„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/200/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-25
ბიუროს ნომერი 175

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო გერბის, დროშისა და ჰიმნის, როგორც საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესებს, განსაზღვრავს მათი გამოყენების სფეროებს, დაცვის წესს, აგრეთვე სახელმწიფო გერბის ორიგინალისა და სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილს. თავი II. საქართველოს სახელმწიფო დროშა მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ დადგენილია 14 იანვარი. მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომები და გამოსახულება 1. „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების (მათ შორის, ფერების) შეცვლა აკრძალულია. 3. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით. მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილი 1. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ქალაქ თბილისის რეზიდენცია. 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალი ინახება მისთვის გამოყოფილ საგანგებო ადგილას, ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის რაიმე სახით დაზიანებას. მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. წესი და პირობები მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა და გამოფენა 1. საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება: ა) საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე; ბ) საქართველოს პარლამენტის შენობაზე; გ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების შენობაზე; დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე; ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაზე; ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაზე; ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენობაზე; თ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შენობაზე; ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაზე; კ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაზე; ლ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე; მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც ტარდება ამ ორგანოთა სესიები – სესიების მთელ პერიოდში; ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებზე; ო) საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც ტარდება ამ ორგანოთა სხდომები – სხდომების მთელ პერიოდში; პ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე; ჟ) საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა. 2. საქართველოს სახელმწიფო დროშა გამოიფინება: ა) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ემსახურება საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებს; ბ) საქართველოში მიმდინარე ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებებზე; გ) საზღვაო და შიგა მიმოსვლის გემებსა და მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომლებზედაც, როგორც ოფიციალური პრეზიდენტი, საქართველოს პირები, იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან სხვა პირები, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელები. წარმომადგენლობებისა და საკონსულო 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელები განსაზღვრავენ თავიანთ დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენებისა და დაცვის სხვა შემთხვევებს. მუხლი 7. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დროშისა და სხვა ქვეყნის დროშის აღმართვა 1. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყოს მასზე დიდი ზომის და აღმართული უფრო მაღლა. 2. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს მასზე მცირე ზომის. მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების აკრძალვა 1. აკრძალულია დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება. 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო დროშის დაცვის წესი საქართველოს სახელმწიფო დროშის დაცვას უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. თავი III. საქართველოს სახელმწიფო გერბი მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახვის ფორმები 1. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად. 2. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად. 3. სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს სრული სახით ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური გამოსახვის ხერხი) გამოყენებით. დაშტრიხვის (ფერთა გრაფიკული 4. მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით. 5. შესაძლებელია სახელმწიფო გერბისა და მცირე სახელმწიფო გერბის ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გარეშე (კონტურით) გამოსახვა. 6. სახელმწიფო გერბი შესაძლებელია გამოისახოს ერთ ფერში, ჰერალდიკური დაშტრიხვით ან მის გარეშე. მუხლი 11. საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის ადგილი 1. საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის ადგილად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ქალაქ თბილისის რეზიდენცია. 2. საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალი ინახება მისთვის გამოყოფილ საგანგებო ადგილას, ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის რაიმე სახით დაზიანებას. მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო 1.სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელთა სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სრული სახით გამოისახება სახელმწიფო გერბი, არიან: ა)საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები; ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია; გ)საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები; დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტები; ვ) სამხედრო ნაწილები; ზ) სახელმწიფო რწმუნებულები; თ)აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები; ი) საქართველოს საერთო სასამართლოები; კ) საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლო; ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 2. სავალდებულოა სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობების ფასადზე და სხდომათა დარბაზებში, თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახებში. 3. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება: ა) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებისას; ბ) საქართველოს ფულის ნიშნებზე (მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტებსა და მონეტებზე); გ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა; დ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ საქართველოს ვიზაზე. მუხლი 13. მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენება 1. საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი. 2. სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელთა სამართლებრივ აქტებზე, ბეჭდებზე (გარდა პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე გამოსაყენებელი ბეჭდებისა) და შტამპებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, არიან: ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოები; ბ) ადმინისტრაციული დელეგირებულია ორგანოები, სახელმწიფო მათ კონტროლისა შორის, და რომლებზედაც ზედამხედველობის უფლებამოსილება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობებსა და მათი მოხელეების სამუშაო ოთახებში შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი. 4. სამხედრო ხომალდებზე და სხვა მცურავ საშუალებებზე გამოისახება მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი. 5. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე, გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა, შესაბამისი სახელმწიფო გერბის გამოყენება სავალდებულოა. 6. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, გარდა ამ პუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნუსხა, რომლებზედაც სახელმწიფო გერბის სრული სახით გამოყენება სავალდებულოა, განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. 7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იყენებენ მცირე სახელმწიფო გერბს. მუხლი 14. საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები შეიძლება განისაზღვროს კანონით ან/და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. მუხლი 15. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესი 1. სახელმწიფო რესპუბლიკების, გერბისა და აფხაზეთისა ადგილობრივი და აჭარის ავტონომიური თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც დგას ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ. 2. სამი და მეტი, კენტი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) შუაში. 3. ოთხი და მეტი, ლუწი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო ცენტრიდან მარცხნივ მუხლის (ამ გერბი პირველ განთავსდება პუნქტში (გამოისახება) მითითებული წესის შესაბამისად). 4. სახელმწიფო რესპუბლიკების, გერბისა და აფხაზეთისა ადგილობრივი და აჭარის ავტონომიური თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი სახელმწიფო გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) ანდა სახელმწიფო გერბს ზომით აღემატებოდეს. 5. დაუშვებელია სახელმწიფო გერბის გამოსახვა ერთ ფირნიშზე შესაბამისი დაწესებულების (ორგანიზაციის) სახელწოდებასთან ერთად. 6. დაუშვებელია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბები (ჰერალდიკური ნიშნები) ზუსტად იმეორებდეს სახელმწიფო გერბს ან სახელმწიფო გერბი იყოს მათი საფუძველი. 7. დაუშვებელია დაზიანებული სახელმწიფო გერბის გამოყენება. 8. იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს, რომლებზედაც სახელმწიფო გერბია გამოსახული, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. 9. სახელმწიფო გერბის გამოყენება ამ კანონის დარღვევით ან სახელმწიფო გერბის შებღალვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 10.ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე პოლიტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს ეკრძალებათ სახელმწიფო გერბის გამოყენება შენობების ფასადზე, ბეჭდებზე, შტამპებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე. სხვა შემთხვევებში ისინი სახელმწიფო გერბს იყენებენ შეუზღუდავად. მუხლი 16. საქართველოს სახელმწიფო გერბის დაცვა სახელმწიფო გერბის დაცვას უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. თავი IV. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მუხლი 17. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი 1. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება: ა) საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას; ბ) საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ; გ) საქართველოს პარლამენტის სესიის გახსნისას და დახურვისას; დ) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისას საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ფიცის დადების შემდეგ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების უფლებამოსილებათა ცნობის შემდეგ; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების სესიების გახსნისას და დახურვისას; საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისას; ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების გადაცემისას; ვ) ძეგლების საზეიმო გახსნისას; ზ) საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა გახსნისას ან/და დახურვისას; თ) საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყებისას და დამთავრებისას. 2. საზღვარგარეთის ქვეყნების და მათი მთავრობების მეთაურთა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და სხვა ოფიციალურ პირთა დახვედრისას და გაცილებისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ასრულებს სასულე ორკესტრი (ცოცხალი შესრულება) ან სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ჩანაწერი (სასულე ორკესტრის შესრულებით), შესაბამისად სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ჰიმნის შემდეგ. 3. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საგუნდო ან საორკესტრო ვარიანტი სრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს პირველი არხით, ყოველდღე, დილის მაუწყებლობის დაწყებისას. 4. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება საქართველოს სამხედრო ძალების ქვედანაყოფებში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მცურავ საშუალებებზე საქართველოს სამხედრო ძალების წესდებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის შესაბამისად. 5. საქართველოს ფარგლების გარეთ ოფიციალური ღონისძიების გამართვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საორკესტრო ვარიანტი სრულდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მასპინძელი ქვეყნის ტრადიციების გათვალისწინებით. 6. ოფიციალური სპორტული შეჯიბრების დროს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საორკესტრო ვარიანტი სრულდება შესაბამის სპორტულ ორგანიზაციაში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. 7. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულოა ფეხზე ადგომა, ხოლო მამაკაცისათვის − ასევე ქუდის მოხდა, გარდა სამხედრო მოსამსახურისა (საქართველოს შეიარაღებული ძალების წესდების საფუძველზე) და იმ შემთხვევისა, როდესაც ქუდის მოხდა კონფესიური დოგმის გამო არ შეიძლება. 8. თუ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას თან ახლავს საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა, სავალდებულოა სახით დროშისკენ შეტრიალება. თავი V. დასკვნითი დებულებები მუხლი 18. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული სამართლებრივი აქტები ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) „საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილის დადგენის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის N2856-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 010020000.09.001.016247); ბ) „საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის ადგილის დადგენის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის N2857-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 010020000.09.001.016246). გ) „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2861-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 010020000.09.001.016250). დ) „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2860-Iს დადგენილება. (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 010020000.09.001.016249) ე) „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2859-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 010020000.09.001.016250); მუხლი 19. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, ______________ 2018 წელი № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი, როგორც სახელმწიფო სიმბოლოები, დადგენილია ორგანული კანონით და მისი მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისათვის დადგენილი წესით. შესაბამისად, ხდება საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის გაერთიანება შესახებ“, ერთ ორგანულ კანონში „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების რომელიც დაადგენს სახელმწიფო სიმბოლოებს. თუმცა, აგრეთვე აუცილებელია სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესების რეგულირება და ამასთან დაკავშირებით ცალკე კანონის მიღება, სადაც მოცემული იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის გამოყენების წესების მარეგულირებელი ნორმები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ საქართველოს სახელწიფო გერბის დროშისა და ჰიმნის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესებთან დაკავშირებული რეგულაციები განისაზღვროს ცალკე საკანონმდებლო აქტით, კერძოდ, „სახელმწიფო სიმბოლოებოს გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის წარდგენა ხდება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან ერთად ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო გერბის, დროშისა და ჰიმნის გამოყენების წესები. პროექტის პირველი თავი ეხება კანონის რეგულირების სფეროს. კანონპროექტის მეორე თავი არეგულირებს სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, მე-2 მუხლით სახელმწიფო დროშის დღედ დადგენილია 14 იანვარი. პროექტის მე-4 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილს. მე-6 მუხლში მოცემულია სახელმწიფო დროშის აღმართვასა და გამოფენასთან დაკავშირებული რეგულაციები. კერძოდ, აქ ჩამოთვლილია ის სახელმწიფო და ადმინისტრაციული ორგანოები, რომელთა შენობაზე მუდმივად აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა, აგრეთვე მოცემულია ის შემთხვევები, როდესაც გამოიფინება საქართველოს სახელმწიფო დროშა. კანონპროექტის მე-7 მუხლი ეხება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დროშისა და სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის საკითხებს. ხოლო პროექტის მე-8 და მე-9 მუხლები საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების აკრძალვისა და საქართველოს სახელმწიფო დროშის დაცვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ადგენენ. კანონპროექტის მესამე თავი ეხება საქართველოს სახელმწიფო გერბთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, მე-11 მუხლით დგინდება სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის ადგილი. მე-12 მუხლი ეხება სახელმწიფო გერბის გამოყენების სფეროს, სადაც მითითებულია ის სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელთა სამართლებრივ აქტებზე და ბლანკებზე სრული სახით გამოისახება სახელმწიფო გერბი. კანონპროექტის მე-13 მუხლი არეგულირებს მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების საკითხებს. აღნიშნულ მუხლში დასახელებულია ის სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელთა სამართლებრივ აქტებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი. პროექტის მე-15 მუხლში მოცემულია ის სპეციფიკური საკითხები თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო გერბის განთავსება იმ შემთხვევაში, როდესაც მისი გამოყენება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ან საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და ორგანიზაციების გერბებთან (ჰერალდიკურ ნიშნებთან) ერთად. კანონპროექტის მეოთხე თავი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესს. კანონპროექტის მეხუთე თავი ეხება დასკვნით დებულებებს და მე-18 მუხლი ითვალისწინებს ძალადაკარგულად იმ ნორმატიული ცხადდება აქტების „საქართველოს ჩამონათვალს, სახელმწიფო რომლებიც სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან. კანონპროექტის მე-19 მუხლით განისაზღვრება კანონის ამოქმედების ვადა, კერძოდ, კანონი ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულებების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი