„საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/200/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-25
ბიუროს ნომერი 175

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის N2855-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/12/2014 სარეგისტრაციო კოდი 010020000.09.001.016245); 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: დადგენილების პროექტის შემუშავება განპირობებულია იმით, რომ „საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული საკითხების მოწესრიგება ხდება საკანონმდებლო აქტით, კერძოდ, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და შესაბამისად აღარ არსებობს აღნიშნული საკითხის ცალკე კანონქვემდებარე აქტით დარეგულირების საჭიროება. ა.ბ) დადგენილების პროექტის მიზანი: დადგენილების პროექტის მიღების მიზანია „საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება, ვინაიდან აღნიშნული საკითხების მოწესრიგება ხდება საკანონმდებლო აქტით. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი დადგენილების პროექტით გათვალისწინებულია „საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ“ 2014 წლის 30 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება, ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილების პროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: დადგენილების პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: დადგენილების პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: დადგენილების პროექტი არ არეგულირებს ფინანსურ საკითხებს. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: აღნიშნული პროექტი არ აწესებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას. გ)დადგენილების სტანდარტებთან. პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არესებობს დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არესებობს ე) დადგენილების პროექტის ავტორი: დადგენილების პროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: დადგენილების პროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი