს
კანონმდებლობით
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამშრომლობის
შედეგები საზღვარგარეთის ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს არ შეიძლება
მიეწოდოს მტკიცებულების სახით, თუ ამის თაობაზე არ მომზადდება სამართლებრივი
დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა.
მუხლი 5. კომუნიკაციის არხები და საშუალებები
1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება
საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი კომუნიკაციის
არხებითა და საშუალებებით.
2. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განსახორციელებლად
აგრეთვე გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის
ფარგლებში არსებული კომუნიკაციის პირდაპირი არხები ან მეკავშირე ოფიცრებისა
და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების კავშირები.
3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება არ ადგენს კომუნიკაციის არხებსა
და საშუალებებს, ან საზღვარგარეთის შესაბამის ქვეყანასთან საქართველოს არ აქვს
დადებული
საერთაშორისო
ხელშეკრულება,
სამართალდაცვით
სფეროში
საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება დიპლომატიური არხებით ან,
შესაძლებლობის შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული
კომუნიკაციის პირდაპირი არხებით, თუ საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის
კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში
სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით
დადგენილი წესით. ასეთი ინფორმაციის გადასაცემად გამოყენებული უნდა იქნეს
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
დადგენილი
საშუალებები,
დიპლომატიური
არხები,
სამართალდამცავი
ორგანოს
ხელთ
არსებული
კრიპტოგრაფიული სისტემები და შიფრები ან სხვა ისეთი საშუალებები, რომლებიც
განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე
მხარეთა შეთანხმებით.
5. კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა აგრეთვე
ხორციელდება „კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2001 წლის 23 ნოემბრის
კონვენციის 35-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მიერ განსაზღვრული, 24/7
საკონტაქტო არხის ფარგლებში არსებული კომუნიკაციის საშუალებებით.