„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე
- „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე კონვენცია
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14
ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3031 მუხლი:
„მუხლი 3031
„საბუნკერო
საწვავით
დაბინძურების
შედეგად
გამოწვეული
წარმოშობილი
სამოქალაქო
პასუხისმგებლობის
კონვენციიდან
გამომდინარე
დავებს
განიხილავენ
შესახებ“
ზარალის
გამო
საერთაშორისო
საქართველოს
საერთო
სასამართლოები.“.
2. კოდექსის 304-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები:
„11. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი ის გემი, რომლის საერთო
ტევადობა 1000 რეგისტრულ ტონას აღემატება, ვალდებულია, საბუნკერო საწვავით
დაბინძურებით
დამდგარი
ზიანისათვის
პასუხისმგებლობის
დაზღვევის
უზრუნველსაყოფად იქონიოს შესაბამისი დაზღვევა ან უპირობო და გამოუხმობი
საბანკო გარანტია, რომელიც გემთმფლობელის მიერ წარედგინება სააგენტოს.
გემთმფლობელის პასუხისმგებლობის საზღვრები განისაზღვრება ამ კოდექსის 340-ე
მუხლის შესაბამისად.
12. გემთმფლობელის მიერ ამ მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი
დაზღვევის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის სააგენტოში წარდგენის
და ოდენობის განსაზღვრისათვის გამოიყენება „საბუნკერო საწვავით დაბინძურების
შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის
შესახებ“ კონვენციის მე-7 მუხლით დადგენილი წესი.“.
3. კოდექსის 370-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო
წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენციიდან გამომდინარე
კომპენსაციის
მოთხოვნის
უფლებაზე
სასარჩელო
ხანდაზმულობის
ვადა
განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთან,
ზიანის გამომწვევი ინციდენტიდან არ უნდა იყოს გასული ექვს წელზე მეტი. თუ
ინციდენტი შედგება რამდენიმე შემთხვევისგან, ექვსწლიანი პერიოდი აითვლება
პირველი შემთხვევის დადგომის დღიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო
წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენცია ქმნის ეფექტურ
სისტემას, რაც წევრ სახელმწიფოს უქმნის გარანტიას, რომ აღნიშნული სახელმწიფოს
საზღვაო
სივრცეში
მომხდარი
ნავთობით
დაბინძურების
შემთხვევაში
გემთმფლობელზე დაკისრებული ვალდებულება ფინანსურად უზრუნველყოფილი
იქნება. საწვავის გემიდან გაჟონვის ან ჩაღვრის შემთხვევაში საქართველოს
ტერიტორიულ წყლებში, გემის მფლობელი ვალდებული იქნება საქართველოს
გადაუხადოს ზიანი საკომპენსაციო თანხა.
ცვლილების მიზანია „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ შესაბამისობაში მოყვანა
„საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო
წარმოშობილი
სამოქალაქო
პასუხისმგებლობის
შესახებ“
საერთაშორისო
კონვენციასთან. აღნიშნული კონვენცია ადგენს პასუხისმგებლობის საერთაშორისო
რეჟიმს და ითვალისწინებს გემებიდან საბუნკერო საწვავის გაჟონვით ან ჩაღვრით
გამოწვეული დაბინძურების შედეგად წარმოშობილი ზიანის ადექვატური, სწრაფი
და ეფექტური კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფას იმ პირებისთვის,
რომლებმაც განიცადეს ზიანი. კონვენციის მოქმედება ვრცელდება კონვენციის წევრი
სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტერიტორიული ზღვის ჩათვლით, ასევე, წევრი
სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაზე. კონვენცია არეგულირებს 1000
რეგისტრული ტონის და 1000 რეგისტრულ ტონაზე მეტი გემების მიერ საბუნკერო
საწვავის
ზღვაში
ჩაღვრის
შემთხვევაში
გემთმფლობელის
სამოქალაქო
პასუხისმგებლობის, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, განსჯადობის,
სარჩელის შეტანის საკითხებს. კონვენცია ეხება გარემოსთვის მიყენებული
ზიანისთვის გემთმფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევას ან უპირობო და
გამოუხმობი საბანკო ფინანსური გარანტიის წარდგენის ვალდებულებას.
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები:
კონვენციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი წევრ სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას
უზრუნველყონ საკუთარი სასამართლოების იურისდიქციის განსაზღვრა ზიანის
ანაზღაურების სარჩელების განხილვის ნაწილში.
აღსანიშნია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად არსებობს
საერთაშორისო პრაქტიკა, კერძოდ, კონვენციის წევრი სახელმწიფოების მიერ
საკუთარი კანონმდებლობის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა. მაგალითად,
მალტამ საკუთარი კანონმდებლობით იურისდიქცია განუსაზღვრა სამოქალაქო
სასამართლოს. კვიპროსმა საკუთარი კანონმდებლობით აღნიშნული კონვენციის
თანახმად, იურისდიქცია განუსაზღვრა უზენაეს სასამართლოს.
შესაბამისად,
წარმოდგენილი
პროექტი
ითვალისწინებს
საქართველოს
მიერ
სასამართლო იურისდიქციის განსაზღვრას და ასეთად საქართველოს საერთო
სასამართლოების სისტემას მიიჩნევს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონვენციის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი არის
სასამართლო განსჯადობა იმ მონაწილე-სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელზეც
მოხდა ინციდენტი და რამაც გამოიწვია ზიანი. კომპენსაციის დროული, ეფექტური
და ადექვატური უზრუნველყოფისთვის მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს,
რომ მის სასამართლოებს გააჩნდეთ წინამდებარე კონვენციის ფარგლებში
კომპენსაციის მოთხოვნით შეტანილი სარჩელების განხილვის იურისდიქცია.
აღნიშნულ მუხლთან მიმართებაში მომზადებული იქნა „საქართველოს საზღვაო
კოდექსში“ შესაბამისი ცვლილების შეტანის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს
სასამართლო დავების განხილვას საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ კერძოდ, კოდექსს დაემატება 3031მუხლი.
კონვენციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი წევრ სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას
უზრუნველყონ საკუთარი სასამართლოების იურისდიქციის განსაზღვრა ზიანის
ანაზღაურების სარჩელების განხილვის ნაწილში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება,
წარმოდგენილი ცვლილების პროექტით გათვალისწინებული საზღვაო კოდექსის
3031 მუხლის დამატება.
ასევე, კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, გემის მესაკუთრეს, რომლის საერთო
ტევადობა აღემატება 1000 ტონას და რეგისტრირებულია მონაწილე სახელმწიფოში,
უნდა ჰქონდეს დაზღვევა ან სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფა, რათა შეძლოს
დაბინძურებით დამდგარი ზიანის ანაზღაურება. ამასთან დაკავშირებით, რომ
,,საქართველოს საზღვაო კოდექსის“ 304-ე მუხლი დაბინძურებით მიყენებული
ზიანისათვის პასუხისმგებლობის დაზღვევას მოითხოვს იმ შემთხვევაში, როდესაც
გემის მესაკუთრეს ტანკერით გადააქვს 2000 ტონაზე მეტი ნავთობი.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
კონვენციის
საქართველოსთვის
სავალდებულოდ
აღიარებისათვის,
საჭიროა
შესაბამისი
ცვლილებების
განხორციელება ,,საქართველოს საზღვაო კოდექსში“. წარმოდგენილი ცვლილების
პროექტით 304 მუხლს ემატება აღნიშნულის მარეგულირებელია 304 მუხლის 11
ნაწილი.
კონვენციის მე-8 მუხლის ზოგიერთ შემთხვევაში ადგენს განსახვავებულ
ხანდაზმულობის ვადებს ,,საქართველოს საზღვაო კოდექსის“ 370-ე მუხლით
დადგენილი ხანდაზმულობის ვადებისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე,
წარმოდგენილი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას ,,საქართველოს
საზღვაო კოდექსში“ და მისი 370-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის
ვადების შესაბამისობაში მოყვანას კონვენციის მოთხოვნებთან - კერძოდ, 370-ე
მუხლს ემატება მე-3 ნაწილი.
ამასთან, ზემოხსენებული ცვლილებებით განისაზღვრება, რომ საბუნკერო საწვავით
დაბინძურებით
დამდგარი
ზიანისათვის
პასუხისმგებლობის
დაზღვევის
უზრუნველსაყოფად დაზღვევა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია,
გემთმფლობელის მიერ წარედგინება სააგენტოს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ცვლილების განხორციელების შემდეგ, დაკმაყოფილებული იქნება „საბუნკერო
საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი
სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის მოთხოვნა. ასევე,
მთელ რიგ მოთხოვნებთან მიმართებით, ცვლილების პროექტი უზრუნველყოფს
კონვენციის ეფექტურ დანერგვას საქართველოში კანონმდებლობაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო
წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენცია ქმნის ეფექტურ
სისტემას, რაც წევრ სახელმწიფოს უქმნის გარანტიას, რომ აღნიშნული სახელმწიფოს
საზღვაო
სივრცეში
მომხდარი
ნავთობით
დაბინძურების
შემთხვევაში
გემთმფლობელზე დაკისრებული ვალდებულება ფინანსურად უზრუნველყოფილი
იქნება. საწვავის გემიდან გაჟონვის ან ჩაღვრის შემთხვევაში საქართველოს
ტერიტორიულ წყლებში, გემის მფლობელი ვალდებული იქნება საქართველოს
გადაუხადოს ზიანის საკომპენსაციო თანხა.
ცვლილების მიზანია „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ შესაბამისობაში მოყვანა
„საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო
წარმოშობილი
სამოქალაქო
პასუხისმგებლობის
შესახებ“
საერთაშორისო
კონვენციასთან. აღნიშნული კონვენცია ადგენს პასუხისმგებლობის საერთაშორისო
რეჟიმს და ითვალისწინებს გემებიდან საბუნკერო საწვავის გაჟონვით ან ჩაღვრით
გამოწვეული დაბინძურების შედეგად წარმოშობილი ზიანის ადექვატური, სწრაფი
და ეფექტური კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფას იმ პირებისთვის,
რომლებმაც განიცადეს ზიანი. კონვენციის მოქმედება ვრცელდება კონვენციის წევრი
სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტერიტორიული ზღვის ჩათვლით, ასევე, წევრი
სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაზე. კონვენცია არეგულირებს 1000
რეგისტრული ტონის და 1000 რეგისტრულ ტონაზე მეტი გემების მიერ საბუნკერო
საწვავის
ზღვაში
ჩაღვრის
შემთხვევაში
გემთმფლობელის
სამოქალაქო
პასუხისმგებლობის, სასამართლო განსჯადობის და სარჩელის დასაშვებობის
საკითხებს.
კონვენცია
ეხება
გარემოსთვის
მიყენებული
ზიანისთვის
გემთმფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევას ან შესაბამისი ფინანსური
გარანტიის წარდგენის ვალდებულებას.
ცვლილების მიზანია „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ შესაბამისობაში მოყვანა
„საბუნკერო
საწვავით
წარმოშობილი
დაბინძურების
სამოქალაქო
შედეგად
გამოწვეული
პასუხისმგებლობის
შესახებ“
ზარალის
გამო
საერთაშორისო
კონვენციასთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
საჭიროებს
ბიუჯეტიდან
დამატებითი
ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა მოახდინოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, იმ შემთხვევაში თუ საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად
დამდგარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით
კონკრეტულ
პირებს
უწესდებათ
ვალდებულება,
იქონიონ
ფინანსური უზრუნველყოფა და შესაბამისად მათზე იწვევს ფინანსურ შედეგს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ ეხება
ახალი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საზღვაო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 304
1. გემის მესაკუთრემ, რომელსაც ტანკერით გადააქვს 2000 ტონაზე მეტი ნავთობი,
დაბინძურებით
მიყენებული
ზიანისათვის
თავისი
პასუხისმგებლობა
უნდა
უზრუნველყოს დაზღვევით ან საბანკო გარანტიით.
2. ნავთობით დაბინძურების გამო ზიანის ანაზღაურებაზე სარჩელი შეიძლება
წაუყენონ უშუალოდ გემთმფლობელის პასუხისმგებლობის მქონე მზღვეველს ან სხვა
პირს, რომელიც უზრუნველყოფს გემთმფლობელის პასუხისმგებლობას. პირს,
რომელსაც ასეთი სარჩელი წაუყენეს, ამ კოდექსის 302-ე და 303-ე მუხლებიდან
გამომდინარე, უფლება აქვს შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა და შექმნას ფონდი,
რომელიც თანხით თვით პასუხისმგებლობის ზღვრის ტოლია იმ შემთხვევაშიც კი,
როცა გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობა, კოდექსის 337-ე მუხლიდან გამომდინარე,
არ შეიძლება იყოს შეზღუდული. ასეთი სარჩელის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება
აქვს
შეედავოს
დაყრდნობოდა
დაზარალებულს
იმ
თვით
მესაკუთრე,
გემის
მოთხოვნებზე,
რომლებსაც
გარდა
შეიძლება
გემთმფლობელის
გადამხდელუუნარობისა და მისი საწარმოს ლიკვიდაციაზე დაყრდნობისა. მოპასუხე
პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, აგრეთვე, თუ დაამტკიცებს, რომ ნავთობით
ზღვის დაბინძურებისაგან მიყენებული ზიანი თვით გემის ეკიპაჟის შეგნებული
ქმედების შედეგია. მოპასუხის მოთხოვნით გემის მესაკუთრე საქმის განხილვისას
უნდა წარსდგეს, როგორც თანამოპასუხე.
3. სარჩელი ზიანის ანაზღაურებაზე, თუ ის არ იყო მიყენებული განზრახ ქმედებით ან
უმოქმედობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არ შეიძლება წაეყენოს:
ა) მომსახურეებს და/ან მესაკუთრის აგენტებს ან ეკიპაჟის წევრებს;
ბ) გემზე სამუშაოს შემსრულებელ ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის ეკიპაჟის წევრი;
გ) დამფრახტველს, მათ შორის ბერბოუტ-ჩარტერით დამფრახტველს და გემის
მმართველს, მათ მომსახურეებს და აგენტებს;
დ) მაშველებს, მათ მომსახურეებს და აგენტებს, რომელთაც განახორციელეს
სამაშველო სამუშაოები მესაკუთრის თანხმობით ან საზღვაო ხელისუფლების
მითითებით.
4. მესაკუთრის უფლება რეგრესზე არ იზღუდება.“
მუხლი 370
1.
ზღვის
დაბინძურებით
გამოწვეული
ზიანის
და
ბირთვული
ზიანის
ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისათვის განსაზღვრულია სასარჩელე
ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო თუ აღნიშნული მოთხოვნები წამოიჭრა
საქართველოს იურიდიულ პირებს შორის - სასარჩელე ხანდაზმულობის ერთწლიანი
ვადა.
2. ეს ვადა აითვლება იმ დღიდან, როცა დაზარალებულმა გაიგო ან უნდა გაეგო
მისთვის მიყენებული ზიანის ან დანაკლისის შესახებ, მაგრამ არა უგვიანეს 6 წლისა
შემთხვევის დღიდან, როცა მოხდა დაბინძურება და 15 წლისა – შემთხვევის შედეგად
გამოწვეული ზიანის დღიდან.“